გი დებორი,ანტიხელოვნება 2

 

 ‘Messiness and despair’: Tracey Emin’s My Bed back on display at Tate Britain. Photograph: Facundo Arrizabalaga/EPA via The Guardian

https://historyplusart.files.wordpress.com/2016/11/c370f-1442589134018.jpg?w=680

As of May 2015, Tracey Emin’s Turner Prize nominated ‘My Bed’ (1998) sculpture is back on show at the Tate Modern in London. Bought in 2014 for £2.5 million, the bed is now on a ten-year loan to the gallery. In honoUr of this, I decided to look at other depictions of the empty bed in contemporary art, and the way it is used to represent vulnerability and the artist’s ownership of their own insecurities.

As of May 2015, Tracey Emin’s Turner Prize nominated ‘My Bed’ (1998) sculpture is back on show at the Tate Modern in London. Bought in 2014 for £2.5 million, the bed is now on a ten-year loan to the gallery. In honoUr of this, I decided to look at other depictions of the empty bed in contemporary art, and the way it is used to represent vulnerability and the artist’s ownership of their own insecurities.

აი ეს საძაგლობა როგორც ხელოვნების შედევრი 2014 წელს გაიყიდა 62,5 მილიონად….

Afficher l'image d'origine

 Afficher l'image d'origine

უსაფრთხოება საფრთხეა, მარტო თბილისის მნგრეველ ტანკისტ პროფესორ სიგუას მოაქვს უსაფრთხოება. ესეც სიტუაციანიზმია.

http://www.lemondedesarts.com/ArticleInternationaleSituationniste.htm

 

ანტიხელოვნება 2 ხელოვნების მესაფლავეები

 

ხოდა იყო ფრანგი მწერალი, ესეისტი, კინემატოგრაფისტი, პოეტი და რევოლუციონერი გი დებორი

// Guy Debord, 1931-1994//. ის თავს თვლიდა უწინარეს ყოვლისა სტრატეგოსად. მან მოახდინა « სპექტაკლის » სოციოპოლიტიკური კონცეპტუალიზაცია.

მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია« სპექტაკლის საზოგადოება» // La Société du spectacle, 1967//.

 

 დებორი იყო ჯერ ლეტრისტული ინტერნაციონალის ერთ-ერთი დამფუძნებელი 1952-1957 წლებში

// l’Internationale lettriste//, შემდეგ კი მან დაარსა სიტუაციონისტური ინტერნაციონალი

// l’Internationale situationniste//.

//ვიკიპედიიდან//

 

 

 

 სიტუაციონისტური ინტერნაციონალი // L’INTERNATIONALE SITUATIONNISTE, 1957-1972//

 

  ანტიხელოვნება- anti-art-ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის უეჭველად ყველაზე გავლენიანი მოძრაობა სიტუაციონისტური ინტერნაციონალი

// L’INTERNATIONALE SITUATIONNISTE, IS).//.

 

   

 

 

     

 

ნუ იმუშავებთ ნურასდროს // “Ne travaillez

 jamais”, Guy Debord//


” …
მეოცე საუკუნის ავანგარდის ბოლო საერთაშორისო მოძრაობა. სიტუაციონისტური ინტერნაციონალი, არსებობდა  1957-1972 წლებს შორის. მისი ეპიცენტრი იყო პარიზი.  მთლიანობაში ის შედგებოდა 72 ევროპელი, ამერიკელი და ჩრდილოამერიკელი წევრისგან.

მისი ბელადი და ლიდერი იყო  გი ერნსტ დებორი// Guy Ernest Debord, 1931-1994//.

სიტუაციონისტური ინტერნაციონალის რევოლუციური პროგრამა მიზნად ისახავდა ყოველგვარი გამოსახულების მოსპობას, ხელისუფლების, ავტორიტეტის უარყოფას, ხელისუფლების სიმბოლოთა მსხვრევას, ხელოვნების, მათ შორის ტრადიციული ავანგარდის ხელოვნების და კულტურული წარმოდგენის ყველანაირი გამოხატვის გაუქმებას. მას უნდოდა ცხოვრება წარმოების და მოხმარების, მისი თქმით  კაპიტალისტური ძარცვის გარეშე. მას უნდოდა ბრძოლა ამ ძარცვასთან.

