ფრანგული ლიტერატურა ჯეელებს 5

 Portrait de Louis XIV en costume de sacre par Hyacinthe Rigaud en 1701.

 

სახელმძღვანელო ფრანგი ჯეელებისთვის და ქალიშვილებისთვის

Bescherelle, Chronologie de la littérature française du Moyen Âge à nos jours, Paris,2014

// ანუ ფრანგული ლიტერატურის ქრონოლოგია შუა საუკუნეებიდან დღემდე//

 

 

 

მე-17 საუკუნის მეორე ნახევარი, კლასიციზმის ხანა

 

საფრანგეთის ხელოვნებათა მთავარი მომენტი, კლასიციზმი შეესაბამება ლიუდოვიკო მეთოთხმეტის პერსონალურ მეფობას //1661-1715//

მისი დამახასიათებელი ღირებულებები ეფუძნებიან  გონების გამოყენებას და ბუნებრივის ძიებას. იხაზება ესთეტიკური წესრიგი და მორალური იდეალი რომელიც მიზნად ისახავს მუდმივობას და უნივერსალობა-საყოველთაოობას.

 

წესრიგი ხელოვნებებში

 

ლიუდოვიკო მეთოთხმეტის საუკუნედ წოდებული ხანა არის  პოლიტიკის და ესთეტიკის შთამბეჭდავი თანხვედრის ხანა.  სამეფო აბსოლუტიზმის დამკვიდრებასთან ერთად მოხდა ხელოვნებათა მოწესრიგება.

 

   დიდი კულტურული პოლიტიკა

 

  ლიუდოვიკო მეცამეტის მინისტრმა რიშელიემ // Richelieu// 1635 წელს დააარსა საფრანგეთის აკადემია //l’Académie française// რომელსაც მან დაავალა  ფრანგული ენის მოწესრიგება. აკადემიამ შეიმუშავა ფრანგული ენის ლექსიკონი, გრამატიკა და ორთოგრაფია.  მთავარი ამოცანა იყო ფრანგული ენისთვის ლათინური ენის ღირსების თანაბარ-თანასწორი ღირსების მინიჭება.

აკადემიამ თავისი წვლილი შეიტანა კლასიკური ესთეტიკის წესების დადგენაშიც.

მე-17 საუკუნის ბოლოდან აკადემიის მისია იყო ლიტერატურული პრიზი-პრემიების დაწესება და გადაცემა.

მჭერმეტყველების პრიზი-პრემიის პირეველი ლაურეატი 1671 წელს გახდა მადემუაზელ დე სკუდერი // Mlle de Scudery//.

 

 იმიტაცია

 მალბრანშმა //Malebranche,1638-1715// დაგმო ფანტაზია, გამოაცხადა ის « სახლის გიჟად » //folle du logis// და  კლასიციზმის თეორეტიკოსებმა მარადიულად მისაბაძ უმაღლეს მოდელებად გამოაცხადეს ბერძენი და ლათინი ავტორები.

არისტოტელეს და ჰორაციუსის დამფასებლებმა, მათ  მათგან აიღეს წესები თეატრისთვის და ჟანრების მკაცრი იერარქია, ეპოპეა და ტრაღედია დააფასეს რომანის და ფარსის საზარალოდ.

      კლასიციზმი ანუ ზრუნვა ენის სიწმინდეზე

 

მალერბი //Malherbe,1555-1628// რომლის ნაშრომებიც გამოიცა მისი სიკვდილის შემდეგ, 1630 წელს, შეიძლება ჩაითვალოს  კლასიციზმის ერთ-ერთ მთავარ წინამორბედად.

მან დაადგინა წესები უფრო ნათელი ენისა რომლიდანაც ამოღებულია არქაიზმები და რეგიონალიზმები.

 

Vaugelas // ვოჟელა// 1647 წელს თავის ნაშრომში « შენიშვნები ფრანგულ ენაზე » // Remarques sur la langue française//  დაეფუძნა მეფის კარზე და პარიზში მიღებულ მეტყველებას და დაადგინა ის რაც მისი აზრით არის ენის კარგად გამოყენება.

 

მორალური იდეალი

 

«  პატიოსანი ადამიანი »-honnête homme

ზნე-ჩვეულებებს ისევე აწესრიგებდნენ როგორც ენას და ხელოვნებებს. კარგი საზოგადოების ზნე-ჩვეულებებს ქმნიდნენ არისტოკრატული სალონებიდან მომდინარე მოდელები.

ამ პატიოსან ადამიანს საზოგადოდ უნდა სცოდნოდა თავისი თავის ფლობა. ის უნდა ყოფილიო ნასწავლი,კარგი მოსაუბრე, წერილების წერის ოსტატი, ელეგანტური, სხვებისთვის სასიამოვნო ისე რომ არ გამოჩენილიყო ქედმაღალ ვინმედ.

