გენიალური ევროპა,საერთო კულტურა 1

 

საერთო კულAfficher l'image d'origine

საერთო კულტურა ნოლებისთვის ყველას ჯიბეში ჩასადებად. არის სხვანაირი გამოცემებიც.

Afficher l'image d'origine

 

საერთო კულტურა, ცოდნის მინიმუმი

 

ისტორიის მინიმუმი არაისტორიკოსებისთვის

 

კარგი ევროპული წესი // La culture générale//

არასპეციალისტ ევროპელსაც, ამ შემთხვევაში ფრანგს, ძველი ბერძენი სოფისტების მსგავსად უნდა შეეძლოს ცოტ-ცოტა ყველაფერზე და ყველაფერზე ცოტა ლაპარაკი ასეთია კარგი ევროპული იდეა.

საერთო კულტურის მიზანი არაა ბრწყინვალედ ტლიკინი საზოგადოების მოსახიბლად თუ მაინცდამაინც განათლებულთა წრეში ნავარდი.

კარგი საერთო კულტურა რომელიმე სფეროში სპეციალიზაციის გარეშეც გვაფიქრებს ისტორიის, ეკონომიკის, ფილოსოფიის საკითხებზე  გარკვეული გლობალური ხედვის მეშვეობით

სხვა სიტყვებით ის ის გვაძლევს დღევანდელობის და მისი ფესვების გაგების საშუალებას.

საერთო კულტურა გვაცნობს კაცობრიობის მონაპოვრებს მეცნიერულ, კულტურულ, ჰუმანიტარულ,ტექნიკურ სფეროებში. ის გვიჩვენებს სამყაროს ყველა განზომილებას.

ინტელექტუალური ელიტის წრეში გაჩენილს ამ კულტურის ნაწილობრივ ათვისება შეუძლია ინდივიდუალურადაც, სახლშიც.

მაგრამ ევროპაში, ყოველ შემთხვევაში ბოლო დრომდე, ცდილობდნენ და ცდილობენ ამ კულტურის ყველასთვის სწავლებას საშუალო სკოლებშიც და უმაღლესებშიც.

 

   აი რა უნდა იცოდეს ფრანგმა არაისტორიკოსმა, არახელოვნებათმცოდნემ, არაფილოლოგმა ანუ არასპეციალისტმა, უბრალოდ წიგნიერმა ფრანგმა ისტორიის და კულტურის სფეროებში. აი რა უნდა იყოს ამ სფეროებში  მისი ცოდნის  მინიმუმი.

 

Peter Punin, La Culture générale, Studyrama,2009

 

ძველი ხანა

 

    დიდი კულტურული პერიოდები და მიმდინარეობები

 

   ეგვიპტე

ძვ.წ. 3200 წლისთვის ზემო ეგვიპტე // ნილოსის ხეობა// და ქვემო ეგვიპტე // ნილოსის დელტა// გაერთიანდნენ და შეიქმნა ძლიერი იმპერია.

ეგვიპტური ცივილიზაციის საწყისები რა თქმა უნდა ბევრად უფრო ადრეულ ხანაშია საძიებელი.

ეს იყო გამართული  ეფექტური ადმინისტრაციის  და სახელმწიფო იდეის მქონე დიდი სახელმწიფო.

მისი სახელმწიფო იდეა იყო საერთო,საყოველთაო კეთილდღეობა და ინტერესი რომელიც არ დაიყვანებოდა კერძო,ცალკეული, პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ძველ ეგვიპტეში დიდად განვითარებული იყო სამართალის, მართლმსაჯულების კონცეფცია.

ეგვიპტე არის მეცნიერული ცოდნის ერთ-ერთი აკვანი.

კარგმა ექიმებმა და ასტრონომებმა, ეგვიპტელებმა შექმნეს გეომეტრიის პირველი მონახაზი.

ინტელექტუალურად ამაღლებული რელიგიის წყალობით ძველეგვიპტური აზრი მეტი იყო იმაზე რასაც საკმაოდ არაზუსტად ვუწოდებთ ანიმიზმს // ბუნების სულების, წინაპრების… რწმენა//, მან მიაღწია ტრანსცენდენტურობამდე.

ძველეგვიპტური რელიგია ეკუთვნის პოლითეიზმს, მაგრამ ამ ხილული ფასადის უკან შეიძლება იყოს ფარული მონოთეიზმი.

ძველეგვიპტური პანთეონის ურიცხვი ღმერთები და ქალღმერთები წარმოადგენენ ამა თუ იმ ასპექტს ღვთაებისა რომელსაც მის უსასრულობაში გლობალურად ვერ წარმოიდგენს ადამიანის აუცილებლად შეზღუდული გონება. 

ძველეგვიპტური რელიგია ევოლუციას განიცდიდა სამ ათასზე მეტი წლის მანძილზე და ეს იყო კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სულიერი გამოცდილება.

 

არ დავივიწყოთ ეგვიპტური დამწერლობა.

მოარული აზრის საწინააღმდეგოდ სახელგანთქმული იეროგლიფები არაა « დამწერლობა ხატებით ».

ესაა ნებისმიერი ტექსტის ჩასაწერად გამოსადეგი ნამდვილი ანბანი.

აღსანიშნავი ისიც რომ ღრმა სიმბოლოზმის მქონე საკუთრივ იეროგლიფები განკუთვნილია საკრალური ტექსტებისთვის. ამ იეროგლიფების სიმბოლიზმი ართულებს მათ გაშიფრვას.

საერო ტექსტებისთვის ეგვიპტელები იყენებდნენ უფრო იოლად სახმარ იერატულ დამწელობას და ძვ.წ. მე-9 საუკუნიდან საოცრად « თანამედროვე » მახასიათებლების მქონე დემოტურ დამწერლობას.

ძველეგვიპტური იეროგლიფური ანბანი მხოლოდ 1822 წელს გაშიფრა ჟან-ფრანსუა შამპოლიონმა //Jean-François Champollion//.

ძველი ეგვიპტის პრესტიჟი არაჩვეულებრივად მაღალი იყო მთელი ანტიკური ხანის მანძილზე.

ძვ.წ. 332 წელს ეგვიპტე დაიპყრო და თავის იმპერიას შეუერთა ალექსანდრე მაკედონელმა, მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა პატივი სცეს ეგვიპტურ კულტურას,. მათ მიიღეს კიდეც ეგვიპტური კულტურა. ძველეგვიპტური კულტურა გადაურჩა რომაულ დაპყრობასაც ძვ.წ. 30 წელს.

სამიათასწლიანი  ძველეგვიპტური ცივილიზაცია გაქრა მხოლოდ ა.წ. მეოთხე-მეხუთე საუკუნეში გაქრისტიანების შემდეგ.

 

 

http://www.caminteresse.fr/culture/quelles-inventions-de-la-civilisation-egyptienne-utilise-t-on-encore-aujourdhui-1163583/

   გაქრა მაგრამ დატოვა კიდეც ბევრი რამე. ძველი ეგვიპტელები იყვნენ პირველი მათემატიკოსები, პირველი ექიმები, პირველი ხუროთმოძღვრები, პირველი ქიმიკოსები.

ძველმა ეგვიპტელებმა მოიგონეს მზის კალენდარი, აგური, ლუდი, პარიკი, პომადა, პუდრა-ფერუმარილი, ნაოჭების საწინააღმდეგო მალამოები, პულსის ზომვა. წინადაცვეთა თუ კატარაქტას ოპერაცია.

