ახლებური ომი-არაომი

 

https://i1.wp.com/www.christian-faure.net/wp-content/uploads/4082804241.jpg

 

გრეგუარ შამაიუს «დრონის თეორია,ომი დამთავრდა-«Théorie du drone », de Grégoire Chamayou : la guerre est finie

 

http://www.revuenouvelle.be/Technologies-militaires-de-chasse-a-l-homme

 

Publications > Numéro 11 – Novembre 2013 • > Le mois

 

სტოიკოსები, ქრისტიანები ქადაგებდნენ და ქადაგებენ ადამიანთა შორის და საზოგადოდ სიყვარულის აუცილებლობას  მაგრამ შეშლილმა დღევანდელობამ ისინი გადახვეტა და დღეს აი ამაზე გვიწევს ლაპარაკი, Roland Baumann, ადამიანზე ნადირობის სამხედრო ტექნოლოგიები

 

ფილოსოფოსმა Grégoire Chamayou-მ ნაშრომში Théorie du drone // « დრონის თეორია »//  გამოიკვლია ეთიკური, ფსიქოლოგიური და იურიდიული საკითხები რომლებსაც სვამს  შორ მანძილზე ომის დღევანდელი აფეთქება, როდესაც  აშშ-ს მიერ  ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებულ ომში მასობრივად იყენებენ შეიარაღებულ დრონებს.

 

დრონი თავიდან იყო ვიეტნამის ომის შემდეგ შექმნილი და გავრცელებული დაზვერვის და მეთვალყურეობა-თვალთვალის მექანიზმი, საფრენი აპარატი ეკიპაჟის გარეშე.

ბოლო ათწლეულში ხდება ამერიკული არმიის მზარდი დრონიზაცია.

ფრონებს იყენებენ ტერორიზმთან ომის გლობალურ ფარგლებში.

 

2009 წლიდან Air Force უფრო დრონის ოპერატორებს(« joystick pilots »)

 წვრთნის ვიდრე ჩვეულებრივ სამხედრო მფრინავებს.

 

2005-2011 წლებში 1 200 %-ით გაიზარდა შეიარაღებული დრონების პატრულთა რაოდენობა.

 

დიდად მედიატიზებული «მონადირე მკვლელი დრონები» //« chasseurs-tueurs », Predator et Reaper//  არის «მკვლელ მანქანებად გადაქცეული საჰაერო მეთვალყურეობის მანქანები» //« engins de surveillance aérienne devenus machines à tuer ».//.

 

ეს მანქანები განავრცობენ ძალაუფლებას სისუსტის განვრცობის გარეშე  და მტერს გადააქცევენ უბრალო სამიზნედ.

 

    შეიარაღებული დრონი აგრძელებს შორიდან ომის ხერხებს და ახდენს ამ ხერხების რადიკალიზაციას.

ის სპობს ბრძოლას და გარდაქმნის ტრადიციულ სამხედრო ეთოს-ეთიკას.

სამხედრო საქმე ადრე დაფუძნებული იყო ვაჟკაცობის და თავდადების სულისკვეთებაზე.

ასიმეტრიული ომი უფრო რადიკალური  და ცალმხრივი გახდა.

«ის რაც შეიძლება ყოფილიყო ბრძოლა გადაიქცა მოკვლის უბრალო კამპანიად» !

 

ფილოსოფოსი Grégoire Chamayou-ს ნაშრომი Théorie du drone-ს // « დრონის თეორია »//  ტონი ღიად პოლემიკურია.  ავტორი აძლევს იარაღს  დრონის იარაღად გამომყენებელი პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს.

 

Grégoire Chamayou ამბობს რომ 11 სექტემბრის ტერაქტების მერე აშშ-ს მიერ დაწყებული «ომი ტერორიზმის წინააღმდეგ »  ავითარებს სახელმწიფო ძალადობის არაჩვეულებრივ ფორმას რომელიც ახდენს ასიმეტრიული ომის და პოლიციური ოპერაციის დამახასიათებელი ნიშნების კომბინირებას.

ეს ეხლა კონცეპტუალურ და პრაქტიკულ ერთიანობას ნახულობს  «ადამიანზე გასამხედროებულ ნადირობაში » //« chasse à l’homme militarisée »//.

