ბოროტება ძველ ბერძნულ ტრაღედიაში 4

Afficher l'image d'origine

Afficher l'image d'origine

 

Robert Veron, Le  mal dans la tragédie grecque,

2003, Paris

 

ბოროტება ძველ ბერძნულ ტრაღედიაში 4

ბოროტება კლასიკურად

რობერ ვერო, ბოროტება ბერძნულ ტრაღედიაში

 ადამიანთა პასუხისმგებლობა

ზევსი არ შემცდარა როდესაც « ოდისეის » დასაწყისში უთხრა ღმერთებს :

  «  აჰ, სიბეჩავე !   როგორ აბრალებენ მოკვდავნი ყველაფერს ღმერთებს !

ისინი ამბობენ რომ ბოროტება-უბედურებები მოდის ჩვენგან,

მაგრამ თვითონ მოკვდავნი ამძიმებენ თავის ხვედრს თავისი გიჟური ქედმაღლობით ».

 

 

 

   ადამიანის პასუხისმგებლობა

 

 ხანგრძლივი თუ მოკლე, ადამიანის ცხოვრება არის უბედურებათა მიმდევრობა რომელიც ბოლოს და ბოლოს მთავრდება სიკვდილით.

თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისს, ტრაღედიების მიერ წარმოდგენილი პერსონაჟები არიან ამ ნაღვლიანი დასკვნის სრულყოფილი ილუსტრაცია.

ხომ არაა ეს აბსურდით ცხოვრების ამაოების დემონსტრაცია ?  რადიკალურმა მარცხმა ადამიანი შეიძლება მიიყვანოს თვითმკვლელობამდე. თვითმკვლელობები არ აკლია ძველ ბერძნულ ტრაღედიებს. თვითმკვლელობა აქ არაა უსაშველო მდგომარეობიდან გამოსავლის მონახვა. ისაა ამ მდგომარეობის უარყოფა.

იოკასტა, აიაქსი. დეიანირა, ფედრა გადიან ცხოვრებიდან, სტოვებენ ცხოვრებას ისე როგორც შანსის არმქონე, წაგებული მოთამაშე გადის სათამაშო მაგიდიდან, იმიტომ რომ მათ აღარ შეუძლიათ ან აღარ უნდათ გაგრძლება.

 

 სულ სხვაა მდგომარეობა იმათი ვისაც ჰერაკლეს მსგავსად შეუძლიათ ცხოვრების უბედურებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათ არ აცდუნებს ამ უბედურებებისგან სიკვდილში გაქცევის აზრი.

მაგრამ საჭიროა გამართლება, სულ მცირე ახსნა.

უბედურების განმცდელი ადამიანი დარდობს და ღელავს. მას უჩნდება კითხვები თუ რატომაა სიბეჩავე, რატომაა ბოროტება და უბედურება. 

ხსენება იმისა რის წინააღმდეგაც არაფერი შეგვიძლია ?  ესაა გონებისთვის, გუნება-განწყობისთვის, მორალისთვის არადამაკმაყოფილებელი პასუხი.

აბსურდის და აბსურდულობის ხსენება უძლურების აღიარებაა.

ესაა გაგებაზე უარის თქმა, გონების თვითმკვლელობა.

ბერძნებს არ შეეძლოთ ამის დაშვება, მიღება, აღიარება.

მართალია ისიც რომ შეიძლება მომხდარიყო ისეთი მოვლენები რომლებსაც მისანი-წინასწარმეტყველებიც ვერ გაუგებდნენ ვერაფერს.

ზევსის წადილის მიხვედრა არაა ადვილი… აუხსნელი და მიუწვდომელია, დამალულია მისი აზრები.

ევრიპიდესთანაც ღმერთების საქმეები ბნელითაა მოსილი.

მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ თუ კი ღმერთის ნება მიუწვდომელია ადამიანისთვის ეს ნება არაა უაზრო.  ის უბრალოდ სცდება ადამიანის გონებრივი, რაციონალური შესაძლებლობების ფარგლებს.

Dodds-მა დაწერა ბერძნების დამოკიდებულებაზე ირაციონალურთან.

