ფრანგული ლიტერატურა ჯეელებისთვის 3

Afficher l'image d'origine

მიშელ დე მონტენი

 

Afficher l'image d'origine

 

Afficher l'image d'origine

 

სახელმძღვანელო ფრანგი ჯეელებისთვის და ქალიშვილებისთვის

Bescherelle, Chronologie de la littérature française du Moyen Âge à nos jours, Paris,2014

// ანუ ფრანგული ლიტერატურის ქრონოლოგია შუა საუკუნეებიდან დღემდე//

 

1549

Joachim du Bellay // იოახიმ დიუ ბელე,1525-1560// იცავს ფრანგულ ენას

 

მან 1549 წელს გამოაქვეყნა პოლემიკური ნარკვევი  და სასიყვარულო სონეტების პირველი კრებული ფრანგულად.

La Défense et illustration de la langue française // ფრანგული ენის დაცვა და დიდება//, რასაც მოყვა L’Olive // ზეთისხილი//.. ყოველივე ეს იუწყება ახალი პოეზიის შესახებ და მრავალი საუკუნით ამკვიდრებს სონეტს.

 

პოლემიკური თხზულება

დიუ ბელემ ყველაფერი ეს დაწერა იმიტომ რომ მას უნდოდა ფრანგული ენის დაცვა ლათინური და იტალიური ენებისგან, ყველაზე მეტად კი უნდოდა ფრანგული ენის განდიდება, მისთვის სახელის განთქმა. დიუ ბელე ეჯიბრებოდა ანტიკურ თხზულებებს.

დიუ ბელეს დროს  ფრანგული ელიტის ენა ისევ იყო ლათინური.  დსუკუნის ბოლოს კი დაწვეს ექიმი რომელიც ფრანგულ ენას ანიჭებდა უპირატესობას ლათინურთან შედარებით.

ხოდა საფრანგეთის ლათინუროვანი ელიტა ამხედრდა ფრანგული ენის მოყვარული გაბედული ფრანგი დიუ ბელეს წინააღმდეგ. მას 1549 წლიდან დააბრალეს პლაგიატი…

 

ნოვატორ დიუ ბელეს ჰქონდა პოლიტიკური პროექტი

დიუ ბელე გვეუბნება რომ პოეტს აქვს პოლიტიკური და პატრიოტული ფუნქცია.

ის აკრიტიკებდა « გაქალაჩუნებულ » კარისკაცებს და  « უმეცარ» ხალხს.

ამიტომ ის დარჩა მარტო მეფის პირისპირ. დიუ ბელეს უნდოდა ძალაუფლების და ცოდნის გადატანა რომიდან პარიზში //translatio imperii et erudii//.

სამხედრო, ლინგვისტური და პოეტური ბრძოლები ერთდება და პოეტი და მეფე ხდებიან საფრანგეთის სამეფოს 2 ბურჯი.

 

50 სონეტი ზეთისხილის სადიდებლად

L’Olive // ზეთისხილი// სონეტების პირველი კრებული ფრანგულ ლიტერატურაში ახორციელებს დაცვის პროგრამას.  ესაა უცხოური მოდელების, პეტრარკას სწავლული პოეზიის იმიტაცია. დიუ ბელემ საფრანგეთში შემოიღო სონეტის მოდა.

ის ხოტბას ასხამს პოეზიის სიმბოლო ზეთისხილის ტოტს.

კრებული ასევე ხოტბას ასხამს ქალს, Marguerite de France-ს რომლის სიმბოლოცაა ზეთისხილის ტოტი.. ამიერიდან აღარაფერია პოეზიისთვის ამაზე უფრო ღირსეული ობიექტი

 

            1549-1585

Pleiade-ს //პლეადას// პოეტები

  დიუ ბელეს მიერ ფრანგული ენის დაცვამ ნავთი დაასხა ცეცხლს.  პლეადამ უკვე დაიწყო პოეტური რევოლუცია. მან თამამად გარდაქმნა ენა და პოეტური ფორმები და ლიტერატურას მიუჩინა ახალი ადგილი.

   მწერლობის განდიდება

ახალი გმირობა

 პოეტების ახალი თაობა 1550 წლისთვის დიდებას ეძებს არა ბრძოლის ველზე არამედ ლიტერატურაში. ჰუმანიზმიდან მან მემკვიდრეობით მიიღო ძველი მწერლობის ცოდნა. მას ეხლა ეს ცოდნა გადააქვს პოეზიაში.

მუზათა სამსახურში გმირულად ჩადგომა უდრის სამხედრო დიდებას :

« ღმერთს არ შევუქმნივარ იარაღის სახმარად და დიდების საძებრად წავედი პარნასზე », თქვა რონსარმა.

სულის არისტოკრატია, პოეზია, გადაიქცა ნამდვილ კარიერად

 

    მეგობართა ჯგუფი

  დიუ ბელე, რონსარი, ბეფი, ჟამინი, ბელო,მანი, ჟოდელი, პონტუს დე ტიარ //Du Bellay,Ronsard,Baif,Jamyn, Belleau,Magny, Jodelle, Pontus de Tyard// ქმნიდნენ ჯგუფს, მაგრამ ეს არ ყოფილა სკოლა.

 

მათი შეხედულება პოეზიის ბუნებაზე ეფუძნებოდა პლატონურ თეორიებს.

პოეზია არის შემეცნების, ცოდნის საშუალება, ადამიანს პოეტად და წინასწარმეტყველად გადააქცევს გაშმაგება მძვინვარება //fureur// და არა ცოდნა თუ მორალური ქცევა.

 

4 « სიშმაგის » //fureur// თეორია

 

  იტალიელმა მარსილიო ფიჩინომ //1433-1499// გააქრისტიანულა პლატონის ნაშრომები  და მისი სიშმაგეთა თეორია //théorie des fureurs// გადააქცია ინიციაციურ დოქტრინად.

