კულტურული მემკვიდრეობის დღეები

 

Afficher l'image d'origine

Afficher l'image d'origine

 

  ეროვნული. კულტურული მემკვიდრეობის  დღეები

 

  ნუ ავყვებით « ვეფხისტყაოსნის », ვაჟას, კომბლეს თუ საერთოდ ქართული კულტურის მლანძღველებს, ქართველების და კავკასიელების ველურებად გამომცხადებლებს.

ვისწავლოთ ევროპისგან მართლაც სასწავლი, დიდ, ნიჭიერ წინაპართა და მათ მიერ დატოვებული სილამაზის, მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ყველა სახეობის დაცვა,მოვლა, დაფასება.

 

ქართველებს, კავკასიელებს აქვთ ლამაზი და მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ხოდა საზოგადოების დონეზე დავაწესოდ მისი ყოველწლიური დღეები. გავახსენოთ ხოლმე ერთმანეთს ეს მდიდარი მემკვიდრეობა, გავიხსენოთ ხოლმე მისი დამტოვებელი წინაპრები. მოვუაროთ ამ მემკვიდრეობას და გავიხაროთ ამით. თუ ხელისუფლებაც ხელს გამოიღებს და გვერდით დადგება ხო კაი. ასე აკეთებენ ევროპელები…

 

    ევროპა არაა მარტო სექსუალური რევოლუცია და გენდერულ-ტრანსგენდერული ამბები, . კიევში გაწვრთნილი « ფიმენის » გომბიოები გატაცებით არბევენ პარიზის, სტრასბურგის, კიოლნის ეკლესია-კათედრალებს, ლუვრს და ვატიკანს, მაგრამ  ევროპა და ევროპელობა სულაც არ შემოიფარგლება ამით ან ამის ატანით.

 

 თანამედროვე ევროპა პატივს სცემს ევროპულ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას რომელიც დატოვეს  ნორმალურმა ადამიანებმა და არა « ფიმენის » გომბიოების ნაირმა ტიპებმა.

 

    აი დასტური

 

http://next.paris.fr/english/visit/flagship-events/journees-du-patrimoine-heritage-days/rub_8208_stand_34125_port_18969

 

მემკვიდრეობის დღეები //ფრანგულად Journées du Patrimoine, ინგლისურად- Heritage Days//

 

  საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ მინისტრი Jack Lang-ის ინიციატივით 1984 წელს დააწესა მემკვიდრეობის დღები. თავიდან მას ერქვა « ისტორიულ ძეგლებში ღია კარებების დღე» //« Journée portes ouvertes dans les monuments historiques »//.

ეს დღესასწაული დაწესდა სექტემბრის მესამე კვირადღეს.

ამ დღესასწაულის ლოკალურ მანიფესტაციათა თარიღები გაშლილია აგვისტოს დასასრულიდან ნოემბრის დასაწყისამდე.

ამ დღებში საზოგადოება ხედავს და ათვალიერებს იმ შენობებსაც რომლებიც  იხსნება მხოლოდ გამონაკლის, განსაკუთრებულ, შემთხვევებში // ისტორიულ შენობებს რომლებშიც არის დიდი სახელმწიფო თუ სამთავრობო დაწესებულებები//. მონახულება მაშინ გამონაკლისის სახით უფასოა ან ჩვეულებრივზე უფრო იაფი.

 

Jack Lang 1992 წელს ისევ გახდა საფრანგეთის კულტურის მინისტრი და მან ამ დღესასწაულის ხანგრძლივობა ორ დღემდე გაზარდა. მან სახელიც შეუცვალა ამ დღესასწაულს და დაარქვა მას « მემკვიდრეობის ეროვნული დღეები».

//« Journées nationales du patrimoine »//.

მემკვიდრეობის დღეები პოპულარული გახდა და 1985 წლის 3 ოქტომბერს გრენადაში ევროსაბჭოს მეორე კონფერენციაზე ხუროთმოძღვრულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელ

მინისტრებს შორის Jack Lang-მა დააყენა ამ ინიციატივა-დღესასწაულის ევროპულ დონეზე გაშლის წინადადება.

ევროპის მრავალმა ვქვეყანამ // ჰოლანდიამ, ლუქსემბურგმა, მალტამ, ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა // შოტლანდიამ//, შვედეთმა//, მალე მოაწყვეს მსგავსი დღეები.

1991 წლიდან  ევროსაბჭოც //Conseil de l’Europe// ევროკავშირის დახმარებით აწყობს მემკვიდრეობის ევროპულ დღეებს.

 

ევროსაბჭომ //Conseil de l’Europe// 1991 წელს ოფიციალურად დააწესა  « მემკვიდრეობის ევროპული დღები ». 

2000 წელს დღესასწაულს შეუერთდნენ მონაკო, ანდორა, ისლანდია, ვატიკანი, მაკედონია, უკრაინა.

2002 წელს თურქეთმაც დააწესა იგივე დღესასწაული.

 

2001 წელს გამოიღვიძა სულ აზიურმა ტაივანმა და იმანაც დაიწყო მემკვიდრეობის დღეების აღნიშნვა.

 2010 წელს მემკვიდრეობის ევროპული დღეების ფარგლებში მათ ქვეყნებში მანიფესტაციებს აწყობს 50 სახელმწიფო // ალბანეთი, გერმანია, ანდორა, სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, რუსეთის ფედერაცია და ა.შ.//.

 

საფრანგეთში ეს დღესასწაული ეწყობა 1984 წლიდან

ფრანგები ხშირად ოჯახებით სიამოვნებით დასეირნობენ და ათვალიერებენ ღირსეული წინაპრების მიერ მათთვის დატოვებულ კულტურულ მემკვიდრეობას // ძეგლებს, ეკლესიებს,მუზეუმებს, თეატრებს, ციხე-სასახლეებს, მაგრამ აგრეთვე კერძო სახლებს, ბანკებს, სასამართლოებს, პრეფექტურებს, მერიებს,  კომერციის პალატებს და ა.შ.

ისინი ათვალიერებენ ყველანაირ შენობებს რომლებიც ჩვეულებრივ დაკეტილია საზოგადოებისთვის ან რომლებსაც ის იშვიათად ეწვევა ხოლმე.

ამ დღესასწაულებს კულტურის სამინისტროს ეგიდით აწყობენ კულტურული მემკვიდრეობის დირექცია და კულტურულ საქმეთა რეგიონალური დირექციები.

 

 სახელმწიფოზე დამოკიდებული ძეგლების მონახულება მაგ დროს უფასოა, მაგრამ კერძო საკუთრებაში მყოფი ძეგლის მონახულების ფასს ადგენს მისი მფლობელი.

 

  მემკვიდრეობიის დღები ეწყობა ყოველ წელს სექტემბრის მესამე week-end-ზე.

ყველაზე მეტად ათვალიერებენ დედაქალაქის ძეგლებს, განსაკუთრებით კი მთავრობის ოფიციალურ ადგილებს // ელისეს სასახლე, სამინისტროები, ბურბონის და ლუქსემბურგის სასახლეები// მაგრამ აგრეთვე მეცნიერულ და საწარმო-ინდუსტრიულ ადგილებს, ხალხს აინტერესებს მათ საიდუმლოთა გაგება.

 

ამავე დროს ხალხით სავსეა მუზეუმებიც და ეკლესიებიც…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s