 

   მორალური სრულყოფა

საკუთარი თავის ფლობა…  კლასიკურ ავტორებად წოდებულები ადამიანთა ვნებებს აღწერდნენ ან მათ გასააზრებლად, ან მათ ასამაღლებლად, მათ განსაწმენდად.

მაშინ როდესაც მოლიერმა მოიგონა ხასიათთა დიდი კომედია  რასინი დგავს ვნების აბსოლუტს რომელიც წარმოდგენილია კრიმინალურ ფატალობად თუ მტკივნეული უარყოფის ობიექტად.

შინაგანი სრულყოფილების ეს ძიება შთააგონებს მორალისტებს რომლებიც გმობენ  მედიდურობა-მკვეხარობას, პატივმოყვარეობა-თავმოყვარეობას.  ლაროშფუკო და ლაბრუიერი გაურბიან ამქვეყნიურ ამაოებებს.  პასკალი და ბოსსუე ხაზს უსვამენ ღმერთის ყოვლისშემძლეობას.

 

 კლასიკური მწერლები და მათი მეცენატები

 

 მე-17 საუკუნეში  მწერალი უნდა ჩამდგარიყო ვიღაც ძლიერის სამსახურში. ეს ძლიერი მწერალს უხდიდა ფულს მის თხზულებებში.

1661 წელს მისი დიდებული ციხე-სასახლის ექსპოზიციის შემდეგ  დაემხო  ფინანსების სურინტენდანტი  ფუკე. ეს იყო საფრანგეთის სამეფოს ერთ-ერთი უდიდესი მეცენატის დასასრული.

ლიუდოვიკო მე-14 მფარველობდა მრავალ ხელოვანს რითაც მან დააწესა სახელმწიფო მეცენატი.  ეს იყო სახელმწიფოს კულტურაზე ბატონობის ფორმა.  ამ დროს გაძნელდა მონარქიის კრიტიკა.

 

http://agora.qc.ca/dossiers/Jean_de_La_Bruyere

 

ფრანგი მორალისტი ჟან დე ლაბრუიერი //Jean de La Bruyère,1645-1696//  ხატავს ადამიანის « ხასიათს »

მან დაწერა « ხასიათები » // Caractères//, რომლის ფორმაც შთაგონებული იყო ძველი ბერძენი მწერალი თეოფრასტის ეპონიმური თხზულებით.

  წარმატება იმდენად დიდი იყო რომ ბოსსუეს პროტეჟე და კონდეს ოჯახის დამრიგებელი ლაბრუიერი მიიღეს აკადემიაში.

  ლაბრუიერს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფრანგ მორალისტებს შორის. დაუმოუკიდებლად მსჯელობის წყალობით მან შესძლო საზოგადოებაზე, კარზე და დიდებულებზე დაკვირვებიდან ადამიანის ბუნების უცვლელი წილის გამოტანა.

 სტილზე დიდი ზრუნვით დაწერილ მის თხზულებებში არის დიდ პესიმიზმი

ადამიანი არაა შექმნილი ბედნიერებისთვის და არ უნდა ვენდოთ იმათ ვინ საჯაროდ ფენს თავის ბედნიერებას.

 

სიკვდილის იდეით თავზარდაცემულ ადამიანს ავიწყდება ცხოვრება. ბავშვები ქედმაღლები,შურიანები და ულმობლები არიან.  ბიჭუნები უკვე კაცები არიან.

ლაბრუიერი მის ხანაში იყო ის იშვიათი ვინმე ვინც უთანაგრძნობდა ხალხს, გლეხობას რომელსაც მისჯილი ჰქონდა ტანჯვა-წვალება რაღაც ღირსების შსანარჩუნებლად.

ამიტომ უნდოდათ ლაბრუიერის გამოყვანა რეფორმატორად, განმანათლებლების და რევოლუციის წინამორბედად.

 

ბიოგრაფია

 

 

 (Paul Souday, 1869-1929), ლაბრუიერის ბიოგრაფიიიდან

 

ფრანგი მორალისტი ჟან დე ლაბრუიერი დაიბადა 1645 წელს პარიზში და გარდაიცვალა 1696 წლის 10 მაისს ვერსალში.

მამამისი იყო პარიზელი ბურჟუა, ოტელ დე ვილის შემოსავლების // rentes// გენერალური კონტროლიორი// contrôleur général//.  მისი წინაპრები მე-16 საუკუნეში აქტიურ როლს ასრულებდნენ კათოლიკურ ლიგაში.

 

ჟან დე ლაბრუიერმა ისწავლა პარიზის Oratoire-ში და ორლეანის უნივერსიტეტში…

 

ლაბრუიერის ხასიათები პირველად გამოქვეყნდა 1688 წლის მარტში. მას ერქვა: « თეოფრასტეს ხასიათები თარგმნილი ბერძნულიდან ამ საუკუნის ხასიათებით და ზნე-ჩვეულებებით »// les Caractères de Théophraste, traduits dit grec, avec les caractères ou les mceurs de ce siècle//.

