გრანგულ ლიტერატურაზე ჯეელებს 1

 

Afficher l'image d'origine

Afficher l'image d'origine

ტანკის და კალაშნიკოვის სროლის გარდა თუ ვინმეს კითხვაც უყვარს ხომ კარგი…

ფრანგული ლიტერატურა შუა საუკუნეებიდან დღემდე

 

სახელმძღვანელო ფრანგი ჯეელებისთვის და ქალიშვილებისთვის

Bescherelle, Chronologie de la littérature française du Moyen Âge à nos jours, Paris,2014

// ანუ ფრანგული ლიტერატურის ქრონოლოგია შუა საუკუნეებიდან დღემდე//

          1

მეცხრე-მე-15 საუკუნეები, შუა საუკუნეები

 

 

შუა საუკუნეების ლიტერატურა მოიცავს ხუთ საუკუნეს.

ეს ლიტერატურა მეტისმეტად ხშირად დაყავთ დიდ მითებზე //ტრისტანი და იზოლდა, მეფე არტური და მრგვალი მაგიდის რაინდები//.

არადა ამ დიდ ხანაში გაჩნდა ენა რომელიც დაიბადა ლიტერატურასთან ერთად.

ამას გარდა შუა საკუნეებში არც მწერლობა, არც ხელნაწერთა გავრცელების ხერხი, არც ტექსტების ბუნება არ შეესაბამება იმას რასაც დღეს ვუწოდებთ ლიტერატურას.

იმხანად ეს სიტყვაც კი არ არსებობდა.

მიუხედავად ამისა ფრანგული პოეზია და პროზა გაჩნდა სწორედ შუა საუკუნეებში და მთელი ფრანგული ლიტერატურა მომდინარეობს აქედან.

თავიდან იყო ენა

შუა საუკუნეების ლიტერატურა თავიდან არის ფრანგული ლათინურის გულში.

849 წლის სტრასბურგის ფიცები //Serments de Strasbourg//. არის ფრანგულის პირველი დადასტურება ოფიციალურ ტექსტში. ამან გზა გაუხსნა დოილის ენებს დოილის //langues d’oil// ჩრდილოეთში და დოკის ენებს//langues d’oc//   სამხრეთში.

დოილის ჩრდილოურ ენებზე გაჩნდა ეპიკური თხრობა, დოკის სამხრეთის ენებზე კი სასიყვარულო პოეზია.

მე-12 საუკუნეში აყვავდა  ორიგინალური ფრანგული ლიტერატურა. მას ჰქონდა 3 ფორმა. უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმები იყო გმირული საგალობელი, რომანი და ლირიკული პოეზია რომლებსაც განასახიერებენ როლანდის საგალობელი, ტრუას რომანი და ფან ამორ //Chanson de Roland, Roman de Troie , la fin amor //.

 

 

წერა შუა საუკუნეებში

 

წერა შუა საუკუნეებში იყო ხელოვნების დარგი. მწერალი იწერდა ზეპირად დამახსოვრებულ და ზეპირად წარმოთქმულ ან ნამღერ თხზულებას.

ყოველი, ხშირად მდიდრულად დასურათებული ხელნაწერი ძალიან ძვირფასი უნიკალური ქმნილება იყო.

ელიტისთვის განკუთვნილი წიგნი იშვიათობა და ფუფუნება იყო.

მაგრამ ზეპირმა შემოქმედებამ ვერ აჯობა მცირერიცხოვან ხელნაწერებს.

მაგრამ ზეპირმეტყველება არსებით რამედ დარჩა შუა საუკუნეების შემოქმედებისთვის. შუა საუკუნეების შემოქმედება არსებობდა ნაგალობები ან მონათხრობი მიზანსცენის სახით.

 

მას არისტოკრატებს თუ ხალხს უყვებოდნენ და უგალობდნენ მობილური მოხეტიალე ჟონგლიორ-დეკლამატორები // jongleurs//.

 

თხზულებები, მათი საზოგადოება, მათი წრე

მე-12 საუკუნემდე ლიტერატურა მისაწვდომი იყო მხოლოდ სასულიერო წოდებისთვის და მეფის კარისთვის, არისტოკრატიისთვის.

ყველაზე სახელგანთქმული იყო მეფე ანრი მეორის და  დედოფალი ალიენორ აკვიტანელის ირგვლივ შეკრებილი საზოგადოება.

თეატრის განვითარებაში წამყვანი როლის შესრულება თანდათანობით დაიწყო ქალაქმა.

