ფრანგული ლიტერატურა ჯეელებს 7

მხეცური რევოლუცია პრესტროიკებით დაქანცულობის ნაყოფი-რომანტიზმი

Afficher l'image d'origine

“თუ გააგდებთ ქრისტიანობას გექნებათ ისლამი,” დიდი ფრანსუა რენე დე შატობრიანი, ფრანგი მწერალი

Afficher l'image d'origine

სახელმძღვანელო ფრანგი ჯეელებისთვის და ქალიშვილებისთვის

Bescherelle, Chronologie de la littérature française du Moyen Âge à nos jours, Paris,2014

// ანუ ფრანგული ლიტერატურის ქრონოლოგია შუა საუკუნეებიდან დღემდე//

 

მე-19 საუკუნე-რომანტიზმიდან სიმბოლიზმამდე

https://www.histoire-image.org/etudes/mal-siecle-revolution-romantique

 

  რევოლუციური სისხლისღვრის,ტერორის, ვანდეას აოხრება-გადაბუგვის, ვანდალიზმის, იმპერიის, ომების მერე წარსული აღარ იყო, მომავალი არ ჩანდა, დღევანდელობა კი გახლეჩილი იყო. ზოგს ენატრებოდა წარსული,  პროგრესისტებს აინტერესებდათ მარტო სასწრაფოდ მატერიალური კეთილდღობის მოპოვება.

 

   დაბნეული  ახალგაზრდობა გატანჯა საუკუნის ავადმყოფობად წოდებულმა ნაღველმა.

მან თავი შეაფარა წარსულს, რელიგიას, უცნობს. მან უნართა დედოფლად გამოაცხადა არა რევოლუციის მშობელ განმანათლებელთა  გონება, ხმელი რაციონალიზმი, არამედ ფანტაზია…

 

 

 

http://www.bacdefrancais.net/biochateaubriand.htm

 

François-René Chateaubriand, 1768-1848

 

 

   ფრანგი მწერალი და პოლიტიკოსი ფრანსუა-რენე შატობრიანი, სენ-მალოს ვიკონტი /1768-1848//

 

დაღვრემილ-მოღუშული ბავშვობა

 

პატარა შატობრიანი ცხოვრობდა მშობლებისგან მოშორებით აღმზრდელთან ერთად. მაგრამ მამამისმა  1771 წელს შესძლო  ბრეტანში Combourg-ის ციხე-სასახლის გამოსყიდვა. იქ დასახლებულმა ჩვენმა შატობრიანმა გაატარა ხშირად დაღვრემილ-მოღუშული ბავშვობა.

 

ოჯახური ტრადიციის თანახმად ის უნდა გამხდარიყო მეზღვაური, მაგრამ ტემპერამენტი მას უფრო სასულიერო წოდებისკენ და პოეზიისკენ უბიძგებდა.

 

მან ისწავლა Dol-de-Bretagne-ის და რენის კოლეჯებში. 17 წლისამ მან მიიღო ნავარის ნაწილის ქვე-ლეინტენანტის ხარისხი. 19 წლისა ის კაპიტანი იყო.

 

ფრანსუა-რენე შატობრიანი 1788 წელს ჩავიდა პარიზში, სადაც დადიოდა ლიტერატურულ სალონებში. იქ იყო მისი ლიტერატურული დებიუტი, ის წერდა ლექსებს.

 

შატობრიანს მოსწონდა კორნელი, მასზე გავლენა მოახდინა რუსომ.

პარიზში ის შეესწრო რევოლუციის პირველ ძვრებს.

თავიდან ის მოხიბლა იდეების დებატებმა, მაგრამ ის შზარა ამ დებატებიდან გაჩენილმა ძალადობამ.

 

ლტოლვილი

 

   თავგადასავლების სიყვარულმა შატობრიანი 1791 წლის აპრილში წაიყვანა ამერიკაში სადაც მან რამოდენიმე თვე იმოგზაურა.  იქ გაკეთებულმა ჩანაწერებმა კვება მისი თხზულებები, განსაკუთრებით მისი « მოგზაურობა ამერიკაში » //1826//.

