ხელოვნება წამალია,შველის

 Просмотреть исходную картинку

 ხელოვნება შველის დღევანდელობით გამოთაყვანებულ ადამიანს

Просмотреть исходную картинку

 

ხელოვნება შველის სტრესით და კოშმარული დღევანდელობით ტანჯულ ადამიანს.

 

 

აგრესიულ და შემზღუდველ გარემოსთან ადაპტაციისთვის, მისგან თავის დასაცავად ჩვენი ორგანიზმი არულებით ბუნებრივად და ავტომატურად ახდენს რთულ ფიზიოლოგიურ და ფსიქოსომატურ რეაქციას. აი ესაა სტრესი, რთულ მდგომარეობაში  გადარჩენისთვის აუცილებელი ავტომატური რეაქცია.

 

მაგრამ როდესაც გარემოს აგრესია გრძელდება დღეები, თვეები, წლები, მაშინ უბრალო, აუცილებელი და სასარგებლო სტრესი გადაიქცევა ქრონიკულ სტრესად რომელსაც  შეიძლება მძიმე შედეგები ჰქონდეს სხეულისთვის, ფსიქიკისთვის, მთლიანად ცხოვრებისთვის.

ქრონიკული სტრესი ხშირად ემართებათ ფინანსური, ოჯახური, სამსახურეობრივი პრობლემების, კარიერის პრობლემების განმცდელებს.

 

     ქრონიკული სტრესი ჩნდება მაშინ როდესაც ადამიანი ვერ ხედავს პოზიტიურ გამოსავალს პრობლემატური მდგომარეობიდან. უიმედოდ დარჩენილი და სასოწარკვეთილი ადამიანი ბოლოს და ბოლოს წყვეტს გამოსავლის ძიებას და ლოთობს,ნარკომანობს, იკლავს თავს. ქრონიკული სტრესის ზოგი ფორმა მოდის ბავშვობაში მიღებული და დღესაც მტკივნეული ტრავმისგან.

ქრონიკული სტრესის ყველაზე უარესი შედეგი ისაა რომ მისით გატანჯული ადამიანი ბოლოს და ბოლოს ეჩვევა მას.

 

დაბოლოს ქრონიკულმა სტრესმა ადამიანი შიძლება აქციოს მოძალადედ. არონიკულ სტრესმა ადამიანს შეიძლება დამართოს ინფარქტი და გაუხეთქოს გული. ქრონიკულმა სტრესმა ადამიანი შეიძლება მიიყვანოს თვითმკვლელობამდე.

 

სიცოცხლე არის მუდმივ ცვლილებათა პროცესი და ამიტომ ის არის სტრესის მუდმივი წყარო,

 

ლენინის და სტალინის პრემიის ლაურეატმა აკადემიკოსმა სახაროვმა 1989 წელს საქართველო გამოაცხადა სტალინის მიერ შექმნილ ქართულ იმპერიად და მოითხოვა მისი დემონტაჟი ანუ საქართველოსგან მისი ავტონომიების // აფხაზეთის, აჭარის, სამხრეთ ოსეთად წოდებული ტერიტორიის//  გამოყოფა და მათი საქართველოსგან დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადება.

   ამის შემდეგ  აკადემიკოს სახაროვს მისცეს ნობელის პრემიაც.

  ამის შემდეგ დღემდე მეთოდურად და სისტემატურად ანგრევენ და ნაყავენ საქართველოს.

  ამის შემდეგ მილიონობით ქართველს აქვს უკვე ქრონიკული სტრესიც.

 

 მაგრამ იცოდეთ რომ სტრესს შველის ხელოვნება.

 

ჯერ ჰორმონ კორტიზოლზე

 

http://www.femmeactuelle.fr/sante/sante-pratique/cortisol-23596

 

Sophie Lavent, კორტიზოლი // cortisol //, სტრესის ჰორმონი

 

ჰორმონი კორტიზოლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში, მაგრამ მისმა მეტისმეტმა ოდენობამ შიძლება შეაწუხოს ადამიანი.  მისმა მეტისმეტმა ოდენობამ შეიძლება გაასუქოს კიდეც ადამიანი…..

 

    ღმერთმა მოგვცა აი ასეთი რთული და სასწაულებრივი ორგანიზმი

 

Cortisol :  საფრთხის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ჰორმონი.

 

როდესაც ხართ საფრთხეში  ორგანიზმი გამოყოფს მრავალ ჰორმონს რათა დაგეხმაროთ ამ საფრთხის დაძლევაში. ამ ჰორმონებს შორის ყველაზე ცნობილია ადრენალინი. მას უწოდებენ მებრძოლ ჰორმონს “, ის ახდენს მთელი ენერგიის მობილიზაციას და დაუყოვნებლივ ამძაფრებს თქვენს გრძნობებს.

