განათლებული ევროპელი შანტა დელსო

 Afficher l'image d'origine

 

   თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი შანტალ დელსო გვეყბნება რომ ადამიანებისთვის ძვირფასი რამებიის მასხრად აგდება ცუდია და ამას აქვს ცუდი შედეგები

 

 

  არის 1947 წლის 16 აპრილს პარიზში დაბადებული ფრანგი ფილოსოფოსი, პოლიტიკურ იდეათა ისტორიკოსი და მწერალი შანტა დელსო // Chantal Delsol, Chantal Millon-Delsol//.  ის 2007 წელს გახდა მორალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ეს ლიბერალ-კონსერვატორი სულაც არ მალავს რომ არის კათოლიკე ანუ ასე თუ ისე ქრისტიანი. ის თანამშრომლობს გაზეთთან  Le figaro, ჟურნალთან Valeurs actuelles,  და არის ხელმძღვანელი კოლექციისა გამომცემლობებში La Table Ronde.

 

http://www.la-croix.com/Articles-du-Forum/Opinion-de-Chantal-Delsol-Plaidoyer-pour-la-decence-2015-01-13-1267057

   

     აი ამ თანამედროვე ევროპელის მართლაც თავისუფალი აზრი

 

გვესაუბრება ჭკვიანი,წიგნიერი,განათლებული ევროპელი ქალბატონი შანტა დელსო

 

 წესიერება, ზრდილობა  აუცილებელი რამეა. 13.01. 2015

 

თავის  წინასწარ გასწრების რომანში  მიშელ უელბეკი ლაპარაკობს იმაზე რომ  საფრანგეთში ჯერ გაძლიერდება კოლაბორაციონისტული პარტია და შემდეგ ხელისუფლებაში მოვა რადიკალური ისლამი

    ახალ ამბებს თუ მოვუსმენთ ისე ჩანს თითქოს ეს თანდათანობით ემსგავსება სიმართლეს.

მაგრამ მე  უფრო მინდა ლაპარაკი იმაზე რო ჩემი შეგრძნებით ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ყველაფერს რათა თავი შევაძულოთ სხვას, იმისთვის რომ ხვალე ჩვენს წინააღმდეგ საომრად გამოემართოს ტერორისტთა დამატებითი  კოჰორტები.

მოარული აზრის საწინააღმდეგოდ აჯანყების გამოსაწვევად არაა საკმარისი უმუშევრობა და ქალაქების გარეუბანთა უსახურობა.

ჩვენ ქედმაღლურად, არასერიოზულად ვეპყრობით ადამიანებს, მასხრად ვიგდებთ იმას რაც ადამიანებისთვის ძვირფასია. აი ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანყი.

 

მე ვგლოვობ მსხვერპლების ოჯახებთან ერთად, მე სრულებით სოლიდარული ვარ მათთან, მაგრამ მე არ ვუკრავ ტაშს და არ დავუკრავ ტაშს მუჰამედის კარიკატურებს რომლებიც იყო ამ დრამის საწყისი.

 

მე რა თქმა უნდა მიხარია რომ საფრანგეთი, დემოკრატიული ქვეყანა, იცავს აზროვნების, ლაპარაკის და წერის თავისუფლებას. მე მინდა რომ ეს გაგრძელდეს. კალმების ყველგან აღმართვა სასიხარულოა.

კალამს წაგვართმევს ინტეგრისტული თუ დიქტატორული ხელისუფლება.

 

მაგრამ აზროვნების და წერის თავისუფლება, ისევე როგორც თავისუფლება საზოგადოდ, აჩენს უამრავ, ურიცხვ მოვალეობას.

 

როდესაც გვაქვს არაფრის კეთების უფლება   ჩვენ გვაქვს შეცდომათა დაშვების ნაკლები შესაძლებლობაც. სწორედ ეს არ ესმით მუჰამრდის კარიკატურის მხატველებს.