 

პირველ გამოცემაში ყველაზე მეტად იყო მაქსიმები და თითქმის არ ყოფილა პორტრეტები. მაშინვე იყო ძალიან დიდი  წარმატება.  იმავე 1688 წელს  ეს თხზულება კიდევ გამოიცა ორჯერ ისე რომ ლაბრუიერს არ ჰქონია რაიმეს დამატების დრო. სამაგიეროდ მე-4 გამოცემას //1689// დაემატა 350-ზე მეტი ხასიათი, მე-5 გამოცემას //1690//-150-ზე მეტი, მე-6 და მეშვიდე გამოცემებს //1691-1692//, ყოველ მათანს დაემატა 80-80 ხასიათი,მე-8 გამოცემას //1693// კი დაემატა 40-ზე მეტი ხასიათი.

კიდევ იყო ლაბრუიერის სიტყვა აკადემიაში და  მისი ხასიათების სრული, ლაბრუიერის სიკვდილის შემდგომი გადასინჯული და შესწორებული გამოცემა რომელშიც აღარაფერი იყო ახალი.

 

თავისი თხზულების გაყიდვას სულაც არ გაუმდიდრებია ლაბრუიერი. ფული წინასწარ გათვლილი იყო მისი მისი წიგნით მოვაჭრე და გამომცემელი მიშალეს // Michallet//  ქალიშვილის გამზითვებისთვის.  ზოგის აზრით ეს მზითევი იყო დაახლოებით 100,000 ფრანკი, სხვების აზრით-300 ათას ფრანკამდე.

 

   ლაბრუიერმა თავისი კანდიდატურა წარადგინა აკადემიაში 1691 წელს და ვერ გავიდა.

2 წლის შემდეგ მან ისევ წარადგინა თავი და ის აკადემიკოსად აირჩიეს 1693 წლის 14 მაისს. მას აქტიურად უჭერდა მხარს გენერალური კონტროლიორი პონჩანრტრე // contrôleur général

Pontchartrain//.

   თავისი მიღების სიტყვა  ლაბრუიერმა წარმოთქვა იმავე წლის 15 ივნისს. ამ სიტყვამ გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა.

 

   მას გავეშებით დაესხა თავს Mercure Galant რომელიც ლაბრუიერმა ოდესღაც არარაობაზე უფრო დაბალ რამედ გამოაცხადა.   მას გავეშებით დაესხნენ თავს Mercure Galant-ის მთავარი რედაქტორები

Thomas Corneille და Fontenelle რომლებმაც ლაბრუიერს არ აპატიეს ის რომ აკადემიაში წარმოთქმულ სიტყვაში მან აქო ძველთა პარტიის ბელადები ბოსუე, ბუალო და ლაფონტენი და ყველაზე მეტად ის რომ მან განადიდა რასინი კორნელის საზარალოდ.

ლაბრუიერმა Mercure Galant-ის ამ წერილსაც გასცა პასუხი და მწარედ აიგდო მასხრად Fontenelle-იც.

 

ცხოვრების ბოლო წლები ლაბრუიერმა მიუძღვნა ახალი თხზულების მომზადებას. ეს იყო « დიალოგები კვიეტიზმზე » // les Dialogues sur le Quiétisme//. ის დაუმთავრებელი დარჩა.

 

ის ლაბრუიერის სიკვდილის შემდეგ 1699 წელს გამოქვეყნა სორბონას დოქტორმა l’abbé du Pin-მა.

მაგრამ მან ლაბრუიერის 7 დიალოგს დაუმატა თავისი 2 დიალოგი და ალბათ ლაბრუიერის დიალოგებიც გადააკეთა.  კიდევ არის ლაბრუიერის 20 წერილი. 17 მათგანი მან მისწერა პრინც დე კონდეს. …

 

    ლაბრუიერი გარდაიცვალა ვერსალში 1696 წლის 10-11 მაისის ღამით აპოპლექსიის შეტევის შედეგად.

  უბედურების მოწმე  Antoine Bossuet, მოს ეპისკოპოსის ძმა, ამბობს რომ ლაბრუიერს არაფერი ცუდი არ ეტყობოდა როდესაც უცებ მან დაკარგა მეტყველების უნარი და მას პირი მოეღრიცა.

კარის მთელი მედიცინა მივიდა მის დასახმარებლად, მაგრამ ვერაფერი უშველეს.

დარდობდა სამეფო კარი, მთელი საზოგადოებაც. ლაბრუიერი გარდაიცვალა მარტოხელა-დაუქორწინებელი და ღარიბი.