4 « სიშმაგე » //პოეზია, სიყვარული, წინასწარმეტყველება, მისტიკა//  ადამიანს აძლევს სამყაროს ცენტრთნ  ანუ ერთთან, სიკეთესთან, მშვენიერებასთან დაახლოების, ღვთაებრივი და მარადიული მშვენიერების ჭვრეტის საშუალებას.

1545 წლიდან საფრანგეთში გავრცელებულმა ამ აზრმა  პოეზია გამოაცხადა ღვთაებრივი წყაროდან მომდინარე ხელოვნებად  და მისცა პოეზიას მისტიკური განზომილება.

პოეზია ხსნის გზას მატერიიდან სულისკენ და ამით ამაღლებს ადამიანის სულს.

 

  3 მთავარი პრინციპი

 

იმიტაცია

პლეადას  პოეტური მწერლობა ეფუძნება ორმაგ მიბაძვას : პოეტი აღფრთოვანებული უნდა იყოს ანტიკური მოდელებით, ბაძავდეს და ჯობნიდეს მათ ვინაიდან  მარტო მიბაძვით ბევრ ვერაფერს მიაღწევ.

დიუ ბელეს უნდა განახლებული ძველი პოეზია.  მან შექმნა მონელების, მეტიც, კანიბალიზმის ხატები.  საუკეთესო ბერძენ ავტორთა მიბაძვა, შთანთქმა, მათი გარდაქმნა, ეგაა პოეზია…

 

ენის განდიდება

 მიბაძვა იძლევა ფრანგული ენის გამდიდრების საშუალებასაც. ფრანგულად რეალიზაცია იმისა რაც ძველებმა განახორციელეს თავის ენაზე არის ფრანგული ენის განსრულება.

ეროვნული ენის შესამუშავებლად აუცილებელია ღრმა ასიმილაცია.

უნდა მიბაძო არა  საწყის პოეტურ პრინციპს და არა ტექსტს.

მიყევი კარგი ავტორის ღირსებებს და გადაიქცევი ასეთ კარგ ავტორად.

 

  შთაგონება და ერუდიცია

 

პლეადას ავტორები გვეუბნებიან რომ კონტაქტი დიდ ანტიკურ ტექსტებთან არ აქცევს ადამიანს მათ  მონად. პირიქით, ის ამაღლებს სულს, აღვიძებს საკრალურ სიშმაგეს, შთააგონებს პოეტ წინასწარმეტყველს.  მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს სწავლა-ერუდიცია.  პოეტი უნდა იყოს უფრო მამაცი, ნაკლებად ხალხური, ლექსი უნდ მოშორდეს ვულგარულობას.

 პლეადის ელიტისტური პროგრამა ერთმანეთთან აკავშირებს იმიტაციას და შთაგონებას. მას უნდა უზენაესის წვდომა.

 

პეტრარკიზმი

 

იყო იყო იტალიელი პოეტი და ჰუმანისტი,ფრანჩესკო პეტრარკა (. 20 ივლისი 1304. 18 ივლისი 1374), რომელიც დანტესთან ერთად წარმოადგენს რენესანსის, აღორძინების ხანის ფუძემდებელს.

 

მას 21 წლის მანძილზე უყვარდა მშვენიერი Laure de Noves. მან გააიდეალა თავისი შეყვარებული Canzonniere-ს //1374 წ.// სონეტებში.

პეტრარკა იქცა სასიყვარულო მიდგომის, ყველაზე მეტად კი სტილი dolce stil nova-ს ნიმუშად, მოდელად.

 

პეტრარკა თავის თხზულებებში ჩანდა როგორც წარსულისკენ ისე მომავლისკენ, როგორც ანტიკური ხანისკენ ისე ქრისტიანობისკენ მაცქერალ ორსახა იანუსად.  თავისუფლება და დაფიქრება, ლირიზმი, ერუდიცია, საკუთარ თავში ჩაღრმავება და გახსნილობა გარე სამყაროსკენ. აი მისი პოეზიის ნიშნები.

Canzionere-ში ლაურა არსებობს მხოლოდ იმ გავლენით რასაც ის ახდენს პოეტის სულზე. მაგრამ 1534 წელს დაწყებულ Trionfi-ში, ამ ალეგორიულ თხზულებაში რომელიც არის სულიერი ანდერძი, ერთმანეთის მიმდევრობით, იმარჯვებენ წადილი და უმანკოება, სიკვდილი და დიდება, დრო და მარადისობა.

იმარჯვებს Laure  რომელიც მიუთითებს და მიანიშნებს რაღაც უფრო მაღალზე, ბრწყინვალებაზე და მშვენიერებაზე რომელიც აღარაა ადამიანური, მაგრამ რომელიც მიუხედავად ამისა იცავს და განადიდებს ადამიანურს.

პეტრარკა მუდამ მერყეობს სამყაროს მიმზიდველობასა და ამ სამყაროსგან განდგომის სურვილს შორის. ის სულიერ მემკვიდრეობაში ეძებს   ქცევის და არსებობის გამოსაყენებელ წესს.

 

აი ასეთი პეტრარკა გახდა უზომოდ პოპულარული და ევროპაში გაჩნდა პეტრარკიზმი…

 

და ისევ პლეადა

 

ნასესხობები, სიახლეები და მეავალფეროვნება

 

პლეადამ ისესხა ოდას და ჰიმნის ანტიკური ჟანრებიდან, მაგრამ მან ამავე დროს განაახლა პასტორალი, ტრაღედია, გალექსილი სატირა და ეპოპეა. ყოველ ტექსტში არის სხვა ტექსტების მოზაიკა, ფრაგმენტების, ნასესხობათა, რემინესცენციების და მინიშნებათა კომბინაცია.

მონტაჟი საჭიროდაა მიჩნეული, მაგრამ თარგმანი განდევნილია.

1550 წლის თაობის ხმა პოლიფონიურია, რთული შემადგენლობისაა…

 

 1550

  პიერ დე რონსარი, რონსარი //Pierre de Ronsard, 1524-1585// აკურთხეს პოეტების მეფედ.