ქალაქელები ხალისით მონაწილეობდნენ სპეკტაკლებში და უყურებდნენ მათ. გაჩნდნენ ფარსული პერსონაჟებიც.

ავტორის გაჩენა

საზღვარი ავტორს და გადამწერს შორის თავიდან გაბუნდოვანებული იყო გადაწერის და გადაცემა-გავრცელების ხერხით.

მაგრამ გაჩნდნენ დიდი ავტორები მარი დე ფრანს, კრეტიენ დე ტრუა, ჟან დე მენ // Marie de France, Chretien de Troyes, Jean de Meung//.

მათი ბიოგრაფიები უცნობია, პორტრეტები-უიშვიათესი…

881-882

ჩნდება ფრანგული  ლიტერატურა

 

« პატარა უმანკო გოგონა ევლალია, ლამაზი იყო მისი სხეული, მაგრამ უფრო ლამაზი იყო მისი სული ».

 

1837 წელს Valenciennes- ბიბლიოთეკაში იპოვეს წმინდა ევლალიას საგალობელი //Cantilène de sainte Eulalie თუ Séquence de sainte Eulalie//.

ესაა ოილის ენაზე დაწერილი პირველი თხზულება// უფრო ადრეულები არ გადარჩა//.

 ეს ენა, რომელსაც მაშინ ეწოდებოდა « რომანული » // roman//  იყო ლათინურიდან გამოსული დიალექტი რომელზეც ლაპარაკობდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში.

ის განვითარდა თანამედროვე ფრანგულისკენ.

ამიტომაა რომ მხოლოდ 29 სტროფის შემცველ  უცნობი ავტორის მიერ შეთხზულ ამ ნაწარმოებს აქვს დიდი ისტორიული, ლინგვისტური,  მეტიც, მუსიკოლოგიური მნიშვნელობა.

ამ თხზულების დანიშნულებაა წმინდანის მარტვილობის პოპულარიზაცია წირვის დროს.

ამ თხზულებით გაჩნდა ფრანგული ლიტერატურა.

 

წმინდა ევლალიას რელიქვიები 878 წელს მოათავსეს Valenciennes-ის ახლოს მდებარე მონასტერში Saint-Amand. იქ  881-882 წლებისთვის დაიწერა თხზულება.ავტორი ანონიმია.

თხზულება ყვება თუ როგორ  არ მოინდომა ქრისტიანობის უარყოფა ძლივს 13 წლის გოგონამ. მან გადაიტანა წამება. « ის დაწვეს, მაგრამ ის არ დაიწვა ». და როდესაც მას თავი მოკვეთეს ის « მტრედივით გაფრინდა ცაში ».

აი მაგალითი რაზეც უნდა იფიქრონ ქრისტიანებმა წირვის დროს.

ლიტურგიიდან ლიტერატურამდე

ამ ტექსტს გალობდნენ წირვის დროს ორ ალილუიას შორის.  რომანულ ენაზე დაწერილი ეს ტექსტი მთლიანად ჩაწერილი იყო ლიტურგიაში.

მისი პედაგოგიური ასპექტი უფრო წინაა ვიდრე მისი ლიტერატურული ასპექტი…

სალაპარაკო ლათინურიდან გადასვლა რომანულ ენებზე მოხდა სპონტანურად.

მაგრამ რომანული ენების ჩაწერას სჭირდებოდა სამღვდელოების და რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების დახმარება.

ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა ფრანგული ენის გავრცელებაში. მან 813 წელს, ტურის კრების დროს, მოუწოდა მღვდლებს ხალხურ და არა ლათინურ ენაზე ქადაგებისკენ რათა მათი ქადაგება გაეგოთ იმათაც ვინც არ იცოდა წერა-კითხვა.

მეორე გადამწყვეტი თარიღია 842 წელი. ამ წელს კარლოს დიდის შვილიშვილებმა შეკრეს პოლიტიკური კავშირი. ეს იყო ფრანგულ ენაზე დაწერილი სტრასბურგის ფიცები //Serments de Strasbourg//.

1098

როლანდი არის პირველი გმირული საგალობლის //chanson de geste// გმირი.

ანონიმური ავტორის ეს თხზულება დაიწერა 1098 წლისთვის.

chanson de geste არის გმირობათა აღმწერი საგალობელი.

ეს ეპოპეები ხდება კარლოს დიდის ან მისი შვილების დროს, მეცხრე საუკუნეში.

ისინი ოჯახურ საგებს უზავებენ ფეოდალურ ისტორიას.

სულ პირველი მათგანი არის როლანდის საგალობელი, თუ სიმღერა როლანდზე //Chanson de Roland//.

