კლიმატურ-არაკლიმატურ ოხრობებზე

 SOS !!!

http://www.notre-planete.info/actualites/actu_2447_extinction_espece_humaine.php

24 juin 2010 ; révision : 23 mars 2013,

 

 

ადამიანობის მაგივრად მკვლელი რობოტებისკენ, ჰერი….

 

 20010 წლის 24 ივნისი, რევიზია 2013 წლის 23 მარტი, სანამ პუტინისტები და ანტიპუტინისტები ერთმანეთს უბრაგუნებენ, სანამ ირგვლივ ქრება, ინგრევა და ილეწება ქვეყნები და სახელმწიფოები და ისპობა მთელი ხალხები აი ესეც ისმის და გავიგონოთ.

 

უკვე ძალიან გვიანაა, კაცობრიობა უნდა გაქრეს ამ საუკუნეში.

 

და თუ კი ვეღარაფერი გაკეთდება კაცობრიობის გადასარჩენად? და თუ კი მეტისმეტად გვიანაა?

 

The Australian წარმოგვიდგენს სახელგანთქმული ავსტრალიელი მეცნიერი Frank Fenner-ის დიდად პესიმისტურ ინტერვიუს.

 

მისი აზრით ჩვენ// ნამეტანი ცივილიზებულმა კაცობრიობამ// უკვე გადავწყვიტეთ მთელი კაცობრიობის ბედი და ასი წელიც არ იქნება გასული რომ ადამიანთა საზოგადოებები აღარ იარსებებენ….

 

   ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის საპატიო პროფესორმა ფრანკ ფენნერმა ეროვნულ ყოველდღიურ გამოცემა The Australian-ს მისცა ინტერვიუ//გამოქვეყნდა 2010 წლის 16 ივნისს// რომელშიც წინასწარმეტყველებს კაცობრიობის გაქრობას უახლოეს ას წელიწადში.

 

   ამან  შეიძლება გაგვაცინოს. მაგრამ 95 წლის  პროფესორი ფრანკ ფენნერი არაა წითელი არმიის ტანკით საკუთარი ქვეყნის მნგრეველი პროფესორი თენგიზ სიგუა.  ისაა ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემიის  და Royal Society-ის წევრი, მან თავის ნაშრომებში მიიღო მრავალი ჯილდო და დაწერა ასობით მეცნიერული ტექსტი, და ა.შ. და ა.შ….

 

ის ათიოდე წელია რაც პენსიონერია, მაგრამ ვერ ისვენებს და განაგრძობს მეცნიერულ მოღვაწეობას და წერას, ის ყოველ დღე დადის  ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის John Curtin-ის სამედიცინო ინსტიტუტში რომლის დირექტორიც იყო 1967-73 წლებში.

სახეობათა ევოლუციის ღღმად მცოდნე პროფესორი  ფრანკ ფენნერი დაინტერესებულია ყველაფრით მოლეკულური დონიდან პლანეტებამდე, მათ შორის ყველა ეკოსისტემით.

 

ბუნებრივ გარემოზე თავისი პირველი  კვლევების გამოქვეყნება მან დაიწყო 1970-ანი წლების დასაწყისში როდესაც ადამიანთა საზოგადოებების ზემოქმედება დედამიწაზე პრობლემატური ხდებოდა.

მისი ბიოგრაფია და კარიერა იწვევს ნდობას. მისი  განცხადებები საინტერესოა.

 

ჩენ გავქრებით. რაც არ უნდა გავაკეთო ეხლა უკვე მეტისმეტად გვიანაა

 

Frank Fenner-ის ეს განცხადება შემაშფოთებელია, მით უფრო რომ ლაპარაკია ჩვენს მიმდინარე საუკუნეზე და არა მილიონობით წელზე!

 

Frank Fenner-ი და სხვა მეცნიერები, მაგ. ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიაში Paul Crutzen ამბობენ რომ დედამიწა შევიდა ახალ გეოლოგიურ ხანაში, ანტროპოცენოზში// Anthropocène//.

ეს ხანა დაიწყო 1800 წლიდან, ინდუსტრიული რევოლუციიდან და ნამარხი საწვავის მასიური გამოყენებიდან.