ისინი ფიქრობენ რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის ჩადენა თუ კი კანონი არ ამოარტყავს მათ პანღურს.

სხვა სიტყვებით მათი აზრით ლეგალური, კანონიერი, მორალურიცაა.

ეს კი არაა ასე.

წერის თავისუფლება, როდესაც ისაა ტოტალური, ისე როგორც ჩვენთან, მოითხოვს ადამიანური და სოციალური გარემოს //ანუ ადამიანთა და საზოგადოების// პატივისცემას.

სხვა სიტყვებით ამ თავისუფლებამ პირველ რიგში უნდა დაადგინოს თავისი საკუთარი საზღვრები.

ვინაიდან ეს საზღვრები ჯერ შინაგანია და არა მარტო გარეგანი.

აი ამას ჰქვია წესიერება და თავაზიანობა.

 

ჩვენ ჩვენს ქვეყანა საფრანგეთში გვყავს ძალიან ბევრი მაჰმადიანი არა მხოლოდ მაჰმადიანური კულტურისა არამედ ნამდვილად და ღრმად მორწმუნე მაჰმადიანები რომლებიც თავის შვილებს ასწავლიან ამ კულტურას და ამ რწმენას.

ჩვენ მოვახდინეთ მათი კოლონიზაცია  ანუ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ მათ სცოდნოდათ ფრანგული ენა და ფრანგულად მოლაპარაკეებს მათ შესძლებოდათ მარტო საფრანგეთში შემოხიზვნა.

სხვა სიტყვებით ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მათზე.

და პირველ რიგში ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ, არ უნდა ავიგდოთ მასხრად ისინი და მათთვის ძვირფასი რამე.

 

  ცხადია რომ მასხრად იგდებენ არა მარტო მუჰამედს და მაჰმადიანებს.

ქრისტიანები უკვე დიდი ხანია დანაყეს ზიზღით.  გვინახავს ფურთხით დაფარული ქრისტეები ყველანაირ მდგომარეობაში.

ჩვენს ეკლესიებში მოდიან ბანდები ჩვენი ყველაზე წმინდა სიმბოლოების წასაბილწად და მდუმარე ქრისტიანები არ ინძრევიან. ისინი საჩქროდ ამბობენ რომ მათ უყვართ თავისი მჩაგვრელები.

 

დიდი ბედნიერებაა რომ ქრისტიანები არიან ცივილიზებული, პატიების უნარის მქონე ადამიანები და არა შურისმაძიებელი ველურები. ცივილიზებული ადამიანების აღზრდას რამოდენიმე საუკუნე დასჭირდა.

 

ეს სხვათა შორის კარგად გაიგო გორბაჩოვისთვის ნობელის პრემიის მიცემის მერე კიევში გაწვრთნილმა Femen-ის  გომბიოთა ბანდამ. ეს გომბიოები არბევენ ევროპის ეკლესიებს და არა მიზგითებს.

 

 მაჰმადიანები არიან ისინი ვინც არიან. საფრანგეთში მცხოვრები მაჰმადიანები ყველაზე ხშირად ფრანგები //საფრანგეთის მოქალაქეები// არიან. ისინი ეკუთვნიან რპუბლიკას.  ისინი ჩვენი თანამემამულეები არიან.

მაგრამ ისინი განსხვავდებიან ჩვენგან ყველანაირი წეს-ჩვეულებებით და რწმენებით.

უბრალოდ ანგარიში უნდა გავუწიოთ  მათ და ამას. არ უნდა მოვთხოვოთ მათ იხარხარონ იმაზე რაზეც ვხარხარებთ ჩვენ, მით უმეტეს მაშინ როდესაც მასხრად ვიგდებთ მათთვის ძვირფას და არსებით რამეს.

 

მაგრამ ჩვენი//ფრანგული// დამოკიდებულება ისლამისადმი  არაა სწორი.

 

ჩვენ უარვყოფთ ჭეშმარიტებას და მასხრად ვიგდებთ.

