ელიან მთელი ცივილიზაციის დამხობას

 

http://www.notre-planete.info/actualites/3973-effondrement-civilisation-industrielle

 

 

   თუ ირგვლივ ყველაფერს დავანგრევთ და გავაჩანაგებთ ცივილიზაციაც დაემხობა…

 

კივილი : ცივილიზაციის დამხობა ახლოა

 

 მეცნიერება წინასწარმეტყველებს ჩვენი ინდუსტრიული ცივილიზაციის დამხობას, 2014 წლის 20 მარტი

 

 ახალი მეცნიერული ნაშრომები წინასწარმეტყველებენ ჩვენი ინდუსტრიული ცივილაზიის დამხობას.

   ევოლუციის უნარის არმქონე, ის შეიძლება დაემხოს ისევე როგორც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე დაემხნენ სხვა ცივილიზაციები.

 ცივილიზაციათა  დამხობის უმთავრესი მიზეზებია სიმდიდრეთა უთანასწორო განაწილება და არაუსასრულო  რესურსების მზარდი და გაუთავებელი ექსპლუატაცია ანუ ცივილიზებულთა გაღორება.

« სამყაროს დასასრული » ან უფრო ჩვენს დღევანდელ ცივილიზაციათა დასასრული არის თემა რომელზეც ხშირად ლაპარაკობენ.

სრულებით შესაძლებელი სცენარია და ამის მიზეზია ბუნებრივი საფრთხეები თუ თვითონ ადამიანი გადაიქცა  კაცობრიობის გაწყვეტა-გაქრობის მთავარ მიზეზად ?

  

 ზიგმუნდ ფროიდიც იმეორებდა რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია. ეს გამოთქმა დიდ მნიშვნელობას იძენს უბედურების გარიჟრაჟზე.

 

მათემატიკოსი Safa Motesharrei ხელმძღვანელობს ძალიან სერიოზულ პროექტს. მას მხარს უჭრს ფონდი  National Socio-Environmental Synthesis Center. ის ამ პროექტზე მუშაობს ბუნებისმეტყველების და სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტების ჯგუფთან ერთად.

 

ის ეყრდნობა NASA-ს მიერ დაფინანსებულ მოდელს HANDY (Human And Natural DYnamical) და ისე ამუშავებს  ჩვენი ინდუსტრიული ცივილიზაციის მომავლის სცენარებს.

ნაშრომები გამოქვეყნდა სერიოზულ გამოცემაში  Elsevier Journal Ecological Economics.

 

ამ გამოკვლევის თქმით სულ უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობენ სამყაროს დასასრულზე. ეს წინასწარმეტყველებები წინააღმდეგობრივია და ითვლება ნაკლებად სერიოზულებად.

მაგრამ ეს გამოკვლევა ეყრდნობა დამაჯერებელ ისტორიულ მონაცემებს და გვეუბნება რომ ცივილიზაციების გაჩენის და დამხობის პროცესი ციკლური და ჩვეულებრივი ისტორიული რეალობაა.

რთული ცივილიზაციები შეიძლება დაემხოს და ეს აჩენს ჩვენი თანამედროვე ცივილიზაციების სიცოცხლისუნარიანობის საკითხს.

 

გამოკვლევაში ნახსენებია რომის, შუამდინარეთის და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ასევე დაწინაურებული გუპტას //ნაწილობრივ დღევანდელი ინდოეთი//, დინასტია ჰანის //ჩინეთი// იმპერიების დამხობა.

 გამოკვლევა გვეუბნება რომ რთული და შემოქმედებითი ცივილიზაციების შემქმნელი ძლიერი იმპერიებიც კი ამავე დროს სუსტი და ეფემერული ქმნილებებია.

 

მკვლევარები დაინტერესდნენ ცივილიზაციათა დამხობის გამომწვევი ფაქტორებით. მათ მიზნად დაისახეს დღევანდელი საფრთხეების დადგენა.

 

მაშინ გამოჩნდა მრავალი განმსაზღვრელი ფაქტორი: დემოგრაფია, ჰავა, წყალი, სოფლის მეურნება და ენრგია, დიდად თანამედროვე პრობლემები.

