დიდი არტურ შოპენჰაუერი 1

https://nicomaque.files.wordpress.com/2013/09/arthur-schopenhauer-quotes-3.jpg?w=620

ახალგაზრდა არტურ შოპენჰაუერმა  ვესტფალიაში ნახა დამშეული მათხოვრები, ნაპოლეონის ჯარების ნახვით დაშინებულ-გაქცეული ადამიანების მასები, ლონდონის მთვრალი ბრბოები, პუატიეს ყაჩაღები, ტულონის გალერებზე დაბმული დამნაშავეები, პარიზში ნახა გილიოტინაზე თავმოკვეთილი ადამიანის გვამი და გაგიჟდა.

// და რა საშინელებები ნახა ქართველმა ახალგაზრდობამ მიხაილ გორბაჩოვისთვის, აკადემიკოსი სახაროვისთვის, ედუარდ შევარდნაძისთვის ნობელის და იმანუილ კანტის პრემიების დარიგების, პროფესორი სიგუას ტანკით ჭენაობის შემდეგ. იქნებ ამ უბედური ახალგაზრდობიდანაც გამოვიდნენ დიდი მოაზროვნეები…//.

   მოდური არტურ შოპენჰაუერი

შოპენჰაუერმა მოხიბლა უბრწყინვალესი მწერლები და ხელოვანები-მოპასანი, ტოლსტოი, პრუსტი და ა.შ.

რა ნახეს მათ შოპენჰაუერში ?  რას პოულობენ შოპენჰაუერში დღეს? ულმობელ კეთილგონიერებას.

 « ადამიანი  არის ველური დაუნდობელი მხეცი. აბა ლეგალური წესრიგი დაემხოს, აბა დაწყდეს და დაიმსხვრეს მისი კლიტეები და ბორკილები, აბა იფეთქოს ანარქიამ, მაშინ ნახავთ თუ რა არის ადამიანი »,დაწერა შოპენჰაუერმა.

  დიდი არტურ შოპენჰაუერი 1

მასზე ბევრს წერენ, მის ნაწერებს გამოსცემენ, მის წიგნებს ყიდულობენ

ფრანგული ჟურნალი Le Point, სერიის გარეთ, Grandes biographies, n° 21, Maîtres penseurs, Arthur Schopenhauer ანუ დიდი ბიოგრაფიები ნომერი 21, მოძღვარი მოაზროვნეები, არტურ შოპენჰაუერი

მან  გაიგო ყველაფერი : რეალურის ილუზია, გაუცნობიერებელი ჟინი-მსწრაფების ძალა, ადამიანის ნამდვილი ბუნება, და ა.შ.

   არადა არ ყოფილა შოპენჰაუერი ნაზი.

პირუტყვი ერჩივნა ადამიანებს, ბრიჯიტ ბარდოც დაახლოებით ასეა. შოპენჰაუერი საშინლად ლაპარაკობდა ებრაელებზე და ამიტომ მოგვიანებით მისით აღფრთოვანებული იყო დიდად საეჭვო ხალხი.  არც ქალებს ახსენებდა თავაზიანად .

არაა შოპენჰაუერი ანატოლი სობჩაკივით სიმპატიური კაცი და ედუარდ შევარდნაძის ნაირი ჯენტლმენი.

   არადა ამ მოაზროვნეს გვერდს ვერ აუქცევ თუ გინდა როგორც ევროპული ისე საზოგადოდ კულტურის ცოდნა.

არაა შემთხვევითი რომ მან მოხიბლა უბრწყინვალესი მწერლები და ხელოვანები-მოპასანი, ტოლსტოი, პრუსტი,ნიცშე, და ა.შ.

ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტარული მნგრეველ-სისხლისმღვრელი ძალადობა პერესტროიკების დროში და ვხედავთ რომ ეს ანალიზი შემაძრწუნებლად ზუსტია.

მაგრამ შოპენჰაუერის ფილოსოფია ამაზე მეტია. ის აღწერს ადამიანში გაუცნობიერებელი ჟინიანი ძალების მოქმედებას. მან გვითხრა რომ სამყარო რომელშიც გვგონია რომ ვცხოვრობთ ილუზიაა.

მაგრამ ამავე დროს შოპენჰაერმა მოგვცა სამყაროზე ჩვენი წარმოდგენების ზედაპირულობის დანახვის საშუალება.

მის მიერ მოცემული საშუალებებით ჩვენ შეგვიძლია დავამსხვრიოთ ჯაჭვი რომლითაც ჩვენ თვითონ დავიბორკეთ ჩვენი ხელები.

მან გვითხრა რომ თანაგრძნობა-ემპატია დაამარცხებს სიშავეს.

მისი ფილოსოფია პესიმისტური და მიზანტროპულია, მაგრამ ის ასევე პოზიტიურია, გამამხნევებელია,

არტურ შოპენჰაუერი არაა ანგელოზი, მაგრამ ღირს მისი წაკითხვა და გადაკითხვა.

