ბოროტება ძველ ბერძნულ ტრაღედიაში 5

 Afficher l'image d'origine

 ტროა იწვის, ტროა…მოკლეს დიდი ცივილიზაცია

Robert Veron, Le  mal dans la tragédie grecque,

2003, Paris

 

ბოროტება ძველ ბერძნულ ტრაღედიაში 5

 

 ღმერთების პასუხისმგებლობა

 

ესქილეს თქმით  « ზევსმა ტროას მნგრეველ აგამემნონს ათხოვა  წერაქვი რათა მას გადაებრუნებინა მიწა, დაენგრია ღმერთების საკურთხევლები და საცხოვრებლები, დაესაჯა მთელი დედამიწის თაობა ».  « ღმერთებმა გამოუტანეს სიკვდილის განაჩენი ტროას. »

 « ექსპედიცია იყო ღმერთის საქმე და ის არ უნდა დაბრალდეს არც ერთ მოკვდავს ».

 «  ბერძნებსაც უნდოდათ ეს ომი, მაგრამ ის არ მომხდარა ღმერთების გარეშე ვინაიდან ღმერთებმა გამოიყენეს ელენე მშვენიერი რათა მომხდარიყო კონფლიქტი ბერძნებს და ფრიგიელებს  შორის ; მათ გამოიწვიეს ომი რათა დედამიწა გაეწმინდათ ქედმაღალი, თავხედი ადამიანების ბრბოსგან ».

 

 

 

  ღმერთები არიან და ღმერთების ცხოვრება არაა ადამიანთა ცხოვრება. მათი პრივილეგიებია დღეგრძელობა და ძალა. ისინი თუ მარადიულები არ არიან მათ წინაა უსაზღვრო მომავალი. ღმერთები არ ბერდებიან, არ კვდებიან.  მათ უწოდებენ უკვდავებს. ღმერთები არ იტანჯებიან. მათ არ იციან თუ რა არის ტანჯვა და ისინი უგრძნობლები არიან ადამიანთა, მათ შორის მათი შვილების ტანჯვის მიმართ.

ადამიანთა მიმართ სიყვარულით და თანაგრძნობით სავსე ღმერთის ხატი და იდეა გაჩნდა ახალი აღთქმიდან, ქრისტიანობიდან.

  მაგრამ ძალიან იშვიათია ძველი ბერძნული ტექსტები რომლებშიც ღმერთები კეთილგანწყობით უყურებენ ადამიანებს.  ძველ ბერძენთა ღმერთები ძალიან იშვიათად მოქმედებენ უანგაროდ. ინტერესი, ფავორიტიზმი, სასიყვარულო ჟინი, აი მათი მამოძრავებელი ძალები.

 ევრიპიდეს ელექტრას ბოლოს დიოსკურები ამბობენ რომ ცის მკვიდრებს ებრალებათ ძალიან გატანჯული მოკვდავები, მაგრამ ამ დიოსკურებმა შეიძლება შეინარჩუნეს რაღაც თავისი ძველი ადამიანობიდან ვინაიდან ძველი ბერძნების  ღმერთები საუკეთესო შემთხვევაში გულგრილები არიან.

ღვთაებრივი გულგრილობა წესია, საწინააღმდეგო გამოვლინებები კი ჩანს უწესობა-უკანონობად. …

 

მაგრამ ღმერთები განუწყვეტლად ერევიან ადამიანთა საქმეებში.

 

ესაა ღვთაების არსებითი დამახასიათებელი ნიშანი. ის როგორც ლაიტმოტივი ვლინდება ყველა ძვერბერძნულ ტრაღედიაში .

 

ღმერთები ყოვლისშემძლეები არიან.  ისინი წარმართავენ ადამიანთა საქმეებს. ისინი არიან ყველაფერი მომხდარის, იღბლის თუ უიღბლობის პირველი და წარმმართველი მიზეზი.

 

როდესაც ელექტრამ აქო თავისი ძმა იმიტომ რომ მან მოკლა მათი მამის მკვლელი ეგისთე ორესტმა მტკიცედ უპასუხა რომ ამ წარმატების ფუნდამენტური მიზეზი იყვნენ ღმერთები და თვითონ მას მილოცვა ეკუთვნის იმიტომ რომ იყო ღმერთების და ბედის მსახური.