 

  ჩვეულებრივი ინტელექტუალური მეტყველების უარყოფამ, პოლიტიკურმა რადიკალიზმმა და ადეპტების მცირერიცხვოვანებამ ქნა ის რომ გი დებორი და სიტუაციონისტური ინტერნაციონალი ნაკლებად ცნობილი არიან საფრანგეთის გარეთ.

ხელოვნების, პოლიტიკის და სინამდვილის შესაყარზე მოქმედი სიტუაციონისტური ინტერნაციონალის ისტორიული მნიშვნელობის დადგენა, მაშ, დღესაც ძნელია.

  არადა მან დიდი გავლენა მოახდინა 1968 წლის მაისის გადარეულ ახალგაზრდობაზე რომელიც ფაშისტო-ფაშისტოს ძახილით დევნიდა საფრანგეთის მხსნელ ქრისტიან შარლ დე გოლს და მოითხოვდა ყველა აკრძალვის აკრძალვას ანუ დასაშვებსა და დაუშვებელს შორის არსებული საზღვრის გაუქმებას, ყველანაირი ონავრობის ადამიანის თავისუფალი

 ნების გამოხატულებად და დაშვებულ, ნებადართულ რამედ გამოცხადებას.

სიტუაციონისტთა იდეები ფართოდ გავრცელდა და მათ დატოვეს კვალი რომელიც დღესაც შეიმჩნევა  საერთაშორისო დონეზე ხელოვნებაში, პოლიტიკაში,არქიტექტურაში და პოპ-კულტურაში.

ამ კვალს ვხედავთ მოძრაობებში Fluxus, punk,პერფორმანსებში და ა.შ….

 

   სიტუაციონისტური ინტერნაციონალის პირდაპირი წინამორბედია Lettrisme-ლეტრიზმი და ლეტრისტული ინტერნაციონალი // l’Internationale Lettriste (IL)//.

 ამ მოძრაობათა პროტაგონისტებმა ინსტიტუტების და მიღებული ცხოვრების წესის პერიფერიაზე შექმნეს სუბ-ქვე-კულტურა რომელიც გამოხატავს უკომპრომისო სოციალურ პროტესტს.

დეკლარაციები და შთამბეჭდავი აქციები ადასტურებენ ამ შეურიგებელ ნეგატივიზმს რომელიც არ იხევს უკან არაფრის, არც თვითნგრევის წინაშე.

ნებისმიერი პირადი შეთანხმება არსებულ სტრუქტურებთან აკრძალულია.

არც ხელოვნების ნაწარმოებებმა და არც მუშაობამ არ უნდა დაუშავოს არაფერი ნეგატივისტურ ჯანყს.

ლეტრისტები // Lettristes// გვიმტკიცებენ რომ ენას, მეტყველებას გაანთავისუფლებს პოეზიის სიკვდილი, მისი ასო-ასო დაშლა.

 ახალი განთავისუფლებული, მნგრეველი შემოკლება-შემცირებიდან გამოყვანილი შემოქმედების ფორმულირება მაშინ მიუყენეს ყველა ხელოვნებას, ყველა საზოგადოებრივ თემას.

წარსული სულ უნდა დაეშალათ და მიეყვანათ ახალ-შესაქმე-ქმნილებამდე….

 

 სიტუაციონისტური ინტერნაციონალის მეორე წინამორბედი ჯგუფი იყო
CoBrA
.

ისიც უპირისპირდებოდა ავანგარდისტების ამიერიდან ინსტიტუციონალიზებულ მიმიდინარეობებს, მაგ. სიურეალიზმს და აბსტრაქციას.

  ეს ჯგუფი 1948 წელს დააარსეს ბელგიელმა Christian Dotremont-მა, ჰოლანდიელმა Constant Nieuwenhuys-მა და დანიელმა Asger Jorn-მა.

ჯგუფის სახელს ქმნიდნენ მხატვრების და მწერლების მშობლიური ქალაქები კოპენჰაგენის,ბრიუსელის და ამსტერდამის პირველი ასოები.

  ამ კობრას ასევე უნდა მოეხრჩო ხელოვნებებში ფრანგული ნომენკლატურის ბატონობა.