 

ჩვენ უარვყოფთ ჭეშმარიტებას დემაგოგიით :

კარგ ტონად ითვლება იმის თქმა რომ ისლამი ტოლერანტულია, რაც ტყუილია. ვლაპარაკობთ მხოლოდ განმანათლებელთა ისლამის ხანმოკლე ისტორიულ პერიოდზე რომლის პოვნაც ძნელია ძალადობათა რახარუხ-აურზაურში.  კარგ ტონად ითვლება  გაჩუმება ძალით და იძულებით გათხოვილ პატარა გოგოებზე.  კარგ ტონად ითვლება თქმა იმისა რომ ისლამი სულ არ ეწინააღმდეგება დემოკრატიას.

 

ჩვენ ინტელექტუალური ხრიკებით ვცდილობთ მათ დონეზე დადგომას.

 

ერთხელ ამფიტეატრში მოვისმინე თუ როგორ ატყუებდა ფრანგი ინტელექტუალი თავის მაჰმადიან სტუდენტებს.

 ჩვენც, ქრისტიანებსაც ოდესღაც გვჯეროდა რომ ძველი და ახალი აღთქმა დაწერილი იყო ღმერთის მიერ, თქვა მან. მე ვუთხარი რომ ეს ტყუილია და ოდნავ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა მანმიპასუხა რომ « ესაა ისტორია მათ დასამშვიდებლად ».

მათ თაობაზე ჩვენ სულ ვტყუით, ვვიტყუებთ თავს.

 

საკუთარ თავს ვიტყუებთ და სხვებს მასხრად ვიგდებთ. ესაა კარიკატურები.  ჩვენ ვიყენებთ ერთადერთ იარაღს რომელიც აქვს გვიან თანანამედროვეობას თავისი ბატონობის უზრუნველსაყოფად.

დღევანდელობის  უკანასკნელი იარაღია სარკაზმი, დაცინვა, გაქირვა და მასხრად აგდება.

 

ყველაფერი გვეუბნება რომ ეს უმსგავსობა გადაგვჩეხავს უფსკრულში.

ჩვენი ჟურნალისტები თავს ესხმიან იმამებს და აძალებენ მათ იმის თქმას რომ მათ აქვთ მუჰამედის მასხრად აგდების და გაშაყირების უფლება.  იმამებს კი სრაფერი საერთო არა აქვთ მკვლელებთან და არც უნდათ ამ მკვლელების და მკვლელობების მოწონება.

 

  მაგრამ აი იმამების უკან ფეხზე დგებიან დამცირებული და გააფთრებული ახალგაზრდა მაჰმადიანები.

 

არ გვინდა ტყუილი და შაყირი, მასხრად აგდება-მასხარაობა.

გვინდა ერთდროულად ჭეშმარიტებაც და პატივისცემაც.

 

კანონი გვაძლევს ყველაფრის თქმის უფლებას, მაგრამ ზრდილობა,წესიერება და თავაზიანობა გვიკრძალავს ყველაფრის გაბედვას, თავზე ხელის აღებას, თავგასულობას.

 

 

   შანტა დელსოს წიგნი «  საძირკვლის ქვები » // Les Pierres d’angle//

http://www.editionsducerf.fr/librairie/livre/8612/les-pierres-d-angle

 

 რა გვინდა? რომელია ჩვენი «  საძირკვლის ქვები », პრინციპები რომლებსაც ვეფუძნებით თითქმის ანგარიშგაუწევლად ?

ადამიანის ღირსება, პიროვნული ცნობიერება-სვინდისი, სამყაროს გაუმჯობესების პროექტი, ჭეშმარიტების ძიება :

ზოგი  ცდილობს ჩვენს დარწმუნებას იმაში რომ ეს პრინციპები გაჩნდა სპონტანურად.