    კორტიზოლი კი მასობრივად გამოიყოფა ადრენალინის გამოყოფიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ.

   ის ქონის რეზერვებს გარდაქმნის შაქრებად და ასე მონაწილეობს აქტიურად ენერგიის წარმოებაში.

 

ამავე დროს კორტიზოლი ამ ენერგიას მიმართავს საჭირო ადგილისკენ. თუ გჭირდებათ გაქცევა კორტიზოლი ენერგიას მიმართავს თქვენი ფეხების კუნთებისკენ. ის რეალურად გეხმარებათ როცა საფრთხეში ხართ.

 

      მაგრამ ყველაფერს აქვს ცუდი მხარეც

 

სამწუხაროდ ორგანიზმი ვერ ანსხვავებს ერთმანეთისგან  სხვადასხვა სტრესის მომგვრელ ვითარებას.

ის არ კმაყოფილდება კორტიზოლის გამოყოფით მართლაც საშიშ ვითარებებში.

ორგანიზმი კორტიზოლს გამოყოფს მაშინაც როცა გაჩხერილი ხართ მანქანებით გადაჭედილ ქუჩაში ან გზაზე, როცა რაღაცა გაღიზიანებთ სამუშაოზე, და ა. შ.

ეს იწვევს კორტიზოლის მეტისმეტად დიდი რაოდენობით გამოყოფას და ეს საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის.  რატომ ?

   უბრალოდ იმიტომ რომ სტრესის პიკის შემდეგ ის აჩენს შიმშილის გრძნობას რათა დააგროვოს ქონის რეზერვები. .. ქონები მაშინ უმთავრესად გროვდება წელის ირგვლივ….

 

 

   კორტიზოლის დონის შესამცირებლად გამოიყენეთ  სტრესის საწინააღმდეგო სხვადასხვა ზომები

//უსმინეთ მშვიდ მუსიკას, მისდიეთ სპორტს, გაიკეთეთ დამამშვიდებელი მასაჟები…შავი შოკოლადის პატარა ნაჭრის გადაყლაპვაც ამცირებს კორტიზოლის დონეს. კარგია მწვანე ჩაის რეგულარულად სმაც, და ბოლოს, საკმარისი ძილი ექიმების თქმით დღის მანძილზე დაგროვებული სტრესის მოსაშორებლად კარგია 8 საათი ძილი.  თუ თქვენი ღამე მოკლეა ცოტა დაისვენეთ დღის მანძილზე.

 

http://www.futura-sciences.com/sante/actualites/medecine-art-reduit-stress-63208/

 

 

    ხელოვნება ამცირებს სტრესს

 

   შეფერვამ, ხატვამ, ძერწვამ შეიძლება შეასუსტოს დარდის და ღელვის სიმპტომები.

შემოქმედება განმუხტვის კარგი საშუალებაა ბევრი ადამიანისთვის.

შემოქმედებამ შეიძლება შეამციროს სტრესის ჰორმონი კორტიზოლის დონე.

 

   ჩაატარეს ცდა.  18-59 წლის 39 ადამიანი ხატავდა და ძერწავდა 45 წუთიანი სეანსის მანძილზე. მათ მისცეს საღებავი, ქაღალდი, თიხა.

 კორტიზოლის მათი დონე შეამოწმეს სეანსამდე და მის შემდეგ ნერწყვის შემოწმებით.

ხელმძღვანელმა თერაპევტმა მონაწილეებს მისცა სრული თავისუფლება რათა მათ თავისუფლად გამორხატათ თავისი სურვილები.

 

ბოლოს გაირკვა რომ ,მონაწილეთა 75 %-ის კორტიზოლის დონე დაეცა.

 

მონაწილეებმა თქვეს რომ ხატვა და ძერწვა დამამშვიდებელია და რომ ხატვის და ძერწვის დროს მათ ნაკლებად ტანჯავდა პარაზიტი აზრები…

 

მაგრამ მონაწილეთა დაახლოებით 25 %-ს პროცენტს ჰქონდა კორტიზოლის მაღალი დონე. შემოქმედებით პროცესში ჩართულობა აძლიერებს სიფხიზლეს და ამან ზოგზე ასეც შეიძლება იმოქმედოს.

 

ხატვა და თიხის ზელვა-ძერწვა უფრო დამამშვიდრბრლია ვიდრე კოლაჟების კეთება…

გამოკვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში  Art therapy.