ამ ახალმა ხანამ შეცვალა 10 ათასი წლის წინ დაწყებული ჰოლოცენოზი// Holocène//.

 

   ანტროპოცენოზი არაა ოფიციალური გეოლოგიურ ხანათა კიბეზე, მაგრამ ცნება მიიღეს მეცნიერებმა. ის შეესაბამება დროს როდესაც ადამიანებს შეუძლიათ ბუნების ძალებისთვის მეტოქეობის გაწევა და დედამიწის ეკოსისტემის შეცვლა.

 

 კაცობრიობის საქმიანობა ათბობს პლანეტარულ ჰავას ისევე მასშტაბურად როგორც დიდი ბუნებრივი ციკლები და ჩვენ ვიწყებთ  ბიომრავალფეროვნების მე-6 მასიურ მოსპობას და ეს ხდება უფრო სწრაფად ვიდრე მოსპობა რომელმაც 65 მილიონი წლის წინ გამოიწვია დინოზავრთა გაქრობა ასტეროიდის დაცემის შედეგად, ამბობს აშშ-ს მეცნიერებათა აკადემიის წევრი Eric Lambin // ე.ი. დღევანდელ იდიოტთა ფართი-ფურთი ასტეროიდის დაცემაზე უარესია//.

 

კიდევ არის დემოგრაფიული აფეთქება: “ უკვე მეტისმეტად ბევრი ხალხია

 

Frank Fenner ამბობს რომ კაცობრიობის არსებობას საფრთხეს უქმნის, პლანეტარულ წონასწორობებს არღვევს დემოგრაფიული აფეთქება და გააფთრებული მოხმარება“.

 

გაეროს თნახმად  2011 წელს ადამიანთა რაოდენობამ დედამიწაზე გადააჭარბა შვიდ მილიარდს. ჩვენი საზოგადოებები და პოლიტიკური ხელმძღვანელები  ვერ ხედავენ სათბურის ეფექტის მქონე გაზის  გამოშვების საჩქაროდ შეწყვეტის აუცილებლობას.

და პესიმისტი Fenner  გვეუბნება : « კაცობრიობას დაემართება იგივე რაც დაემართა აღდგომის კუნძულის // l’île de Pâques// მოსახლეობას//ანუ გაქრება//.

კლიმატური ცვლილებები მხოლოდ დაიწყო, ყველა უბედურება წინაა, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ  მნიშვნელოვან მეტეოროლოგიურ ცვლილებებს. »

 

//ველურმა// აბორიგენებმა გვიჩვენეს რომ მეცნიერების და კლიმატურ დათბობაზე პასუხისმგებელი ნახშირორჟანგის გამობოლქვის გარეშე მათ შეუძლიათ არსებობა 40 00050 000 წლის განმავლობაში, მაგრამ ჩვენს //დიდად ცივილიზებულ// სამყაროს ეს არ შეუძლია. კაცობრობას შეიძლება დაემართოს იგივე რაც დაემართა თვითონ ამ კაცობრიობის მიერ მომსპარ ცოცხალ არსებათა მრავალ სახეობას.” განაცხადა მან თავის ინტერვიუში.

 

 

“Homo sapiens შეიძლება გაქრეს ას წელიწადში“, გვეუბნება სახელგანეთქმული მეცნიერი. და კაცობრიობასთან ერთად გაქრება მრავალი ცხოველი.

ესაა შეუქცევადი პროცესი. მე ვფიქრობ რომ მეტისმეტად გვიანაა.

მე არ ვლაპარაკობ ამააზე გაუთავებლად იმიტომ რომ არის ხალხი ვმინც ცდილობს მდგომარეობის შეცვლას.

//გამობოლქევის//  შემცირების მცდელობები ცოტათი შეანელებენ პროცესებს, მაგრამ უკვე მეტისმეტად ბევრი ადამიანია //დედამიწაზე//, უმატებს ის.

 

დემოგრაფიულ აფეთქებას მოყვება ენერგიის ხარჯვის, წარმოების, მოხმარების მკვეთრი ზრდა და ეს დაღუპავს კაცობრიობას.

