ნიჰილიზმი, სიურეალიზმი

Картинки по запросу andre breton

 

Картинки по запросу андре бретон и троцкий

ლევ ტროცკი, დიეგო რიეერა და სიურეალიზმის მამილო ანდრე ბრეტონი

 

ჭკვიანმა და განათლებულმა ევროპელებმა იციან რომ ქრისტიანული ცივილიზაციის მემკვიდრე ეგზიუპერისგან რადიკალურად განსხვავებული ანდრე ბრეტონის სიურეალიზმი საშიში ფენომენია.

 

დიდმა ევროპელმა ნიცშემ დაინახა რომ მოდის კაცობრიობის ისტორიულ უმაღლეს ღირებულებათა უარმყოფელი და დამამხობელი ნიჰილიზმის ხანა და მოხვდა საგიჟეთში.

 

ამ ხანას ამკვიდრებდა დღესაც დიდად პოპულარული არა მარტო მხატვრული მიმდინარეობა სიურეალიზმიც.

 

«  ყველაფერი გასაკეთებელია, ამბობს სიურეალისტების მამილო  ბრეტონი, ყველა საშუალებით უნდა მოვსპოთ ოჯახის, სამშობლოს, რელიგიის იდეები». ბრეტონის აზრის ციტირებასაც ახდენს Alfred Sauvy//  « Humour et politique », Calman-Lévy//. გაცხადებული მიზანია  დასავლური და ქრისტიანული ცივილიზაციის მიერ ოცი საუკუნის მანძილზე აგებული  მენტალური ჯებირების ნგრევა.

 

 

 

  დღეს აი  ამ ნიჰილიზმის ხანაა სწორედ. მისი სიმბოლოა კიევში გაწვრთნილი გომბიოების ბანდა ფიმენის საქციელი ევროპაში. ნახევრად შიშველ გომბიოთა  ეს ბანდა არბევს პარიზის, სტრასბურგის, კიოლნის კათედრალებს, ლუვრს და ვატიკანს. მისმა ერთ-ერთმა გომბიომ მღვდლის და მლოცველთა თვალწინ მოშარდა შუა პარიზში მდგარი მადლენის ეკლესიის საკურთხეველზე.

ეგეც ნიცშეს მიერ ნაწინასწარმეტყველები ნიჰილიზმის ხანის საუკეთესო სიმბოლო.

 

 

 

      რევოლუციები, მათ შორის საქართველოს მნგრეველი პერესტროიკები, ომები, ლოტრეამონი,დადა, სიურეალისტები,ხელოვანები კიტოვან ხაინდრავა, ნიჰილიზvმი, ვბუქნოთ, ეეჰ…

ლენინის საყვარელი საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ მე-19 საუკუნეში ერთმანეთს მოყვა სულ მცირე 7 რეჟიმი. იყო ომები, სახელმწიფო გადატრიალებები და კრიზისები.

შეგვიძლია ვახსენოთ 1799-1804 წლის კონსულატი, 1804-1814 წლის ნაპოლეონის იმპერია, რესტავრაცია//ლუი მე-18 და შარლ მე-10//. ივლისის მონარქია ლუი ფილიპთან ერთად//1830-1848//, 1848-1850 წლების მეორე რესპუბლიკა, ნაპოლეონ მესამის 1852-1870 წლების მეორე იმპერია და ბოლოს მესამე რესპულიკა რომელიც საუკუნის ბოლოს შეარყიეს გენერალი ბულანჟეს წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების და 1896-1906 წლებს შორის დრეიფუსის საქმის ნაირმა კრიზისებმა .// ჩამონათვალში არაა რევოლუცია, ტერორი გილიოტინით და გილიოტინის გარეშე, ვანდეის შემზარავი ომი და ა.შ.//.

ამას გარდა იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარება და ფიზიკის და მექანიკის წყალობით მნიშვნელოვნი ტექნიკური განვითარება.

პარალელურად მრეწველობის და ვაჭრობის განვითარებამ ახლებურად გადაანაწილა სიმდიდრე, რაც მოხდა სამღვდელოების და არისტოკრატიის საზარალოდ ფა ბურჟუაზიის სასარგებლოდ.

ამ ცვლილებებს მოყვა განათლების განვითარება//ლიცეუმების შექმნა,სავალდებულო სასკოლო განათლება//,უკეთესად გავრცელდა თანამედროვე პრესა რამაც ხელი შეუწყო მწერლებს.  მწერლების უფლებები ამიერიდან უკეთესად აღიარებული იყო.

ამდენმა ძალადობამ, ამდენმა თავბრუდამხვევად სწრაფმა და მკვეთრმა  სოციალურმა და პოლიტიკურმა ცვლილებებმა გადაქანცა ადამიანები, გაჩნდა ე.წ. საუკუნის ავადმყოფობა, რომელსაც შატობრიანი უძახოდა საზიზღარ ავადმყოფობას ან ვნებათა ტალღას, ბალზაკისთვის ეს იყო იმედის გაცრუება და მომხიბლაობის დაკარგვა, ბოდლერი მას ხედავს როგორც დარდს, ნაღველს, ფლობერი კი როგორც მოწყენილობა-გაბეზრებულობას.

 

ე.წ. საუკუნის ავადმყოფობა არის ეგზისტენციალური დარდი და ნაღველი რომელმაც გატანჯა მთელი თაობა რომელსაც სურდა თავისი ვნებების და ოცნებების გამოხატვა მაგრამ რესტავრაციის საზოგადოებაში ნახა მხოლოდ უბადრუკი შუამავლები.

მე-19 საუკუნეს ახასიათებს ნოსტალგია,განცდა რომ უკეთესი იყო ადრე, იმპერატორის დროს. საყოველთაოდ გავრცელდა ერთგვარი მელანქოლია.

საკუთარი მეობის გამოხატვის შეუძლებლობამ დაადარდიანა ბევრი მწერალი და ბევრი მწერალი გააგიჟა.

 

მწერლები მე-19 საუკუნეში ორაზროვან მდგომარეობაში იყვნენ.

მეცენატი აღარ არსებობდა. მწერლები ცხოვრობდნენ თავისი ნაწერებით და მათ ხშირად უხდებოდათ თავისი მწერლური თავისუფლების გაყიდვა.

გოტიე და ჟერარ დე ნერვალი,მაგალითად,ჟურნალისტები გახდნენ.

მე-19 საუკუნის პოეტი რელიგიურია და განასახიერებს ახალ საკრალურ ინსტანციას.

მწერალი კი ერთდროულად შეჩვენებულიცაა და საკრალიზებულიც.

 

რატომ მიმართავენ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის მწერლები ნარკოტიკს და ალკოჰოლს ?

ადამიანები სხვადასხვა მიზეზების გამო ყოველთვის მიმართავდნენ ნარკოტიკს და ალკოჰოლს.

უხსოვარი დროიდან ადამიანები აკეთებენ და იღებენ სუბსტანციებს რომლებიც ამღვრევენ მათ მიერ სამყაროს აღქმას.

ამ სუბსტანციების უმრავლესობა დღეს აკრძალულია.მაგრამ ასე არ ყოფილა ყოველთვის. ის რომ ისინი საშიში ნივთიერებებია მხოლოდ ბოლო ხანს დაინახეს.

მიუხედავად ამისა შეიძლება თქვას რომ ალკოჰოლი ლიტერატურასთან ყველაზე მეტადაა დაავშირებული სწორედ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში. დამქაცველ-მტანჯველი სინამდვილისგან გაქცევის მიზნით ამ ხანაში სხვადასხვა მიზეზით მეტ-ნაკლებად ძლიერ და ეგზოტიურ ნარკოტიკს  ეტანებიან და ლოთობენ ხალხი, მეცნიერები, მწერლები,მხატვრები, მდიდრები თუ ღარიბები.

ღარიბებს უნდათ იმ ხანისთვის ჩვეულებრივი სიღატაკის დავიწყება ან შერბილება. მდიდრები და შემოქმედები ასე ისვენებენ ან ეძებენ მუზას,მეცნიერები კი იკვლევენ და ატარებენ ექსპერიმენტებს.

