ბლეზ პასკალის მსოფლმხედველობაზე 1

Afficher l'image d'origine

Afficher l'image d'origine

Afficher l'image d'origine

გიჟური და შეშლილი ხანაა, გავიხსენოთ დიდი ევროპელი და  ნორმალური ადამიანი ბლეზ პასკალი

ფრანგული კულტურის დიდი ფიგურა ბლეხ პასკალის მსოფლმხედველობა

 

თავი ფრანგული წიგნისა Littérature Annales  BAC Sujets corrigés // ფრანგული ლიტერატურის სახელმძღვანელი იმათთვის ვისაც უნდათ საშუალო განათლების ატესტატის მიღება,2009//

 

ბლეზ პასკალი (ფრანგ. Blaise Pascal; . 19 ივნისი, 1623, კლერმონ-ფერანი — . 19 აგვისტო, 1662, პარიზი) — ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ლიტერატორი, ფილოსოფოსი, მორალისტი, კიბერნეტიკოსი, ალბათობის თეორიის ერთერთი ფუძემდებელი, ჰიდროსტატიკის, როგორ მეცნიერების ერთერთი დამაარსებელი.

ბლეზ პასკალი დაიბადა 1623 წლის 19 ივნისს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში. მამა — ეხიენ პასკალი, თავისი დროის მეცნიერების ერთერთი თვალსაჩინო ფიგურა, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ბუნებისმეტყველი და ლინგვისტი, დედა — ანტუანეტა ბეგონი, სათნოებითა და ღვთისმოსაობით გამორჩეული ქალი. ჰყავდა სამი და: ანტონია, რომელიც სულ პატარა გარდაიცვალა, ჟილბერტა, რომელიც შემდგომში ცოლად გაჰყვა ბლეზის მეგობარს, თანამზრახველსა და თანამოაზრეს ფლორენ პერიეს და ჟაკლინი, რომელიც თავისი ძმის ზეგავლენით მონაზვნად აღიკვეცა. სამი წლის იყო დედა რომ გარდაეცვალა და შვილების აღზრდა მთლიანად თავს იდო მამამ. საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ.

10 წლის ასაკში მან დაწერა თავისი პირველი მეცნიერული შრომატრაქტატი ბუნებისშესახებ. 12 წლისამ მან დაამტკიცა გეომეტრიის ბევრი თეორემა, თვრამეტი წლის ასაკში შექმნა პირველი გამომთვლელი მანქანა (კალკულატორი) კაცობრიობის ისტორიაში, ხოლო 23 წლისამ დაამტკიცა, რომ ჰაერს მასა აქვს. // ვიკიპედიიდან.//

 

 მე-17 საუკუნეში არ ყოფილა დიდი ექსპედიციების და შორეულ მოგზაურობათა დიდი პოლიტიკა.

სამაგიეროდ ამ საუკუნის ფანტაზიაში მოგზაურობა იქცა აჩემებულ-აკვიატებულ მეტაფორად. ეს წარმოსახვითი მოგზაურობები ხელს უწყობენ არა მსოფლიოს არამედ ადამიანის შინაგანი სამყაროს, მისი მეობის გაცნობას.

ბლეზ პასკალის აზრები  მოგზაურობის მოტივს იყენებს ადამიანის არსზე და სამყაროში მის ადგილზე დასაფიქრებლად.

კლასიკურ ხანაში სიცოცხლეს განიცდიან როგორც ხანმოკლე გავლას.

სამყარო არის თეატრი რომელშიც ფათურობენ მოკვდავი და სუსტი არსებები.

პასკალთან მოგზაურობა არის მიწიერი ცხოვრების ხატი, ადამიანის მდგომარეობის საუკეთესო მეტაფორა.

მორალისტი მოგზაურობის სიყვარულს აკრიტიკებს როგორც ჩვენი არასტაბილურობის და  ღელვის განცდას.

პასკალი არსებობის ტრაღიკულობის განცდას იყენებს იმისთვის რომ ურწმუნო მიიყვანოს ღმერთამდე.

 მოგზაურობა როგორც ცხოვრების ხატი

  1. ქრისტიანი, ეფემერული მოგზაური დედამიწაზე

 

მოგზაურობის თემა « აზრებში » ჩანს homo viator-ის// მოგზაური ადამიანის//ბიბლიური მოტივის ფორმით. ბიბლია ეუბნება ადამიანებს რომ ისინი უნდა მოიქცნენ როგორც უცხოელები და მოგზაურები.

