გვიშველეთ, განმანათლებები გაგიჟდნენ

  Afficher l'image d'origine

Chantal Delsol, შანტა დელსო

არის 1947 წლის 16 აპრილს პარიზში დაბადებული ფრანგი ფილოსოფოსი, პოლიტიკურ იდეათა ისტორიკოსი და მწერალი შანტა დელსო // Chantal Delsol, Chantal Millon-Delsol//.  ის 2007 წელს გახდა მორალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ეს ლიბერალ-კონსერვატორი სულაც არ მალავს რომ არის კათოლიკე ანუ ასე თუ ისე ქრისტიანი. ის თანამშრომლობს გაზეთთან  Le figaro, ჟურნალთან Valeurs actuelles,  და არის ხელმძღვანელი კოლექციისა გამომცემლობებში La Table Ronde.

 

   აი ამ ქალბატონმა დაწერა და გამოსცა  დიდად საინტერესო წიგნი სამყაროს სიძულვილი: ტოტალიტარიზმები და პოსტმოდერნული დღევანდელობა // La haine du monde : totalitarismes et postmodernité//.

 

http://www.atlantico.fr/decryptage/au-secours-lumieres-sont-devenues-folles-dangereuse-utopie-emancipation-individuelle-totale-chantal-delsol-257810

 

  შანტა დელსო ;

 

გვიშველეთ, განმანათლებები გაგიჟდნენ: ტოტალური ინდივიდუალური ემანსიპაცოა-განთავისუბლების საშიში უტოპია.

   ემანსიპაცია გადაიქცა იდეოლოგიად, მაშინ როდესაც ის მუდამ იყო ადამიანურის ზრდის პროცესი და უნდა დარჩენილიყო ამ პროცესად, 2016 წლის 6 თებერვალი

 

 ჩვენი დრო ცდილობს განმანათლებელთა ემანსიპაციის რეალიზაციას.

თანამედროვეობა სპობს ფესვგადგმას, ფესვს, და მის მიერ შექმნილი საზოგადოებები  არის ანალოგიური საზოგადოებებისა რომლებზეც ოცნებობდნენ კომუნისტები.

დასავლეთის ქვეყნები. სხვადასხვა ხარისხით, გააჩნია შემთხვევას, ახორციელებენ პროექტს რომელიც ჰგავს მარქსის პროექტს.

პოსტმოდერნულობა // postmodernité//, ზოგ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში და ინსტიტუციურ ევროპაში მოქმედებს როგორც იდეოლოგია  რომელიც ეძალება ხალხებს მეტისმეტად ხშირად ხელოვნურად და იძულებით.

 

ჩვენ ბოლოს და ბოლოს ისევე გავიხლიჩებით როგორც იხლიჩებიან ტრადიციული  წვეყნები რომლებსაც მათი ელიტები აძალებენ გადასავლურებას მაშინ როდესაც ქვეყნები უიმედოდ და გააფთრებით ეწინააღმდეგებიან მათი აზრით მათი მოლოდინებისთვის მიუღებელ ზომებს. ელიტების დაპირისპირება მათ ქვეყანასთან, ასეთი შეიძლება იყოს ჩვენი ბოლოც.

ჩვენგან ჰაჩი-ჰაჩით მოითხოვენ საწრაფოდ ემანსიპაციას. თითქოს ვიყოთ გაწვრთნის პროცესში მყოფი ბავშვები  ან ასე ვთქვათ განათლებული დესპოტიზმის ქვეშევრდომები.

შეხედეთ რა საჩქაროდ და ფანატიკურად აძალებს ევროპული ადმინისტრაცია gender-ს ყველა ქვეყანას.  ამ ვითარებებში ოპოზიციონერებს უყურებენ როგორც მტრებს იმიტომ რომ ემანსიპაციის აზრი იქცა იდეოლოგიად მაშინ როდესაც ემანსიპაცია მუდამ იყო ადამიანურის ზრდის ფრთხილი, დაფიქრებული. ექსცესებისთვის თავის არიდების მსურველი პროცესი და უნდა დარჩენილიყო ასეთად.

