ფრანგული ლიტერატურა ჯეელებს 6

Afficher l'image d'origine

მე-18 საუკუნე, განმანათლებელთა საუკუნე

ვოლტერმა იქეიფა და პროფესორმა სიგუამ დაანგრია თბილისი…

ვოლტერის სუფრა გაშლილი იყო, ის იღებდა სტუმრებს მთელი ევროპიდან და მას დიდი მიწერ-მოწერა ჰქონდა გაჩაღებული მისი დროის გამოჩენილ ხალხთან.

 

სახელმძღვანელო ფრანგი ჯეელებისთვის და ქალიშვილებისთვის

Bescherelle, Chronologie de la littérature française du Moyen Âge à nos jours, Paris,2014

// ანუ ფრანგული ლიტერატურის ქრონოლოგია შუა საუკუნეებიდან დღემდე//

 

   მე-18 საუკუნე, განმანათლებელთა საუკუნე

 

   1715 წელს გარდაიცვალა მეფე ლიუდოვიკო მე-14  და მასთან ერთად დასრულდა ხანგრძლივი და ბოლო წლებში სამეფოს მრავალი სიძნელით დამწუხრებული მეფობა.

მაშინ ლიტერატურას გადაუქროლა თავისუფლების სიომ.

მომდევნო წლებში განმათლებელთა მწერლებმა შექმნეს პროტესტის ატმოსფერო და გააჩაღეს პოლემიკა  პოლიტიკურ ხელისუფლებათა ირგვლივ.

გავროში მღროდა რომ  რევოლუციები იყო ვოლტერის და რუსოს შეცდომა.

ამაში არის სიმართლე

     რაციონალიზმის ტრიუმფი

განმანათლებელთა ადამიანები დაეყრდნენ  წინა საუკუნის რაციონალიზმს რათა ყველაფერი დაემორჩილებინათ კვლევის სულისკვეებისთვის.

მათ უარყვეს გავრცელებული შეხედულებები და ისინი შუდგნენ მონარქიის და ეკლესიის უფრო თავისუფლად გააზრებას.

 

ისინი ენდობოდნენ გონებას. ისინი მეცნიერებაზე მსჯელობდნენ სალონებში და სწავლულ საზოგადოებებში.

ეპოქა ნამდვილად პროგრესია :  ლავუაზიემ //Lavoisier// მოიგონა თანამედროვე ქიმია. მედიცინაც მოერია მრავალ ავადმყოფობას. მოგზაურობები აფართოებდნენ ადამიანთა ჰორიზონტს.

 

    ახალი გრძნობიერების გაჩენა

მე-18 საუკუნეში ძალიან უყვარდათ ჟინიანი დავა-კამათი.  ერთმანეთს ლანძღავდნენ განმანათლებლების მომხრეები და მოწინააღმდეგეები.

განსაკუთრებული აღგზნების პერიოდია რევოლუცია.  ამ დროს ჩანს რომ გონება ყოველთვის არაა უსაზღვრო.

ამ დროს გაჩნდა უფრო პერსონალური ლიტერატურა. არ ერიდებიან თავის საკთარ გრძნობებზე და მეობაზე ლაპარაკს.

 რუსოსთან //Rousseau// ერთად გაჩნდა თანამედროვე ავტობიოგრაფია.

გაჩაღებულია კორესპონდენცია-მიწერ-მოწერაც.

უნივერსალობა-საყოველთაობა აღარაა ლიტერატურის იდეალური ჰორიზონტი.

მე-19 საუკუნის დასაწყისში რომანიტიზმმა მემკვიდრეობით მიიღო ეს ევოლუცია.

 

    გამოქვეყნების სირთულეები

განმანათლებელთა აზრი ეჯახებოდა  პოლიტიკურ და რელიგიურ ხელისუფალთა მტრულ განწყობას.  ტექსტის გამოქვეყნების უფლების მისაღებად საჭირო იყო ცენზურის გავლა.

თუ კი ცენზორები ჩათვლიდნენ რომ ტექსტი პატივს არ სცემს მორალს,მონარქიას ან რელიგიას მათ შეეძლოთ ტექსტის ავტორის მძიმედ დასჯა, დაპატიმრება ან  განდევნა…

ბევრი ავტორი გაეშმაკდა. მათ ისწავლეს ცენზურისთვის გვერდის ავლა ტექსტის ანონიმურად ან საზღვარგარეთ, უფრო თავისუფალი ქვეყნების სახელის მქონე ბრიტანეთში, შვეიცარიაში თუ ჰოლანდიაში გამოქვეყნებით.

 ამ სირთულეების და ფართოდ გავრცელებული უწიგნურობის //წერა-კითხვის არცოდნის// მიუხედავად  ლიტერატურა სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდა.

მთავარ ჟანრად გამოჩნდა რომანი. დადასტურდა თეატრის სიყვარული.

მწერლები აშკარად და გასაგონად გამოთქვამდნენ თავის აზრს მათი დროის დიდი საკითხების შესახებ.

პოეზიამ თითქოს დაიხია უკან, უპირატესობას ანიჭებდნენ გონებას და არგუმენტაციას.

 

    ლიტერატურა რევოლუციისთვის ?

 ამ დროს საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში და მთელ ევროპაში ადამიანებს გაუჩნდათ მეტი მისწრაფება სამართლიანობისკენ და თავისუფლებისკენ.

თეატრში მსახურებიც კი ეჭვს ქვეშ აყენებენ  არსებული სოციალური წყობის საფუძვლბს.

ბომარშეს თავხედმა პერსონაჟმა ფიგარომ იცის რომ უბრალოდ ადამიანად გაჩენა არ იძლევა არანაირ პრივილეგიას.

« ფიგაროს ქორწინების » პირველ წარმოდგენიდან 5 წლის შემდეგ პარიზელებმა აიღეს ბასტილია.

განმანათლებლებს შეიძლება  სულ არ უნდოდათ ეს რევოლუცია.

მეტიც, მათ ჰქონდათ იმის იმედი რომ მისაღები და ხალხთა ბედნიერებასთან შეთავსებადი რეჟიმი შეიძლებოდა ყოფილიყო განათლებული დესპოტიზმი.

რევოლუციამ არც განმანათლებლები დაინდო. კონდორსე დააპატიმრეს და უეჭველად მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, შენიეს თავი გააგდებინეს გილიოტინაზე.

მაგრამ რევოლუციამ დაადასტურა განმანათლებელთა იდეების ტრიუმფი, რისი მოწმობაცაა ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია.

 

1721, Charles-Louis de Secondat,baron de la Brède et de Montesquieu-მ, 1689-1755, ანუ მონტესკიემ, გამოაქვეყნა სატირული და პოლემიკური წერილები.

 

1721 წელს ამსტერდამში ავტორის სახელის გარეშე გამოვიდა რომანი წერილების ფორმით, « სპარსული წერილები » // lettres persanes// . ესაა უტიფარ-თავხედური ტექსტი.  ის რა თქმა უნდა მაშინვე პოპულარული გახდა. მონტესკიემ აღიარა რომ ისაა ავტორი  და გახდა პარიზული სალონების და ინტელექტუალური ელიტის წრეების ძვირფასი და დაფასებული სტუმარი.

 

 თავისუფალი სულის მქონე დიდი ბატონი

 

პროვინციის თავისუფალი არისტოკრატიიდან გამოსულმა ბარონმა მონტესკიემ არ მოინდომა მეფის კარზე მათხოვრობა.

 

მას ძალიან უყვარდა თავისი მამული. ის მონაწილეობდა ლოკალურ ცხოვრებაში. ის იყო მრჩეველი, შემდეგ ბორდოს პარლამენტის პირველი თავმჯდომარე,

ბარონი მონტესკიე სულაც არ ყოფილა რეაქციონერი.

პარიზიდან შორს მყოფი ბარონი მონტესკიე აფასებდა პარიზულ მოდებს ისე რომ არ განიცდიდა მათ გავლენას.

 

ის მოგზაურობდა კიდეც. ათვალიერებდა მთელ ევროპას და უბის წიგნაკში იწერდა შენიშვნებს.

მისი თხზულების ერთ-ერთი პერსონაჟი უზბეკის მსგავსად მონტესკიე იყო ცნობისმოყვარე და კოსმოპოლიტი ვინმე.

 

   ზნე-ჩვეულებებისა და ინსტიტუტების დაცინვა

 

სპარსი დიდებულები უზბეკი და რისა 1712-1720 წლებში მოგზაურობენ საფრანგეთში. მოგზაურობისას ისინი წერილებს წერენ სპარსეთში დარჩენილ თავის მშობლებს და მეგობრებს.  წერილებში კი განიხილავენ პოლიტიკურ, რელიგიურ, მორალურ. ეკონომიკურ, სოციალურ თემებს.

 უცხოელთა ახლებური შეხედულება ფრანგებს უბიძგებს საკუთარი თავის და თავისი ქვეყნის სხვანაირად დანახვისკენ

 ყველაფერი, მათ შორის მათი ზნე-ჩვეულებები აბსურდული და სასაცილო ჩანს.