მიწიერი ცხოვრებას უნდა შევხედოთ როგორც მარადიული დასვენების მოლოდინში გადასატან და დასაძლევ ქარიშხალს.

   ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ამქვეყნიური მატერიალური კეთილდღეობა არაა უმთავრესი და ყველაფერი ვინაიდან  ჭეშმარიტი სიკეთე და ბედნიერება სხვაგანაა. ესაა ქრისტიანული ცხოვრების კატეგორიული იმპერატივი. …

 

    ამქვეყნიური, მიწიერი ცხოვრება-მოგზაურობა არის  წინასწარი ეტაპი ზეციურ სამშობლოში მისვლამდე.

 

  //თან ამქვეყნად ისე უნდა იმოგზაურო რომ შენს უკან არ დარჩეს ტანკით დანგრეული და გვამებით სავსე თბილისი თუ სხვა ქალაქები, თორე ძალიან პრობლემატური გახდება ზეციურ სამშობლომდე მიღწევა…//

 

 ცხოვრების მდინარება

ბიბლიურ და პასკალის პერსპექტივებში მოგზაურობის მოტივი არაა დიდად დაფასებული.

გავლა, მდინარება არის ადამიანის მდგომარეობის არამყარობის და სიბეჩავის ნიშანი.

პასკალი ამბობს რომ ჩვენ ვგრძნობთ დროის მდინარებას და რომ ეს მდინარება გვეჩვენება უსამართლოდ.

ჩვენ მუდამ ვწუხვართ იმის გამო რომ ყველაფერ ამქვეყნიურს აქვს დასასრული.

 

 მუდამ ცვალებად და წარმავალ ამქვეყნიურობას კი უპირისპირდება ღვთაებრივი ურყევი სოლიდურობა.

ადამიანი გაივლის და რელიგია ეფუძნება მყარ საფუძველს.

პასკალი არ კმაყოფილდება ცხოვრების როგორც მოგზაურობის აღწერით, ის ცდილობს ამ არასტაბილურობის გენეალოგიის ჩვენებას.

 

მოგზაურის, როგორც ცნობისმოყვარის, პორტრეტი

 

ადამიანის ცოდნის ამაოება

 

პასკალი გმობს როგორც მოგზაურობას ისე ცნობისმოყვარეობას.

ადამიანს ტანჯავს ყველაფრის ნახვის დაუძლეველი სურვილი რომელიც ადამიანებს უბიძგებს უსასროლო და უნაყოფო მოგზაურობებისკენ.  დამნაშავე ცოდვილი ადამიანი ტკბება მატერიალური სამყაროს გარეგნული ბრწყინვალებით და არ ფიქრობს ღმერთზე.

 

   თავდაპირველი ცოდვის, დაცემის ნიშანი

 

პასკალის აზრი მოგზაურობაზე გაიგება თოლოგიურ პერსპექტივაში.

ცოდვად და დაცემამდე, ადამის და ევას საწყის შეცოდებამდე სული მონაწილეობდა ღმერთის დიდებაში.

ეხლა მონანიე დაცემული სული დაეხეტება მიწიერ წყვდიადში.

 

ადამიანის დაცემის შემდგომი არსებობა არის უწყვეტი მოძრაობა და ოცნება დასვენებაზე.

ადამიანმა დაივიწყა რომ მიწიერი ცხოვრება არის მხოლოდ ეტაპი და მეტი არაფერი. ადამიანმა დაიჯერა რომ მიწიერი არსებობა არის თავისთავადი მიზანი და ის ტკბება ხრწნადი მატერიის გარეგნული ბრწყინვალებით.

 

მოგზაურს არ შეუძლია ცოდნის აბსოლუტზე დაყრდნობა.

 

პოლუსის 3 გრადუსით ამაღლება აყირავებს მთელ მართლმსაჯულებას,1 მერიდიანი წყვეტს ჭეშმარიტებას. ის რაც ჭეშმარიტებად ითვლება პირენეების იქით შეცდომად ითვლება პირენეების აქეთ.

 

დიდ მკვლევარ მოგზაურებს გონიათ რომ მათ აღმოაჩინეს და დააფიქსირეს ურყევი ჭეშმარიტებები.  არადა მათი აღმოჩენებია ქვიშის სასახლეები რომლებსაც დაანგრევს სუსტი სიოც.