 ბერძენი პოეტი პინდარეთი შთაგონებული რონსარის სწავლული ოდები გვრის შოკს.

მათი აბსოლუტური სიახლე დგას მეფის, ღმერთის, პოეზიის სამსახურში. ისინი ამკვიდრებენ შთაგონებული პოეტის და სხვა ხელოვნებებზე უფრო მაღლა მდგარი პოეზიის მითს. …

 

 კარიერა მეფის სამსახურში.

 ყურთასმენის სისუსტის გამო რონსარმა უარი თქვა დიპლომატიურ კარიერაზე. ის გახდა ლიტერატორი.  მან გაიცნო ბერძენი და იტალიელი ავტორები.  ის დაუახლოვდა პლეადის მომავალ პოეტებს.  ის ცხოვრობდა ეკლესიის და მეცენატის დახმარებით.  მას მფარველობდა მეფე ანრი მეორე.  1560 წელს ის გახდა  მეფე შარლ მეცხრის  მოძღვარი

 

რონსარი ერთდროულად იყო კარის პოეტიც, არისტოკრატიც, ჰუმანისტიც.

მან თქვა რომ პოეტი არის შთაგონებული, მომთხოვნი და უკვდავი არსება. სანუგეშოა მღელვარე ცხოვრების მქონესთვის.

 

პროვოკაციის ხელოვნება

 

 რონსარი ხოტბას ასხავდა საფრანგეთს, მეფეს, დიდებულებს, პოეზიას , პოეტებს და საკუთარ თავს.

თავისი უკვდავი დიდების დასადასტურებლად მას უნდა გაეყიდა თავისი წიგნები და ეყვირა რომ არის პირველი და ყველაზე უკეთესი.

რონსარმა თავი გამოაცხადა  « პირველ ფრანგ ლირიკოს პოეტად ».

რონსარმა იკვლია ყველა ახალი ჟანრი // ჰიმნები, ამურები ანუ სასიყვარულო პოეზია, ელეგიები, სიტყვები, bergeries-ები// და ყველა ტონი // სასიყვარულო ყოჩაღობები, გმირული ეპოპეა,მეცნიერული, ფილოსიური და მოქალაქეობრივად აქტიური პოეზია//.

რონსარი ფაქტიურად იყო რელიგიურ ომებში ჩაბმული პირველი პოეტი. ამბობდნენ რომ ის რკინის კალმით წერდა ფოლადის ქაღალდზე. მუდამ პოლემიკური რონსარის რაიმე კატალოგში შეყვანა შეუძლებელია.

 

პოეტების მეფე

 

რონსარის თქმით პოეტი არის შთაგონებული ადამიანი რომელიც ღვთაებრივი  მუზებისგან იღებს უმაღლეს პოეტურ სიშმაგეს.

რონსარმა პოეზია აქცია ღვთისმსახურებად, პოეტი-რჩეულად, შუამავლად ღვთაებრივსა და ადამიანებს შორის, კაცობრიობის, მათ შორის მეფეების მეგზურად და წინამძღოლად.

და სიყვარული არის ერთ-ერთი თემა პოეტის როლის განსადიდებლად…

 

                1553

Etienne Jodelle-მა // 1532-1573// გააცოცხლა კლეოპატრას ტრაღედია

 

ანტიკური ხანის შემდეგ სცენაზე აღარ იყო ტრაღედია.

ის 1553 წელს აღორძინდა საფრანგეთში :  იანვარში, მეფე ანრი მეორის წინაშე Etienne Jodelle-მა წარმოადგინა  პირველი ჰუმანისტური ტრაღედია, თავისი « დატყვევებული კლეოპატრა »  //Cléopâtre captive//.

 

    პოეტური გენიას დიდება და უბედურება

პლეადის წევრი Etienne Jodelle სულ 21 წლისა იყო როდესაც წარმოადგინა პირველი ფრანგული ტრაღედია ანტიკური მოდელის მიხედვით. « დატყვევებული კლეოპატრა »-ს წარმატება დაუყოვნებელი იყო.

ყველა იმდროინდელმა პოეტმა Etienne Jodelle გამოაცხადა « დემონად», შუამავლად ადამიანებს და ღმერთებს შორის.

1558 წელს პარიზის მუნიპალიტეტმა  ამ  « დემონს» დაავალა  ერთი სამხედრო გამარჯვების სასახელოდ დღესასწაულის მომზადება.  მაგრამ ეს იყო მარცხი, ფიასკო. Etienne Jodelle-ს ბრალად დასდეს სახელმწიფო ფულის გაფლანგვა და მისი შემდეგი ცხოვრება უცნობია.

მას უცნობი მიზეზის გამო მიუსაჯეს სიკვდილი და ის გარდაიცვალა მთლიანად გაკოტრებული…

 

 1555 და ვაი, იწყება ფემინიზმი….

  მშვენიერი Louise Labé //1523-1566// გამოხატავს ქალური ვნების მწუხარებებს

მას ლიონში ჰქონდა ლიტერატურული სალონი სადაც იღებდა ჰუმანისტებს და სახელოვან მწერლებს.  1555 წელს გამოქვეყნებული მისი თხზულებები ტონის თავისუფლებით განასახიერებენ ფემინიზმს.  მაგრამ გამოითქვა ეჭვი რომ ეს თხზულებები დაწერა სხვამ.

იდუმალი Louise

მისით აღფრთოვანებულები იყვნენ, მაგრამ მისი თანამედროვეები ზოგჯერ ეჭვობდნენ რომ ის იყო კურტიზანი.

   ბოლო ხანს კი გამოითქვა აზრი რომ ის იყო Maurice Scève-ს და ლიონელი პოეტების მიერ მოგონილი ფიგურა.

არადა ის ეწეოდა ბრწყინვალე, თავისუფალ და განათლებულ ცხოვრებას, მოუწოდებდა ქალებს « სულით მათ მუხლებზე უფრო მაღლა ამაღლებისკენ ».