 რატომაა სასარგებლო  შოპენჰაუერის წაკითხვა-გადაკითხვა ინტერნეტის და ტერორიზმის ხანაში ?

იმიტომ რომ ის სულაც არ შემოიფარგლება ადამიანის და სამყაროს პესიმისტური ანალიზით.

ის გვთავაზობს გამოსავალს და გადაწყვეტას, თანაგრძნობას, ცხოვრებისეული გაკვეთილი ?

   « ადამიანი უნდა დადგეს სიცოცხლეზე უფრო მაღლა »

შოპენჰაუერმა ფროიდამდე თქვა რომ ადამიანს მართავს გაუცნობიერებელი ჟინი და ინსტინქტები, რომ არსებობს არაცნობიერი.  მან კინოს და ინტერნეტის გამოგონებამდე თქვა რომ სამყარო ილუზიაა.

მან თქვა რომ ადამიანი არის მისი ნების ნაყოფი

« ადამიანი არის ერთადერთი ცხოველი  რომელიც ტანჯავს სხვას უბრალოდ იმიტომ რომ ტანჯოს »,თქვა შოპენჰაუერმა გაგანია მე-19 საუკუნეში. ტერორისტული სიგიჟე და ულამაზესი ლოზუნგების ღნავილით ტანკით თბილისის დანგრევა ადასტურებს ამას.

მაგრამ მისი მსოფლმხედველობა არაა უსაშველოდ შავი.

გორილებსაც და შიმპანზეებსაც, ვირთხებსაც კი აქვთ თანაგრძნობა-ემპატიის უნარი და შოპენჰაუერმაც იცის რომ თანაგრძნობა, სიბრალული, შეცოდება არის ადამიანის არსებითი, მთავარი გრძნობა.

  ის ამბობს რომ ადამიანს ამოძრავებს სამად-სამი მისწრაფება და ძალა-პირველ რიგში რგოიზმი ანუ ზრუნვა მარტო საკუთარ თავზე, მარტო საკუთარ სიკეთეზე. ეგოიზმი უსაზღვროა.

მეორეა ბოროტება-სიავე, რომელსაც ცუდი უნდა სხვისთვის. ის მიდის უდიდეს ულმობლობა-დაუნდობლობამდე.

კიდევ არის თანაგრძნობა-სიბრალული-მოწყალება, რომელიც მიდის გულუხვობამდე, დიდსულოვნებამდე

ადამიანის ყოველი მოქმედება დაყვანილი უნდა იქნეს ამ მამოძრავებელ ძალათგან ერთ-ერთზე ან ორზე ერთდროულად

შოპენჰაუერის ადამიანი არის ბინძური ტიპი რომელსაც შეუძლია თავისი თავის კარგ არსებად წარმოდგენა.

შოპენჰაუერს სჯეროდა თანაგრძნობისა, სილამაზისა და მუსიკისა.

ყველაზე მეტად კი მას სჯეროდა რომ ადამიანს ძალუძს თავის ტანჯულ ცხოვრებაზე უფრო მაღლა დადგომა.

შოპენჰაუერი აღფრთოვანებული იყო ბუდიზმით.

ის წერდა რომ ადამიანი უნდა დადგეს სიცოცხლეზე უფრო მაღლა, მან უნდა გაიგოს რომ უბედური შემთხვევები და მოვლენები, სიხარული და ტკივილები არ ეხება მის საუკეთესო შინაგან მეს, რომ ყველაფერი თამაშია.

შოპენჰაუერის ფილოსოფიას ზოგი წარმოადგენს როგორც სხვაგვარად ცხოვრებას.

  პარადოქსები

მაგრამ როგორ სცადა შოპენჰაუერმა ამ პრინციპის განხორციელება თავის საკუთარ ცხოვრებაში ?

ის იქცეოდა ძალიან უცნაურად.

იქნებ მას ეშინოდა რომ დარჩებოდა მიტოვებული და ამიტომ ჩაიკეტა მარტოობაში და ვერ დაამყარა ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ?

შოპენჰაუერს საზიზღარი ურთიერთობები ჰქონდა თავის ეგოცენტრულ დედასთან და იქნებ ამიტომ შესძულდა მას ქალები?

 რატომ იყო ეს ჭკვიანი და ამბიციური ადამიანი იმდენად ქედმაღალი რომ ამან ხელი შეუშალა მას კარიერაში?

შოპენჰაუერი გმობდა ებრაელთა დამცირებას, მაგრამ რატომ იყო ის ესოდენ ზარდამცემად ანტიიუდეველი?

შოპენჰაუერი ამაოდ უკრავდა ფლეიტაზე ყოველ დილით. როგორც ჩანს მას უჭირდა სიცოცხლეზე უფრო მაღლა დადგომა.

ყველაფერი ეს ვიცით თვითონ შოპენჰაუერის წერილებიდან და მისი ახლობლების თუ მოწაფეების მოწმობებიდან….