 

  1792 წლის დასაწყისში სენ-მალოში დაბრუნებული შატობრიანი დაქორწინდა. შემდეგ ის წავიდა ემიგრაციაში და გერმანიაში შეუერთდა კონტრ-რევოლუციურ ჯარს.

Thionville-ის ალყის დროს დაჭრილი შატობრიანი მომაკვდავი გადაიყვანეს Jersey-ში.  ის გადარჩა, მაგრამ ეს იყო მისი სამხედრო კარიერის დასასრული.  შემდეგ მან ლტოლვილობის და სიღატაკის 7 წელი გაატარა ლონდონში.

 

ლონდონში გამოაქვეუნა მან « ნარკვევი ძველ და თანამედროვე რევოლუციებზე საფრანგეთის რევოლუციასთან მიმართებით » //  L’Essai sur les révolutions anciennes et modernes dans leur rapport avec la Révolution française, 1797//. აქ ის გამოხატავდა პოლიტიკურ და რელიგიურ იდეებს რომლებიც ნაკლებადაა ჰარმონიაში მის მოგვიანო იდეებთან, მაგრამ ეს იყო მისი მწერლური ნიჭის გამოვლინება.

 

  დაბრუნება საფრანგეთში და პირველი ლიტერატურული წარმატებები

 

   1800 წელს საფრანგეთში დაბრუნებული შატობრიანი დაამწუხრა დედამისის და მისი ერთ-ერთი დის გარდაცვალებამ.

შატობრიანი დაუბრუნდა კათოლიკობას, რომლისგანაც ჩამოშორებული იყო.

1801 წელს მან გამოაქვეყნა ორიგინალური თხზულება Atala რომელიც ყველამ მოიწონა.

დაახლოებით იმავე დროს მან დაწერა  მეოცნებე მელანქოლიით დაღდასმული თხზულება René რომელშიც ძლის შენიღბულად აღწერა თუ რა უმანკოდ მაგრამ ძლიერად უყვარდა თავისი და Lucille.

მან შემდეგ გამოაქვეყნა « ქრისტიანობის გენია» // Génie du Christianisme, 1802//. Atala და René თავიდან იყვნენ ამ თხზულების ეპიზოდები. 

 

« ქრისტიანობის გენია»-ში შატობრიანმა აჩვენა რომ ქრისტიანობა მისი მორალის სიწმინდით უფრო მაღლა დგას წარმართობაზე, მაგრამ ისიც თქვა რომ ქრისტიანობა არ იყო ძველი ხელოვნების და ლიტერატურის მტერი.

ეს წიგნი იყო მოვლენა და რევოლუციის შემდეგ რელიგიურის დაბრუნების ნიშანი.

 

შატობრიანი გახდა რწმენის მწერალი. ის დაუახლოვდა მადამ რეკამიეს // Mme Récanier//, რომელიც იქცა მისი ცხოვრების სიყვარულად.

შატობრიანი შეამჩნია პირველმა კონსულმა ნაპოლეონ ბონაპარტემ და 1803 წელს  შატობრიანი დანიშნეს  რომში საელჩოს მდივნად.

მაგრამ 1804 წელს ჰერცოგი d’Enghien-ის მოკვლის შემდეგ შატობრიანი გადადგა და გადავიდა იმპერიისადმი ოპოზიციაში.

 

მოგზაურობა აღმოსავლეთში

 

2 წლის შემდეგ  შატობრიანი თავისი ოჯახით წავიდა აღმოსავლეთში. მან მოინახულა საბერძნეთი, თურქეთი, იერუსალიმი. მოგზაურობის დროს მან ჩაიწერა შენიშვნები შემდეგი თხზულებისთვის « მარტვილები ანუ ქრისტიანობის ტრიუმფი » // Les Martyrs ou le triomphe de la religion chrétienne//, რომელიც გამოქვეყნდა 1809 წელს.