თანამედროვე მედიცინის გაჩენამდე 35 საუკუნით ადრე ძველმა ეგვიპტელებმა მოიგონეს ფეხმძიმობის სანდო ტესტები.  ქალის შარდით მათ შეეძლოთ ქალის მდგომარეობის დადგენა.

საკმარისი იყო ქალის შარდის დასხმა ქერზე თუ ხორბალზე და დალოდება, იმოქმედებდა თუ არა ჰორმონი  la folliculine.

ძველი ეგვიპტელების ეს და სხვა გამოგონებები საუკუნეების მანძილზე იქნა გაუმჯობესებული და ისინი არიან ჩვენს ყოველდღიურობაშიც.

ეს ცნობა დაიბეჭდა ფრანგი ახალგაზრდობისთვის განკუთვნილ დიდად პოპულარულ ჟურნალში

Ça m’intéresse // ეს მე მაინტერესებს//, 2016 წლის 14 ივნისის ნომერში.

 

 უნდა ითქვას რომ თვითონ ძველმა ეგვიპტურმა ცივილიზაციამ შეიტანა დიდი წვლილი ბიბლიური კულტურის გაჩენაშიც. დავაკვირდეთ.

 

http://www.lemonde.fr/livres/article/2008/05/08/l-aventure-monotheiste-entre-moise-et-akhenaton_1042345_3260.html

 

Robert Solé, მონოთეისტური თავგადასავალი მოსეს და ახენტონს შორის, დიდი ფრანგული გაზეთი Le Monde, 08.05/2008

 

ბიბლიაში ეგვიპტე ყველგანაა. ის ხან მიმღები მიწაა და ხან მტრული სახელმწიფო. ის ხან თავშესაფარია ებრაელებისთვის და ხან საზარელი რამ. ეგვიპტე, დიდი პოლიტიკური და კულტურული ძალა ხან  ხან ხიბლავდა ებრაელებს და ხან ეზარებოდა მათ.

 

ეგვიპტის გარეშე არ იქნებოდა ბიბლია, ამბობს ლოზანას // Lausanne// უნივერსიტეტის ებრაული ბიბლიის პროფესორი და Collège de France-ს პროფესორი Thomas Römer კოლექტიურ ნაშომში CE QUE LA BIBLE DOIT À L’EGYPTE // ის რითიცაა დავალებული ბიბლია ეგვიპტისგან//.

ფარაონთა ქვეყანა არის ადგილი სადაც იზრაელი ჩამოყალიბდა როგორც ხალხი და სადაც მან დაამყარა ურთიერთობა თავის ღმერთთან.

მოსეს ხელმძღვანელობით ებრაელებმა დატოვეს ქვეყანა ეგვიპტე სადაც იმდენად კარგად იყვნენ ინტეგრირებულნი რომ ჩანდნენ ეგვიპტელებისთვის საშიშ ხალხად.

ფარაონის სამსახურში დგომის შემდეგ ებრაელები ჩადგნენ იაჰვეს სამსახურში.

ეგვიპტიდან გასვლა არის გამორჩეული ფუძემდებელი მითი.

 

მაგრამ ებრალების ეგვიპტიდან გასვლის შესახებ ჩვენ ვიცით მხოლოდ ის რასაც ამბობს ბიბლია.

არაა არც ერთი ისტორიული დოკუმენტი! თვითონ ბიბლიაც იძლევა მხოლოდ ბუნდოვან ქრონოლოგიურ მინიშნებებს.

ფარაონს, რომელიც უნდა ყოფილიყო მოვლენის გულში არა აქვს სახელი. ის თითქოს იყო ებრაელთა ღმერთის ძლიერების წინაშე ქედმოხრილი ძლიერი ეგვიპტის სიმბოლო და მეტი არაფერი…

მოკლედ, მოსე მთლიანად მოუხელთებელია ისტორიკოსისთვის.

ერეტიკოსი ფარაონი

დიდმა ზიგმუნდ ფროიდმა გასაკვირად არგუმენტირებულად თქვა რომ მოსე იყო ერეტიკოსი ფარაონი ეხნატონის ეგვიპტელი მოწაფე და არა ებრაელი. წმინდა ინტელექტუალური ჰიპოთეზა, მაგრამ ორი ფიგურის დაახლოება საინტერესოა. 

ფარაონმა ეხნატონმა აშკარად, ღიად და მკვეთრად გადახარა მონოთეიზმისკენ რგვიპტური რელიგია. მოსეს როლი ებრაულ მონოთეიზმში კარგადაა ცნობილი.

დელიკატური საკითხია. ეგვიპტოლოგი Alain Zivie ხაზს უსვამს რომ იუდაიზმის, ქრისტიანობის და ისლამის ხსენებით ლაპარაკია დასავლური და აღმოსავლური  სამყაროების, მეტიც, მთელი მსოფლიოს თეოლოგიურ-პოლიტიკურ გზაზე.

 

მისმა კოლეგამ, გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგიის პროფესორმა Jan Assmann-მა   აღნიშნა რომ ეხნატონმა როგორც ჩანს პირველმა მსოფლიო ისტორიაში შეიტანა სიახლე რელიგიურ აზრში, სიახლე რომელსაც ტრადიცია მიაწერს მოსეს. ეხნატონმა ჭეშმარიტი განასხვავა ყალბისგან,ტყუილისგან.

სხვა სიტყვებით ეგვიპტის ფარაონმა ეხნატონმა პირველმა კაცობრიობის ისტორიაში განასხვავა ჭეშმარიტი ღმერთი სხვებისგან.

მაგრამ ეხნატონის მონოთეისტური რევოლუცია მაინც არ ითვლება მოგვიანებით გაჩენილი ბიბლიური მონოთეიზმის მიზეზად.

 

 

 

სწორედ ეგვიპტეში გაჩნდა პირველად სულის უკვდავების იდეა, ხაზს უსვამს Jan Assmann.

ეგვიპტის ფარაონების Séthi პირველის და რამზეს მეორის დროს რელიგიური აზრი გამდიდრდა სრულებით ახალი იდეით: პიროვნული, ყოვლისმცოდნე, ყოველი ადამიანის ბედის გამგებელი ღმერთის იდეით. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ამ ღმერთის მოხმობა.

 

   საინტერესოა ძველეგვიპტური მორალი და ეთიკა რომლის ექოც ისმის ბიბლიურ წინასწარმეტყველთა და ქრისტიანულ მორალში და ეთიკაში.

ძველ ეგვიპტელთა რწმენით მოცვალებულის სული უნდა წარმდგარიყო ღვთაებრივი სასამართლოს წინაშე და უნდა ეთქვა შემდეგი ე.წ. უარყოფითი აღსარება :

 

« … მე არ ვყოფილვარ ბოროტი ადამიანების მიმართ.

მე არ ვარ ჩემი მშობლების მკვლელი.

მე არ ვარ მატყუარა.

მე არ ვარ მოღალატე.

მე არ გამიკეთებია ცუდი სხვისთვის.

მე არ ვარ იმათგან ვინც სხვებს სთხოვენ იმის გაკეთებას რისი გაკეთებაც მათ არ შეუძლიათ…

მე არ გამიკეთებია ის რაც ეზიზღებათ ღმერთებს.

მე არ გამომიწვევია შიმშილი.

მე არ ამიტირებია არავინ.