 

    პატარა განმარტება

 

ინგლისურ ცნება gender-ის ხმარება უყვართ 1960-ანი წლების ზნე-ჩვეულებათა გარდაქმნის სახელით ცნობილი უბედურების მომხრეებს. მაშინ წარმოშობილ-გაძლიერებული ფემინიზმის დროშით არბევენ დღეს ევროპის.პარიზის,სტრასბურგის,კიოლნის… ულამაზეს კათედრალებს  კიევში გაწვრთნილი ჯგუფი « ფიმენის » ვანდალები.

ზნე-ჩვეულებათა გარდაქმნის იდეოლოგები და აქტივისტები ერთმანეთს უპირიპირებენ ბუნებრივს და კულტურულს. ისინი გვიმტკიცებენ რომ კულტურული უფრო მნიშვნელოვანია ბუნებრივზე. თუ გოგონად დაბადებულს გაზრდი შტანგისტად, მაღაროელად და მეომრად გამოვა მაგარი შტანგისტი, მაღაროელი და ზეზვა გაფრინდაული.  თუ პატარა დავით აღმაშენებელს  გაზრდი თამარ მეფედ, მისგან გამოვა თამარ მეფე.

  მოკლედ ეს Genre გადაიქცა ახალ სახარებად მთლა ჭკუიდან გადასული დღევანდელი პროგრესისტებისთვის რომლებიც გვიმტკიცებენ რომ  მამაკაცური და ქალური არის სოციალური, კულტურული, ხელოვნური კონსტრუქციები და არა ბუნებრივი ფენომენები.  თუ გოგონას გაზრდი ვაჟკაცად ის იქნება  ვაჟკაცი, თუ ბიჭუნას გაზრდი დედოფლად და პატარძლად ის იქნება დედოფალი და პატარძალი.

მოკლედ რა გენი, რის გენი, რა ბუნება, რის ბუნება  მთავარია ქრისტიანი შარლ დე გოლის მოწინააღმდეგის, 1968 წლის პარიზული მაისის ლიდერის, დღეს დიდად პატივცემული ევროპარლამენტარი დანიელ კონ ბანდიტის// Daniel Cohn-Bendit// და მისი თანამოაზრეების ნება.

ეხლა  უნდათ აი ამ სისულელის ჩატენვა სკოლების დაბალი თუ მაღალი კლასების მოწაფეების თავებშიც.

 

   ასე ებრძვიან ბუნებას დღევანდელი პროგრესისტები, ებრძვიან ბუნებას საზოგადოდ და ამიტომაა ამდენი ეკოლოგიური კატასტროფა და ამეებით გაწამებული ამდენი ხალხი.

ნორმალური ადამიანები კი სხედან და შიშით ცახცაგებენ ასეთი პროგრესისტების მიერ  გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად მთელი ცივილიზაციის და კაცობრიობის დაღუპვის მოლოდინში.

მალე იქნება Genre-ს თეორიით შეშლილი თაობებიც.

https://www.amazon.fr/th%C3%A9orie-genre-monde-r%C3%AAv%C3%A9-anges/dp/2246811775

 

 

აი ასეთ პროგრესისტებს უპირისდება შესანიშნავი თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი შანტა  დელსო, დავუბრუნდეთ  მის სიტყვებს :

 

    ემანსიპაცია-განთავისუფლების დღევანდელი მომხრეები უარყოფენ ყველა და ყოველგვარ საზღვარს.  // ზიგმუნდ ფროიდი ამბობს რომ კულტურაა აგრესიული გაუცნობიერებელი მხეცური ინსტინქტების შებოჭვა, მათი გამოვლენის აკრძალვა, დათრგუნვა და მათი გარდაქმნა საზოგადოებისთვის სასარგებლო ამაღლებულ მისწრაფებებად. დღევანდელი პროგრესისტები კი უარყოფენ აკრძალვას. « აკრძალულია აკრძალვა »,ეს იყო 1968 წელის მაისში პარიზში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განებივრებული თავგასული ახალგაზრდობის, ნახსენებ დანიელ კონ ბანდიტის თანამებრძოლთა ერთ-ერთი მთავარი დევიზი. ეს იყო ადამიანის გაუცნობიერებელი  მხეცური აგრესიული ინსტინქტების აშვება-განთავისუფლების მოთხოვნა, ეს იყო კულტურასთან ომი და ბრძოლა, კულტურის გაუქმების სურვილი, პროგრესისტებში ასეა დღესაც.//.

 

   ეს მომენტი დაიწყო საფრანგეთში 1793 წელს.