 

 შატობრიანი ჩაიკეტა თავის სახლში. მან დაიწყო წერა თხზულებისა  « საიქიოს მოგონებები »

// Les Mémoires d’outre-tombe//. ის ამ თხზულებას წერდა 30-დე წლის მანძილზე.

1811 წელს შატობრიანი აირჩიეს საფრანგეთის აკადემიის წევრად.

 

წყალობა და გარიყვა

 

   100  დღის დროს ბელგიაში შეხიზნულმა ლიუდოვიკო მეთვრამეტემ შატობრიანი დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად.  ვატერლოოს უბედურების და იმპერატორის წმინდა ელენეზე საბოლოოდ გადასახლების შემდეგ შატობრიანი გახდა საფრანგეთის პერი და სახელმწიფო მინისტრი.

 

მაგრამ  მან გააკრიტიკა ხელისუფლება და 1816 წელს დაკარგა თანამდებობაც და ამ თანამდებობასთან დაკავშირებული შემოსავლებიც.

მაშინ შატობრიანი შეუერთდა ულტრა-როიალისტურ ოპოზიციას და გახდა ამ პარტიის უძლიერესი ორგანო Conservateur-ის // კონსერვატორი// ერთ-ერთი მთავარი რედაქტორი.

 

ჰერცოგი de Berry-ს მკვლელობამ 1820 წელს ის დაახლოვა კართნ. იმავე წელს შატობრიანი დანიშნეს მინისტრად ბერლინში, შემდეგ ელჩად ინგლისში. 1822 წელს ის გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

სიცოცხლის ბოლო

 

მაგრამ 1834 წელს იყო შეთქმულება ლუი-ფილიპის წინააღმდეგ და შატობრიანმა მიატოვა პოლიტიკური ცხოვრება. მან დაწერა « რანსეს ცხოვრება » // La Vie de Rancé, 1844//.  მისი ბოლო წლები იყო განმარტოების წლები. ის სახლიდან გადიოდა მხოლოდ თავის მეგობარ  ჟულიეტ რეკამიესთან // Juliette Récamier// წასასვლელად. ჟულიეტ რეკამიეს სალონში იკრიბებოდა მთელი ლიტერატურული ელიტა.   შატობრიანმა განაგრძო « საიქიოს მემუარების » //Les Mémoires d’outre-tombe// და წერდა მას თითქმის ბოლო წუთებამდე.

 

  ეს მემუარები უნდა გამოქვეყნებულიყო მისი სიკვდილის შემდეგ, მაგრამ შტობრიანს სჭირდებოდა ფული და მან 1836 წლიდან დაუთმო მოგონებები ერთ საზოგადოებას  რომელმაც მას სამაგიეროდ მისცა სათნადო შემოსავალი.

 

 80 წლის შტობრიანი გარდაიცვალა 1848 წლის 4 ივლისს.  ის დიდი პატივით დაკრძალეს მის მშობლიურ ბრეტანში, Saint-Malo-ში, ოკრანის პირისპირ, Grand Bé-ს კლდეზე.

მის საფლავზე არის ასეთი ეპიტაფია:

 

 ერთ დიდ ფრანგ მწერალს უნდოდა აქ დასვენება რათა გაეგო მარტო ზღვის და ქარის ხმები.

გამვლელო,პატივი მიაგე მის უკანასკნელ ნებას.

 

 

 

 

 

 

 http://salon-litteraire.linternaute.com/fr/resume-d-oeuvre/content/1863516-rene-de-chateaubriand-resume

 

 

      შატობრიანის რენე //1802//, რეზიუმე

 

 ეს თხზულება იქცა რევოლუციებით, ომებით, ხარბი მატერიალიზმის თარეშით გადარეული თაობების ლამის ბიბლიად.

 

ლუიზიანაში Natchez-ის ინდიელებს შორის წლების მანძილზე დამკვიდრებულ ევროპელ რენეს ტანჯავდა უსაშველო მელანქოლია. ჩასვლისას ის  დაქორწინდა ქვეყნის წეს-ჩვეულებების შესაბამისად, მაგრამ ის არ ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად.

