ხელოვნებათმცოდნე სიმახინჯის წინააღმდეგ

 Afficher l'image d'origine

თანამედროვე ფრანგი ხელოვნებათმცოდნე,მოაზროვნე, მოღვაწე აკადემიკოსი ჟან კლერი გონჯი ნიჰილისტური დღვანდელობის წინააღმდეგ

 

გასაბერი ძაღლის ქაქი, შედევრს ავტორია ამერიკელი Paul McCarthy,Zentrum Paul Klee ბერნში.

ხელოვნებათმცოდნე სიმახინჯის წინააღმდეგ

  გონჯი დღევანდელობის წინააღმდეგ

 

docere et delectare  სწავლება // ცოდნის გადაცემა// და გახარება, ესაა ხელოვნების მისია ძველი რომაელი პოეტი, განსაკუთრებით თავისი ოდებით ცნობილი კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსის //ჰორაციუსი, ძვ.წ. 65-ძვ.წ.8, Quintus Horatius Flaccus// აზრით.

: Enseigner et réjouir – docere et delectare : telle était, selon Horace, la mission de l’art

 

    დღევანდელი  ყველაზე რეკლამირებული მხატვრები ფენენ ექსკრემენტების, სასქესო ორგანოების ქანდაკებებს და გამოსახულებს, შემზარავი ურჩხულების  კერპებს და გამოსახულებებს.

მათი ბოდიში ხელოვნების მიზანია მაყურებლის შეზარვა,დაბნევა, ზიზღის, გულისრევის,შიშის ჰრძნობების გაჩენა, მოკლედ ადამიანის შოკში ჩაგდება.

 

   « ყმა გლეხები აშენებდნენ კათედრალებს და განთავისუფლებელი აკეთებს საშინელებებს »

( Serf, ce peuple bâtissait des cathédrales ; émancipé, il ne construit que des horreurs. »)  თქვა  სახელგათქმულმა თანამედროვე ფრანგ-რუმინელმა მწერალმა ემილ ჩორანმა// Emil Cioran,1911-1995//.

 

ქართველებისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ ყმა გლეხებმა ააშენეს მცხეთის ჯვარი,სვეტიცხოველი და ნიკორწმინდა და სტალინიზმისგან და ბრეჟნევიზმისგან განთავისუფლებულმა პროფესორმა სიგუამ წითელი არმიის ტანკით დაანგრია თბილისი.

აი ამას ჰქვია ნიჰილიზმი. უმაღლეს ტრადიციულ ღირებულებათა დამხობა და მოსპობა.

 

აი ამ ხანის, ნიჰილიზმის ხანის მოახლოება დაინახა დიდმა ევროპელმა ნიცშემ და მოხვდა საგიჟეთში.

 

   ჩვენ უკვე ნიჰილიზმის ხანაში ვცხოვრობთ.

 

  აი ამ ნიჰილიზმის ხანას ებრძვის  სახელგანთქმული თანამედროვე ფრანგი ხელოვნებათმცოდნე აკადემიკოსი ჟან კლერი.

   გავიცნოთ, დავფიქრდეთ.

http://www.la-croix.com/Culture/Jean-Clair-elu-a-l-Academie-francaise-2008-05-22-671570

 

  ხელოვნების ისტორიკოსი და პიკასოს მუზეუმის ყოფილი დირექტორი ჟან კლერი // Jean-Clair//

მისი ნამდვილი სახელი ჟერარ რენიე, Gérard Régnier// 2008 წლის 22 მაისს აირჩიეს საფრანგეთის აკადემიაში.

 

  • პარიზში დაბადებულმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორმა ჟან კლერმა ფილოსოფია და ხელოვნების ისტორია შეისწავლა სორბონაში //პარიზი// და ჰარვარდში //აშშ//.

საფრანგეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მთავარი მცველი // conservateur général du patrimoine// ჟან კლერი 1989-2005 წლებში ხელმძღვანელობდა  პიკასოს მუზეუმს პარიზში.

1966 წელს ის დანიშნეს  თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმის მცველად. 1970-1975 წლებში ის ხელმძღვანელობდა ჟურნალს  L’Art Vivant // « ცოცხალი ხელოვნება »// და შემდეგ ის შეუერთდა ჟორჟ პომპიდუს ცენტრის გუნდს.

 

მან  უამრავი და დიდად საინტერესო გამოფენა მოაწყო როგორც საფრანგეთში ისე მის საზღვრებს გარეთ.

 

აკადემიკოსმა ჟან კლერმა  დაწერა ათობით ნაშრომი და უამრავი წერილი როგორც ხელოვნების ისტორიაზე ისე თანამედროვე და დღევანდელ ხელოვნებაზე.

 

 ისაა დღევანდელ ხელოვნებაში გაბატონებული ნიჰილიზმის დაუძინებელი მტერი.