 

 მონტესკიე ხუმარა, დამცინავი, მწვავედ სატირული ტონით აკრიტიკებს თავის თანამედროვე საზოგადოებას.

 

ის ეხება დესპოტიზმს, რელიგიას, სოციალურ კომედიას, საზოგადოებრივი აზრის ტირანიას, ფინანსების ფლანგვას, უსამართლობას.

სინამდვილეში მონტესკიე სვამს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას. ის კითხულობს თუ როგორ შეიძლება სპარსელად ყოფნა, როგორ შეიძლება ფრანგად ყოფნა.

 

 

   « კანონების სულზე » // De l’esprit des lois, 1748// ტრაქტატი ტირანიაზე

 

მონტესკიესთვის ესაა მთელი ცხოვრების ნაშრომი. ესაა მთლიანობაში 31 წიგნად დაჯამებული მისი დაკვირვებები და მოსაზრებები პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე.

ის გმობს შიშზე დაფუძნებულ და ბუნებით კორუმპირებულ დესპოტიზმს. მაგრამ ის მხარს უჭერს მონარქიას როდესაც მას, ისე როგორც ინგლისში, აწესრიგებს კონსტიტუცია და როდესაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები არაა ერთი ადამიანის ხელში.

ის იცავს თავისუფლებას ხელისუფლების უკანონოდ და ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.

მას არ მოსწონს ზანგების მონებად გადაქცევა და შეუწყნარებლობა.

ეს ნაშრომი დაგმო რომის პაპმა, მაგრამ ამ  ნაშრომმა დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ და სოციალურ აზრზე, მათ შორის ამერიკული  კონსტიტუციის ავტორებზე, მან კვება აზრი ადამიანის უფლებათა თაობაზე.

 

თურქერიების მოდა

 

Turqueries-თურქერიები არის ობიექტები ან ხელოვნების ნაწარმოებები რომლებიც გვახსენებენ თურქულ კულტურას.  ისინი მოდაში იყო მე-18 საუკუნეში.  მოლიერიც დასცინოდა აზნაური ბურჟუას თურქულ ცერემონიას.

1704 წელს დიდი წარმატება ხვდა წილად Galland-ის მიერ ათასერთი ღამის  ზღაპრების თარგმნას.

 

  1730, 

 

 Pierre Carlet de Chamblain de Marivaux-ანუ მარივომ //1688-1763// მოიგონა მარივოდაჟი // marivaudage//

 

«  სიყვარულის და შემთხვევითობის თამაში“// Jeu de l’amour et du hasard//  არის იტალიური კომედიის მიერ 1730 წლის 23 იანვარს შექმნილი სიყვარულის კომედია.

მაყურებელი აღაფრთოვანა გრძნობათა სრულებით ახლებურმა გამოხატვამ, მარივოდაჟმა.

თანამედროვე მარივო

 მარივო იყო მისი დროის ლიტერატურული ავანგარდის მონაწილე.

მას უნდოდა თანამედროვეთა გვერდით დგომა, მოდელების და ძველი ესთეტიკის უარყოფა.

მას უნდოდა მისი თანამედროვე რეალობის ახალი ფორმით გამოხატვა.

ასე იყო რეგენტობის ე.წ. ლამაზი დრო. ზნე-ჩვეულებები თავისუფლდებოდა ღმერთის და მოყვასის სიყვარულის ქრისტიანული ეთიკისგან, შეიცვალა მენტალობები და გემოვნება.

უფრო მოუნდათ ჭშმარიტება. უნდოდათ ინდივიდთა თავისუფლებაზე მზრუნველი ცხოვრების სტილი.

სწორედ ამ თანამედროვეობაშია ფესვგადგმული «სიყვარულის და შემთხვევითობის თამაში“.

არის ქორწინების და სიყვარულის ახალი კონცეფცია, მშობლების და შვილების, სქესთა ახლებური ურთიერთობა.

არის ყვკელაფერი ამის ახლებურად გამოთქმის მანერაც-მარივოდაჟი.

 

მარივოდაჟი-სიტყვების და გულების დუელი

როგორ უნდა გაყვე ცოლად უცნობ მამაკაცს ? ეს აზრი აძრწუნებს სილვიას. არა და მამამისი ათხოვებს მას დორანტეზე. მისი მომავალი ქმრის თავისუფლად შესასწავლად სილვიამ თავისი როლი გაუცვალა მსახურს. მაგრამ ქალიშვილმა არ იცოდა რომ იგივე გარიგებაში მოყოლილ დორანტეს ჰქონდა იგივე აზრი.

მარივოდაჟი, შენიღბვა გრძნობების გასამჟღავნებლად, დაიწყო.

მარივოს თეატრის დიდი მოტივია სიყვარული.  როგორ უნდა გამოაგდო სიყვარული იმ ბუდეებიდან სადაც ის იმალება ? სიტყვების ბრძოლით. მარივოდაჟის ბრძოლის ველია სიტყვები რომელთა გადაბმა გამოხატავს გრძნობის მსვლელობას სოციალური პირობითობა-შეთანხმებების და თავმოყვარეობის უარყოფის ფასად ამ გრძნობის მიღებამდე.

 

მარივოს მე-18 საუკუნეში ცუდად გაუგეს. მე-19 საუკუნეში ის პოპულარული გახდა. მეოცე საუკუნეში კი მისი პოპულარობა ლამის უთანაბრდება მოლიერის პოპულარობას.

იტალიური კომედია

  1697 წელს საფრანგეთიდან გააგდეს იტალიელი კომედიანტები.

ეჭვობდნენ რომ მათ უნდოდათ წარმოდგენა კომედიისა რომელიც აკრიტიკებდა თვითონ ლიუდოვიკო მეთოთხმეტის მეუღლე მადამ დე მანტენოს //  Mme de Maintenon//.

მაგრამ დასი ლუიჯი რიკობონის //1675-1753// ხელმძღვანელობით 1716 წელს დაბრუნდა რეგენტი ფილიპ დორლეანის მოწვევით.

ამ მსახიობებმა დადგეს მარივოს პიესების უმეტესობა.

ეს იტალიური დასი იყო იტალიური კომედია დელ არტეს ცოცხალი და ზოგჯერ იმპროვიზებული თამაშის მემკვიდრე.

მათი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია არლეკინი.

 

   მარივო და სოციალური კომედია

მარივოს არ უწერია მარტო სიყვარულზე. ის წერდა უთანასწორობებზეც და საზოგადოების უსამართლობაზეც,

თხზულებაში « მონათა კუნძული //L’[Ile des esclaves, 1725//  მან წარმოიდგინა უტოპია როდესაც მონებმა უნდა დაიკავონ მათი ბატონების ადგილი და პირიქით. ბატონებმა უნდა გააცნობიერონ თავისი უწესობა.

ბატონებისთვის დამცირებას უნდა ჰქონდეს პედაგოგიური მნიშვნელობა.

მაგრამ ფრანგების საბედნიეროდ მარივო არ ყოფილა გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორის საყვარელი ლენინი.

გაკვეთილის ათვისების და და სწავლის შემდეგ ბატონები ისევ ბატონები იქნებიან.

 ესაა აზრი უფრო სუსტის უფლებებზე, მაგრამ მონის და მონათმფლობლის თანასწორობის იდეამდე მარივოს სკუპი არ უქნია…

http://salon-litteraire.linternaute.com/fr/biographie-auteur/content/1849118-abbe-prevost-biographie

 

   იყო ანტუან ფრანსუა პრევო// Antoine François Prévost,1697-1763//  რომელმაც იცხოვრა თავგადასვლებით საცსე ცხოვრებით რომელიც ეწინააღმდეგებოდა abbé-აბატის მის საეკლესიო წოდებას.

ის დაიბადა შეძლებულ არისტოკრატულ ოჯახში და მან მიიღო კარგი განათლება.

ის იყო სიცოცხლის უსაზღვროდ მოყვრული ერუდიტი რომელმაც გატაცებით დაიწყო მსოფლიოს გაცნობა და კვლევა. :

  ის მრავალჯერ იყო იეზუიტებთან მაგრამ ვერ გაუძლო იქაური ცხოვრების სიმკაცრეს.ახალგაზრდისთვის წყნარი ცხოვრებაც უცხო იყო მისთვის.

ის მრავალჯერ იყო არმიაში, მაგრამ მან იქაც ვერ გაძლო. 1721 წელს ის გახდა ბენედიქტინელი.

 

მან მრავალჯერ იმოგზაურა ევროპაში, განსაკუთრებით ჰოლანდიაში და ინგლისში.

მას ჰქონდა უამრავი ვალი. ის აპოპლექსიისგან გარდაიცვალა 1763 წელს.

 

 

 

Manon Lescaut  ანუ მანონ ლესკო, მისი თავდაპირველი სათაურია   აზნაური გრიეს და მანონ ლესკოს ისტორია, ის  არის  მე-7 ტომი თხზულებისა  « სამყაროსგან გამდგარი ხარისხიანი კაცის თავგადასავლები და მემუარები » // Aventures et Mémoires d’un homme de qualité qui s’est retiré du monde// რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1731 წელს და მეორედ-1753 წელს.

