ვუსმინოთ ბერტრან ვერჟელის,კარგია 2

 Afficher l'image d'origine

 

http://www.actu-philosophia.com/spip.php?article270

ესეც ვნახოთ და მადლიერების გრძნობით ცოტა ხნით დავემშვიდობოთ კარგ თანამედროვე ფრანგს, ფილოსოფოს და და მართლმადიდებელ თეოლოგ ბერტრან ვერჟელის. მადლობ ბერტრან.მერსი მოსიე ვერჟელი.

ვუსმინოთ ბერტრან ვერჟელის, კარგია 2

 

დალოცვილ საფრანგეთში ყველა არაა მარკიზ დე სადი და კიევში გაწვრთნილი ფიმენის არამზადა გომბიო.

არის 1953 წელს დაბადებული ფრანგი მართლმადიდებელი თეოლოგი, ფილოსოფოსი, ესეისტი ბერტრან ვერჟელიც // Bertrand Vergely// , ხოდა უკეთ გავიცნოთ.

ის ასწავლიდა Sciences Po Paris-ში და ასწავლის პარიზის მართლმადიდებელი თეოლოგიის წმინდა სერგის ინსტიტუტში // Institut de théologie orthodoxe Saint-Serge//.

 

http://www.actu-philosophia.com/spip.php?article270

 

ნიჰილიზმიდან გამოსვლა კიდევ შიძლება გაოცებით და ძვრით.

 

რაც შეხება გაოცებას, სწორედ ისაა ფილოსოფიის საწყისი.

რა არის ფილოსოფია?  ის აკეთებს იმას რასაც სოკრატე აკეთებს « თეეტეტში » // Théétète//:

შესვლა სამყაროს ქაოსში და იმის აღმოჩენა რომ ეს ქაოსი არც ისე ქაოსია.

მასში არის წესრიგი და წესრიგის უკანაა გონიერება.

და ვხედავთ რომ სამყაროს გააზრება შეიძლება, რომ ადამიანის მდგომარეობის გააზრება შეიძლება.

ჩვენ არ ვცხოვრობთ მუნჯ და უაზრო სამყაროში.  ესაა უპრეცენდენტო ძვრა.

ყოველთვის საკვირველია იმის აღმოჩენა რომ რეალურია სული. სპონტანურ მატერიალიზმს უჭირს ამის დანახვა.

 

აქედანაა სოკრატეს სახელგანთქმული სიტყვა გაოცებაზე « თეეტეტში »რომელიც ცოტა სხვანაირად გაიმეორა არისტოტელენ « მეტაფიზიკის »  დასაწყისში :

«  ფილოსოფოსის ნამდვილი ნიშანია გაოცების გრძნობა».

 

ფილოსოფიაში შევდივართ  როდესაც ვაცნობიერებთ რეალობას, მაშინ გაოცებს გამართლებული აზრის სიდიადე.

აღსანიშნავია რომ ყველა დიდი ფილოსოფოსი ამოვიდა გაოცებიდან.  და ხიბლის, მოხიბლვის განცდიდან…

 

დეკარტეს მეტაფიზიკური მედიტაციების ეპიცენტრში// მესამე მედიტაციის ბოლოს//, ღმერთის არსებობის ჩვენების შემდეგ, დეკარტე თითქოს მოხიბლულია, სიტყვა-სიტყვით « დაბრმავებული » თავისი აღმოჩენით და ცოტა ხნით წყვეტს მედიტაციას რათა გააცნობიეროს აღმოჩენა:

«  მე მგონი საჭიროა  გარკვეული დროით შეჩერება ამ სრულყოფილი ღმერთის საჭვრეტად, მისი საოცარი ატრიბუტებით სიამოვნებისთვის რათა აღფრთოვანებული ვიყო და თაყვანი ვცე ამ უზომო სინათლის შეუდარებელ სილამაზეს, სულ მცირე იმდენად რამდენადაც მომცემს ამის საშუალებას ჩემი რამდენადმე დაბრმავებული სული ».

 

  ყველა დიდი ფილოსოფოსის მსგავსად დეკარტე ამოდის გაოცებიდან და მიდის მოხიბლვა-აღფრთოვანებამდე.

 

ფრანგული სიტყვა étonnement //გაკვირვება// მოდის ფრანგული სიტყვიდან  tonnerre// ჭექა-ქუხილი//.