მაგრამ ირაციონალური არ ნიშნავს აბსურდულს.

მათემატიკოსებმა ახსენეს ერთდროულად « ირაციონალური » და « გამოუთქმელი » რიცხვი, რომელიც სულაც არაა აბსურდული.

 

ზევსი არ შემცდარა როდესაც « ოდისეის » დასაწყისში უთხრა ღმერთებს :

  «  აჰ, სიბეჩავე !   როგორ აბრალებენ მოკვდავნი ყველაფერს ღმერთებს !

ისინი ამბობენ რომ ბოროტება-უბედურებები მოდის ჩვენგან,

მაგრამ თვითონ მოკვდავნი ამძიმებენ თავის ხვედრს თავისი გიჟური ქედმაღლობით ».

 

 

 

ბოროტება ძველ ბერძნულ ტრაღედიაში

 

 

  ძველი ბერძენი ტრაღიკოსებისთვის მატყუარა, ცუნდრუკი, ავხორცი, შურისმაძიებელი ღმერთების სათამაშოდ გაჩენილი ადამიანის ცხოვრება უბედურებათა მწკრივია და მთავრდება სიკვდილით.

 

ტრაღიკოსები ბევრჯერ მიუთითებენ ჰადესზე, მიცვალებულებულთა სულების სამყოფზე, ქვესკნელის ღმერთებზე.   მიცვალებულთა არსებობა ჰადესში ბევრად უფრო სუსტია მათ მიწიერ ცხოვრებაზე.  მაგრამ სამგლოვიარო რიტუალებს აქვთ მათი მნიშვნელობა.

ძველი ბერძენის აზრით სიკვდილის შემდეგ არსებობა გრძელდება, მაგრამ ესაა უბადრუკი არსებობა სადაც არაფერია მნიშვნელოვანი. 

ადამიანებისთვის  სიკვდილი არის არარაობა, არარაობად ქცევა.

 

თუ კი ესაა ადამიანთა ხვედრი ჯობია საეთოდ არ დაიბადო, ან თუ კი საუბედუროდ გაჩნდი სასწრაფოდ გაბრუნდე მიწიერი ცხოვრებიდან იქ  საიდანაც ამქვეყნად  მოხვედი.

ტრაღედია უერთდება ლირიკულ პოეზიას-ისევ დაძინება, ყველანაირი ტანჯვის დავიწყება, ძილი რომელსაც არაფერი წყვეტს და არაფერი ამთავრებს.

აი ესაა  ძველ ბერძენ ტრაღიკოსთა გატანჯული ადამიანის სურვილი…

 

მაგრამ ეს დიდი ტრაღიკოსები ასევე ამბობენ რომ ადამიანთა უბედურებაზე პასუხისმგებელია თვითონ ადამიანიც და თავითონ ადამიანია თავის უბედურებათა ერთ-ერთი წყარო და მიზეზი.

 

 პრომეთეც კი ამბობს რომ მან შეგნებულად დაარღვია ზევსის კანონი…

ევრიპიდეს გმირი, არგოსის მეფე ადრასტი აღიარებს რომ თავისი სიძე პოლინიკეს წაქეზებით გაილაშქრა მან თებეს წინააღმდეგ და იმოქმედა ღმერთების წყალობის გარეშე, რომ თვითონ მან შეაქცია ზურგი ღვთაებრივს და ეს არ იყო კარგი გადაწყვეტილება.

  « ადამიანს გონია რომ მისი გონება უფრო ძლიერია ღვთაებაზე და ქედმაღლებს გვგონია რომ ღმერთებზე უფრო ბრძენნი ვართ ».

http://www.mythologica.info/mythologie-grecque/cassandre-la-voyante/

 

 

ტროას დანგრევა-გადაბუგვის შემდეგ ბერძენთა მთავარსარდალმა აგამემნონმა თავის სახლში დაბრუნებისას თან მხევლად და საყვარლად ჩაიყვანა ტროელი პრინცესა, პრიამის ასული კასანდრა. რამაც სულ გაამხეცა მისი მეუღლე კლიტემნესტრა რომელმაც მოკლა ჯერ აგამემნონი. შემდეგ კასანდრაც  და აგამემნონის და კასანდრას 2 შვილიც .