 

მანონ ლესკო არის მე-18 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი თხზულება.

განმანათლებელთა ხმელი რაციონალიზმით გაბეზრებული ადამიანები უბრუნდებოდნენ გრძნობებს.  აღწერილია ვნებათა საშინელი ძალა და მაგალითი.

მანონში თავდავიწყებით შეყვარებული რაინდი ეცემა…

 

მანონის და რაინდის ტრაღიკული ისტორია იწყება ერთი ნახვით შეყვარებიდან.

ბრძენ რაინდს დაავიწყდა თავისი არისტოკრატული აღზრდა და მან დაიწყო მანონთან ციებ-ცხელებიანი ურთიერთობა.

მათ ბავშვებივით ქონდათ სოციალური შეზღუდვებისთვის ანგარიშის გაუწევლად თავისუფლად და ბედნიერად ცხოვრების იმედი.

მაგრამ ისინი ვერ გაექცნენ ფინანსურ სირთულეებს რამაც მანონს უბიძგა ორგულოკბისკენ, ორივე ჩაეფლნენ მანკიერებებში, ტყუილში, თაღლითობებში.

ამერიკაში წასვლამ მათ მისცა ხსნის ილუზორული იმედი ვინაიდან ისინი უნდა გაიქცნენ ლუიზიანას უდაბნოში რათა გაექცნენ სამყაროს ძალადობას.

თავისუფლების და ბედნიერების ამაო ძიებით დაუძლურებული მანონი გარდაიცვალა.

 


http://rosemar.over-blog.com/article-manon-lescaut-roman-d-amour-histoire-d-argent-110711199.html

 

   მანონ ლესკო, სიყვარულის ისტორია, ფულის ისტორია…

 

 

თვითონ ავტორის, abbé Prévost-ის ცხოვრება იყო აწეწილ-დაწეწილი და უწესრიგო…. არაა გასაკვირი რომ მან ხელი მოჰკიდა ამ გაბედულ თემას. ის ყვება ქუჩების უბრალო გოგონას და დიდი ოჯახიდან გამოსული ახალგაზრდა არისტოკრატის წარმოუდგენელი  სიყვარულის შესახებ.

 

ახალგაზრდა, აღუწერლად, იდეალურად ლამაზი გოგონა მანონი არის ერთდროულად უმანკო და ფატალური ქალი.  ის უყვარდება ყველას. მას ემონება ყველა.

ახალგაზრდა არისტოკრატ  დე გრიესაც უგზოუკვლოდ, თავდავიწყებით შეუყვარდა მანონი და მისმა ცხოვრებამ მიიღო სხვა მიმართულება.

 

სანიმუშო მოწაფე რაინდ დე გრიეს უნდოდა მალტის ორდენში, ე.ი. სასულიერო წოდებაში შესვლა, მაგრამ სიყვარულო ვინ გაუძლებს ძალსა შენსა…აქ ჩანს თვითონ ავტორი აბე პრევოს  სიამოვნებებით და სკანდალებით სავსე ცხოვრება.

 

მზეთუნახავმა მანონმა შეიტყუა რაინდი დე გრიე თავგადასავალთა მორევში. ორი საყვარელი ცხოვრობდა ერთად. მათ ვნებიანად უყვარდათ ერთმანეთი. მაგრამ რაინდი მოწყდა თავის ოჯახს, გაღატაკდა, მზეთუნახავს კი უყვარდა ფულის ფლანგვა,გართობა და დიდი საზოგადოების  სიამოვნებები, დღესასწაული, ფუფუნება, იოლი ცხოვრება…

 

მაშინ მანონმა რაინდი დე გრიე დააყენა ცუდ გზაზე.

რაინდმა დაგმო მანონის ცუდი მიდრეკილებები, მაგრამ სიყვარული უძლეველია.

მან თაღლითობა დაიწყო მანონის გულისთვის. მზეთუნახავი მანონის სურვილების დასაკმაყოფილებლად ის გახდა პროფესიონალი მოთამაშე.  მანონიც ფულის გულისთვის გახდა ვიღაც მდიდრის საყვარელი, მან უღალატა თავის რაინდს.

მოგვიანებით მანონი დააპატიმრეს და რაინდმა დე გრიემ ის გააქცია ციხიდან.

და უდიდესი დაცემა, რაინდი დე გრიე გახდა მკვლელი, მან მოკლა ციხის ერთ-ერთი მცველი.

ბოლოს ორივე საყვარელი დააპატიმრეს. მანონს როგორც ვულგარულ კახპას მიუსაჯეს გადასახლება ლიუდოვიკო მეთოთხმეტის მიერ ახლად დაპყრობილ ლუიზიანაში, რომლის დასახლებაც იყო საჭირო.

ერთგული რაინდი დე გრიე გადასახლებაშიც გაყვა თავის მზეთუნახავ მანონს.

მრავალმა პერიპეტიამ უბიძგა მათ უდაბნოში  გაქცევისკენ.

 

 

   პრევო ძალიან კლასიკურ სტილს შევყავართ ტრაღიკულ და ვნებიან სამყაროში.

ეპოქის რეალობები აღწერილია, მაგრამ ძალიან თავშეკავებულად.

ის აღწერს კახპების გადასახლებას ამერიკაში, მაგრამ არაა ვულგარული.  ვხედავთ უბრალოდ ზოგ რეალისტურ დეტალს. ვხედავთ ახალგაზრდა ქალების ბორკილებს, მანონის დაძონძილ სამოსს…

 

ეს რომანი აღწერს განსაკუთრებულ, უსაზღვრო სიყვარულს, სიყვარულს რომელიც შავ დღეში აგდებს ადამიანს… მაგრამ ასეთი სიყვარული ადამიანებს ალამაზებს კიდეც მათი ნაკლების მიუხედავად.

 

ამ რომანის გამოცემისას მოხდა სკანდალი. გადაწყვიტეს მისი დაწვა, მაგრამ

მანონ ლესკო არის როგორც  იმორალური ისე მორალური  რომანი. ის გვიჩვენებს იმას რომ ვნებას შეუძლია ადამიანის ცუდ დღეში ჩაგდება, მაგრამ მიგვანიშნებს ვნებიანი უსაზღვრო სიყვარულის სტკბოებაზეც…

 

მე-18 საუკუნის რომანი  მანონ ლესკო ეხება მარადიულ თემებს და ამიტომ ის სავსეა თანამედროვეობით, დღესაც აქტუალურია. ღირს მისი წაკითხვაც და  გადაკითხვაც…

 

ინგლისი და ამერიკა, სხვა სამყაროები ? 

 

მე-18 საუკუნეში ინგლისი საპარლამენტო მონარქიაა და ის და ამერიკა ჩანან თავისუფლების სივრცეებად. მანონი და დე გრიე გარბიან ახალ ორლეანში და ვოლტერისთვის ელდორადო სამხრეთი ამერიკაა.

ევროპაც შთაგონების წყაროა ამერიკელებისთვის. ამერიკელ განმანათლებელთა განმასახიერებელმა ბენჟამენ ფრანკლინმა // 1706-1790//   წვლილი შეიტანა ევროპული იდეების ამერიკაში გადატანაში.

ამერიკული კონსტიტუციის // 1787// ერთ-ერთი წყაროა მონტესკიეს ნაშრომი « კანონების სულზე ».

 

 

1751- განმანათლებელთა შედევრი ენციკლოპედია.

 

1751 წელს გამოვიდა ენციკლოპედიის პირველი ტომი. ის მოიცავდა ცოდნის ყველა სფეროს.

მის შემდგენლებს სურდათ თავისი წვლილის შეტანა მორალურ პროგრესში და ადამიანთა ბედნიერებაში.

 

ქმნილებად ქცეული თარგმანი

 

ენციკლოპედია უნდა ყოფილიყო ინგლისელი Chambers- ის Cyclopedia-ს // 1728// თარგმანი.

 

მაგრამ ეს იდეა გადაიქცა ორიგინალურ ნაშრომად, მეცნიერებათა, ხელოვნებათა და ხელობათა გონივრულ ლექსიკონად. მის შექმნაში მონაწილეობდა მრავალი ადამიანი.

 

ადამიანთა ცოდნის ჯამი

განმანათლებელთა ცოდნისმოყვარეობით და ოპტიმიზმით შთაგონებული ენციკლოპედია არის ეპოქის თეორიული და ტექნიკური ცოდნის ამბიციური სინთეზი. ესაა 28-ტომიანი ნაშრომი

// 11 ტომი გრავირებული ტაბულებია//. ის გამოქვეყნდა 1751-1772 წლებში.

ანბანური კლასიფიკაცია, ინფორმაციების სიზუსტე, ილუსტრაციების სილამაზე გვიჩვენებს მექანიკური ხელოვნებებისთვის მინიჭებულ მნიშვნელობას და აძლიერებენ ნაშრომის დიდაქტიკურ ეფექტურობას.