მე არ გამიტანჯავს არავინ.

მე არ ვარ მკვლელი.

მე არ მომიპარავს ღმერთებისთვის და მიცვალებულებისთვის განკუთვნილი საჭმელი.

მე არ მიღალატია მეუღლისთვის…. »

თუ ღმერთები დაინახავენ რომ სული არ ტყუის კარგადაა მისი საქმე და თუ კი გამოიჭერენ მას არაგულწრფელობაში ვაი…

  ასეა ძველეგვიპტურ « მიცვალებულთა წიგნში »

//  ეს უნდა დაიზეპირონ გორბაჩოვ-შევარდნაძის დემოკრატებმაც//

 

მაგრამ, რა თქმა უნდა, ძველი ეგვიპტელები არ ყოფილან ებრაელები.

იმისთვის რომ ცოცხალმა ღმერთმა შესძლოს ებრაელ ხალხში ცხოვრება ხატები უნდა გაქრნენ.

ეგვიპტეში კი ღმერთებს გამოხატავდნენ.

CE QUE LA BIBLE DOIT À L’EGYPTE. Collectif. Préface de Thomas Römer. Bayard, 284 p., 15 €.


En savoir plus sur
http://www.lemonde.fr/livres/article/2008/05/08/l-aventure-monotheiste-entre-moise-et-akhenaton_1042345_3260.html#g3qvy76juFE0US4F.99

 

მოკლედ, ძველმა ეგვიპტემ სულ მცირე აღზარდა დიდი მოსე, მან შეიფარა დევნილი პატარა იესო და ღთისმშობელი და ამითაც განსაზღვრა კაცობრიობის ისტორია საუკუნეების მანძილზე.

 

მახლობელი აღმოსავლეთის სხვა კულტურები

 

შუმერები

 

შუამდინარეთში, მდინარეებ ევფრატს და ტიგროსს შორის მოქცეულ ვრცელ ველზე, რეგიონში რომელიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება დღევანდელ, სულ კეთილი სურვილებით  გაუბედურებულ ერაყს, ძვ.წ, მეოთხე ათასწლეულის დასაწყისისთვის გაჩნდა  შუმერთა ცივილიზაცია.

შუმერებმა მოიგონეს ლურსმული დამწერლობა // ესაა « ლათინური » დამწერლობის და sexagésimal სისტემის, ანუ სხვადასხვა ერთეულის სამოც ქვე-ერთეულად დაყოფის შორეული საწყისი.

ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ჩვენ დღეს ვყოფთ  საათს სამოც წუთად და წუთს სამოც წამად, წრეშიც 360 ანუ ექვსჯერ სამოცი გრადუსია. აი ესეც მოდის შუმერებიდან. …

 

 

https://www.herodote.net/3300_avant_JC-synthese-167.php

 

  ძვ.წ. 3300 წელი

 

« ისტორია დაიწყო შუმერში», ესაა ამერიკელი ისტორიკოსი Samuel Noah Kramer-ის სახელგანთქმული ფორმულა.

   თანამედროვე ერაყის სამხრეთით მდებარე შუმერი იყო ძველი შუამდინარეთის რეგიონი.

საშუალო აღმოსავლეთის ეს რეგიონი ძალიან მზიანი იყო, მას აკლდა წვიმები. შუამდინარეთს ეს სახელი დაერქვა იმიტომ რომ იქ იყო 2 დიდი მდინარე, ტიგროსი და ევფრატი,. მდინარეებმა მიიზიდეს მრავალი ადამიანი. მათ ხელი შეუწყვეს მიწათმოქმედების განვითარებას.

არის რეგიონი რომელსაც ჰქვია ნაყოფიერი ნახევარმთვარე // Croissant fertile//. დღეს ესაა მნიშვნელოვანწილად გაუდაბურებული რეგიონი რომელიც მიდის ეგვიპტიდან თანამედროვე ერაყამდე. აი ამ რეგიონში გაჩნდნენ პირველი ქალაქები, მიწათმოქმედება და დამწერლობა და სწორედ ამ რეგიონს ანგრევენ დღეს გამეტებით ნამეტანი კარგი სურვილებით.

 

პირველი ქალაქი-სახელმწიფო ურუქი // Ourouk//

ძვ.წ. 3300 წლისთვის მოხდა ქალაქური რევოლუცია. შუმერის რეგიონში გაჩნდა მრავალი ქალაქი იერარქიზებული სოციალური ორგანიზაციით რომელზეც ბატონობდა მეფე-ქურუმი.

ამ საზოგადოებებში თაყვანს სცემდნენ ნაყოფიერების ქალღმერთს.

ამ ქალაქი-სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ქალაქი იყო ურუქი //ფრანგულად

Ourouk, ინგლისურად Uruk, ბიბლიაში Érek, დღეს Warka//, მის აპოგეაში იქ ცხოვრობდა ათიათასობით ადამიანი. იქ გაჩნდა ეპიკური ლეგენდა მეფე-გმირ გილგამეშზე.

ურუქში გაჩნდა კაცობრიობის ისტორიაში პირველი დამწერლობა. ლერწმის წამახული წვერით წერდნენ თიხის სველ ფირფიტებზე რომლებსაც შემდეგ აშრობდნენ მზეზე ან წვავდნენ ქურებში.

ამ ნიშნებს ჰქონდათ ლურსმნის ფორმა და დამწერლობასაც ამიტომ დაარქვეს ლურსმული.

პირუტყვი ვერ გადასცემს თავის მდიდარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას შთამომავლებს. დამწერლობის გამოგონების შემდეგ კი ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება. ესაა ესაა პირუტყვისგან ადამიანის განმასხვავებელი მიჯნა. აქედან იწყება ისტორია. შუმერში კაცობრიობა გამოვიდა ისტორიამდელი ხანიდან და შევიდა ისტორიულ ხანაში.

 

ური, Our, აბრაამის // Abraham// ქალაქი

შემდეგ ათასწლეულში მდინარე ევფრატის სანაპიროზე ააშენეს ქალაქი ური. ამ ქალაქიდან უნდა ყოფილიყო ებრაელი ხალხის საწყისებთან მდგარი აბრაამი.

ურის ნეკროპოლი მოწმობს შუმერული ცივილიზაციის ბრწყინვალება-დიდებულებაზე. იქაა მდიდრულად შემკული და გაწყობილი დაახლოებით ორი ათასი აკლდამა.

ეს სამაროვანი ეგვიპტის პირამიდების თანამედროვეა //ძვ.2700-2500 წლები//.

 

შუმერული ხანიდან დაგვრჩა მრავალი ცილინდრი-საბეჭდავი, ლურსმული ტექსტებით დაფარული ათასობით თიხის ფირფიტა და, რს თქმა უნდა, ხელოვნების უამრავი ნაწარმოები, ღმერთების და მეფეების გამოსახულებები,. ყველაფერი მოწმობს იმაზე რომ შუმერული ცივილიზაცია იყო ინტელექტუალურად და ტექნოლოგიურად დაწინაურებული ცივილიზაცია.

ფეიქრობამ შეიძინა ინდუსტრიული მასშტაბი. ძვ.წ. 3 ათასი წლისთვის შუმერმა გლეხებმა მოიგონეს მორწყვა-ირიგაცია. მათ მოიგონეს გაუმჯობესებული გუთანი. შუმერებმა ტრანსპორტისტისთვის გამოიყენეს ბორბალი რომელსაც მანამდე იყენენდნენ მარტო მეთუნის წრისთვის.