კობრას წევრებს უნდოდათ ხელოვნების განთავისუფლება მისი ელიტისტური მიკროკოსმისგან, ხელოვნების გადაქცევა სულ ყველას საქმედ:

 

” ხელოვნება არის ბედნიერი ადამიანების ყველა ქმედებაში, ხელოვნება არის სიცოცხლით სიხარული, ცხოვრებაში ჩვენი პოზიციის ავტომატური რეფლექსი. “

 

  ამ მოთხოვნით ხატავდნენ თავის თხრობით,ხშირად ბნელ და დაშლილ თავის ტილოებს . Christian Dotremont, Karel Appel, Pierre Alechinsky, Constant და Corneille.

ამ მოძრაობის ყველა ადეპტი დაუღალავად ცდილობდა ყოველდღიურობისთვის ხიბლის მინიჭებას.

1952 წელს ჯგუფმა დაიწყო დაშლა.

ლეტრისტული ინტერნაციონალი
L’INTERNATIONALE LETTRISTE

 

 1952 წელს Guy Debord-ის და Gil Wolman-ის მიერ ლეტრისტულ მოძრაობაში დაარსებული ამ საიდუმლო ფრაქციის, სიტუაციონისტური ინტერნაციონალის უშუალო წინამორბედის გაცხადებული მიზანი იყო ინდივიდუალისტი ლეტრისტების ანარქისტული და ქაოტური ქმედებების კალაპოტში მოქცევა და მათთვის უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის მინიჭება.

 

ჯგუფი რომელიც თავს წარმოიდგენდა ბიუროკრატიული სოციალიზმის ალტერნატივად უარყოფდა ყოველგვარ დასრულებულ ქმნილებას, ყოველგვარ შრომას; მას უნდოდა  მოთარეშე თავისუფლება. ის გმობდა მორალის ყოველგვარ ფორმას.

 

დებორმა ესთეტიკასაც მიხედა.  მან კინოს სფეროში პაროქსიზმამდე მიიყვანა ლეტრისტული ნგრევა-დეკომპოზიცია.  თანამედროვე საზოგადოების ” სპეკტაკლს მან დაუპირისპირა მონოტონიის პროვოკაცია.  თავისი თავის და მოქმედების საკუთარი პოტენციალის ანაბარა დარჩენილი შოკირებული მაყურებლების შოკირებული რეაქციები უნდა ყოფილიყო  დებორის ფილმები.

 

ამ იდეების ირგვლივ შიკრიბა 1957 წელს ავანგარდის სხვადასხვა მოძრაობის წარმომადგენელთა დელეგატების საერთაშორისო შხვედრაზე დაარსებული სიტუაციონისტური ინტერნაციონალი // L’Internationale situationniste//.

 

ეს ინტერნაციონალი შედგებოდა სხვადასხვა ეროვნების პატარა ჯგუფებისგან.

ამ ჯგუფებს უნდოდათ სოციალური რეალობის გარდაქმნა ესთეტიკური კონცეფციებით და შესაბამისი  პრაქტიკით.:

ლეტრისტული ინტერნაციონალის წარმომადგენელთა გარდა იქ იყვნენ CoBrA-ს და იტალიაში გაჩენილი

საერთაშორისო მოძრაობა იმაჟინისტური Bauhaus-სთვის წარმომადგენლები.

 

ეს რევოლუციონერი ავანგარდისტები გააერთიანეს

Debord-მა და Jorn-მა.

 

მათი თეორიული მუშაობა იყო რადიკალური რევოლუციური სერიოზულობის შერევა ღრმა თვითირონიასთან, ძირგამომთხრელ მავნებლურ დებულებებთან და საზოგადოების კრიტიკასთან.

მათ დაარღვიეს პოლიტიკური დაპირისპირების ყველა დადგენილი ნორმატიული საზღვარი. ისინი უპირისპირდებოდნენ არსებულ სტრუქტურებს.

 

კულტურის სფეროში არსებული წესების შეგნებულმა დარღვევამ მალე მიიღო პოლიტიკური ხასიათი და ამან დიდი გავლენა მოახდინა 1966 წლის სტრასბურგის მოვლენებზე და 1968 წლის საპროტესტო მოძრაობებზე.