მოკლედ ვიფიქროთ და დავაკვირდეთ.

https://blablartcontempourien.wordpress.com/2011/12/30/le-temps-du-degout-a-remplace-lage-du-gout-jean-clair/

 

 

 

 

დიდმა ევროპელმა ნიცშემ დაინახა რომ მოდის კაცობრიობის ისტორიულ უმაღლეს ღირებულებათა უარმყოფელი და დამამხობელი ნიჰილიზმის ხანა და მოხვდა საგიჟეთში.

 

 

https://blablartcontempourien.wordpress.com/2011/12/30/le-temps-du-degout-a-remplace-lage-du-gout-jean-clair/

«  გემოვნების ხანა შცვალა უგემოვნობის და ზიზღი-საზიზღრობის ხანამ //Le temps du dégoût a remplacé l’âge du goût » (Jean Clair)

 

   უტიფრად და უადგილო ადგილას აშიშვლებენ სხეულს, სხეულს ართმევენ სიწმინდეს, ხდება მისი დესაკრალიზაცია, მის ფუნქციათა და შესახედაობის დამცირება-დამდაბლება. ხდება დამახინჯებულ-დასახიჩრებული სხეულების დემონსტრაცია, დემონსტრატიული, საჩვენებელი თვითდასახიჩრება.  თეატრალიზებულად ფენენ სისხლს, სხეულის გამონაყოფებს, შარდს და განავალს.

https://fr.wikipedia.org/wეiki/Scatophilie

 

  სამწუხაროდ არის ფენომენი კოპროფილია, La coprophilie, ბერძნულად kópros არის ექსკრემენტი და ფილია კი ღრმა სიყვარული. მას უფრო ჩვეულებრივ უძახიან scatophilie-სკატოფილიას. ესაა ექსკრემენტების ლამის სექსუალრი სიყვარული.

მას ხანდახან განიცდიან სადომაზოხისტური სექსუალური ურთიერთობებისას. მამაკაცი ან ქალი სრული მორჩილების ნიშნად იღებს პარტნიორის რქსკრემენტებს. და ა.შ.

 

 აშშ-ს ფსიქიატრიული ასოციაციის მენტალურ ავადმყოფობათა აგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში // le Manuel diagnostique et statistique des troubles mentaux (DSM-IV-TR) de l’Association Américaine de Psychiatrie//ის სექციაში « Paraphilies non spécifiées » არის კოდით 302.9.

 

აი ასეთი მენტალური ავადმყოფობა სჭირთ Lucio Fontana-ს, Louise Bourgeois-ს, Orlan-ს, Serrano-ს, David Nebreda-ს და ა.შ.-ს.

  დღევანდელობით გადარეულმა ხელოვანებმა ხელოვნება ჩააბეს უცნაურ ცერემონიაში რომელშიც სიბილწე და უშვერობა-სიზღრობა წერენ   გძნობათა ისტორიის მოულოდნელ თავს.. Mundus immundus est ? » [Jean Clair, De Immundo, Paris, Galilée, 2004, გვ. 60 და შემდეგები.]

 

არც ისე დიდი ხნის წინ ნიუ იორკში მოწყობილ  გამოფენას ერქვა //Abject Art – Repulsionand Desires [Whitney Museum of American Art, New York, 1993– საზიზღარი ბილწი ხელოვნება-საზიზღარი წადილები//.

ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი ბილწ-მურდალ-გულისამრევში, იმაში რაც არ ეკუთვნის ჩვენს სამყაროს.

ჩვენ აღარ ვიყავით კლასიკური სუბიექტის subjectus-ში, ჩვენ ვიყავით პოსტადამიანური ინდივიდის

Abjectus-ში.

 

 პირველი მსოფლიო ომის დროს და შემდეგ გაჩენილ ავანგარდებს უნდოდათ ისტორიუალი ქრისტიანული ცივილიზაციის მოსპობა.

მათ განაცხადეს რომ სწორედ ისტორიულმა ევროპულმა ქრისტიანულმა ცივილიზაციამ მოიტანა პლანეტარული ომი და მისი საშინელებები და სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს ამ ცივილიზაციას.

 

ეხლა საზიზღარ გულისამრევ რამედ გადაქცეული ხელოვნება იწყებს შემდეგ თავს.

 

    ხელოვნება აჩვენებს არა ქრისტეს, წმინდანებს, ანგელოზებს, ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროს სილამაზეს არამედ  ადამიანის ორგანიზმის მიერ განდევნილ-გაძევებულ ნაგავს.