საფრანგეთმა და მსოფლიომ  დაკარგა უანგარო,პატიოსანი, ნიჭიერი ადამიანი.

მაგრამ საბედნიეროდ შეგვიძლია მისი ნაწერების კითხვა.

 

    განმანათლებელთა წინამორბედი?

 

ძალიან უნდოდათ ლაბრუიერის გამოცხადება რეფორმატორად, დემოკრატად, საფრანგეთის რევოლუციის წინამორბედად.

 

მსგრამ ლაბრუიერი სულაც არ გავდა პროფესორ სიგუას. მ ის იზიარებდა თავისი დროის ყველა არსებით იდეას როგორც პოლიტიკის ისე რელიგიის სფეროებში,ის აკრიტიკიდებდა უკანონობებს, უწესობებს და სიმახინჯეებს, მაგრამ მას სულაც არ უნდოდა დექრისტიანიზაცია, თავისი ქვეყნის დედაქალაქის ტანკით დანგრევა, გილიოტინა,ტერორი, ყველაფრის დაქცევა და ვანდეას გატიალება.

 

ლაბრუიერი პატივს სცემდა ინსტიტუტებს, მეტიც, მისი აზრით ზოგ ბოროტებას ვერ ასცდები.

მას უყვარდა თავისი ხელოვნება. ის არ ყოფილა აჯანყებული.  როგორც ამბობს Nisard  ლაბრუიერს არ შეეძლო შეძულება იმისა რასაც ესოდენ კარგად აღწერდა.

 

 

მაგრამ ამავე დროს მისი « ხასიათები » არის მწვავე სატირა.

 

ლაბრუიერში იყო როგორც სიამაყე ისე თავმდაბლობაც, ფარული ამბიციაც და ამბიციურთა ზიზღიც, პატივის უარყოფაც და იმის შეგრძნებაც რომ თვითონ ის იყო პატივის ღირსი.

 

ლაბრუიერი სტოიკურად იტანდა მისი ბედის შეუსაბამობას მის ნიჭთან.

მე-17 საუკუნის საზოგადოებას ის ბრალად სდებდა სწორედ იმას რომ ეს საზოგადოება არ უთმობდა საკადრის ადგილს პირად ღირსება-დამსახურებას.

 

მისი სტილი გამოირჩევა სიმწვავით და გაბედულებით.

ლაბრუიერი იყო პირველი მწერალი ვისთვისაც სტილს ჰქონდა საკუთარი, სიუჟეტისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობა. ისაა სტილისტებიდან პირველი…

 

PAUL SOUDAY, article “La Bruyère”, La Grande Encyclopédie, tome 21e, La Grande Encyclopédie, Paris, Société anonyme, n.d. (début 20e)

 

   პორტრეტის მოდა

 

 ბევრ სალონში ძალიან მიღებული გართობა-დასვენება იყო პორტრეტი.

 

 ავტორების აზრით პორტრეტს აქვს ნამდვილი ლიტერატურული ღირებულება.

 

ლაბრუიერმა თავის ხასიათებში ამას მისცა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ფორმა. …

 

 

 

შარლ პერომ // Charles Perrault, 1628-1703// დააფასა ზღაპარი

 

პერომ თხზულებით  « დედაჩემი ბატის ზღაპრები » //Contes de ma mère l’oie// გააცოცხლა ჯადოსნური ზღაპრები. ეს კრებული გახდა საბავშვო კიტერატურის პირველი კლასიკური ნაწარმოები.

 

 ჟანრი ბავშვებისთვის ?

 

პერომ ნამდვილი ლიტერატურული ღირსება მისცა ზეპირი და ხალხური ტრადიციის ჟანრს.

 

თავისი საკუთარი ბავშვების და საზოგადოებაში მოტრიალე მკითხველების მოსახიბლად  ის დაეყრდნო ჯადოსნურს, სასწაულებრივს. მის ზღაპრებში მოქმედებენ ფერიები, კაციჭამია, მოლაპარაკე მგელი და მაგიური ობიექტები.

 

ზღაპარი სასიამოვნო და მოსაწონი რამე უნდა იყოს, მაგრამ ის რაღაცას უნდა ასწავლიდეს კიდეც მკითხველს.

 

   პერო მორალისტია. მისი წითელქუდა, მაგალითად, პატარა გოგონებს ეუბნება რომ კაცები შეიძლება მგლებივით საშიშები იყვნენ.

ზღაპარი მიუთითებს სექსუალურ ჟინზე, არაცნობიერ კონფლიქტებზე, ძალადობით და მოძალადეებით სავსე სამყაროზე და ამიტომ ბევრი რამე გასაგები შეიძლება იყოს მარტო სრულწლოვანებისთვის.

