ევროპაა,ნამდვილი ბერძენი სოკრატე 2

ესაა ნამდვილი ბერძენი სოკრატე,2

 

ფილოსოფია, ევროპული კბიბლიოთკა,

 

სოკრატე და სოკრატიზმი

Anne Baudart, Socrate et socratisme,

Armand Colin, Paris, 1999 //შემოკლებით//

 

 

მითოლოგია ისევე როგორც ქანდაკების ხელოვნება გვიჩვენებს რომ მეტ-ნაკლებად საზარელი მახინჯი ადამიანის უკან არის ღმერთი

 

 

დიდება ნამდვილ ბერძენ სოკრატეს

პორტრეტები

სილენი

  პლატონის « ნადიმში » ალკიბიადე ხოტბას ასხავს სოკრატეს.  ხატავს თავისი მოძღვრის ფიზიკურ და მორალურ პორტრეტს…

სოკრატეს სიმახინჯე შესწავლილი და აღნიშნული უნდა იყოს  როგორც ფარული და მომაჯადოებელ-მომხიბლავი სილამაზის ნიღაბი.

« ის გავს  სილენებს რომლებსაც ვხედავთ ქანდაკების სახელოსნოებში რომლებსაც ხელოვანები წარმოადგენენ სალამურით  ან ჩიბუხით ხელში. »

სილენის ფიგურა სულაც არაა უმანკო.  ჰიბრიდული დემონი, ნახევრად ცხოველი და ნახევრად ადამიანი ხალხური წარმოდგენების თანახმად ის სხვებთან ერთად ქმნის დიონისეს კორტეჟს.

ისაა გროტესკული მასხარაობის, ინსტინქტების ნებადამრთველი თავაშვებულობის, კულტურის და აკრძალვათა უარყოფის სიმბოლო.

სოკრატეს ანტიტიპი ზუსტი ანტითეზით აძლიერებს ფუნდამენტურ დამახასიათებელ ნიშნებს.

 

გარეგნული სიგიჟე მიდის სიბრძნისკენ, პრიმიტიული, ველური და ინსტინქტური ძალა მიდის საკუთარი თავის მაგისტრალური, სრულყოფილი ფლობისკენ და  ფიზიკურ სიმახინჯეში ვლინდება სულიერი სილამაზე, ფიზიკური სიმახინჯე გარდაიქმნება სულიერ სილამაზედ.

მითოლოგია ისევე როგორც ქანდაკების ხელოვნება გვიჩვენებს რომ მეტ-ნაკლებად საზარელ მახინჯი ადამიანის უკან არის ღმერთი.

 

ფიზიკურად მახინჯ უცნაურ  სოკრატეში  იყო ლამაზი სული და ღმერთი. ეს დაინახეს მისმა მოწაფეებმა.

 

სოკრატე   სულების ბებიაქალი

 

მამა სოფრონისკემ თავის შვილ სოკრატეს ასწავლა მოქანდაკის ხელობა.  დედა ფენარეტმა თავის შვილ სოკრატეს ასწავლა ბებიაქალის ხელობა. ფილოსოფოს სოკრატეს უნდოდა სულების მოთმინებით გამოძერვა-გამოკვეთა-გამოთლა. ის არ ჩქარობდა და ყურადღებით აკვირდებოდა მსმენელთა მეტამორფოზებს.

ყველაზე დასამახსოვრებელი იყო დელფოს სამისნოს გამოთქმა « შეიცან თავი შენის » დაუღალავი გამეორება.

არაფერსა აქვს აზრი თუ კი არ ვიცნობთ საკუთარი მეობის ცენტრს, საკუთარ საზღვრებს, მათი გადალახვის თუ მათთან შეწყობის შესაძლებლობებს.

სოკრატეს უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი ალკიბიადესთვის იყო ის რომ უნდა გამოვთალოთ საკუთარი მეობა სხვა ადამიანის აუცილებელი შუამავლობით.

საკუთარი თავი რომ შეიცნო უნდა შეხედო საკუთარ თავს. სხეულიდან თანდათანობით გადახვალ სულზე, სულიერ ხედვაზე. ხორციელი თვალი და სულიერი თვალი ირეკლებიან ერთმანეთში როგორც ქონება-ფლობა და სიცოცხლე-არსებობა.

