ბოროტება ძველ ბერძნულ ტრაღედიაში 2

Afficher l'image d'origine

 

Robert Veron, Le  mal dans la tragédie grecque,

2003, Paris

 Afficher l'image d'origine

ბოროტება ძველ ბერძნულ ტრაღედიაში 2

 

გაუმარჯოს ოდისევსს, « გმირს რომელმაც ამდენი აიტანა »

ბოროტება კლასიკურად

რობერ ვერო, ბოროტება ბერძნულ ტრაღედიაში

 

    ტრაღედიის პრელუდია

 

 ბერძნული ტრაღედია არ გაჩენილა ex nihilo, არარაობიდან, არ ამოსულა შიარაღებული ესქილეს გენიიდან. ძველ ბერძნებს უყვარდათ ლამაზი მოთხრობები.  ბავშვობიდან ეპოპეის ტირადებით ნაკვებ ბერძნებს ლირიკოსებმა  ასწავლეს დაფიქრება ლეგენდის ღრმა აზრზე. აი ასეთ დროს შეიძლება გაჩნდეს ტრაღედია.  რომელიც გაანგრევს ლირიკული ლექსის საზღვრებს.

   ჰომეროსი

   მრავალი საუკუნით ადრე პირველი ტრაღდიების გაჩენამდე ეპოპეაზე ბატონობდა ჰომეროსის ფიგურა.

ძველი ბერძნები, სულ მცირე ისინი ვისთვისაც კულტურა მისაწვდომი იყო, იცნობდნენ  « ილიადას » და « ოდისეას », განათლების ბაზისს, დამაფიქრებელ, გასააზრებელ თხზულებებს რომლებიც მრავალ სფეროში იყო შთაგონების და ღირებულებათა წყარო.

არა და ამ ორ გრძელ პოემაში ისახება ადამიანის სიბეჩავე :

   « მოკვდავები თავისი უტვინობით ამძიმებენ ხვედრის მიერ მათთვის დადგენილ სიბეჩავეს »,  ასკვნის « ილიადა ».

« ეს დაუდგინეს ღმერთებმა ბეჩავ მოკვდავებს:  ნაღვლიანი, დარდიანი ცხოვრება».

დედამიწაზე ყველაზე სუსტი არსება არის ადამიანიო, ამბობდა ძველი ბერძენი.

ადამიანი ვერ იცხოვრებს სიბერის და სიკვდილის გარეშე, ის ვერ გაექცევა სიკვდილის ურიცხვ ქალღმერთებს, წუხდა ძველი ბერძენი.

« ილიადაში » ლაპარაკია უსასრულო ომზე  და უამრავია ტანჯვის და უბედურებების მოტივები და გარემოებები როგორც მეომრებისთვის ისე მშვიდობიანი ხალხისთვის.

სიშმაგით და სისხლით სავსე ამ პოემაში  ჩვენს საკითხს საგანგებოდ ეხება 2 ასპექტი.

პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ ღმერთები დიდად არიან დაინტერესებული მოვლენებით.

ღმერთების კინკლაობები, მათი ბრძოლები დამატებით განზომილებას აძლევენ ადამიანთა ბრძოლებს.  თითქოს მოქმედება ხდება ორ პლანზე, ცაში და ამქვეყნად, მიწაზე. ცაში და მიწაზე გაჩაღებული ბრძოლები ჩახლართულები არიან ერთმანეთში, მაგრამ ამავე დროს ციური და მიწიერი მოვლენები ინარჩუნებენ თავ-თავის რეალობას.

ამის შესანიშნავ მაგალითს გვიჩვენებენ 21-ე და 22-ე საგალობლები რომლებიც ყვებიან აქილევსის და ჰექტორის ბრძოლაზე. ამ ბრძოლაზეა დამოკიდებული ომის ბოლო.

  ესაა ორი უდიდესი მეომრის სასტიკი, ულმობელი და დაუნდობელი ბრძოლა.

არანაკლებ ფიცხელი,მგზნებარე ბრძოლაა ცაშიც.

ადამიანთა ყოველ ბანაკს ყავს თავისი ღვთაებრივი მფარველი.

აპოლონი უფრო ტროელებს ემხრობა, ათენა კი ემხრობა ბერძნებს. პოსეიდონი გაბრაზებულია იმაზე რომ ტროელთა ერთმა ბელადმა ოდესღაც ხელფასი არ გადაუხადა ვიღაცას და ამიტომ ემხრობა ათენას და ბერძნებს.