 

სპექტაკლი //le spectacle //

 

დებორის სიტუაციანისტური ინტერნაციონალი არ ჩაბმულა კლასთა ბრძოლაში.  ეს ჰედონისტურ-ინდივიდუალისტურ-ნარცისული მოძრაობა ებრძოდა  თავისუფალი დროის კოლონიზაცია-წართმევას და ინდივიდუალური სივრცის ტოტალიტარულ მედიატიზაციას.

 

სიტუაციონისტურმა ინტერნაციონალმა გამოაცხადა რომ ხელოვნება არის უგვანი ტიპების მიერ დადგმული სპექტაკლი წარმოდგენა რომელიც პატიოსან კარგ ადამიანს გადააქცევს პასიურ მომხმარებლად, პირდება მას მს ბედნიერებას და თავგადასავალს და კეტავს მას ყოველდღიურების მოწყენილობაში.

ამიტომ სიტუაციონისტური ინტერნაციონალის აზრით საჭიროა ხელოვნების გაუქმება.

 

ხელოვნების ეს გაუქმება 

პირველ რიგში გულისხმობდა წარმოდგენის, გამოსახვის,ანუ სახვითი ხელოვნების ყველა ფორმის გაუქმებას.

 

 ხელოვნების გაუქმების მერე კი ხელოვნების მიერ დაპირებული ბედნიერება დაკონკრეტდება ყოველდღიიურ ცხოვრებაში. სიმფონია აიკრძალება, გი დებორის ბოყინი იქნება სიმფონია. ეგეთია სიტუაციონისტების დაპირება.

პირველი მსოფლიო ომის შემდგომი ავანგარდის პროტესტის ფორმებმა ბოლოს და ბოლოს უნდა გაამჟღავნონ მათი რევოლუციური პოტენციალი.

 

ხელოვნების დაძლევა.

 

სიტუაციონისტური ინტერნაციონალის პროგრამა, მაშ, გულისხმობდა ხელოვნების საშუალებების და მეთოდების გამოყენებიას არა ხელოვნების ნაწარმოების შექმნის ან პოლიტიკის კრიტიკის მიზნით არამედ თვითონ რეალობის, სინამდვილის შესაქმნელად.

 

« მთელი ცხოვრება საზოგადოებებისა რომლებშიც ბატონობს წარმოების თანამედროვე პირობები ჩანს როგორც სპექტაკლი-წარმოდგენების უზომო დაგროვება»  //Toute la vie des sociétés dans lesquelles règnent les conditions modernes de production s’annonce comme une immense accumulation de spectacles. ». ესაა სიტუაციონიზმის და სიტუაციონისტური ინტერნაციონალის დამაარსებელი გი დებორის წიგნი სპექტაკლის საზოგადოების, La Société du Spectacle-ს პირველი წინადადება.

http://www.aline-louangvannasy.org/article-explication-de-texte-la-societe-du-spectacle-guy-debord-fiche-methodique-112899447.html

Guy Debord-მა, გი დებორმა ეს წიგნი დაწერა 1967 წელს. ესაა პოლიტიკური თხზულება რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნეზე. გი დებორმა 1973 წელს გადაიღო მისი წიგნის დებულებთა გამომხატველი ფილმი.

 

ესაა მოხმარებაზე გადაყოლილი საზოგადოების რადიკალური კრიტიკა.

 

გი დებორის თქმით სპექტაკლის საზოგადოება არის კაპიტალიზმის დასრულებული სტადია….

http://www.philovive.fr/?2016/01/29/128-la-societe-du-spectacle

 François Housset, სპექტაკლის საზოგადოება

 

 ხელისუფლება-ძალაუფლება სპექტაკლია. სპექტაკლი არის ხელისუფლება-ძალაუფლება.

თვითონ საზოგადოება თეატრალური წარმოდგენაა.

მოქალაქეები ქრებიან, რჩებიან მარტო ვიღაცეების მიერ დადგმული წარმოდგენის მაყურებლები.

