დისერტაცია თვითგამორკვევაზე.2.

დისერტაცია თვითგამორკვევაზე-2

თვითგამორკვევა და სეცესია-გამოყოფა: ქურთების შემთხვევა, მონრეალის უნივერსიტეტის სტუდენტი Camille Denicourt-Fauvel-ის დისერტაცია საერთაშორისო სამართლის სფეროში

 

  ქურთული საკითხის საწყისები და ევოლუცია

 

ოსმალეთის იმპერიის დაშლა

 

  პირველ მსოფლიო ომამდე ქურთები იყვნენ საშუალო აღმოსავლეთის ხალხი რომლის ქურთისტანის სახელით ცნობილი ტერიტორიაც საზღვრით იყო გსყოფილი სპარსეთის და ოსმალეთის იმპერიებს შორის.

ოსმალეთის იმპერიასთან ძალით შეერთებული ამ ტერიტორიის ფართობი იყო დაახლოებით 560 ათასი კვადრატული კილომეტრი.

ქურთები ათასწლობით ცხოვრობდნენ მანდ და ამიტომ ლიტერატურა ამ ტერიტორიას აღიარებდა ქურთების ქვეყნად თუმცა მას არასოდეს ჰქონია საკუთარი, განსხვავებული იურიდიული თუ პოლიტიკური სტატუსი.

 

ხალხების და ეთნოსების მეობა ეფუძნებოდა მათ სარწმუნეობას, ქრისტიანობას ან ისლამს.

 

დროთა   მანძილზე  იმპერიებს დაუგროვდათ ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემა და ისინი დასუსტდნენ. ამას მოყვა ნაციონალისტურ მოძრაობათა გაძლიერება.

ქურთებმაც მოინდომეს ქურთისტანის როგორც ეროვნული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.

 

 პირველი მსოფლიო ომის დროს ქურთებს არ ქონიათ დამოუკიდებლობის მოპოვების ძალა.

  მათი იმედები სწრაფად გადაშალა ტერიტორიის გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ამ ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნავთობის არსებობამ: ცხადია რომ მოკავშირეებს უნდოდათ ტერიტორიაზე გარკვეული ძალაუფლების შენარჩუნება.

 

პირველი მსოფლიო ომის ბოლოს ოსმალეთის იმპერია დაემხო.

იმავე დროს საერთაშორისო თანამეგობრობის ენთუზიაზმს იწვევდა თვითგამორკვევის კონცეფცია.

 

  პირველი მსოფლიო ომი მოიგეს მოკავშირეებმა // Alliés// და მათ უნდა დაედგინათ სამშვიდობო რეგლამენტი თურქეთთან.

 

ამ პრინციპულმა შეთანხმებამ მისცა საფრანგეთს და ინგლისს ქურთისტანის დიპლომატიურ ისტორიაში გადამწყვეტი როლის შესრულების საშუალება.

 

პარიზის სამშვიდობო კონფერენცია :  მოკავშირეებმა გაუღეს კარი დამოუკიდებელ ქურთისტანს

 

    1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე ინგლისის პრემიერ მინისტრ Lloyd George-ს  უნდა ოფიციალურად წამოეყენებინა ქურთისტანის კანდიდატურა რათა ის აღიარებული ყოფილიყო  მოკავშირე სახელმწიფოთა მანდატს ქვეშ მყოფ სახელმწიფოებს შორის და შესაძლოა მიეღო დამოუკიდებლობა.

მაგრამ Lloyd George-ს დაავიწყდა ქურთისტანის ჩართვა საწყის სიაში და მან მოითხოვა მისი მოგვიანებით ჩართვა.  შესწორება ქურთისტანზე არ გამოჩნდა ფრანგულ ვერსიაში.

ზოგის აზრით საფრანგეთს არ უნდოდა რომ ქურთისტანი მოხვედრილიყო ბრიტანეთის მანდატს ქვეშ და ამიტომ მოხდა ასე.

 

ბოლოს და ბოლოს მიღებულ 22-ე მუხლში არც ერთი სახელმწიფო არ იყო ნახსენები.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაგრძო  დამოუკიდებელი ქურთისტანის პროექტის მოთხოვნა ვინაიდან დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული მიზანი იყო ბოლშევიკურ რუსეთს, თურქეთს და მესოპოტამიას შორის ბუფერული სახელმწიფოს შექმნა.

 

აშშ-ს იმდროინდელ პრეზიდენტ Woodrow Wilson-ს მტკიცედ სწამდა თვითგამორკვევის კონცეფციისა რომელიც უნდა ყოფილიყო ომიდან ამოზრდილი ახალი საერთაშორისო წესრიგის ბურჯი.

   თავის სიტყვაში 14 პუნქტის შესახებ მან ილაპარაკა კოლონიალიზმზე და კოლონიების მისწრაფებებზე, მაგრამ ასევე ახსენა ქურთი ხალხის შემთხვევაც;

ძველად ოსმალების ხელისუფლების ქვეშ მყოფ ხალხებს უნდა მისცემოდათ მათი ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების შესაძლებლობა გარდამავალი პერიოდის შემდეგ ერთა ლიგის პაქტში შემუშავებული მანდატის ქვეშ:

პუნქტი XII: დღევანდელი ოსმალეთის იმპერიის თურქულ რეგიონებს უნდა მიეცეთ სუვერენიტეტის და უსაფრთხოების გარანტია; მაგრამ ეხლა თურქული დომინაციის ქვეშ მყოფ ხალხებს უნდა მივცეთ არსებობის აბსოლუტური გარანტია და ავტონომიურად განვითარების სრული შესაძლებლობა…

   ჩნდებოდა ქურთისტანის, სომხეთის, სირიის, მესოპოტამიის და პალესტინის მომავალი.