მასთან ერთად გამოიკვეთა ქალთა ინტელექტუალური დიდება.

 

   ახალი საფო.

 სიგიჟის და სიყვარულის ერთმა დებატმა, სამმა ელეგიამ და 24-მა სონეტმა ეს ქალბატონი გადააქციეს სიყვარულის პოეტად.

მან მოიტანა სიახლეც. მას აღარ ყოფნის პეტრარკას სულიერება, ის იხრება ჰედონიზმისკენ.  ის აქებს გემრიელ კოცნას….

 

  

 1578

  Jean de Lery// ჟან დე ლერი,1534-1613//  ყვება  ბრაზილიაში მოგზაურობის შესახებ.

ის ატლანტიკის გაღმა წავიდა როგორც  მეწაღე  და გახდა პროტესტანტი პასტორი.  მან დაწერა « ისტორია მოგზაურობისა ბრაზილიის მიწაზე » // l’Histoire d’un voyage en terre de Brésil//.

ტექსტი მოწმობს დიდ შემწყნარებლობაზე ინდილელების მიმართ და ავლენს ეთნოლოგის მზერას, რასაც მიესალმა კლოდ ლევი-სტროსი.

 

   ის იყო პოლემისტი ისტორიკოსი

 

ის ევანგელიზაციის მიზნით ჩავიდა  რიო დე ჟანეიროს ყურეში არსებულ კოლინის კუნძულზე საიდანაც ის გააგდეს კათოლიკებმა. მან 1 წელი გაატარა კონტინენტზე ინდიელებთან ტუპინამბა.

მეწაღედ წასული, ის საფრანგეთში დაბრუნდა როგორც პასტორი.

მკვლევარმა და მწერალმა ანდრე თევემ თავის საყოველთაო, უნივერსალურ კოსმოგრაფიაში //1575//

თქვა რომ პროტესტანტების მისია ბრაზილიაში მარცხით დამთავრდა.

ჟან დე ლერი აღშფოთდა.

20 წლის შემდეგ მისმა ნაშრომმა აღადგინა სიმართლე პროტესტანტების როლზე.

 

   ჟან დე ლერიმ აღწერა ბრაზილიის საოცრებები, ფაუნა და ფლორა, ენა, რიტუალები, თავისი შემძვრელი თავგადასავალი, შეხვედრა სხვა სამყაროსთან,  წასვლა, ბრაზილიის სურათი, საუბრები ინდიელებთან, დაბრუნება.

   შემწყნარებლობის გაკვეთილი

იმ დროს როდესაც საფრანგეთს აზანზარებს რელიგიური ომები  ლერი უფიქრდება იმას თუ ვის აღიქვამს ველურად ევროპელი.  ის აჩვენებს ამ ველურის თვალით დანახულ ევროპელებს, იძლევა შემწყნარებლობის გაკვეთილს და აღმოაჩენს კაცობრიობის ერთიანობას.

ყველა ადამიანი არის უცნაური უცხო….

 

  1580

Michel Eyquem de Montaigne, მიშელ დე მონტენი

 

მიშელ ეიკემ დე მონტენი (ფრანგ. Michel Eyquem de Montaigne; . 28 თებერვალი, 1533, სენმიშელდემონტენი, დორდონი. 13 სექტემბერი, 1592, სენმიშელდემონტენი, დორდონი) — ფრანგი ჰუმანისტი ფილოსოფოსი, მორალისტი, პოლიტიკოსი, მწერალი. თანამედროვე ესეს, მხატვრული ნარკვევის  ჟანრის ფუძემდებელი.

 უბედური შემთხვევის დროს ის შეეჯახა სიკვდილს.

ის იყო მოხელე, ბორდოს მერი, დიპლომატი, მოგზაური, თანაც წერდა. 21 წლის მანძილზე მან დაწერა თავისი ერთადერთი ნაშრომი რომელიც გამოქვეყნდა მის სიცოცხლეში.

მონტენმა შექმნა ესეს ჟანრი რომელმაც უნდა შეაფასოს ავტორის მსჯელობის უნარი.

სიუჟეტს არა აქვს დიდი მნიშვნელობა.

მონტენმა თავისი ინტელექტუალური უნარები სცადა მეგობრობაზე, კანიბალებზე, სწავლა-განათლებაზე, შიშზე, სიკვდილზე, და ა.შ.

ის არ აცხადებს პრეტენზიას   რაიმე სიუჟეტის ცოდნაზე, მაგრამ ყველაფერი ხდება საკუთარი თავის შეცნობის საბაბი  « ვინაიდან მე ვხატავ ჩემს თავს ». როგორც წერს თვითონ.

ის ყველაფერში ეჭვობს, გაურბის მიღებულ ფორმებს და აზრებს რათა გააღვიძოს ჩვენი ცნობიერება, რათა ვიაზროვნოთ თავისუფლად….

 

   ჩანართი

http://sos.philosophie.free.fr/montaign.php

 

 მონტენი არის ერთადერთი წიგნის, მაგრამ როგორი წიგნის ავტორი ! ის არაა პატარა ფილოსოფოსი,მან დაიწყო ფრანგული ფილოსოფია, ის რომელიც ამბობს მე რომელიც მოდის სუბიექტიდან.  ამ მანერას ვხედავთ პასკალთან, დეკარტესთან, ალენთან.

მონტენის ესეები არაა უბრალოდ ავტობიოგრაფია.  ესაა აღორძინების ფრანგული ფილოსოფიური მონუმენტი.

მონტენი უწინარეს ყოვლისა ჰუმანიზმის მემკვიდრე, მე-16 საუკუნის ევროპაში გავრცელებული იმ ჰუმანიზმისა რომელიც ყველაფერზე მაღლა აყენებს  ადამიანის პიროვნებას და ინდივიდის ღირსებას.