 

ესაა რეალური ფაქტებით შთაგონებული თხრობა

თხზულება ყვება თუ როგორ დაესხნენ თავს კარლოს დიდის ჯარის არიეგარდს არაბი სარაცინები. სარდლები იყვნენ კარლოს დიდის ძმისშვილი როლანდი და 12 პერი, მათ შორის ოლივიე.

როლანდი და მისი თანამებრძოლები გმირულად დაიღუპნენ პირენეებში რონსევალის უღელტეხილთან.

როლანდმა ბუკით გააგებინა ღირსეული დამარცხების შესახებ თავის ბიძას. ბიძამ შური იძია.

 

ეს ბრძოლა მართლაც მოხდა 778 წლის 15 აგვისტოს. დამარცხება სინამდვილეა.

 

თხზულების დანარჩენი ნაწილი წმინდა წარმოსახვაა.

კაროლინგური ქრონიკები  მალავენ კარლოს დიდის მარცხს რაზეც ყვებიან არაბი ისტორიკოსები.

პოემა მალე ძალიან პოპულარული გახდა.

ფიქტიური ეპოპეაც კი ისტორიული მეხსიერებაა.

როლანდის საგალობელი დაიწერა მაშინ ჩრდილოეთ საფრანგეთში გავრცელებულ რომანულ ენაზე ოილ….

 

1160

რომანად გადაქცეული ტროას ისტორია//Roman de Troie//

ესაა ძველი ბერძნული თხზულებით შთაგონებული ამბავი. ასეთი თხზულებები ბერძნულ დამფუძნებელ ტექსტებს გადასცემენ დასავლეთს.

 

ახალი ჟანრი

1150 წლამდე ტექსტებს გალობდნენ ან კითხულობდნენ.

ამ ტიპის თხზულებები კი განკუთვნილია ხმამაღლა წასაკითხად.  ესაა პირველი ასეთი ტექსტი.

მე-13 საუკუნეში დაიწყეს განმარტოებით კითხვა.

ჩვენთვის უცნაური დეტალი-შუა საუკუნეების რომანი გალექსილია.

თარგმანი, გადაცემა

 პირველი რომანები ანტიკურ ეპოპეებს გადააქცევენ რომანად  რათა გაიხსენონ ძველი თხზულებები და გაეჯიბრონ მათ.

როდესაც Benoît de Sainte-Maure-მ 1160 წლისთვის დაწერა  ტროას რომანი // Roman de Troie//  მან დაიწყო translatio studii ანუ ანტიკური ცოდნის გადაცემა დასავლეთში.

კლერკმა მოახდინა ტროას ომის ეპიზოდების ადაპტაცია და დაუმატა  თებეს და არგონავტების ლეგენდები, სასწაულთა მოთხრობები და სასიყვარულო თავგადასავლები.

 

შუა საუკუნეების პირველი რომანები ზურგს აქცევენ გმირულ საგალობელთა კაროლინგურ სამყაროს.

Alexandre de Paris-მა 1160 წლისთვის დაწერა

ალექსანდრეს რომანი, Romand’Alexandre, ალექსანდრე დიდის ცხოვრების ფიქტიური მოთხრობა.

გმირის დაპყრობების და აღმოსავლეთში მისი მოგზაურობების საოცრებათა გარდა  ავტორი აღწერს საზოგადოების ახალ მოდელს.

1165-1170

პოეტესა მარი დე ფრანს //Marie de France // თხზავს გალექსილ ზღაპრებებს //Lais//

ესაა კელტური ლეგენდარული წყაროებით,სასწაულით, ფეერიით და მაგიით შთაგონებული თხზულებები.

ამას გარდა ავტორმა დაგვიტოვა ზღაპრების პირველი ფრანგული კრებული და წმინდა Espurgatoire Patrice-ს ცხოვრება.

მაგრამ ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ამ დიდებული პოეტი ქალბატონის შესახებ.

სახელადაც მას ეს დაარქვეს იმიტომ რომ თხზულებაში ის ამბობს რომ არის მარი საფრანგეთიდან.

ესაა ლათინურის არმცოდნე  საერო პირებისთვის განკუთვნილი თხზულებები.

 

კელტური ლეგენდების და ფოლკლორული მოთხრობების ეს ფრანგული ადაპტაციები უნდა ემღერათ სიმებიანი ინსტრუმენტის თანხლებით.

პლანტაგენეტების კარი

ალიენორ აკვიტანელმა და მისმა მეუღლე ჰენრი მეორემ, ინგლისის მეფემ 1154 წელს, რომელსაც მიუძღვნა მარი დე ფრანსმა თავისი თხზულებები, ინგლისურ-ნორმანული კარი გადააქციეს როგორც ფრანგულად ისე ლათინურად ბრწყინვალე ლიტერატურულ ცენტრად.