მაგრამ საქმე იმაშია რომ ამ პრინციპების დამკვიდრება შეიძლება მხოლოდ უკვე ამისთვის მომზადებულ ნიადაგზე.

ეს პრინციპები მომდინარეობს სწორედ იუდაურ-ქრისტიანული მემკვიდრეობიდან, პიროვნების, იმედის, უნივერსალური-საყოველთაოს ამ სამყაროდან. ჩვენ ვეკუთვნით ამ სამყაროს.

საქრისტიანოს დღევანდელი დასასრული გამოხატავს ძალის დასასრულს. ეს აულაც არაა ქრისტიანობის დასასრული.

პარადოქსია მაგრამ ქრისტიანობა შთააგონებს იმათაც ვინც ცდილობენ ქრისტიანობის გათელვას.

 

საკუთარ თავს ვერ მოშორდები.

http://www.francisrichard.net/2014/12/les-pierres-d-angle-de-chantal-delsol.html

 

შანტალ დელსოს « საძირკვლის ქვები »

ამ ქვებს ეფუძნება და ეყრდნობა შენობა.

 

რწმენა ატარებს პრინციპებს რომლებსაც როგორც ასეთს ვერ მიანიჭებს ლეგიტიმურობას მსჯელობა.

 

ეს პრინციპებია :

პიროვნული თავისუფლება ანუ ადამიანის მეფურობა //სპეციფიური ღირსება//;

– “leმიმართული დრო, იმედის ვექტორი“;

– “ ჭეშმარიტების იდეა“.

 

ჰოლიზმი და ინდივიდუალიზმი

 

განმარტებისთვის

 

http://www.toupie.org/Dictionnaire/Holisme.htm

 

ინგლისური ცნება holism აგებულია ბერძნული სიტყვიდან holos, მთლიანი, ტოტალობა და სუფიქსისგან ism რომელიც გამოიყენება რაღაც დოქტრინის, დოგმის, იდეოლოგიის თუ თეორიის შესაბამისი სიტყვის შესაქმნელად.

ცნება holism 1929 წელს შექმნა სამხრეთ აფრიკელმა სახელმწიფო მოღვაწე Jan Christiaan Smuts-მა

// 1870-1950// რომელმაც დაწერა ნაშრომი Holism and Evolution // ჰოლიზმი და ევოლუცია//.

მან ჰოლიზმი განსაზღვრა როგორც ბუნებაში არსებული ტენდენცია რომელიც შემოქმედებითი ევოლუციით  ქმნის ანსამბლებს რომლებიც დგანან მათი შემადგენელი ნაწილების ჯამზე უფრო უფრო მაღლა.

ამ კონცეფციის თანახმად სამყარო ქმნის სულ უფრო და უფრო რთულ ერთეულებს: ინერტული მატერია, ცოცხალი ორგანიზმი, ცოცხალი და მოაზროვნე არსება.

ჰოლიზმი არის აზროვნების სისტემა რომელიც ფენომენს ან რთულ სისტემას აღიქვამს როგორც მთლიანობას, ტოტალობას რომლის თვისებებიც ვერ აიხსნება მარტო მისი კომპონენტებით.

ჰოლიზმი უპირისპირდება რედუქციონიზმს რომელიც ფენომენის ახსნას ცდილობს ამ ფენომენის ნაწილებად დაყოფით და ატომიზმს.

ჰოლიზმი ჩანს მეცნიერებაში, მეტაფიზიკაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, პოლიტიკაში, მედიცინაში, ბიოლოგიაში, და ა.შ.