Michel Eyquem de Montaigne  დაიბადა 1533 წლის 28 თებერვალს იმავე სახელის ციხე-სასახლეში

Dordogne-დორდონში. მამამისი Pierre Eyquem იყო ბორდოს პრევო.

მიშელ დე მონტენი იყო ამ ქალაქის მერი 1554-1556 წლებში.

დედამისი, Antoinette de Louppes იყო გაკათოლიკებული, გაქრისტიანებული მდიდარი ესპანელი ებრაელების ოჯახიდან.

ახალგაზრდა მონტენის აღმზრდელი იყო გერმანელი რომელიც მას ელაპარაკებოდა მარტო ლათინურად.  შემდეგ მან ისწავლა ბორდოს Guyenne-ს კოლეჯში და ტულუზას უნივერსიტეტში.

ის იყო ბორდოს პარლამენტის მრჩეველიც.  1571 წელს ის გახდა აზნაური.

1572 წელს თავის ბიბლიოთეკაში ჩაკეტილმა მან დაიწყო თავისი ესეების წერა.

1574 წელს მიშელ დე მონტენს დაევალა მისია ბორდოს პარლამენტთან.

1574 წელს ის გახდა ნავარას მეფის, მომავალი ანრი მეოთხის კარისკაცი.

1578 წელს ის დაავადდა რაღაცით რომელიც მას გასტანჯავს სიკვდილამდე.

1580 წელს გამოქვეყნდა მისი ესეების 2 პირველი წიგნი.

მან სცადა მკურნალობა საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის სხვადასხვა ქალაქში.

სწორედ იტალიაში,1581 წელს, გაიგო მან რომ არჩეულია ბორდოს მერად.  ის დაბრუნდა სახლში და დაწერა თავისი მოგზაურობის ღიური.

მონტენი მერი იყო „581-1585 წლებში. 1585 წელს ბორდო ააოხრა შავმა ჭირმა და ის დაბრუნდა თავის ციხე-სასახლეში.

   ამასობაში ის იყო შუამავალი ანრი ნავარელსა და მეფეს შორის.


1588
წელს მონტენი ჩავიდა პარიზში თავისი ესეების მეორედ გამოსაცემად და დაუმატა მესამე წიგნი.

 ის შეხვდა Marie de Gournay-ს // მარი დე გურნე//, რომელსაც უწოდა თავისი ალიანსის ქალიშვილი.

ლიგის წევრებმა მონტენი დაამწყვდიეს ბასტილიაში, მაგრამ ის იმავე საღამოს გაანთავისუფლეს ეკატერინე დე მედჩის ბრძანებით.

მას შემდეგ თავის ციხე-სასახლეში დამკვიდრებული მონტენი კთხულობდა ძველ ავტორებს.

მონტენი გსრდაიცვალა 1592 წლის 13 სექტემბერს…

 

კონცეპტუალური წვლილი

 არის კი მონტენის ფილოსოფია? კითხვა არაა ესოდენ მარტივი იმიტომ რომ ესეები არის მრავალფეროვანი და დაფანტული ნაშრომი. ეს არაა უბრალო ავტობიოგრაფია. იქაა მოსაზრებები პოლიტიკაზე, ისტორიაზე, რელიგიაზე.

მონტენი ყველაზე მეტად ითვლება სკეპტიციზმის ფიგურად. ადამიანის ქედმაღლობის საწინააღმდეგოდ გონება თითქოს უძლურია სამყაროს სირთულის წინაშე.

ამაზე მოწმობს აღორძინების ხანის კრიზისი. ტრადიციული ცოდნა უარყოფილია ახალ მეცნიერებათა გამოჩენამდე.

   მონტენი ეჭვობს და არა აქვს პრეტენზია ჭეშმარიტების გაცხადებაზე. ის უბრალოდ წარმოადგენს სუბიექტურ მოწმობას.

მისი ფილოსოფიაა ძიება, თავისი ილუზიებისგან განთავისუფლებული გონების მოქმედება.

მონტენი ხაზს უსვამს კანონების და წეს-ჩვეულებათა თვითნებურობას და შემთხვევითობას არა აჯანყების მოსაწყობად არამედ იმის სათქმელად რომ ყოველმა ადამიანმა უნდა დაიცვას თავისი ქვეყნის კანონები.

ყოველმა ადამიანმა უნდა მისდიოს თავისი ქვეყნის რელიგიას. ღმერთი გაუგებარია და ანგარიში უნდა გაეწიოს მარტო რელიგიის სოციალურ რეალობას.

მიუხედავად ამისა მონტენი არის თანამედროვე განათლების მომხრე.  თანამედროვე განათლებამ უნდა განავითაროს ბავშვის უნარები და არ ამოუტენოს მას თავი უსარგებლო ცოდნით.

მონტენი იცავს აბორიგენებს და პირველი გმობს ესპანელების მიერ ახალ სამყაროში, ამერიკაში მოწყობილ სასაკლაოებს.

ესეებში ჩანს კრიტიკული, საერო,ე.ი. თანამედროვე გონება.

 

რელიგიის ომები მონტენში ამძაფრებს განცდას რომ  ყველაფერი ამაოა.

მონტენისთვის არაფერია სარწმუნო, ყველაფერი იცვლება, სიკვდილი გარდაუვალია და სიბრძნე იწყება მაშინ როდესაც იღებ და აღიარებ მაგას.

 

1616

   აგრიპა დობინიე მხეცურ დროში
Nჭიერი კაცი მხეცურ დროში

Agrippa d’Aubigné //1552-1630//  აღწერს საფრანგეთს როგორც ნაღვლიან და დაღონებულ დედას.

 ეპოპეა  Tragiques ლაპარაკობს ღმერთით შთაგონებული  პროტესტანტი ჯარისკაცი პოეტი აგრიპა დობინიეს თვალით დანახულ რელიგიურ ომებზე.

სასაკლაოების მომწყობთა სახელები ნახსენებია.

დაიბადა ბოლო ვალუათა შავი ლეგენდა.

