სილამაზეზე და არა სიმახინჯეზე,3

Afficher l'image d'origine

 

Afficher l'image d'origine

Afficher l'image d'origine

 

 

  რათ გვინდა სილამაზე

 

თანამედროვე უღმერთო ნიჰილისტი   დაძაბულობისგან იმდენად შეშლილია  რომ ამ დაძაბულობისგან გასანთავისუფლებად მას სჭირდება უზომო, ძალა, ძალადობს, სიტყვიერი უხეშობა.. მხოლოდ ამ უბედურებათა შემდეგ თუ შესძლებს ის სილამაზისთვის წამით თვალის შევლება.

ის უნდა დაიცალოს დაძაბულობისგან რათა შესძლოს თავმდაბლობასთან შეხვედრა.

  ცოტა ხნით  დავტოვოთ გადარეული და ძალადობა-მხეცობით მთვრალი მატერიალისტური დღევანდელობა და შევხედოთ თუ როგორ იყო სხვა, ნორმალურ სამყაროებში.

 

რას ეძებს ადამიანი სილამაზეში?

 

ბრძენი ინდოელი Shri Aurobindo გვეუბნება რომ სილამაზის ძიება თავიდან არის უბრალოდ ფორმის სილამაზით კმაყოფილება. ეს სილამაზე მოქმედებს ფიზიკურ გრძნობებზე, იმპულსებზე, პასუხობს ვიტალურის სურვილს, აჩენს შთაბეჭდილებებს.  უფრო განვითარებული კმაყოფილდება იდეებით, აღძრული ემოციებით, ჰარმონიული  კომბინაციით.

მაგრამ სინამდვილეში ჩვენში არსებულ სულს უნდა კონტაქტი, გამოცხადება, აბსოლუტური სილამაზის მათრობელა ნეტარება რომელიც არის ყველაფერში მაგრამ რომლის მოცემა არ ძალუძთ არც შეგრძნებებს და არც ინსტინქტებს, თუმცა ისინი შეიძლება იყვნენ გამტარი არხი.

აბსოლუტური სილამაზე დგას შეგრძნებებზე და ინტელექტზე მაღლა და სული ცდილობს მის დანახვას ყველა საფარველის მიღმა. ასეთია, ვიმეორებთ, ბრძენი ინდოელი შრი აურობინდოს აზრი.

სულს უნდა აბსოლუტური სილამაზის დანახვა და არა ტანკით თბილისის დანგრევა ლამაზი ლოზუნგების ღრიალით. ესაა ძველთაძველი ინდური სიბრძნე.

სული სილამაზეში ეძებს აბსოლუტის, ღვთაებრივის არსებობას სამყაროში.

 

 

 

«  როდესაც ჩვენში არსებულ სილამაზის გრძნობას შეეხება ეს უნივერსალური-საყოველთაო და აბსოლუტური სილამაზე, სილამაზის ეს სული, როდესაც იქნება მისი განცდა როგორც უმცირეს ისე უდიდეს რამეებში, რაიმე მოქმედებაში, ყვავილში, რომელიმე ფორმაში, რომელიმე ხასიათის სილამაზეში და ძალაში, ადამიანის ცხოვრებაში, იდეაში, ფუნჯის მონასმში, აზრის გაელვებაში, ფერში, მზის ჩასვლაში, ქარიშხალში, მაშინ ის სრულებით დაკმაყოფილებულია».

 

სილამაზისკენ მისწრაფებას ვერ დავაფასებთ სათანადოდ თუ არ ვახსენებთ სულის სწეაფვას…..

 

 

 

 სწორედ ეს მოძრაობა იგრძნობა პლოტინის ნაშრომში  « ტრაქტატი სილამაზეზე » პირველ ენეადაში.

სილამაზე არ დაიყვანება კომპოზიციის სილამაზეზე.

 «  ყველაფერი გვიჩვენებს  რომ ხილული სილამაზე არის ნაწილების სიმეტრია ერთმანეთის და მთლიანობის მიმართ ; ამ სიმეტრიას ემატება ლამაზი ფერები; სილამაზე არის სიმეტრია და ზომა, ზომიერება».