     მე-19 საუკუნის ადამიანი ხშირად და როგორც წესი დიდი დოზებით სვამდა და იღებდა ნარკოტიკს.

მაგრამ ლოთობა და ნარკომანობა მაშინაც საშიში იყო. ბევრი ეჩვეოდა ამას და ბევრს ეს კლავდა.

 

დავუმატოთ რომ მე-19 საუკუნეში ადამიანთა უმრავლესობას არ ესმოდა ლოთობის და ნარკომანობის საფრთხე და მკურნალობაც არ ყოფილა დღევანდელ დონეზე.

ამიტომ გასაგებია თუ რა საშინელი რამე უქნა ლოთობამ და ნარკომანიამ მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის განვითარებულ საზოგადოებებს.

 

ამ არეულ ხანაში ადამიანს უშველის ღმერთი რომელიც ვლინდება პოეზიაში, მეგობრობაში, სიყვარულში, ასეთია ძველი ევროპული, კელტური სიბრძნე. ესეც ევროპაა ბაბაიებო, დავაკვირდეთ, ავირჩიოთ. ავირჩიოთ.

 

 

 

ხოდა რევოლუციების,ვანდალიზმების, ტერორის, ომების, ათისტურ-მატერიალუსტური ცივილიზაციის დამკვიდრების შeმდეგ 1846-1870 წლებში იყო იყო ისიდორ დიუკასი//Isidore Ducasse// მან  გაიხედ-გამოიხედა, გადაირია და გრაფი დე  ლოტრეამონის//comte de Lautreamont// ფსევდონიმით გამოაქვეყნა თხზულება «მალდორორორის საგალობლები » //Chants de Maldoror// .

 

ეს მალდორორი ამტკიცებს რომ ის არსებობდა ყოველთვის,რომ მას შეუძლია გარდასახვა,სხვადასხვა სახის მიღება, ინტიმური კავშირის დამყარება ზვიგენთან და რწყილთან, ბრძოლა სამყაროს შემოქმედთან.

მალდორორი ღმერთია,ბოროტი ღმერთი.

 

 

 

მალდორორი არის ბოროტება,აბსოლუტური ბოროტება. მას უყვარს სხვისი ტანჯვის ყურება,მეტიც,სხვების ტანჯვა.

ძალადობა,მკვლელობა,წამება, ყველანაირი ბოროტება, ნეკროფაგია, მისთვის ახლო და ნაცნობია ყველაფერი არაბუნებრივი.

მალდორორი სხვებს ტანჯავს იმიტომ რომ თვითონ იტანჯება იმით რომ ამქვეყნად გაჩნდა.

მისთვის სიცოცხლე არის სამუდამოდ ღია ჭრილობა.

ადამიანთა წამებით ის სჯის ღმერთს,მათი და თვითონ მალდორორის შექმნისთვის.

მალდორორი არის ჯანყის მწვერვალზე მყოფი სატანა. ის კვდება დადამბლავებული, ჭიების მიერ დაღრღნილი.მას ზურგში გაყრილი აქვს ხმალი.

ასეთი სიკვდილის შემდეგ ის ბედნიერია, ბოლოს და ბოლოს თავისუფალი !!!

მალდორორს სძულდა სამყაროს შემოქმედი ღმერთი,სიცოცხლე,ადამიანი და საკუთარი თავი.

 

 

ასე თუ ისე,თუნდაც ინერციით ქრისტიანული ფრანგული საზოგადოება რა თქმა უნდა არ სცნობდა ასეთ რამეს.

 

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა  პირველი მსოფლიო ომის და ბოლშევიზმ-ნაციზმის შემდეგ.

 

ისიდორ დიუკასი,ლოტრეამონი, არის სიურეალისტების სულიერი  მამა. ლოტრეამონის მალდორორის საგალობლების პირველი დიდი თანამედროვე გამოცემა 1920 წელს გამოაქვეყნა ანდრე ბრეტონმა.

პირველი მსოფლიო ომის დროს კაცობრიობის გამხეცებით გადარეულ სიურეალისტებს ძალიან მოეწონათ ლოტრეამონის რადიკალური ჯანყი საერთოდ სიცოცხლის წინააღმდეგ// ამის და ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ფრანგი ყმაწვილებისთვის გამოცემულ სახელმძღვანელოში ფრანგული ლიტერატურის ქრონოლოგია შუა საუკუნეებიდან დღემდე//Chronologie de la littérature française  du Moyen Âge à nos jours,Bescherelle,2014//.

 

 

 

 

http://www.ichtus.fr/le-surrealisme-du-courant-artistique-a-la-guerre-culturelle/

 

ნიჰილიზმის ხანა, სიურეალიზმი, 2010 წლის 1 იანვარი

 

რა ვუთარ იმ გუთნისდედას თავის მამის საფლავს ხნავდეს

 

ჯერ ეს

 

 დიდმა ევროპელმა ნიცშემ იხილა რომ მოდის ისტორიული საზოგადოების უმაღლეს ღირებულებათა უარმყოფელი და დამამხობელი ნიჰილიზმის ხან და მოხვდა საგიჟეთში.

  დღეს აი  ამ ნიჰილიზმის ხანაა სწორედ. მისი სიმბოლოა კიევში გაწვრთნილი გომბიოების ბანდა ფიმენის საქციელი ევროპაში. ნახევრად შიშველ გომბიოთა  ეს ბანდა არბევს პარიზის, სტრასბურგის, კიოლნის კათედრალებს, ლუვრს და ვატიკანს. მისმა ერთ-ერთმა გომბიომ მღვდლის და მლოცველთა თვალწინ მოშარდა შუა პარიზში მდგარი მადლენის ეკლესიის საკურთხეველზე.

ეგეც ნიცშეს მიერ ნაწინასწარმეტყველები ნიჰილიზმის ხანის საუკეთესო სიმბოლო.

 

 ამ დღეში ჩაგვაგდეს, მსოფლიო რანგის დიდად ნაქებმა და პოპულარიზებულმა ხელოვანებმაც, მათ შორის დადაისტებმა და სიურეალისტებმა. დავაკვირდეთ.

http://www.zones-subversives.com/article-refus-global-et-les-avant-gardes-artistiques-111531361.html

 

 მოძრაობა დადა გაჩნდა მთელი მსოფლიოს ამაოხრებელი და მთელი ქვეყნების დამაქცევარი პირველი მსოფლიო ომის დროს. Louis Gill ამბობდა რომ ესაა აბსურდით და ნიჰილიზმით გლობალური გაპროტესტება საზოგადოებისა რომელმაც მიგვიყვანა ომამდე და აოხრებამდე.

ამ მოძრაობის სახსენებლად Hugo Ball-მა პირველი მანიფესტი წაიკითხა 1916 წელს.

Tristan Tzara-მ მოძრაობა დადას მანიფესტი დაწერა 1918 წელს.

 

 « მე დავწერე მანიფესტი და მე არ მინდა არაფერი, მაგრამ მე ვთქვი რაღაცეები და მე ვარ მანიფესტების და პრინციპების პრინციპული მოწინააღმდეგე », თქვა ირონიით და ცინიზმით Tristan Tzara-მ.

 მოძრაობა დადას მანიფესტები ენათესავება ინდივიდუალურ განცხადებებს და პროვოკაციებს რომელთა მიზანიცაა დავა-ჯიჯღინის გამოწვევა. მათ უნდათ არსებული კულტურის ნგრევა..

 

პარიზში მოძრაობას განასახერებდნენ შემდეგ სიურეალისტებად გადაქცეული ანდრე ბრეტონი, ლუი არაგონი და პოლ ელუარი.

 

 

 « გაუმარჯოთ დაუქორწინებლად ერთად მცხოვრებ კონკუბინებს და კონკუბისტებს, მოძრაობა დადას ყველა წევრი პრეზიდენტია», დაწერა იუმორისტულ-ნიჰილისტურ ტექსტში ლუი არაგონმა და შემდეგ გახდა შეუპოვარი სტალინისტი.

 

 «  ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და ცარიელი სხეული, ჩვენ გვჭირდება სიცილი და არაფერი გვჭირდება », გამოაცხადა პოლ ელუარმა.