ღმერთებს აქვთ ძალა და ამით მოიწონა თავი ათენამ ულისეს წინაშე…

მოხუცი თალესი ამბობდა რომ ღმერთი არის სამყაროს სული და ყველაფერი სულიერია და სავსეა ღვთაებებით.

   ის უეჭველად გამოხატავდა საყოველთაო რწმენას რომლის თანახმადაც არსებობს მეტ-ნაკლებად ღვთაებრივი ხასიათის მქონე მრავალი ძალა.

ტრაღიკოსებს, მაშ, არაფერი მოუგონიათ როდესაც ისინი ხაზს უსვამენ ღმერთების ჩარევას ადამიანთა საქმეებში მაშინაც კი როდესაც შეუძლებელი იყო იმის დადგენა თუ მაინცდამაინც რომელი ღმერთი მოქმედებს. …

 

ამ მეტ-ნაკლებად ღვთაებრივი ხასიათის მქონე მრავალი ძალიდან  კლასიკურ ხანაში განსაკუთრებით გამოიკვეთა რამოდენიმე ღმერთი : ათენა, არტემიდე, აფროდიტე,ჰეფესტო,არესი, ჰერა…და, ყველაზე მეტად, ზევსი.

ყოველ მათგანს აქვს თავისი საკუთარი საზრუნავი, თავისი საკუთარი ინტერესები და მიდრეკილებები.  ეს იწვევს გარკვეულ უწესრიგობა-არეულობას როგორც ღვთაებრივ ისე ადამიანურ საქმეებში. ეს იწვევს უთანხმოებას, მტრობას და კინკლაობას როგორც ღმერთებს ისე ადამიანებს შორის.

 

ევრიპიდეს Hélène-ში შთაგონებული ნათელმხილველი Théonoé  აღწერს თუ როგორ ეკამათებიან და ეკინკლავებიან ერთმანეთს ზევსის თავმჯდომარეობით შეკრებილი ღმერთები იმის თაობაზე თუ რა ხვედრი უნდა არგუნონ ელენე-მენელასის წყვილს.

ჩხუბობენ ჰერა და აფროდიტე.

Hippolyte-ში ქალღმერთი არტემიდეს საყვარელი ახალგაზრდა ვერ გაურბის აფროდიტეს სიძულვილს…

 

ძველი ბერძნების ღმერთები, განსაკუთრებით ზევსი, ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ ისინი ცუდად იყენებენ ამ ძალას.

 

ღმერთები ზიზღით უყურებენ, აბუჩად იგდებენ კაცობრიობას.

  როგორც წესი ისინი არაფრად აგდებენ ადამიანებს. ზევსი ფიქრობდა კაცობრიობის მოსპობაზე.

ტრაღიკოსები ხაზს უსვამენ ამ ფართოდ გავრცელებულ აზრს

   « უბედური მოკვდავები, ზევსი არ უწევს მათ არანაირ ანგარიშს. მთელი რასის მოსპობის შემდეგ მას უნდოდა ახალი რასის შექმნა » მარტო პრომეთემ გაბედა  ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ღმერთებს უნდოდათ ტროას საშინელი ომი, მისი მსვლელობა და ბოლო, თუმცა ძველი საბერძნეთის ისტორიის ამ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოვლენაში  ზოგმა ადამიანმაც ნახა თავისი ხეირი.

ძველი ბერძნების ღმერთებს კი ეს სისხლისღვრა უნდოდათ თავისი საკუთარი მიზნებით რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ადამიანთა საზრუნავთან.

 

ესქილეს თქმით  « ზევსმა ტროას მნგრეველ აგამემნონს ათხოვა  წერაქვი რათა მას გადაებრუნებინა მიწა, დაენგრია ღმერთების საკურთხევლები და საცხოვრებლები, დაესაჯა მთელი დედამიწის თაობა ».  « ღმერთებმა გამოუტანეს სიკვდილის განაჩენი ტროას. »

 « ექსპედიცია იყო ღმერთის საქმე და ის არ უნდა დაბრალდეს არც ერთ მოკვდავს ».