   ცხოვრება, გრძელი გზა დიდებისკენ

მტკიცე მაგრამ დეპრესიული მამა, ბრწყინვალე მაგრამ შოპენჰაუერის აზრით მეტისმეტად თავისუფალი დედა

მარტო ხანგრძლივი მარტოობის ფასად განთავისუფლდა შოპენჰაუერი მამისეული მემკვიდრეობისგან. ის მიდიოდა მარცხიდან მარცხამდე.

ბოლო და უმაღლესი პარადოქსი-მას სახელი გაუთქვა ნაკლებად მნიშვნელოვანმა ნაწარმოებმა.

დიდად წარმატებულმა ბიზნესმენმა თავის შვილს დააძალა ბიზნესმენის განათლება რომელიც დაფუძნებული იყო სტაჟებზე, მოგზაურობებზე, ენებზე.

     მამის ნება

ბავშვი ჯერ არ იყო დაბადებული რომ გადაწყდა რომ მისი სახელი იქნებოდა არტური, რომ ის იქნებოდა ინგლისის მოქალაქე და მისი წინაპრების მსგავსად ისიც იქნებოდა მდიდარი ვაჭარი.

Heinrich Floris Schopenhauer-ს //1747-1805//  უნდოდა რომ მისი შვილი არტური გამხდარიყო დანციგის შოპენჰაუერთა კომერციის სახლის ხელმძღვანელი.

არტურ შოპენჰაუერი ნერვიული ფეხმძიმობის შემდეგ გაჩნდა ამქვეყნად 1788 წლის 22 თებერვალს.

 ევროპას ემუქრებოდა კრიზისები და მამამისს უნდოდა ამ კრიზისებისგან მოშორებით ლონდონში ცხოვრება. დედამის Iohanna Trosiener-ს//1766-1838// კი უნდოდა შვილის გაჩენა დედამისთან ახლოს. მაგრამ ბოლოს დედამ დათმო.

მაგრამ დამკვიდრების შემდეგ მამას დაემართა დეპრესია და საჭირო გახდა დანციგში მაშინვე დაბრუნება.

  საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ზამთარში ევროპის გავლა მოუხდა 6 თვის ფეხმძიმე მეუღლეს.

ზოგი მოწმობის თანახმად არტურ შოპენჰაუერის მშობლები არ დაქორწინებულან სიყვარულით.

მკაცრი ჰაინრიხი და მეოცნებე იოჰანა დაქორწინდნენ ანგარიშით.

მოკრძალებული წრიდან გამოსული იოჰანა მოხიბლა ჰაინრიხის სიმდიდრემ, ბრწყინვალებამ, რანგმა.

 დედობამ ის რამოდენიმე კვირით დააკავა, შემდეგ დედამ მოიწყინა.

სოფელში ვაჟიშვილთან და შინაურებთან გატარებული ზაფხულები მით უფრო მოსაწყენი იყო რომ მისი ეჭვიანი მეუღლე მას უკრძალავდა მეზობლების ნახვას, მეტიც, სულერთია რატომ სახლიდან გასვლას.

არტური 5 წლის იყო როდესაც ოჯახი გადავიდა ჰამბურგში.

1793 წლის გაზაფხულზე პრუსიამ ბოლო მოუღო ბალტიის ზღვის კომერციაზე დიდი ხნის მანძილზე გაბატონებული ჰანზას აყვავებული პორტი დანციგის დამოუკიდებლობას.

რესპუბლიკელი ჰაინრიხისთვის წარმოუდგენელი იყო პრუსიული ავტორიტარიტარიზმისადმი მორჩილება და მან ლტოლვილობა არჩია.

იმპერიის თავისუფალმა ქალაქმა ჰამბურგმა დაამარცხა ყველა კონკურენტი ინგლისთან კომერციულ ურთიერთობებში.

ჰაინრიხმა, რომელმაც დანციგიდან გაქცევისას დაკარგა თავისი ქონების მეათედი, მალე მოიკიდა ფეხი საქმეებში და დააბინავა ოჯახი ვაჭართა ელიტის უბანში მდებარე მდიდრულ სახლში.

   აბსოლუტური სასოწარკვეთილება.

მაგრამ ამ დიდებული სახლიდან არტურ შოპენჰაუერს დარჩა ცუდი მოგონებები.

ის იხსენებს რომ მისი მშობლები მიდიოდნენ ხოლმე სასეირნოდ და მას, ბავშვს, ეგონა რომ მშობლებმა ის მიატოვეს და სასოწარკვეთილი იყო.

იმ დროს ბურჟუა  მამები მათი შვილებით დაკავებულები იყვნენ ხოლმე მხოლოდ მაშინ როდესაც ბავშვები 8 წლისა ხდებოდნენ, ანუ როდესაც მათ უკვე შეეძლოთ სწავლა.