იქ აყვავდა პირველი ფრანგული რომანები, ტრუბადურთა პოეზია, იქაა არტურის ლეგენდის ისტორიული წყაროები.

მე-12 საუკუნეში აქტიური ლიტერატურული ცენტრები იყო მონასტრების გარეთაც.

 

 

1170

ტრისტანს უყვარს მეფე მარკის მეუღლე იზოლდა

ტრისტანს და იზოლდას ღრმა მაგრამ დამნაშავე სიყვარულით უყვართ ერთმანეთი. მარტო სიკვდილი შეძლებს მათ გაერთიანებას. მითიურ საყვარელთა ისტორიამ ფორმა პირველად მიიღო 1170-1173 წლებში.

ტრისტანის და იზოლდას სიყვარული-ვნება

კორნუელის მეფე მარკის დამ გააჩინა ტრისტანი და გარდაიცვალა.

ტრისტანი გაიზარდა ბიძასთან.

მოზარდმა ტრისტანმა თავი გამოიჩინა ეპიკური გმირობებით.

ირლანდიელი გიგანტი მორჰოლის მიერ დაჭრილ ტრისტანს უმკურნალა ოქროსთმიანმა იზოლდამ.

ამასობაში მარკმა გადაწყვიტა ცოლად მოყვანა იმისა ვისი ოქროს თმაც მას მოუტანა მერცხალმა.

ტრისტანმა მიუყვანა იზოლდა თავის ბიძას.

მაგრამ მგზავრობის დროს ახალგაზრდებმა შეცდომით დალიეს მარკისთვის განკუთვნილი ჯადოსნური სასიყვარულო სასმელი.

ერთმანეთში უსაზღვროდ შეყვარებულ ტრისტანს და იზოლდას  მოუწიათ მალვა სიკვდილამდე.

 

სიყვარულის მითი დასავლეთში

ბრეტანის საყვარელთა ისტორია უზომოდ პოპულარული იყო მე-12 საუკუნეში.

მან დასავლეთში შექმნა სიყვარულის ერთ-ერთი მითი.

ის განადიდებს ტრისტანის და იზოლდას უბედურ სიყვარულს. მათ სიცოცხლეში არ შეუძლიათ ერთმანეთის სიყვარული. ისინი ერთმანეთს უერთდებიან სიკვდილში.

სიყვარულის, ტანჯვის და სიკვდილის კავშირის სიმბოლოა  მაგიური სასმელი რომელიც დალიეს საყვარელებმა :

« თქვენ თქვენი სიკვდილი დალიეთ ! » , იყვირა მათმა მხევალმა….

 

მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეები

მრგვალი მაგიდის რომანები

 

ფრანგულ ლიტერატურაში 1155 წლიდან Wace-ს Roman de Brutთან ერთად გაჩნდა მეფე არტურის და მისი მრგვალი მაგიდის რაინდების ლეგენდა.

მაგრამ არტურის კურტუაზული რომანის ავტორია მარტო კრეტიენ დე ტრუა//Chretien de Troyes,ქართულად ქრისტიანი ტრუადან//.

არტურის ლეგენდის საგა

« ბრეტანის მასალა » // ანუ ბრეტანის თემები//

გალექსილ და პროზაულ მოთხრობათა ცენტრშია მეფე არტურის და მრგვალი მაგიდის რაინდთა საგა. ყველაფერი ეს ქმნის ე.წ. ბრეტანის მასალას // « matière deBretagne//.

 

მე-12 საუკუნიდან ეს ლეგენდა ფრანგულად გალექსა Robert Wace-მა// რობერ ვასმა//  Roman de brut-ში. ეს ბრუტი არის ბრუტუსი,ენეოსის შვილიშვილი. ის ყვება არტურის დაბადების, მისი და მრგვალი მაგიდის რაინდების გმირობების შესახებ.

მე-14 საუკუნეში სხვადასხვა ავტორებმა სხვა თავგადასავლები დაუმატეს ამ ისტორიებს. ამ ავტორებს შორის ყველაზე სახელგანთქმულია Chretien de Troyes, კრეტიან დე ტრუა.

 

მაგრამ მე-16 საუკუნის შუა ხანებიდან არტურის ლეგენდა მიივიწყეს.

ის მე-19 საუკუნეში გაიხსენეს რომანტიკოსებმა. შემდეგ კი არის ფილმებიც და ტელესერიალებიც მეფე არტურის და მისი რაინდების გმირობათა თემაზე.