 

 დედამ გააჩინა აგრიპა დობინიე და თვითონ დაიღუპა.  ამიტომ დაარქვეს მას აგრიპა, ტკივილით,გაჭირვებით გაჩენილი. კარგად ისწავლა. მაგრამ ტრავმა გაუჩინა 8 წლის ასაკში ფიცის დადებამ პროტესტანტების გვამების წინ. 10 წლისა დააპატიმრეს. 11 წლისას მოუხდა ობლობის მარტოობის გადატანა.

იყო სამხედრო ულმობელი,სასტიკი და დაუნდობელი რელიგიური ომების დროს.

აგრიპა დობინეს ჰქონდა ხანგრძლივი მაგრამ ბობოქარი ურთიერთობა ანრი მეოთხესთან.

უმადური შვილი. სიკვდილი ლტოლვილობაში ჟენევაში.

 

http://www.agrippadaubigne.org/biographie.html

   თეოდორ აგრიპა დობინიე  დაიბადა Jean d’Aubigné-ს და Catherine de L’Estang-ის არისტოკრატულ

 ოჯახში 1552 წლის 8 თებერვალს.. დედამისს ისე გაუჭირდა მისი გაჩენა რომ  ექიმებმა დააყენეს არჩევანი დედამისის ან მის სიკვდილს შორის. გარდაიცვალა დედა. ბავშვს კი დაარქვეს აგრიპა, გაჭირვებით გაჩენილი.

 

1556-1559 (?) : მისი აღმზრდელები იყვნენ Jean Cottin, Peregim, Jean Morel . აგრიპამ ისწავლა კითხვა ებრაულად, ბერძნულად, ლათინურად და ფრანგულად.

7,5 წლის აგრიპამ თარგმნა პლატონის « კრიტონი ».

1560 წლის მარტი-აპრილი: ამბუაზის ხილვა.  მამამ დაფიცა ბავშვი რომ ის შურს იძიებდა ჰუგენოტთა დახოცილი ბელადების გამო.

1562 წლის აპრილში პარიზში გახდა სახელგანთქმული პროტესტანტი ჰუმანისტი Mathieu Béroalde-ს მოწაფე.

მაგრამ იყო პროტესტანტების დევნა და ის გაიქცა პარიზიდან თავის მასწავლებელთან ერთად. გზაში ისინი დააპატიმრეს, მაგრამ მათ მოახერხეს გაქცევა. Montargis-ში ისინი მიიღო Renée de France-მ.

იცხოვრა Gien-ში, შემდეგ ორლეანში,  შეეყარა შავი ჭირი, სასწაული, მაშინაც გადარჩა. უარი თქვა იარაღზე. ესწრებოდა ორლეანის ალყას, დაიღუპა ამ ალყის დროს დაჭრილი მამამისი.

1563-1564: ისევ ორლეანში. სწავლობდა Béroalde-ის ხელმძღვანელობით და უნივერსიტეტში თუ კოლეჯში.  ობოლი აგრიპას კურატორი იყო Aubin d’Abeville.

1565: წასვლა ჟენევაში. ისწავლა ამ ქალაქის კოლეჯში. პირველი სიყვარული. შეუყვარდა ჟენეველი ქალიშვილი Louise Sarrasin რომელმაც ის შეარიგა ბერძნულთან.

1566: ცხოვრება ლიონში. დაუახლოვდა Loys d’Arza-ს, რომელმაც მას ასწავლა ასტრონომია,ასტროლოგია და მაგია.

1567 : ლიონში უფულოდ და უსახსროდ დარჩენილმა აგრიპა დობინიემ სცადა თავის მოკვლა, მაგრამ ისევ სასწაული, გადარჩა და მას ფულით დაეხმარა მისი ბიძაშვილი.

ის შემოდგომაზე დაბრუნდა Saintonge-ში.

1568 : პირველი ბრძოლები, ოქტომბერში მონაწილეობდა ანგულემის და პონის აღებაში.

1569 წლის 13 მარტი : გახდა კონდეს დაღუპვის მოწმე.

1569 წლის 25 ივნისი : მონაწილეობდა Roche-L’Abeille-ს ბრძოლაში.

 

1569 წლის ივლის-სექტემბერი : პუატიეს ალყა. დობინიემ დატოვა ალყა. ის დაბრუნდა Saintonge-ში.

1569 წლის ოქტომბერი-1570 წლის ივლისი : მას შესძულდა ომის საზიზღრობები და თავის მონაწილეობა ამ საზიზღრობებში. დაავადდა მძიმედ.

1570 წლის აგვისტო : რთული პროცესის შემდეგ დამკვიდრდა დედისგან მემკვიდრეობით მიღებულ Landes-Guinemer-ის მამულში.

1571 : შეხვდა Diane Salviati-ს, შეუყვარდა ის. დაიწყო Printemps-ის //გაზაფხული// წერა.

1572 :  აგრიპა დობინიე ჩაება ფლანდრიის ომში კოლინის მხარეს Ludovic de Nassau-სთვის მხარის დასაჭერად.

1572 წლის აგვისტო : აგრიპა დობინიე პარიზშია, ანრი ნავარელის და მარგერიტ დე ვალუას ქორწილზე დასასწრებად.  მას მოუწია დუელში ბრძოლა და მან დატოვა პარიზი. ასე გადაურჩა ის წმინდა ბართლომეს სასაკლაოს.

1572 წლის ზამთარი : მას თავს დაესხა შეიარაღებული კაცი. მძიმედ დაჭრილი დაბრუნდა დიანასთან. Talcy-ს ხილვა. განკურნება.

1573 წლის დასაწყისი : გაყრა დიანასთან. დაღონებული აგრიპა მძიმედაა ავად.

 1573 წლის აგვისტო : აგრიპა პარიზშია.

1574 წლის გაზაფხული: ჩადგა ნავარის მეფის სამსახურში, მან კი აგრიპა გააგზავნა ნორმანდიაში კათოლიკურ ჯარში საომრად.