შუმერებმა წვლილი შეიტანეს ასტრონომიის და ანგარიში-მათემატიკის განვითარებაში. შუმერში იყო ძალიან წმინდა ცა და შუმერებიც გატაცებით აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს. მათ დაყვეს წრე 360 გრადუსად, საათი სამოც წუთად, დღე ოცდაოთხ საათად,,,

შუმერის დაკნინება და აღორძინება

დამწერლობის მეშვეობით შუმერის ქალაქების ბელადები უფრო იოლად გადასცემდნენ მათ ბრძანებებს ხელქვეითებს და ჯარისკაცებს.

ვეღარავინ იტყოდა რომ არ მიუღია ბრძანება და ბელადები გაძლიერდნენ, გაჩნდა ნამდვილი სახელმწიფოები ეფექტური ადმინისტრაციით და დამჯერი ქვეშევრდომებით.

მაგრამ ხომ იცით, ადამიანი სულაც არაა ანგელოზი. ძვ.წ. მესამე ათასწლეულის მანძილზე შუმერის ქალაქი სახელმწიფოები სულ ებრძოდნენ ერთმანეთს დაახლოებით ისე როგორც  აღორძინების ხანის ქალაქური რესპუბლიკები.

ამან  განაპირობა შუმერული ქალაქი-სახელმწიფოების დამხობა.

ძვ.წ. 2300 წლისთვის შუმერის რეგიონი დაიპყრო ჩრდილოეთის ქვეყანა აქადიდან მოსულმა დამპყრობელმა. დამპყრობელი იყო Agadé-ს მეფე სარგონ პირველი.

მაგრამ აქადური დინასტიის სწრაფ დაკნინებას  მოყვა შუმერული ქალაქების, პირველ რიგში ურის აღორძინება. ურის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო ლაგაში რომლის ყველაზე სახელგანთქმული მმართველი იყო გუდეა. ჩვენ გვაქვს მისი ბევრი და ლამაზი გამოსახულება.

 

ირიგაცია-მორწყვის ქსელის წყალობით შუმერი გლეხები იღებდნენ მოსავლის დიდ ნამატს რაც იძლეოდა მრავალი ქალაქელის კვების საშუალებას. შუმერული ქალაქები იყო იმ დროისთვის უდიდესი დასახლებები ათობით ათასი მკვიდრით.

 

მესამე და მეორე ათასწლეულების მიჯნაზე , ძვ.წ. ორი ათასი წლის შემდეგ შუმერულმა ქალაქებმა ადგილი დაუთმეს ცენტრალური შუამდინარეთის ბრწყინვალე  ქალაქ  ბაბილონს

 

    ბაბილონელები

ძვ.წ. 2000 წლისთვის შუმერები დაიპყრეს მათმა ჩრდილოელმა მეზობელმა ბაბილონელებმა რომლებმაც გადაიღეს დაპყრობილ-დამარცხებულთა კულტურა და მიიყვანეს ის აპოგეამდე.

სახელგანთქმულია მეფე ჰამურაბის //დაახლოებით ძვ.წ. 1700 წელი// იურიდიული კოდექსი.

დღეს ჩვენ მასში ვცნობთ საერო კანონმდებლობის პროტოტიპს.

კანონი აღარაა ერთხელ და სამუდამოდ ნაკარნახევი ღმერთების მიერ. ესაა წინა კანონმდებლობებით განაჩენების და დადგენილებების წინა კრებულებით შთაგონებული ადამიანური გამოვლინება.  კანონი, ამდენად, შეიძლება გადაისინჯოს.

ჰამურაბიმ სულ მცირე ორჯერ შეასწორა თავისი კოდექსი. ..

ბაბილონი მრავალჯერ დაიპყრეს უცხო ერებმა, განსაკუთრებით ასურელებმა. შემდეგ, 539 წელს ის დაიპყრეს სპარსელებმა // კიროს მეორე//. მაგრამ ბაბილონმა მთელი ძველი ხანის მანძილზე შეინარჩუნა დიდი კულტურული, მეცნიერული და ლიტერატურული ცენტრის როლი.

 

                 ფინიკიელები

 

 არ დაგვავიწყდეს მამაცი ზღვაოსანი ფინიკიელები., მათი კომერცია. ეს პატარა ხალხი ბრწყინავდა ხმელთაშუა ზღვაზე და მის იქით ძვ.წ. ბოლო ათასწლეულში. მათ გამოიგონეს ანბანი რომელიც ცოტა გადააკეთეს ბერძნებმა და რომაელებმა და იხმარება ეხლაც…

 

   მთავარი

ძვ.წ. მე-3 ათასწლეულში მახლობელ აღმოსავლეთში //ეგვიპტე, შუამდინარეთი// გაჩნდნენ ძალიან მაღალი დონის ცივილიზაციები და მათთან ერთად გაჩნდა ტრანსცენდენტური რელიგიის, მეცნიერების, ლიტერატურის პირველი ფორმები. ამ ცივილიზაციებში იყო პლასტიკურ ხელოვნებათა აღმავლობა.

ძველი აღმოსავლეთის ამ ცივილიზაციების მიღწევების და წვლილის გარეშე ვერ გაჩნდებოდა ბერძნულ რომაული ანუ ევროპული კულტურა ანუ საკუთრივ ანტიკური ხანა.

 

ძველი ბერძნების და რომალების სამყარო, უფრო ზუსტად მათი ცხოვრების წესი, მახლობელი აღმოსავლეთის მემკვიდრეობის გარდაქმნის მათებური მანერა წარმოგვიდგება ჩვენი ცივილიზაციის უშუალო საწყისად და წყაროდ.

ბერძნულ რომაული სამყარო დავალებული იყო ეგვიპტის და შუამდინარეთის ცივილიზაციებისგან, მაგრამ ამავე დროს ეს იყო ჩამოშორობა ეგვიპტის და შუამდინარეთის ცივილიზაციებისგან.

 

  საბერძნეთი

  ყველაზე ძველი ბერძნული ცივილიზაციაა აქეელთა ცივილიზაცია რომელიც თარიღდება ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასწყისით. განსაკუთრებით მიკენის და ტირინთეს არქეოლოგიურმა ძეგლებმა გამოავლინეს ამ ცივილიზაციის ბრწყინვალე ასპექტები, მაგრამ ეს ჯერ არაა ჩვენთვის ნაცნობი და ახლო საბერძნეთი.

მიუხედავად ამის აქეური პერიოდი ჩვენთვის საინტერესოა : ძვ.1200 წლისთვის მოხდა ტროას ომი, რომლის მოთხრობა « ილიადა »-ს ავტორად ითვლება ჰომეროსი. ესაა დიდი კულტურული ფასეულობა მთელი საბერძნეთისთვის, მეტიც, მთელი კლასიკური ანტიკური ხანისთვის.

სწრაფად მოვხაზოთ « საკუთრივ საბერძნეთის » ჩამოყალიბების ეტაპები.

 

ძვ.წ. 1200 წლიდან დორიელებად წოდებული ჩრდილოელი ხალხების შემოსევებმა ბოლო მოუღეს აქეურ ცივილიზაციას. ჩვენ არა გვაქვს ძალიან ზუსტი ცოდნა შემდეგი 3-4 საუკუნის შესახებ.

სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა  თნდათანობით ბერძნული რელიგია მისი პანთეონით :

ზევსი-უზენაესი ღმერთი, ჰერა-მისი მეუღლე, გონების ქალღმერთი ათენა, ომის ღმერთი არესი, მზის, სინათლის, გონების, ხელოვნებათა, მუსიკის და პოეზიის ღმერთი აპოლონი, სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე, ნადირობის ქალღმერთი არტემიდე, ღმერთთა მაცნე ჰერმესი, ზღვის ღმერთი პოსეიდონი, საიქიოს, მიცვალებულთა ღმერთი ჰადესი… სიის გაგრძელება შეიძლება.

უძველესი მითებიც იღებენ მეტ-ნაკლებად საბოლოო სახეს.

ძვ.წ. მეათე-მერვე საუკუნეებში ჩნდება პირველი ჯერ კიდევ რუდიმენტარული ტაძრები.

ეპოპეები, რომელთა ავტორადაც ითვლება ჰომეროსი, იწერებოდა ძვ.წ. მე-9 საუკუნიდან.

რაც შეეხება პოლიტიკას, საკლრალიზებული მონარქია თანდათანობით უთმობდა ადგილს ოლიგარქიებს. სახელმწიფოს მართავდა « ელიტა ». ეს უკვე იყო პირველი ნაბიჯი მომავალი დემოკრატიისკენ.

 

არქაული პერიოდი

ეს არაა აქეური ხანა. ესაა წინაკლასიკური ხანა.

ბერძნული ტაძარი უფრო და უფრო ემსგავსება მის კლასიკურ ფორმას. ჩაყრილია ერთდროულად შემოქმედებითი და რეალისტური ქანდაკების საფუძვლები. პოეზიის აღმავლობას თან ახლავს ე.წ. წინასოკრატული ფილოსოფიის პირველი მონახაზები //თალესი, პარმენიდი, ანაქსაგორი//.

არქაულ პერიოდში ასევე იყო კოლონიზაციის ინტენსიური მოძრაობები. ბერძნებმა დაიწყეს დამკვიდრება ეგეოსის მთელ სივრცეში, მცირე აზიის სანაპიროებზე, სამხრეთ იტალიაში, სამხრეთ საფრანგეთში. მარსელი დაარსდა ძვ.წ. მე-6 საუკუნეში, ნეაპოლს ადრე ერქვა ნეაპოლის, რაც ბერძნულად ნიშნავს ახალქალაქს.

ბერძენთა განსახლებას დიდ სივრცეზე არ გამოუწვევია იმპერიის შექმნა. ყოველი კოლონია დარჩა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ომები ხშირი იყო..

მაგრამ ძვ.წ. 776 წელს ოლიმპიური თამაშების დაწესებამ  გამოხატა ბერძენთა საერთოეროვნული გრძნობა.

ზოგი ქალაქი, განსაკუთრებით ათენი, თანდათანობით დაუახლოვდა დემოკრატიას.

 

              კლასიკური პერიოდი

 ის მოიცავს ძვ.წ. მე-5 საუკუნეს და ძვ.წ. მე-4 საუკუნის პირველ მესამედს.

აწორედ მაშინ იყო  საბერძნეთი ისეთი როგორც ჩვენ ის წარმოგვიდგენია. ათენის აკროპოლისის საბოლოო კონფიგურაცია თარიღდება ამ ხანით.  პერიკლეს დროს იყო  ათენის და მისი დემოკრატიის ოქროს ხანა.  სოკრატემ დაიწყო ფილოსოფია. მისი აზრი გააღრმავა და სისტემაში მოიყვანა პლატონმა რომლის მემკვიდრეც იყო არისტოტელე.

კლასიკურ პერიოდში ასევე იყო ბერძნული თეატრის აღმავლობა //ესქილე,სოფოკლე, ევრიპიდე იყვნენ ტრაღიკოსები, არისტოფანე წერდა კომედიებს//.

 

ძვ.წ. მე-5 საუკუნე ასევე იყო საბერძნეთის და უზომო სპარსეთის იმპერიის ომების სერიის ხანა.  გაიმარჯვეს ბერძნებმა.

მაგრამ იყო უწყვეტი ომები მთავარ ბერძნულ პოლისებს შორის // 431-404 წლების პრლოპონესის ომის ბოლოს სპარტამ დაამარცხა ათენი, მაგრამ 371 წელს თებემ დაამარცხა სპარტა.

ყველაფერმა ამან დაასუსტა საბერძნეთი. ძვ.წ. 359-336 წლებს შორის ის დაიპყრო ალექსანდრე დიდის მამამ, მაკედონიის მეფე ფილიპე მეორემ.

ეს იყო ბერძნული კლასიციზმის დასასრული და ახალი ხანის დასაწყისი.

 

    ელინისტური ხანა

 

უკვე მთელი საბერძნეთის ბატონმა ალექსანდრე დიდმა 336 და 323 წლებს შორის დაიპყრო ეგვიპტე და სპარსეთის იმპერია. მისმა ჯარებმა მიაღწიეს ინდოეთის საზღვრებამდე.

ქედმაღალმა ბერძნებმა რომლებსაც ყველა არაბერძენი ველური ბარბაროსი ეგონათ უცებ დაინახეს მაღალი დონის, ზოგჯერ ბერძნულ ცივილიზაციაზე უფრო მაღალი დონის სხვა ცივილიზაციები.

აქედან გსმოვიდა ისტორიაში იშვიათი მასშტაბის კულტურული შერევა.

არქიტექტურაში, მაგალითად, ბერძნული გავლენა იგრძნობა ინდოეთამდე, მეტიც, ჩინეთამდე. .

მეორეს მხრივ ბერძნულ კულტურაზეც იმოქმედა და გავლენა მოახდინა აღმოსავლეთმა.

მაშინ ფილოსოფიაში გაჩნდა ახალი მიდგომა. გაჩნდნენ  ერთმანეთისგან განსხვავებული და ურთიერთშემავსებელი ეპიკურიზმი და სტოიციზმი რომლებსაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვნახავთ.

ეხლა აღვნიშნოთ რომ სტოიციზმში აშკარად ჩანს ბუდიზმის გავლენა.

ალექსანდრე დიდის იმპერია დღემოკლე იყო. მისი სიკვდილის შემდეგ მისი გენერლები ვერ შეთანხმდნენ იმაზე თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ალექსანდრე დიდის მემკვიდრე და მათ გაინაწილეს მისი იმპერია.

ასე შექმნილმა სამეფო-სამთავროებმა ვერ გაუძლეს რომის შეტევებს.

ძვ.წ. 146 წელს საკუთრივ საბერძნეთი გადაიქცა რომის პროვინციად.

ელინისტური კულტურა კიდევ საუკუნეების მანძილზე დარჩა ხმელთაშუა ზღვის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში.

 

რომი და მისი იმპერია

 

რომი გაჩნდა ძვ.წ. მერვე საუკუნეში, შეიძლება უფრო ადრეც. ტრადიციის თანახმად ქალაქი დააარსეს ომის ღმერთი მარსის შვილებმა და მგლის მიერ აღზრდილმა რომულუსმა და რემმა. ეს უფრო მითოლოგიაა ვიდრე საკუთრივ ისტორია.

რომი თავიდან იყო სუსტად გამაგრებული დიდი სოფელი. მას მართავდნენ ნახევრად ლეგენდარული მეფეები.