უნდა იფილოსოფოსო მეხთან, ჭექა-ქუხილთან ერთად. ისაა კარგი საზომი ყველაფრისთვის.

 

რეალობა გამაბრუებელ ზარდამცემია // foudroyant//… აზრი გამაბრუებელი ხდება მაშინ როდესაც ისაა გაკვირვების შეხვედრა ფენომენთა ოკეანურ უზომობასთან.

უზომობის პირისპირ მყოფებს გვესმის რომ ჩვენ ჯერ არ გაგვიცნობიერებია რეალობა და ამიტომ ვხდებით უფრო ყურადღებიანნი და მკვირცხლები.

დეკარტემ აღმოაჩინა რეალობის არაჩვეულებრივობა და მოიხიბლა. ასე ვართ ჩვენც.

 

ნიჰილიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის მეოთხე ხერხია « ძვრის ეთიკა» რაც მორალურ პლანზე იგივეა რაც გაკვირვება-გაოცება აზროვნების პლანზე….

 

  ძვრა, ძვრის ეთიკა არის Levinas-ია აზრის არსი. ეს განცდა გვეუბნება ამას : როდესაც ყურადღებით ვუყურებთ, ვაკვირდებით ხორციელ მოკვდავ ადამიანებს ჩვენ ვხედავთ რომ მათში არის რაღაცა რაც გვიკრძალავს მოკვლას. ჩვენ გვიხმობს სილამაზე და ესაა მორალური ცხოვრების საფუძველში.

 

კიდევ ერთხელ, არსებობაში არის რაღაც და არა არარაობა.

 

იყო ნაცისტების წინააღმდეგ სახელგანთქმული  მებრძოლი კომუნისტი Jacques Decour (1910-1942), რომელსაც მიუსაჯეს სიკვდილი.

ხოდა „942 წელს, Mont Valérien-ზე მისი სიკვდილით დასჯის წინ, მან მისწერა ბოლო წერილი თავის ოჯახს რომელშიც ის ლაპარაკობდა არსებითზე და არაა შემთხვევითი რომ აქ ჩნდება გაოცება-მოხიბლვის ცნება :

 «  ეხლა, როდესაც ვემზადებით სიკვდილისთვის ვფიქრობთ იმაზე თუ რა უნდა მოხდეს.  ნამდვილად არის სიყვარულის გახსენების დრო. გვიყვარდა კი საკმარისად?

ვიყავით კი ყოველ დღე  საათობით გაოცებული და აღფრთოვანებული სხვა ადამიანებით, ვიყავით კი ბედნიერნი ერთად, გვიგრძნია კი კონტაქტის წონა, ხელების, თვალების, სხეულის ღირებულება და მნიშვნელობა? »

ცხოვრების ბოლო წუთებში Decour აჯამებს იმას რასაც თვლის არსებითად. ის იტოვებს სამ რამეს:

ეს სამი რამეა გაოცება და აღფრთოვანება იმით რომ არსებობთ შენ და სხვები, გრძნობა-შეგრძნება, სიყვარული.  ჩვენ ვართ მორალის და პოლიტიკის საფუძველთან.

მორალის გრძნობაა გაცნობიერება იმისა რომ სხვა არსებობს, რომ ადამიანები არიან ხორციელი არსებები და არა აბსტრაქციები.

  ტირანს, მხეცს და ბარბაროსს სულ არ ესმით სხვათა სიცოცხლისა.

სწორედ ესაა ეხლახანს ნახსენები American Psycho-ს გმირების შემთხვევა.

 

 მეოთხე თავს ჰქვია « ქება-დიდება სასწაულს» 

 სასწაული არაა ფოკუსი. ფოკუსია ქუდიდან კურდღლის ამოღება. სულერთია რის გადაქცევა ეტლად.

სასწაული სულ სხვაა.  ესაა გამოცხადებასთან დაკავშირებული განკურნება.

 

  ადამიანები დიდად იტანჯებიან ფიზიკურად და სულიერად  და უცბად მათ სიცოცხლესთან აბრუნებს, აცოცხლებს 1 სიტყვა, 1 შეხვედრა, 1 რამის გაცნობიერება.

რა არის სასწაულებრივი ? ერთადერთი რამე.