 

დადამ ამაოხრებელი, საზოგადოებრივი წესრიგის ფუძემდებელ ღირებულებათა მასხრად ამგდები იუმორით შეუტია ლოღიკას და ცივ რაციონალობას.

 

 

 « მარტო ინსტინქტის ამღიარებელი დადა ა პრიორი გმობს ახსნას. ჩვენ არ უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი თავი. ძირს დოგმები, მორალი და გემოვნება», დაწერა ანდრე ბრეტონმა.

 

მოძრაობა დადა გამოხატავდა ახალგაზრდობის ჯანყს ომით დამთავრებული საზოგადოების ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ.

 

 « ჩვენ ვფიქრობდთ რომ გზა გაეხსნა რადიკალურ რევოლუციას ყველა სფეროში », დაწერა ანდრე ბრეტონმა.

 

დადა იყო ანტიბურჟუაზიული, ანტინაციონალისტური და პროვოკაციული მოძრაობა. სიურეალისტებმაც გააგრძელეს ეს ძირგამომთხრელ-მავნებლური გზა.

 

 

 «  ჩვენ არ ვიღებთ ეკონომიკის თუ ვაჭრობის კანონებს, შრომის მონობას, და კიდევ უფრო ფართო მასშტაბით ჩვენ ვაცხადებთ აჯანყებას ისტორიის წინააღმდეგ.»  //პროკლამაცია პირველ რიგში და მუდამ რევოლუცია(tract La Révolution d’abord et toujours)//.

 

ეს პრინციპები დამთავრდა პოლიტიკაში ჩაბმით. ზოგი სიურეალისტი მწერალი დროებით შევიდა საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში. მაგრამ არც ერთი პარტია არ პასუხობდა ზუსტად სიურეალისტების მისწრაფებებს. ანდრე ბრეტონმა დაგმო პოლიტიკური ანგაჟირება რომელიც იმონებს პოეზიას. მაგრამ ლუი არაგონმა 1930 წლიდან განაცხადა რომ თავის ლიტერატურულ საქმიანობას უმორჩილებს კომუნისტური პარტიის დისციპლინას და კონტროლს.

ომმა ქნა ის რომ ტრისტან ტცარაც და პოლ ელუარიც გაუყვნენ ამ გზას.

ისინი გმობდნენ ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციას, მილიტარიზმს, კოლონიალურ ჩაგვრას, რა თქმა უნდა მღვდლებს და ეკლესიას, მალე დაიწყეს ნაციზმის დაგმობა. მათ უნდოდათ სოციალური რევოლუცია.  და ბოლოს მათ დაგმეს საბჭოთა ტოტალიტარიზმი.

სიურეალისტებმა სცადეს ისტორიული მატერიალიზმის და ოკულტიზმის სინთეზიც…

 

 

https://fr.wikipedia.org/wiki/Surr%C3%A9alisme

 

 

  სიურეალიზმი არის მეოცე საუკუნის ლიტერატურული და მხატვრული მიმდინარეობა რომელიც იყენებს შემოქმედების ყველა საშუალებას და გონების კონტროლისგან განთავისუფლებულ  ფსიქიურ ძალებს// ავტომატიზმი, სიზმარი-ზმანება, არაცნობიერი//.

ეს მოძრაობა ებრძვის ტრადიციულ და მემკვიდრეობით მიღებულ ღირებულებებს.

ანდრე ბრეტონმა 1924 წელს  სიურეალიზმი განსაზღვრა როგორც წმინდა ფსიქიური ავტომატიზმი რომლითაც სიტყვით, წერილობით თუ სხვა საშუალებით  გონების მიერ გაუკონტროლებლად და ყოველგვარი ესთეტიკური თუ მორალური საზრუნავის გარეშე გამოიხატება აზროვნების რეალური ფუნქციონირება… //  სიურეალიზმის პირველი მანიფესტი//.

 

სიურეალიზმს  სწამს დღემდე უგულვებელყოფილი ასოციაციის ზოგი ფორმის უმაღლესი რეალობისა,  ოცნება-ზმანება-სიზმრის ყოვლისშემძლეობისა, აზრის უანგარო თამაშისა. ის ცდილობს ყველა სხვა ფსიქიური მექანიზმის საბოლოოდ ნგრევას და მათ ჩანაცვლებას ცხოვრების მთავარი პრობლემების გადაწყვეტაში.

 

  სიურეალიზმის მთავარი დამფუძნებელია ფრანგი პოეტი და მწერალი ანდრე ბრეტონი //André Breton, 1896-1966//. მხოლოდ ის და Benjamin Péret იყვნენ სიურეალისტები მოძრაობის დაარსებიდან სიკვდილამდე.

  ანდრე ბრეტონმა 1924 წელს პირველად აღწერა სიურეალიზმი სიურეალიზმის პირველ მანიფესტში და იმავე წელს მან ხელი შეუწყო სიურეალისტური ძიების ბიუროს შექმნას.  მის ყველაზე ცნობილ ამხანაგ მწერლებს, პოეტებს,მხატვრებს, ხელოვანებს შორის იყვნენ . Louis Aragon, Robert Desnos, Paul Éluard, René Magritte, Giorgio De Chirico, Philippe Soupault, Marcel Duchamp, Salvador Dalí და Jacques Prévert.

მრავალი მათგანი შევიდა საფრანგეთის კომპარტიაში სოციალური რევოლუციის იდეებისთვის მხარის დასაჭერად.

 ანდრე ბრეტონი ამ პარტიაში შევიდა 1927 წელს და იქიდან გაძევებული იქნა 1933 წელს.

 

სიურეალიზმის ერთ-ერთი წინამორბედი იყო დიდი ფრანგი პოეტი არტურ რემბო //Arthur Rimbaud,1854-1891//.

 

რევოლუციებით,ტერორით,ომებით, მატერიალისტური ხარბი თანანამედროვეობით არეულ რემბოს უნდოდა ვიზიონერად ყოფნა. სინამდვილის ფარული სახის, სხვა სინამდვილის ნახვა.

რემბოს ამ მცდელობათა გაგრძელებისას დაიწყო სხვა უხილავი და იდუმალი სინამდვილის ძიება გიიომ აპოლინერმა?/1880-1918//.

სიტყვა სიურეალიზმიც 1917 წლის მარტში მოიგონა სწორედ აპოლინერმა. …

 

როგორც უკვე ვთქვით სიურეალიზმი არ ყოფილა ნაზი და ლირიული ფენომენი.

ის იყო რევოლუციური ძალა.

 

 იტალიის კომპარტიის დამფუძნებელი ანტონიო გრამში ამბობდა რომ ისტორიული დასავლური საზოგადოებების მოსასპობად და მათ ადგილზე სოციალიზმის დასამკვიდრებლად ბრძოლა პირველ რიგში კულტურული უნდა იყოს.

იქ სადაც სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია, სადაც მდიდარი ინტელექტუალური, რელიგიური და მორალური მემკვიდრეობა მტკიცედ აერთიანებს ადამიანებს პირველ რიგში საჭიროა იდეოლოგიური და კულტურული ხელისუფლების აღება, ამ მემკვიდრეობის მოსპობა და მისი შეცვლა ახალი იდეოლოგიით.

ჯერ ძირი უნდა გამოეთხაროს ქრისტიანულ ცივილიზაციას, უნდა დაინგრას ამ ცივილიზაციის კულტურული საფუძვლები, უნდა შეიცვალოს ძირითადი საზოგადოებრივი და კულტურული ღირებულებები და ზნე-ჩვეულებები.

 

აი ამის შემდეგ დადგება პოლიტიკური ხელისუფლების აღების დრო, მბობდა გრამში.

 

საფრანგეთში ამ ძირგამომთხრელ სამუშაოში პირველი პლანის როლს ასრულებდა სიურეალიზმი.

იყო სხვა მოძრაობებიც მაგრამ დღემდე სწორედ სიურეალიზმი ახდენს უძლიერეს გავლენას ინტელექტუალებზე

სიურეალიზმისთვის ხელოვნება არის ქრისტიანული ცივილიზაციის მემკვიდრის ახალ მოტროცკისტო  ადამიანად გარდაქმნის, მისი ცნობიერების გარდაქმნის იარაღი, სოციალური წყობის, ცხოვრების  გარდაქმნის იარაღი.

