ბოროტება ძველ ბერძნულ ტრაღედიაში 6

Oreste massacrant Egisthe et Clytemnestre

ორესტე კლავს კლიტემნესტრას და ეგისთეს

 

Robert Veron, Le  mal dans la tragédie grecque,

2003, Paris

 

ბოროტება ძველ ბერძნულ ტრაღედიაში 6

 

ადამიანის და ღმერთების ურთიერთობა

 

ძველი ბერძნისთვის ადამიანი იყო ღმერთების სათამაშო თოჯინა და მეტი არაფერი. არაა ძალიან დიდებული ხვედრი // ზიგმუნდ ფროიდმა გვითხრა რომ ადამიანი არის  დათრგუნული მხეცური ინსტინქტების გონებასუსტი მონა. არაა ეს მომხიბლავი პროგრესი.პროფესორმა სიგუამ აუშვა ეგ ინსტინქტები, დაანგრია ტანკით თბილისი და აი… //.

 

 

 

ერთის მხრივ ბეჩავი და უბედური ადამიანები. მეორეს მხრივ ყოვლისშემძლე თუ უძლიერესი ღმერთები რომლებსაც ამ უპირატესობათა მიუხედავად თუ სწორედ მათ გამო აქვთ უამრავი ნაკლი.

საკითხავი და თავსატეხია იმის გარკვევა თუ რა ურთიერთობები შეიძლება დამყარდეს მათ შორის.

 

საკითხავია თუ როგორი იყო რელიგიური განცდა, როგორ გამოიხატა ის ბერძნულ ტრაღედიაში.

 

 ურწმუნოებით ცდუნება

ევრიპიდესთან პერსონაჟები აღშფოთბით უნდობლობას გამოხატავენ ღმერთების საქციელის თუ ამის თაობაზე მოყოლილი ისტორიების მიმართ.

ჰერაკლეს არ უნდა იმის დაჯერება რომ ღმერთები მიეცემიან დამნაშავე სიყვარულს…

გედად გადაქცეული ზევსის და ლედას სიყვარულს, ელენეს დაბადების პირობებს ეხმაურებიან დაეჭვებულ სკეპტიკოსთა ქოროები.

  Andromaque-ს ქოროს არ ძალუძს იმის დაჯერება რომ რომ ღმერთმა, დიახ, ღმერთმა, უბრძანა კლიტემნესტრას მოკვლა მის შვილს…

ღმერთებზე საშინელებათა მოყოლა თავზარს სცემს, აძრწუნებს მოკვდავებს, მაგრამ მომგებიანია ღვთისმსახურებისთვის.  ესაა ძველბერძნული სკეპტიციზმი.

    უმანკოება-უდანაშაულობის მტკიცება

მათ თავს დატეხილი უბედურებებით დაბეჩავებული მოკვდავნი ზოგჯერ ამტკიცებენ თავის უდანაშაულობა-უმანკოებას და პასუხისმგებლობას აკისრებენ ღმერთებს.

ოიდიპოსის ისტორია ადასტურებს რომ ადამიანი ყოველთვის არაა პასუხისმგებელი თავის ქცევაზე. მართლმსაჯულება თანდათანობით აღარ კმაყოფილდება ფაქტის უბრალოდ კონსტატაციით და ყურადღებას აქცევს იმას თუ რამდენად განზრახულად და მიზანდასახულად იყო ჩადენილი ბოროტება.  ეს იყო სამართლის და ცნობიერების მნიშვნელოვანი წინსვლა.

სოფოკლე და ევრიპიდე ამბობენ რომ ოიდიპოსმა არ იცოდა.

მას რომ სცოდნოდა რომ თვითონ იყო მკვლელი ხომ არ წამოიწყებდა ის ესოდენ ჯიუტ გამოძიებას ?

ოიდიპოსი ბოლომდე ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას და ამბობდა რომ მან უფრო გადაიტანა ბოროტებები ვიდრე ჩაიდინა…

 

 ღმერთებისთვის ბრალდების წაყენება

 

   მაგრამ ზომიერება ადამიანებში იშვიათობაა.

როგორც წესი აგრესიული ადამიანები უტევენ ღმერთებს.

Hécube კმაყოფილდება იმის თქმით რომ ღმერთები ცუდი მოკავშირეები არიან. მაგრამ ამავე დროს თვალახელილი და ილუზიებ დაკარგული ის ხაზს უსვამს იმას რომ ცუდი ხვედრის შემთხვევაში სწორეა ღმერთების მოხმობა.

მაგრამ არიან ისინიც ვინც ლანძღავენ ღმერთებს….

ევრიპიდეს Héraclès-ში Amphitrion  უტევს დიდ ზევსს რომელიც ფარულად შეიპარა მის საწოლში და  დატკბა სხვისი საქორწინო პრივილეგიებით, რომელმაც არ იცის თავისიანთა გადარჩენა.

ღმერთისთვის შენ ხარ ვიღაც გიჟიო, შენ არ ხარ სამართლიანიო, ჩივის ამფიტრიონი.

ქოროც ადასტურებს რომ ღმერთებისთვის დღეს არაა ცხადი საზღვარი კარგებს და ცუდებს შორის.

ღმერთის ქედმაღლობა-თავხედობას ჰერაკლე პასუხობს თავისი საკუთარი ქედმაღლობა-თავხედობით.