 

ამ ტაბუირებულ დასკვნას იზიარებს სულ უფრო და უფრო მეტი მეცნიერი, მაგრამ  კლიმატურ ცვლილებათა მიმართ სკეპტიკურად განწყობილები და ისინი ვისაც სჯერა რომ გამრავლება არის ღვთაებრივი ბრძანება, აჩუმებენ ამ ხალხს.

// მაგრამ საინტერესოა რომ მასობრივად თავს იკლავენ ლიტველები და ბერძნები, რომლებსაც აყვნენ ესპანელები,პორტუგალელები და ვინ იცის კიდევ ვინ. ამდენი პერესტროიკა-ომის დროს წყდება ხალხი, მახლობელ აღმოსავლეთში არის ქრისტიანთა გენოციდი. პლუს მკვლელ ავადმყოფობათა ეპიდემიები და ა.შ. ასე რომ ვნახოთ ვინ გადარჩება. მოსახლეობა ზრდასთან ერთად კლებულობს კიდეც, როგორც ამბობდა ფუტურისტების მამილო მარინეტი ომი კაცობრიობის ჰიგიენაა ხოდა ვომობთ,ვხოცავთ,ვანგრევთ,ვსპობთ//.

 

ცოტა ოპტიმიზმი კაცობრიობის დაღუპვის წინ?

 

Fenner-ის კოლეგა და მეგობარი  Stephen Boyden ამბობს რომ ზოგი ეკოლოგი ღღმად პესიმისტია, მაგრამ სხვები უფრო ოპტიმისტები არიან:

  ფრანკი შეიძლება არ ცდებოდეს, მაგრამ ზოგ ჩვენთაგანს კიდევ აქვს იმედი იმისა რომ ვითარება გამოაფხიზლებს  გადაწყვეტილებების მიღების და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების უნარის მქონეებს, იქნება აუცილებელი რევოლუციური ცვლილებები რაც გამოასწორებს მდგომარეობას“.

 

სამწუხარო ისაა რომ ამდენი წელია ველით ამ გამოფხიზლებას და ის ან სულ არ ჩანს ან მარგინალურად ჩანს.

 

Stephen Boyden უმატებს :

 

” Frank-საც და მეც გვესმის ვითარების სიმძიმე, მაგრამ მისგან განსხვავებით მე არ ვფიქრობ რომ მეტისმეტად გვიანაა. იმედი ძლიან მცირეა, მაგრამ მაინც არის.  ღირს პრობლემის გადაწყვეტა.

ჩვენ ვიცით თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს, მაგრამ არ გვაქვს ამის გაკეთების პოლიტიკური ნება.”

 

Frank Fenner-მა  ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემიაში 2010 წლის 23 ივნისს გახსნა სიმპოზიუმი

“Healthy Climate, Planet and People”. ამ კონფერენციის მიზანია მეცნიერებს და პოლიტიკოსებს შორის არსებული უფსკრულის ამოვსება.

 

სახელგანთქმული მეცნიერი  Frank Fenner  დარდით უყურებს მასობრივი გაწყვეტის პირას მდგომი კაცობრიობის სათავეში მდგომთა რბილად რომ ვთქვათ უაზრო ფაციფუცს  და ინტერვიუს ბოლოს ამბობს :

  დღვანდელ თაობათა შვილიშვილები  დაუპირისპირდებიან ბევრად უფრო რთულ სამყაროს…

 

 

    Frank Fenner გარდაიცვალა 2010 წლის 21 ნოემბერს.


En savoir plus sur
http://www.lemonde.fr/climat/article/2015/09/11/le-changement-climatique-facteur-de-destabilisation-et-de-migrations_4752611_1652612.html#JhMtuYAhpXF00MrJ.99

 

 

e კლიმატური ცვლილება და კონფლიქტები ახალმა ანგარიშმა გამოავლინა შესაძლებელი საფრთხეები და ცხელი წერტილები.