 

ესთეტიკური თვალსაზრისთ სიურეალისტური პროექტი რა თქმა უნდა შეძლება მომხიბლავი იყოს.

მას უნდა არაცნობიერის კვლევა, ზმანება-ფანტაზიის განთავისუფლება ხელოვნებით ეწერება ლიტერატურულ ტრადიციაში და ამავე დროს ანგარიშს უწევს თანამედროვე მეცნიერების და ფილოსოფიის აღმოჩენებს.

 

ეს ესთეტიკა შეიძლება ჩაითვალოს  სუბიექტურობის და გარე სამყაროს გაფართოებული შემეცნების ინსტრუმენტად. მაგრამ ეს სულაც არაა უანგარო ესთეტიკა. სიურეალიზმს უნდა ეთიკის და პოლიტიკის როლის შესრულება, უპირველეს ყოვლისა ლაპარაკია ჭშმარიტების, მშვენიერების და სიკეთის ტრადიციული, პლატონიდან მომდინარე ცნებებისთვის ძირის გამოთხრაზე რათა ბოლოს შესაძლებელი გახდეს ცხოვრების შეცვლა.

 

 სიურეალისტური ესთეტიკის მიზანია ახალი მოტროცკისტო ადამიანის შექმნა ჩვეულებრივი ადამიანის გონების და სოაციალური წესრიგის შეცვლით.

 

ლიტეროატურული ტირადიცია

 

ფრანგი ინტელექტუალები დიდად იყვნენ გატაცებულნი სიურეალიზიმით იმიტომ რომ ის ჩაწერილია იყო დიდ ლიტერატურულ ტრადიციაში  რომელიც ყურადღებას აქცეევდა არსებობის ღამისეულ  და ირაციონალურ ასპექტს და ამავე დროს ანგარიშს უწევდა თანამედროვე მეცნიერების და ფილოსოფიის მიღწევებს რითაც წვლილი შეჰქონდა ადამიანის უცნობ მხარეთა კვლევაში.

ნერვალიდან აპოლინერამდე რემბოს გავლით მრავალმა რომანტიკოსმა და სიმბოლისტმა მწერალმა იკვლია არსების და არსებობის გამოქვაბულები, სადაც ჩვენს სიღრმეში მოქმედებენ ზმანებები და უკონტროლო ფორმები, აჩემულ-აკვიატებული ვნებები რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს მიერ სინამდვილის ხედვას/

 

ნერვალმა თავისებურად გაუსწრო პრუსტს და გაიგო თუ როგორ აძლევს სინამდვილეს ყოველი ადამიანისთვის უნიკალურ ფერს სუბიექტურობა თავისი მოგონებებით და ემოციებით.

მის ნაწარმოებებში საზღვარი სინამდვილეს, გახსენებას და სიზმარს შორის უწყვეტად ბუნდოვანდება… ის ყვება თავის სიგიჟის კრიზისებს და ჟიუტად შიფრავს თვის ექსტაზებს, კოშმარებს და ხილვებს როგორც საიქიოს, უხილავის სამყაროს გასაღებებს. ამქვეყნიური ტანჯვებისთვის წამლების უშოვნელობის შემთხვევაში საჭიროა ორფეოსის მსგავსად იმ სამყაროში გაღწევა… ნერვალმა გაუხსნა გზა ლოტრეამონს, რემბოს, აპოლინერს, შემდეგ სიურეალისტებს.

 

    რემბოსთვის პოეზია იქცა ნათელმხილველად გახდომის, « უცნობთან მისვლის » და იქ სულის სიღრმეების დანახვის საშუალებად.

ის პირველი უარყოფს გონების კონტროლს. მისი აზრით უნდა განვთავისუფლდეთ სინამდვილის რაციონალური აღქმისგან.

 «  პოეტი  ყველა შგრძნებათა და გრძნობათა გრძელი, უზომო, გააზრებული აშლით ხდება ნათელმხილველი», « წერილი პოლ დემერის- Lettre à Paul Deméry »,

«პოეტმა თავის თავბრუსხვევათა და გამოუხატავის ჩასაწერად» უნდა აღმოაჩინოს ახალი, მთვრალი, ხატებისგან, ჟღერადობებისგან, რიტმებისგან და წყვეტილი სინტაქსისგან შექმნილი ენა.

 

მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე ეს ძიება აიტაცა აპოლინერმა.

მან უარყო კლასიკური ესთეტიკა,

 «  ბოლოს შენ ხარ დაღლილი ძველი სამყაროთი», ფაწერა მან თავისი კრებული « ალკოჰოლების» დასაწყისში, ლექსში « Zone »..

  აპოლინერის აზრით უნდა განვთავისუფლდეთ მხოლოდ რაციონალური ლოღიკისგან, უნდა ავალაპარაკოთ ფანტაზია და აკვიატებული ჩვენებები რომლებიც ასევე შეადგენენ ჩვენი სინამდვილის ნაწილს და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ სამყაროსადმი ჩვენს დამოკიდებულებას….

 

მეცნიერული ფარდობითობა-რელატივიზმი.

 

 დიდმა ფროიდმა უარყო ანტიკური ხანიდან მომდინარე ტრადიცია რომლის თანახმადაც ინსტინქტებით მოქმედი პირუტყვი მხეცისგან ადამიანი განსხვავდება გონებით.

დიდმა ფროიდმა ბრძანა რომ  ადამიანის ცხოვრებას,განცდებს და მოქმედებას განაპირობებენ მისი დათრგუნული გაუცნობიერებელი  მისწრაფებები,ჟინი, სწორედ მხეცურ-პირუტყვული იმპულსები და არა გონება.

 

რაციონალური ცნობიერება, მაშ, ვეღარ ჩაითვლება სინამდვილის აღქმის ერთადერთ საშუალებად.

ყოველ ადამიანს, ყველაფერს, რეალობას აზრს ასევე აძლევენ არაცნობიერი და წადილები.

 

 ამავე დროს ბერგსონმა გაანალიზა ადამიანის მიერ დროის აღქმა და აჩვენა რომ ადამიანის დრო უფრო სუბიექტური ხანგრძლივობაა ვიდრე ფიზიკური ზომა და ყოველი ადამიანი დროს თავისებურად აღიქვამს.

ადამიანის მიერ აღქმული დროის ამ ანალიზს რეალობის აღქმაში შემოაქვს სუბიექტური ფარდობითობა-რელატივიზმი. 

 

მეცნიერებიც დაეჭვდნენ გონების ძალაში. აინშტაინამდე მექანისტური და დეტერმინისტული მეცნიერება ადამიანს უქმნიდა შთაბეჭდილებას რომ გონება მას აძლევს სამყაროს გაგების საშუალებას იმიტომ რომ ურყევი და ადამიანისთის გასაგები კანონების თანახმად იგივე მიზეზებს აქვთ იგივე შედეგები.

 

მაგრამ კვანტურმა ფიზიკამ შეარყია  ადამიანის გონების ყოვლისშემძლეობის რწმენა:

 

მეცნიერული ანგარიში ვერ განსაზღვრავს ზუსტად  უსასრულოდ მცირე ნაწილაკების სივრცობრივ და დროით მდგომარეობას. მეტის აღმოჩენა უკეთესად აჩვენებს გონების და სინამდვილის დისპროპორციას. 

რა არის სინამდვილე ? ამ კითხვას სვამენ მეცნიერებიც, მოაზრონეებიც და მწერლებიც.

 

 მეცნიერებიც, მოაზრონეებიც და მწერლებიც დაეჭვდნენ გონების ყოვლისშემძლეობაში და ამაში დაეჭვდნენ სიურეალისტებიც.

 

მაგრამ სიურელისტები ბევრად უფრო შორს მიდიან ვიდრე ნერვალი და რემბო,

   ნერვალს და რემბოს ესმოდათ რომ ისინი არ უნდა ჩარჩნენ ზმანებებში და ჰალუცინაციებში.

