დიდი ევროპელი ედმუნდ ბურკე

 Просмотреть исходную картинку

 Просмотреть исходную картинку

 

ევროპელი ედმუნდ ბურკე, ბევრი რამე გვაქვს სასწავლი ასეთი ევროპელებისგან.

 

 

ttp://www.conservapedia.com/Edmund_Burke

 

 იყო ინგლისელ-ირლანდიელი სახელმწიფო მოღვაწე, წამყვანი კონსერვატული პოლიტიკური თეორეტიკოსი, ორატორი და დღსაც სახელგანთქმული და  პოპულარული პიროვნება, საფრანგეთის რევოლუციის მწვავე და მძაფრი კრიტიკოსი  ედმუნდ ბურკე // Edmund Burke,დაიბადა 1729 წლის 12 იანვარს დუბლინში, გარდაიცვალა 1797 წლის 9 ივლისს. მის ნაწერებს დღესაც კითხულობენ…,  ზედაპირულად მაინც გავიცნოთ ჩვენც.

 

http://pratclif.com/2014/VGE-burke.htm

 

  ედმუნდ ბურკე: რეფორმა ნგრევის გარეშე, ვალერი ჟისკარ დესტენი, 1997

//Edmund Burke : réformer sans détruire VALÉRY GISCARD D’ESTAING 1997,01/12/2014 //

// ფრაგმენტი//

ედმონდ ბურკეს გარდაცვალებიან ორასი წლისთვის Frank O’Reilly-ს და Conor Cruise O’Brien-ის ინიციატივით  1997 წლის ნოემბერში დუბლინში გაიმართა კოლოკვიუმი.

Keynote speech წარმოთქვა საფრანგეთის  პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ დესტენმა.

აი ამ სიტყვის ქართული თარგმანი მისი ფრანგული თარგმანიდან.//ფრაგმენტი//

საფრანგეთის პრეზიდენტი ხოტბას ასხავს ღრმა პოლიტიკურ ფილოსოფოსს, ირლანდიის შვილს და ინგლისის გენიოსს რომელიც აღრთოვანებული იყო საფრანგეთით….

 

დიდი ინგლისური პოლიტიკა

ბურკე შიძლება ჩაითვალოს  ინგლისური პოლიტიკის სიდიადის განსახიერებად: ის ერთნაირად ნიჭიერად მსჯელობდა  როგორც საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ისე შინაგან პრობლემებზე.

მან შესანიშნავად გაიგო თუ რა ქმნიდა ინგლისური რეჟიმის სიახლეს // საპარლამენტო წარმომადგენლობა// , თან ისე რომ არ უთქვამს უარი მის მონარქიულ და არისტოკრატიულ ტრადიციულ მემკვიდრეობაზე; და, რომ დავასრულოთ, whig-ის ამ მოდელმა ყველაზე უკეთ გამოხატა ის რაც დღეგრძელი იყო ტორითა // tories// აზრში.

 

მაგრამ ჩვენ არც იმის დავიწყება შეგვიძლია რომ, როგორც ესოდენ კარგად აჩვენა Cruise O’Brien-მა, ინგლისელი პოლიტიკოსი  დარჩა თავისი ირლანდიული ფესვების ერთგული: დედამისი იყო კათოლიკე და მამა-პროტესტანტი.

ბურკე იყო ანგლიკანი, მაგრამ იცავდა კათოლიკეებისადმი შემწყნარებლობას მაშინ როდესაც თავისუფალ ინგლისში ცუდად ეპყრობოდნენ და ავიწროებდნენ კათოლიკეებს.

და ამან უეჭველად ითამაშა როლი მის საკუთარ პოლიტიკურ მარცხებში.

უფრო ზოგადად, ბურკე ერთდროულად პოლიტიკოსიცაა და პოლიტიკური მოაზროვნეც : პარლამენტარმა, მან  ბრისტოლის ამომრჩევლებისთვის წარმოთქმულ სიტყვაში, ჩამოაყალიბა წარმომადგენლობითი მანდატის ერთ-ერთი პირველი კლასიკური ფორმულა, და მისი აზრები საფრანგეთის რევოლუციაზე, რომელთა პუბლიკაცია პირველ რიგში იყო პოლიტიკური აქტი. // მას უნდოდა ხელის შეშლა ინგლისში რევოლუციური იდეების გავრცელებისთვის//. ყველაფერი ეს ეკუთვნის პოლიტიკური ფილოსოფიის მსოფლიო მემკვიდრეობას.