მათ შეეძლოთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის მიღების ლოდინი.

 

შემდეგ აშშ ნელა გავიდა ომისშემდგომი სამშვიდობო პროცესიდან: აშშ-ს კონგრესმა უარი თქვა ვერსალის ხელშეკრულების რატიფიკაციაზე და სომხეთის და ქურთისტანის თაობაზე მანდატების მიღებაზე.

მარტო დიდი ბრიტანეთი იცავდა სუვერენული ქურთისტანის იდეას.

მაგრამ დიდი ბრიტანეთის გეოპოლიტიკურმა ამბიციებმა უკან დაიხიეს ფინანსური და სამხედრო პრობლემების წინაშე.

ბოლოს დიდმა ბრიტანეთმაც მიატოვა ქურთისტანი და ქურთისტანი დააქუცმაცეს.

 

პარიზის 1919 წლის კონფერენციამ აჩვენა ქურთი ხალხი საერთაშორისო თანამეგობრობას,

მოკავშირე სახელმწიფოთა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ასევე ცნობილია სევრის ხელშეკრულების სახელით, დაიდო სევრში 1920 წლის 20 აგვისტოს.

ის 62-ე და 64-ე მუხლებით ოფიციალურად ადასტურებდა იმას რომ დიდ სახელმწიფოებს უნდოდათ დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნა.

 

 მაგრამ აშშ-ს გასვლამ სამშვიდობო პროცესიდან და სხვა მოვლენებმა განაპირობეს მოკავშირეთა უკანდახევა ქურთისტანის საკითხზე.

 

სევრის ხელშეკრულებით ნაგულისხმევი ქურთისტანი წარმოადგენდა ქურთებით დასახლებული ტერიტორიების მხოლოდ ოც პროცენტს…

 

დიდ ბრიტანეთსა და  დამარცხებულ თურქეთს შორის მოლაპარაკებული სევრის ხელშეკრულების თანახმად თურქეთის ქურთისტანი ანატოლიის უმთავრესად ქურთებით დასახლებულ ზონებში უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო….

 

მაგრამ ეს არ მოეწონა ქემალ ათთურქს, რომელმაც // გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორის მიერ დაფინანსებული ვლადიმირ ილიჩ ლენინის დახმარებით,გ.მ.// დაამყარა კონტროლი თურქეთზე და ჩაშალა სევრის ხელშეკრულების რეალიზაცია.

ქემალ ათათურქი იმხანად ძალიან ძლიერი იყო სამხედრო თვალსაზრისით, და მან გაიმარჯვა.

რაღაც გაბედა მარტო ტერიტორიული ამბიციების მქონე საბერძნეთმა, მაგრამ ისიც დამარცხდა.

 

სევრის ხელშეკრულება შეცვალა ლოზანას ხელშეკრულებამ

 

   თურქეთს უკვე შეეძლო თავისი პირობების კარნახი მოკავშირეებისთვის, ქურთების ავტონომია და დამოუკიდებლობა აღარავის ახსოვდა.

 

 თურქეთმა მოახერხა მიღება ყველაფრისა რაც უნდოდა მოსულის გარდა.

 

დიდი ბრიტანეთი და თურქეთი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მოსულის თაობაზე.

ბრიტანეთს ჰქონდა ერაყის მანდატი და მოსულის ნავთობის რესურსები აუცილებელი იყო ერაყის ეკონომიკური განვითარებისთვის, მეტიც, მისი სიცოცხლისუნარიანობისთვის. მოსულის შეერთება ერაყთან შეამცირებდა დიდი ბრიტანეთის ხარჯებს.

ნავთობის ექსპლუატაცია უმთავრესად ბრიტანული კომპანიის მიერ კი დიდ ბრიტანეთს გადააქცევდა საშუალო აღმოსავლეთის თითქმის მთელ ნავთობზე მონოპოლიის მქონე დიდ საერთაშორისო სახელმწიფოდ.

ერთა ლიგის საბჭომ მხარი დაუჭირა ბრიტანეთს და მოსული გახდა ერაყის ნაწილი.

თურქეთიც თავდაპირველი უარის შემდეგ დათანხმდა.

თურქეთმა 1926 წელს ხელი მოაწერა Angora-ს ხელშეკრულებას ერაყთან და ინგლისთან.

 

 ქურთებმა სცადეს იმის ჩვენება რომ უკმაყოფილოები იყვნენ დამოუკიდებელი ქურთისტანის პერსპექტივის მოსპობით და მოსულის ანექსიით. გაძლიერდა ქურთთა ინდეპენდანტისტური მოძრაობა რომელიც მოგუდა დაბომბვამ ბრიტანეთის საჰაერო არმიის მიერ.

ამით დამთავრდა ბრიტანელების მიერ ქურთების მხარდაჭერა…

 

 1922 წლის 24 დეკემბერს დაიდო ინგლის-ერაყის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც ერაყში მცხოვრებ ქურთებს უნდა ჰყოლოდათ თავისი მთავრობა.

 

გამარჯვების შემდეგ  ანგორას ხელშეკრულებისთვის თურქეთისთვის მადლობის ნიშნად ინგლისმა მინიმუმამდე შამცირა ქურთების მფარველობა.

 

//და ქურთები დღემდე იბრძვიან რაღაც უფლებებისთვის //დანარჩენი იკითხეთ თქვენ.//.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s