« ცუდი » Cypris  უსამართლოდ მოექცა იპოლიტს და ქორო გააფთრდა ღმერთების წინააღმდეგ…

ღმერთების ბუნება, რასა, კლასი სხვაა, ისინი პრივილეგირებულები არიან და ხშირად ამრეზით და ზიზღით უყურებენ მოფუთფუთე ბეჩავ ადამიანებს…

თითქოს ყველაფერი უპირისპირებს ერთმანეთს ღმერთებს და ადამიანებს.  თითქოს ყველაფერს დაყავს მათი ურთიერთობა მონათმფლობლის და მონის ურთიერთობაზე.

ადამიანს არაფერი ძალუძს ღმერთის ნების წინააღმდეგ და თუ გაბედავს და აჯანყდება მით უარესი მისთვის. ღმერთი ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებს.

ტრაღედიები უწყვეტად იმეორებენ რომ  ყველაფერი საქმეში უნდოდათ ზევით, რომ ყველაფერს წარმართავს ზევსი, რომ ბოლოს ყველაფერს წყვეტს ზევსი.

აქედან შეიძლება დავასკვნათ რომ ძველი ბერძნისთვის არ არსებობდა თავისუფლება ამ ცნების ფილოსოფიური თუ მორალური მნიშვნელობით.

 

იურიდიული მნიშვნელობით კი თავისუფალი იყო ის ვისაც მონისგან განსხვავებით არ ყავდა მისი მფლობელი ბატონი.

ძველი ბერძნისთვის ადამიანი იყო ღმერთების სათამაშო თოჯინა და მეტი არაფერი. არაა ძალიან დიდებული ხვედრი // ზიგმუნდ ფროიდმა გვითხრა რომ ადამიანი არის  დათრგუნული მხეცური ინსტინქკტების გონებასუსტი მონა. არაა ეს მომხიბლავი პროგრესი. პროფესორმა სიგუამ აუშვა ეგ ინსტინქტები, დაანგრია ტანკით თბილისი და აი…//.

 

მაგრამ ძველი ბერძნისთვის  რელიგია იყო შორეული წარსულის სხვადასხვა ნაშთის, დავიწყებულ მნიშვნელობათა და წინააღმდეგობრივ განცხადებათა ჭრელი კონგლომერატი. ძველი ბერძნები ცდილობდნენ ამ კონგლომერატის წესრიგში მოყვანას….

მოვიდნენ სტოიკოსები და გაჩნდა ახალი კონცეფცია, ღვთაებრივი ნების მხიარულად მიღება

// Non pareo Deo,sed assentior ; ex animo illum, non quia necesse est,sequor,  მე არ ვემორჩილები ღმერთს, მე თანახმა ვარ. ვარ გულით და არა ძალა-იძულებით//.

ძველი ბერძნული ტრაღედიის პერსონაჟები კი  ემორჩილებიან იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ სხვანაირად. …

მაგრამ არის ღვთაების და ადამიანის ერთგვარი თანამშრომლობაც.

დედამისი კლიტემნესტრას მკვლელი ორესტი ამბობს რომ არის მსახური რომელიც ასრულებს ღმერთების გადაწყვეტილებას…

 ღმერთების ნება სრულდება იმავე დროს როცა ადამიანი მისდევს თავის იმპულსებს.  ასეა ოიდიპოს-მეფეში.

მედეამაც გადაწყვიტა თავისი შვილების დახოცვა იმიტომ რომ დაესაჯა იასონი, მას არ გაუკეთებია ეს მარტოს. ესაა აბსულუტური აუცილებლობა… « აი რა მოვქსოვეთ  ღმერთებმა და მე ჩემს გარყვნილ სულში »..

 

http://www.mediterranees.net/histoire_romaine/empereurs_1siecle/auguste/daremberg4.html

 

  მაგრამ იყო აპოთეოზიც ანუ მოკვდავის გაღმერთებაც

 

 ძველი ბერძნების აზრით იყვნენ გმირები ანუ ნახევრად ღმერთები, ღმერთის და მოკვდავის შვილები, რომლებიც მონაწილეობდნენ ორ ბუნებაში, როგორც ღვთაებრივ ისე ადამიანურ ბუნებაში.

გმირებად თვლიდნენ ქალაქების დამფუძნებლებს და ერების ეპონიმებს. იყო მათი კულტი.

შემდეგ გმირებად ჩათვალეს და არაჩვეულებრივი ღირსებებით გამორჩეული ადამიანებიც. დაწესდა მათი კულტიც.

საზოგადოდ მიღებული ლეგენდის თანახმად ჰერაკლემ ცხოვრება დაიწყო როგორც ადამიანმა, მაგრამ ის გადაიქცა « ელინთა სიამაყედ » და ის მოათავსეს ოლიმპოზე. ადამიანად დამწყებმა მიიღო უკვდავთა რანგი.

ამ მაგალითმა მოგვიანებით გამოიღო თავისი ნაყოფი.  პელოპონესის ომის დროს დროს ათენელთა მძლეველ სპარტანელ Lysandre-ს თაყვანს სცემდნენ მცირე აზიაში.

საბერძნეთმა დაკარგა თავისუფლება და მის დამმორჩილებელ ტირანებს მიაგებდნენ პატივს როგორც ღმერთებს. და ა.შ. და ა.შ…

ბოლოს დადგეს გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორის მერ დაფინანსებულ ტერორისტთა ბანდის ბელადი ლენინის მავზოლეუმი და გაღმერთებული მერაბ მამარდაშვილის კერპი…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s