თუ კი შევეცდებთ ერთ ფორმულაში ბურკეს აზრის დაჯამებას  თავს ვერ ავარიდებთ გარეგნულად წინააღმდეგობრივი ცნებების გაერთიანებას: სამართლის მისი ფილოსოფია ერთდროულად არის

«ნატურალისტურიც » და «ისტორიცისტულიც», რევოლუციის მისი კრიტიკა « ერთდროულად ლიბერალურიცაა და კონტრრევოლუციურიცაა».

მე აქ მინდა გამოვთქვა თვალსაზრისი პოლიტიკოსისა  რომელიც თანამედროვე მსოფლიოს ევოლუციის გააზრებისას და მის მოქმედებისას შეხვდა პრობლემებს რომლებიც არის ბურკეს აზრის გულში.

  როდესაც 1974 წელს დავიწყე ჩემი კამპანია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მე დევიზად ავირჩიე

« ცვლილება უწყვეტობა გაგრძელებაში»//le changement dans la continuité //, ე.ი. ბურკეს ტიპიური თემა.

 მე მაშინ მოვიპოვე წარმატება. ჩემმა თანამემამულეებმა, რა თქმა უნდა გაუცნობიერებლად, პატივი მიაგეს ბურკეს აზრს…

მისი აზრების საოცარი წარმატების გასაგებად უნდა დავაკვირდეთ  ბურკეს თანამედროვეთა განწყობას. მათ გაუკვირდათ ბურკეს მტრული განწყობა საფრანგეთის რევოლუციის მიმართ.

ბურკეს წიგნის გამოქვეყნების დროს ინგლისის განათლებული საზოგადოების უმეტესობა იწონებდა საფრანგეთის რევოლუციას რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა მონარქიულ მთავრობას რომელსაც მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა მეზობლებთან.

ისე ჩანდა თითქოს საფრანგეთში მკვიდრდებოდა ლიბერალური ინსტიტუტები რომლებიც გავდა ინგლისის  ინსტიტუტებს….

საფრანგეთის რევოლუციას განსაკუთრებით ემხრობოდნენ თვითონ ინგლისში, სადაც საფრანგეთის მონარქიას უყურებდნენ როგორც  აბსოლუტიზმის სრულყოფილ მაგალითს, მეომარ რეჟიმს, ინგლისის ექსპანსიის ბუნებრივ მტერს.

ამ მონარქიის დამხობა უხაროდათ ინგლისელებს.

ბურკე მთელი თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე იცავდა დიდ ლიბერალურ პრინციპებს. ის იცავდა საპარლამენტო ასამბლეებს გვირგვინის მოქმედებათა წინააღმდეგ. ის მხარს უჭერდა ამერიკის კოლონების უფლებებს და ის ებრძოდა ირლანდიელების და ინდოეთის ხალხების წინააღმდეგ მიმართულ უსამართლობებს.

 

რევოლუციის კრიტიკა

  და აი ამ ბურკემ მწვავედ და მძაფრად შეუტია საფრანგეთის რევოლუციას რის გამოც ის წაეჩხუბა და დაუპირისპირდა თავის ძველ მეგობრებს და თანამოაზრე-თანამებრძოლებს, როგორც ინგლისელებს, ისე ამერიკელებს.

რა კონსერვატორიც არ უნდა იყოს ბურკე ის არაა ცვლილების წინააღმდეგი. მას ისიც ესმის რომ ზოგ უკიდურეს შემთხვევაში რევოლუციური ცვლილება შეიძლება იყოს ლეგიტიმური.

მაგრამ საზოგადოდ ის ემხრობა იმას რასაც მე სხვა კონტექსტში ვუწოდე ცვლილება უწყვეტობაში.

ბურკეს აზრით ინგლისის პოლიტიკური ისტორიის უპირატესობა ისაა რომ მან ისტორიული წყვეტის გარეშე განავრცო მთელ ინგლისელ ხალხზე თავისუფლებები  რომლებიც წარმოდგენილი იყო როგორც ინგლისელი ხალხის მიერ მიერ მისი წინაპრებისაგან მიღებული დიდი მემკვიდრეობა რომელიც მას უნდა გადეცა თავისი შთამომავლებისთვის….

—————————-

ბურკესთვის თავისუფლებები იყო დიდი და დიდად პატივსაცემი ეროვნული ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი და არა აბსტრაქტული ადამიანის უფლებები….