 

მოხუცმა შაკტასმა მოუყვა რენეს თავისი თავგადასავლები და მას უნდოდა რენეს თავგადასავლრბის მოსმენა.

  დიდი ყოყმანის შემდეგ რენემ გადაწყვიტა ლაპარაკი. ამ მოთხრობაში პოეტი ცოტა სახეცვლილად, მაგრამ მთავარი ელემენტებით ზუსტად ყვება თავის საკუთარ ისტორიას.

სახელი რენეც კი ავტორის სახელია, ხასიათიც, მელანქოლიაც ავტორისაა.

 

მამის გარდაცვალების შემდეგ რენე ყველგან დადიოდა მელანქოლიური და იმედგაცრუებული.

მან სცადა მოგზაურობა. ჩამოჯდა მკვდარი ხალხების, რომის და საბერძნეთის ნანგრევებზე, შეხვდა ცოცხლებს,. მოგზაურობებისას ის ყველგან ყველაზე მეტად დაეძებდა ხელოვანებს და პოეტებს.

მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. ამან გააძლიერა კიდეც მისი დარდი და ნაღველი.

ბოლოს რენემ მოიძულა ყველაფერი და გადაწყვიტა თავის მოკვლა. მან წერილი მისწერა თავის დას. და მიხვდა მის ჩანაფიქრს. და სასწრაფოდ ჩავიდა რენესთან და დაამშვიდა ის თავისი სიტყვებით და სინაზით.

   მაგრამ დასაც გადაედო ძმის ავადმყოფობა.  რენე ხედავდა დის ცუდად ყოფნას და შფოთავდა.

დამ მოულოდნელად დატოვა რენე და წავიდა. მაგრამ მის მიერ დაწერილ წერილში ნახსენები იყო მონასტერი რომელშიც ის შევიდა რათა იქ დაესრულებინა თავისი ცხოვრება.

 

რენემ  უშედეგოდ სცადა დის დატოვება საერო ცხოვრებაში და მერე გადაწყვიტა ევროპის დატოვება და ამერიკაში წასვლა. ამ მოთხრობის ბოლოს, რენე სამშობლოში ატარებს ბოლო ღამეს, მისი შორეული ყვირილი, გამომშვიდობება დასთან, წასვლის დილა.

 

ეს იყო რენეს ისტორია. აღელვებული ინდიელი შაკრა მოეხვია მას და რენეს ისტორიის მსმენელმა მამა სუელმა რენეს ნაზად უსაყვედურა და თქვა რომ  რენეს დის სიკვდილი იყო სასჯელი იმისთვის რომ რენე მანამდე ეწეოდა მოხეტიალე და უსარგებლო ცხოვრებას.

 

ეს ტექსტი არის შენიღბული ავტობიოგრაფია.  რენეს ციხე-სასახლე გავს კომბურის ციხე-სასახლეს სადაც  იცხოვრა შატობრიანმა.   რენეს და ამელია გავს შატობრიანის და ლიუსილს.

შატობრიანსაც და მის პერსონაჟ რენესაც ტანჯავს ერთი და იგივე მელანქოლია, მათ აქვთ გზნების ერთი და იგივე პერიოდები.  დაბოლოს, მათ ქვიათ ერთი და იგივე სახელი. . მაგრამ თხზულება მაინც თხზულებაა და მას აქვს დიდი მორალური და პედაგოგიური მნიშვნელობა.

შატობრიანის ყველა თხზულების ნიშანია მონაგონის და აღსარების შერევა.

 

 

შატობრიანმა აღწერა გერმანიაში გოეთეს ვერთერის  შემდეგ კარგად ცნობილი გრძნობა.

 

თუ კი ადამიანს ამქვეყნად ვერაფერი აკმაყოფილებს ის მიისწრაფის უსასრულობისკენ.

ეს იყო შატობრიანის ავადმყოფობა ახალგაზრდობაში.

ამ ავადმყოფობამ უბიძგა შატობრიანს ამერიკაში მოგზაურობისკენ.

ეს იყო ბაირონის, დე მიუსეს და ამ საუკუნის პირველი ნახევრის პოეტთა მთელი პლეადის ავადმყოფობა.

