რემბრანდტი 410 წლისაა, გილოცავთ

 Afficher l'image d'origine

 

 

http://les.tresors.de.lys.free.fr/peintres2/peintre/rembrandt/arcours_spirituel.htm

 

Jon A. Carstens (M.A., University of California, Riverside) enseigne l’histoire de l’art à Pacific Union College, Angwin, CA 94508 ; U.S.A.

Jon A. Carstens

 

 რემბრანდტი 410 წლისაა, დიდი იუბილეა, ვისაც ევროპა უყვარს არ უნდა დაავიწყდეს ეს ამბავი

რემბრანდტი : ხელოვანის სულიერი გზა

 

//Rembrandt : le parcours spirituel d’un artiste //

 

რემბრანდტი//1606-1669//, სინათლის დიდოსტატი, შეუდარებელი მხატვარი და გრავიორი, ის უეჭველად იყო ადამიანის სულის უდიდესი მხატვარი

 

ამ სახელის დავიწყება არ შიძლება არა მარტო იმიტომ რომ ის იყო მე-17 საუკუნის დიდი მხატვარი, არამედ იმიტომაც რომ მისი ხელოვნების უკან ჩანს სულიერი გზა.

აღორძინების ხანიდან მოყოლებული ბევრს დაუხატავს ბიბლიური თემები, მაგრამ რემბრანდტი იმათგან ვინც ეს თემები დაუკავშირა ადამიანის გულში თანდაყოლილ სულიერ წყურვილს.

დავითმა პოეტურად გამოხატა ძლიერ ტანჯვათა შუაფულში ღმერთის გამომსყიდველი და მფარველი მადლი.

რემბრანდტმა ასევე დაუტოვა შემდეგ თაობებს მის სულიერ ბრძოლათა ღრმა პორტრეტი უკვდავი ხელოვნების ფორმით.

 

Rembrandt van Rijn (1606-1669),  შეძლებული  მეწისქვილის მე-8 შვილი, დაიბადა საუნივერსიტეტო ქალაქ ლეიდენში// Leyde//, ამსტერდამის ახლოს, ჰოლანდიაში.

დედამისმა. ჰოლანდიური რეფორმირებული ეკლესიის წევრმა, ის აღზარდა ღვთისმოსავ კალვინისტად. მისი ღვთისმოსაობა გაძლიერდა 7-14 წლის ასაკში, როდესაც ის სწავლობდა ლათინურ სკოლაში რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რელიგიურ აღზრდას.ი

14 წლის რემბრანდტი დაინტერესებული იყო ხელოვნებით.

თავისი თანამედროვე ამბიციური ევროპელების საწინააღმდეგოდ მას დიდად არ აინტერესებდა კლასიკური ფორმები და მოდები და არ უმოგზაურია ტრადიციულად იტალიაში.

ის შევიდა ლეიდენის უნივერსიტეტში და რაღაც დროის შემდეგ მან მიატოვა კლასიკური სწავლა. 3 წლის მანძილზე მას ხატვას ასწავლიდა შენობათა ხატვისა და ჯოჯოხეთური სცენების სპეციალისტი Jacob Isaacszoon van Swanenburgh.

შმდეგ რემბრანდტი ამსტერდამში სწავლობდა ისტორიის მხატვარ Pieter Lastman-თან და ალბათ მისი წყალობით აღმოაჩინა რემბრანდტმა იტალიელი მხატვარი კარავაჯო.

ამსტერდამში რემბრანდტმა თავი გამოიჩინა როგორც პორტრეტების ოსტატმა დდა მისი პოპულარობა სულ უფრვო და უფრო იზრდებოდა. მას იმდენ პორტრეტს უკვეთავდნენ რომ მას არ შეძლო ამდენისო ხატვა.  რემბრანდტმა 50-ოდე მოწაფესთან ერთად შექმნა სახელოსნო და ისე გამოვიდა მდგომარეობიდან.

 რემბრანდტმა ძალიან მალე აჩვენა რომ მთელი ცხოვრება იქნებოდა ბიბლიური სიუჟეტების მხატვარი.

მისი პირველი რელიგიური ქმნილებები //მაგ. დაბრმავებული სამსონი,1636// თითქოს დახატული მაღალი ბაროკოს გემოვნების დასაკმაყოფილებლად. მაშინ უყვარდათ ძადობა სენსუალობა.

   რემბრანდტის გაზვიადებულად დრამატულ სურათებში იგრძნობა ბნელ-ნათელის კონტრასტის მოყვარული კარავაჯოს გავლენა რასახ ემატება სპირალური ფორმები და  ფლანდრიელი მხატვარი რუბენსის დიაგონალური ხაზებით გადასერილი მოძრაობები.