 

საოცარი თავგადასავლიდან ღმერთის სიყვარულისკენ

არტურის რომანებში ბატონობს საოცარი, სასწაულებრივი,. რომანები სავსეა ზებუნებრივი არსებებით., მაგ. არიან ჯადოსანი მერლინი, ფერიები  Viviane, Morgane. რაინდები ებმებიან არაჩვეულებრივ თავგადასავლებში // ისინი ებრძვიან დრაკონებს მაგიური იარაღით, მაგ. არტურის მახვილი ესკალიბურით//.

სასწაულებრივი ფენომენები გაქრისტიანებულია და გარდაქმნილია ღვთაებრივ ნიშნებად, მეტიც, სასწაულებად  როდესაც მრგვალი მაგიდის ცენტრში გრაალში ჩნდება ქრისტე ბავშვი…

 

რაინდული იდეალი.

რაინდობა იყო ორფეხა ბარბაროსი მხეცის გარდაქმნა ქრისტიან მეომრად. რაინდს თავისი სიუზერენის სამსახურის და დაცვის გარდა ევალებოდა ეკლესიის, მანდილოსნის,ქვრივ-ობლების, საზოგადოდ სუსტების დაცვა.

 

  მრგვალი მაგიდის 6 რომანის ავტორი Chretien de Troyes // 1135-1185 წლები//

ესაა შუა საუკუნეების უდიდესი მწერალი. ის ალბათ იყო შამპანელი მღვდელი.

მან მოიგონა მწერლობის ახალი ხელოვნება რომელიც ეფუძნება ზეპირი ან წერილობითი წყაროების მიერ მიწოდებულ სიუჟეტს, ხშირად დამკვეთის მიერ ნაკარნახევ საერთო მიმართულებას და კომპოზიციას.

   იდი ავტორი  ობიექტურია. ის აღწერს რაინდთა ადამიანურ შეცოდებებსაც და იცავს ცოლ-ქმრულ სიყვარულს.

    რაინდი არ უნდა იყოს ეგოისტი  ჰედონისტი ის უნდა ემსახურებოდეს ღმერთს და მოყვასს, ესაა იდეალი.

 

 

1175-1250

   ულმობელი მასხარა მელა-Renart ამარცხებს ძველ იდეალს

 

Roman de Renart-რომანი მელაზე, ესაა მეთორმეტე საუკუნის ბოლოს-მე-14 საუკუნის ფრანგული ქალაქური ლიტერატურის ძეგლი. ის დიდად პოპულარული იყო ფლანდრიელებშიც, ჰოლანდიელებშიც, გერმანელებშიც, ინგლისელებშიც.

 

ესაა 2 ათეული ზღაპრის თუ «შტოების»  კრებული.  ზღაპრები გაჩნდა სხვადასხვა დროს 1175-1250 წლებს შორის. ისინი გააერთიანეს გადამწერებმა ალბათ იმიტომ რომ ზღაპრების უმეტესობაში მოქმედებენ ერთი და იგივე პერსონაჟები //მელა, მგელი, ლომი, და ა.შ.//.

კრებულის უძველესი ნაწილი თარიღდება 1175 წლით. მის ავტორად ითვლება პიერ სენ-კლუ.

 

 აი ეს მელა და სამხეცე მასხრად იგდებენ ფეოდალურ იერარქიას //ეს მასხარაობა გაგრძელდა გილიოტინით და ტანკით თბილისის დანგრევით. ადამის და ევას ყველა შთამომავალს ვუსურვებ უკეთეს მომავალს//.

მელა დარბის,დაძვრება  საკვებ-სასუსნავის საშოვნელად და ჩხუბობს სხვა მხეცებთან.

მელა განასახიერებს თამაშის, ხორციელი სიამოვნების სულს. ის ზოგჯერ ასწორებს შცდომებს.

მხიარული, მასხარა მელა ულმობელიცაა. ის სიმპატიურიცაა და ანტიპატიურიც.

ის თანდათანობით ხდება ბოროტი და მატყუარა. ბოლოს და ბოლოს მას აიგივებენ ეშმაკთან

 

ფეოდალური სამყაროს პაროდია

 

 კრებულის უფრო გვიანი ნაწილები ნამდვილი ცხოველური ეპოპეაა. ისინი  ქმნიან ფეოდალური სისტემის პაროდიას.

ცხოველთა საზოგადოება ფუნქციონირებს როგორც შუა საუკუნეების საზოგადოება.