ვგონივართ მკვდარი, უსაშველო, განწირული და უეცრად რაღაც გვიხსნის, გვშველის.

სასწაული არის სიცოცხლესთან დაბრუნება, გაცოცხლება. .

ჩვენს არსებობაში არის ბევრი სასწაული. სასწაული ბევრად უფრო ხშირია ვიდრე ვფიქრობთ.

მედიცინა ხშირად ახდენს სასწაულს. ხშირად ახდენს სასწაულს ფსიქოთერაპიაც.

ესაა განკურნების საიდუმლო, რომელიც არის კაცობრიობის მიძინებული ძალების გაღვიძება….

 

სახარება ყვება რომ ქრისტე ახდენდა სასწაულებს. ესაა შეხვედრების დროს გამჟღავნებული ისტორიები და საჭიროა მათი ეტაპების პატივისცემა.

ქრისტე სინამდვილეში არ კურნავს როგორც კეთილი ფერია და ჯადოსანი.

კურნავს რწმენა. რწმენით უნდა იგრძნო სიცოცხლის სიტყვა რომელიც გამოიხატება ყოველი ადამიანის სხეულში და სულში.

განკურნება ხდება მაშინ როდესაც ადამიანი ალაპარაკებს თავის უღრმეს არსს.

ქრისტესთვის კურნავს ღმერთი როგორც სიცოცხლის წყარო.

 

ავიღოთ შემთხვევა ქალისა რომელსაც  12 წელი უწყვეტად  სდიოდა სისხლი, რომელმაც მკურნალობისთვის ყველაფერი დახარჯა და რომელსაც ვერაფერმა არგო, პირიქით, ის უარეს დღეში ჩავარდა. და აი ქრისტემ გაიარა მოწაფეებთან ერთად, უბედურმა ქალმა გადაწყვიტა ქრისტეს მოსასხამისთვის ხელის შეხება. ის დარწმუნებული იყო რომ ეს მოქმედება განკურნავდა მას. და ასეც მოხდა. ქრისტემ იგრძნო ქალის შეხება. ამან გააკვირვა მისი მოწაფეები. უამრავი ხალხი ეხებოდა მას. რა მოხდა?   ქალი განიკურნა იმიტომ რომ თვითონ ის მივიდა ჭეშმარიტებამდე, მიხვდა რომ არათუ ქრისტეს სხეულზე, არამედ მის მოსასხამზე შეხება განკურნავდა მას  //მარკოზი, 5, 25-34).

 

ამის მისახვედრად უნდა ჩაიხედო საკუთარი თავის ყველაზე ცოცხალ ნაწილში. უნდა შეეხო შენს თავში იმას საიდანაც აღარ დის სისხლი. იმას რაც აღარაა დანგრეული. იმას რაც განახლებულია. აი ეს მოხდა : ქალი შინაგან სამყაროში განიკურნა და ამიტომ განიკურნა გარედან.

სწორედ ასეა მუდამ სახარებებში. სასწაულები არ ხდება სასწაულების გადამტანთა ჯინაზე ან საწინააღმდეგოდ, სასწაულები ხდება სასწაულების გადამტანთა მონაწილეობით.

სასწაულები არ ხდება ისტორიის გარეთ. ისინი ხდება ინდივიდუალური ისტორიის და გზის შიგნით.  ქრისტესთან პიროვნული შეხვედრისას.  ისინი არ ხდება ენის გარეთ. ისინი ხდება ენის შიგნით. სასწაული საიდუმლოა, მაგრამ რეალობებში და გარკვეულ ლოღიკაში ჩაწერილი საიდუმლო. სასწაულამდე მიყავს რაღაც ძალიან დაწყობილს, ძალიან დალაგებულს: ამიტომაა რომ სასწაულებს შეიძლება ჰქონდეთ აზრი ურწმუნოებისთვისაც.

ეს გვეუბნება რომ სასწაული არის იგავიც, არაკიც. ის არა მარტო კურნავს. ის ამავე დროს გვასწავლის რაღაცას.

 

 « გაოცება, აღფრთოვანება არის არსებობის იმედის დაუკარგავობა ».

 

3 ფიგურა- რომანტიკოსი მწერალი Christiane Singer (1943-2007), აგნოსტიკოსი პოეტი René Char და ფრანგი მართლმადიდებელი თეოლოგი Olivier Clément.