 1574 წლის მაისი: დაბრუნება პარიზში, იყო შარლ მეცხრის სიკვდილის მოწმე.

1574 წლის მაისი-1575 წელი : აგრძელებდა ბრძოლას კათოლიკურ ჯარებში. აგრიპა დობინიე-კარისკაცი.

1576 წლის 4 თებერვალი : მონაწილეობდა ნავარის მეფის კარიდან გაქცევაში.

1576 წლის მარტი-აპრილი: პატარა ბრძოლა Maine-ში.

1576 წლის აგვისტო : გასკონში ნავარის მეფესთან ერთად. პირველი უთანხმოებები მათ შორის.

 1576 წლის ბოლო: მისია ჩრდილოეთში, შეჩერდა გენერალურ შტატებზე…

1577 წლის მაისი-ივნისი : ახალი უთანხმოებები ანრი ნავარელთან.

 1577 წლის ივნისი : Casteljaloux-ს ბრძოლა. აგრიპა მძიმედ დაიჭრა. Tragiques-ს //ტრაღიკულები// პირველი ლექსები//.

1577 წლის ივლისი-აგვისტო: სხვადასხვა ბრძოლები სამხრეთ-დასავლეთში/ უთანხმოებები ანრი ნავარელთან.

1577 წლის სექტემბერი : ცხოვრება des Landes-Guinemer-ის მიწებზე, ფიქრობს  ჰერცოგი კაზიმირის სამსახურში ჩადგომაზე. შეხვედრა Suzanne de Lezay-სთან// რომელზეც დაქორწინდება 6 წლის შემდეგ//.

  1577 წლის ოქტომბერი--1579 წლის ოქტომბერი: ცხოვრებაLandes-Guinemer-ში. წერს სხვადასხვა ნაწარმოებს, მუშაობს Tragiques-ლებზე. კინაღამ მოკლეს ლიმოჟთან. შერიგება ანრი ნავარელთან ნერაკის კარზე.

1580 : მონაწილეობს Amoureux-ის ომში, იღებს Montaigu-ს. მონაწილეობს რეგიონში ძარცვებში.  ცდილობს Blaye-ს აღებას, მარცხდება.  იცავს Montaigu-ს გრაფი ლუდის ჯარებისგან. უფუჭდება ურთიერთობა მარგერიტ ნავარელთან. გადაარჩინა ანრი ნავარელი რომლის მოკვლასაც ცდილობდა ესპანელი კაპიტანი ლორო.

 1583 წლის 6 ივნისი  : აგრიპა დობინეს და Suzanne de Lezay-ს ქორწილი…

20 mars 1586 მარტი : დაიპყრო Oléron. აპრილში გახდა მისი მმართველი.

 1586  ივლისი:  ალბათ ოქტომბრამდე დააპატიმრეს Brouage-ში.

1586-1587 :  Mursay-ში, აცდუნა კათოლიკობაზე გადასვლის აზრმა, კათოლიკე თეოლოგთა კითხვა.

 1587 წლის 20 ოქტომბერი:  Coutras-ის ბრძოლა, მონაწილეობდა როგორც მრჩეველი და ჯარისკაცი.

 1588 წლის 27-29 დეკემბერი: წვლილი შიტანა Niort-ის აღებაში.

1589 წლის 1 იანვარი :  დაიპყრო Maillezais და გახდა მისი მმართველი.

1589 წლის აპრილი: D’Aubigné  შეუერთდა ანრი ნავარელს და ანრი მესამეს. ტურის ბრძოლა// 8 მაისი//.

1589 წლის ივნისი-ივლისი : მსვლელობა პარიზისკენ.

1589 წლის 2 აგვისტო : ანრი მესამის სიკვდილი. ანრი ნავარელი გახდა საფრანგეთის მეფე. აგრიპა დაბრუნდა Maillezais-ში, სადაც ის თვალყურს ადევნებდა ლიგის მიერ მეფედ დანიშნულ კარდინალ დე ბურბონს,  ტყვე.

1589 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, პარიზის ალყა. იქაა აგრიპაც.

 

1590 წლის მაისი-აგვისტო : პარიზის მეორე ალყა. აგრიპა მასში მონაწილეობს ივლისიდან.

 

1590 წლის შემოდგომა : პუატუში დაბრუნებული მონაწილეობს

 პატარა ომში ” .

 1591 წლის ნოემბერი :მონაწილეობს რუანის ალყაში.

 

 1592 წლის იანვარ-თებერვალი : აგრიპა დობინიე მეფესთან ერთად  უპირისპირდება პარმის ჰერცოგს პიკარდიაში.

Juin 1592 წლის ივნისი : დაბრუნება პუატუში. სხვადასხვა შეჯახებები.

1593 წლის აპრილი : აგრიპა დობინიე არის Saint-Maixent-ის სინოდზე.

 

1593 წლის ივნისი(ივლისი?)   : ის ცდილობს ხელის შეშლას მეფის გაკათოლიკებისთვის // ანრი ნავარელმა უარყო 1593 წლის 25 ივლისს//.

 

http://www.expressio.fr/expressions/paris-vaut-bien-une-messe.php

Paris vaut bien une messe

« პარიზი ღირს//კათოლიკურ// მესად »

ამ ფორმულას იყენებენ მაშინ როდესაც მნიშვნელოვანი უპირატესობის მოსაპოვებლად თანხმდებიან ნაკლებად მნიშვნელოვანის მსხვერპლად გაღებაზე.

როგორც წესი ამბობენ რომ ეს ფრაზა წარმოთქვა საფრანგეთის მეფე ანრი მეოთხემ, მაგრამ ის შეიძლება ეთქვა მის მრჩეველ Maximilien de Béthune-ს რომელიც უფრო ცნობილი იყო Sully-ს სახელით. ან შეიძლება ის არც ეთქვა არავის.