სხვა ღმერთებიც ერევიან მიწიერ სისხლიან ამბებში.  ზევსის მეუღლე ჰერა იბრძვის აქილევსისთვის.

ღმერთებიც ეცნენ ერთმანეთს. საშინელ აურზაურში დედამიწა-გეა  ღრინავს და ციდან ცვივა ელვები. ღმერთები ლანძღავენ და აგინებენ ერთმანეთს. არესმა ათენას უძახა ძაღლის ბუზი, ჰერამ  ურცხვი ძუკნა უძახა აფროდიტეს რომელსაც სურდა თავისი საყვარლის გამოთრევა ჩხუბიდან.

ერთმანეთის გინების მერე დაიწყეს შუბების, ქვების სროლა და მუშტი-კრივი.

ღმერთების მბრძანებელი ზევსი კი  წყნარად იჯდა ოლიმპოზე ერთობოდა იმის ცქერით თუ როგორ ცემდნენ და ლანძღავდნენ მისი ღმერთები ერთმანეთს.

 

ამასობაში კი აქილევსის და ჰექტორის ორთაბრძოლა ცოტა გააყალბა მათი ციური სპონსორების აურზაურმა.

ეს კომედია, rომელშიც წყდებოდა ომის ბედი, არც დამთავრდებოდა ზევსს რომ არ გადაეწყვიტა ამბებში ჩარევა. ხოდა ზევსის ჩარევამ გადაწყციტა ორთაბრძოლის ბედი. ჰექტორი დაიღუპა.

 

როგორც ცოცხალი ისე მიცვალებული ადამიანი არის ღმერთების სათამაშო.

სიკვდილი არის ადამიანის მიწიერი ცხოვრების დასასრული, მაგრამ განა ის მთელი სიცოცხლის დასასრულია ?

  არა, სიკვდილის შემდეგაც რჩება რაღაც იმისგან რაც იყო ადამიანი.

ესაა საყოველთაო, უნივერსალური რწმენა, მაგრამ ის იძენს სულ სხვადასხვანაირ, მეტიც, ერთმანეთის საპირისპირო ფორმებს ადგილთა და ეპოქათა შესაბამისად.

 

 ძველმა ბერძნებმა ჰომეროსის პოემებში იპოვეს კონცეფცია რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მათი ცივილიზაციის ევოლუციაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 2 ეპიზოდი : აქილევსის სიზმარი პატროკლეს სიკვდილის შემდეგ « ილიადას »  23-ე საგალობელში  და ულისე-ოდისევსის ჩასვლა ჯოჯოხეთში « ოდისეას» 11-ე საგალობელში .

 

აქილევსმა მოამზადა კოცონი  რომელიც დაწვავს მისი ძვირფასი მეგობრის სხეულს. მან მოამზადა ყველაფერი რაც სჭირდება სიკვდილს.

შემდეგ მან გაიზიარა სამგლოვიარო ნადიმი და დარდით გასრესილმა ჩაიძინა.

და აი, ჩაძინებულ აქულევსს გამოეცხადა უბედური პატროკლეს სული რომელიც სიმაღლით, ლამაზი თვალებით, ხმით, ყველაფრით გავდა გმირს. მას იგივე სამოსიც ეცვა.

მიცვალებულმა აქილევსს სთხოვა თავისი აკლდამის დაჩქარება იმიტომ რომ ამის,გარეშე, ცეცხლის თავისი წილის მიღების გარეშე, მას არ უშვებენ ჰადესში, მიცვალებულთა სამეფოში.

აქილევსი დაეთანხმა. შემდეგ მან მოინდომა თავისი მეგობრისთვის ხელის უკანასკნელად მოხვევა, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სული როგორც ბოლი გაქრა მიწის ქვეშ.

 

მაშინ აქილევსმა მოთქმით თქვა რომ ჰადესის სამფლობელოში კიდევ არის სული, ლანდი, მაგრამ იქ სულ არაა ცნობიერება.

 სიკვდილის შემდეგ ასეთი არამდგრადი მერყევი არსებობის აზრი კიდე უფრო ცხადად ჩანს ულისეს ჯოჯოხეთში ჩასვლის ეპიზოდში.