აქ აგამემნონის პასუხისმგებლობა თავის უბედურებაზე ცხადზე  ცხადია.

 

ზევსი არ შემცდარა როდესაც ოდისეის დასაწყისში უთხრა ღმერთებს :

  «  აჰ, სიბეჩავე !   როგორ აბრალებენ მოკვდავნი ყველაფერს ღმერთებს !

ისინი ამბობენ რომ ბოროტება-უბედურებები მოდის ჩვენგან,

მაგრამ თვითონ მოკვდავნი ამძიმებენ თავის ხვედრს თავისი გიჟური ქედმაღლობით ».

 

  « უზომობა» , ურთიერთობათა  დამახინჯება

 

 

ჩვეულებრივ ამბობენ რომ ბერძნულ სულს ახასიათებს  ზომის, ზომიერების გრძნობა.

ეს ცნება კი ორაზროვანია. სუსტს და უძლურს უზომოდ მძიმედ მოეჩვენება ტვირთი რომელიც მსუბუქია ძლიერისთვის.

 

ჰორაციუსი გვირჩევს რომ უნდა შევარჩიოთ ჩვენი ძალებისთვის შესაბამისი ტვირთი და ამოცანა.

 

ყველას გასაგონად ნათქვამი რჩევაა.

 

ბერძნებმა ეს ძალიან ადრე დაინახეს და გაიგეს.

 

დელფოში, პითიელი აპოლონის ტაძარში, ვესტიბიულის კედელზე  კითხულობდნენ მაქსიმებს.

2 მაქსიმა ავსებდა ერთმანეთს :

« არაფერი ზედმეტი » ;

« შეიცან თავი შენი ».

 

კაცობრიობის უბედურებათა მიზეზი ხშირად არის მათი არცოდნა.

 

თავის პირველ ტრაღედიაში Suppliantes ესქილე დანაიდების მხლებლებს ათქმევინებს

 

« მოგვეცი შენი ზომის ლოცვა, არაფერი მეტისმეტი ღმერთებთან ». პოეტი მრავალჯერ იმეორებს ამ იდეას.

პრომეთეს უბედურებათა საწყისია « ადამიანთა მეტისმეტად სიყვარული»…

მეტისმეტი რეტისრეტი, მეტისმეტობა ყველაფერში საშინელებაა.

უზომობა, ზომის, ზომიერების გრძნობის დაკარგვა, ჰუბრისი, ბევრი უბედურების წყაროა, დამღუპველია,  ძველი ბერძენის აზრით.

ზომიერებაა უმაღლესი სიკეთე ბრძენი სულის აზრით.

უზომო ფუფუნება და სიმდიდრე უბიძგებს ბოროტებისგენ და აუბედურებს ახალგაზრდას…

ქცევა საკუთარი ბუნების შესაბამისად, აი პრაქტიკული სიბრძნე.

ქედმაღალმა აიაქსმა არაფრად ჩააგდო ქალღმერთი ათენას დახმარება ბრძოლაში. კრეონმა არაფრად ჩააგდო მისი ვაჟიშვილი ჰემონის მუქარები.

წედმაღალი ადამიანი არღვევს ბუნების მიერ მისთვის დაწესებულ საზღვრებს, ამის მერე ის გარკვეულად აღარაა ადამიანი და სპობს საკუთარ თავს.

პლატონი ამბობს რომ უზომობა უსამართლობასა და უგონობასთან ერთად დამღუპველია.

 ადამიანი კარგავს განცდას იმისა რაც არის.

გააფთრებული ადამიანი ვეღარ სცნობს საკუთარ თავს და აღარაა საკუთარი თავის ბატონი.

 

უზომობა არის მცდარი მსჯელობის, არასწორი გათვლის შედეგი….

 

ჰუბრისი, უზომობა, არის არასწორი, დარღვეული ურთიერთობა ან ადამიანსა და ღვთაებას  ან თვითონ ადამიანებს შორის.

ამის კარგი მაგალითია ესქილეს Suppleantes.