  პეროს ზღაპრებში ჯადოსნურის გვერდით არის რეალიზმიც. პერო წარმოადენს მის თანამედროვე წარჩინებულთა სიმდიდრეს და ღარიბთა სიბეჩავეს.

 

 ზღაპრები ძალიან პოპულარული გახდა და პერო გადაიქცა საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსად.

 

   თანამედროვე კაცი ტრადიციის პირისპირ

 

შარლ პერო  ბევრს მუშაობდა მწერლობის და მეცნიერებათა განვითარებაზე.  ამას მოყვა აღიარება.

ის 1671 წელს მიიღეს ფრანგულ აკადემიაში.

 

 1687  წლის 27 იანვარს მან აკადემიის წევრთა წინაშე წაიკითხა თავისი პოემა « ლიუდოვიკო დიდის საუკუნე »  //Le Siècle de Louis le Grand//, რაც იყო თანამედროვეთა დაცვა ძველთაგან.

 პეროს თქმით მისი საუკუნე არაა ანტიკურ ხანაზე უარესი. მას სჯეროდა პროგრესისა.

ამიტომ წაეჩხუბა ის ბუალოს. ეს იყო დასაწყისი პოლემიკისა რომელიც დამთავრდა მარტო 1694 წელს.

 

 პერომ წარმატება მოიპოვა თავისი ზღაპრებით. თანამედროვე კაცმა გაიმარჯვა ტრადიციის ათვისება-გაცოცხლებით.

 

 

Louis  de Rouvray duc de Saint-Simon, 1675-1755, ჰერცოგმა დე სენ სიმონმა ჩამოაგდო ლიუდოვიკო მე-14 თავისი კვარცხლბეკიდან

 

ჰერცოგმა დე სენ-სიმონმა  მე-18 საუკუნეში დაწერა მოგონებები რომლებიც გამოიცა მხოლოდ მე-19 საუკუნეში. ნაშრომი მეტისმეტად აკრიტიკებს ხელისუფლებას.

 

ცენზურა გრძელდებოდა 90-ოდე წელი

 

  რეაქციონერი ვერსალში

 

 ჰერცოგი და საფრანგეთის პერი დე სენ-სიმონი იყო თავისი პრეროგატივების მოყვარული დიდებული რომელსაც ენატრებოდა ძველი წყობა  როდესაც მეფე სამეფოს მართავდა და უძღვებოდა არისტოკრატებთან, არისტოკრატიასთან ერთად.

ლიუდოვიკო მეთოთხმეტის აბსოლუტიზმმა კი არისტოკრატები გადააქცია მორჩილ მსახურებად.არისტოკრატია იქცა მოსამსახურე და არა მმართველ წოდებად.

 

 

 

 ჰერცოგი და საფრანგეთის პერი დე სენ-სიმონის აზრით ეს იყო მონარქიის მზის ჩასვენება.

ის იძულებული იყო წასულიყო თავის მამულში. ამანაც გაამწარა ილუზიებდაკარგული დიდი ფეოდალი.

 

 

    დიდი ისტორიის სიმცირეები

 

მემორიალისტი სენ-სიმონი აღწერს მოვლენებს რომელთა მოწმეც იყო. ისტორიკოსს, მას უნდა ამ მოვლენების კომენტირება. მის აზრით ამ ორ მიდგომას შორის წინააღმდეგობა არაა.

მისი აზრით ისტორია დიდადაა დამოკიდებული ამ ისტორიის დამწერი ისტორიკოსის ხასიათზე.

და ამიტომაა აუცილებელი ინტერების, მანკიერებების, ღირსებების, ვნებების, სიძულვილთა და ვნებათა გამჟღავნება.

უფრო ღრმა ლოღიკის საზარალოდ წინ გამოდის ფსიქოლოგია.

კარის აღწერა ულმობელია.

 

ეს მემუარები ამჟღავნებს « დიდი საუკუნის » უკანა მხარეს. შატობრიანს, სტენდალს,ჰიუგოს,პრუსტს ძლიან მოსწონდათ ვიქტორ ჰიუგოს თქმით ამ დიდი ბატონის ლამაზი სტილი.

 

   1699

François de Salignac  de la Mothe Fénelon, 1651-1715,  ფენელონს უნდა უფლისწულების აღზრდა

 

1699 წელს გამოვიდა   სათავგადასვლო და მოგზაურობათა  რომანი « ტელემაქეს თავგადასავლები » // Les Aventures deTélémaque//,  რომლითაც მორალი და ხელისუფლების სამართლიანი გამოყენება უნდა ესწავლა მეფე ლიუდოვიკო მეთოთხმეტის შვილიშვილს.

 

ფენელონმა ბურგუნდიის ჰერცოგისთვის ეს დაწერა როგორც  ჰომეროსის ოდისეის მე-4 წიგნის გაგრძელება. ანტიკური ხანის ისტორია და გმირი მაგალითი უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა მეფისთვის.

