ფრანჩესკო ასიზელი მხეცურ სამყაროში.2

 Св. Франциск Ассизский усмиряет волка. С гравюры Карла Вайдемайера (1911)

ფრანჩესკო ასიზელი ათვინიერებს მგელს,კარლ ვაიდემაიერის გრავიურა,1911

 ფრანჩესკო ასიზელი მხეცურ სამყაროში-2. ოქროს ახალგაზრდობა

 

ევროპული ბიბლიოთეკა

რეიმსის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი Ivan Cobry

წმინდა ფრანჩესკო ასიზელი და ფრანცისკანელთა სული ( Saint François d’Assise et l’esprit franciscain,1957,1991)

 

  1-დიდი ფრანჩესკო ასიზელი გაჩნდა გორბაჩოვის პერესტროიკასავით არეულ-დარეულ,გაგიჟებულ,ძალადობით და სისხლისღვრებით სავსე ხანაში და გახდა კაცი, მეტიც, წმინდანი

 

 

დაიბადა მდიდარ ოჯახში, მოინათლა, მაგრამ ბავშვს ღვთისმოსაობაზე მეტად იზიდავდა პოეზია, გმირული თქმულებები, რაინდობა…

მას უყვარდა კატალონური პოეზია, ლანგედოკის და პროვანსის ტრუბადურთა გალობა.

მამამისი უყვებოდა ფლორენციის და ლობარდიის მმათველთა ბრწყინვალე ცხოვრების შესახებ. პატარა ფრანჩესკო ალბათ თვითონაც ყოფილა მათ კარზე მამამისთან ერთად მოგზაურობისას. იქ იყვნენ ლამაზად ჩაცმული ლამაზი ბატონები და ქალბატონები. იყო განუწყვეტელი შთამბეჭდავი დღესასწაულები, სიამოვნება თვალისთვის და ყურისთვის.

ხოდა პატარა ფრანჩესკო სათავეში ჩაუდგა ასიზის წარჩინებული ოჯახებიდან გამოსულ და დროისტარების მოყვარულ ახალგაზრდობას.

ფრანჩესკო ასიზელი არ ყოფილა არისტოკრატი, მაგრამ ზრდილ, ნასწავლ ახალგაზრდას ჰქონდა ფული და ყველაფერი ეს მეტი იყო არისტოკრატულ წოდებებზე.

კარგად ჩაცმული და ზრდილი ყმაწვილი ფრანჩესკო ბევრს ხიბლავდა. ის გულუხვი იყო და მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ აზნაურებს რომლებიც მისი მოვალეები ხდებოდნენ.

მამამისი კი ხელმომჭირნე ბიზნესმენი იყო და შვილის მიერ ფულის ფლანგვა მას ადარდებდა.

მაგრამ უნდა ითქვას რომ შვილის ტრიუმფი  მასაც სიამოვნებდა და რგებდა.

თავისი შრომით გამდიდრებულ ბურჟუას ეამაყებოდა რომ მისი შვილი უფრო სახელოვანი იყო ვიდრე არისტოკრატები.

მთელი ქალაქი ამბობდა რომ კომერსანტი პიერრე დე ბერნარდონი არის ტრუბადურის მამა და ეს მას სიამაყით ავსებდა. თანაც მას ჰქონდა იმედი რომ ასეთი რეკლამა მოზიდავდა ახალ კლიენტებს.

მოკლედ ყველაფერი კარგად იყო მაგრამ ისევ ატყდა ომები. ფრანჩესკო ასიზელი გადარჩა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა, თუმცა ის მალე გაანთავისუფლეს.

 

 

    მოქცევის ეტაპები

 

ფრანჩესკო დე ბერნარდონის, მომავალი ფრანჩესკო ასიზელის მოქცევა იყო ნელი და თანდათანობითი პროცესი, რომელიც განსრულდა თანმიმდევრული შესწორებების და გარდაქმნათა წყალობით.

პირველ რიგში უნდა ითქვას რომ ის გადაქანცა და დააღონა მისმა არეულ-გადარეულმა თანამედროვეობამ.

ბონავენტურას თქმით უფალმა ფრანჩესკოს სული მოამზადა ხანგრძლივი ტანჯვით.

ამ დაღონების პერიოდის შემდეგ დამთავრდა ნადიმები და თვალისთვის სასიამოვნო რამეები.

 

იტალიური ქალაქები ასიზის და პერუზას შინაომი იყო ხანმოკლე და საშინელი და მან ვერ დააკმაყოფილა ახალგაზრდას ამბიცია.

ახალგაზრდა ენთუზიაზმით შეუერთდა პაპის არმიას, მაგრამ მალე მიხვდა რომ არც ესაა მისი საქმე.

 

მას ჰქონდა ხილვა რომლის დროსაც უფალმა უბრძანა სამშობლოში დაბრუნება და იქ მისი ახალი მოწოდების ლოდინი.

ახალგაზრდა დაბრუნდა და დაელოდა.

მან უარი თქვა რაინდობაზეც.

ფრანჩესკო მოშორდა საერო ცხოვრებას და მის ზარ-ზეიმებს. ის ეხმარებოდა ღარიბებს და ლოცულობდა.