 

ეს პარამეტრები არსებითია ცივილიზაციის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მაგრამ ცივილიზაციას ძირს უთხრის და ამხობს  გაღორებული გაუმაძღარი ელიტების მიერ ბუნებრივი გარემოს დაუნდობელი ექსპლუატაცია-მოსპობის შედეგად  არსებობისთვის აუცილებელი რესურსების გაიშვიათება და საზოგადოების გაყოფა სუპერმდიდარ ეგოისტ ელიტებად და ღატაკთა მასებად.

გამოკვლევის თანახმად სწორედ  ეს ფაქტორები ამხობდა ცივილიზაციებს ბოლო 5 ათასი წლის მანძილზე.

 

       დღევანდელ ინდუსტრიალიზებულ საზოგადოებებსაც სტანჯავს იგივე მანკიერებები:

ძალიან ძლიერი სტრატიფიკაცია ერთ მუჭა მდიდრებად რომელიც სარგებლობს მასის მიერ შექმნილი სიმდიდრით  და ღატაკ მასად რომელიც ძლივს ირჩენს თავს.

 

მიამიტი ოპტიმისტები მეტისმეტად ხშირად ლაპარაკობენ რომ ყველაფერს უშველის პროგრესი და ტექნოლოგია, რომ პროგრესი და ტექნოლოგია გადაგვარჩენს ადამიანის ეგოიზმისგან.

ისინი გვიმტკიცებენ რომ ტექნოლოგიური ცვლილება გააუმჯობესებს რესურსების გამოყენებას.

 

მაგრამ ამავე დროს  იზრდება ადამიანის მიერ რესურსთა მოხმარებაც,  სულ უფრო მეტი რაოდენობის რესურსების ამოსაღებად აოხრებენ დედამიწას  და ადექვატური პოლიტიკის გარეშე მოხმარება აბათილებს და სპობს პროგრესით და ტექნოლოგიით მიღებულ პატარა საშველს.

 

  ეს განსაკუთრებით ეხება  ენერგიის მომხმარებელ წარმოებას და მოხმარების საგნებს.

სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ენერგიის მომხმარებელ ობიექტებს, იზრდება სრულიად უაზრო მოთხოვნილებათა რაოდენობა და ასეთი მოხმარება ჭამს და ნთქავს რესურსებს.

 

ამას გარდა მკვლევარები გვეუბნებიან რომ ბოლო საუკუნეებში   სოფლის მეურნეობაში და ინდუსტრიაში მოგებას განაპირობებს რესურსების ექსპლუატაციის გაძლიერება და არა ამ რესურსების რაციონალურად გამოყენება.

 

ჩვენი დღევანდელი სამყარო ძალიან ახლოა დამხობასთან.

 

Safa Motesharrei-ს და მისი კოლეგების სხვადასხვა მათემატიკური მოდელიზაციის თანახმად ჩვენი თანამედროვე სამყაროს მახასიათებლები ძალიან ახლოა ჩვენი ცივილიზაციების დამხობისთვის აუცილებელ პირობებთან, მეტიც, ძნელი იქნება დამხობისთვის თავის არიდება…

 

მკვლევარები წამოაყენებენ ჩვენი ცივილიზაციების დამხობის ორ მთავარ სცენარს:

 

  1. ელიტათა უმცირესობა გააჩანაგებს მასისთვის აუცილებელ რესურსებს და მასას  აღარ ექნება აღარც არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი. ესაა შიმშილი და უთანასწორობა.
  2. სულ უფრო და უფრო გაძლიერდება  შეზღუდული რაოდენობის რესურსების ექსპლუატაცია. რესურსები გამოილევა, დამშეული მასა გადაგვარდება რასაც მოყვება ელიტების გადაგვარებაც.

 

ორივე შემთხვევაში ელიტებს აბრმავებს ის რომ ისინი მონოპოლისტურად სარგებლობენ სიმდიდრით. მათ //ჯერ-ჯერობით// არ უჭირთ.

ისინი ვერ ხედავენ ჩვენი ცივილიზაციის დამხობის უკვე მიმდინარე პროცესს და ფუსფუსებენ ისე თითქოს არაფერი ხდება.

 

მკვლევარები გვეუბნებიან რომ იგივე მექნიზმმა დაამხო მაიას და რომის ცივილიზაციები.