ჩვენ ვართ მე-16 საუკუნეში. საფრანგეთის მეფე ანრი მესამემ თავის მემკვიდრედ დანიშნა ანრი ნავარელი.

მაგრამ ბერმა Jacques Clément-მა//ჟაკ კლემანმა// მოკლა მეფე და მეფის ტახტი მოინდომეს სხვებმაც. მით უმეტეს რომ ანრი ნავარელი არ იყო კათოლიკე.

ანრი ნავარელს მოუწია ბრძოლა როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. ბოლოს და ბოლოს ის ავიდა საფრანგეთის ტახტზე და გახდა ანრი მეოთხე, მაგრამ ეს მოხდა მხოლოდ 1593 წლის 25 ივლისს  მისი კათოლიკედ მოქცევის შემდეგ.

თითქოს სწორედ ამ დროს უნდა წარმოეთქვა მას ეს ფრაზა რაც ნიშნავდა რომ თუ კი სფრანგეთის სამეფო ტახტზე ასასვლელად საჭირო იყო გაკათოლიკება// რისი სიმბოლოც იყო მესა//, მაშინ ღირდა ამ მსხვერპლის გაღება.

————————–

 

1593 წლის ივნისი-აგვისტო :აგრიპა დობინიე მონაწილეობს პუატიეს ალყაში.

  1594 წლის 27 თებერვალი : ანრი მეოთხე აკურთხეს შარტრში.

1594 წლის 22 მარტი:  მეფე შევიდა პარიზში.

 

1594 წლის ივლისი :  დობინიე არის  პროტესტანტების გენერალურ ასამბლეაზე Sainte-Foy-ში (დორდონი,Dordogne). მუშაობს პროტესტანტთა პარტიის ორგანიზაციაზე.

1595 წლის დასაწყისი : გარდაიცვალა აგრიპა დობინიეს მეუღლე Suzanne de Lezay.

 

 1595 წლის ნოემბერი : Fère-ს ალყა. შერიგება ანრი მეოთხესთან რომელიც ედავებოდა მას მისი შეურიგებლობის გამო.

1596 : აგრიპა დაბრუნდს პუატუში. ის აქტიურად მონაწილეობდა პროტესტანტების ასამბლეებში.

1598 წლის 13 აპრილი : ნანტის ედიქტი. აგრიპა დობინიეს იმედგაცრუება. დაბრუნება Maillezais-ში.

// ნანტის ედიქტის მიზანი იყო რელიგიის ომების მღელვარე პერიოდის დამთავრება. ეს არ ყოფილა ამ ტიპის პირველი ტექსტი საფრანგეთში.

40-წლიან არეულობათა შემდეგ შარლ მეცხრემ 1562 წლის 17 იანვარს ხელი მოაწერა Saint-Germain-ის თუ იანვრის ედიქტს რომელიც მომავალი ნანტის ედიქტის სულისკვეთებით კულტის თავისუფლებას ანიჭებდა პროტესტანტებს გარეუბნებში.

შეიძლება ვახსენოთ კიდევ 1563 წლის 19 მარტის Amboise-ის ედიქტი რომელმაც ეს უფლებები დაუტოვა მარტო აზნაურებს. და 1570 წლის 8 აგვისტოს Saint-Germain-ის მშვიდობა რომელმაც პროტესტანტებს მისცა სვინდისის და კულტის თავისუფლება და 4 სიმაგრე // La Rochelle, Cognac, Montauban და La Charité-sur-Loire//.

ნანტის ედიქტის სიახლე ის იყო რომ თვითონ ყოფილმა პროტესტანტმა, მეფე ანრი მეოთხემ რეალურად განახორციელა დაპირებები//….

იყო სხვა თავგადასავლებიც და უბედურებებიც.

1621 : აგრიპა დობინიე, უძლური, იგებს რომ ლიუდოვიკო მეცამეტე სამხრეთ-დასავლეთში ამარცხებს პროტესტანების ჯარებს.

 

 

1621-1622 :სწავლული და გამოცდილი აგრიპა დობინიეს დახმარებით აძლიერებენ ჟენევის, ბერნის და ბაზელის დამცველ სიმაგრეებს.

.

1622 წლის გაზაფხული: ლიუდოვიკო მეცამეტის ახალი კამპანია სამხრეთ-დასავლეთში პროტესტანტების წინააღმდეგ

1622 : ლა როშელის დელეგაციის თხოვნით აგრიპა დობინიემ შექმნა პროტესტანტთა ევროპული მასშტაბის კოალიცია.

 

1622 : მან დაწერა  ტრაქტატი სამოქალაქო ომებზე//  Traité sur les guerres civiles//.

 

1622-1623 : აგრიპა დობინიე დაჩაგრა საფრანგეთის მეფის ელჩმა ჟენევაში. მას დაბრალდა ცუდად ლაპარაკი საფრანგეთის სამეფო კარის შესახებ. ჟენევამ დაიცვა აგრიპა.

1623: გაქრა ჰაბსბურგების წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის ყოველგვარი შანსი.

1625 წლის ზაფხული : გარდაიცვალა აგრიპა დობინიეს უფროსი ქალიშვილი Marie.

1627 :მამას და პროტესტანტებს ისევ და უკანასკნელად უღალატა აგრიპა დობინიეს ვაჟიშვილმა კონსტანმა. ლა როშელის ალყა.

.

1628-1629 : აგრიპა დობინიე გახდა საფრანგეთში პროტესტანტული პარტიის დამხობის მოწმე…

 

1630 წლის 9 მაისი : ჟენევაში გარდაიცვალა აგრიპა დობინიე.

—————————————————

 

 

  აგრიპა დობინიეს თხზულება Tragiques ტრაღიკულები// აღწერს  რელიგიის ომების დროს გადატანილ ტანჯვებს და მძაფრად გმობს პრინცთა კორუფციას. ეს ათიათას ლექსიანი ისტორიული ფრესკა არის მისი სულიერი ავტობიოგრაფია. …

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s