მეფეა კეთილშობილი ლომი, დედოფალია ამაყი ლომი. სხვა მხეცები არიან კარისკაცები.

ეპოპეის და კურტუაზული რომანის პაროდიების უკან არის სოციალური კრიტიკაც.

მელა რენარის შეჯახებები კეთილშობილთან მელას გადააქცევენ ფეოდალური წყობის მოწინააღმდეგედ.  ამან სახელი გაუტეხა მელას იმ ხანაში როდესაც არსებითად ითვლება მეფისადმი ერთგულება.

ამ მოთხრობებში სატირის და არსებული რეალობის მასხრად აგდების გამო ბატონობს სიცილი.

 

    უკვდავი მელა

   Roman de Renart-ის წყაროები არის ანტიკურ ხანაში.

ბერძენი მეზღაპრე ეზოპეს მოთხრობები ლათინურ ადაპტაციებში Romulus სხვა მოთხრობებს შეურიეს 1175 წელს. ასე გაიცნო შუა საუკუნეებმა ეზოპეს თემები.

 

Roman de Renart-ის მასხარაობა გრძელდება დღემდე და ამდენი სიცილ-ხარხარის შემდეგ ზოგჯერ მთელი ქვეყნები გადაიქცევა ნანგრევების გროვად, ეეჰ…

 

                  1225-1230

 გრაალის ძიებამ შთააგონა პირველი პროზაული რომანები

 

 გრაალისადმი მიძღვნილი პირველი პროზაული რომანები ორგანიზებულია ციკლებად.

მათ ყავთ სხვადასხვა ავტორი, მაგრამ საერთო კომპოზიცია დარღვეული არაა.

 თავიდან უტილიტარული, იურიდიული და რელიგიური თემებისთვის განკუთვნილი ფრანგული პროზა  აყვავდა და გაიფურჩქნა მე-13 საუკუნეში. შუა საუკუნეების ბოლოს ის გადაიქცა თხრობის ყველაზე გავრცელებულ ფორმად.

 

გრაალი, მრგვალი მაგიდის რაინდების საკრალური ძიება

რელიგიური პროზის შემდეგ რომანთა ციკლებიც აცხადებენ პრეტენზიას იმაზე რომ მათშიც არის ღვთაებრივი გამოცხადება.

ყველაზე გრძელი და სახელგანთქმული, Lancelot-Graal,  ლანსლოს და მისი ვაჟიშვილი გალაადის თავგადასავლებით ყვება გრაალის ისტორიას ქრისტეს დროიდან მეფე არტურის სიკვდილამდე.

გრაალი ეჩვენება მრგვალი მაგიდის რაინდების კრებას და ისინი მიდიან მის საძებრად.

მაგრამ გარყვნილება-კორუფცია მოუღებს ბოლოს არტურის სამეფოს და მართალი გალაადი დააბრუნებს გრაალს აღმოსავლეთში.

 საკრალური სიყვარული, არასაკრალური, უკანონო,მრუში//adultère// სიყვარული

Lancelot-Graal-ში ლანსლოს უკანონო სიყვარულით უყვარს  დედოფალი გენიევრ.

ეს რაინდი კიდევ ახდენს გმირობებს, მაგრამ ის ვერ ეზიერება გრაალის საიდუმლოებებს რომლებიც წმინდა, მართალი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.

რომანის ცენტრშია გრაალი. განდიდებულია ღვთაებრივი სიყვარული და არა სექსუალური რევოლუცია. ღმერთის რჩეული გალაადი რჩება ცოდვილი ლანსლოს შვილად.

 

                        გრაალი

 გრაალი არის მრგვალი მაგიდის რაინდების ძიების ობიექტი. ეს მითიური ობიექტი ხშირად გაიგივებულია თასთან რომლიდანაც უნდა დაელია ქრისტეს საიდუმლო სერობის დროს და რომელშიც უნდა ჩაღვრილიყო ჯვარცმული ქრისტეს სისხლი.

სრტურის ლეგენდაში ჯადოსანმა მერლინმა უბიძგა მრგვალი მაგიდის რაინდებს გრაალის ძიებისკენ, ეს აუცილებელი იყო უმძიმესად დაჭრილი ერთი მეფის განსაკურნავად. ეს ძიება სასიკეთო ბოლომდე მიიყვანეს Bohort-მა, Perceval-მა და Lancelot-ს ვაჟიშვილმა Galaad-მა.

 

   1250-1274

   საფრანგეთის დიდი ქრონიკები ქმნიან სამეფოს ისტორიას

1250 წლამდე საფრანგეთის მონარქიის ისტორია იწერებოდა ლათინურად.