 «  ბერძნებსაც უნდოდათ ეს ომი, მაგრამ ის არ მომხდარა ღმერთების გარეშე ვინაიდან ღმერთებმა გამოიყენეს ელენე მშვენიერი რათა მომხდარიყო კონფლიქტი ბერძნებს და ფრიგიელებს  შორის ; მათ გამოიწვიეს ომი რათა დედამიწა გაეწმინდათ ქედმაღალი, თავხედი ადამიანების ბრბოსგან ».

 

  თაღლითობა, ტყუილი, მაქინაცია, ღმერთბმა ყვეელაფერი იკადრეს.

ცნობილია რომ ღმერთებმა ითაღლითეს და ნამდვილი ელენეს მაგივრად გააგზავნეს ლანდი, მოჩვენება.

უწესრიგობის გამოსაწვევად და სასაკლაოს მოსაწყობად ზევსმა ტროაში გააგზავნა ელენეს ფანტომი.

« ზევსის დიდი ჩანაფიქრი იყო ბერძენთა და ბეჩავ ფრიგიელთა   სისხლისღვრა და სასაკლაო  მოკვდავთა ექსცესიური ბრბოსგან დედამიწის გასანთავისუფლებლად ».

ჰესიოდემ კი იწინასწარმეტყველა რომ  მოვა დრო და ზევსი მოსპობს მოკვდავთა მეხუთე რასას.

 

   ღვთაებრივი თვითნებობა

ძველ ბერძენთა ღმერთებში ერთადაა აბსოლუტიზმი და თვითნებობა.

აპოლონმა ლაიოსს უთხრა რომ თუ მას არ უნდა ლაბდაკიდების სახლის ნგრევა მას არ უნდა ყავდეს შვილი.

არ ყოფილა ამის არანაირი გამართლება.

Heracles-ში ათენამ დაუშვა სასაკლაო და მხოლოდ შემდეგ ჩაერია რათა არ მოეკლათ გმირი…

 

  ძველ ბერძენთა ღმერთები მატყუარები არიან

 

ამას გარდა მათი ჟინი უსაზღვროა

 

შესანიშნავ მონოლოგში Creuse ყვება თავის უბედურებას, ის გააუპატიურა, დააფეხმძიმა და მიატოვა ღმერთმა. მან მარავალჯერ დაუძახა ამ ღმერთს კაკოს, ცუდი.

უბედური იო კი მოიჭყლიტა ჟინიან ზევსსა და ეჭვიან ჰერას შორის.  ის იყო ორივეს მსხვერპლი.

  ძალადობა, გატაცება, გაუპატიურება ჩვეულებრივი რამეა ოლიმპიელებს შორის.

მიზნის მისაღწევად მათთვის კარგია ყველა საშუალება.

ამის მნახველ ბერძნებს სულ არ უნდათ მათი  ღმერთების ყურადღების მიპყრობა…

 

ძველ ბერძენთა ღმერთების სასიყვარულო ჟინი და მათი იმორალურობა

 

ჰომეროსიდან მოყოლებული ღმერთების თავგადასავლები აძრწუნებდა და აზანზარებდა ციურ თუ ადამიანთა ქრონიკას. 

მოტყუებულმა ქმარმა ჰეფესტომ ბადეში გააბა  საყვარლები არესი და აფროდიტე. ამ ვოდევილის მნახველი უკვდავები იხოცებოდნენ ხარხარით.

ღმერთები და ქალღმერთები კოტრიალობენ ერთმანეთთან, ღალატობენ ერთმანეთს.

ცის უკვდავი მკვიდრები დასდევენ მიწის მოკვდავ მკვიდრებს.

დონ ჟუანი და ჯაკომო ჯიროლამო კაზანოვა მოგონილები არიან ოლიმპიელ ღმერთებთან შედარებით…

მამრი ღმერთები არც მოკვდავ ბიჭებზე ამბობენ უარს. მოკლედ რა, ნამდვილად დღევანდელი პროგრესული კაცობრიობის სურათია გინდა ომების სიყვარულით და გინდა  ამ აზრით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s