რეალობა რჩება რეალობად როგორიც არ უნდა იყოს მათი ფანტაზია და ხილვები.

ეს ნახა რემბომ როდესაც დაემშვიდობა პოეტურ სიგიჟეებს.

 

 «  მე ვცადე ახალი ყვავილების, ახალი ვარსკვლავების, ახალი სხეულების მოგონება. მე მეგონა რომ ძალმიძს ზებუნებრიცი ძალით განკურნება. მაგრამ არა! მე უნდა დავმარხო ჩემი ფანტაზია და ჩემი მოგონებები!  ხელოვანის და მთხრობელის ლამაზი დიდება გაქრა!

მე, ვინც ვფიქრობდი რომ ვარ ყოველგვარი მორალისგან თავისუფალი ჯადოსანი თუ ანგელოზი, დავბრუნდი დედამიწაზე ძიების მოვალეობით რათა გულში ჩავიკრა ხორკლიანი სინამდვილე! »

 //Arthur Rimbaud, « Une saison en enfer », « Adieu», არტურ რემბო, « სეზონი ჯოჯოხეთში, », «მშვიდობით»//.

 

    არაცნობიერის დიქტატურა

რემბოს საწინააღმდეგოდ სიურეალისტებს ისევ ეგონათ რომ არიან მორალისგან თავისუფალი ანგელოზები  და ისინი ჯიუტად განაგრძობდნენ  სიარულს ფანტაზიის და არაცნობიერის გზაზე და ჩაიკეტნენ ფანტაზიასა და არაცნობიერში.

 

 არაცნობიერის გასატეხად სიურეალისტური მწელობა უნდა იყოს « ფსიქიური ავტომატიზმი რომლითაც  ყოველგვარი ესთეტიკური თუ მორალური საზრუნავის გარეშე სიტყვით, წერილობით თუ სულერთია რა ხერხით გამოიხატება აზროვნების რეალური მექანიზმი»// André Breton, « Manifeste du surréalisme », (1924), ანდრე ბრეტონი, «სიურეალიზმის მანიფესტი»,1924//.

 

გამოსახულების სიურეალისტური პრაქტიკა არის ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულ რეალობათა დაახლოება, მაგრამ ეს დაახლოება არც წიასწარ ჩაფიქრებული იყო და არც რაციონალური შედარება. სირეალისტების ჩანაფიქრით მას უნდა ჰქონოდა გამოცხადების ძალა.

 

  მაგრამ საკუთრივ სიურეალისტური თეორიის  განხორციელებისას შემოქმედების, სპონტანურობის და არაცნობიერის განვითარების საბაბით  პოეტები უარყოფენ კონტროლის, ძალისხმევის და შრომის ყოველგვარ იდეას.

  აქედან კი ზოგჯერ გამოდის აგრესიულად მახინჯი საშინელებები :

 

 

 « დათვი ჭამდა ძუძუებს, კანაპემ ჭამა, დათვმა გადმოაფურთხა ძუძუები, ძუძუებიდან გამოვიდა ძროხა ძროხამ მოშარდა კატები კატებმა გააკეთეს კიბე ძროხა ავიდა კიბეზე კატები ავიდნენ კიბეზე კიბე ზევით დაიმსხვრა კიბე გახდა დიდი ფოსტალიონი ძროხა ჩავარდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში კატები თამაშობდნენ და დანარჩენი იყო ფეხმძიმე ქალიშვილთა გაზეთი ».

Benjamin Péret-ს ეს ლექსი , « Le Grand jeu » // დიდი თამაში//  არის იმაში რასაც « sélection du Reader’s Digest »  უძახის  ფრანგული პოეზიის ულამაზეს ფურცლებს.

 

ეს მოსწონდა ელუარს // Eluard// ვისი აზრითაც პოეზია უნდა იყოს გონების დიდი და მწარე დამარცხება//« une débâcle de l’intellect »//  [[ პოლ ელუარი, შენიშვნები პოეზიაზე,Paul Eluard, « Notes sur la poésie », 1926, Gallimard, La Pléiade 1968.]].

 

სიურეალისტებმა ფაქტიურად მოსპეს პოეტური ხელოვნება რომელიც არის ოქრომჭდლის შრომა სიტყვებზე ჭეშმარიტების გადმოსაცემად.

ბრეტონის აზრით სიურეალიზმი სულაც არაა ახალი ლიტერატურული სკოლა. მისი აზრით სიურეალისტური პოეზია უნდა იყოს ადამიანის გონიერების მნგრეველი რევოლუციური აქტი რათა შეიქმნას ახალი ადამიანი.

 

   ადამიანის გონიერების რეფორმა

 

 სიურეალისტები გვეუბნებიან ადამიანის მთავარი ჭშმარიტება არის არაცნობიერში დამწყვდეულ მის მხეცურ ინსტინქტებში.  გონება კი არის ძველი და გადასგდები დიდგულა//« vieille pimbêche »//.

René Crevel-მა 1928 წელს დაწერა  «სული გონების წინააღმდეგ»//« L’Esprit contre la raison »//.

 

ბრეტონი გვეუბნება რომ ყველაზე საძულველი ციხეა ლოღიკით შეიარაღებული გონება// La raison armée de la logique, « la plus haïssable des prisons », selon Breton//.

 

  სიურეალისტების მტკიცებით ლოღიკა უშლის ხელს ადამიანს გარეშე სამყაროს რეალობის და აზროვნების ფუნქციონირების გაგებაში და ამიტომ ის მოსასპობია.

აქედან დაესკვნა რომ კრეტინი  და დებილი არისტოტელეზე უფრო ჭკვიანია, რომ გიჟი დიდი ვიზონერია და სიურეალისტები უყოყმანოდ ახდენენ ისტერიის თუ პარანოიის მსგავს მენტალურ

 ავადმყოფობათა სტიმულირებას.

 

თავის გამოცემაში «სიურეალისტური რევოლიცია»//« La Révolution surréaliste », 1925 წლის 15 აპრილის ნომერი 3//  მათ გამოაქვეყნეს «წერილი საგიჟეთების მთავარ ექიმებს»//« Lettre aux Médecins-Chefs des asiles de fous »//  რომელშიც ამბობენ რომ  ზოგი გიჟის გამოვლინება სეულყოფილად გენიალურია…და ამ გიჟების რეალობის კონცეფცია და აქედან გამომდინარე ყველა აქტი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამიტომ სიურეალისტები მოითხოვდნენ  სამკურნალოდ საავადმყოფოებში დაწვენილი  გიჟების გაშვებას.

 

 

 

 

 

http://100fichesdelecture.blogspot.fr/2015/05/freud-malaise-dans-la-culture-1929.html

 

დღევანდელობის ერთ-ერთი ბურჯი ზიგმუნდ ფროიდის თქმით კულტურა არის მიგნებათა და გამოგონებათა მთლიანი ჯამი რომლითაც ადამიანთა ცხოვრება განსხვავდება პირუტყვთა და მხეცთა ცხოვრებისგან ყოველივე ამის მიზანია ადამიანის დაცვა ბუნებისგან და საზოგადოების დაცვა მისი წევრი ადამიანების თანდაყოლილი აგრესიულობისგან.

ანუ კულტურა არის პირუტყვულ-მხეცური ინსტინქტების დათრგუნვა, მათი მართვა და ჩაყენება საზოგადოების სამსახურში.

 

   დიდმა ფროიდმა თქვა რომ კულტურა ეფუძნება ადამიანის ვნებების, ჟინის, ინსტინქტური გაუცნობიერებელი პირუტყვული მისწრაფებების მოთოკვას, ინდივიდუალური თავისუფლების გარკვეულ შეზღუდვას. კულტურა მისი აზრით არის ეგოისტურ სიამოვნებაზე უარის თქმა და ადამიანის სასიცოცხლო ენერგიების ჩაყენება საზოგადოების სამსახურში.

 

 

და აი, სიურეალისტების მიზანი იყო სწორედ მოთოკილი ინსტინქტურ პირუტყვული ვნებების აშვება და ამისთვის ხელის შემშლელი მრავალ ათასწლოვანი კულტურის მოსპობა.