 

   შანტა დელსო გვიჩვენებს რომ კრიტერიუმები  რომელთაც ჩვეულებრივ უყენებენ ადამიანებს მათი ღირსების განსასაზღვრად ფარდობითია, რელატიურია და იძლევა ყველანაირი ექსცესის საშუალებას.  ასეა გრძნობიერებაზე-ყველა ცოცხალი ერთნაირია ტანჯვის მათი უნარის პროპორციის შესაბამისად-, სოციალურ სარგებლობაზე- infanticide ანუ პატარა ბავშვების მოკვლა და ევგენიზმი ნაშაულად გამოცხადდა მარტო იუდევლობასა და ქრისტიანობასთან ერთად-, უმწიფარობაზე- მსოფლიოს ყველა საზოგადოებაში არის სხვათა მომსახურეს როლისთვის განკუთვნილი ჯგუფები რაც გამართლებულია ამ ჯგუფების უმწიფარობით.

 

ქრისტანობამდე ყველა საზოგადოება ჰოლისტური იყო.  ქრისტიანობამ ადამიანი გაანთავისუფლა საზოგადოებათა ბატონობისგან, საზოგადოებათა მიმართ მონური მორჩილებისგან და ჩააბარა ეს ადამიანები ღმერთს“: “ ღმერთთან დაკავშირებული ადამიანის განსაკუთრებულობამ წარმოშვა ინდივიდუალიზმი. ქრისტიანობის გაგვა და გაწევა გვაბრუნებს ჰოლიზმთან.

რატომ ? იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრება აღარ ებარება ღმერთს, ადამიანის ცხოვრება სულ უფრო და უფრო ებარება საზოგადოებას.

პიროვნება

 შანტა დელსო დიდ პატივს მიაგებს ადამიანის ინდივიდის პიროვნებას.

პიროვნებას აქვს განუსხვისებელი, მოუცილებელი ღირსება.

მაგრამ  ინდივიდი რომელიც ყველა თავის კაპრიზს და ჭირვეულობას აცხადებს უფლებად და უარყოფს ყოველგვარ პასუხისმგებლობას არაა პიროვნება.

 

 პიროვნება არის უნიკალური არსება, ავტონომიური სუბიექტი რომელიც შორდება ჯგუფს მაგრამ არა იმიტომ რომ გახდეს დამოუკიდებელი // ეს იქნება ექსცესიური ინდივიდუალიზმის ილუზია//. მაგრამ ითვლება რომ მას ძალუძს საკუთარი ბედის წარმართვა მოქმედება საკუთარი შეხედულებების შესაბამისად და ამის შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებაც.

 

შანტა დელსო უარყოფს გამწვავებულ პრომეთეიზმს რომელიც ბუნებას უმორჩილებს თავის ნებას და ულმობლად ხრავს ამ ბუნებას.

ამავე დროს შანტა დელსო უარყოფს ერთგვარ პანთეიზმს რომელშიც ყველაფერი ერთ დონეზეა.

 

დღევანდელი ქედმაღლობა-თავგასულობა გვარწმუნებს იმაში რომ ვართ დამოუკიდებლები.  ამის მიუხედავად უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენ ვეკუთვნით ჯგუფებს და ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ პიროვნული თავისუფლება რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კონტრაქტთან.

 

ამ წინააღმდეგობის გადასაწყვეტად ალბათ უნდა ვირწმუნოთ რომ სუბიექტის ზემოთ არის სხვა ვინც ხელს უშლის ამ სუბიექტს საკუთარი თავის ღმერთად გამოცხადებაში.

 

ბედნიერება და სიხარული

 

ტოტალიტარული საზოგადოებაც და თანამედროვე საზოგადოებაც ერთნაირად ცდილობენ ინდივიდებში ეგზისტენციალური საკითხების, არსებითად რელიგიის მოსპობას რათა ინდივიდებს დაავიწყონ ეს ეგზისტენციალური საკითხები.

სამაგიეროდ ისინი ინდივიდებს პირდებიან ბედნიერებას  რომელიც არის ეგზისტენციალური ტრაღედიის უარყოფა. ამის გასაკეთებლად ისინი ადამიანს სთავაზობენ უწყვეტი დღესასწაულის, დასვენების, მოხმარების ილუზიებს.