მაგ. მაიას ექსტენსიურმა  სოფლის მეურნეობამ და ტყეების გაჩეხვამ გამოიწვია შიმშილი და საზოგადოების რღვევა.

 

მკვლევარებმა წამოაყენეს პრობლემის 2 მთავარი გადაწყვეტა:

 

  1. ეკონომიკურ უთანასწორობათა შემცირება, რესურსების უფრო სამართლიანი განაწილება.
  2. რესურსების მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირება. უპირატესობის მინიჭება განახლებადი რესურსებისთვის , დემოგრაფიული ზრდის შემცირება, ტაბუირებული, მაგრამ სულ უფრო და უფრო ცხადი სიუჟეტი.

 

დაუჯერებელი პერსპექტივა, რომელსაც აძლიერებს ჩვენი უმოქმედობა კლიმატური დათბობის პირისპირ.

 

ამ დასკვნებს ადასტურებს სხვა გამოკვლევებიც.

 

მაგ. 2 ამერიკელი მეცნიერის, NASA-ს ისტორიკოსი Erik M. Conway-ს და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, მეცნიერებათა ისტორიკოსი Naomi Oreskes-ის კვლევები.

მათ Massachusetts Institute of Technology (MIT)-ის პრესტიჟულ ჟურნალში  2013 წელს  გამოაქვეყნეს წერილი « The Collapse of Western Civilization: A View from the Future » // დასავლური ცივილიზაციის კოლაფსი: ხედვა მომავლიდან//.

 

 

ამ წერილში ისინი სვამენ კითხვას თუ რატომ ვართ უმოქმედოები როდესაც გვაქვს სანდო  მეცნიერული მონაცემები კლიმატური ცვლილების შესახებ და ვიცით თუ რა საშინელი ამბები შეიძლება მოხდეს.

 

შემდეგ მოდის  კაცობრიობის დაცემა-დაკნინების პროგნოზი. კაცობრიობა  უნდა დაუპირისპირდეს თავისი უტვინობა-უნებისყოფობა-სილაჩრის შედეგებს:

 

უპრეცენდენტო სიცხეები, ოკეანეების და ზღვების დონის ამაღლება, პანიკა, ჯანყები, მასობრივი მიგრაციები. მწერების გამრავლება, ეპიდემიები…სოციალური წყობა ემხობა 2050-ან წლებში და ნეოლიბერალმა მმართველებმა არ იციან სახელმწიფოს გამოყენება მდგომარეობის

გამოსასწორებლად…

 

იმის წარმოდგენით თუ რა უფსკრულისკენ მიდის კაცობრიობა თუ არაფერი გაკეთდა  ავტორები გვიჩვენებენ თუ რა საშიშია გაბატონებული დამაბრმავებელი იდეოლოგიები: პოზიტივიზმი და საბაზრო ფუნდამენტალიზმი.

 

ჩვენს საზოგადოებებს ყოველგვარი ლოღიკის  საწინააღმდეგოდ ჯიუტად უნდათ  საზოგადოების მოძველებული და უმომავლო მოდელის შენარჩუნება და ბნელი პროგნოზებიც სულ უფრო და უფრო ნაკლებად ექსტრავაგანტური ჩანს.

 

არადა ჯერ კიდევ შესაძლებელია  წარსულში დაშვებული შეცდომების აღარ დაშვება და კატასტროფული მომავალი შეიძლება აცილებული იყოს თავიდან თუ კი მოხდება ძლიერი პოლიტიკური და სტრუქტურული ცვლილებები.

 

 

« business as usual »-ის დღევანდელი მოდელი უკვე აუტანელია როგორც არასდროს:

ყველაზე უარესის თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიღებული მამაცური პოლიტიკური და სტრუქტურული ზომები.

ამ ცვლილებების მამოძრავებელი ძალა უნდა უპასუხისმგებლო და მნგრეველი სისტემისგან განთავისუფლებულ მოქალაქეთა ერთობლიობა, «მასა»:

 

« იყავი ის ცვლილება რომელიც გინდა რომ მოხდეს მსოფლიოში», ამბობდა ბრძნულად განდი.

 

Source : notre-planete.info, http://www.notre-planete.info/actualites/3973-effondrement-civilisation-industrielle

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s