 

   ისმის კითხვა შეიძლება თუ არა ასეთი ხელოვნების არსებობა და როგორ შეიძლება სახელმწიფო ხელისუფალთა არა მხოლოდ თანხმობის არამედ ფინანსური და მორალური მხარდაჭერის მოპოვება იმიტომ რომ ესეთი ხელოვნება ჩანს ყველა დიდ  მანიფესტაციაში ვერსალშიც და ვენეციაშიც.

 

  და რატომ დაეჩვივნენ ამ საუკუნის დასაწყისში ხელოვანები თავის ქმნილებებში თმების,ბეწვების, მოჭრილი ფრჩხილების, სისხლის, ფურთხის, შარდის, სპერმის, ექსკრემენტების… გამოყენებას?

ასე იქცევიან Robert Gober, Andrés Serrano, Mark Quinn, Wim Delvoye, … მასეთები არიან საფრანგეთშიც.

შეძვრნენ ადამიანის სხეულის შიგნითაც. Mona Hatoum ვიდეოზე იღებს ნაწლავებს და ამ ვიდეოებს აჩვენებენ მუზეუმებში.

ასეთი რამეების ნახვა შეიძლება ნებისმიერ საავადმყოფოში. ამ endoscopie-ბს არა აქვთ არანაირი მეცნიერული ღირებულება.

მაგრამ რატომ ჩაითვალა რომ მათ აქვთ მხატვრული ღირებულება?

Orlan თავის საკუთარ სახეს იმახინჯებს რაღაც ქირურგიით….

 

რა საჭიროა ყველაფერი ამის დემონსტრაცია?

 

რაში სჭირდება საზოდაოებას ეს ბოდიში ესთეტიკა რომელსაც  აღარ აქვს არც რელიგიური და არც პოლიტიკური მნიშვნელობა ?

 

 ნუთუ ფიქრობენ რომ ეს სკატოლოგიურ-ექსკრემენტული უწესრიგობა გაგვაერთიანებს და გამოგვაჯანსაღებს?

 

https://fr.wikipedia.org/wiki/Homo_sacer

 

ლათინური გამთქმა Homo sacer  //« საკრალური ადამიანისთვის») არის რომაული სამართლიდან გამოსული სტატუსი.  ლაპარაკია განდევნილ-გაძევებულ პიროვნებაზე რომლის მოკვლაც შეუძლია ნებისმიერ ვინმეს, მაგრამ რომლის მოკვლაც ვერ იქნება რელიგიური მსხვერპლშეწირვა.

ამ პიროვნებას აღარა აქვს არავითარი სამოქალაქო უფლება.

 

იტალიელი ფილოსოფოსი Giorgio Agamben ამ საკითხს ეხება თავის წიგნში Homo sacer : « სუვერენული ხელისუფლება და შიშველი სიცოცხლე »…

აგამბენისთვის Homo sacer  არის პიროვნება რომელიც იურიდიული თვალსაზრით ითვლება ლტოლვილად, გადასახლებულად. აგამბენის აზრით აქაა პარადოქსი: საზოგადოება კანონმდებლობით აქცევს ადამიანს Hmo sacer-ად, არადა განდევნა-გაძევების პროცედურა მას შეფარულად აძლევს აღიარებას, იურიდიულ მეობას.

 

    აგამბენი ასეთ სიცოცხლე-ცხოვრებას განიხილავს ორ პერსპექტივაში.

ერთია ბიოლოგიური არსებობა // ბერძნულად Zoë // და მეორეა მის პოლიტიკურ განზომილებაში //ბერძნულად bios //.

 

  აგამბენის თანახმად Hmo sacer-ის ცხოვრება არის ინდივიდის პოლიტიკური ცხოვრების სრული მოწყვეტა მისი ბიოლოგიური ცხოვრებისგან.  ის ექვემდებარება საგანგებო მდგომარეობის სუვერენიტეტს.  მისი ბიოლოგიური ცხოვრება გრძელდება, მაგრამ მას აღარა აქვს არავითარი პოლიტიკური არსებობა.

 

აგამბენის თანახმად Hmo sacer-ის სტატუსი არის პოლიტიკური დევნილ-ლტოლვილის და გადასახლებულ-დეპორტირებულის სტატუსი…

 

ბიოსი არის გონიერი,ლოღიკური არსების გონივრული ცხოვრება. ზოე კი არის პირველყოფილი, პირუტყვულ-მხეცური არსებობა.

  ქაქურ-სკატოლოგიურ-ექსკრემენტული ვითომმხატვრული პროდუქციის მნახველს უჩნდება შთაბეჭდილება რომ ჩვენ გონივრული ცხოვრებიდან დავებერტყეთ სწორედ პირუტყვულ–მხეცური არსებობის  დონეზე.