მამა ჰაინრიხმა თავის 9 წლის ვაჟიშვილ არტურს ასე უთხრა რომ « საჭიროა მსოფლიოს დიდი წიგნის სწავლა ».

მან არტური 2 წლით გააგზავნა ჰავრში თავის კომერციულ პარტნიორთან რათა არტურს იქ ესწავლა ფრანგული ენა და კარგი მანერები.

არტურმა მძიმედ გადაიტანა მშობლებთან ეს განშორება.

შემდეგ ჰაინრიხმა ჩაწერა არტური მომავალი ვაჭრების აღზრდაში სპეციალიზებულ კერძო სკოლაში სადაც ასწავლიდნენ ანგარიშს სხვადასხვა მონეტით კომერციული მიწერ-მოწერის წარმოებას ყველა ევროპულ ენაზე, სატრანსპორტო გზებს…ვერაფერი აღაფრთოვანებდა ბიჭს რომელსაც არ ყავდა მეგობრები და უნდოდა მწიგნობრის ბრწყინვალე ცხოვრებით ცხოვრება.

როდესაც დააპირეს არტურის გაგზავნა რეგიონის ბიზნესმენთან შეგირდად ბიჭი არტური აჯანყდა, მას ერჩივნა ლიცეუმში შესვლა და უნივერსიტეტისთვის მომზადება.

მსგრამ დედამ თითი დაუქნია.

მერე მკაცრმა მამა ჰაინრიხმა არჩევანის წინაშე დააყენა თავისი შვილი არტური :

არტური ან უნდა დარჩენილიყო ჰამბურგში და დაუყოვნებლივ შესულიყო კლასიკურ ლიცეუმში ან უნდა გაყოლოდა თავის მშობლებს ევროპაში სასიამოვნო მოგზაურობაში  და დაბრუნების შემდეგ გამხდარიყო დიდი ნეგოციანტი Jenisch-ის შეგირდი. თან მამა შვილს არიგებდა რომ კომერსანტი ვერ იცხოვრებს ცეკვით და ცხენით ჭენაობით, რომ კომერსანტმა უნდა იცოდეს სწორად და გასაგებად წერა. რომ ადამიანი გამართული უნდა დადიოდეს და იჯდეს და რომ ცოტა ხნით გაჭირვება ჯობია მთელი ცხოვრება ტანჯვას.

ჩვენ არ ვიცით დააბნია თუ არა 15 წლის არტურ შოპენჰაუერი არჩევანმა რომლის წინაშეც ის დააყენა მამამ.

მაგრამ  1803 წლის სამ მაისს არტურმა და იოჰანნამ მათ შვილთან ერთად დატოვეს ჰამბურგი და დაიწყო მოგზაურობა.

    გატაცება საშინელებით

მათ მოიარეს ბრემენი, ამსტერდამი, როტერდამი, ლონდონი, პარიზი, ბორდო, ციურიხი, ვენა…

ჯეელი არტური მოგზაურობის დროს წერდა დღიურებს.

ამ დღიურებიდან ჩანს რომ ის მონუსხა ადამისნურ საშინელებათა ნახვამ.

მან კი ვესტფალიაში ნახა დამშეული მათხოვრები, ნაპოლეონის ჯარების ნახვით დაშინებულ-გაქცეული ადამიანების მასები, ლონდონის მთვრალი ბრბოები, პუატიეს ყაჩაღები, ტულონის გალერებზე დაბმული დამნაშავეები, პარიზში ნახა გილიოტინაზე თავმოკვეთილი ადამიანის გვამი. საფრანგეთის დედაქალაქში ის ორჯერ გადააწყდა ნაპოლეონს.

15-თვიანი მოგზაურობის შემდეგ დადგა დაბრუნებაზე ფიქრის დრო.

ბევრად უფრო გვიან თხზულებაში « ქოლერას წიგნი » // 1832// მან უყოყმანოდ მიმართა უმაღლეს შედარებებს და ისე აღწერა მისი ძნელი დაბრუნება :

  « 17 წლისა, საუნივერსიტეტო განათლების არმქონე, მე ბუდას მსგავსად შემზარა ცხოვრების უბედურებების და მწუხარება-გაჭირვებათა ნახვამ. ახალგაზრდა ბუდამაც აღმოაჩინა ავადმყოფობის, სიბერის, ტანჯვის და სიკვდილის არსებობა. »

 დადგა მამისათვის მიცემული დაპირების ასრულების დრო.

მამამისის უეცარი და მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ არტურ შოპენჰაუერი თვლიდა რომ მისი მოვალეობაა კომერსანტის ხელობის სწავლის გაგრძელება. ასე იყო მანამდე სანამ დედამ არ გაანთავისუფლა ის ამ მოვალეობისგან

   ბოლოს და ბოლოს თავისუფალი !

… ჰამბურგში დაბრუნდნენ 1804 წლის სექტემბერში. ძნელი იყო დიდი სამყაროს ნახვის შემდეგ ჰორიზონტის შემოფარგვლა ანგარიშით და საქმიანი წერილებით.