 

Le  გერმანული საკონსულტაციო კომიტეტი კლიმატური ცვლილებისთვის და გაეროს პროგრამა ბუნებრივი გარემოსთვის ხაზს უსვამენ კლიმატურ ცვლილებასთან  ბრძოლის აუცილებლობას. ეს აუცილებელია მსოფლიო უსაფრთხოებისთვის…

ახალი ანგარიში გვეუბნება რომ  თუ კი კლიმატური ცვლილება არ იქნება გაკონტროლებული მან დედამიწის ზოგ რეგიონში შეიძლება გაამწვავოს ძველი კონფლიქტები და გააჩინოს ახალი კონფლიქტები, შეიძლება იყოს ძალადობა, ომები.

მეტი სააფრთხეები ელის ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკას, საჰელის რეგიონს და ხმელთაშუა ზღვის აუზს.

სხვა პოტენციური ცხელი წერტილებია შუა აზია, იმდოეთი, პაკისტანი, ჩინეთი, კარაიბების და მექსიკის ყურის ზოგი ნაწილი, ისევე როგორც ლათინური ამერიკის ანდების და ამაზონიის რეგიონები.

   ექსტრემალურმა მეტეოროლოგიურმა მოვლენებმა, ყინულების დნობის გავლენამ, ტყეთა დიდი სისტემების გადახმობამ და კლიმატურ ლტოლვილთა რაოდენობის ზრდამ შეიძლება  დიდად გაართულოს მით უმეტეს უამისოდაც მოყანყალე ქვეყნების არსებობა.

 

პოტსდამში არის კლიმატის გავლენის შემსწავლელი ინსტიტუტი და სწორედ ამ ინსტიტუტის დირექტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი Hans Schellnhuber, რომელიც არის ანგარიშის მთავარი ავტორი, ამბობს:

ბრძოლის საშუალებათა გარეშე მომავალ ათწლეულებში კლიმატური ცვლილება მოსპობს მრავალი საზოგადოების ადაპტაციის უნარს.

ამან შეიძლება  გამოიწვიოს დესტაბილიზაცია და ძალადობა რაც ახალ დონეზე დაარღვევს ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“.

 

ანგარიშის თანახმად კლიმატური ცვლილებების შედეგად გაუარესდება მტკნარი,სასმელი წყლის ხარისხი, შემცირდება საკვების წარმოება, გაძლიერდება და გახშირდება ქარიშხლები და წყალდიდობები, ისევე როგორც კლიმატური უბედურებების მიერ გამოწვეული ხალხების მიგრაციები.

 

 შიძლება დაიღუპონ ან დიდად დაზარალდნენ იდიოტ ხელისუფალთა და არაორგანიზებულ საზოგადოებათა  მყოლი მოყანყალე, სუსტი, გარდამავალ პოლიტიკურ პერიოდში მყოფი, სუსტი ეკონომიკური აქტივობის მქონე  სახელმწიფოები…

 

კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულმა სტრესმა შეიძლება ბიძგი მისცეს სოციალურ მღელვარებებს. გაჩნდება ბუნებრივ რესურსთა ნაკლებობა და შეიძლება დაიწყოს ომები წყლისთვის, და ა.შ…

 

   აი ასეთ შემზარავ  ხანაში რომ გადარჩე აუცილებელია მინიმუმ სულ მინიმალური ეთიკა.

აი ისიც :

http://atheisme.free.fr/Religion/Regle_or.htm

 

მორალი, ეთიკა: “ოქროს წესი

არ უქნა სხვას ის რაც არ გინდა რომ გიქნან შენ.”

 

ხშირად ოქროს წესად წოდებულ ამ მაქსიმას დაახლოებით ერთნაირი ფორმულების სახით ნახავთ მსოფლიოს რელიგიათა, ფილოსოფიათა თუ კულტურათა უმრავლესობაში

ეს ბარიერი აღმართა მორალმა  ეგოისტებისა და ბედნიერების სხვების გათელვით მაძიებელთა წინაშე.


