ფრანგი აკადემიკოსის დარდი.

Afficher l'image d'origine

ფრანგი აკადემიკოსის დარდი-აღმოსავლეთში ქრისტიანთა გენოციდია

http://www.lefigaro.fr/vox/monde/2015/02/26/31002-20150226ARTFIG00150-genocide-des-chretiens-d-orient-o-sont-passes-les-defenseurs-des-droits-de

 

არის 1925 წელს პარიზში დაბადებული ფრანგი მწერალი, ქრონიკორი, ჟურნალისტი, ფილოსოფოსი და 1973 წლიდან საფრანგეთის აკადემიის წევრი ჟან ლეფევრ დორმესო // Jean Lefèvre d’Ormesson//

 

ხოდა Jean d’Ormesson  გმობს ცივილიზებული მსოფლიოს გულგრილობას და უმოქმედო დუმილს მაშინ როდესაც მის  თვალწინ  ხდება აღმოსავლეთის ქრისტიანთა გენოციდი, 26/02/2015

 

 

 

FIGAROVOX/TRIBUNE –  ამ ოთხშაბათს, 25 თებერვალს,Europe-1-ზე  Jean d’Ormesson-მ დაგმო Daesh-ის ანუ ერაყის და სირიის ისლამურ სახელმწიფოდ წოდებული  ოხრობის მიერ აღმოსავლეთის ქრისტიანთა გენოციდი, დაუნდობელი და ულმობელი ჟლეტა.

სირიული სოფლიდან გაიტაცეს 100 ქრისტიანი, რამოდენიმე დღით ადრე კი ნამეტანი კარგად დემოკრატიზებული ლიბიაში თეატრალიზებულად, მედიატიზებულად  წამებით დახოცეს 21 კოპტი.

 მოსალოდნელია გატაცებულ სოფლელთა, კმათ შორის გატაცებულ ქალთა და ბავშვთა გაჟლეტა.

გადაიღებენ და მთელ მსოფლიოს აჩვენებენ საშინლად ულმობელ სასაკლაოს.

ეს გენოციდი, როგორც ისტორიის ყველა დიდი გენოციდი ხდება პასიური და ლაჩარი საერთაშორისო საზოგადოება-თანამეგობრობის თვალწინ.

ერთმა მუჭა გაბედულმა და მიზანდასახულმა ქურთებმა, მათ შორის ქურთმა ქალებმა აჩვენეს რომ ისლამური სახელმწიფო სულაც არაა უძლეველი. მას შემდეგ გაუგებარია თუ რატომ ვერ ახერხებს საერთაშორისო საზოგადოება ამ სასაკლაოს გაჩერებას. გაუგებარია ამ საზოგადოების გულგრილობა.

ისტორია დაიმახსოვრებს იმ ხელმძღვანელებთა სახელებს ვინ თითი არ გაატოკეს გენოციდის გასაჩერებლად.  საფრანგეთმა გამოიჩინა ინიციატივა, გააგზავნა კავიამზიდი Charles de Gaulle, მაგრამ მარტო ის ვერ იომებს ყველა ფრონტზე ბარბაროსობის წინააღმდეგ.

ევროპელ და მსოფლიო პოლიტიკოსთა და ინტელექტუალთა დუმილი საძაგლობაა.

 

სად წავიდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები? რატომაა ასეთი გულგრილობა ქრისტიან უმცირესობათა ხვედრის, უბედურების პირისპირ?

სამარცხვინო-საზიზღარის გასრესა // écraser l’infâme// იქნებ ეს ისმის ამ მიტოვებაში?

 

 

ვოლტერი (1694-1778) ებრძოდა ქრისტიანობას.

 

http://expositions.bnf.fr/lumieres/figures/24.htm

 

 

თუ თქვენთანაა 2 რელიგია ისინი გამოჭრიან ერთმანეთს ყელს. თუ გაქვთ 30 რელიგია, ისინი მვიდად, მშვიდობიანად კკიცხოვრებენ.”