მაშინ წმინდა ლიუდოვიკომ (Saint Louis) სენ-დენის მონასტრის ბერ Primat-ს დაუკვეთა საფრანგეთის მეფეთა ოფიციალური ისტორიის დაწერა ფრანგულად //ამ მონასტერში ინახებოდა სამეფო არქივები//.

Primat-მა თავისი მეფეთა რომანი დაასრულა 1274 წელს. წმინდა ლიუდოვიკოს სიკვდილისთვის

Primat-მა განადიდა საფრანგეთის მეფეები.

მან თქვა რომ საფრანგეთის მეფეები არიან მხეცი ელინების მიერ დაქცეული აღმოსავლეთის დიდი ქალაქი ტროას გმირის. ელენე მშვენიერის გამტაცებელი  და შემდეგ ქალაქი პარიზის დამფუძნებელი პარისის შთამომავლები.

 საფრანგეთის დიდი ქრონიკები შედგება 700 ხელნაწერისგან. ეს უდიდესი ბესტსელერია…

 

მეთორმეტე საუკუნის ბოლო-მეთხუთმეტე საუკუნე, fabliau-დან ფარსამდე

   შუა საუკუნეების სიცილი

გალექსილი სასაცილო ზღაპრები

 

Fabliau-ები, ართულად ალბათ შეიძლება ითარგმნოს როგორც ზღაპრუკები, არის მოკლე ბურლესკული, მასხრული   გარითმული მოთხრობები.

ესაა დიდაქტიკური მოთხრობები// როგორც ლაფონტენის არაკები//. მაგრამ უფრო ფართოდ ესაა ფიქტიური მოთხრობები.

ამით უნდათ სერიოზული მორალის სწავლება. მაგრამ ეს ზღაპრუკები ეფუძნებიან მოტყუება-გაბრიყვებას და მიზნად ისახავენ გართობას.

მათ არ კითხულობენ, მათ წარმოადგენენ, საჯაროდ ათამაშებენ ჟონგლიორი-აკრობატები, რომლებიც ხაზს უსვამენ ამ ზღაპრუკების კომიკურ მხარეს.

ამ ზღაპრუკების თემები აღებულია სხვადასხვნა ქვეყნის ფოლკლორიდან და ანეგდოტების კრებულებიდან.

ზღაპრუკები  ლაპარაკობენ ქალთმოძულეობა-მიზოგინიაზე, იქაა ანტიკლერიკალიზმი, ცოლქმრული ღალატი. მათი პერსონაჟებია ეჭვიანი, მოტყუებული ქმარი, ეშმაკი ქალი, უწესო ბერი,დასახიჩრებული მაცთური მექალთანე.

 მრავალი ზღაპრუკა სცდება წესიერების ფარგლებს, გამოირჩევა სიუხეშით და უხამსობებით.

ესაა მარგინალების ლიტერატურა, ლიტერატურა მარგინალებისთვის.

ეს ნამდვილად არაა დედოფალი ალიენორ აკვიტანელის დახვეწილი და თავაზიანი ლიტერატურული წრე….

 

მე-15 საუკუნიდან ჩნდება ამ ზღაპრუკებიდან გამოყვანილი ფარსი.

ესაა კომიკური შესვენება საკმაოდ რთულ ცხოვრებაში.

გამოყავთ მოტყუებული მატყუარები, ვითარების შებრუნება ხშირად დაკავშირებულია სასიყვარულო სამკუთხედთან რომელსაც ამჟღავნებს გულუბრყვილო პერსონაჟი.

ფარსის პერსონაჟები ლაპარაკობენ ჟარგონით და არა დახვეწილი ლიტერატურული ენით. დაფასებულია პანტომიმაც…

თეატრალურ წარმოდგენებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა შუა საუკუნეების სოციალურ ცხოვრებაში. ეს უნიკალური კოლექტიური მოვლენა ხშირად ხდებოდა დღესასწაულის დროს როდესაც მსახიობებიც და მაყურებლებიც ერთად ცეკვავდნენ, აწყობდნენ მსვლელობებს და პაროდიულ ცერემონიებს. მაშინ მაყურებელი არ იჯდა წყნარად ბილეთით ხელში.

 

     1461-1462

 გისოსების უკან მყოფმა  ფრანსუა ვიონმა//François Vilon// დაწერა ანდერძი

საუკუნის ბოლოს იყო არა მარტო პოეზია, მაღალი თუ ფარსული კულტურა. გაჩნდა ციხის თემაც.