 

    მარტო ავტოკრატიები და განათლებული თუ ბნელი დესპოტიზმები  ზრუნავენ თავისი ქვეშევრდომების ბედნიერებაზე. ეს ქვეშევრდომობა გაიგება როგორც მოქალაქეობის საწინააღმდეგო რამე. დეპოტიზმები და ავტოკრატიები თავის ქვეშევერდომებს ავიწყებენ რეალობას რათა ეს ქვეშევრდომები იყვნენ მშვიდად, რათა ამ ქვეშევრდომებმა დაცულად იგრძნონ თავი.

 

ავტოკრატიები და განათლებული თუ ბნელი დესპოტიზმები  სამყაროს ართმევენ მომხიბლაობას და იდუმალებას. ისინი თავის ქვეშევრდომებს ართმევენ სიხარულს როგორც აღფრთოვანებას ვინაიდან

სიხარული ნაწილობრივ დაკავშირებულია რისკთან, თავგადასავალთან და იმედთან.

 

იმედი

 

   ადამიანის თავისუფლება დაიბადა  იმანენტურობის დახურულ სამყაროში ტრანსცენდენტურობის შეჭრით. რატომ? იმიტომ რომ კულტურამ fatum-ის გარეშე იცის რომ მომავალი დამოკიდებულია მის გადაწყვეტილებებზე, რომ ამ გადაწყვეტილებებს ძალუძთ დამყაროს ფიგურის შეცვლა.

მოქმედება რომ დაიწყო უნდა დაუშვა, მიიღო რისკი, გაურკვევლობა, არ უნდა დაკმაყოფილდე უკვე ცნობილის გამეორებით და ვარიაციებით; უნდა გვქონდეს რაღაც აბსოლუტურად განსხვავებულის იმედი.

 

არაა შემთხვევითი რომ პროგრესის იდეა გაჩნდა დასავლეთში. პროგრესის იდეა გარკვეულად შეესაბამება ხსნის იმედს.

მაგრამ ხსნის, ცხონების იმედის გაქრობის შემდეგაა რომ პროგრესის იდეა ვრცელდება და ვითარდება დაუბრკოლებლად.

  თანამედროვე ადამიანის უბედურება ისაა რომ მას ნდობის და იმედის მაგივრად ყველგან უნდა ცოდნა“:”  ჩვენ შვებულებაში გავუშვით იმედი რათა ყველაფერი გვქონდეს ეხლავე და რათა თავი ავარიდოთ ილუზიას, შეცდომას, მარცხს.

და იმედის შვებულებაში გაშვებით საზოგადოება აღარ ცდილობს განახლებას ბავშვების ყოლით.

  

 

მიმართული დრო

 

იმედის  გაუგონარ სიახლესთან ერთად ძველი სამყაროს ათასწლოვანმა ცირკულარულმა.წრიულმა დრომ ადგილი დაუთმო მიმართულ დროს ეს დრო არაა ისარი, ისაა სპირალი, რომელიც ბრუნავს საკუთარი თავის ირგვლივ და ამავე დროს მიიწევს მაღლა.

წინსვლა, პროგრესი, შესაძლებელია ტრადიციის უარყოფის გარეშე :

თუ კი ეს  სამყარო ცუდია  ჩვენი ცოდვის და არა ხვედრის გამო ჩვენ შეგვიძლია მისი

გაუმჯობესება.

 

  მეტიც, შანტა დელსო ლაპარაკობს დანაშულის შემოქმედებით განცდაზე : ადამიანი საკუთარ თავს თვლის  საკუთარ თავზე პასუხისმგებელ ცოდვილად. ის აღშფოთებულია საკუთარი ცოდვებით და თვითონ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით.

ამ განცდის გარეშე ვერ იქნება სოციალური და მორალური გაუმჯობესება, ვერ იქნება წინსვლა-პროგრესი.

მაგრამ ეს გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ სიტყვის რელიგიისთვის, რომელშიც საწყისი ტექსტი უწყვეტად ექვემდებარება ცოცხალთა მიერ ინტერპრეტაციას,  ასეა იუდაიზმში და ქრისტიანობაში. ასე არაა ისლამში….