 

  ენციკლოპედია ჩაფიქრებული იყო ბრძოლის იარაღადაც.

 მას ჰქონდა კრიტიკული და პოლემიკური განზომილებაც. ირონიული ტონით დაწერილი გარეგნულად უმნიშვნელო წერილებით განმანათლებლები გონების და აზროვნების თავისუფლების სახელით  ებრძოდნენ ეკლესიასაც, რელიგიასაც, ხელისუფლებასაც.

ენციკლოპედისტები არ ყოფილან რევოლუციონერები, მაგრამ პოლიტიკაში ისინი უპირისპირდებოდნენ მონარქიული აბსოლუტიზმის უკანონობებს.  რელიგიურ სფეროში ისინი უპირისპირდებოდნენ იმას რასაც თვითონ უწოდებდნენ ცრურწმენებს, ფანატიზმს და შეუწყნარებლობას.

ენციკლოპედია გამოვიდა მიუხედავად ცენზურისა და ხელისუფლების მტრული განწყობისა ოცწლიანი ბრძოლის შემდეგ.

 

1759, ფრანსუა-მარი არუე //François-Marie Arouet, 1694-1778// ანუ იგივე ვოლტერი გადაიქცა მეზღაპრედ

 

   ბაღის სიმშვიდესა და  დროის უბედურებებს შორის

 

პარიზში და ბერლინში არასასურველი ვოლტერი 1755 წელს დამკვიდრდა ჟენევის მახლობლად.

მას უნდოდა წყნარად ცხოვრება შეძლებისდაგვარად კარგ ქვეყანაში.

მაშინ მოდური ფილოსოფია იყო ოპტიმიზმი.

მაგრამ ახალი ამბები ცუდი იყო :  პრიზში დევნიდნენ ენციკლოპედისტებს, ლისაბონში იყო მიწისძვრა, 7-წლიანმა ომმა გადაბუგა და დაასისხლიანა ევროპა.

ხოდა ვოლტერიც წამოჯდა. მან დაწერა « კანდიდი»// Candide//.  

 

     დარდის კრუნჩხვებსა და მოწყენილობის ლეთარგიას შორის

 

ოდესღაც იყო ულამაზესი ციხე-სასახლე სადაც ყველაფერი საუკეთესოდ მიდიოდა. მაგრამ აი… კანდიდი გააგდეს და ის დაეხეტებოდა მსოფლიოში. და რა ნახა მან ?  მისი ოპტიმისტი მოძღვარი პანგლოსის აზრის საწინააღმდეგოდ ყველაფერი არაა კარგად ამქვეყნად, პირიქით : არის ომები, ფანატიზმი, მონობა, ბუნებრივი უბედურებები. შეუძლებელია დაკარგული სამოთხის დაბრუნება.

მაშ რა უნდა ქნას კაცმა ?  განზე გადგეს საზოგადოებისგან, განუდგეს მას და თოხნოს მიწა თავის ბაღში?

 

მოკლედ აქაა მოგზაურობები, დევნა, გატაცებები, პერსონაჟთა სიმრავლე, მხიარულებაც და მწვავე სატირაც. მაგრამ არც ფილოსოფიაა დავიწყებული.

უსაზღვრო ფანტაზიაცაა, დაგმობაც და მოწოდებაც სვინდისიერება-გონიერებისკენ.

 

             ფილოსოფიური ზღაპარი

 

მისი ოქროს ხანა იყო მე-18 საუკუნე.

 

მან აიღო ჯადოსნური ზღაპრის სტრუქტურა. ისიც წარმოადგენს არაჩვეულებრივ პერსონაჟებს არის ხშირად სინამდვილეში წარმოუდგენელი თავგადასავლებიც.

მაგრამ ფილოსოფიური ზღაპრის მიზანი ცხადად  დიდაქტიკური და პოლემიკურია. მან უნდა დააფიქროს მკითხველი რაღაც საკითხზე.

კანდიდთან ერთად ვოლტერი ფიქრობს ოპტიმიზმზე. ზადიგთან ერთად ის ფიქრობს ხვედრზე.

ზღაპარი არის შუწყნარებლობასთან და უსამართლობასთან ბრძოლის იარაღი.

 

    განმანათლებლები მონათმფლობელობის წინააღმდეგ.

 

მე-18 საუკუნეში მონათმფლობელობის საკითხი აქტუალური იყო.

განმანათლებლები დაფიქრდნენ იმაზე შეიძლება თუ არა  გაიწიროს მთელი მოსახლეობები მორალზე და სამართალზა უფრო ეკონომიკური კეთილდღეობით დაინტერესებული ევროპის ჭირვეულობათა დასაკმაყოფილებლად ? Victor Schoelcher-ის დროს, 1848 წელს, მათი ხმა გაიგეს და ეს გაუმართლებელი პრაქტიკა უარყვეს.

 

მე-17 საუკუნის დასასრული და მე-18 საუკუნის დასაწყისი, განმანათლებელთა საუკუნე

 

განმანათლებელთა ფილოსოფიური, კულტურული და ინტელექტუალური მოძრაობა გაჩნდა მე-17 საუკუნის ბოლოს და მე-18 საუკუნეში გავრცელდა მთელ ევროპაში.

განმანათლებლებმა დიდი წვლილი შეიტანეს ტრადიციული მსოფლმხედველობის და რწმენის შერყევაში.

მათ სჯერათ რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი თავის განსაზღვრა გონებით.

განმანათლებლები ცდილობდნენ ადამიანთა განთავისუფლებას  ოსკურანტიზმისგან, თავისუფლების, პროგრესის, ბედნიერების დაცვას.

 

ბრძოლა ობსკურანტიზმის წინააღმდეგ

 

ცრურწმენათა კრიტიკა

განმანათლებლები განიცდიდნენ მეცნიერების პროგრესის გავლენას და მათ უნდოდათ ბოლოს მოღება მაგიური აზროვნებისთვის რომელიც მათი აზრით პარაზიტობდა რელიგიურ აზრზე. განმანათლებლებს არ სჯეროდათ სასწაულებისა და ურყევად, უეჭველად მიჩნეული ჭეშმარიტებებისა.

 

განმანათლებელთა აზრი ეფუძნება კრიტიკული მიდგომის და ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის დაფასებას.

რშმარიტების მსაჯული უნდა იყოს გონება, მან უნდა გადაწყვიტოს თუ რა არის ჭეშმარიტი და რა არა.

   დაპირისპირება ტირანიასთან

 

განმანათლებლებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ღვთაებრივი სამართლის აბსოლუტური მონარქია.

მათი თქმით ეს რეჟიმი ჩაგრავს ხალხის უმრავლესობას მცირერიცხოვან რჩეულთა სასარგებლოდ  და ამ მცირერიცხოვანთა პრივილრგიები დაფუძნებულია მათ დაბადებაზე და არა მათ პირად ღირსებებზე და დამსახურებაზე.  განმანათლებლები ირონიით სავსე ტექსტებით გმობენ ამ ვითარებას.

 

 მონტესკიეს აზრით ხელისუფლებათა გაყოფაა უკანონობათა თავიდან არიდების საშუალება.

დიდრო და ვოლტერი იცავდნენ მათი აზრით გაწონასწორებულ განათლებულ დესპოტიზმს, რომელსაც განასახიერებდნენ რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე  და პრუსიის მეფე ფრიდრიხ მეორე.

 

რუსოს აზრით // სოციალურ კონტრაქტზე, 1762//  თვითონ ხალხმა სუვერენულად უნდა გადაწყვიტოს საერთო ნებისადმი მორჩილება.

 

     შეტევა შეუწყნარებლობის წინააღმდეგ

 

განმანათლებელი მწერლები და, განსაკუთრებით ვოლტერი, შეუწყნარებლობას თვლიდნენ სოციალური კორპუსის ავადმყოფობად.

მათი აზრით რელიგიათა მრავალფეროვნება იწვევს კონფლიქტებს ვინაიდან ადამიანებს უფრო უნდათ მათი მოყვასის მოქცევა ვიდრე ერთად ცხოვრება მათ გამაერთიანებელ რამეზე დაყრდნობით.

 

 განმანათლებელთა აზრით დაძაბულობათა დამშვიდება შეუძლია მხოლოდ დეიზმს, მათი აზრით ერთადერთ უნივერსალურ, საყოველთაო რელიგიას.

 

დეისტ განმანათლებელთა თქმით ღმერთი არის მესაათე რომელმაც შექმნა სამყარო და აღარ ერევა მის არსებობა-ფუნქციონირებაში  და ლოცვისთვის სულ არაა საჭირო ეკლესია.

 

  ახალ ღირებულებათა გაცხადება

 

თავისუფლება

 

იგივე მოაზროვნეები იბრძოდნენ სასამართლო შეცდომების წინააღმდეგ.

 

ბედნიერების იდეა

 

განმანათლებელ მწერალთა თქმით გონებას მიყავს ადამიანი მეცნიერების და ტექნიკის პროგრესისკენ რაც ააიოლებს ადამიანთა ცხოვრებას. მათ სჯეროდათ სწავლა-განათლებისა რომელიც ადამიანს მიუძღვის ავტონომიისკენ.