მათი მენტალური მდგომარეობა იყო ღრმა და უნივერსალური დარდი-ნაღველი.

 

ეს იყო საუკუნის ბოროტება-ავადმყოფობა //mal du siècle//

 

რელიგიის დაკნინებამ გაამძაფრა ადამიანთა მარტოობა, საზოგადოება ხელს უშლიდა მეობის გამოხატვას,

ცხოვრება მოსაწყენი და ნაღვლიანი გახდა. ადამიანს იპყრობს სასოწარკვეთილება. თუ არა ხარ თავხედი თაღლითი საშველი არის სხვაგან და არა იმ სამყაროში რომელსაც ხედავ.

თავშესაფარია ოცნება-ზმანებაში, ხელოვნურ სამოთხეებში ანუ ლოთობა-ნარკომანიაში  დიდი მხატვარი გოგენი გადაიკარგა რაღაც ველურ სამყაროში და იქ დაიღუპა ნარკოტიკისგან.

 

ასეთია რევოლუცია-პერესტროიკების შემდგომი ხანა. აი ამას გვეუბნება დიდი შატობრიანიც.

ფრთხილად. ჯერ ადამიანობა და მერე პოლიტიკა.

 

 

[D. Bonnefon, Les écrivains modernes de la France, 1880

 

 

1820-1850

 

რომანტიკული მოძრაობა

 

ეს იყო როგორც მწერლობა ისე იდეალი და ფილოსოფია

 

მე არის ილუზიების დამკარგველი და სასოწარკვეთილი ადამიანის უკანასკნელი და უმაღლესი თავშესაფარი.

მიუსეს ფორმულის თანახმად 1820 წლის თაობას აქვს გრძნობა რომ ის დაიბადა მეტისმეტად გვიან. და დაიბადა მეტისმეტად ბებერ სამყაროში.

აწმყო ამ თაობისთვის იყო მონოტონურობა და უგემოვნება-უხამსობა-უშვერობა, აფერისტული, საქმოსანი, გაუმაძღარი სიმახინჯე.

ივლისის მონარქიამ და მერე 1851 წლის 2 დეკემბრის სახელმწიფო გადატრიალებამ მხოლოდ გააძლიერეს ეს იმედგაცრუება.

მაშ სად უნდა დაიმალოს ადამიანი თუ არა საკუთარ თავში ?

 

  ახალი დამოკიდებულება სამყაროსადმი

 

მაგრამ ეს გაცხადებული მე, რომელიც უზრუნველყოდ ლირიკული პოეზიის გამარჯვებას სულაც არაა ნარცისული და ნარცისიზმი.

   ესაა სიცოცხლის სისუსტით ტანჯული, წინააღმდეგობებით სავსე, კითხვების დამსმელი და თავისი უქეიფობის, ცუდად ყოფნის უყოყმანოდ გამომთქმელი მე.

მისთვის ბუნებაა წყნარი და სანდო ნავსაყუდარი.  ყოველი, თუნდაც უმცირესი, პეიზაჟი შეესაბამება ადამიანის გარკვეულ სულიერ მდგომარეობას.

 

მაგრამ ამავე დროს რომანტიზმი იყო  პოლიტიკური, სოციალური, ეროვნული, ლიტერატურული ბრძოლებიც.

  ბაირონი დაეცა ბერძენი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

თეატრში რომანტიკული და სულ უფრო და უფრო რესპუბლიკური დრამა ებრძოდა ჯიუტად,შეუპოვრად კლასიკურ და როიალისტურ ტრაღედიას.

 

რომანტიკოსთა საყვარელი მითები იყო მოუთოკავი, დაუმორჩილებელი სიცოცხლისუნარიანობის სიმბოლოები //დონ ჟუანი, ფაუსტი… ნაპოლეონიც კი//.

მარტოსული ნაპოლეონის სიკვდილმა და 1840 წელს მისი ნეშტის დაბრუნებამ პერსონაჟი აქცია ლეგენდად.