 

   1634 ელს რემბრანდტი დაქორწინდა მდიდარი bourgmestre-ს ქალიშვილ Saskia van Uylenburgh-ზე, რომელმაც მას მოუტანა მნიშვნელოვანი მზითევი.

 ამსტერდამის ებსრაულ კვარტალში საკუთარ სახლში მცხოვრებ წყვილს ყავდა 4 შვილი.

რემბრანდტს ყავდა ბევრი მეგობარი. ის აღიარებული იყო ქალაქის ყველაზე გამოჩენილ მხატვრად.

   1635 წლიდან რემბრანდტს თავს დაატყდა ტრაღედიათა თითქმის დაუჯერებელი სერია.

მომდევნო შვიდ წელში მან დაკარგა სამი სულ პატარა შვილი, დედა, ცოლის და და,1642 წელს, მეუღლე.

 

ამას გარდა სერიოზული დარტყმა მიიღო რემბრანდტის პროფესიულმა ცხოვრებამ.

მისმა პოპულარობამ დაიწყო დასუსტება. ბრწყინვალე ჰოლანდიურ საზოგადოებას არ უნდოდა ბიბლიური და დრამატული სცენები. მას უნდოდა უფრო ელეგანტური ჟანრი ან დიდებული პეიზაჟები.

რემბრანდტმა გაანიცადა ფინანსური სირთულეები. განსაკუთრებით მძიმე ის იყო რომ 7 წლის მანძილზე მისი შვილის ექთანმა Geertghe Dircx-მა მას სასამართლოში უჩივლა შეუსრულებელი პირობის გამო. რემბრანდტმა დაამტკიცა რომ ის არ დაპირებია ამ ქალს ცოლად მოყვანა, მაგრამ სასამართლომ მას მიუსაჯა ამ ქალისთვის ყოველწლიურად 200 ფლორინის გადახდა.

 

   რემბრანდტს ჰქონდა ტანჯვის, დეპრესიის და მძიმე ფიქრების პერიოდები. მაგრამ 1640-ანი წლების შუა ხანებში ის გამოჩნდა უფრო შაუპოვარი და ბრძენი.

მისი სურათები ნაკლებად მელოდრამატული და უფრო თავშეკავებული იყო.

მათ თან დაყვებოდა იდუმალებაც.

რემბრანდტისთვის ავტორიტეტი იყო ბიბლია. მისთვის ძალა იყო ჩუმი ლოცვა.

რემბრანდტის გენია იყო ხელოვნება.. ის არ ყოფილა ფინანსისტი და 1656 წელს გაკოტრდა.

ის იძულებული იყო გაეყიდა თავისი სახლი და უმდიდრესი კოლექცია //მიქელანჯელოს,რაფაელის, დირერის სურათები,იშვიათი აღმოსავლური ობიექტები და კოსტუმები რომლებიც ხშირად იყო აქსესუარები მისი სურათებისთვის//.

მომდევნო 10 წლის მანძილზე რემბრანდტი თავს თვლიდა გარიყულად ამსტერდამის მიერ.

  რემბრანდტი გახდა თავისი მეორე მეუღლე Hendrickje Stoffels-ის და პირველი ქორწინებიდან დაბადებული ვაჟიშვილი ტიტუსის სიკვდილის მოწმე.

63 წლის დიდი მხატვარი რემბრანდტი გარდაიცვალა მარტო გაურკვეველი ავადმყოფობისგან.

 

  დიდმა მხატვარმა რემბრანდტმა ამქვეყნად დატოვა ერთი ქალიშვილი მეორე ქორწინებიდან.

   მან დაგვიტოვა 600 სურათი, 1400 ნახატი და სულ მცირე 30 ტვიფარი // estampes//. ესაა უმდიდრესი მემკვიდრეობა.

მაგრამ ცხოვრებით გატანჯულმა დიდმა რემბრანდტმა დატოვა სიყვარულის მაგალითიც.

ის არ გაბოროტებულა. ის იყო დიდი სულიერი სიმამაცის არქეტიპი.

მას უყვარდა ღმერთის მიერ ბოძებული სიცოცხლე მის თლიანობაში. ის ყველაფერს თვლიდა ყურადღების ღირსად. ის პატივს სცემდა მათხოვრებსაც და საზოგადოების მიერ გარიყულებსაც.

  ის საკუთარ თავსაც თვლიდა სამკვიდრომოკლებულად და უთანაგრძნობდა ტანჯულებს…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s