 

ჯადოსანი კირკეს რჩევით  ულისემ, მისან  ტირესიასს უნდა ჰკითხოს სამშობლოში დაბრუნების საშუალების შესახებ.  გარდაცვლილმა მოხუცმა მისანმა  საიქიოში, უხორცო ჩრდილთა შუაგულში, უნიკალური გამონაკლისის სახით შეინარჩუნა  თავისი ცნობიერება და თავისი სული. მან შეინარჩუნა ის რისი შენარჩუნების საშუალებაც არ მიეცა არც პატროკლეს.

ულისე, მაშ, ეწვია მიცვალებულებს, მათ ქვეყანაში, მიწის ქვეშ.

იყო მიცვალებულთა ლანდი-ფანტომების დიდი შეკრება. ისინი ერების ფსკერზე  მოგროვდნენ თხრილის ირგვლივ. ამ თხრილში მიედინებოდა მსხვერპლად შეწირულ პირუტყვთა სისხლი. მისი დაგემოვნება ცნობიერების არმქონე ამ ლანდებს მისცემს სიკვდილის ძილისგან გამოღვიძების საშუალებას, მაგრამ ისინი ვერ აღდგებიან ხორციელად, დარჩებიან ჩრდილად და ლანდად, სიზმრად რომელიც გაფრინდება.

ულისე ვერ მოეხვევა დედამისის სულს რომელიც გაექცევა მას ისევე როგორც პატროკლეს სული გაექცა აქილევსს. აგამემნონი სულაც აღარ იყო დაკუნთული ძლიერი მამაკაცი როგორიც იყო ოდესღაც.

და დაუძლურებულ ადამიანთა უგრძნობელ ლანდ-ფანტომთა, ჩრდილთა უსასრულო პროცესია უერთდება ჰადესში მიცვალებულთა სხვა სულებს.

  მიცვალებულთა უძლური, უხორცო, უსისხლო სულები გარეგნულად ძალიან გვანან იმას რაც იყვნენ ცოცხალნი, მაგრამ ესაა მოჩვენებითობა, უშინაარსო, არსს მოკლებული ლანდი. სიზმარში ნანახი ფიგურების მსგავსი. მძინარეს სიზმარი რეალობა გონია, მაგრამ გამოღვიძებული ის ხედავს თუ რაა სიზმარში არარეალური.  თუმცა სიზმარს აქვს მნიშვნელობა. ძველი ბერძნებისთვის სიზმარი იყო ადამიანის ურთიერთობა ღმერთებთან.

ფსიქოანალიზიც გვეუბნება რომ სიზმარი სულაც არაა სულელური ლანდების უაზრო თეატრი, რომ სიზმარი  იკვებება თუნდაც არაცნობიერი,მაგრამ განცდილთან, მოგონებებთან, საზრუნავთან დაკავშირებული ფსიქიური რეალობით.

ამ თვალსაზრისით ჩვენთვის არაფერია საკვირველი აქილევსის ჩრდილში.

სულ სხვაა ითაკაზე დაბრუნების საშუალებათა გაგების საჭიროების მომიზეზებით მისანი ტირესიასითვის რჩევის საკითხავად ულისეს ჯოჯოხეთში ჩასვლის აზრი.

ულისემ გაიცნო მიცვალებულთა სულების არსებობის პირობები.

პოეტისთვის ესაა სიკვდილის შემდეგ დასუსტებულ არსებობაზე, სინანულთა ნაშთზე, ამიერიდან ყოველგვარ ეფექტურობას მოკლებულ წადილზე გრძლად ლაპარაკის საშუალება.

მიცვალებულთა სულებს საიქიოში აკლიათ სიცოცხლის და ძალის წყარო სისხლი.

ტანჯული და უბედური არსებობა მთავრდება უძლური, უხორცო, უსისხლო ლანდის სახით არსებობით.

ეს სულაც არ გავს სოკრატეს ლამაზ იმედს.

სოკრატე იმედოვნებდა რომ სიკვდილის შემდეგ ის ელისეს მინდვრებზე შეხვდებოდა და ესაუბრებოდა ადამიანთა შორის საუკეთესოებს,

ეს უკვე იყო თვითონ სოკრატეს და პლატონის ფილოსოფიის წვლილი. ეს სულაც არ ყოფილა პესიმიზმით გაჟღენთილი ხალხური რწმენა.