 

განმანათლებლები და მეცნიერება

 

ისინი ცდილობდნენ გონებით ბუნების კანონების გამოკვლევას. მე-18 საუკუნე გამოირჩა მეცნიერებათა პროგრესით….

 

   1763, ვოლტერი დაიძრა შუწყნარებლობის წინააღმდეგ.

1763 წლის 10 მარტს ტულუზაში ფანატიკური მღელვარების ატმოსფეროში სიკვდილით დასაჯეს პროტესტანტი Calas // კალა//.

1 წლის შემდეგ ვოლტერმა დაწერა « ნარკვევი შემწყნარებლობაზე ჟან კალას შემთხვევასთან დაკავშირებით »  //Traité sur la tolérance à l’occasion de la mort de Jean Calas//.

 

Ferney, მღელვარე განმარტოება

 

1760 წელს ვოლტერი ცხოვრობდა საფრანგეთის და შვეიცარიის საზღვარზე გადალაჯებულ უზარმაზარ Ferney-ს მამულში.  მაგრამ ის არ ყოფილა მოწყვეტილი სამყაროსგან :

ვოლტერის სუფრა გაშლილი იყო, ის იღებდა სტუმრებს მთელი ევროპიდან და მას დიდი მიწერ-მოწერა ჰქონდა გაჩაღებული  მისი დროის გამოჩენილ ხალხთან.  მაშინ მიაღწია ვოლტერამდე ხმამ კალას სიკვდილის შესახებ.  ვოლტერს დაწვრილებით ჩააბარეს ანგარიში ამის თაობაზე.

და ვოლტერმა იყვირა

 

კალას საქმე

 

 იყო ტულუზელი კომერსანტი ჟან კალა//1698-1762//. ის და მისი მეუღლე იყვნენ პროტესტანტები მაშინ როდესაც საფრანგეთი იყო კათოლიკური ქვეყანა. კათოლიკობა იყო საფრანგეთის სახელმწიფო რელიგია. კალას ერთ-ერთი შვილი ლუი 1756 წელს გაკათოლიკდა.

1761 წლის 13 ოქტომბერს კი მისი მეორე შვილი მარკ ანტუანი იპოვეს მკვდარი ოჯახის სახლის სარდაფში.

მაშინვე დაირხა ხმები რომ ჟან კალამ მოკლა შვილი იმიტომ რომ ის აპირებდა კათოლიკობაში გადასვლას.

 

ჟან კალა სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს როგორც მკვლელი.

 

არა და ვოლტერმა არ დაიჯერა და ხელი მოკიდა საქმეს, დაიწყო ძიება.  მან შეისწავლა საქმე, დაკითხა მოწმეები, ოჯახის წევრები და მეზობლები.

ოჯახის წევრებმა კი თავიდან თქვეს რომ მარკ ანტუანი მოკლა ვიღაცამ. მკვლელად გამოცხადდა კათოლიკე მსახური ქალი Jeanne Viguière

 

მაგრამ მათ შემდეგ შეცვალეს ჩვენება და თქვეს რომ მარკ ანტუანი ნახეს ჩამომხრჩხვალი, მაგრამ ვინაიდან თვითმკვლელობა მაშინ ითვლებოდა მძიმე დანაშაულად  და თვითმკვლელის გვამს თოკით დაათრევდნენ ქუჩებში  და შემდეგ კიდებდნენ საჯაროდ ამიტომ მათ განაცხადეს მკვლელობაზე.

 

 თავიდან ფიქრობდნენ რომ მკვლელი მამა იყო  კათოლიკეთა ფანატიკოსი მოწინააღმდეგე ჰუგენოტი.

მაგრამ ვოლტერმა წამოიწყო დიდი კამპანია მკვლელად გამოცხადებული მამის გასამართლებლად და მიაღწია თავის მიზანს. 1765 წლის 9 მარტს მოხდა ჟან კალას რეაბილიტაცია.

 

კონტექსტი

 

  საფრანგეთში მიმდინარე რელიგიური ომების დროს ჰუგენოტები  მასობრივად გარბოდნენ საფრანგეთიდან. ეს ლტოლვა გააძლიერა ნანტის ედიქტის გაუქმებამ. არაფერს ერჩოდნენ საფრანგეთში ჩუმად და მორიდებულად მცხოვრებ პროტესტანტებს.

 

 1761 წელს ტულუზაში იყო დაახლოებით 50 000 კათოლიკე და 200 კალვინისტი.

მაგრამ იყო ეკონომიკური კრიზისი და 7-წლიანი ომი როდესაც ავსტრიის და რუსეთის მოკავშირე საფრანგეთი უპირისპირდებოდა პროტესტანტულ სახელმწიფოებს, პრუსიას და დიდ ბრიტანეთს.

ამან გააძლიერა შეუწყნარებლობა პროტესტანტების მიმართ.

 

დაბოლოს, ზუსტად 1 თვით ადრე კალას საქმემდე Caussade-ში დააპატიმრეს იატაკქვეშა ქადაგი პასტორი François Rochette. პროტესტანტების ჯგუფმა ამაოდ სცადა მისი განთავისუფლება. პასტორი და სამი პროტესტანტი გაასამართლეს ტულუზაში და მათ მიუსაჯეს ჩამოხრჩობა.

კალვინისტების რაოდენობა ძალიან მცირე იყო, ისინი როგორც წესი უხმაუროდ ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ მოვლენებმა შექმნეს შთაბეჭდილება რომ პროტესტანტული საფრთხე ძლიერდებოდა.

 

 

   ვოლტერი უსამართლობის წინააღმდეგ

 

 ვოლტერი არ ჩერდებოდა და გმობდა მისი დროის მართლმსაჯულების არასწორ ფუნქციონირებას, მიკერძოებულობას, კორუფციას, წამებას.

კალას შემდეგ მან 1765 წელს დაიცვა Sirven-ები, პროტესტანტები რომლებსაც ბრალდებოდათ მათი საკუთარი ქალიშვილის მოკვლა. მათ ამით თითქოს უნდოდათ ხელის შეშლა მისი გაკათოლიკებისთვის. დედ-მამას დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. ვოლტერმა1771 წელს მიაღწია მათ გამართლებას.

 

მაგრამ ვოლტერმა იგივე წარმატებას ვერ მიაღწია Chevalier de La Barre-ს საქმეში.  ვოლტერის ფილოსოფიური ლექსიკონის ამ მკითხველს ბრალად დასდეს წაბილწვა. 1766 წლის 1 ივლისს ნაწამებს მას თავი მოკვეთეს და შემდეგ ის დაწვეს.

 

ვოლტერი რუსოს პირისპირ

ვოლტერი თითქოს ყველაფერში უპირისპირდებოდა ჟან-ჟაკ რუსოს

ვოლტერი თავს აცხადებდა დეისტად, რუსო თავს თვლიდა კათოლიკედ

ვოლტერი განსაკუთრებით დასცინოდა რუსოს სავარაუდო აღტაცებას ბუნებრივი მდგომარეობით.

მაგრამ ორივე უნდობლად უყურებდა ეკლესიას და მის დოგმებს. მათი მტკიცებით ეკლესია და მისი დოგმები იყო შეუწყნარებლობის მიზეზები.

საფრანგეთის რევოლუციამ ორივე დაასვენა პანთეონში.

 

ამ ამბების. ქრისტიანების მიერ ერთმანეთის ჟლეტის და კათოლიკურ ეკლესიასთან მებრძოლი  ვოლტერის გამარჯვების შემდეგ კიევში გაწვრთნილი ბანდა « ფიმენის » გომბიოები ჩვენს თვალწინ  დიდი ხმაურით და თეატრალურად არბევენ ევროპის ულამაზეს კათედრალებს და ვატიკანს.

 

ოო ტუტუცო კაცობრიობავ !!!

 

 

 

http://www.chire.fr/A-182426-les-faux-prophetes-voltaire-rousseau-marx-et-freud.aspx

 

 ფრანგული ელიტის სასწავლებელში, საფრანგრთის ადმინისტრაციის ეროვნულ სკოლა ENA=ში ნასწავლმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პა-დე–კალეს// Pas-de-Calais// ყოფილმა დეპუტატმა, და ყოფილმა ევროდეპუტატმა, Club de l’Horloge-ს დამფუძნებელმა და ამ კლუბის პრეზიდენტმა 1973-1986 წლებში, ფილოსოფიის ნეო-სოკრატული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა…, მრცნიერების და პოლიტიკური ფილოსოფიის სფეროში მრავალი ნაშრომის ავტორმა ივა ბლომ

  •  // Yvan Blot// 2013 წელს გამოაქვეყნა დიდად საინტერესო წიგნი « ყალბი წინასწარმეტყველები,ვოლტერი, რუსო, მარქსი და ფროიდი » // Les faux prophètes – Voltaire, Rousseau, Marx et Freud//.
  • აი მისი მოკლე შინაარსი

 

 

მოერიდეთ ყალბ წინასწარმეტყველებს რომლებიც მოვლენ ცხვრის ქურქში გახვეულები, შიგნით კი არიან გაუმაძღარი მტაცებელი მგლები, გვაფრთხილებს მათე.