არტურ შოპენჰაუერი ასრულებდა მამამისისთვის მიცემულ პირობას, მაგრამ ჩუმად და მალულად ის სწავლობდა და ღრღნიდა წიგნებს.

მაგრამ ოჯახის გერმანიაში დაბრუნებიდან სულ 9 თვის შემდეგ მოხდა ამბავი რომელმაც შეძრა შოპენჰაუერთა ცხოვრება.

1805 წლის ოც აპრილს სახლთან ახლოგამდინარე არყის გაყინულ წყალში ნახეს ჰაინრიხის გვამი.

დღემდე დანამდვილებით არაა ცნობილი თვითმკვლელობა იყო ეს თუ არა.

მაგრამ ჰაინრიხი ავად იყო და მისი ჯანრთელობა აშკარად უფრო და უფრო უარესდებოდა.

სიკვდილის წინა ზამთარში მას დაემართა ჰეპატიტი და ის, დასუსტებული და საქმეებით გატანჯული,  მთელ დღეებს ატარებდა თავის სავარძელში.

არტურ შოპენჰაუერის მამის სიკვდილის შემდეგ დედამისმა გაიხარა. მისთვის ეს იყო თავისუფლება.

გლოვის დაწესებული თვეების გასვლის შემდეგ მან გაყიდა სახლი, მოახდინა შოპენჰაუერის საქმის ლიკვიდაცია, რის შემდეგაც ის გადასახლდა ჰამბურგიდან.

და გადასახლდა ვაიმარში და არა დანციგში სადაც იყვნენ მისი ახლობლები და მეგობრები.

გადარეულმა არტურ შოპენჰაუერმა აღარ იცოდა რა ექნა.

მის ტანჯვას ბოლო მოუღო ისევ ეგოცენტრულმა დედამისმა იოჰანნამ.

1807 წლის 28 აპრილს მან თავის შვილს მისწერა რომ ის სერიოზული და პატიოსანი უნდა იყოს საკუთარ თავთან ვინაიდან ლაპარაკია მისი ცხოვრების ბედნიერებაზე.

დედამ ხელი მოკიდა საქმეს. მან გადაიყვანა თავისი შვილი არტური და ჩაწერა ის ვაიმარიდან 50 კილომეტრში მდებარე Gotha-ს გიმნაზიუმში.

ასე იწყებოდა არტურ შოპენჰაუერის ნამდვილი ცხოვრება.

   პლატონი, კანტი ჰიუმი, მაგრამ აგრეთვე ბუდა, მაისტერ ეკჰარტი, ასეთი ეკლექტური იყო არტურ შოპენჰაუერის სწავლა განათლება. ამაზე მოწმობს მისი ბიბლიოთეკა.

გახსნილი სული

არაფერი არ უწყობდა ხელს არტურ შოპენჰაუერის ფილოსოფოსად გახდომას.

მამამისი დაუმოუკიდებლობის შესაძლებლობას ხედავდა მხოლოდ კომერციაში და ეს აბრკოლებდა ჯეელს

1805 წელს მამამისის სიკვდილმა მისცა არტურ შოპენჰაუერს თავისი ნამდვილი მოწოდების ნახვის საშუალება.

21 წლის არტურ შოპენჰაუერი დაადგა აკადემიურ გზას. ის ჩაეწერა გიოტინგენის მედიცინის ფაკულტეტზე.

მაგრამ  ერთდროულად ექიმი და ფილოსოფოსი პროფესორი იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახის

გაცნობამ, ფრიდრიხ ფონ შლეგელის « სამყაროს სულის » კითხვამ, გააგებინა მას რომ არაა საჭირო მეცნიერების ფილოსოფიისგან გამოყოფა.

 შოპენჰაუერს ძალიან აინტერესებდა  მეცნიერება, მედიცინა, ფიზიკა, ქიმია და ასტრონომია. საბოლოოდ ის გადაიხარა ფილოსოფიისკენ იმიტომ რომ ფილოსოფია ხსნის აზროვნების ჰორიზონტს ისე რომ არ იკეტება რომელიმე დისციპლინის მკაცრ საზღვრებში.

არტურ შოპენჰაუერი ფილოსოფიისკენ საბოლოოდ მიბრუნდა 1810 წლის გაზაფხულზე…

  დიდი მნიშველობა აქვს იმას რომ ევროპელი მოაზროვნე არტურ შოპენჰაუერი არ კმაყოფილდებოდა მარტო მისი დროის კლასიკური კულტურით.

ის აღფრთოვანებული იყო ინდოეთის ფილოსოფიით და რელიგიებით, ბუდას დოქტრინით.

აღმოსავლეთით მაშინ გატაცებული იყვნენ სხვა ევროპელებიც. მაშინ უკვე თარგმნიდნენ ევროპულ ენებზე უპანიშადებს და ა.შ.