 

   ჟან პოლ სარტრმა ძალიან ზუსტად დაახასიათა სიურეალიზმის მიზანი :

 

 «  ლაპარაკია პირველ რიგში  ცნობიერ, გააზრებულ ცხოვრებასა და არაცნობიერ, გაუაზრებელ ცხოვრებას, ზმანება ილუზიასა და სიფხიზლეს შორის განსხვავების მოსპობაზე.

სიურეალიზმმა შეიძულა განსხვავება სუბიექტურობასა და რეალურ სამყაროს შორის, განსხვავება რაზეც სტოიკოსი აფუძნებდა თავის მორალს.

ეს განსხვავება გვიწესებს გარკვეულ საზღვრებს და გვაკისრებს გარკვეულ პასუსისმგებლობებს და ამიტომ არ მოსწონს ის სიურეალიზმს.

ყველა საშუალებაა კარგი იმისთვის რომ გავექცეთ საკუთარი თავის და სამყაროში ჩვენი ადგილის გაცნობიერებას » [[ ჟან-პოლ სარტრი, «სიტუაციები II – რა არის ლიტერატურა? »,  Jean-Paul Sartre, « Situations II – Qu’est-ce que la littérature ? », Gallimard, 1947.]].

სიურეალიზმი უარყოფს ძალისხმევის და გადალახვის ცნებებს რომლებიც ადამიანს ანიჭებენ მის კეთილშობილებას იმიტომ რომ ისინი ზღუდავენ მისი წადილების «თავისუფლებას».

ლეგიტიმური,კანონიერი ხდება ადამიანის ჟინი-წადილიდან გამომდინარე ყველა ქმედება, აბსურდული თუ კრიმინალური ქმედებაც კი.

 

   თუ გინდა ყველა და ყველაფერი შეიძლება გადააქციო სიამოვნების მომნიჭებელ სათამაშო ობიექტად, მარკიზ დე სადის ეს მოტივი ისმის სიურეალიზმშიც….

    რაციონალობის, გონების უარყოფით სიურეალისტები ამდაბლებენ და ინსტინქტებით მცხოვრები პირუტყვის დონეზე აყენებენ ადამიანს.

 

 

   

  სოციალური წყობის ნგრევა

«  მე ვანგრევ ტვინის და სოციალური ორგანიზაციის უჯრებს»//Tristan Tzara, თხზულებათა სრული კრებული, Flammarion, 1982//. ამას ტცარა აცხადებდა დადაისტურ მანიფესტში 1918 წელს.

 

და მართლაც, იმისთვის რომ ადამიანმა შესძლოს თავისი არაცნობიერის განთავისუფლება და ასე თავისი ბუნებრივი სრულყოფის მიღწევა არაა საკმარისი ადამიანის გონიერების გარდაქმნა ზმანების და ინსტინტის ახალ საფუძვლებზე.  აუცილებელია კაცობრიობის ყველა მონაპოვრის უარყოფაც და ქალაქების გალავნების დანგრევაც :

 

«  ყველაფერი გასაკეთებელია, ამბობს ბრეტონი, ყველა საშუალებით უნდა მოვსპოთ ოჯახის, სამშობლოს, რელიგიის იდეები». ბრეტონის აზრის ციტირებასაც ახდენს Alfred Sauvy//  « Humour et politique », Calman-Lévy//. გაცხადებული მიზანია  დასავლური და ქრისტიანული ცივილიზაციის მიერ ოცი საუკუნის მანძილზე აგებული  მენტალური ჯებირების ნგრევა.

 

 სიურეალისტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, მაშ, არის დასავლური და ქრისტიანული ცივილიზაცია.

   სტუდენტების წინ წარმოთქმულ ერთ მოხსენებაში ატაცებულმა Aragon-მა დაუფარავად აფრქვია სიძულვილი:

 «  ჩვენ ყველაფერს მოვუღებთ ბოლოს და პირველ რიგში დავანგრევთ თქვენთვის ძვირფას ცივილიზაციას…დასავლურო სამყარო, შენ მოსჯილი გაქვს სიკვდილი…ჩვენ ყველგან გავაღვივებთ დაბნეულობის და უქეიფობის თესლებს…. და დაე ნარკოტიკით ვაჭრები შეესივნონ ჩვენს შეძრწუნებულ ქვეყნებს. აჯანყდი მსოფლიოვ ! ნახეთ რა კარგია ეს ხმელი მიწა ყველა ხანძრისთვის»

 [[In « Le surréalisme, son comment et son pourquoi », Camille Colruyt, « Permanences », n° 90, 1972.]].

 

ჩვენი ცივილიზაცია ეფუძნება ყველა მორალური და ესთეტიკური ღირებულების მატარებელ ბერძნულ-ლათინურ და იუდეურ-ქრისტიანულ მემკვიდრეობას. და სიურეალისტების მტკიცებით სწორედ ეს ღირებულებები ატყვევებენ და ბორკავენ ადამიანის სულს.

და სიურეალისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანია სწორედ ამ მემკვიდრეობის და მისი ღირებულებების მოსპობა.

  სიურეალისტები სისტემატურად ეწევიან ახლის აპოლოგიას და ამით ანგრევენ დასავლური ცივილიზაციის მემკვიდრეობას.

  სიურეალისტების მტკიცებით ღირებულია მხოლოდ ტრადიციის უარმყოფელი გადაჭრით ახალი ამნილებები.   რევოლუციას ხელს უშლის ყველაფერი რაც მოგვაგონებს წარსულს.

სიურეალისტები ამავე ლოღიკით გმობენ ფრანგულ სამშობლოს, საერთო სულიერ და მატერიალურ სიმდიდრეს და ამ დასავლური და ქრისტიანული ცივილიზაციის ენას რომელმაც ჩამოაყალიბა შეგრძნების და აზროვნების ჩვენი ფორმა.

 

 ფრანგებს ნაკლებად ან სულ არ უნდა უყვარდეთ სამშობლო.

 

ამ მიზნის მისაღწევად სიურეალისტები აფრქვევენ შხამიან და გესლიან ანტიპატრიოტიზმს.

 

პროკლამაციაში «ღია წერილი პოლ კლოდელს»// 1925// ისინი აცხადებენ რომ საფრანგეთი არის «ღორების და ძაღლების ერი»// J. Pierre Losfeld, T.I. Tracts surréalistes//.

 

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის და დადაიზმის ნანგრევებზე გაჩენილი სიურეალიზმი დადაიზმივით ანარქისტული პროვოკაციული მოძრაობა იყო მას უნდა წარსულის მოსპობა და აქეთ იქით ხეტიალის მიუხედავად არაფრად აგდებს სახელმწიფოს, ოჯახს.

სიურეალისტების აზრით ოჯახი არის ყველაზე მჩაგვრელი ძალა და შვილებისთვის კანონის და ტრადიციის გადამცემი მშობლები არიან დესპოტები რომლებისგანაც ადამიანი სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს.

 

   სიურეალისტებმა ომი გამოუცხადეს ისტორიას, ტრადიციას, რელიგიას.

მათ მიზნად დაისახეს ადამიანის მოწყვეტა და მოგლეჯა მისი ისტორიისგან, ფესვებისგან, ტრადიციისგან.

   ამას ჰქონდა საშინელი შედეგები.

 

    სიურეალიზმის გავლენა თანამედროვე საზოგადოებაზე.

 

  სიურეალიზმმა ფარულად შეაღწია ზნე-ჩვეულებებში, აზროვნების ყოველდღიურ ფორმებში, საზოგადოდ ჩვენს კულტურულ ატმოსფეროში და უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ვერც ვუწევთ ამას ანგარიშს.

 აშკარაა რომ სიურეალიზმმა წალეკა ხელოვნება.  თანამედროვე ფრანგული პოეზიის ლექსიკონში უდიდესი ადგილი ეთმობა სიურეალისტ პოეტებს // ბრეტონს, არაგონს, ელუარს, პრევერს, შარს…// რომლებიც ფორმის აღვირახსნილი სუბიექტური  ექსპრესიულობით და ტოტალური უგონობით ქმნიან რევოლუციურ პოეზიას.