 ჰომეროსული ჰიმნების  სახელით შეკრებილი თხზულებებიდან ყველა არაა ჰომეროსისა, მაგრამ ზოგი მათგანი ძალიან ძველია და შეიძლება იყოს დაწერილი ძვ.წ. მერვე-მეშვიდე საუკუნეებში. სხვები შეიძლება დათარიღდეს ძვ.წ. მე-6 საუკუნით.

ისინი ნაღვლიანად უყურებენ ადამიანის ბედს :

« ჩვენ, ადამიანები, აუცილებლობის გამო ვიტანთ ღმერთების საჩუქრებს, დაღონებულნი, რა თქმა უნდა, ვინაიდან ისინი ბევრად უფრო ძლიერები არიან ».  ეს დაიწერა ძვ.წ. მე-7 საუკუნეში.

ამავე დროის სხვა ჰიმნში ქალღმერთი აფროდიტე ეუბნება თავისი ერთი ღამის საყვარელს :

« მალე შემოგეხვევა ულმობელი სიბერე, სიკვდილის და ტანჯვის  ეს ასაკი, რომლის ეშინიათ ღმერთებს, თავს ესხმის ადამიანს ».

 

   ჰესიოდე

 ვინ არიან ეს ღმერთები რომლებიც ესოდენ მძიმედ აწვებიან ადამიანის ხვედრს ?

ძვ.წ. მერვე საუკუნის შუა ხანებში დაიბადა ჰესიოდე რომლის თეოგონიაც არის გრძელი ლეგენდა ღმერთთა შექმნის შესახებ.

ისინი ამოვიდნენ ყველაფრის საწყისამდე არსებული უზომო ცარიელი უფსკრულიდან რომელიც გავს შესაქმის წიგნის უფსკრულს, ერთდოულად ცარიელი და არეულ-დარეული ქაოსიდან  რომელსაც ძველი ბერძნები უპირისპირებდნენ კოსმოსს, სამყაროს წყობას, როგორიც ის არის აღწერილი მრავალ კოსმოგონიაში.

პირველი შვილები იყვნენ ერთგვარი ბნელი თავსახურავი-ხუფი ერები და შავი ღამე.

ღამემ კი თავის ჯერზე შვა  საზარელი ხვედრი, შავი Kere, სიკვდილის, მიცვალების ქალღმერთი.

მან გააჩინა ძილი, სიზმართა რასა, ისინი გააჩინა ვინმესთან დაწოლის გარეშე.  შემდეგ მან გააჩინა სარკაზმი და მტკივნეული უბედურება-მწუხარება. საწარელი ხაზი გააგრძელეს პარკებმა,  ქალღმერთებმა რომლებიც არ მოისვენებენ მანამდე სანამ არ დასჯიან საშინლად დამნაშავეს.

ღამის ამოუწურავმა ნაყოფიერებამ გააჩინა ღვთაებრივი შურისძიება ნემეზისი, შეჩვენებული სიბერე, უთანხმოებები, მტკივნეული სასჯელი, დავიწყება, ცრემლების მომგვრელი ტკივილი,ბრძოლები, მკვლელობები, სასაკლაოები, უთანხმოებები, მატყუარა ლაპარაკი, ცუდი კანონები, უბედურების სიბრმავე და ადამიანთა გამაუბედურებელი სხვა საშინელებები.

 

მაგრამ ზევსმა შემაძრწუნებელ ბრძოლებში დაამარცხა მისი მოწინააღმდე ტიტანები, ურჩხულები, დაიპყრო უმაღლესი ძალაუფლება და თანდათანობით დაამყარა წესრიგი.

დაუღალავმა საყვარელმა ზევსმა დააჩინა ღმერთები და ქალღმერთები რომლებმაც მიბაძეს მას და შესაშურად გამრავლდნენ.

ჰესიოდემ სახელებით ჩამოთვალა 77 შვილი რომლებიც ტეთისმა მისცა თავის მეუღლე ოკეანეს, მაგრამ ბევრი სხვაც იყო. ურიცხვ ადგილას არის 3 ათასი ნაზი ოკეანიდა.  ისინი ყველგან ადევნებენ თვალყურს ხმელეთს და ზღვის უფსკრულებს. .. და ამდენივეა ოკეანეს მიერ გაჩენილი მჟღერი მდინარე.  შეწუხებულ-დაუძლურებულმა პოეტმაც შეწყვიტა მათი ჩამოთვლა…

მერე უკვდავ ღმერთებს უყვარდათ მოკვდავი  ქალები,უკვდავ ქალღმერთებს უყვარდათ მოკვდავი კაცები. ღვთაებების და ადამიანების სასიყვარულო ურთიერთობები დიდად ნაყოფიერი იყო.