იმ დროს რეგიონის მთავარი ძალა იყო იტალიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ეტრურია-ეტრუსკთა ქვეყანა.  ეს ეტრურია იყო რეგიონის მთავარი სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული ძალა.

უეჭველია რომ რომის პირველი მეფეები იყვნენ ეტრუსკები.

ამ ეტრუსკმა მეფეებმა მისცეს ძვ.წ. მე-6 საუკუნეში რაღაც მნიშვნელობა ქალაქ რომს.

 

   ჩანართი ჩვენთვის

 

«ისინი, ვისაც კავკასიის მკვიდრთა შორის კავკასიელები, საკუთრივ კავკასიელები, ან უფრო ზუსტად პალეოკავკასიელები უნდა ვუწოდოთ, რომელთა ანსამბლი კონკრეტიზდება ლეკთა, ჩერქეზთა, ქართველთა და ვაინახთა ირგვლივ, ეთნოლოგში ღრმა პატივისცემას იწვევენ. ისინი ბასკებთან 

და, შეიძლება, გამქრალ ეტრუსკებთან ერთად წარმოადგენენ ნაშთს ძველი და დიდი ეთნიკური ოჯახისა რომელიც ცხოვრობდა ევროპაში დიდი ინდოევროპული ოჯახის (ინდოირანელები, სომხები, ალბანელები, ბერძენლათინები, კელტები, გერმანელები, სლავებიბალტები) ევროპაში დამკვიდრებამდე.


არაა გასაკვირი რომ კავკასიელებში ეძებენ იმ ელემენტთა ნაშთებს,რომელთაც დასაშვები ანალოგიით უნდა შეედგინათ ევროპული ცივილიზაცია ინდოევროპელთა აყვავებამდე…(ანტროპოლოგიის სკოლის ეთნოლოგიის პროფესორი ჟორჟ მონტანდონ, წინასიტყვაობა ჰამბურგის მუზეუმის კონსერვატორი არტურ ბიჰანის წიგნისა «კავკასიური ცივილიზაცია», პარიზი, პაიო, 1936, გვ.7).Arthur Byhan, Civilisation, Caucasienne, Paris 1936,

 

ევროპული მითოლოგიის თანახმად ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი ბურჯი რომის ფესვები აღმოსავლეთშია

——————————————————————————————————

https://fr.vikidia.org/wiki/%C3%89n%C3%A9e

 

   ენეოსი, ახსნილი 8-13 წლის ფრანგი ბავშვებისთვის , ახალგაზრდული ენციკლოპედია vikidia

 

ენეოსი // Énée// არის როგორც ძველი საბერძნეთის ისე ძველი რომის გმირი. ის ჩნდება ჰომეროსის « ილიადაში »  და არის ლათინი პოეტი ვირგილიუსის // Virgile// მიერ ძვ.წ, პირველი საუკუნის ბოლოს დაწერილი პოემა « ენეიდას » გმირი. 

რომაელების აზრით ის იყო რომის დამფუძნებელი რემუსის და რომულუსის წინაპარი.

 

ენეოსი «ილიადაში »  და «ენეიდაში » 

 

ენეოსი არის ტროას გმირი. ისაა ტროას სამეფო სახლის წევრი ანქიზის // Anchise// და ქალღმერთი აფროდიტეს //ვენერა-ვენუსი რომაელებისთვის// ვაჟიშვილი.  «ილიადაში »  ის ებრძვის აქილევსს, დიომედს და იდომენეეს. ენეოსს განსაკუთრებით მფარველობს ზღვათა ღმერთი პოსეიდონი რომელმაც ის იხსნა აქილევსთან ბრძოლაში.

მეტიც, პოსეიდონმა იწინასწარმეტყველა რომ  მეფე პრიამის შთამომავალთა გაქრობის შემდეგ ენეოსი იქნება ტროელთა მეფე.

 

ბერძნების მიერ დიდი აღმოსავლური ქალაქის დანგრევა-აოხრების შემდეგ  ენეოსმა მამასთან და ვაჟიშვილ ასკანთან ერთად მოახერხა გაქცევა. რომაელები ენეოსის ვაჟიშვილს სახელად არქმევენ

Iule-ს, იულიუსს.

ძვ.წ. მეოთხე საუკუნის ერთი ბერძნული პოემა ყვება ხმელთაშუა ზღვაში ენეოსის თავგადასავლების და იტალიაში მისი ჩასვლის შესახებ. საუკუნეების მანძილზე ამ ისტორიას დაუმატეს სხვა თავგადასავლებიც, განსაკუთრებით ენეოსისა და კართაგენის დედოფალი დიდოს// Didon// შეხვედრის ამბავი.

ლათინი პოეტი ვირგილიუსი რომის საწყისების მოსაყოლად  « ენეიდაში » იმეორებს ენეოსისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ლეგენდას.

 ეს ლეგენდა ლათინებს აძლევს თავისი ისტორიის პრესტიჟულ ბერძნულ და აღმოსავლურ ისტორიასთან დაკავშირების საშუალებას.  ძვ.წ. პირველი საუკუნის ბოლოს ლათინმა პოეტმა ვირგილიუსმა მოაგროვა ენეოსის ყველა თავგადასავალი და დაწერა უზარმაზარი პოემა « ენეიდა ».

 

ენეოსის თავგადასავლები

 

ბერძნება მოსპეს და გადაბუგეს დიდი აღმოსავლური ქალაქი ტროა და მისი ცივილიზაცია და ენეოსმა მამასთან და ვაჟიშვილთან რთად მოახერხა იქიდან გაქცევა.

მას უნდოდა ახალი ტროას დაფუძნება.

მან გაიარა ხმელთაშუა ზღვა და, ქარიშხლის გამო, მოხვდა კართაგენში სადაც ის მიიღო დედოფალმა დიდომ // Didon//.

დედოფალს შეუყვარდა ენეოსი და უნდოდა მისი დაკავება, მაგრამ ენეოსი წავიდა კართაგენიდან  და სასოწარკვეთილმა დედოფალმა შეაჩვენა ენეოსის ხალხი და მოიკლა თავი.

ენეოსი ჩავიდა სიცილიაში. ის დაეშვა მიცვალებულთა სამეფოში სდაც შეხვდა მამას და დედოფალ დიდოს რომელმაც მას არ აპატია.

შემდეგ ენეოსი, რომელსაც დარჩა მარტო 3 გემი, ჩავიდა იტალიაში, ლაციუმის რეგიონში, სადაც მოგვიანებით დაარსდა ქალაქი რომი.

მეფე Latinus-მა ენეოსს ცოლად შესთავაზა თავისი ქალიშვილი Lavinia, მაგრამ ის უკვე იყო რუტულთა მეფე ტურნუსის საცოლე.  ტურნუსმა შეკრა კავშირი მეზობელ ხალხებთან და მოინდომა ენეოსის გაგდება. მაგრამ მოხდა ენეოსის და ტურნუსის ორთაბრძოლა. ენეოსმა მოკლა ტურნუსი და ომი დამთავრდა.

 

http://bcs.fltr.ucl.ac.be/FE/12/TroyensParis.htm

 

ძვ.წ. მე-5 საუკუნიდან მრავალი ბერძენი ერუდიტი ქალაქი რომის დაარრსებას უკავშირებს ტროელ ენეოსს.