  « ვაღიარებ, არ მჯერა რომ ჩემი დოქტრინა ჩამოყალიბდებოდა მანამდე სანამ ადამიანის სულს ერთად არ გაანათებდნენ უპანიშადები, პლატონი და კანტი »// ეს 1816 წელს დაწერა თვითონ არტურ შოპენჰაუერმა.

   ქრისტიანობა და მისტიციზმი

ამავე დროს არტურ შოპენჰაუერზე გავლენას ახდენდნენ  რეფორმატორი მარტინ ლუთერი//1483-1546// და მისტიკოსები მაისტერ ეკჰარტი//1260-1328// და თეოსოფოსი იაკობ ბიომე//1575-1624//…

ვაიმარში არტურ შოპენჰაუერს საზიზღარი ურთიერთობები ჰქონდა დედამისთან, მაგრამ სწორედ დედამისის წყალობით ის შეხვდა და დაუახლოვდა მის სათაყვანებელ გოეთეს.

დედამისის სალონი

დედამისის დაჟინებული მიწვევით არტურ შოპენჰაუერი 1813 წლის 5 ნოემბერს დამკვიდრდა ვაიმარში და ცხოვრობდა დედამისთან.  ეს არ გავდა უძღები შვილის დაბრუნებას.

იოჰანას ეშინოდა რომ  მისი შვილის უხასიათობა მოწამლავდა მის სოციალურ ცხოვრებას და ის არ შემცდარა.

არტურ შოპენჰაუერს არ მოსწონდა დედამისის შორიახლოს  მთავრობის მრჩეველი Georg Friedrich Konrad Ludvig Mûller-ის //1778-1838// ტრიალი. ეს თავაზიანი კაცი გახდა იოჰანას ერთგული მეგობარი, მეტიც, ის დაეხმარა ფინანსურად გაკოტრებულ იოჰანას და მის ქალიშვილ ადელს.

მაგრამ არტურს არ მოსწონდა მისი აზრით ეს უბადრუკი კაცი. მას უნდოდა ოჯახში პირველობა.

მეტიც, არტური სწორად თუ არასწორად დარწმუნებული იყო იმაში რომ ცნობილი მექალთანე

Georg Friedrich Konrad Ludvig Mûller იყო დედამისის საყვარელი.

დედა-შვილმა აგინეს ერთმანეთი.

არტურმა ბერლინიდან დედამისთან მიიყვანა  უფერული ებრაელი სტუდენტი იოზეფ განსი და მასთან ერთად შექმნა ფრონტი უცხოს წინააღმდეგ.  იოჰანამ თავიდან წარუმატელად სცადა ვითარების დამშვიდება.

დედაშვილს შორის იყო სრული გაუგებრობა.

ჟიურის მილოცვები

ოქტომბერში არტურმა გამოაქვეყნა თავისი სადოქტორო დისერტაცია და მიიღო იენას უნივერსიტეტის ჟიურის მილოცვები. შოპენჰაუერს ამის გამო 183 წლის ნოემბერში მხურვალე ქათინაურები უთხრა დიდმა გოეთემ. ისინი დაახლოვდნენ და იქცნენ თანამოსაუბრეებად. საზოგადოდ საუბრობდნენ ფილოსოფიაზე…

როდესაც არტურ შოპენჰაუერი დამკვიდრდა ვაიმარში იქ მეფობდა გოეთე.

გოეთე კი იქ დამკვიდრდა იმიტომ რომ შეხვდა ჰერცოგ კარლ ავგუსტ საქს-ვაიმარ აიზენახს რომელიც ისევე როგორც მთელი ეს თაობა შეძრული იყო გოეთეს ვერტერით. მათი მეგობრობა გაგრძელდა ნახევარი საუკუნე.

ჰერცოგის დედა ამალიას მისი რეგენტობის დროს უნდოდა ვაიმარის გადაქცევა კულტურულ ცენტრად და მისი ვაჟიშვილი ჰერცოგი აგრძელებდა მის საქმეს.

მაშინ ფრანკფურტში იურისტად მყოფ გოეთეს მან შესთავაზა მრჩეველის თანამდებობა რათა საჰერცოგო გადაექციათ სანიმუშო სახრლმწიფოდ.

გოეთემ ამ ჰერცოგში დაინახა განათლებული სუვერენი  რომელსაც უნდოდა მოაზროვნეთა, მწერალთა, ფილოსოფოსთა მოწვევა.

 გოეთე უძღვებოდა საჰერცოგოს ადმინისტრაციას. მან მიიზიდა ვაიმარში ისეთი მნიშვნელოვანი ავტორები როგორებიც არიან შილერი, ჰერდერი, ვილანდი. მან გარდაქმნა გადასახადები,სამართალი, მართლმსაჯულება, განათლება. მან გაიყვანა გზები, მათ შორის ის გზა რომელმაც ქალაქი დააკავშირა იენასთან. , მიიზიდა იმ ხანის უდიდესი მოაზროვნეები,მათ შორის ჰეგელი.