 

პოლიტიკური აზრის ნარკვევი

 

 ტელემაქე წავიდა მამამისი ულისეს საძებრად. ის ისმენს მენტორის გაკვეთილებს.  ამ მენტორის უკან იმალება ქალღმერთი მინერვა.

ინიციაციური მოგზაურობის დროს ის სწავლობს შემხვედრი, ნანახი ხალხების ცხოვრების წესს და პოლიტიკურ ორგანიზაციას. მან ნახა ფუფუნების და კორუფციის არმცოდნე უტოპიური საზოგადოება ბეტიკაც რომელიც მოგვაგონებს ოქროს ხანას.

თავის ნაშრომში ფენელონმა წარმოადგინა თავისი შეხედულება ზნე-ჩვეულებებზე და მონარქიაზე. მას უნდა მორალის და კანონების მცველი ხელისუფლება.

მისთვის ომი არის კატასტროფა და უბედურება.

მეფეს უნდა უნდოდეს თავისი ხალხის ბედნიერება.

 

პოლემიკური თხზულება

 

 მეფეს არ მოეწონა ეს თხზულება რომელიც მიიღო როგორც სატირა აბსოლუტიზმზე და კარზე გაბატონებულ ფუფუნებაზე.  და ფენელონმა დაკარგა მეფის წყალობა.

მაგრამ რომანი მრავალჯერ გამოიცა და ითარგმნა.

გსნმანათლებლებმა მასში ამოიკითხეს  ერთ-ერთი პირველი აზრი განათლებული დესპოტიზმის,გაზომიერებული მონარქიის  შესახებ და აღფრთოვანდნენ ამით.

 

ფენელონი, ეკლესია და კარი

 

  ფენელონის წინაპრებს შორის იყო ბევრი ეპისკოპოსი. 24 წლის ფენელონიც გახდა მღვდელი.

მან გამოიჩინა თავი როგორც სარწმუნოების გავრცელებით დაინტერესებულმა ქადაგმა.

მას დაავალეს მოქცეულ ახალგაზრდა პროტესტანტთა დაყენება კათოლიკობის გზაზე.

 

ფენელონმა შემდეგ თავისი კარიერა განაგრძო კარზე.

 

1689 წელს ის დანიშნეს მეფე ლიუდოვიკო მეთოთხმეტის შვილიშვილის, ბურგუნდიის ჰერცოგის

დამრიგებლად.

მაგრამ მეფემ ფენელონი 1695 წელს დანიშნა კამბრეს ეპისკოპოსად, რაც იყო განდევნის ფორმა.

 ფენელონი და ლიუდოვიკო მეთოთხმეტე გარდაიცვალნენ ერთსა   და იმავე წელს, მაგრამ ფენელონმა ვერ დაიბრუნა მეფის წყალობა.

 

 

 

 

 

 

Bas du formulaire

 

  Jean de La Fontaine, ჟან დე ლაფონტენი //1621-1695//

 

1668-1693, ლაფონტენმა ისევ გამოიგონა ზღაპარი და არაკი

 

ლაფონტენი შთაგონებული იყო ანტიკური ხანის 2 მეზღაპრეთი, ბერძენი ეზოპეთი //ძვ.წ.მე-6 ს.// და ლათინი ფედრით //Phèdre,ა.წ. პირველი ს.//. მაგრამ თანდათანობით ის განთავისუფლდა მათი გავლენისგან.

 

 ჰარმონიული პოლიფონია.

  ლაფონტენის აზრით ყველაფერი ლაპარაკობს სამყაროში, ყველაფერს აქვს თავისი ენა.

ლაფონტენმა სიტყვა მისცა ცხოველებს, ადამიანებს და //ანტიკურ// ღმერთებს. ის ყვება მათ თავგადასავლებს და უბედურებებს.

 

  პოეტი მოხიბლულია სამყაროთი რომელსაც დღეს კარგი მიზნებით აოხრებენ კარგები და ცუდი მიზნებით აქოთებენ ცუდები, ეეჰ…

 

 ლაფონტენს უნდა ადამიანების აღზრდა ზღაპრების მეშვეობით. ის აღწერს ადამიანთა მარადიულ სისუსტეებს // თავმოყვარეობა-პატივმოყვარეობას, ცნობისმოყვარეობას, ძალაუფლებისკენ სწრაფვას//. ის ადამიანებს მოუწოდებს არა შეცვლისკენ არამედ საკუთარი თავის უკეთესად ცოდნისკენ და უბრალო ბედნიერების მისაღწევად უკიდურესობებს შორის ზუსტი და სწორი შუალედის ფრთხილად არჩევისკენ.