 

   ლათინურ ტრადიციაში კი ქალაქი რომი დააარსეს ტროელი ენეოსის შთამომავლებმა რომულუსმა და რემუსმა.

 

ასეა თუ ისე როგორც ბერძნული ისე ლათინური ვერსიების თანახმად დასავლური ცივილიზაციის ბურჯი რომის ფესვები ბერძნების მიერ გადაბუგულ აღმოსავლეთშია.

 

რატომ ტროა, ტროელები და ენეოსი?

 

რატომ შეინარჩუნეს რომაელებმა ტროელი ენეოსი და რატომ გადააქციეს ის რომაელი ხალხის შორეულ წინაპრად ?

აი პასუხის ზოგი ელემენტი.

ენეოსის წინაპარი იყო ქალღმერთი აფროდიტე-ვენუსი, ის იყო ჰომეროსის პოზიტიური გმირი, კიდევ უფრო პოზიტიური ვიდრე ოდისევსი-ულისე თუ დიომედე, მაგალითად ; ის იყო ღვთისმოსავი, რაც ფუნდამენტური იყო ძველი რომაელებისთვის.

ალბათ იყო სხვა მოსაზრებებიც.

ძვ.წ. მესამე საუკუნეში ხმელთაშუა ზღვაში ბერძნულად მოლაპარაკე სამყაროსთან მებრძოლმა რომაელებმა  პოლიტიკურად და კულტურულად სასარგებლოდ ჩათვალეს თავის წინაპრად გამოეცხადებინათ ჰომეროსის გმირი და ბერძნების მტერი ენეოსი რომელსაც ბერძნული ერუდიცია უკვე აკავშირებდა რომთან.

 

როგორც არ უნდა იყოს, ბევრად ადრე ვირგილიუსამდე და მის « ენეიდამდე », ბევრად ადრე

Ennius-ის ანალებამდე, რომაელები ენეოსს თვლიდნენ მათ შორეულ წინაპრად, მათი რასის მამად.

 

 მოტივის პოლიტიკური გამოყენება

 

მაგრამ წარმოსახვითი, ისტორიის თვალსაზრისით ყალბი მონაცემიც შეიძლება ისეთივე ძლიერი იყოს როგორც რეალური, ისტორიულად ნამდვილი მონაცემი და მან ისეთივე გავლენა შეიძლება მოახდინოს მოვლენებზე როგორც ისტორიულმა რეალობამ.

ასე იყო რომის ისტორიაშიც რომაელების სავარაუდო ნათესაობამ ტროელებთან იმოქმედა  პოლიტიკურ და სამხედრო ურთიერთობებზე.

აი ამის 3 მაგალითი.

 

ძვ.წ. 280 წელს იტალიას თავს დაესხა და შეესია ეპირის მეფე Pyrrhus.

ეს პირუსი ამბობდა რომ არის აქილევსის უშუალო შთამომავალი და უტევს რომს იმიტომ რომ ისაა ბერძენი და რომი არის ახალი ტროა  (Pausanias, I, 12, 2).

 

რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ატყდა პირველი პუნიკური ომი სიცილიის ქალაქი Ségeste მაშინვე ჩაბარდა რომაელებს და რომაელები მათ ძალიან  დიდდსულოვნად და გულუხვად მოექცნენ.

რატომ? იმიტომ რომ სულ მცირე მეხუთე საუკუნიდან სეგესტელებიც რომაელების მსგავსად თავს თვლიდნენ ტროელების შთამომავლებად.

მესამე მაგალითი იმპერიის ხანისაა. იმპერატორმა კლავდიუსმა(Suétone, Claude, 25, 10) ტროელები  როგორც რომაული რასის წინაპრები სამუდამოდ //in perpetuum// გაანთავისუფლა გადასახადებისგან.

 

სვეტონიუსის თქმით იმპერატორმა კლავდიუსმა თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა ბერძნულად დაწერილ ძველ წერილზე რომლითაც რომის სენატი და ხალხი მეფე სელევკოსს // Séleucus// პირდებოდა თავის მეგობრობას და კავშირს იმ პირობით თუ კი ის ყველანაირი გადასახადისგან გაანთავისუფლებდა მათ ნათესავ  ტროელებს (consanguineos suos.

 

ტროელთა გამოცხადება თავის წინაპრებად ეფექტური პოლიტიკური პროპაგანდა იყო რომაელებისთვის მართლაც იყვნენ ისინი ტროელთა შთამომავლები თუ არა.

 

ძვ.წ. 509 წელს მოსახლეობამ გააძევა ბოლო მეფე ტარკვინიუს ბრწყინვალე  და გამოცხადდა რესპუბლიკა.

ჩვენ კარგად ვიცნობთ ახალგაზრდა რესპუბლიკის ინსტიტუტებს, ისევე როგორც მათ ევოლუციას ნამდვილი დემოკრატიისკენ რომელიც შემდეგ დაკნინდა და გადაიზარდა მონარქიის ახალ ფორმაში, იმპერიაში.

 

    რესპუბლიკა, მისი აპოგეა და და დაკნინება

 

რესპუბლიკას მართავდა 2 « კონსული », სახელმწიფოს მეთაურები და სარდლები.  მათი მანდატის ხანგრძლივობა მკაცრად იყო შემოფარგლული 1 წლით // სულ მცირე თავიდან და არ იყო განახლებადი//. იყო ორ პიროვნებას შორის გაყოფილი ხელისუფლების კოლეგიალობა რასაც ხელი უნდა შეეშალა ტირანიის დაბრუნებისთვის.

კონსულებს და სხვა მოხელეებს // მოსამართლე პრეტორებს სახელმწიფო ფინანსების გამგებელ ქვესტორებს, მოსახლეობის კარგ ყოფაქცევაზე მეთვალყურე ცენზორებს, პოლიციაზე პასუხისმგებელ ედილებს.. // ირჩევდა სახალხო კრება.

 ცენზორების მიერ მთელი ცხოვრებით დანიშნული წევრებისგან შემდგარი სენატი იღებდა კანონებს და უძღვებოდა საგარეო პოლიტიკას.

 

ომის დროს სახალხო კრებას შეეძლო « დიქტატორის »  არჩევა.

ეს დიქტატორი არ გავდა თანამედროვე დიქტატორებს.

ძველ რომში დიქტატორს ირჩევდნენ 6 თვით. 6 თვის შემდეგ მას აუცილებლად უნდა დაეტოვებინა თავისი თანამდებობა და უნდა ჩაებარებინა ანგარიში.

 

   თავიდან ეს კონსტიტუცია არ ყოფილა რეალურად დემოკრატიული.  ეს უფრო იყო პლიგარქია.

ხმის მიცემაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ მამაკაცებს. თანამდებობებზე თავიდან ინიშნებოდნენ არისტოკრატები, პატრიციები.

თანდათანობით სახელმწიფო შენობაში გაიზარდა პლებეების როლი.

ძვ. წ. 471 წელს პლებეებმა მიაღწიეს იმას რომ შეიქმნა ხალხის ტრიბუნის თანამდებობა. ამ ტრიბუნს ჰქონდა ვეტოს უფლება. .

ძვ.წ. 367 წლიდან ორი კონსულიდან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო პლებეი.

რომის რესპუბლიკამ თავიდანვე დაიწყო მეზობელი და არც ისე მეზობელი მხარეების დაპყრობა.

ექსპანსია დაჩქარდა  მე-3 საუკუნეში.