 

ესაა იზრაელის  გამიზნულ-დამიზნებული მკვლელობების ტექნიკით შთაგონებული  « პროფილაფქტიკური მოსპობის პოლიტიკა».

ამის საუკეთესო იარაღია შეიარაღებული მონადირე მკვლელი დრონები // drones chasseurs-tueurs//.

 

 ესაა ფუტურისტული სამხედრო ტექნოლოგია რომელიც უარყოფს ომის ისტორიულ, ჩვეულ, ჩვეულებრივ ფორმებს.

 

 აღარაა ფრონტის, ხაზოვანი ბრძოლის, მებრძოლთა პირისპირ შეჯახების, და ა.შ. კონცეფციები.

ასე ვთქვათ ომი ეფუძნება დრონის მმართველის მაქსიმალური უსაფრთხოების ლოღიკას რომელიც ამართლებს  საშიშ ინდივიდებად მიჩნეულთა წინასწარ მოსპობას რაც იღებს გაუსამართლებლად მოკვლის სახეს.

 

  «  საჭიროა «მეთვალყურეობა და დასჯა » :

 

«  დრონი თითქოს გადაიქცევა  ღმერთის თვალის ფიქციის ტექნოლოგიურ ექვივალენტად» !

დრონი ციდან ხედავს და თავისი რაკეტებით როგორც ელვით აცამტვერებს მოსასპობ

« საშიშ ინდივიდებს ».

 

 

Chamayou  ლაპარაკობს დრონების მიერ განხორციელებულ მუდმივ მეთვალყურეობაზე რისი მიზანიცაა საშიში ინდივიდების გამოვლენა.

 

ის აღწერს  ადამიანებს შორის შესაძლო « არანორმალურ ქცევათა» ავტომატიზებულ გამოვლენას.

დრონები მეთვალყურეობენ და სპობენ.

არის საშიშ პიროვნებებად მიჩნეულთა ულმობელი დევნა და საბოლოო ანგარიშით მოსპობა.

 

ზოგჯერ კლავენ სულ უცნობებს რომელთა საეჭვო ან ასე ვთქვათ არანორმალური ქცევა გვაფიქრებინებს რომ ისინი ეკუთვნიან რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას….

 

ისინი ვინც ამართლებენ და აკანონებენ ახალ სამხედრო ტექნოლოგიებს დრონებს წარმოადგენენ როგორც განსაკუთრებით ჰუმანიტარულ იარაღს.

 

არა და მიმდინარეობს შეიარაღებული ძალადობის გლობალიზაცია, ეს ძალადობა კარგავს ტრადიციულ საზღვრებს.  მთელი მსოფლიო, შეიარაღებული კონფლიქტების ზონების გარეთაც  ხდება « სანადირო ტერიტორია».

ეს პოლიციური ლოღიკა ახდენს ანტიტერორიზმის პრობლემის ინდივიდუალიზაციას და გამორიცხავს კონფლიქტების რამენაირ პოლიტიკურ მოგვარებას.

აღარ ებრძვიან მტერს, « მას კლავენ როგორც კურდღელს» და, Chamayou-ს თქმით,  მტრისთვის ბოლოს მოღება საკუთარი თავის საფრთხეში ჩაუგდებლად არის სურვილი რომელიც მოდის მე-19 საუკუნის ბოლოს კოლონიალური კონფლიქტების დასავლური გამოცდილებიდან.

 

ესაა გმირული თავგანწირვის განდიდებაზე დაფუძნებული ტრადიციული სამხედრო ეთოსის კრიზისი:

დრონებით სიმამაცე და გმირობა შეუძლებელია !

 

Chamayou გმობს იმ მედიატურ აურზაურს რომელიც ატეხილია დრონების პილოტების ასე ვთქვათ ტრავმატიზმების ირგვლივ.

 

სამხედრო ფსიქოლოგიამ ფაქტიურად ვერ ნახა  პოსტ-ტრავმატული სინდრომის უმცირესი ნიშანიც ტერორიზმთან მეომარი დრონების ოპერატორთა შორის.