მაგრამ როგორ უნდა მივუყენოთ ეს სიმეტრია ლამაზ ქმედებებს ? ლამაზ მეცნიერებებს ? ლამაზ მჭერმეტყველებას ?

«  ღირსება, სათნოება, უმანკოება, რომელიც არის სულის სილამაზე, ბევრად უფრო რეალური სილამაზეა ვიდრე ჩვენს მიერ ნახსენები სილამაზეები :  რა მნიშვნელობით იქნება იქ სიმეტრიული ნაწილები? »

 

მაშინაც როცა ვლაპარაკობთ სილამაზეზე სხეულებში ჩვენ ვფიქრობთ იმაზე რაც არის გეომეტრიული განსაზღვრების მიღმა,

 

ეს პლოტინი //ა.წ. 205-270// იყო ანტიკური ხანის რომაელი ფილოსოფოსი. მან შექმნა ფილოსოფიური მიმდინარეობა ნეოპლატონიზმი რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ქრისტიანობაზე და დასავლურ ფილოსოფიაზე.

 

 

თავის ნაშრომში სილამაზეზე პლოტინი ლაპარაკობს სილამაზეზე, მის მნიშვნელობაზე და მრავალფეროვნებაზე // სილამაზე ბუნებაში, ხელოვნებაში, მორალური სილამაზე…//.

ის  ის ამბობს რომ სტოიკოსთა თეორია რომლის თანახმადაც სილამაზე არის ნაწილთა პროპორციის საკითხი არაა საკმარისი.

პლოტინი გვეუბნება  რომ სილამაზე გვაკავშირებს იმასთან რაც არის ყველაფრის პრინციპი, ე.ი. ერთი, სიკეთე, უზენაესი ღმერთი.

 

პლოტინი გვეუბნება რომ სილამაზე არის უკუნი ღამის გამნათებელი ელვა.

სილამაზე არის ძალა რომელიც გვაშორებს ჩვენი შეშლილი დღევანდელობისგან, გადარეული ყოველდღიურობისგან  და გვაახლოვებს ღმერთთან.

 

ღირსება, სათნოება, უმანკოება, რომელიც არის სულის სილამაზე, ბევრად უფრო რეალური სილამაზეა ვიდრე ლეონარდოს ჯოკონდა, აი ესეცაა პლოტინი

 

 

http://www.prier.presse.fr/dossiers/people/francois-cheng-l-ame-de-la-beaute-01-07-2006-668_141.php

 

კიდევ არის თანამედროვე   წარმოშობით ჩინელი ფრანგი  ფილოსოფოსი, მწერალი, პოეტი, კალიგრაფი, ჩინური მხატვრობის ღრმად მცოდნე , პლუს აკადემიკოსი ფრანსუა შანი // François Cheng//,  მან დაწერა და გამოსცა შესანიშნავი ნაშრომი « ხუთი მედიტაცია სილამაზეზე » // Cinq méditations sur la beauté// აი რას გვეუბნება ეს კაცი :

 

  მეოცე საუკუნე იყო ურიცხვი  დრამების, მათ შორის 2 მსოფლიო ომის,საქართველოს ორი რესპუბლიკის ნგრევის, ბუნებრივი თუ ეკოლოგიური კატასტროფების მოწმე,. ხოდა გასაკვირი არაა რომ ჩვენს ეპოქას ახასიათებს ცინიზმი და პესიმიზმი. ზოგჯერ გვექმნება შთაბეჭდილება რომ ვიღუპებით.  ჩვენ აგვკვიატებია ბოროტების პრობლემა.

აი ბოროტების საწინააღმდეგო რამეა სილამაზე.

ამ გადარეულ დღევანდელობაშიც ცხოვრება,არსებობა ღირს სწორედ იმიტომ რომ არსებობს სილამაზე.

აი ამას გვეუბნება თანამედროვე ფრანგი აკადემიკოსი ფრანსუა შანი.

 

დანარჩენი მერე….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s