 

« მე ვარ მოძრავი ძალა ! « // Je suis une force qui va !// ერნანი Hernani-ს ავტოპორტრეტი ამავე დროს რომანტიზმის განსაზღვრებაცაა.

 

 ჰუმანიტარული სწრაფვა

 

 რომანტიკოსებსაც უნდოდათ პროგრესი.

მაგრამ პროგრესი მათთვის იყო  მეტი სამართალი და მეტი ბედნიერება და არა ქიმიური და ბირთვული იარაღი, დრონები, მეომარი რობოტები და ტანკით თუ სხვა ოხრობით თბილისის დანგრევა.

 

რენანმა, მიშლემ და სხვებმა განაახლეს ისტორიული კვლევები.

ვიქტორ ჰიუგო ამბობდა რომ პოეტი არის ჯადოსანი რომელმაც უნდა მოიტანოს ცივილიზაცია.

სოციალური საზრუნავი ჩანს როგორც ვიქტორ ჰიუგოსთან ისე ჟორჟ სანდთან.

 

 

    ფორმების განახლება

 

  ემანსიპაციის სურვილმა განაახლა ლიტერატურის ტრადიციული ფორმები.

წესებს და კოდექსებს რომანტიზმმა დაუპირისპირა თავისუფლების მისი ესთეტიკა.

ასე იყო დრამაშიც, ლირიკულ პოეზიაშიც და რომანშიც.

მე-ს კვლევის ობიექტად გადაქცევით რომანტიზმმა სათავე დაუდო ადამიანის პირადი ხვედრის აღმწერ რომანს. …

 

გავლენიანი მემკვიდრეობა

1850 წლის შემდეგ რომანტიზმი დაკნინდა. კარგ ტონადაც კი იქცა იდეალიზმის და სენტიმენტალიზმის მასხრად აგდება. მაგრამ რომანტიზმის დაკნინება არ ყოფილა მისი სიკვდილი.

 

განმანათლებლები აფასებედნენ მარტო მათ ხმელ გონებას და რაციონალიზმს და არაფრად აგდებდნენ ისტორიულ წარსულს, ტრადიციებს. ამან მიიყვანა კაცობრიობა გილიოტინამდე, გულაგამდე, ატომურ ბომბამდე. დრონებამდე, მეომარ რობოტებამდე.

რომანტიკოსებმა ამას დაუპირისპირეს დაბრუნება ეროვნულ ფესვებთან. ამით მათ ხელი შეუწყვეს ჩაგრული ხალხების გაღვიძებას.

   ფრანგ რევოლუციონერთა და იმპერიულ წრეებში გაბატონებულ ბერძნულ-რომაული ანტიკურობის კულტს  მათ დაუპირისპირეს დაბრუნება შუა საუკუნეებთან და მის საიდუმლოებებთან, ქრისტიანულ ტრადიციებთან.

  რომანტიკულ ევროპას აინტერესებდა ევროპელი ხალხების ფესვები. განმანათლებელთა და რევოლუციონერთა ევროპა არბევდა ქრისტიანული ევროპის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას. რომანტიკოსთა ევროპამ დაიწყო ამ მემკვიდრეობის დაცვა და აღდგენა.

 

მოკლედ რომანტიზმი აქტუალურია დღესაც.

 

 

    ევროპული რომანტიზმი

 

  რომანტიზმმა მორწყა მთელი ევროპა

გერმანიაში მას ჰქონდა ორმაგი სახე :

 

 პრუსიის მეფეების და ბავარიის ლუის ირგვლივ იყო ეროვნული და კონსერვატული რომანტიზმი.

გოეთეს, ჰიოლდერლინის, კლაისტის, ჰაინეს ირგვლივ იყო ლიბერალური რომანტიზმი.

ინგლისში რომანტიზმმა მიიღო ბაირონის, ვალტერ სკოტის, ემილი ბრონტეს, კოლრიჯის სახე.

გაჩნდა ისტორიული რომანიც…რომანტიზმი იყო რუსეთშიც და საქართველოშიც…

 

გაგრძელება მალე იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s