 

ზოგი ლამაზი ლექსი გაურბის სიურეალისტურ იდეოლოგიას, მაგრამ თეორია და მისი მავნე გავლენა რჩება….

 

მხატვრობაც გაჟღენთილია სიურეალიზმით.

 

 თანამედროვე ხელოვნების ფუძემდებელი მითი პიკასო ამბობდა რომ  მხატვრობა მასზე უფრო ძლიერია, რომ მხატვრობა მას აკეთებინებს იმას რაც უნდა და  მან ავტომატური მწერლობა ასე გადააქცია ავტომატურ მხატვრობად.  როგორ გავარჩიოთ, მაშ, ამიერიდან მხატვრობა უხეში ნაჯღაბნისგან?

 

    კინემატოგრაფი ამ სიურეალისტურ მენტალობას ყველაზე მეტად გამოხატავს იმით რომ ბუნებრივ კანონთა და მორალის საზარალოდ წინ წამოსწევს ხშირად სრულ აღვირახსნილობამდე მისულ ემოციურობას….

სიურეალიზმმა შეაღწია სკოლაშიც.

 

   ცოტა ადამიანს თუ ესმის თუ რა გავლენას აზდენს სიურეალიზმი ჩვენს საზოგადოებაზე, მაგრამ სიურეალიზმი მოქმედებს. ის გონიერების და მორალის საზარალოდ წინ წამოსწევს გრძნობიერებას და ინსტინქტს.

 

 

 სიურეალისტურმა სულისკვეთებამ და ატმოსფერომ მრავალი ახალგაზრდა დაარწმუნა იმაში რომ ხსნა არის მარტო ნარკოტიკში, სენსუალური სიამოვნების ციებ-ცხელებიან ძიებაში, ძალადობაში და, ბოლოს თვითმკვლელობაში….

 

მეტი რაღა გზა გვაქვს უნდა დავუჯეროთ სიურეალიზმის მამილო ბრეტონს რომ რეალობაა სიზმარი და ზმანება და იმედი მოვა უიმედობისგან. ბევრმა დაიჯერა.

 

 

   სახელგანთქმული თანამედროვე  ფრანგი ხელოვნებათმცოდნე, კრიტიკოსი, მოაზროვნე, აკადემიკოსი ჟან კლერი // JEAN CLAIR//, რათა ბოლო მოეღოს სიურეალიზმის რელიგიას

http://www.lepoint.fr/actualites-chroniques/2007-01-18/pour-en-finir-avec-la-religion-surrealiste/989/0/37853

 

30/05/2003 à 13:05 , ფრანგული ჟურნალი Le Point

 

ლაპარაკობს  სახელგანთქმული თანამედროვე  ფრანგი ხელოვნებათმცოდნე, კრიტიკოსი, მოაზროვნე, აკადემიკოსი ჟან კლერი // JEAN CLAIR//,

 

   სიურეალიზმი იმთავითვე დამკვიდრდა როგორც გარკვეული მორალი, ცხოვრების და აზროვნების გარკვეული წესი. მას ჰქონდა ახალგაზრდული და მუდმივი ჯანყის ფორმა. ის ღრმად მოქმედებს ადამიანის სულში. დღეს აღარავინ აცხადებს თავს კუბისტად, ფოვისტად, ექსპრესიონისტად, მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც გზნებით აცხადებენ თავს სიურეალიზმის მიმდევრებად.

ისინიც კი ვინც არ ხატავენ « სიურეალისტურად »  ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ფანატიზებული ტონით აცხადებენ რომ მისდევენ სიურეალისტურ მორალს.

 

 

მე არ ვომობ ესთეტიკის თუ პოეზიის წინააღმდეგ. მე ისევ სიამოვნებით ვკითხულობ არაგონის, დესნოს ლექსებს, ისევ მიყვარს მაქს ერნსტი, კირიკო, სავინტო, ბრაუნერი და ბევრი სხვა.

სამაგიეროდ ძალიან არ მიყვარს სიურალიზმის ლიბერტარობა და ანარქიზმი რომელიც უცნაურად ეგუება ტოტალიტარისტულ დოგმას, სიურეალიზმის ობსკურანტისტული გატაცება ოკულტიზმით. ყველაფერმა ამან თავისი წვლილი შეიტანა საფრანგეთის ინტელექტუალურ დაკნინებაში რომელსაც ქვეყანა განიცდის 20-30 წელია….

 

 სიურეალიზმი დაიწყო როგორც აჯანყება იმის წინააღმდეგ რასაც ის უწოდებს ბურჟუაზიულ მორალს, დასავლურ ღირებულებებს, და ა.შ.  ის 1927-35 წლებში ფლირტაობდა კომუნიზმთან. მან სტალინს აპატია მისი პირველი დანაშაულები //და ხმა საერთოდ არ ამოუღია ლენინის,ტროცკის, ძერჟინსკის და ა.შ. დანაშაულებზე. გ.მ.//.

სიურეალიზმი შემდეგ აცდუნეს გაშიზმმა და ნაციონალ-სოციალიზმის ძალადობამ.

კომუნიზმის,ფაშიზმის, ნაციზმის მიერ ნაცდუნები სიურეალიზმი ომის დროს გაიქცა აშშ-ში და ომის მერე დაუბრუნდა უფრო ზომიერ ანარქიზმს.

 

უცნაური და გადასარევი სიურეალიზმი ზედიზედ და ერთდროულად იკვებება მემარცხენე ანარქიზმით, შხამიან გესლიანი ფაშიზმით და სპირიტულ ოკულტისტური ფანტასმაგორიებით, ამას ამბობენ მასთან დაახლოებული Raymond Queneau თავის ავტობიოგრაფიულ რომანში « Odile », André Thirion თავის მოგონებათა წიგნში « რევოლუციონერები რევოლუციის გარეშე » // Révolutionnaires sans révolution »//, Drieu la Rochelle « Gilles »-ში, ისევე როგორც დღეს დავიწყებული ფილოსოფოსი Brice Parain

ყველა მოწმობა გვეუბნება რომ სიურეალიზმი არის დიდად ორაზროვანი მოძრაობა რომელიც ქადაგებს ფაშისტური ძალადობის მსგავს ძალადობას ყველაზე რეტროგრადული სექტების შეხედულებების მსგავს ოკულტურ კონცეფციებს და ასე ვთქვათ ადამიანურ, ჰუმანურ მეცნიერულობას რომლის საშუალებებიც მას არა აქვს.

 

მაგრამ მართალია ისიც რომ საშინელი პირველი მსოფლიო ომით, ამ ევროპული სამოქალაქო ომით გადარეულ და შეშლილ ახალგაზრდობას ჰქონდა ერთადერთი მიზანი-მოსპობა იმისა რაც დარჩა დასავლური სამყაროსგან.  მათი აზრით  დასავლურმა სამყარომ მის მიერ მოწყობილი სასაკლაოებით, კოლონიალური ომებით დაამტკიცა რომ მას არ შეუძლია ცივილიზაციის დაფუძნება და მათ გაუჩნდათ ამ უნაყოფო რამის მოსპობის სურვილი.

  

ომების გამჩაღებელი დასავლეთის ნგრევა უნდოდათ მემარცხენეებსაც და მემარჯვენეებსაც, ყველა წრის ხალხს.

 

მწერალმა par Hans Jost-მა, რომელიც გახდა ჰიტლერის რაიხის კულტურის პალატის პრეზიდენტი, თქვა რომ სიტყვა კულტურის გაგონებაზე ის ის იღებს თავის რევოლვერს. ეს ფრაზა გაიმეორა გებელსმა.

 

მაგრამ სიურეალისტების მამილო ბრეტონმაც « პირველ მანიფესტში» თქვა:

« უმარტივესი სიურეალისტური აქტია რევოლვერით ხელში ქუჩაში გასვლა და ბრბოში სულერთია როგორ სროლა».

 

 

იგივე შემთხვევითობა მოინდომა ბრეტონმა პოეტური შემოქმედების ასახსნელად,

« ავტომატურობა», «უშუალობა», « სიველურე», ნახსენებია როგორც ახალი ღვთაება.

ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა შეცვალა ემოციურმა ძალადობამ გონების წინააღმდეგ.