 

მაგრამ, ხაზს უსვამს ავტორი, დრონების ოპერატორთა სავარაუდო ტრავმების შსახებ ლაპარაკი იძლევა ამ ოპერატორების კლასიკურ ჯარისკაცებთან გაიგივების საშუალებას.

 

 

გაჩნდა დრონის  ბოდიში ნეკროეთიკა- nécroéthique-ს ცნებაც.  Chamayou გვეუბნება რომ ამ ნეკროეთიკის მთავარი მიზნებია  ამ დრონების მმართველ-ოპერატორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მშვიდობიან მოსახლებაში მსხვერპლის და პრესაში კრიტიკის არდაშვება.

ამიტომ იზრდება სამხედრო შიარაღებულ დრონთა რაოდენობა. გვიმტკიცებენ რომ დრონებს შუძლიათ  ზუსტად დამიზნება და სწორედ ბოროტი კაცის მოკვლა და ამით თავიდან აცილებულია გაუთვალისწინებელი არასასურველი შედეგები ანუ მშვიდობიან უდანაშაულოთა ხოცვა.

 

მაგრამ ავტორი გვეუბნება რომ ეს სულაც არაა ასე რასაც გვიჩვენებენ ასე ვთქვათ შეცდომები.

 

უდანაშაულო სამოქალაქო პირების განსხვავება შეიარაღებული ტერორისტებისგან იმსიშორიდან ხშირად ძნელია.

 

მერე მოდის დიდი დისკუსია მოკვლის უფლების ფილოსოფიის პრინციპების თაობაზე.

ომია ის იშვიათი რამე რაც იძლევა « უდანაშაულოდ მოკვლის» უფლებას.

 

მაგრამ მებრძოლთა თანასწორობა გულისხმობს იმას რომ თუ შენ გაქვს მტრის მოკვლის უფლება იმ მტერსაც აქვს შენი მოკვლის უფლება.

აქ კი ამ უფლებას გამოცლილი აქვს არსი და შინაარსი. ცალმხრივი ძალადობაა… დრონის მომხრეები მტერს ართმევენ ბრძოლის მატერიალურ  საშუალებას.

 

ასიმეტრიული ომის მოდელიდან გადავედით ცალმხრივი მკვლელობის ურთიერთობაზე და გაქრა « უდანაშაულოდ მოკვლის» უფლების კლასიკური ფუნდამენტიც.

და თუ ომი გაქრა «კლასიკური » პოლიციური მოდელიც აღარ შეესაბამება დრონის ოპერატორის პრაქტიკას იმიტომ რომ პოლიციური მოდელი გულისხმობს კრიმინალის დაპატიმრებას და არა მის გაუსამართლებლად მოკვლას პროფილაქტიკური პრევენტიული მიზნით.

 

დრონიზაცია გარდაქმნის როგორც შეიარაღებული ძალადობის და მტერთან ურთიერთობის ისე სახელმწიფოს თავის საკუთარ ქვეშევრდომებთან ურთიერთობის ფორმებს.

 

Chamayou  აქ მოხაზავს სავარაუდო მომავალს რომელზეც ჩვენ არ ვახდენთ რეაქციას:

 

 ქალაქის თავზე დაფრინავენ საჰაერო პოლიციის  მობილური და შეიარაღებული მანქანები!

მეტიც, რობოტიზაცია აძლიერებს გადაწყვეტილებათა მიღების ცენტრალიზაციის ტენდენციას, ხელქვეითი ოპერატორები კარგავენ ავტონომიას იერარქიის უმაღლესი ეშელონების მიმართ რაც სახელმწიფოს აძლევს  ჯარში დისციპლინის ძველი პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას.  დაუმორჩილებლობა შეუძლებელი ხდება.

 

და ავტორი დიდ ნარკვევს ამთავრებს რეჟისორი James Cameron-ის საკულტო ფილმი Terminator-ის აპოკალიპტური სცენარის ხსენებით.

ამ ფილმში მკვლელი რობოტები ბოლოს და ბოლოს სპობენ მთელ კაცობრიობას…

 

 ეს წიგნი მოგვიწოდებს სიფხიზლისკენ და ახალი სამხედრო ტექნოლოგიების კრიტიკისკენ…

 

 

 

La fabrique éditions, 2013.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s