ამიტომ დაარქვეს ვაიმარს ახალი ათენი…

ვაიმარი იყო სპექტაკლის, თეატრის ქალაქი. ჰერცოგმა ამელიამ შექმნა მოყვარულთა დასი და ის თავისთან აწყობდა წარმოდგენებს.

1788 წელს თეატრის ხელმძღვანელი გახდა გოეთე.

ვაიმარში პატივს სცემდნენ ინდივიდუალურ თავისუფლებას. ეს იყო გერმანიის ის ერთ-ერთი იშვიათი ქალაქი სადაც წერა და გამოქვეყნება არ იწვევდა ცენზურის გააფთრებას.

რა თქმა უნდა არ უნდა გეფურთხებინა რელიგიისთვის და დიდი ჰერცოგისთვის.

გოეთეს არ მოსწონდა პრუსიული სამყარო, ის არ ენდობოდა ბერლინს. პრუსია მისი აზრით იყო მეტისმეტად ავტორიტარული, სამხედრო და ტექნოკრატიული სახელმწიფო…

ვაიმარი სულ სხვა იყო…

მაგრამ ყველა ამ სიკეთის მიუხედავად ვაიმარის ელიტა დიდად მოწყენილი იყო. ადამიანებს ჰქონდათ მარტო გოეთეს სახლი და დიდი ჰერცოგის  რამდენადმე მედიდური მიღებები.

არტურ შოპენჰაუერის დედა იოჰანამ იხელთა დრო და შექმნა სალონი და ამით გაახარა მოწყენილი ელიტა. მი სალონში ბევრი სახელგანთქმული მწერალი და მოაზროვნე დადიოდა. იოჰანას მოსწონდა მაღალ წრეებში ყელყელაობა. ის ვაიმარში დამკვიდრდა იმიტომ რომ იქ იყო გოეთე. იოჰანნას და გოეთეს ურთიერთობა არ ყოფილა უანგარო მეგობრობა. მას სჭირდებოდა გოეთეს კავშირები.

მაგრამ უნდა ითქვას ისიც რომ ამ ეგოცენტრულმა ქალმა ვაიმარში ჩასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო თავისი ნაწერების გამოქვეყნება. მან დაწერა წერილები მხატვრობაზე, განსაკუთრებით იან ვან ეიკის შემოქმედებაზე,. მან პირველი წიგნი გამოაქვეყნა 1810 წელს. ეს იყო 2 წლის წინ გარდაცვლილი მისი მეგობარი Karl Ludwig Fernow-ის ბიოგრაფია. მას უნდოდა მისი მემკვიდრეების ვალების გადახდა მისი გამომცემლისთვის. წიგნი მოეწონათ და იოჰანამ განაგრძო წერა რამაც

15-ოდე წელი უზრუნველყო მისი გარკვეული ეკონომიკური უსაფრთხოება.

ძალიან კარგად მიიღეს მისი ნაწერები მოგზაურობებზე და მისი მხატვრული ნაწარმოებები.

ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე ის იყო გერმანიის ყველაზე სახელგანთქმული ავტორი.

Johanna Schopenhauer იყო პირველი გერმანელი ქალი ვინც თავის წიგნებს აქვეყნებდა ფსევდონიმის გარეშე. 1810-ანი წლების ბოლოდან 1830-ანი წლების დასაწყისამდე მისმა ლიტერატურულმა პროდუქციამ ის გადააქცია გერმანიის ყველაზე სახელგანთქმულ მწერალ ქალად.

და როდესაც ის აღარ იყო პოპულარული და როდესაც ჩავარდა მატერიალურ გაჭირვებაში მან წერილით აღუწერა თავისი მდგომარეობა ვაიმარის ჰერცოგს და ჰერცოგმა 1837 წელს მას დაუნიშნა პატარა პენსია და დაპატიჟა საცხოვრებლად ვაიმარში. იჰანნა შოპენჰაუერი გარდაიცვალა შემდეგ წელს.          მას დარჩა ავტობიოგრაფიის დაუმთავრებელი ხელნაწერი.

Johanna შოპენჰაუერს  რთული ურთიერთობა ჰქონდა თავის სახელგანთქმულ შვილ არტურთან.

1809 წელს ვაიმარში გადასახლების შემდეგ არტური უნდა დასახლებულიყო თავის ახალგაზრდა ინსტრუქტორი Franz Passow-ის სახლში და არა დედამისის სახლში.

დედას არ უნდოდა თავის შვილთან ერთად ცხოვრება, მაგრამ იღებდა მას თავისი სალონის შეკრებებზე. იოჰანნა შოპენჰაუერმა ბევრი გრძელი წერილი მისწერა თავის სახელგანთქმულ შვილს და ეს წერილები აჩვენებენ მათ ხასიათებს შორის არსებულ განსხვავებას.