ზოროასტრიზმი (სპარსეთი) : “ ნუ უზამ სხვას იმას რაც გეზიზღება შენთვის.”
(Shayast-na-Shayast 13,29,
ძვ.წ. 1000 )

ადამიანის ბუნება კარგია მხოლოდ მაშინ როდესაც ის სხვას არ უშვრება იმას რაც არაა კარგი თვითონ მისთვის.”
(Dadistan-i Dinik, 94:5,
ძვ.წ.  800)


დაოსიზმი  :
კარგმა ადამიანმა უნდა შეიწყალოს სხვების  სიავე//ის არ უნდა გაავდეს საპასუხოდ//,  სხვებისთვის კარგი უნდა ჩათვალოს თავისთვის კარგად და სხვების დანაკარგ-დანაკლისი უნდა ჩათვალოს თავის დანაკარგ-დანაკლისად .”
(Lao Tzu,
ძვ.წ. Vie საუკუნე , T’ai shang Kan Ying Pien)

 


ბუდა  (ძვ.წ. 560-480 )
არ დაუშავო არაფერი სხვებს იმით რაც შენც დაგიშავებს რამეს.”
(Udana-Varga, 5:18)

 


კონფუციუსი( ძვ.წ. 551-479 ) :


“Tzeu koung
-მა იკითხა თუ არის ყველა რჩევის მომცველი რჩევა რომელსაც უნდა ასრულებდე მთელი ცხოვრება. მოძღვარმა უპასუხა:


 ყველა ადამიანი უნდა გიყვარდეს ისე როგორც გიყვარს საკუთარი თავი. არ უქნათ არავის ის რაც არ გინდათ რომ გიქნან თქვენ.”
(Analectes, XV.23 / )

იგივე აზრი კონფუციუსმა გაიმეორა მოძღვრებაში შუა გზაზე(Enseignement de la Voie du Milieu 13, 3)

 

 


ჯაინიზმი Jaïnisme :


ადამიანი გულგრილი უნდა იყოს მიწიერი რამეების მიმართ და ამ წუთისოფლის ყველა ქმნილებას უნდა ექცეოდეს როგორც უნდა რომ მოექცნენ თითონ მას.”
(Sutrakritanga I.11.33
 )


ინდუიზმი :


აი ნამდვილი სისწორის და პირდაპირობის ჯამი: მოექეცი სხვებს ისე როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ.  არ უქნა შენ მეზობელს ის რაც არ გინდა რომ გიქნან შენ შემდეგ.”
(
ეპოპეა  Mahâbharata, 5,1517 )

სხვებს არ უნდა მოვექცეთ ისე როგორც გვეზიზღება ჩვენ თვითონ. ესაა მორალის გული. დანარჩენი ანგარებიანი სიხარბის შედეგია.”
(
რპოპეა Mahâbharata, 114, 8 )


იუდაიზმი :
უნდა გიყვარდეს მოყვასი როგორც საკუთარი თავი…”
(
ძველი ღთქმა, ლევიტთა, Lévitique 19,18)

არ უქნა მოყვასს ის რაც საძულველია. ესაა მთელი კანონი, დანარჩენი მხოლოდ კომენტარია.”
(
თალმუდი, შაბათი,Shabbat, 31a)

არ უქნა სხვას ის რაც არ გინდა რომ გიქნან შენ. ესაა კანონი.”
(
რაბი ჰილელი,Rabbi Hillel / –ძვ.წ.70 ა.წ.10)


ქრისტიანობა :


ამიტომ,ველაფერში, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ ადამიანები,თქვენც ისევე მოექეცით მათ. ვინაიდან ეს არის სჯული და წინასწარმეტყველნი.”
(
მათე  7.12)

და, როგორც გინდათ რომ თქვენ  მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.
(
ლუკა 6.31)

 


ისლამი  :


ნამდვილ მორწმუნეს თავისი ძმისთვის უნდა უყვარდეს ის რაც უყვარს საკუთარი თავისთვის, მარტო მაშინ იქნება ის ნამდვილი მორწმუნე.


(
მუჰამედი,  570-632,  Nawawi-ს მე-13 ჰადისი 40-დან,მოყოლილი  al-Bukhari et Muslim-ის მიერ)

 

მაგრამ ობერჩეკისტი ანდროპოვის სუპერსტარი მიხაილ გორბაჩოვისთვის ნობელის პრემიის მიცემის ხანაში  აი სულ მინიმალური ეთიკაც ჭირს.

ხოდა განსაკუთრებული სიფრთხილე,წინდახედულება და გონიერება, ანუ ადამიანის საუკეთესო თვისებების გამოვლენაა აუცილებელი.