 

ავტორი გვეუბნება რომ ვოლტერმა, რუსომ, მარქსმა და ფროიდმა დაგვაყენეს ცუდ გზებზე.

მაგათ სჯეროდათ რომ გაანთავისუფლეს კაცობრიობა და სინამდვილეში კი მათ აუშვეს მნგრეველი ძალები. აქედანაა რევოლუციური ომები, ტერორი, ტოტალიტარიზმები, მორალურ ღირებულებათა დაშლა-გაქრობა 1968 წლის მაისის შემდეგ.

 

ამ მაცდურებმა  დაარწმუნეს ადამიანები იმაში რომ ისინი განახორციელებდნენ ადამიანთა ყველაზე დიდ და უძვირფასეს წადილებს.

 

რათ გინდათ ღმერთი, თქვენ თვითონ ხართ ღმერთი თქვენი გონების წყალობით, გეუბნებათ ვოლტერი.

  რათ გინდათ მეფე, თქვენ თვითონ ხართ მეფე დემოკრატიის წყალობით, გეუბნებათ რუსო. რათ გინდათ პატრონები, კომუნიზმის წყალობით თქვენ ყველა იქნებით მდიდრები, გარწმუნებთ მარქსი.

 

რათ გვინდა მორალი, ყველანი ვიყოთ დონ ჟუანები სექსუალური რევოლუციის წყალობით, გვეუბნებიან ფროიდი და უფრო კი მისი მოწაფეები.

 

მაგათთვის ადამიანი არის მხეცი, გონების მქონე, მაგრამ არსით მაინც მხეცი.

ადამიანი არის გაუცნობიერებელი წადილებით და მისწრაფებებით მართული გონებასუსტი არსება. აი ამას გვეუბნება ფროიდი თავის ნაშრომში უქეიფობა კულტურაში.

 

მაგრამ ავტორი გვეუბნება რომ ყოველ ამ მაცდურს ყავს თავისი მოწინააღმდეგე. ვოლტერის მოწინააღმდეგეა ბლეზ პასკალი, რუსოს მოწინააღმდეგეა ნიცშე, მარქსის მოწინააღმდეგეა კიერკეგორი და ფროიდის მოწინააღმდეგეა ჰაიდეგერი.

მაშ, დღეს უნდა განვთავისუფლდეთ ყალბი, მაცდური წინასწარმეტყველებისგან და გავყვეთ უფრო ეგზისტენციალური ფილოსოფიების გზას. ისინი უფრო ახლოს არიან ადამიანურ რეალობებთან, უფრო სცემენ პატივს ინდივიდებს მათ განსხვავებებში და მეობებში და გახსნილები არიან ტრანსცენდენტურობისკენ დაჩვენი არსებობის საიდუმლოსკენ.

ამით გავექცევით უტილიტარიზმის და მატერიალიზმის დიქტატურას.

——————————————————————–-de-Calais et ancien député européen, est membre d’un grand corps d’inspection de l’Etat. Il a fondé le Club de l’Horloge dont il a été le premier président de 1973 à 1986. Il anime l’institut néo-socratique de philosophie et il est président de l’association “Agir pour la démocratie directe”. Il est l’auteur de nombreux ouvrages de science et de philosophie politiques.

 Jean-Jacques Rousseau,1712-1778, ჟან-ჟაკ რუსომ დაიწყო ავტობიოგრაფია

 

ვოლტერმა ცილისმწამებლური პამფლეტით განაცხადა რომ რუსომ მიატოვა 5 თავისი საკუთარი ბავშვი.

თავის გასამართლებლად რუსომ დაიწყო აღსარებების // Confessions// წერა.  1785-1770 წლებში მან დაწერა 12 წიგნი. ეს ნაშრომი თვითონ რუსოს თხოვნით გამოქვეყნდა მისი სიკვდილის შემდეგ.

 

 

   აღსარება და ჩივილი

 

 

აღსარებათა წერის დროს რუსო იყო იზოლირებული ფსიქოლოგიურად და მორალურად, დაღვრემილი და მორიდებული. მოაზროვნე გამოეყო კორუმპირებულ საზოგადოებას.

მისი ნაშრომები დაგმეს, აპირებდნენ მის დაპატიმრებას,  ენციკლოპედისტები ატარებდნენ მისი გაკილვა-დაცინვის კამპანიას.  ვოლტერის ცილისმწამებლურმა პამფლეტმა მას ბოლო მოუღო.

 

ბრალდებულმა რუსომ  აღიარა თავისი შეცდომები, მეტიც, გააშავა ისინი, მაგრამ თქვა რომ არაა დამნაშავე, რომ მისი განზრახვები და წადილები წმინდა იყო და ულმობელია ბედი, ხვედრი.

მკითხველმა უნდა განსაჯოს და გადწყვიტოს.

მან აღიარა, მაგრამ ამავე დროს წარმოადგინა თავისი უმანკოება-უდანაშაულობა.

 

    პირველი თანამედროვე ავტობიოგრაფია

 

 ვინ  ივნენ მისი წინამორბედები ? წმინდა ავგუსტინე თავის აღსარებებში // მე-4 საუკუნე// მიმართავდა ღმერთს,  და მონტენი თავის ესეებში // მე-16 საუკუნე//  ხატავდა ავტოპორტრეტს.

ჟან-ჟაკ რუსომ აღწერა თავისი ცხოვრების მოვლენები და აღწერა მისი პიროვნების ჩამოყალიბება. ამით დააფუძნა მან თანამედროვე ავტობიოგრაფია.

 

რუსო თანამედროვეა იმითაც რომ მან დაარღვია ტაბუ.  ლიტერატურულ პლანში მანამდე არავის უხსენებია ბავშვობა და მოზარდობა როდესაც ყალიბდება პიროვნება. რუსომ პირველად ილაპარაკა იმაზე რაზეც ადამიანებს გაჩუმება ურჩევნიათ ხოლმე // აკვიატებულ-აჩემებულ აზრებზე, თავისი ბავშვების მიტოვებაზე//.

 

დაბოლოს თანამედროვეა იმით რომ ის მკითხველს უზიარებს თავის ემოციებს და გრძნობებს.  პიროვნული ჭშმარიტება ყოველი ადამიანის ჭეშმარიტებაა.

 

ბრწყინვალე მემკვიდრეობა

 

 მე-19 საუკუნეში რომანტიკოსთა გავლენით პოპულარული იყო ავტობიოგრაფიული ინტროსპექცია.

მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში მისი წარმატება კიდევ უფრო განვითარდა. მწერლებს უყვართ თავისი შინაგანი სამყაროს ჩვენება. ისინი შიშვლდებიან ავტოფიქციებში….

 

ბედნიერება და ბუნების, ბუნებრივი მდგომარეობა//l’état de nature//

 

თავის თხზულებაში « სიტყვა უთანასწორობის წარმოშობის შესახებ » // Discours sur l’origine de l’inégalité// რუსო აღწერს  კეთილი, კარგი ველურის // bon sauvage// უმანკოებას და ბედნიერებას. ის ფიქრობს რომ ბუნების, ბუნებრივ მდგომსრეობას, შეიძლება არც არასოდეს უარსებია. ის მისთვის არის ფიქცია რომელიც იძლევა საზოგადოებაზე მსჯელობის, საზოგადოების გაგების საშუალებას.

რუსოს აზრით საკუთრებამ წარმოშვა უთანასწორობა და ომები ადამიანებს შორის.

ერთადერთი გამოსავალია ე.წ. სიციალური კონტრაქტი რომელიც იძლევა სამართლის და კანონების მეშვეობით მშვიდობის აღდგენის საშუალებას.

 

  Gabrielle Emilie de Tonnelier de Breteuil, marquise de Châtelet,1706-1749

 

 ეს დიდებული მარკიზა დე შატლე ბრძანდებოდა ეპიკურეველი

 

მისი სიკვდილის შემდეგ, 1779 წელს, გამოქვეყნდა მისი თზულება « მოსაზრებები ბედნიერებაზე »

// Les réflexions sur le bonheur// რომელშიც წინა საუკუნის ქრისტიან მორალისტებზე გაბრაზებული და ეპიკურიზმით შთაგონებული მანდილოსანი  ამართლებდა ადამიანურ ვნებებს.

გაურკვეველი მარადიული ცხოვრების ლოდინის გარეშე ბედნიერი რომ იყო უნდა იყო ღირსეული და გააზომიერო ვნებები ამ ვნებების მოსპობის გარეშე.

 

 ბედნიერების ძიება ნების საქმეა.  ფიზიკური კეთლდღეობის შესანარჩუნებლად უნდა მოერიდო ექსცესებს, უკიდურესობებს. საზოგადოებამ პატივი რომ გცეს უკეთესია იყო მართებული, წესიერი,ზრდილი და ზრდილობიანი. დიდება რომ მოიპოვო  უნდა უარყო ცრურწმენები და ისწავლო. მანდილოსანმა პრაგმატულად დაასკვნა რომ ყველას სჭირდება იმედი და სიყვარული.