 

1930-ან წლებში Leiris-ის, Caillois-ის და Georges Bataille-ს ნაირმა ადამიანებმა საფუძველი ჩაუყარეს მათ ესთეტიკას, ლიტერატურას, მკრეხელობაზე, ზიზღზე, ავხორცობაზე, ბილწ-საზიზღარ-მურტალზე // l’immonde// დაფუძნებულ  ბოდიში ხელოვნებას და ესთეტიკას.

სარტრის « გულისრევა » // La Nausée// იმავე წლებში ამკვიდრებდა ბლანტი-წებოვანის,,დენადის, უფორმოს ლიტერატურას.

 

მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა რელიგია, ტრანსცენდენტულის განცდა, რის ფონზეც ადამიანი ხედავდა მკრეხელობას.

 

ესლა  ვინ იცის ვის მიერ გაწვრთნილი « ფიმენის » ნახევრად შიშველი გიჟების გომბიო მღვდლის თვალწინ შარდავს შუა პარიზში მდგარი მადლენის ეკლესიის საკურთხეველზე რასაც საზოგადოება ხვდება საკმაოდ გულგრილად.

 

  ეს დიდად საგანგაშო სიმპტომებია.

 

დღეს მათ შორის მხატვრული ავანგარდების მიერ გამოდებილებულ ადამიანს აღარა აქვს ტრანსცენტურობის, საკრალურის განცდა. უზომოდ გათავხედებულს მას საკუთარი თავი გონია ყოვლისშემძლე და სულერთია რის უფლების მქონე ღმერთი….

 

 უკვე ძველი ბერძნები თვლიდნენ რომ ჰუბრისი, ზომის, ზომიერების, სამყაროში და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის გრძნობის, შეგრძნების დაკარგვა არის უდიდესი ცოდვა და დანაშაული, მაგრამ დღეს პლატონსაც და სოკრატესაც იგდებენ მასხრად.

 

   ხელოვნების ფუნქცია ოდესღაც და ისტორიულად იყო ადამიანურ ღირსება-სათნოებათა //სიბრალული-თანაგრძნობა, შემწყნარებლობა, ღვთისმოსაობა, სამართლიანობა-სამართალი, სიმამაცე… //, შემოქმედი ღმერთის მიერ შექმნილი ლამაზი სამყაროს  განდიდება. ამას ემსახურებოდა მხატვრობა, ფერწერა,ნახატი, ქანდაკება, მუსიკა.

 

 ეხლა ბრეჟნევიზმ-სტალინიზმისაგან განთავისუფლებული პროფესორი სიგუა წითელი არმიის ტანკით ანგრევს თბილისს და მაღალდიპლომირებული საზოგადოება საუკეთესო შემთხვევაში გულგრილად ხვდება ამას.

 

დღევანდელი ადამიანისთვის ხდება ყველაფრის გათანაბრება და რელატივიზაცია,  თავისუფლები ვართ, ვიღაც რიჰან ბეთჰოვენის ტოლია, მიხაილ გორბაჩოვის ოთახში 5 წელი ნაცხოვრებ მერაბ მამარდაშვილს ვარქმევთ ქართველ სოკრატს, თბილისის ნანგრევებში ვდგავთ მის კერპს და ამით ვაუფასურებთ ნამდვილ ბერძენ სოკრატს.

ეგაა დღევანდელი თავისუფლება.

 

1946 წელს დაბადებულმა ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა მარსელ გოშემ

// Marcel Gauchet//  წამოაყენა ტოტალური ინდივიდის// individu total// თეორია.

   მარსელ გოშე შფოთავს დემოკრატიული ინდივიდუალიზმის განვითარების ზოგ თავისებურებათა გამო.

 

ტოტალიტარიზმის, ტოტალური სახელმწიფოების დამხობის შემდეგ გაჩნდა ტოტალური ინდივიდი რომლის აზრითაც მას არა აქვს არავითარი ვალდებულება საზოგადოების მიმართ და, პირიქით, საზოგადოება და ქვეყანაა ვალდებული მის წინაშე.

მარსელ გოშეს თქმით დაიწყო დემოკრატიის მეორე კრიზისი.

 

მოკლედ ეხლა  თავგასული ინდივიდებისგან უნდა მოველოდეთ ყველა უბედურებას.

 

ხოდა დღევანდელი ბოდიში ხელოვანებიც ფენენ თავის ექსკრემენტებს დ ჭუჭყს. ტოტალური ინდივიდები ეხლა ამას უძახიან კულტურას და ხელოვნებას…

 

Jean Clair, L’hiver de la culture, კულტურის ზამთარი ,გამომცემლობა Flammarion/coll. Café Voltaire, pp. 70-76.

   ხოდა  თანამედროვე ფრანგი აკადემიკოსი ჟან კლერი დაუღალავად ებრძვის ამ სიველურეს, გაუმარჯოს.

http://gauchet.blogspot.fr/2006/05/letat-face-lindividu-total.html

Etat face à “l’individu total”

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s