ისინი გვიჩვენებენ არტურ შოპენჰაუერის პესიმიზმს და მის დაღვრემილ, პირქუშ ხასიათს თუ კი არაფერს ვიტყვით მის ამპარტავნობა-მედიდურობაზე და მის დამცინავ ქცევაზე.

არტურ შოპრნჰაუერის ვერსია ჩვენთვის უცნობია იმიტომ რომ დედამისმა მოსპო ყველა წერილი რაც მისმა შვილმა მისწერა მას ანუ თავის დედას.

იოჰანნა შოპენჰაუერმა ბოლოს და ბოლოს 1813 წელს მისცა თავის შვილს მასთან ცხოვრების უფლება.

მაგრამ  მათ მაგრა იჩხუბეს იოჰანას და მისი მდგმური ახალგაზრდა Georg von Gerstenbergk-ის მეგობრობის გამო და დედა იოჰანა შოპენჰაუერმა 1 წლის შემდეგ თავისი სახლიდან გააგდო თავისი შვილი არტურ შოპენჰაუერი.

ალბათ ცუნცულა და ეგოცენტრული დედამისის შემყურე არტურ შოპენჰაუერს არ უყვარდა ქალები და არც ქალებს უყვარდათ ის. მაგრამ მოდით ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ….

არტურ შოპენჰაუერმა დაწერა რომ სდამიანის ცხოვრება არის ბრძოლა არსებობისთვის და არსებობისთვის მებრძოლი ადამიანი დარწმუნებულია იმაში რომ ის დამარცხდება. ის დამარცხდა 1860 წელს.

« მან მარტომ იცხოვრა, ის მარტო მოკვდა »

   « ჩვენი სხეულის ცხოვრება არის უწყვეტად შეჩერებული აგონია და მეტი არაფერი, წამიდან წამისკენ გადატანილი სიკვდილი… ყოველი ამოსუნთქვისას ჩვენში აღწევს სიკვდილი რომელსაც უარვყოფთ. ჩვენ ყოველ წამს ვებრძვით სიკვდილს »

25 წლის არტურ შოპენჰაუერმა ეს დაწერა ნაშრომში « სამყარო როგორც ნება და წარმოდგენა ».

მას მთელი ცხოვრება დასდევდა აკვიატებულ-აჩემებული აზრი სიკვდილზე.  და მთელი მისი ნაშრომი სავსეა მეტაფორებით ამ სიუჟეტზე.

ადამიანები ხან გვანან მინდორზე მობალახე ცხვრებს და სიკვდილი არის ყასაბი რომელიც თვითნებურად ირჩევს რომელიმე მათგანს.

ხან ადამიანები აეიან მათ მკვლელ ქარიშხალში ენერგიულად წინ მიმავალი მეზღვაურები.

1860 წლის 21 სექტემბერს ის ფრანკფურტში, თავის ბინაში მოკლა ფილტვის ავადმყოფობამ

არტურ შოპენჰაუერი დაკრძალეს წვიმიან დღეს. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო იმიტომ რომ პატარა დახურულ მორგში იდგა  იდგა ხრწნის პროცესში მყოფი სხეულის სუნი.

10 წლით ადრე ფილოსოფოსმა დატოვა ცხადი და გარკვეული ინსტრუქციები იმის თაობაზე რომ მისი სხეული უნდა დაეტოვებინათ დაუკრძლავი მორგში სულ მცირე 5 დღე სანამ გვამი არ დაიწყებდა ხრწნას.

მას ეშინოდა რომ დაასაფლავებდნენ ჯერ ცოცხალს.

სუნით ეწუხებული ბევრი ადამიანი წავიდა მანამდე სანამ გამოსათხოვარ სიტყვას წაიკითხავდა არტურ შოპენჰაუერის ანდერძის აღმსრულებელი, მისი  მომავალი ბიოგრაფოსი Wilhelm gvinner (1825-1917) :

« ამ კაცმა რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა ჩვენს შორის, მაგრამ რომელიც მიუხედავად ამისა იყო მუდამ იყო როგორც უცხოელი, ჩვენ შთაგვაგონა ამაღლებული აზრები. დღეს აქ მყოფთაგან არავინაა დაკავშირებული მასთან სისხლით.

მან მარტომ იცხოვრა. ის მარტო მოკვდა ».

ფრანკფურტის დიდი სასაფლაოს საფლავს დააფარეს შავი გრანიტის დიდი ფილა.

ფილოსოფოსმა მოითხოვა რომ მისი საფლავის ქვაზე დაეწერათ მარტო მისი მისი სახელი. არ უნდა ყოფილიყო არც წელი და არც სხვა ასო.

ანდერძით მან თავის მემკვიდრედ გამოაცხადა თავისი ძაღლი. თავისი ქონების ნაწილი მან დაუტოვა ქალს რომელიც მოუვლიდა ამ ძაღლს…

    გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s