ბედნიერების ამ ქალურმა ფილოსოფიამ გზა გაუხსნა მომდევნო საუკუნეების ფემინისტებს.

 

   სახელგანთქმული კავშირი

 

მადამ დე შატლეს და ვოლტერის კავშირი იკვებებოდა ნამდვილი ინტელექტუალური გაზიარებით.

1735 წელს, როდესაც ვოლტერი გარბოდა პარიზიდან, მათ თავი შეაფარეს Cirey-ს ციხე-სასახლეს, სადაც ისინი მუშაობდნენ როგორც « ავხორცი ფილოსოფოსები » // »philosophes voluptueux »//.

1737 წელს მადამმა ფარულად გაუწია კონკურენცია ვოლტერს და მასავით უპასუხა მეცნიერებათა აკადემიის კონკურსს ცეცხლის ბუნებაზე და გავრცელებაზე.

მადამის გარდაცვალების შემდეგ ვოლტერმა ბრძანა რომ მის ძველ მეგობარს ჰქონდა ერთადერთი ნაკლი. ეს ნაკლი იყო ის რომ ეს მადამი ქალი იყო. რას ვიზამთ დიდი ფილოსოფოსი ვოლტერი ქალთმოძულეც იყო.

 

    Pierre Choderlos de Laclos,1741-1803

1782- გამოქვეყნდა ლაკლოს ლიბერტინულ-ლიბერტანული შედევრი « საშიში კავშირები » //Les liaisons dangereuses//.

 

ეს იყო მისი პირველი რომანი.

 

 ესაა ლიბერტინაჟის შავი რომანი

 

ჯერ გავიხსენოთ

 

https://www.herodote.net/libertinage-mot-97.php

 

ისტორიის ფრანგული ინტერნეტ ლექსიკონი

 

ლიბერტინაჟი

  ნელოგიზმი ლიბერტა-ლიბერტინი // libertin// მაღალ ფრანგულ საზოგადოებაში გაჩნდა მე-17 საუკუნის დასაწყისში.  ეს იყო რეაქცია საფრანგეთში ქრისტიანობის გამოცოცხლებაზე და რწმენის გაძლიერებაზე.

 

Ibertinage-ლიბერტინაჟი შეიძლება იყოს ბანალურად ჰედონისტი libertin-ის ქცევა. ეს შეიძლება იყოს თავაშვებულობა-აღვირახსნილობა და ათეიზმი, ინდივიდუალური თავისუფლების მაძიებლის მიერ ერთდროულად როგორც მორალური ისე რელიგიური წესების და წესიერების უარყოფა.ურცხვობა.

ეს შეიძლება იყოს ამორალობა, გაუპატიურებები, მსახურთა და კახპათა უმიზეზოდ ცემა-ტყება, რელიგიის აბუჩად აგდება.

https://www.herodote.net/XVIIe_siecle-synthese-313.php

XVIIe  საუკუნე

Le « ლიბერტა-ლიბერტინთა საუკუნე »

 

ეს იყო კონტრასტული, როგორც დიდ კათოლიკე წმინდანთა, მისტიკოსთა და ღრმად მორწმუნეთა ისე თავაშვებულ აღვირახსნილ ლიბერტა-ლიბერტინთა საუკუნე.

« ერუდიტი» და თავაშვებული, საკუთარი თავისთვის ყველაფრის უფლების მიმცემი ლიბერტა-ლიბერტინები.

თავშვებული, ავხორცი და ათეისტი, პირადი თავისუფლების მაძიებელი ლიბერტა-ლიბერტინები  უარყოფდნენ მორალურ წესებს და რელიგიას.

 

პირველი იყო კარის პოეტი თოფილ დე ვიო // Théophile de Viau, 1590-1626// რომელიც მისმა თნამედროვეებმა გამოაცხადეს პოეტთა პრინცად.

 

მაღალი არისტოკრატია არღვევდა და არაფრად აგდებდა საზოგადოებრივ მორალს

 

1661 წელს, მას შემდეგ რაც ლიუდოვიკო მეთოთხმეტემ განაცხადა თავისი პიროვნული ძალაუფლება მის კარზე აღარ იყო კარგი ურჯულოების დემონსტრაცია.

მაგრამ დიდი არისტოკრატები არაფრად აგდებდნენ რელიგიას და ყველაზე ელემენტარულ მორალს.

ლიუდოვიკო მეთოთხმეტეს ზარავდა ის რომ ახალგაზრდა პრინცები საზიზღარი თამაშებით უშიშრად არღვევდნენ კანონს და უბრალო ადამიანობას. ისინი აწამებდნენ კახპებს, აუპატიურებდნენ ბავშვებს,და ა.შ. მათი სტატუსი უზრუნველყოფდა სიჩუმეს და დაუსჯელობას.

 

თავისუფლება და მორალი

 

მაგრამ ლიუდოვიკო მეთოთხმეტე მაინც ახერხებდა მაღალი არისტოკრატიის მოთოკვას. 1715 წელს მისი სიკვდილის შემდეგ კი ეს არისტოკრატია თითონ აღვირახსნილი და რელიგიის მიმართ გულგრილი რეგენტი Philippe d’Orléans-ის ხელის შეწყობით სიხარულისგან გადაირია.

 

რევოლუციის წინ, 1782 წელს, კავალერიის ოფიცერმა შოდერლო დე ლაკლომ //Choderlos de Laclos// დაქმო ეს ვითარება თვის პოპულარულ ეპისტოლარულ რომანში საშიში კავშირები // Les liaisons dangereuses//.

 

ბოლო ლიბერტა-ლიბერტინი იყო მარკიზ დე სადი //marquis Donatien de Sade, 1740-1814//.

ეს დიდი ეგოცენტრული ბატონი ცემდა ხოლმე კახპებს და მსახურებს. ის კონფლიქტში იყო ცოლის ოჯახთანაც და ყველაფერი ამის გამო მან მთლიანობაში 27 წელი გაატარა ციხეში.

ციხეში მას სხვა საქმე არ ქონია და მან დაიწყო წერა. მან გამოთქვა აზრი რომ ადამიანი არსით არის მხეცი თუ კი მორალი და განათლება არ ბოჭავს აზრს.

მისი პერსონაჟები ქალს უყურებენ როგორც მათი  სიამოვნებისთვის საჭირო ობიექტს, მდედრს და არა პიროვნების მქონე ადამიანს.

მარკიზ დე სადი ითვლება სადიზმის მამამთავრად. სადიზმი კი არის სიამოვნება სხვის გატანჯვის,წამების ფასად.

დღეს ლამის მთელ მსოფლიოში მარკიზ დე სადის პათოლოგიური თხზულებების კითხვა უფრო მიღებულია ვიდრე ბიბლიის კითხვა. O Tempora O mores ! ოჰ რა დროა, რას დავემსგავსეთ, იყვირა ციცერონმა. დღესაც ასეა.

 

რობესპიერის და მარატის მართლაც მხეცურმა რევოლუციამ ულმობლად და დაუნდობლად მილეწა აღვირახსნილი ამორალური საზოგადოება და მასთან ერთად ის კარგიც რაც იყო დარჩენილი ქრისტიანული საფრანგეთისგან.

 

მოთოკილი და დაჩოქებული ეკლესია კი გახდა სამოქალაქო მორალის გარანტი.

თუ გინდა ურჯულო და ღვთის პირიდან გადავარდნილი იქნები და თუ მაინც და მანც არ გამოჩნდები შეიძლება მორწმუნეც იყო. ეხლა ასეა.

 

 

 

 შოდერლო დე ლაკლოს ლიბერტინაჟის შავი რომანი  საშიში კავშირები // Les liaisons dangereuses//

 

 

 ჩნდებიან ლიბერტინაჟის მსხვერპლები. ისინი არიან ახალგაზრდა და გულუბრყვილო  სესილ ვოლანჟი და ფრთხილი ქალბატონი  მადამ დე ტურვე.  გრაფმა ვალმონმა ისინი მოხიბლა, აცდუნა და მიყარა.  გრაფი კი ჩაება ნამდვილ შეჯიბრში მისნაირად ბრწყინვალე და გარყვნილ მარკიზა და მერტრეისთან.  საობოლოოდ ორივე პერსონაჟი დაისაჯა მათი იმორალურობის გამო. გრაფი დუელში დაიღუპა და ყვავილით დამახინჯებული მარკიზა  წავიდა ლტოლვილობაში.

 

175 წერილით  რომანს უნდა ლიბერტა-ლიბერინების ნამდვილი სახის ჩვენება.

 

    გამოცემის მერე რომანი სკანდალურად პოპულარული გახდა. ლაკლო წავიდა არმიიდან.  მან აქტიური მონაწილეობა მიიღო რევოლუციაში, 1788 წელს ის დაბრუნდა არმიაში და მალარიისგან გარდაიცვალა 1803 წელს.