ღმერთების თავაწყვეტილმა სექსუალობამ დაასახლა და გაავსო სამყარო…

პლატონამდე ბერძნებს შესაქმე წარმოედგინათ მხოლოდ ადამიანის გაჩენის ნაირად.

 

  ეს თეოგონია საუკუნეების მანძილზე დიდად პოპულარული იყო ძველ სამყაროში. ძველებს სიამოვნებდათ მითების საფარველის უკან ბუნებისა და სიცოცხლის შესახებ უძველესი იდეების დანახვა.

ადამიანის ადგილი ასე შექმნილ სამყაროში არაა შესაშური და მოწმობს ღრმა პესიმიზმზე.

ადამიანი ემორჩილება უკვდავთა მეფე ზევსს რომელიც საკუთარი სურვილის შესაბამისად არიგებს ბედნიერებას და უბედურებებს. ეჭვიანს, მას უნდა საკუთარი ქმნილებისგან გარკვეულ დისტანციაზე ყოფნა. ის ამაღლებს და ამხობს ძლიერებს. ის კაკვავს ქედმაღლებს და განადიდებს მოკრძალებულებს.

განსაკუთრებით ჭკუისმასწავლებელია ამ თვალსაზრისით პრომეთეს ისტორია.

პრომეთე დიდად დაეხმარა ზევსს ძალაუფლების დაპყრობაში. შემდეგ მან მოინდომა ადამიანებისთვის დახმარების გაწევა, მათთვის წინსვლის საშუალებათა მიცემა.

 ამით გაბრაზებულმა ზევსმა საშინლად დასაჯა პრომეთე.

ზევსმა ცუდი რამე შეამთხვია ადამიანებსაც რომლებისთვისაც სიკეთე უნდოდა პრომეთეს.

ზევსმა ადამიანებს მისცა ჰეფესტოს მიერ ლამაზად მოზელილი, ათენას მიერ შემკული და აფროდიტეს მიერ ყველანაირი მომხიბლაობით დაჯილდოებული პანდორა. და ამ პანდორასთან ერთად ყველა უბედურების შემცველი ქვევრი.

ცნობისმოყვარე და გაუფრთხილებელმა პანდორამ გახსნა ეს ქვევრი და იქიდან ამოფრინდნენ და ადამიანებს შორის გავრცელდნენ ყველანაირი უბედურებები.

ამ ვითარებაში ადამიანს დარჩა ერთადერთი გზა :  თავისი ხვედრის მიღება და ღმერთების ნების პატივისცემა.

 

   ლირიკოსი პოეტები

 

 ლირიკოს პოეტებსაც აქვთ იგივე სასოწარკვეთილი აქცენტები. მათი თხზულებებიდან დარჩა მარტო ზოგჯერ ცუდად შენახული ფრაგმენტები.  ცოტა რამ გადაურჩა საუკუნეებს და ადამიანებს. მაგრამ ეს ცოტაც გვიჩვენებს ღრმა პესიმიზმს,  ადამიანებს უნდა ეშინოდეთ ღმერთებისა ვინაიდან ისინი როგორც უნდათ ისე ქმნიან და სპობენ ადამიანებს.

ყველაზე სარწმუნო მისანია ყოვლისშემძლე ზევსი იმიტომ რომ მასზეა დამოკიდებული მისი წინასწარმეტყველებების საბოლოო აღსრულება. .

ალკევსი და მისი თანამედროვე საფო ჩივიან იმის გამო რომ  ადამიანთა ხვედრია სიბეჩავე, სიღარიბე, საზარელი სიბერე და სიკვდილის მერე არაა მზის ისევ ნახვის იმედი.  უკეთესია ყოველ დღე წამიერ სიამოვნებათა კრეფა :

 « ზევსის და სემელას ვაჟიშვილმა ადამიანებს მისცა ღვინო იმიტომ რომ მათ დაავიწყდეთ საწუხარი ».

მე-6 საუკუნეში თასოსში მცხოვრები თეოგნისიდან  ჩვენ დაგვრჩა 4400 ლექსი.

თემები იგივეა. ისევ მეორდება რომ ღმერთები ყოვლისშემძლეები არიან, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ მათი ნების შესაბამისად.