 

 

1665-1674 წლებში ლაფონტენმა დაიწყო ბოკაჩოს და სხვა იტალიელი ავტორების მიბაძვა და მას ბრალად დასდეს ლიბერტინაჟი. 1674 წელს მისი ახალი ზღაპრები აკრძალეს.

სამაგიეროდ ეხლა არის ტოტალური თავისუფლება. კიევში გაწვრთნილ ნახევრადტიტველ რქსტრემისტ ფემინისტ გომბიოთა ბანდა « ფიმენი » დაუბრკოლებლად და ფაქტიურად დაუსჯელად არბევს დიდ ევროპულ კათედრალებს და ვატიკანს.

მათ მსოფლიოს უდიდესი მუზეუმი ლუვრიც მოითარეშეს.

 

ოო, ლაფონტენ, როგორ გვჭირდება შენი ზუსტი და სწორი შუალედი, მხეცობათა ნაირ-ნაირ ფორმებს შორის გავლის და გადარჩენის უნარი.  საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს გენერალური მდივნისთვის ანუ დამნაშავე ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის ნობელის პრემიის მიცემის ხანაა.

 

 

1674, ნიკოლა ბუალო // Nicolas Boileau,1636-1711//  აზუსტებს თავის « პოეტურ ხელოვნებას » //art poétique//

 

 ოთხი ნაწილისგან შემდგარ ამ თხზულებაში ბუალო გადმოსცემს კლასიკური იდეალის მთავარ პრინციპებს.  ახალგაზრდა პოეტის ეს ლექსები არის ფიქრი სილამაზეზე, როგორც შთაგონების ისე წყნარი და მეთოდური შრომის ნაყოფი.

  

                     კლასიციზმის დამცველი

 

 თანამედროვეთა წინააღმდეგ ბრძოლებში გააფთრებით ჩაბმულ ბუალოს სჯეროდა იმიტაციის ღირსებებისა.  ის ეყრდნობოდა არისტოტელეს //ძვ.წ. მე-4 ს.// პოეტიკას და ჰორაციუსის //ძვ.წ. პირველი ს.// პოეტურ ხელოვნებას  რათა ეწერა კლასიკური ლექსით.

ის ასევე იღებდა მე-17 საუკუნის სწავლულთა მიერ შემუშავებული დოქტრინის ელემენტებს.

ის პატივს მიაგებდა მალერბს //Malherbe, 1555-1628//, იმას ვინც ერთ-ერთი პირველი ზრუნავდა ენის სიწმინდეზე.

 

პარიზში, საპარლამენტო ბურჟუაზიის წრეში დაბადებული ბუალო ცუდად იცნობდა 1638 წელს გარდაცვლილ თავის დედას. კარგად სწავლის შემდეგ ის გახდა ადვოკატი. 1657 წელს მიღებულმა მამამისის მემკვიდრეობამ მას მისცა მწერლობის საშუალება. მაგრამ მას არ დავიწყებია სამართალი.

ის ყველასთვის გახდა « პარნასის კანონმდებელი ».

 

 

მწერლობა შრომაა და  ძალისხმევა

 

ლიტერატურაში ბუალოს უწინარეს ყოვლისა უნდა ბუნებრივი და ნათელი, ბუნებრიობა და სიცხადე.  პოეტი ყურს უნდა უგდებდეს თავის გენიას და გრძნობებს, მაგრამ ის უნდა დაემორჩილოს ნორმებს რომებიც რჩებიან საუკეთესო წინამძღოლად.

მწერლობა, წერა, არის ძალისხმევა რომელიც მოითხოვს ვნებების მოთოკვას და მართვას.

ხელოვანი ასევე არის ხელოსანი რომელიც გულმოდგინედ  რანდავს და აპრიალებს თავის ნაშრომს და თხზულებას.

ბუალო არ გმობს მცირე ჟანრებს, მაგ. იდილიას,ელეგიას, ოდას თუ სონეტს.

მაგრამ მას ურჩევნია კეთილშობილი ჟანრები // კომედია, ტრაღედია და ეპოპეა// რომლებსაც უფრო შეუძლიათ ამაღლებულის წვდომა.  ბუალო საზოგადოებას აცნობს კლასიკური დრამატურგიის წესებს..

 

    აღზრდა და მოწონება

 

ბუალოს პოეტური ხელოვნება  განკუთვნილია პატიოსანი ადამიანებისთვის და ახალგაზრდა პოეტებისთვის რომლებსაც ის აძლევს რჩევებს და რომლებსაც აკრიტიკებს.

მისი გალექსილი ნაწერი უფრო მოქნილს ხდის მის დიდაქტიზმს.

ბუალო არ იგონებს კლასიციზმის პრინციპებს, მისი ნაწერი შთამბეჭდავი სინთეზია შთამომავლებისთვის.