საკუთარი თავის შეცნობის მოთხოვნა ამზადებს მორალური და ინტელექტუალური სიბრძნის გაღვიძებას.

სოკრატეს უნდა ალკიბიადესთვის იმის ჩვენება რომ  თუ კი პოლიტიკოსს უნდა სამართალი და მართლმსაჯულება მან უნდა იცოდეს თუ რა არის ადამიანის ღირსება,სათნოება, უმანკოება. თუ კი პოლიტიკოსს უნდა მარტო კმაყოფილება ის იბნევა  თვითონ და აბნევს ქვეშევრდომ-მოქალაქეს.

ფილოსოფოსმა, სიბრძნის მოყვარულმა, უნდა იცოდეს ადამიანური, ღვთაებრივი ადამიანურში და მის გარეთ.

სოკრატე ასწავლიდა ახალგაზრდებს რომელთაც დაბადებით შეეძლოთ ათენში მაღალი თანამდებობების დაკავება.

სოკრატე მუდამ ხმამაღლა ამბობდა რომ მან იცის რომ არაფერი იცის, მაგრამ ის შესანიშნავად იცნობდა ადამიანის სულს. სცნობდა ადამიანის სულიერ ღირსებებსაც და მანკიერებებსაც.

ის ასწავლიდა რომ ფილოსოფია არის ჭშემარიტების ძიება და არა  ფულით დაქირავებული ყბედი სოფისტი ორატორისგან მიღებული ცოდნა. ჭეშმარიტების ძიება და არა კომპრომისი ტყუილის და კორუფციის ძალებთან

 

პლატონის « თეეტეტი »  სოკრატეს აღწერს როგორც ბებიაქალი დედამისის ხელობის მცოდნეს.

სოკრატემ იცის თუ  ვინაა უნაყოფო და ვინ არა, იცის ტკივილების გაყუჩება, საქმის ბოლომდე, შვილის გაჩენამდე მიყვანა…

თვითონ უშვილო სოკრტე ღმერთების დახმარებით აჩენდა სხვა ადამიანების სულს.

 

ამას გარდა ანტიკური ტრადიცია  სოკრატეს თვლის პირველ პოეტ მეზღაპრედ.

ეს მოკვდავი ურთიერთობდა ღმერთებთან და უშიშრად იყენებდა მონაგონს ჭეშმარიტების სათქმელად.

 

ნიცშე  სოკრატეში ხედავდა ხელოვანს, მუსიკოსს, რომელმაც  შეარიგა ერთმანეთთან ხელოვნება და მეცნიერება.

 

  პოლისის ბზიკი

 

სოკრატე ბზიკივით კბენდა უსამართლო, უტვინო და უნამუსო თანამედროვეებს და ამით აღიზიანებდა, აფხიზლებდა მათ.

ის ამბობდა რომ სხვას არ უნდა ჩასჩარო ბურთი პირში, არ უნდა გააჩუმო სხვა, პირიქით, თვითონ შენ უნდა იყო  კეთილი, სიკეთის მოქმედი ქველმოქმედი ადამიანი.

 

ფილოსოფია არის ცის და მიწის შეხვედრის ადგილას, მას არც ერთი ეზიზღება და არც მეორე. ის შეგვახსენებს მიწის და ზეცის კავშირს ერთმანეთთან.

რა დაემართება ათენს მისი გამომფხზლებელი ბზიკის სიკვდილს შემდეგ ? სვამს კითხვას ბრალდებული სოკრატე.

ქალაქი ისევ დაიძინებს, უაზროდ იხეტიალებს თუ სხვა ბზიკი გამოჩნდება?

სოკრატეს ბოლომდე აინტერესებს მშობლიური ათენის ბედი.

 

მას უნდა რომ ათენი მშვიდობაში იყოს საკუთარ თავთან, აღდგეს, პელოპონესის ომის დროს სპარტასთან დამარცხებულმა ათენმა მოიშუშოს ჭრილობები.

ძვ.წ. 403 წელს ოლიგარქიამ დაგმო სოკრატე, რასას მოყვა სოკრატეს გასამართლება და მისი სიკვდილი.  ეს ისტორია არის ათენის პოლიტიკური ისტორიის გულში.// გაგრძელება იქნება//

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s