ზევსი ერთნაირ ხვედრს უწესებს მართალს და დამნაშავეს. ამან ადამიანებს შეიძლება დააკარგვინოს ღმერთების პატივისცემა,  მაგრამ ჯანყი ამაოა, მარცხისთვისაა განწირული.

უნდა ისიამოვნო წამით  სანამ შეიძლება.  არ იფიქრო საზარელ სიბერეზე და საბოლოო სიკვდილზე  და ისიამოვნო სიზმარივით სწრაფად წარმავალი ახალგაზრდობით სანამ შეგიძლია.

საწყალი ჰედონისტური ნუგეში…

მაგრამ საბოლოო ანგარიშით რჩება მოთქმა

« ვაი მე. ახალგაზრდობა მიდის და სიბერე მოდის ». უკეთესი იქნებოდა სულ არ გაჩენა ან რაც შეიძლება სწრაფად სიკვდილი. « უაზრო ადამიანები გლოვობენ მიცვალებულების და არა ახალგაზრდობის მოკვდავი ყვავილის გამო ».

 

    პინდარე

პინდარე განსხვავდება წინა პოეტებისგან.

ძლიერები  მუდამ ავალებდნენ ხელოვანს მათ, მათ საქმეთა და გმირობათა განდიდებას. უამრავი ხელოვანი სარგებლობდა, ცხოვრობდა ამ ანგარებიანი მეცენატით.

სიმონიდი //556-467// და მისი ძმისშვილი ბაკქილიდი //518-450// ედავებოდნენ ერთმანეთს ხელისუფლებაში მყოფ ტირანთა წყალობის გამო. ისინი დადიოდნენ ტირანების კარზე, ხოტბას ასხავდნენ მათ და იღებდნენ მათ წყალობას.

პინდარემ დატოვა ხოტბათა 4 წიგნი და მრავალი ფრაგმენტი. ის ხოტბას ასხავდა გამარჯვებულებს, პრინცებს და მდიდარ მესაკუთრეებს.  ის ამბობდა რომ მის მიერ განდიდებულ ადამიანთა წინაპრები ღმერთები იყვნენ.

მაგრამ ამავე დროს პინდარე წერდა თავის მოსაზრებებს ადამიანზე და ადამიანის ურთიერთობაზე ღმერთებთან.

 

 ზევსი არის ყველაფრის ბატონი, მას მიჰყავს ყველაფერი მის ბოლომდე ისე რომ ადამიანს არ შეუძლია რამის ცოდნა წინასწარ…

ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი. ის უნდა დარჩეს თავის ადგილზე. ადამიანმა არ უნდა სთხოვოს ღმერთებს ის რაც არ შეეფერება მოკვდავ გულებს.

წარმატებული  მდიდარიც არ უნდა იყოს უზომოდ ამბიციური, მან უნდა იცოდეს რომ ის იმკობს  მარტო მოკვდავ სხეულს და ბოლოს ის შეიმოსება მიწით…

 

მთელი ეს ლიტერატურა ერთხმად  გამოხატავს ღრმა პესიმიზმს, იმედგაცრუებას.

თანამედროვე ადამიანს დაემართებოდა ეგზისტენციალური სასოწარკვეთილება.

ძველი ბერძნები კი თავის ხვედრს იღებდნენ მტკიცე გულით, ისე როგორც ულისე-ოდისევსი,  « გამძლეობა-ამტანობის გმირი, რომელმაც ამდენი აიტანა ».

 

ძველ ბერძენთა მასას ხელი არ მიუწვდებოდა  ამ ნაწერ თხზულებებზე.

ვითარება შეიცვალა მე-6 საუკუნის ბოლოს. თუ კი პოეზია იყო საზოგადოების უმაღლესი წრეების საკითხავი, მათი პრივილეგია. ტრაღედია იდგმებოდა მაყურებელთა ბრბოსთვის. მან ეს პოეზია წარუდგინა მაყურებელთა ბრბოს.

ესქილე დაიბადა 525 წელს, სოფოკლე-495 წელს. მათ ხელში წარსულის მემკვიდრეობა გაღრმავდა და გარდაიქმნა.

 წარსულის მემკვიდრეობა გადაიქცა მთელი ხალხის სიმდიდრედ.

დაიწყო ტრაღედიის ოქროს ხანა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s