 

http://www.jbmarsille.com/lart-therapie-solution-efficace-lutter-contre-stress/

 

 

 არტ-თერაპია, თერაპია ხელოვნებით, სტრესის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება.

 

ხელოვნებით თერაპია-Art thérapie : განმანთავისუფლებელი ფენომენი

შეფერვა, ხატვა, ძერწვა-გამოქანდაკება… ხელოვნებით თერაპია იძლევა ტანჯვის და სტრესის გამოხატვის ყოველ პიროვნებასთან ადაპტირებული ფორმით გამოხატვის საშუალებას.

 

   თქვენ შეგიძლიათ ხატოთ და ძერწოთ როგორც მხატვართან ისე მეგობრებთან ერთად და დამოუკიდებლად.

მთავარია განცდილის რეალიზაციით შემოქმედების სურვილი.

მასალებიც იაფია. ისინია ყველა სუპერმარკეტში თუ სპეციალიზებულ მაღაზიებში მულტიმეტიაში.

 

საჭირო მასალები შეიძლება სახლშიც გქონდეთ.

 

ხელოვნებით თერაპია სტიმულს აძლევს პირად დაკმაყოფილებას იმით რომ ის ადამიანს აფიქრებს საკუთარ თავზე და იძლევა სიმშვიდის გარკვეულ დონეს.

 

 არტ-თერაპია, ხელოვნებით თერაპია ცოტა ხნით გავიწყებთ შეშლილი დღევანდელობის საზარელ პრობლემებს. თქვენი ყურადღების ცენტრში ექცევა სამყაროს სილამაზე და თქვენი შინაგანი სამყარო.  ასეთი რამე ამშვიდებს ადამიანს, აღადგენს მის ძალებს.

 

  ჩვენი საზოგადოების და ხანის  ერთ-ერთი დიდი უბედურებაა მეტისმეტად ჩაძირვა ვირტუალურ სამყაროში.

სოციალური ქსელები და კომუნიკაციის სხვა ახალი საშუალებები ხელს უწყობენ ადამიანების დაშორებას ერთმანეთისგან, მათ ერთმანეთისგან იზოლირებას.

 

არა და შეიძლება იყოს ხელოვნებით თერაპიის ჯგუფური სეანსები ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად. 

ამან ადამიანები შეიძლება გააერთიანოს სილამაზის ირგვლივ. ეს აჯანსაღებს ვითარებას.

 

http://www.wmaker.net/philobalade/Les-oeuvres-d-art-un-moyen-efficace-pour-lutter-contre-le-stress_a76.html

 

 სტრესის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებაა ტკბობა ხელოვნების ნაწარმოებებით, მათი ჭვრეტა და თვალიერება.

 

   ფეისბუკზე ლამაზი ფოტოების თვალიერებაც კი ამცირებს სტრესს.

 

ბოლონიის// Bologne,იტალია// უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად ხელოვნების ნაწარმოებებს აქვთ სტრესის შემცირების ძალა, რაც ადასტურებს ხელოვნებით თერაპიის, არტ-თერაპიის სიკეთეს.

 

ასიოდე მოხალისეს სთხოვეს  ორი საათით მისვლა სალოცავში სადაც არის აღორძინების ხანის მხატვრობა, მათ შორის 6032 m2-ის ფრესკა.  მათი ნერწყვი აიღეს  მისვლამდე და წამოსვლის შემდეგ,რაც საჭირო იყო ჰორმონი  კორტიზოლის დონის შესამოწმებლად.

გაირკვა რომ ხელოვნების ნაწარმოებთა დათვალიერების შემდეგ სტრესის ჰორმონი კორტიზოლის დონე დაეცა 60 პროცენტით.

დაზუსტება-ცდის მონაწილეებს მოუხდათ 50 საფეხურის ავლა, შეიძლება ამანაც იმოქმედა.

 

 მაგრამ საინტერესოა მარტო აღორძინების ხანის მხატვრობა მოქმედებს ასე თუ არა.

ფერები უეჭველად დიდად მოქმედებენ ჩვენს განწყობაზე.

 

სტრესზე დადებიდათ მოქმედებს კითხვაც.

http://www.wmaker.net/philobalade/L-etonnant-pouvoir-des-Couleurs-dommage-que-le-rose-soit-reserve-aux-filles-_a69.html
საშინლად დამღლელი, გადამქანცველ-დამაუძლურებელი  და მკვლელი დღვანდელობის გადამკიდეებმა მივმართოთ ხელოვნებას, მწერლობას, თორე…

 

Marjorie Rafécas

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s