გადმოცემით ის ერთხელ შეხვდა საზოგადოების მიერ გარიყულ,შემზარავი გარეგნობის მქონე კეთროვანს, ჩამოხდა ცხენიდან, მისცა ფული და გადაკოცნა. და…გადარჩა… კეთრი მას არ შეეყარა…

მას კიდევ ჰქონდა ხილვა როდესაც უფალმა სთხოვა ერთი დანგრევის პირას მყოფი ეკლესიის აღდგენა.

ფრანჩესკოს მამა საქმეზე იყო წასული. ფრანჩესკო მივიდა სახლში, აიღო მამამისის ფართლეული, გაყიდა ის ის ბაზარზე და აღებული ფული მიუტანა Saint Damien-ის ცუდ მდგომარეობაში მყოფი ეკლესიის მოხუც მღვდელს  რათა მას ამ ფულით აღედგინა ეკლესია.

დაბნეულმა მღვდელმა არ აიღო ფული. გაბრაზებულმა ფრანჩესკომ მაშინ ეს ფული ზიზღით გადაყარა ეკლესიის ფანჯრიდან და მოხუც მღვდელს სთხოვა მასთან ერთად ცხოვრების უფლება.

მოხუცმა მღვდელმა მიიღო ფრანჩესკო.

ამასობაში ფრანჩესკოს მამა დაბრუნდა სახლში. მან გაიგო მომხდარი ამბავი და გააფთრდა.

 

მან მოაგროვა მეგობრები და ნათესავები და წავიდა თავისი უღირსი შვილის დასაჭერად.

მაგრამ ფრანჩესკო დაიმალა რომელიღაც გამოქვაბულში სადაც 1 თვე ცხოვრობდა ლოცვით, მარხვით, ცრემლებით.

 

ბოლოს მან დახმარება სთხოვა უფალს და ჩაბარდა თავის მდევნელებს.

ასიზი მას შეხვდა სტვენით და ქვების სროლით. მამამისმა ის ჩააგდო ციხეში, მოსთხოვა მას თავის გეგმების უარყოფა და წავიდა თავის საქმეებზე. დედამისმა გაანთავისუფლა ფრანჩესკო და ის დაბრუნდა

Saint Damien-ის ეკლესიაში.

ისევ დაბრუნებული მამამისი ისევ გადაირია და მან სასამართლოში უჩივლა თავის შვილს.

დაბარებულმა ფრანჩესკომ თქვა რომ ის არის ღმერთის სამსახურში და ის მიიყვანეს ეპისკოპოსის სასამართლოზე.

მამამ მოითხოვა გატაცებული ფულის დაბრუნება.

შვილის პასუხი ბრწყინვალე იყო. მამამისის მემკვიდრეობისგან არაფერი რომ არ დაეტოვებინა მან გაიხადა ტანისამოსი და დაყარა ის მამამისის ფეხებთან.

შემდეგ ტიტველმა საზეიმოდ ხმამაღლა განაცხადა რომ აქამდე თავის მამად თვლიდა პიერრე ბერნარდონეს და ეხლა თავის მამად თვლის მამაო ჩვენოს რომელიც არის ცათა შინა.

გულაჩუყებულმა ეპისკოპოსმა მიიღო ფრანჩესკო და მოახურა მას თავისი სამოსი.

 

ეს იყო   ეკლესიის სამსახურში ჩადგომის ეტაპი.  ამიერიდან მას შეეძლო თავისუფლად შესრულება ამოცანისა რომელიც ხილვაში მას თვითონ ქრისტემ დაავალა.

ფრანჩესკო დაბრუნდა Saint Damien-ის ეკლესიაში.

მან მოაგროვა მასალები, საკვები და შეუდგა სალოცავის აღდგენას.მეტიც, მან დაცინვათა მიუხედავად მონახა დამხმარეები და თანაშემწეები.

მან სხვა ეკლესიებიც აღადგინა და დაბინავდა მის მიერ აღგენილ Sainte)Marie des Anges-თან, ის მოხიბლა ამ ადგილის განმარტოებამ.

 

სწორედ აქ, 1209 წლის 24 თებერვალს, წმინდა მატიასის დღეს, მას ესმა მოწოდება რომელმაც დაასრულა მიაი მოქცევა.

ამ მოწოდებამ მას გააგებინა მნიშვნელობა სიტყვებისა რომლებიც მან გაიგო 2 წლის წინ Saint Damien-ში.

მოხუცი მღვდელი წირავდა სულ ახალ საკურთხეველთან. ფრანჩესკო ეხმარებოდა. გაისმა ქრისტეს სიტყვები რომლებითაც ქრისტე აგზავნიდა ყველაფრისგან განძარცულ მოციქულებს სახარების საქადაგებლად, იმის სათქმელად რომ ახლოვდება სასუფეველი ცათა.

ფრანჩესკო აღფრთოვანდა.

ქრისტე მოითხოვდა ქვებით ნაგები ეკლესიის კი არა, ცოდვით და გულგრილობით დაბზარული ქრისტეს მისტიკური სხეულის, ეკლესიის აღდგენას.

და მოციქულების მსგავსად ღარიბი და მგზნებარე ფრანჩესკო გაუდგა გზას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s