 

 ადამიანს უჩვენებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ დიდ და მნიშვნელოვან პირად გამოცხადებული ვინმეს გრიმასას//დაჯღანულ სახეს//. და ეს ფსევდო მნიშვნელობა განსაზღვრავს მის სანდოობას, პოლიტიკური პარტიის მომავალს, თვითონ დემოკრატიას…

 

აღარაფერი ჩანს რეალურად გარეგნობაზე კონცენტრირებულ სამყაროში: ანგარიშგასაწევია მარტო მსახიობთა თამაში, განათება, ტონი///

ადამიანს იქ აღარაფერი აქვს გასაკეთებელი: ის აღარც არსებობს ნამდვილად, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ  მის გარეგნობას, გარეგნულ სახეს.

 

ობიექტებიც კი ქრება. მანქანის ყიდვა აღარა სატრანსპორტო საშუალების,

გადაადგილების საშუალების ყიდვა. მანქანა გადააქციეს ბედნიერების და პრესტიჟის ნიშნად.

ვირტუალურ რამედ გადაქცეულ სამყაროში, სპექტაკლის საზოგადოებაში ყველაფერი არარეალური ხდება.

 

არსებობა უკვე სასაცილოა. ვინმედ ყოფნა დიდი არაფერია: მთავარია გამოჩნდე ვინმედ და იმის გასარკვევად თუ ვინ ხარ სინამდვილეში აღარავის სცალია.

მუდამ უნდა იყო სცენაზე და ეკრანზე. რეკლამის სპრციალისტი გადაიქცა კანტზე და ბახზე უფრო დიდ ფიგურად.

ადამიანური ურთიერთობებიც გადააქციეს კომედიად.

 

ახალი შემაძრწუნებელი ტოტალიტარული ხელისუფლება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.  ვერც ერთი დესპოტი ვერ იმორჩილებს მათზე უკეთესად  მათი საკუთარი სამყაროს, მათი ცხოვრების პასიურ მაყურებლებად ქცეულ მოქალაქეებს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არ წარმოადგენენ, არ გვიჩვენებენ სამყაროს ისეთს როგორიც ის არის. ისინი განსაზღვრავენ, ქმნიან ამ სამყაროს. ისინი აძლევენ მაყურებელს მის როლს.

 

ილუზორული სამყარო!

 ჩვენს ცხოვრებათა ამ თეატრში წარმოდგენილია ყველაზე გადარეული სიგიჟეები. მნიშველობა აქვს ერთადერთ რამეს:  მაყურებელმა, საზოგადოებამ ტაში უნდა დაგიკრას.

ადამიანი უნდა დაკმაყოფილდეს მაყურებლის როლით. და პიროვნება ხდება გართობა დროისტარების მომხმარებელი.

  სცენაზე მოხვედრილმა პიროვნებამ უნდა შეასროლოდ მისთვის დაწერილი, მისთვის განკუთვნილი როლი.

ის არსებობს მარტო დრო და დრო, მაშინ როდესაც მას სცენაზე ანათებენ პროჟექტორები….

 

  დაგმე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ეს მეტისმეტი ძალაუფლება რამდენიც გინდა. ესეც მისთვის რეკლამის გაწევაა. რჩება მორჩილება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ყოვლისშემძლეობის აღიარება.

ეს არაა ახალი პრობლემა. ინტერნეტამდეც. რადიო-ტელევიზიამდეც, ჟურნალ-გაზეთებამდეც ადამიანები ასრულებდნენ სხვათა მიერ მათთვის დაწერილ როლს.  ადამიანების ქცევას განსაზღვრავდნენ დადგენილი მორალის მცველები, ღვთისმსახურები, პოლიტიკოსები.

 

 // ქართველების დღევანდელ თაობებს მოუწიათ გაძრომა ახალ სცილას და ქარიბდას, პროფესორ სიგუას და პროფესორ იოსელიანს შორის. ესეც ნობელის და იმანუილ კანტის პრემიების ლაურეატები გორბაჩოვის და შევარდნაძის მიერ დაწერილი სცენარია….//

  ხოდა მოხმარების, სპექტაკლის საზოგადოების ნაწილად ქცეულ ხელოვნებას არ შეუძლია სიცოცხლის, გი დებორისთვის სასურველი სიცოცხლის შექმნა. აი ამიტომ სპექტაკლის საზოგადოების გაუქმებასთან ერთად უნდა გაუქმდეს საერთოდ ხელოვნება.