 

 

კამპანია”To Stop Killer Robots”სერიოზული პრობლემაა….

 

 საფრანგეთის მეფე ლიუდოვიკო XVI- შესთავაზეს მტრების წინააღმდეგ ტყვიამფრქვევის გამოყენება.მან თქვა რომ ეს არაადამიანური იარაღია და არ გამოვიყენებო. ლენინის საყვარელმა რევოლუციონერებმა ეს მეფე რა თქმა უნდა მოკლეს. ეხლა სხვა და უფრო საშიში დროა,პროგრესია.

ეხლა აღარ წერენ  « დოქტორ ფაუსტუსსდა « ღვთაებრივ კომედიას », აღარ აშენებენ  კიოლნის ტაძრის მსგავს შედევრებს. ეხლა აკეთებენ მკვლელ რობოტებს.

 

ამ მკვლელ რობოტს კი არ აქვს შიმშილის გრძნობა. ისაა იდეალური ჯარისკაცი.

 

ანუ ოდესმე  « ჩაუშესკუ ჩაუშესკუს » და ლამაზი ლოზუნგების ღნავილით თბილისის ქუჩებშიც შეიძლება გამოჩნდეს ასეთი საშინელება. ხოდა გავეცნოთ თუნდაც ზედაპირულად საკითხს და მის ირგვლივ გამართულ დებატებს.

 

კრისტოფ ლამფალუსი// CHRISTOPHE LAMFALUSSY //, 2014  წლის 13 მაისი

 

გაერომ 4 დღის მანძილზე ჟენევაში გამართა დებატი შეიარაღების ამ ახალი ტიპის თაობაზე.

 

ნობელის პრემიის ყველა ლაურეატი საბედნიეროდ არ გავს ბოროტების იმპერიის ბირთვული იარაღის შემქმნელ აკადემიკოს სახაროვს და  მრავალი მათგანი გმობს ომის,სისხლისღვრის და ნგრევის გაადვილების ამ საშუალებას.

 

 

რა სტადიაზეა კვლევა ცოცხალი ჯარისკაცების გარეშე ომების შესახებ?

 

 

უპირატესობა : მას არ შია,არ ეშინია. ის არ ჯავრდება.

 

მაგრამ ის შეიძლება იქცეს სერიულ მკვლელად.

ამაზე დებატი გაიმართა ჟენევაში გაეროს კონფერენციაზე რომელიც ეძღვნებოდა განიარაღებას.

უკვე აშშში დიდად საკამათო საკითხზე სალაპარაკოდ ჩავიდა ათობით ექსპერტი:

 

  უნდა აიკრძალოს თუ არა ომში ავტონომიური მკვლელი რობოტები?

 

ეს არაა მეცნიერული ფანტასტიკა.

 

აშშ,ბრიტანეთმა,რუსეთმა,იზრაელმა თუ ჩინეთმა დაიწყეს კვლევაძიება  არც ისე შორეულ მომავალში  ბრძოლის ველზე ჯარისკაცების რობოტებით შესაცვლელად.

 

ჟურნალი Foreign Affairs-ის თანახმად პენტაგონი  ფიქრობს 2036 წლისთვის თავდაცვის იარაღზე და სისტემებზე ადამიანთაონტროლის შემცირებაზე.

 

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეების გამყოფ დემილიტარიზებულ ზონაში  საზოგადოება Samsung Techwin-ის ბორბლებზე მდგარ რობოტებს შეუძლათ ინფრაწითელით ადამიანთა ყოფნის დადგენა.

ჯერჯერობით მათ ამოქმედებენ ჯარისკაცები,მაგრამ მათ აქვთ სითბოს დაფიქსირების და ავტომატური სროლის ტექნიკა.

 

და პაკისტანის და ავღანეთის მთავრობები აჯანყდნენ აშშ არმიის და დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს მიერ დრონების გამოყენების წინააღმდეგ.

აშშ ჯარი ჯერ არ იყენებს Terminator-ის მსგავს რობოტებს,მაგრამ მიმართავს უფრო რბილ გადაწყვეტებს. მაგ. ტრანსპორტის საბარგო მანქანებს ცვლის შორიდან მართული აპარატებით.