2007 წელს მე წავედი ჩემი მეგობარი Christiane Singer-ის დაკრძალვაზე და მის კაბინეტში, ავსტრიის მთებში ნაგები Rastenberg-ის ციხე-სასახლეში, სადაც  მის ბიბლიოთეკაში ვნახე ფურცელი ორი წინადადებით.

René Char-ის წინადადება ამბობდა: « ჩვენ ვართ მიუწვდომელი, გსურკვეველი არსებები თვალისმომჭრელ-დამაბრმავებელი ნიშნებით. »

მეორე იყო Olivier Clément-ის ფრაზა  : « იმ სამყაროში რომელიც ცდილობს ადამიანების მანქანებად გადაქცევას  ზოგ ადამიანს აქვს გაკვირვების გრძნობა, ზოგჯერ ზოგი ადამიანი მადლიერიცაა, გრძნობს მადლიერებას. »

ბევრი რამე განასხვავებს ერთმანეთისგან ამ სამ ადამიანს. მაგრამ მათ აქვთ 1 საერთო ნიშანი.

სიცარიელის და ქაოსის შუაგულში მოხვედრილებს, მათ გაუკვირდათ.

სამივე ილუზიების გარეშე უყურებდა არსებობას, მაგრამ სამივე იყო გაკვირვებული და მოხიბლული.

 

საგან-მოვლენათა და ისტორიის ხილულ სიშიშვლეში გამოსჭვივის რაღაც მიმზიდველ-მომხიბვლელი.

ერთი წერდა რომანებს, მეორე-ლექსებს, მესამე მართლმადიდებელი თეოლოგია.

მე მწამს რომ ეს 3 ფიგურა აჯამებს ჩვენი ხანის გაკვირვება-მოხიბლვის აზრს.

გაკვირვება, მოხიბლვა მაშინაა როდესაც არ კარგავ არსებობის იმედს.

 

ჩემი წიგნის ეპიგრაფი ავიღე  Christiane Singer-დან : «  ჩვენი უდიდესი მოვალეობაა არ გავუშვათ ხელი გაკვირვება-გაოცების ძაფს. მისი წყალობით გამოვალ უბნელესი ლაბირინთიდან. »

Christiane Singer იყო ძლიერი ემოციის გულუხვი ქალი. ის ებრძოდა თავისი ხანის სიკვდილის ჟინს.

მან ბევრი ადამიანი დააყენა სასწორკვეთილებისგან მხსნელი, ძალების შემკრები გზნების და ლოცვის გზებზე.

თავისი ცხოვრების ბოლო 6 თვე ის საშინლად გაიტანჯა იმიტომ რომ კიბოთი იყო ავად. მას უნდოდა ბოლომდე სიცოცხლე. « ყველაფერი სიცოცხლეა», დაწერა მან სადღაც.

ის იყო იმათგან ვინც ფიქრობენ რომ არ უნდა მოვაპარინოთ ის რაც ვართ.

ვკვდებით როდესაც ვკარგავთ სულს და არა როდესაც ვკვდებით.

ცხოვრებაში უმძიმესია შინაგანი კეთილშობილების დაკარგვა.

ამ კეთილშობილებაზე ლაპარაკობს Maître Eckhart თხზულებაში « ტრაქტატი კეთილშობილ ადამიანზე » // ფრანგულად Traité de l’homme noble//, ადამიანის უძვირფასესი ნაწილი, კეთილშობილი სული გადის ყველგან, გაივლის უბნელეს ლაბირინთებს, მიდის სინათლემდე.

 

 ჩემი უდიდესი გაოცება იყო შეხვედრა საბერძნეთთნ. მე გამაოგნა მისი კუნძულების სილამაზემ და როდესაც იქ ვარ მგონია რომ ვარ ცაში. მსგავსი შთაბეჭლებები მაქვს კამიუს ზოგი ნაწერიდან.

იგივე სილამაზე ვნახე ბიზანტიურ საგალობელში.

ყველაზე მეტად კი მაოცებენ და მხიბლავენ ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ უძლურების, ინვალიდობის თუ ცხოვრებისეული ტრაღედიების მიუხედავად.

ისინი ცხოვრებით გვიჩვენებენ ტრაღიკულის დაძლევა-დამარცხებას, ამაზე ლაპარაკს ვცდილობ მე ჩემს წიგნებში…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s