 

ბუალო, სატირის ხელოვნება

 

 ძველთა მიმდევარი ბუალო საჭიროდ თვლის ანტიკური ავტორების მიბაძვას.  ის, მაშ, შთაგონებულია ჰორაციუსით, იუვენალით, ისევე როგორც მასთან უფრო ახლო სატირიკოსი მატურა რენიეთი //Mathurin Régnier,1573-1613//.

 

მისი პირველი დიდი თხზულებაა « სატირები » // Les Satires//. ის გმობს ზოგი მისი თანამედროვე ავტორების ცუდ გემოვნებას, მიუთითებს სასაცილო რამეებზე მას უნდა რომ ადამიანები ღიმილით მივიდნენ სიბრძნემდე.

მისმა თორმეტმა სატირამ ლიტერატურულ და მორალურ სიუჟეტებზე მას გაუჩინა მრავალი მტერი.

 

    რასინის ადვოკატი ბუალო

 

 1617  წელს ბუალო და რასინი დანიშნეს მეფე ლიუდოვიკო მეთოთხმეტის ისტორიოგრაფებად. მაგრამ  მათი ხელნაწერები გაქრა, დაიწვა 1726 წელს.

ისინი მეგობრებიც იყვნენ და ბუალო იცავდა რასინს როდესაც კრიტიკის ობიექტად იქცა რასინის ტრაღედია Phédre //1677//.

ბუალომ პატივი მიაგო დრამატურგ რასინს და დაგმო მისი კრიტიკოსები რომლებიც კრიტიკას ურევდნენ  ცილისწამებაში.

ბუალომ გაიხსენა რომ მოლიერსაც ერგო ასეთი ხვედრი და ამით სცადა მეგობრის დამშვიდება.

 

  1678   მადამ დე ლაფაიეტი // Mme de La Fayette,1634-1693//  წერს შეუძლებელი სიყვარულის რომანს.

La Princesse de Clèves-ში მადამ დე ლაფაიეტი აანალიზებს  ადამიანის გულის ტანჯვებს. ის გვეუბნება რომ ვნება,ჟინი, არღვევს სიწყნარეს და ჰარმონიას არსებებს შორის.

 

ანონიმური მაგრამ მოსალოდნელი პუბლიკაცია.

მადამ დე ლაფაიეტს არ უნდა პროფესიონალ ავტორად ყოფნა. ის არ აწერს ხელს თავის თხზულებებს.

ის უარყოფს დიდი გმირული რომანების ძვირფას ტრადიციასაც….

 

მოთხრობა მოგუდული ვნების შესახებ

 

საფრანგეთის მეფე ანრი მეორის მეფობის// 1519-1559//  ბოლოს მის კარზე გამოჩნდა მშვენიერი ქალიშვილი რომელმაც მიიპყრო მამაკაცების ყურადღება.

დედამისი ვერ იტანს ამ ადგილებში გაბატონებულ გალანტურ და საზოგადოებრივ ატმოსფეროს.

დედამისის რჩევით ქალიშვილი დაქორწინდება მასში თავდავიწყებით შეყვარებულ M.Clèves-ზე.

მაგრამ მას არ უყვარს თავისი ქმარი. ის მას პატივს სცემს და მეგობრობს მასთან.

და, ქალი შეხვდა მოსიე ნემურს  და იგრძნო თუ რაა ვნებიანი სიყვარული. ქალმა ეს სიყვარული განიცადა როგორც ტანჯვა და გმირული წინააღმდეგობა გაუწია ამ ჟინს. მეტიც, მან მოუყვა ამის შესახებ მეუღლეს. მეუღლე კი გადაყვა ეჭვს, გარდაიცვალა ამის გამო.

დაქვრივებულმა, დამწუხრებულმა ქალმა გადაწყვიტა მონასტერში წასვლა და სულის სიმშვიდის ასე უზრუნველყოფა.

 

   დღემდე უკვდავი წარმატება

 

 Princesse de Clèves-ს გამოქვეყნებას მოყვა წინააღმდეგობრივი კომენტარები და წარმოდგენები.

ზოგი ქალის ქცევაში ხედავდა გმირობას, ზოგი კი მხოლოდ ეგოიზმს.

მაგრამ  ესაა რომანული ლიტერატურის დიდი კლასიკა.

 

აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მწერლობამდე

 

Marie-Madeleine Pioche de La  Vergne  1665 წელს გახდა გრაფი  დე ლა ფაიეტის მეუღლე.

ის იყო დიდად განათლებული ქალბატონი.  ქორწინების შემდეგ მან დაიკავა გამოჩენილი ადგილი მეფის კარზე და ის დადიოდა პარიზის საზოგადოებრივ სალონებში.

გატაცებულმა მკითხველმა, მან წერა დაიწყო 1660-ანი წლებიდან.

მისი ნაწერები დიდ ადგილს უთმობენ ისტორიულ      ქრონიკას და რომანს….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s