 

ვიზიონერები კი უფრო შორს მიდიან.

სამხედრო ინდუსტრია უკვე დიდი ხანია რაც ფიქრობს მთლიანად ავტომატიზებულ ბრძოლის ველზე სატელიტური მეთვალყურეობით და ინფანტერიის ჯარისკაცთა მინიმუმით.

 

2011 წელს თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილე ზახარი ლემნიოსი //Zachary Lemnios//  საჭიროდ თვლიდა მთლიანად ავტომატიზებული სისტემების შექმნას, როდესაც რობოტები შესძლებდნენ ბრძოლის ველის ცვალებად ბუნებასთან ადაპტაციას.

 

ასეთი რამეების გაგონებისას თმები ყალყზე უდგებათ ჰუმანიტარული სამართლის სპეციალისტებს.

ამას წინ ნობელის პრემიის ოციოდე ლაურეატი// მათ შორის დესმონდ ტუტუ,ჯოდი უილიამსი და შირინ ებადი//  შეუერთდნენ კამპანიას“To Stop Killer Robots”.

 

მათი აზრით მანქანებისთვის მოკვლის უფლების მიცემა საშინელ დღეში ჩააგდებს მშვიდობიან მოსახლეობებს.

ამ კამპანიის კოორდინაციას ეწევა ორგანიზაცია “Human Rights Watch” (HRW).

 

ისინი მბობენ რომ რობოტს,მანქანას არა აქვს თანაგრძნობის უნარი და არ შეუძლია განსჯა ბრძოლის ველზე.

და რა უნდა გაკეთდეს როდესაც  მკვლელი მანქანა ჩაიდენს ომის დანაშაულს, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ?

 

მაგრამ სხვა ექსპერტები ამტკიცებენ რომ მკვლელ რობოტებს ანუ რკინის გროვას შეიძლება ასწავლო სიკეთის და ბოროტების ერთმანეთისგან გარჩევა.

“Georgia Institute of Technology”- თანამშრომელი რონალდ არკინი// Ronald Arkin// ამბობს რომ რობოტს შეიძლება ასწავლო სიკეთის გარჩევა ბოროტებისგან და  ძალადობა  ზოგი დაპროგრამებული მოვლენის შეზღუდულ ფარგლებში.

ეს არკინი 2006 წელს პენტაგონისთვის მუშაობდახელოვნური გონებისგანვითარებაზე.

 

ასეთების აზრით მკვლელი რობოტები გადაარჩენენ ჯარისაცებს და იქნებიან ანტიდოტი სამხედრო ბიუჯეტის მუდმივი ემცირებებისთვის.

 

აშშ ჯარში არის სახელგანთმული განყოფილება DARPA რომელიც დღეს მუშაობს  ფუკუშიმას მსგავსი ბირთვული კატასტროფების შემდეგ ჩარევის უნარის მქონე რობოტებზე.

 

 

 

 

CHRISTOPHE LAMFALUSSY Publié le mardi 13 mai 2014 à 21h14 – Mis à jour le mercredi 14 mai 2014 à 07h25

 

 

 

http://www.liberation.fr/economie/2015/07/28/la-troisieme-revolution-apres-la-poudre-et-l-arme-nucleaire_1355372

 

ფრანგული გაზეთი liberation, 2015 წლი 28 ივლისი

 

«მესამე რევოლუცია დენთის და ბირთვული იარაღის შემდეგ»

La troisième révolution après la poudre et l’arme nucléaire»

28 JUILLET 2015 À 19:56

მკვლევარები და ინტელექტუალები მოუწოდებენ მკვლელი რობოტების კეთების შეჯიბრის ჩანასახშივე მოკვლისკენ/

აი მათი ტექსტი,თარგმანი ფრანგული თარგმანიდან.

 « ავტონომიური იარაღი თვითონ ირჩევს სამიზნეს და ესვრის მას ადამიანის ჩარევის გარეშე. ასეთ იარაღებს შორისაა,მაგალითად დრონები რომლებიც დაეძებენ და სპობენ ადამიანებს გარკვეული წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

მაგრამ მათ შორის არაა კრეისერის რაკეტები ან შორიდან მართული დრონები, რომელთა მიზნებსაც ირჩევს ადამიანი.