გასეისეთ, გათელეთ  სამარცხვინო, საზიზღარი //“Écrasez l’Infâme”//,  ეს ფრაზა ამთავრებს ვოლტერის მიერ

Damilaville-სთვის // 1723-1768// მიწერილ  წერილებს.

 

დიდ ფრანგ მწერლად და ფილოსოფოსად გამოცხადებული ვოლტერისთვის გასასრეს-გასათელი სამარცხვინო, საზიზღარი რამე იყო ქრისტიანობა, პროტესტანტობაც, კალვინიზმიც და კათოლიკობაც.

 

———————————————————————————

 

ხოდა ქრისტიანობის ეს ძველი სიძულვილი ხომ არ ჩანს ქრისტიანთა ამ მიტოვებაში ?

 

იორდანიამ და ეგვიპტემ მოახდინეს რეაქცია მათი მოქალაქეების წინააღმდეგ მხეცობათა ჩადენაზე.

მათი მოქალაქეების გამო მსხვერპლები იყვნენ დიდი სახელმწიფოებიც, აშშ-ც, რუსეთიც, გერმანიაც, ჩინეთიც, იაპონიაც და  წარმოუდგენელია რომ მათ არ გადადონ განზე მათი კონფლიქტები და არ შექმნან საერთო ფრონტი, კოალიცია ცივილიზაციისთვის საშიში ძალის წინააღმდეგ.

 

90 წლის კაცს მოუხდა ხმის ამოღება ხალხის გამოსაფხიზლებლად.

ხდება ადამიანობის, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ჩადიან დანაშაულს ადამიანობის, კაცობრიობის წინააღმდეგ.

 

იქნებ ამ დიდი და ფხიზელი ბატონის სიტყვამ გამოაფხიზლოს ბრმა, შეშინებული და დამბლადაცემული მსოფლიო…

 

საერთაშორისო კოალიციის შეიარაღებული ჩარევა გენოციდისთვის ბოლოს მოსაღებად  სულ არ დაემგვანება წინა სამხედრო ოპერაციებს რომელთაც მოახდინეს სახელმწიფოთა დესტაბილიზაცია და გაავრცელეს ქაოსი საშუალო აღმოსავლეთში.

 

 ამჯერად ჩვენ ვართ რადიკალურად განსხვავებულ კმდგომარეობაში. ხდება გენოციდი. ის გავს 1976-1979 წლების კამბოჯა-კამპუჩიის წითელი კხმერების მიერ მოწყობილ საშინელებებს და 1990-ანი წლების რუანდას ამბებს. თუ კი ვილაპარაკებთ მარტო ბოლო გენოციდებზე.

ამ ვითარებაში უმოქმედობა არის საფრთხეში მყოფი ადამიანებისთვის დახმარების გაუწევლობა

// non assistance à personne en danger//. მეტიც, ამ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის უმოქმედობა არის პასიური ხელის შეწყობა გენოციდის მომწყობებისთვის.

 

წლების შემდეგ მწარედ ვინანებთ ამაზე.

 

გაუგებარია თუ როგორაა შესაძლებელი ასეთი ლაჩრობა, სულმდაბლობა // lâcheté//.

ვამბობთ რომ ეს ბოლოა, რომ აღარ დავუშვებთ აღარასოდეს ამას და შემდეგ ეს თავიდან იწყება სხვა ფორმებით, სხვა გარემოებებში, მუდამ საყოველთაო გულგრილობის და პასიურობის ატმოსფეროში…

 

მოკლედ სიცილ-ხარხარით დაამხეს სადამ ხუსეინი და დამთავრდა დრო როდესაც ქრისტიანები ასე თუ ისე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერაყში. ეხლა იქ ქრისტიანთა გენოციდია.

 

პროფესორმა სიგუამ და მისმა შალავამ წითელი არმიის ტანკით სიცილ-ხარხარით დაანგრიეს თბილისი და განახევრდა ისედაც ბეჩავი საქართველო.

ფრთხილად ჯეელებო და ასულებო, ფრთხილად. ადამის და ევას ყველა შთამომავალს ვუსურვებ ბედნიერებას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s