 

 კეკლუცობა და თავის მოწონება მსოფლიო სცენაზე

 

« აზრებში » მოგზაურობა არის მარტო ალიბი და მეტი არაფერი პასკალი ნიღაბს ხდის დიდ აღმომჩენთა ნამდვილ  მოტივაციებს. მათ ამოძრავებთ ქედმაღლობა.

ცნობისმოყვარეობა ყველაზე ხშირაად ამაოებაა.

 

რაღაცის ცოდნა უნდა უნდათ უბრალოდ იმიტომ რომ იყბედონ და იტლიკინონ ამაზე.

ზღვებზე არ დაცურავენ იმიტომ რომ მერე ჩუმად იყვნენ ან თვალის სასიამოვნოდ. მოგზაურებს უნდათ მოყოლა.

 

მოგზაურობის ფარული მამოძრავებელი ძალა, მაშ, არის ქედმაღლობა.

 

მოგზაურის ცნობისწადილი გადაიქცა ანგარებიან ცნობისმოყვარეობად.  მოგზაურს უნდა აღიარება, რეპუტაცია და პატივი-დიდება.

 

 

   გართობის ადამიანი

 

მოგზაურობის სიყვარული მალავს განუშორებელ ფიქრს დასვენებაზე :

 

« ადამიანის მთელი  უბედურება მოდის იქიდან რომ მას არ შეუძლია მოსვენებით დარჩენა ოთახში. »

 

 

ნამდვილი ბედნიერება დასვენებაა, ადამიანს კი პარადოქსულად სიამოვნებს ღელვა.

 

ადამიანს არ უნდა, ეშინია თავის საწყალი, ბეჩავი,მოკვდავი მდგომარეობის დანახვა და ამიტომ დადის და დაცურავს ის ფაუთავებლად.

 

ადამიანს ნადირობა უფრო უყვარს ვიდრე ნანადირევი.

მოგზაურობა არის გართობა, თავისი უბედური მოკვდავი მდგომარეობიდან ყურადღების გადატანა.

 

მაგრამ პასკალი გმობს ამ მუდმივ მისწრაფებას მოგზაურობისკენ. რაც მისი აზრით არის ცოდვილი, დაცემული ადამიანის თვისება.

 

    მოგზაურობა და მოქცევა

 

 

პასკალი ცდილობს ადამიანის დაკარგვას მის შინაგან ლაბირინთში.

მისთვის ადამიანის შინაგანი სამყარო არის წინააღმდეგობათა ქსოვილი.

 

ღვთაებრივი არსის საწინააღმდეგოდ ადამიანის ხვედრია არასტაბილურობა.

ადამინის არსის დახასიათება შეუძლებელია.

 

რა ქიმერაა,მაშ, ადამიანი, რა სიახლე, რა მონსტრი, რა ქაოსი,  წინააღმდეგობის რა სუბიექტი, რა სასწაული, ყველაფრის მოსამართლე, მიწის დებილი ჭია, ჭეშმარიტების მფლობელი, გაურკვევლობის კლოაკა, სამყაროს დიდება და საზიზღრობა.

 

ადამიანი, მაშ, არის მონსტრუოზული ნაერთი, ჰიბრიდული არსება.

 

ის დიდიცაა და პატარაც, ბეჩავიც და მეფურიც.

 

თავის შინაგან სამყაროში მოგზაური ადამიანის ხვედრია თავბრუსხვევა.

 

შეცდომის ქვეყნებში ყოფნა

 

ურწმუნომ ჯერ უნდა ნახოს  ფილოსოფიური თუ რელიგიური სისტემეების სისუსტეები. პასკალის გვეუბნება რომ ამ სისუსტეების დანახვა მიიყვანს ურწმუნოს ღმერთამდე.

პასკალი გვიჩვენებს რომ ვერც ერთი ფილოსოფიური სისტემა ვერ ადგენს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.

 ერთისთვის ყველაზე კარგია ღირსება, მეორისთვის ავხორცობა, სხვისთვის ბუნების მიყოლა,ვიღაცისთვის ცოდნა და ვიღაცისთვის უცოდინარობა და უდარდელობა….

ამ წინააღმდეგობებში გახლართული ურწმუნო შეიზიზღებს ყველაფერ ამას, ბოლოს და ბოლოს მივა ღმერთამდე და მიხვდება რომ ქრისტიანობა ხსნის ყველა წინააღმდეგობას….

 

გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s