სხვა განმანთავისუფლებელმა მოძრაობებმა, მაგალითად შოტლანდიელმა განმანათლებლებმა კი კარგად დაინახეს გაზვიადებული ინდივიდუალიზმის, ადამიანის საკუთარ თავზე და ბუნებაზე

 აბსოლუტური ბატონობის საშიშროება.

Ferguson და Hume კი აქებენ პროგრესის ღირსებებს, მაგრამ  მაშინვე ცდილობენ პროგრესის პროცესისთვის საზღვრების დადგენას.

   ფრანგი განმანათლებლები კი ადგენენ ტოტალურ ტეხილს- ძველი სამყარო არის ტოტალურად ცუდი და მასში საერთოდ არაფერია კარგი.

 ტოტალიტარიზმი დაიწყო აქედან.

ტოტალიტარიზმი აღარაა მაგრამ მაგრამ ადამიანის საზღვრების არმცნობ,ბუნებასთან  და საკუთარ ისტორიასთან და კულტურასთან მებრძოლ არსებად გადაქცევის  პროცესი მის გარეშეც გრძელდება.

 

იაკობინიზმის საწყისი რომელმაც შექმნა ტოტალიტარიზმი არის მე-18 საუკუნეში გაჩენილი პოსტულატი რომლის თანახმადაც ადამიანები დღემდე ცხოვრობდნენ არანორმალურ პირობებში და საჭიროა ამის გამოსწორება.

ამ იდეიდან გამოვიდა ისტორიული დრამა… საბჭოეთში 1937-1938 წლების დიდი ტერორის დროს 767 395 პიროვნება გამოაცხადეს «წარსულის ადამიანებად » და ეს ადამიანები დახოცეს ან გადაასახლეს.

ინიციატორია საფრანგეთი: დმიანის გარდაქმნის აკვანს არ უთქვამს უარი ამ ჩანაფიქრზე.

ფრანგმა რევოლუციონერებმა ვანდეის და ლიონის მცხოვრებლები გაწყვიტეს როგორც წარსულის ადამიანები.

  მოწინააღდეგეებს  ისტორიულ პროცესს ჩამორჩენილ ადამიანებად აცხადებდა კომუნისტური ტოტალიტარიზმი. ასე აკეთებენ დღევანდელი დასავლური საზოგადოებებიც: « ეს დანაშაულები არის ობსკურანტისტული აზრის გამოხატულება», ამბობს François Hollande ისლამური სახელმწიფოს მიერ დასავლელთა დახოცვის აღსაწერად.

     სხვა სიტყვებით, ჩვენ ლექსიკონში სიტყვა « თანამედროვე » ნიშნავს « კარგს ».

// ეს ცუდია, ძველი ილია მირჩევნია თანამედროვე პროფესორ სიგუას რომელმაც ტანკით დაანგრია თბილისი. კაცობრიობის ისტორიაში და ძველ კულტურებში ბევრ კარგს ხედავს თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი შანტა დელსოც და ამითიცაა ის კარგი//

 

 ეს ფილოსოფოსი ამბობს რომ პროგრესისტები დღესაც მიგვათრევენ ვანდეის ჯალათი ფრანგი რევოლუციონერების გაკაფული გზით და მას ეს არ მოსწონს.

მადლობა მას ბევრი რამის ჩვენებისთვის.

ქქალბატონი შანტალ დელსო აქ  არაფერს ამბობს იმაზე რომ კომ მხეცური კომუნისტური ტოტალიტარიზმი შქმნა გერმანიის კაიზერი ვილჰეილმ მეორის მიერ დაფინანსებულმა ვინმე ვლადიმირ ილიჩ ლენინმა ლევ ტროცკისთან ერთად. ლენინის ძეგლები კი დღესაც დგას ნიუ იორკში და სიეტლში, ლევ ტროცკის სახლ-მუზეუმი კი არის მექსიკაში.

მაგრამ ეს არაა მარტო ამ დიდებული ფილოსოფოსის ნაკლი.

მთელი ცივილიზებული კაცობრიობა ვითომ ვერ ამჩნევს ამ რბილად რომ ვთქვათ უცნაურ ფაქტს.

 

    ხოდა მადლობა ვუთხრათ თანამედროვე ფრანგ მოღვაწე ქალბატონ შანტა დელსოს მისი შესანიშნავი ნაშრომისთვის.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s