ინგლისელებმა თავისი რევოლუცია წარმოიდგინეს როგორც პაუზა რომლის მიზანიც იყო ძველი კონსტიტუციის უხსოვარი წყობა.

 

აი ეს არ მოეწონათ საფრანგეთის ისტორიული მემკვიდრეობის უარმყოფელ ფრანგ რევოლუციონერებს რომლებსაც უნდოდათ პოლიტიკური მაქსიმების გამოტანა //მათი ბრწყინვალე// წმინდა გონებიდან// და ამ ბრწყინვალე გონებაზე დაყრდნობით აღმართეს გილიოტინა, მოაწყვეს ტერორი,დექრისტიანიზაცია და მიწასთან გაასწორეს ვანდეა//….

 

   როგორც კარგ ვიგ პარლამენტარს ედმუნდ ბურკეს სულ არ მოსწონდა აბსოლუტური მონარქია.

მაგრამ მას უნდოდა რევოლუცია რომელიც რაციონალურად,ძველი ტრადიციის კალაპოტში, გარდაქმნიდა სამეფოს კონსტიტუციას და წყობას ისტორიული ინგლისის, ისტორიული მემკვიდრეობის  მოსპობის გარეშე.

საფრანგეთის  რევოლუციამ კი გაწყვიტა ისტორიის ჯაჭვი, უარყო ძველი საფრანგეთი და ამან გადარია და საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ განაწყო ინგლისელი ლიბერალ-კონსერვატორი ედმუნდ ბურკე.

   ფრანგმა რევოლუციონერებმა გადაგავეს ისტორიული საფრანგეთი და ქვეყანა წარმოიდგინეს სუფთა ფურცლად, ცარიელ ადილად რომელზეც შეეძლოთ თავისი ექსპერიმენტების ჩატარება და რაც თავში მოუფრიკინებდათ იმის გაკეთება და აგება.

ამან გადარია ინგლისელი ლიბერალი ედმუნდ ბურკე.

ბურკეს აზრით რევოლუციურ ვითარებებშიც კი აუცილებელია ისტორიული უწყვეტობის და მემკვიდრეობითობის შენარჩუნებაა.

საფრანგეთის რევოლუციამ ზურგი შეაქცია და წიხლი კრა საფრანგეთის წარსულს. აი ესაა აღმაშფოთებელი სკანდალი ინგლისელი ედმუნდ ბურკეს აზრით.

ხალხებს აქვთ დასაცავი და გასაფრთხილებელი, შთამომავლებისთვის გადასაცემი ისტორიული მემკვიდრეობა, ესაა ლიბერალი ინგლისელი ედმუნდ ბურკეს აზრი.

წარსულის მემკვიდრეობას აქვს ყველა ღირსება. ესაა საუკუნეების მანძილზე თაობების მიერ დაგროვილი უძვირფასესი პრაქტიკული გამოცდილება.

ფრანგ რევოლუციონერებს კი ეგონათ რომ ამ მემკვიდრეობის მოსპობით და წმინდა გონებაზე, მშრალ რაციონალიზმზე დაყრდნობით მიაღწევდნენ რაღაც ღირებულს. აი ამან განწყო საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ ინგლისელი ლიბერალი ედმუნდ ბურკე.

ინგლისელმა ლიბერალმა ედმუნდ ბურკემ საფრანგეთის რევოლუციაში დაინახა ცივილიზაციის მემკვიდრეობის მოსპობა და ის აღშფოთდა.

მისი აზრით  ესაა ადამიანთა დეგრადაცია, მორალური დეგრადაცია.

ინგლისელი ლიბერალი ედმუნდ ბურკე ხედავდა რომ  ფრანგმა რევოლუციონერებმა გადაგავეს ყველა კეთილშობილი გრძნობა, რომ გაქრა ერთგულება გალანტურობა,რომ სიამაყის გრძნობის ადგილი დაიკავა რაციონალისტურმა თავხედობამ და თავგასულობამ, რომ გაეხსნა გზა შეუკავებელ ძალადობას და ბურკე აშფოთდა.

// ამის და ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ 1988 წელს პარიზში გამოცემულ ფრანგი ავტორი Philippe Beneton-ის წიგნში Conservatisme// კონსერვატიზმი//.

ჩვენ ბევრი რამე გვაქვს სასწავლი ინგლისელი, ევროპელი ლიბერალი და კონსერვატორი ედმუნდ ბურკეს ნაირებისგან.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s