ხელოვნური გონება// L’intelligence artificielle// მივიდა იმ სტადიამდე  როდესაც ასეთი სისტემებს  პრაქტიკული განხორციელება და გამოყენება შესაძლებელია უკვე მომავალ წლებში და არა ათწლეულებში.

პრობლემა დიდია იმიტომ რომ ავტონომიური იარაღი აღწერილია როგორც ომის მესამე რევოლუცია ზარბაზნის დენთის და ბირთვული იარაღის გამოგონების შემდეგ.

 

ფრედერიკ  რუსელი // Frédérique Roussel//

 

 

«მრავალი არგუმენტით იცავენ ან გმობენ ამ იარაღს.

ჯარისაცების შეცვლა მკვლელი რობოტებთ შეამცირებს ამ რობოტების მფლობელთა დანაკარგებს.

მკვლელი რობოტების მფლობელი უფრო იოლად დაიწყებს ომს.

დღეს კაცობრიობის წინაშე დგას ითხვა საჭიროა თუ არა ხელოვნური გონების მქონე მკვლელი მანქანების წარმოების შეჯიბრის დაწყება.

იქნებ საჭიროა ამ შეჯიბრის თავიდანვე შეწყვეტა.

 

თუ კი რომელიმე სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო შექმნის ასეთ იარაღს მსოფლიო შეჯიბრი გარდაუვალი იქნება.

ავტონომიური მკვლელი რობოტი ხვალე გადაიქცევა ახალ კალაშნიკოვად.

ბირთვული იარაღისგან განსხხვავებით მისი გაკეთება არ მოთხოვს ძნელად საშოვარ ძვირ მასალას.

ნებისმიერი სამხედრო ძალა შესძლებს ასეთი იარაღის გაკეთებას მასიურად და იაფად.

მალე მკვლელი რობოტები გაჩნდებიან შავ ბაზარზე.

ისინი მოხვდებიან ტერორისტების,დიქტატორების, საველე მეთაურების ხელში,ეთნიკური წმენდის მოწყობის მსურველთა,და .. ხელში.

 

ავტონომიური იარაღი, მკვლელი რობოტი იდეალური იარაღია მკვლელობისთვის,ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, მოსახლეობათა დამონებითვის და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მოსასპობად.

 

სწორედ ამიტომ ვფიქრობთ რომ ხელოვნური გონების მქონე იარაღის წარმოების შეჯიბრის გაჩაღება არ იქნება კარგი კაცობრიობისთვის…..

 

 

 

http://www.lapresse.ca/sciences/201507/28/01-4888632-des-milliers-de-scientifiques-reclament-linterdiction-des-robots-tueurs.php

« ყველა ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებული იქნეს სასიკეთოდ ან ბოროტების ჩასადენად.

ავტონომიური იარაღი,მკვლელი რობოტიჩვენს მიერ ერაყში თუ სხვაგან ნანახი დრონისგან განსხვავდება იმით რომ მკვლელი რობოტის მიერ ვიღაცის მოკვლის გადაწყვეტის პროცესში ადამიანი არ მონაწილეობს.

დრონის უკან სადღაც, ზოგჯერ აშშში, არის ამერიკელი ჯარისკაცი რომელიც მართავს ამ დრონს და რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მოკლას ვიღაც თუ არა.

მკვლელი რობოტი კი არის მპიუტერი რომელსაც სიკვდილის განაჩენი გამოაქვს ადამიანისთვის….

შეუძლებელია იმის თქმა თუ რომელი ქვეყნები გააკეთებენ მკვლელ რობოტებს, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობას აქვს ეს ტექნოლოგია.

  ეს ტექნოლოგია ცნობილია და არ უნდა დავუშვათ მისი ტერორისტების თუ შეიარაღებული ბანდების ხელში ჩავარდნა.

http://www.lalibre.be/actu/sciences-sante/il-n-a-pas-faim-ne-craint-rien-le-robot-tueur-soldat-ideal-et-controverse-53726efe3570102383c75c6f?gclid=CIC3mu-lgMcCFYvHtAod6M4FSg

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s