 

 სიტუაციონისტები კატეგორიულად უარყოფდნენ ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნას და თავისი რიგებიდან აძევებებდნენ Asger Jorn-ის,

Constant-ის თუ გერმანული ჯგუფი SPUR-ის წევრთა ნაირებს  რომელთაც უნდოდათ ხელოვნებაში რევოლუციის მოწყობა და არა ხელოვნების როგორც ასეთის უარყოფა….

 

 1960-ანი წლების დასაწყისიდან სიტუაციონისტური ინტერნაციონალი სულ უფრო და უფრო გადაიქცა პოლიტიკურ ინტელექტუალთა ასოციაციად.

ხელოვნების ავანგარდის არსებობა აზსოვდათ მარტო იქ სადაც ამ ინტერნაციონალმა  ავანგარდის საშუალებები და მეთოდები გამოიყენა  ყოველდღიურობის გარდასაქმნელად. ეს უკანასკნელი იყო მისი პირველი მიზანი.

 

ვითარებათა შექმნა როგორც თავისუფალი ცხოვრების დაბრუნება.

 

ცხოვრების რადიკალური გარდაქმნა, რაზედაც ოცნებობდნენ ავანგარდის მოძრაობები უნდა მომხდარიყო ყოველდღიურობაში უშუალო ჩარევით.მარტო ყოველდღიურობის სიმდიდრეს შეეძლო სიტუაციონისტების აზრით  წართმეულ-გაძარცული ცხოვრების დაბრუნების გარანტიის მოცემა.

 

 სიტუაციონისტური ინტერნაციონალი ამოდიოდა იქიდან რომ რევოლუცია რომელიც არ შეცვლის ფუნდამენტურად ყოველი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას იქნება ბატონობის და ძარცვის ახალი ფორმა და მეტი არაფერი.

 

არადა სიტუაციათა, ვითარებათა შექმნას ყოველდღიური ცხოვრება უნდა გაენთავისუფლებინა ფიქსირებული,არსებული სტრუქტურებისგან და ცხოვრების რეალობის  მექანიზებული პროცესისგან.

 

ყოველდღიურობის განთავისუფლება მისი ფუნქციონალური შეზღუდვებისგან, მისთვის მაგიის დაბრუნება მუდამ ახალი სიტუაციების თავისუფალი თამაშით ნიშნავდა ყოველგვარი უკვე არსებული პოლიტიკის “ და მიდგომის, მათ შორის ავანგარდის აზრით ნამდვილი, ემანსიპაციის მქადაგებელი მიდგომის უარყოფას.

 

   აქციონისტურ უწესრიგობას, რადიკალიზაციას, ყველა ღირებულების დამხობას, ყოველდღიური კონკრეტული სიტუაციების მხიარულად გათამაშებას  ადამიანები უნდა მოეწყვიტა ” სპექტაკლის ლეთარგიისგან და უნდა მიეყვანა ეგ ადამიანები //ლევ ტროცკის// უწყვეტ-მუდმივ პერმანენტულ რევოლუციამდე.

 

 გადაადგილება-გადასხვაფერება //détournement//

 

 ეს ითვლებოდა სპექტაკლის  აფეთქების  და ახალი სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად.

 

თავიდან ის ყველაზე მეტად გამოიყენებოდა ესთეტიკურ სფეროში.

გამოფენაზე გაიტანეს უნიტაზი, დაარქვეს მას შადრევანი და გაასაღეს ხელოვნების შედევრად. ვიღაც მხატვარმა ქალბატონმა ბოდიში ნახმარი პრეზერვატივებით გარშემორტყმული თავისი აწეწილი ლოგინი გამოაცხადა შედევრად. ლეონარდოს ჯოკონდას მიახატეს ულვაშები. იტალიელმა მხატვარმა მანძონიმ 1961 წელს  კონსერვის კოლოფში ჩააწყო რაღაც ნაგავი, დააწერა ამ კოლოფს რომ ესაა მხატვრის,ხელოვანის განავალი და ვიღაცეებმა იყიდეს ეს ოქროს ფასად. დღემდე იყიდება ეს კოლოფი ოქროს ფასად.