Egyptos-ის ვაჟიშვილებს უნდათ თუნდაც ძალით დაქორწინება მათ ბიძაშვილებზე რომლებსაც ინსტინქტურად ეზიზღებათ მამაკაცი და ქორწინება.  ეს უნდა გადაწყვიტოს მათმა მამა დანაოსმა.

ქალიშვილების ლოცვა-მუდარა არ ჭრის. მათ იძულებით დააქორწინებენ მათ ბიძაშვილებზე.

მაგრამ მამაკაცების და ქორწილის სიძულვილიც ჰუბრისი-უზომობაა და ყველაფერი უბედურებით მთავრდება.

ქალიშვილები ქორწილის ღამეს დახოცავენ თავის ქმრებს. ერთადერთმა მათგანმა დაინდო და არ მოკლა თავისი ქმარი, უყვარდა.

ხოდა ზევსმა ამ დანაიდებს მიუსაჯა ჯოჯოხეთში  უძირო კასრის მარადიულად ავსება.

 აქაც დანაიდები თვითონაც არიან თავისი უბედურების მიზეზი.

 

   სხვა ვერსიით მეფე დანაოსი თავისი 50 ქალიშვილის //დანაიდების// თანხლებით გაექცა თავისი ძმა Égyptos-ის ორმოცდაათ ვაჟიშვილს და გადასახლდა არგოსში. მერე ისინი შრიგდნენ. და დანაიდები  დაქორწინდნენ თავის ბიძაშვილებზე, იმათზე ვისაც ცოტა ხნით ადრე გაექცნენ.

მაგრამ დანაიდებმა თავისი მამის ბრძანებით ქორწინების ღამესვე დახოცეს თავისი ქმრები-ბიძაშვილები.

ზევსმა დანაიდებს მიუსაჯა ჯოჯოხეთში უძირო კასრის უსასრულოდ ავსება.

კიდევ არის ლეგენდის სხვა ვერსიები, მაგრამ ბოლო ერთია- დახოცეს მძინარე ქმრები და სასტიკად დაისაჯნენ. თვითონაც არიან თავისი უბედურების მიზეზი.

 

 ძველ ბერძნულ ტრაღედიებში ბევრია ჟინიანი დისკუსიები და მძაფრი შჯახებები როდესაც ანტაგონისტები ერთმანეთს სდებენ ბრალად უზომობას, ჰუბრისს. « ანტიგონეს » კრეონი ამაყია იმით რომ მეფეა და მისი აზრით უზომობა-უბრისი ანუ უდიდესი დანაშაულია მისი მეფური სიტყვის უარყოფა, მისი მეფური ნებისადმი დაუმორჩილებლობა.

მისი მტკიცებით მისი ბრძანების დამრღვევი ურჩი ანტიგონეა უზომობა-ჰუბრისში დამნაშავე უდიდესი დამნაშავე.

კარადა მისანი ტირესიასი მეფე კრეონს უხსნის რომ თვითონ კრეონია უზომობა-ჰუბრისში დამნაშავე იმიტომ რომ არც მეფეს და არც ღმერთს არა აქვთ ცოცხალი ადამიანის //აქ ანტიგონეს// საფლავ-აკლდამაში ჩაკეტვის და გვამისთვის საფლავის წართმევის უფლება.

ანუ ღმერთის და მეფის ყოვლისშემძლეობას აქვს თავის საზღვარი ძველი ბერძენი მისანის აზრით.

 

განსაკუთრებით მძიმე შედეგები აქვს უზომობას ღმერთების და მიცვალებულთა მიმართ

 

   უზომობა მიცვალებულთა მიმართ

საუკეთესო მაგალითი  იმისა თუ რა არის უზომობა-ჰუბრისი მიცვალებულის მიმართ არის ის თუ როგორ მოექცნენ აგამემნონს მისი მკვლელები.

კლიტემნესტრას ეშინოდა რომ აგამემნონი სიკვდილის შემდეგაც იძიებდა შურს და მან თავის დაზღვევის მიზნით დაასახიჩრა მისი გვამი.

მან დააჭრა აგამემნონის გვამს კიდურები.  კიდურების არმქონე ცოცხალი აგამემნონიც უვნებელი იქნებოდა და ამიტომ მკვლელს აღარ ეშინოდა თავისი მსხვერპლისა.