 

   ჭეშმარიტების იდეა

 

ჭეშმარიტება ძიებაა. ვართ მოკვდავები და სუბიექტურები და ამიტომ ჭეშმარიტება ჩვენთვის მოუხელთებელი დარჩება.

 

მაგრამ ადამიანი უფრო დიდი, უფრო თავისუფალი და უფრო ბედნიერია როდესაც ის ცდილობს იმის გაგებას თუ რა არის სამყარო.

 

ჭეშმარიტების სიყვარული არის გამოღვიძებული გონების ნაყოფი. ამ გონებისთვის სამყარო არის არაუტილიტარული საკრალური თვალ-მარგალიტი,განძი….

 

უჭეშმარიტება, თავისუფლება და ღირსება

 

ჭეშმარიტების ცოდნაზე პრეტენზიის მქონე ჯგუფებს ნამდვილად დაუჩაგრიათ სხვა ადამიანები ამ ჭეშმარიტების სახელით, მაგრამ განზე გაწეული ჭეშმარიტება შეიძლება შეცვალოს მარტო თვითნებობამ რომელიც ხშირად ემსახურება  ძალას.

 

ჭეშმარიტების რეჟიმი შესაძლებელს ხდის შემწყნარებლობას  რომელსაც არაფერი აქვს საერთო სინკრეტიზმთან. სინკრეტიზმი არის ბუნდოვანება-არეულობის მიდგომა. (“ არაფერია არც ჭეშმარიტი არც მნიშვნელოვანი ანუ ყველაფერი ფარდობითი, ტყუილი და უმნიშვნელოა):

დღეს შემწყნარობლად ითვლება მცდარის და შემცდარის დაშვება და მიღება- და ჩვენს თანამედროვეებს უნდათ სწორედ რომ არავინ ცდებოდეს, მათ სწორედ სინკრეტიზმი უნდათ.

 

შანტა დელსო გვეუბნება რომ რელიგიების მოსპობის ყველა მცდელობა მარცხით დამთავრდა იმიტომ რომ ადამიანი არის რელიგიური ცხოველი // ცხოველი ქართულად ნიშნავს ცოცხალს, იხ. სვეტი-ცხოველი, და არა კალაშნიკოვით ჩაუშესკუ შაუშესკუს ღრიალით მატანტალა მხეც კინემატოგრაფისტს//.

ტოტალიტარიზმებმა თავისი მხეცობით მოახერხეს  რელიგიების დროებით განზე გაწევა და მეტი არაფერი.

დღევანდელი დასავლური ელიტა უარყოფს ცხოვრების ტრაღიკულობას.

მისთვის საწყისის და ხვედრის კითხვები არ არსებობს.

და ამ ელიტამ რელიგიურის დაბრუნებისთვის ხელის შესაშლელად თავისთვის იპოვა შემცვლელი პროდუქტები და ამით იმშვიდებს თავს….

 

გვარწმუნებენ იმაში რომ მონოთეიზმის ღმერთის უარყოფა გააქრობს საერთოდ ყველა ღმერთს.

არადა პირიქით, მონოთეიზმის ღმერთის უარმყოფლები იმწუთში თაყვანს სცემენ უამრავ ღმერთს.

ამქვეყნად არიან მარტო პოლითეისტები და მონოთეისტები და არა მონოთეისტები და ათეისტები

//ანუ არიან ფულის,ტანკების,დრონების. ფიზიკური ძალის,ძალაუფლების  თაყვანისმცემლები რომლებიც თავს ათეისტებად ასაღებენ//.

 

შანტა დელსო გვეუბნება რომ ქვეყანაში  სადაც რელიგიურობას უშლიან ხელს სახელმწიფო ასაღებს თავს ღმერთად რაც იწვევს კატასტროფას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s