პოეტებმა გამოაცხადეს რომ მათ ეზიზღებათ ეს ჭუჭყი კულტურა და პოლიტიკურად დაპატიჟეს ბარბაროსები, სკვითები, ზანგები, ინდიელ-ინდოელები…

ნიჰილიზმი გავრცელდა მთელ საზოგადობაში, მემარცხენე ექსტრემისტებიდან მემარჯვენე ექსტრემისტებამდე, ელიტიდან არამზადებამდე…

 

1920-ან წლებში ერთნაირად საზიზღარი, სიტყვიერი ძალადობით და ლანძღვა-გინებით ერთნაირად სავსეა როგორც სიურეალისტების ისე ექსტრემისტი მემარჯვენეების ტექსტები.

პლანეტარული ომი-პერესტროიკების შედეგებით გადარეულებს მათ სძულთ დასავლეთი და ხიბლავს აღმოსავლეთი.

ისინი ოცნებობენ მათთვის საძულველი დასავლეთის დამხობაზე, იმაზე რომ  ევროპაში დამკვიდრდება აღმოსავლეთი.

ამ სიძულვილით შეპყრობილმა არაგონმა მოუწოდა ნარკოტიკით მოვაჭრეებს მის ქვეყანაზე თავდასხმისკენ.  მანვე მოინდომა «მანჰეტენის თთრი სახლების ცეცხლის ალში ჩანგრევა»

//« l’écroulement dans les flammes des buildings blancs de Manhattan »//.

 

15 წლის შმდეგ, 1935 წელს, როდესაც იტალიაში უკვე იყო ფაშიზმი და გერმანიაში უკვე იყო ნაციზმი,დაისვა კითხვა თუ როგორ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ნაციზმს.

მაშინ იყო ყველასთვის უხერხული და ამიტომ ნალებად ნახსენები ეპიზოდი: კგუფი კონტრ-შეტევის // Contre-attaque// შექმნა. Georges Bataille-ს ხელმძღვანელობით მოქმედი ეს ჯგუფიი აპირებდა ნაციზმის  წინააღმდეგ მისინ საკუთარი ირაღის, ძალადობის, ფანატიზმის,

მკვლელობის, შებრუნებას.

სიურეალიზმის მამილო ბრეტონმა ხელი  მოაწერა მათ მანიფესტს.

 

ამ მანიფესტში განდიდებულია  ბოროტება, « ფორმა რომლითაც წარმოგვიდგება ისტორიული განვითარების მამოძრავებელი ძალა« // Le mal, « forme sous laquelle se présente la force motrice du développement historique »//:

« უნდა გვქონდეს ბოროტების სურვილის სიმამაცე და ამისთვის პირველ რიგში უნდა უარვყოთ უხეშად ჰუმანიტარული მოქმედება, რომელიც არის ქრისტიანული მემკვიდრეობის ნაწილი.»

«  ჩვენ ვართ მკვლელებთან ერთად »// « Il faut avoir le courage de vouloir le mal et pour cela il faut commencer par rompre avec le comportement grossièrement humanitaire qui fait partie de l’héritage chrétien. » « Nous sommes avec ceux qui tuent »//  , ეს ფორმულა უკვე გამოიყენეს ბოლშევიკებმა….

 

უშუალობის, გრძნობის,  ინსტინქტური ჟესტის ძალადობის გაგიჟებით სურვილი აძლევს მთლიანობას სიურეალიზმის მემკვიდრეობას.  ძალადობის და ავტომატიზმის ამ გენეალოგიის გახსენების გარეშე  ვერ გავიგებთ თუ როგორ გადავედით სალვატორ დალის აკადემიურად დახატული სურათიდან  ჯეკსონ პოლოკის გაწუწულ ტილოზე.

 

« ველური » თვალის,  შემთხვევითი შეხვედრის, « ჩინებული, მშვენიერი გვამის,cadavre exquis, » ეს იდეოლოგია უპირატესობას ანიჭებს შეშლილ,გიჟურ მოქმედებას: ავტომატური ლექსი, სიტყვის,მეტყველების შეუკავებლობა, ავტომატური მწერლობა,  ტილოზე საღებავების დაყრა-დაწუწებით ხატვა, ეს ავტომატური ჟესტი რომელიც გადაიქცევა ომის შემდგომ აბსტრაქტულ მხატვრობად

//« expressionnisme abstrait »//, თავისი შედეგებით.

 

 კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ხელოვნება, ფერწერა, იყო ცოდნა. სურათი ჩვენზე არ მოქმედებს მაგიით და ჯადოსნობით. ისაა დიდი ცოდნის ჯამი.

 

მხატვრის მიერ დახატული სურათი ყველაფერთან ერთად იკითხება როგორც წიგნი: იქაა ფერების, ფორმების, პერსპექტივების, დახატული ისტორიების ცოდნა.

დღემდე ხელოვნება იყო სამყაროს ახსნის ინსტრუმენტი.

შეხედეთ პუსენის სურათს : მასში იმდენი ცოდნაა.  და ასე გრძელდება დელაკრუამდე თუ კურბემდე.

 

ბრეტონის სახელოსნო კი იყო ამ ცოდნის და ამ გემოვნების მასხრად აგდება. ესაა მღვიმე სადაც ფლიბუსტიერი ინახავს დაძირულ-დაღუპული ცოდნის ნარჩენებს…

  დღეს  ცდილობენ არაფერი თქვან სიურეალისტების გატაცებაზე ოკულტიზმით.

 

პატივი მივაგოთ Philippe Muray-ს. მან დაამსხვრია ტაბუ და აჩვენა რომ  მე-19 საუკუნის სოციალისტურ მოძრაობაზე დიდ გავლენას ოკულტისტური დოქტრინები…

შეიძლება ვიფიქროთ რომ ბრეტონისთვის ეს იყო თამაში, მაგრამ გამოღვიძებული სიზმრის სეანსები // séances de rêve éveillé//, ჰიპნოტიზმი, ავტომატური მწერლობა, დიდ გამჭვირვალეთა//  Grands Transparents// მითი, ამ ექსპერიმენტემა ის მიიყვანა სიგიჟემდე.

ბრეტონის დიდმა თაყვანისმცემელმა Julien Gracq-მა ბრეტონი აღწერა როგორც ნეკრომანტი, ის ვინც ალაპარაკებს მიცვალებულებს.

 

ბრეტონი დღე ახსენებს ტროცკის და კარლ მარქსს, მაგრამ შებნელდება და ის კრიპტაში ალაპარაკებს მიცვალებულებს.

  ესაა ე.წ. ისტორიული მატერიალიზმის შემაშფოთებელი კავშირი ყველაზე არქაულ

მისწრაფებებთან.

 

   სიურეალიზმის მამილო  ბრეტონი სულაც არაა რელიგიურობის უარმყოფელი ათეისტი.

  მას არ სჯერა მონოთეიზმის ღმერთისა. მაგრამ მას სჯერა სულებისა, მოჩვენებისა, სპირიტებისა.

   ის ღრღნის მღვდლებს, მაგრამ პატიჟებს მედიუმებს.

 მე არ ვთვლი ამას პროგრესად…

 

 სიურეალიზმის მამილო ბრეტონი უარყოფს ქრისტიანულ მემკვიდრეობას და მიზნად ისახავს არაცნობიერის გახსნას და ალაპარაკებას.

   მაგრამ ბრეტონის არაცნობიერი დიდად განსხვავდება ფროიდის მიერ შესწავლილი არაცნობიერისგან.

   დიდი ფროიდი იყო რაციონალისტი  რომელიც ნაშრომში « Malaise dans la civilisation » // უქეიფობა ცივილიზაციაში// იცავდა ქრისტიანულ მორალზე უფრო მკაცრ მორალს….

მისთვის სიურეალისტების მითოლოგია სიგიჟეა. აბსოლუტური ირაციონალიზმია რომელიც არაა ძალიან შორს ჰიტლერული მითოლოგიებისგან.

 

 

სიტყვებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, ავანგარდების სიძულვილით სავსე სიტყვებმა მოამზადეს ინდივიდთა სიკვდილი…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s