 

  წლების მანძილზე მძულვარებით შეპყრობილმა ელექტრამ კი უზომობა-ჰუბრისის შედეგების შიშით თავი შეიკავა მისი ძმის მიერ მოკლული ეგისთეს გვამის წაბილწვა-გათელვისგან.

 

უზომობა ღმერთების მიმართ

 

   ესაა  ქედმაღლური დაპირისპიბა ღმერთებთან, უზომობა, ზომიერების გრძნობის დაკარგვა  ღმერთებთან დაკავშირებული  თუ ღმერთების მფარველობის ქვეშ მყოფი პირების მიმართ….

  სოლონმა კრეზუსს უთხრა რომ მეტისმეტი  წარმატება, მატერიალური კეთილდღეობა ღმერთზე უფრო დიდი ღმერთია ადამიანისთვის და ეს აღელვებს ღმერთებს.

მეტისმეტი ფუფუნება და მეტისმეტი წარმატება ადამიანს აფიქრებინებს რომ მას აღარ სჭირდება ღმერთები და ეს აღიზიანებს ღმერთებს.

 

ადამიანები მათდა საუბედუროდ ზოგჯერ ღიად უპირისპირდებიან ღმერთებს.

ასე იყო ლაიოსი. და ღმერთმა უთხრა რომ მას არ უნდა გაეჩინა შვილი თორე მისი შვილი მოკლავდა მას და მთელი მისი სახლი  ივლიდა სისხლში.

მაგრამ მთვრალმა ლაიოსმა არ დაიჯერა და იოკასტეს ეყოლა შვილი ოიდიპოსი.  რა უბედურებები მოყვა ამას  აღწერილია ტრაღიკულ ცილკში ოიდიპოსი მეფედან ანტიგონემდე. …

საკუთარი თავის, საკუთარი ძალების და შესაძლებლობების არასწორად, მატისმეტად დაფასება, უზომობის საფუძველი,  არასწორ წარმოდგენას უქმნის ადამიანს სამყაროზე, განსაკუთრებით ადამიანის და ღმერთის ურთიერთობაზე. გასაკვირი არაა რომ ამის ნაყოფი იყოს სიბრმავე.

ძველი უზომობა აჩენს ახალ უზომობას.

ზომიერების გრძნობის დამკარგველი ადამიანი ცუდად ხედავს ან საერთოდ ვერ ხედავს სინამდვილეს.

ბრმა მისანმა ტირესიასმა უნდა აუხილოს თვალები კრეონს « ანტიგონეში »

ოიდიპოსი ღია თვალებითაც ვერ ხედავს თუ რა უბედურებაში ჩავარდა და ტირესიასმა უთხრა რომ ის დაბრმავდება.

 

უზომობის, ზომიერების გრძნობის დაკარგვის შედეგია მანკიერება.

 

ცუდად მხედველი ცუდად უმიზნებს და აცდენს, ვერ არტყამს მიზანს.

უზომობის, ზომიერების გრძნობის დაკარგვის დამაბრმავებელი შედეგია მანკიერება, არასწორი ნაბიჯის გადადგმა, ფეხის რაღაცისთვის წამოკვრა….

 

   ესქილე ლაპარაკობს ადამიანების პასუხისმგებლობაზე. მაგრამ ამავე დროს ის ადამიანების საქმეებში რევს ღმერთებს. ღმერთი სცენაზეა.

ორესტეაში ღმერთები ყველგან ერევიან ადამიანებს.

აგამემნონის მკვლელობა ეწერება ატრიდების სისხლიან ისტორიაში რასაც ბუნდოვანი სიტყვებით ახსენებს უშუალოდ აპოლონის მიერ შთაგონებული წინასწარმეტყველი კასანდრა. შემდეგ თვითონ ღმერთის ბრძანებით შვილმა მოკლა დედა.  საქმე მთავრდება აპოლონის და შურისძიების ქალღმერთები ერინიების პროცესით რომელსაც თავმჯდომარეობს ათენა. ღმერთების ყოფნა იგრძნობა….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s