 

 Pierre-Augustin Caron de Beaumarchais,1732-1799

 

 ფრანგი მწერალი,პოეტი, დრამატურგი, მუსიკოსი, ბიზნესმენი, მზვერავი და იარაღით მოვაჭრე პიერ-ოგუსტა კარო დე ბომარშე  დაიბადა 1732 წლის 24 იანვარს პარიზში და გარდაიცვალა 1799 წლის 18 მაისს.

ის იყო  დახელოვნებული ოსტატი მესაათე André-Charles Caron-ის და Louise Pichon-ის მე-7 შვილი, ამ კაი ხალხს 1 შვილი დაეღუპათ.

 

მამამისი გამოსული იყო პროტესტანტ მესაათეთა ოჯახიდან. ის ოსტატი გახდა მას შემდეგ რაც უარყო პროტესტანტობა და გახდა კათოლიკე.

საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან გამოსული ჩვენი მწერალი ბომარშეც მამის კვალზე ოსტატი მესაათე გახდა.

 

შეძლება შეძლებად, ოსტატობა ოსტატობად, მაგრამ რელიგიური და სხვა კონფლიქტებით აწეწილი ცხოვრების ატანა ძნელია, ხოდა

1784-ბომარშესთან ერთად ფიგარომ მოაწყო თავისი რევოლუცია.

 

 ბომარშემ  « ფიგაროს ქორწინებით » და « გიჟური დღით » განაახლა კლასიკური კომედია.

მას ემოციურად და სიცილით გამოყავს სცენაზე თავისი ბატონისთვის ჭკუის მასწავლებელი გაბედული მსახური ფიგარო. ის ასე გმობს არისტოკრატიის პრივილეგიებს

 

« თავხედი » ბომარშე

 

 მესაათე, შემდეგ საიდუმლო აგენტი ბომარშე ასევე ჩართული იყო ომში აშშ-ს დამოუკიდებლობისთვის.  სამართალის და თავისუფლების მოყვარული ბომარშეს ცხოვრება მღელვარე იყო.

 

თეატრისთვის მან დაწერა პატარა კომიკური პიესები.  მან სცადა დრამაც და მერე მიბრუნდა კომედიისკენ.  1775 წარმატება მოიპოვა « სევილიელმა დალაქმა ».

ეს იყო პირველი ნაწილი ტრილოგიისა რომელიც 1792 წელს დასრულდა «დამნაშავე დედით».

«ფიგაროს ქორწინება» ტრილოგიის მეორე ნაწილია.  მან გაიარა მეფის ცენზურა და მეფემ დაგმო მავნებლური ხასიათები.

 პიესა ბოლოს და ბოლოს დადგეს 1784 წელს, 5 წლით ადრე რევოლუციამდე.

 

    რევოლუციური კომედია ?

 

 ესპანეთში, აგუა-ფრესკას ციხე-სასახლეში  უნდა დაქორწინდნენ ფიგარო და სიუზანი. მაგრამ აღვირსხდნილ ლიბერტა-ლიბერტინ გრაფს, რომელიც ეჭვიანობს თავის ცოლზე, უნდა სიუზანის თავის საყვარლად გადაქცევა.  არის გიჟური დღე, ერთმანეთს მიყვება კომიკური და ემოციური სცენები.

პიესის სირთულე ნაწილობრივ ეყრდნობა ფიგაროს პერსონაჟს. მსახური სატირული ტონით გმობს დაბადების წონას და პრივილეგიებს.  ბრწყინვალე და ზოგჯერ ფილოსოფოსი პერსონაჟი, მსახური ფიგარო გამოირჩევა სიტყვის და მოქმედების თავისუფლებით.

 

    ტრიუმფი რევოლუციის გარიჟრაჟზე

 

   პიესის პრემიერა 1784 წლის 27 აპრილს იყო ტრიუმფი  რომელსაც გამოეხმაურა მთელი ევროპა. ამაზე მოწმობს მოცარტის ოპერა « ფიგაროს ქორწილი »  რომელიც ვენაში შეიქმნა 1786 წელს.

 

1789 წელს დანტონმა გამოაცხადა რომ რევოლუციაზე პასუხისმგებელია ფიგარო რომელმაც მოკლა არისტოკრატია.

 სახელი ფიგარო ეხლა ქვია საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს გაზეთს.  ფიგარო დარჩა  პრივილეგიების და ცენზურის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ.

 

 მე-18 საუკუნის დასასრული

 

    1789 წელს მწერლები იშვიათად იყვნენ გულგრილნი რევოლუციის მიმართ.

სიტყვა ყველგან განთავისუფლდა და იყო პოლიტიკური აურზაური.მჭრმეტყველი ტრიბუნები სიტყვას // და მერე გილიოტინას// იყენებდნენ მათი თავისუფლების დასაცავად.

მარატი ხალხის დაცვის მოტივით ყრიდა  ხალხის მტრებად გამოცხადებულთა გვამებს და ბოლოს ისიც მოკლა ამ სასაკლაოთი გაგიჟებულმა ქალმა.

მოკლედ, იყო სიტყვების იარაღად გამოყენება და  ყველანაირი იარაღის ჟღარუნი.

 

 

მსგრამ საინტერესო ისაა რომ ბევრი თანამედროვე მკვლევარის აზრით  ოფოციალური აკადემიური მეცნიერება მეტისმეტად ალამაზებს განმანათლებლებს.

 

ასე მაგალითად 1945 წლის 13 სექტემბერს  დაბადებულმა ფრანგმა ისტორიკოსმა, პოლიტიკური იდეების ისტორიის სპეციალისტმა,  Angers-ის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა Xavier Martin-მა 2006 წელს გამოსცა წიგნი  « უცნობი ვოლტერი, განმანათლებელთა ჰუმანიზმის  დამალული ასპექტები »

//Voltaire méconnu : Aspects cachés de l’humanisme des Lumières (1750-1800)//

 

 რეზიუმე

 

  განმანათლებელთა ჰუმანიზმის ოფიციალური წარმოდგენა არ აფასებს სათანადოდ ამ ჰუმანიზმის ერთ-ეთ ყველაზე ორიგინალურ კომპონენტს:

 განმანათლებლებს სჩვეოდათ ქედმაღლური ზიზღით ან სიძულვილით ლაპარაკი. უხვად დოკუმენტირებული ეს ნაშრომი გვიჩვენებს იმას რაზეც როგორც წესი არაა ლაპარაკი.

 

იდ გვიჩვენებს ამ ფილოსოფოსთა, უმთავრესად ვოლტერის გესლიანობას.  მას ქედმაღლურად ეზიზღებოდა ან სულაც სძულდა კაცობრიობა და, განსაკუთრებით, თავმდაბალ-მორიდებული //modeste// ადამიანი…  ვოლტერს  ეზიზღბოდა ქალებიც, მას ხანდახან სიგიჟემდე სძულდა რელიგიები… მას არ ჰქონდა არავითარი სიმპატია არაბების და ებრაელების მიმართ, ის მტრულად უყურებდა თურქებს, მას ხანდახან უნდოდა მათი გაწყვეტა.ვოლტერი  ზოგჯერ დებილებად თვლიდა  იმათაც კი ვისაც თვითონ იცავდა. 

მას ეზიზღებოდა მეტისმეტად ნიჭიერი ახალგაზრდა ავტორები. ვოლტერი ზოგ ადამიანს აჭერინებდა კიდეც, და ა.შ. და ა.შ.

 

ამაზე ან სულ არ ლაპარაკობენ ან ჩურჩულებენ და ამიტომ ყველაფერი ეს ნაკლებად ცნობილია…

 

იგივე ავტორი თავის სხვა წიგნში  « ადამიანის ბუნება და საფრანგეთის რევოლუცია » // Nature humaine et Révolution française// იკვლევს ფრანგ რევოლუციონერთა წარმოდგენას ადამიანის ბუნებაზე.

საწინააღმდოდ იმისა რასაც გვეუბნება აკადემიური განათლება  განმანათლებელი ფილოსოფოსები,რევოლუციის ფიგურები და ნაპოლეონის კოდექსის შემდგენლები პესიმისტურად და უნდობლად  უყურებდნენ საზოგადოდ ადამიანს, ადამიანს როგორც ასეთს. ეს იყო მატერიალისტური და უტილიტარისტული შეხედულება.

 

ვოლტერისთვის, ჰელვეციუსთვის, ბარონი დჰოლბაშისთვის, კონდიაკისთვის და დიდროსთვის საზოგადოდ ადამიანი, ადამიანი როგორც ასეთი არის თავისი ეგოისტური ინტერესით მოქმედი პატარა მანქანა და მეტი არაფერი.

 

აი ამ მატერიალისტურმა კონცეფციამ მოუმზადა ნიადაგი ტერორს.

 

//L’homme de Voltaire, d’Helvétius, du baron d’Holbach, de Condillac et de Diderot est une petite machine réagissant aux sensations qu’elle perçoit en fonction d’un seul et unique carburant, l’intérêt égoïste. Sous la Révolution, cette conception matérialiste a contribué à la politique de terreur.//

 

გაგრძელება ცოტა ხანში..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s