ყველაზე სახელგანთქმული პატიმარი პოეტი, მაგრამ აგრეთვე  არამზადა პოეტი იყო ფრანსუა ვიონი, რომელმაც დაწერა ანდერძი //Testament//.

 ცუდი ბიჭის ცხოვრება

მამით ობოლი François de Montcorbier აღზარდა კანონიკმა ვიონმა. და ბიჭმა აიღო აღმზრდელი მამის გვარი.

 მაგრამ ამ ბიჭმა იქურდა, იჩხუბა, 1455 წელს კი მოკლა ვიღაც მღვდელი. 2 წლის შემდეგ კი მან  დაწერა მხიარული ტონის ლექსი რომელშიც ამბობდა რომ  მეგობრებს უტოვებს ქონებას //რომელიც სინამდვილეში არ ქონდა//.

მისმა ანდერძმა არსებითად  მელანქოლიური და დარდიანი ტონით გაიმეორა ეს თემა.

შემდეგ ის ხეტიალობდა და შეხვდა კრიმინალების ბანდას. ამ კრიმინალთა ჟარგონმა მას შთააგონა ბალადები.

ის უცნობი მიზეზის გამო დააპატიმრეს 1461 წელს.

 

ვიონის ანდერძი

 

ვიონი ფიქრობდა რომ მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა და მან 1462 წელს დაწერა თავისი პოეტური კრებული ანდერძი.

შუა საუკუნეების ბოლოს გავრცელდა და განვითარდა ციხის თემა. ციხეს კარგად იცნობდა ბევრი პოეტი. ციხის თემა მუდამ მიუთითებდა სიყვარულის ციხეზე და აფასებდა პოეტურ შემოქმედებას.

ვიონმა კი ილაპარაკა დაკარგულ ახალგაზრდობაზე, თავის სიღარიბეზე, დარდზე სიკვდილის გამო, წარსულის მონატრებაზე.

 

ვიონმა შექმნა იმედგაცრუებული ფხიზელი არამზადა ლირიკული პოეტის ახალი ფიგურა.

ამან მას სახელი გაუთქვა მე-16 საუკუნიდან.

არტურ რემბომ თქვა რომ სამყარო ლოცავს პოეტებს რომლებიც აღიარებენ თავის მარგინალობას. ასე დაამთავრა მან თავისი პაროდია ვიონზე.

 

   ავტორის ფიგურის გამოჩენა

თხზულების და ავტორის ცნება თანამედროვე გაგებით არ არსებობდა მე-13 საუკუნემდე.

 ტექსტები ხშირად ანონიმური და და მაშინაც კი როცა ნახსენები იყო ავტორის სახელი მისი ცხოვრება უცნობი რჩებოდა და ის არ თვლიდა თავს  შემოქმედად.

შუა საუკუნეების დასასრულის ლირიკოსი პოეტი კი ახსენებს თავის პირად ცხოვრებას და ამით აჩენს ავტორის ნამდვილ ფიგურას.

25 წლის მანძილზე ინგლისელების ტყვეობაში მყოფმა Charles d’Orleans-მა დაწერა თავისი ლტოლვილობის ლექსები, თვითონ გადაწერა თავისი ხელნაწერები, იზრუნა მათ დასურათებაზე და ხელი მოაწერა თავისი თხზულებების კრებულს.

ფრანსუა ვიონმა კი თავისი ლექსებით შექმნა ბეჩავი და მარგინალური პოეტის, შეჩვენებულ პოეტებად წოდებულთა წინაპრის მომხიბლავი ხატი.

 

1476

უზარმაზარი წარმატება მოიპოვა მოოქროვილმა, ოქროს ლეგენდამ // La Légende doréé//

 

   შუა საუკუნეებში ეს იყო ბიბლიის შემდეგ ყველაზე მეტად წაკითხული და ყველაზე მეტად გავრცელებული თხზულება. Jacques de Voragine-ს //1228-1298// ოქროს ლეგენდა ყვება წმინდანთა ცხოვრებებს.

ესაა 1476 წელს დაბეჭდილი პირველი წიგნი. ის მოწმობს ხალხურ ენაზე რელიგიური ლიტერატურის დინამიზმზე.

 

    შუა საუკუნეებში ეს იყო ბესტსელერი და არა მარკიზ დე სადის და ჯაბა იოსელიანის თხზულებები. ამ თვალსაზრისით ბევრად უკეთესი დრო იყო.

 

ეს იყო ქრისტიანობის და არა გორბაჩოვის პერესტროიკის სადიდებლად დაწერილი თხზულება. ესეც კარგია.

დანარჩენი ცოტა ხნის მერე

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s