აი ესაა სიტუაციონისტური ბედნიერება.

 

მერე ეს გადაადგილება-გადასხვაფერება

გაავრცელეს თეორიების წერის და პოლიტიკური ქმედების სფეროებზე.

 

ეს უმსგავსობა იქცა მთელი მოძრაობის განმასხვავებელ ნიშნად.

 

სპექტაკლად წოდებული დღევანდელობის კონტექსტიდან უნდა ამოეგლიჯათ რაღაც ელემენტი და უნდა ჩაერთოთ ის ახალ კონტექსტში.

მაგალითად ველოსიპეტის გახეთქილი საბურავი ან სხვა ნაგავი უნდა გამოეფინათ იმპრესიონისტების გამოფენაზე კლოდ მონეს სურათის გვერდით და ეს საბურავი თუ ნაგავი უნდა გამოეცხადებინათ  ხელოვნების უდიდეს მიღწევად.

ყველანაირ ისტორიულ ღირებულებათა ასეთი გაუფასურებაა სიტუაციონისტური ბედნიერება…

 

1968

 

სიტუაციონისტური ინტერნაციონალის ისტორიაში პრაქტიკის და თეორიის უერთიერთობა უფრო და უფრო იძენდა კრიტიკის და სოციალური თეორიული ანალიზის მნიშვნელობას.

სიტუაციონისტებმა ფართო საზოგადოებას თავი გააცნეს სტუდენტურ მღელვარებათა დროს როდესაც როდესაც რევოლუციური მხარდაჭრის მაძიებელი სტრასბურგელი სტუდენტების ჯგუფი 1966 წელს დაუახლოვდა ამ სიტუაციონისტებს.

 

 გამოჩნდა ბროშურა  « სტუდენტების სიბეჩავეზე ეკონომიკური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და,განსაკუთრებით, ინტელექტუალური თვალსაზრისით და ამ სიბეჩავის გამოსწორების ზოგი საშუალება »// De la misère en milieu étudiant considérée sous ses aspects économique, politique, psychologique, sexuel et notamment intellectuel et de quelques moyens pour y remédier//.

 

ამ ბროშურამ ხელი შეუწყო სიტუაციონისტთა იდეების გავრცელებას საფრანგეთის უნივერსიტეტთა დიდ უმრავლესობაში.

 

 შემდეგ კი ნანტერის, პარიზის და ბოლოს მთელი საფრანგეთის ნამეტანი აქტიურმა სტუდეტენტებმა  გაავრცელეს სიტუაციონისტთა ლოზუნგები, აფიშები, მანიფესტები და კომიქსები.  ყველაფერი ეს მოედო მთელ საფრანგეთს  და ითარგმნა სხვა ენებზე.

 

 ამ სტუდენტებმა  საბედნიეროდ ვერ მოახერხეს დიდი ოქტომბრის რევოლუციად წოდებული ოხრობის ნაირი რამის მოწყობა.

 

მაგრამ ისინი  ფაშისტო-ფაშისტოს ღნავილით დევნიდნენ საფრანგეთის მხსნელ ქრისტიან შარლ დე გოლს და ამან უბიძგა მას მოგვიანებით გადადგომისკენ.

 ეს იყო დექრისტიანიზაციის მორიგი ტალღაც.

ამ ყაჩაღანა სტუდენტებს  სადიზმის მამამთავარი მარკიზ დე სადის პათოლოგიური თხზულებების დაზეპირება ერჩივნათ სახარების კითხვას და ეს ძაან ეტყობა დღევანდელობას.

  სიტუაციონისტური ინტერნაციონალის მოქმედების კულმინაცია იყო სწორედ ეს 1968 წლის მაისი.

  1972 წელს კი ის ოფიცოალურად დაიშალა.

 

მაგრამ მათ შორის ამ ინტერნაციონალის მიერ დაწყებული სექსუალური და სხვა რევოლუცია-პერესტროიკები დღესაც არყევს და აზანზარებს კაცობრიობას.

 

მეტის წაკითხვა შეგიძლიათ ამ ფრანგულ ტექსტში


Communiqué de Presse du Musée Tinguely à propos de l’exposition ” L’Internationale Situationniste : 1957 -1972″ de Juin à Août 2007.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s