ძვ.წ. 270 წლისთვის რომმა დაიპყრო თითქმის მთელი იტალიის ნახევარკუნძული.

ძვ.წ. 264-146 წლებს შორის რომმა თანდათანობით მოსპო კართაგენი და შემდეგ დაიწყო ხმელთაშუა ზღვის მთელი აუზის// ფართო გაგებით// დაპყრობა.  მან დაიპყრო ძველი საფრანგეთი გალიაც, იბერიაც// დღევანდელი ესპანეთი// და გერმანიის დიდი ნაწილიც.

 

რომის  ტერიტორიის სწრაფმა და უეცარმა გაფართოებამ გამოიწვია დემოკრატიის დამასუსტებელი სოციალური ძვრები.

 

ძვ.წ. 107 და 79 წლებს შორის მარიუსმა და სულამ მათი ხელისუფლება დაამყარეს არმიის დახმარებით. ისინი იყვნენ დიქტატორები ამჯერად ამ სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობით.

სამოქალაქო ომში გამარჯვების შემდეგ დიქტატორი გახდა კეისარი.

იფიქრეს რომ მას უნდოდა თავის სასარგებლოდ  სამეფოს აღდგენა და ის მოკლა ბრუტუსმა

// სინამდვილეში უცნობია თუ რა უნდოდა კეისარს//..

კეისარის მოკვლის შემდეგ კიდევ ატყდა სამოქალაქო ომი.  კეისარის მიერ ნაშვილებმა ოქტავიუსმა გასრისა კლეოპატრასთან კავშირით სახელგანთქმული მარკუს ანტონიუსი და ძვ.წ. 27 წელს აიღო ხელისუფლება.

ეს ამბავი ითვლება რესპუბლიკის დასასრულად.

 

  რომის იმპერია

 

ოქტავიუსი გარეგნულად პატივს სცემდა რესპუბლიკურ ინსტიტუტებს. ის განსაკუთრებით ერიდებოდა ყოველგვარ მინიშნებას რესპუბლიკის დასაწყისიდანვე ნალანძღ-ნათრევ სამეფოზე და კმაყოფილდებოდა იმპერატორის წოდებით //იმპერატორი თავიდან ნიშნავდა მთავარსარდალს//.

 მოქნილმა ოქტავიუსმა მოახერხა ფაქტიური მონარქიის დამყარება.

ძვ.წ. 27 წელს სენატმა ოქტავიუსს მიანიჭა ავგუსტუსის წოდება, რაც მას ანიჭებდა ერთგვარ « ღვთაებრივ » სტატუსს.

ამ საფუძველზე იმპერატორი თანდათანობით იქცა ახალ და მანამდე უცნობ მონარქიულ წოდებად.

 

სამოქალაქო ომების ათწლეულების შემდეგ  ოქტავიუსის // იმპერატორი ავგუსტუსის// მეფობა სასიკეთო აღმოჩნდა. ეს იყო მშვიდობის და კეთილდღეობის ხანა.

მოსახლეობამ ბოლოს და ბოლოს მიიღო ფაქტობრივი და თეორიულად მემკვიდრეობითი მონარქია.

 

პრაქტიკულად კი ტახტზე ასვლის ჩვეულებრივ საშუალებად იქცა მკვლელობა და/ ან სახელმწიფო გადატრიალება.

 

ჩვენს კონტექსტში იმპერია ყველაზე მეტად გვაინტერესებს კულტურის თვალსაზრისით.

რომის რესპუბლიკა დიდად არ ბრწყინავდა თავისი კულტურით.

რამოდენიმე რუდიმენტარული ტაძრის გარდა მისგან არ დარჩენილა ბევრი ნაშთი.

მესამე-მეორე საუკუნეებში კი გაჩნდა კარგი თეატრი // ტერენციუსი, პლავტი…//, მაგრამ ეს რამდენადმე იზოლირებულ რამედ დარჩა.

საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ რომმა მიიღო დამარცხებულთა კულტურა.

მაშინ გაჩნდა ისტორია // სალუსტიუსი//, რიტორიკა // ციცერონი//, ფსრთო გაგებით ლიტერატურის ახალი მონახაზები.

 

ავგუსტუსის გამოჩენის შემდეგ რომაულმა კულტურამ განიცადა შემძვრელი აღმავლობა. დღემდე შემორჩენილი პრაქტიკულად ყველა რომაული ნაშთი თარიღდება იმპერიული ხანით.

გამჩნდნენ დიდი პოეტები ჰორაციუსი, ოვიდიუსი, ვირგილიუსი, ისტორიკოსი ტაციტუსი, ფილოსოფოსი სენეკა და ბევრი სხვა.

 

ქრისტიანობაც გაჩნდა და განვითარდა იმპერიულ ხანაში. ამას ხელს უწყობდა ნეოპლატონური მიმდინარეობა.

 ქრისტიანობა ჯერ მიიღო ებრაელთა ნაწილმა, შემდეგ ის გაეხსნა არაებრაელებს.

დევნის მიუხედავად ქრისტიანთა თემი ძალიან მალე გაძლიერდა.

იმპერატორი კონსტანტინე დიდის დროს //დაახლოებით 270-337// ქრისტიანობა იქცა სახელმწიფო რელიგიად და ეკლესია იქცა იმპერიის ინსტიტუტად.

ცოტა ხნის შემდეგ იმპერია დაემხო და რელიგია გადარჩა.

 

კულტურული სიმდიდრის მიუხედავად იმპერიული პერიოდი ემთხვევა რომის დაკნინებას.

იმპერატორმა თეოდოსმა ა.წ. 399 წელს დაადგინა მისი აზრით მეტისმეტად დიდი და უმართავი იმპერიის გაყოფა.

კომუნიკაციის საშუალებები ისეთი იყო ცენტრალური ხელისუფლების ბრძანების მისვლას დანიშნულების ადგილამდე სჭირდებოდა 3 თვე და ეს მიუღებელი იყო კრიზის პერიოდში.

კრიზისი კი ათწლეულები გრძელდებოდა.

იმპერია ვეღარ იგერიებდა გერმანელ ოსტროგოთებს, ვიზიგოთებს, ვანდალებს… ვანდალებთან ერთად რომი ააოხრეს ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ალანებმაც.

ამ გერმანელებმა ააოხრეს რომის იმპერია და დასახლდნენ მის ტერიტორიაზე.

 

   თეოდოსის მიერ დადგენილი გაყოფის შემდეგ იყო 2 « რომაული » იმპერია.

აღმოსავლეთი რომის ანუ ბიზანტიის იმპერიის დიდების ხანა იყო იმპერატორი იუსტინიანეს ხანა. ის იგერიებდა არაბებს, სელჩუკ თუ ოსმალ თურქებს, კიევის რუსეთის დამაარსებელ სკანდინავ ვიკინგ-ვარიაგებს, დრო და დრო სერბებსაც,ფრანკ რაინდებსაც და ვენეციელ ვაჭრებსაც, მაგრამ ამ ბრწყინვალე იმპერიამ გაძლო 1453 წლამდე, ამ წელს მან ვერ გაუძლო სულთანი მეჰმეტ მეორეს

შეტევას.

 

გერმანელებმა კი ბევრად უფრო ადრე მოუღეს ბოლო დასავლეთ რომის იმპერიას.

ოსტროგოთების მეფე ოდოაკრმა ა.წ. 476 წელს გადააყენა ტახტიდან უკანასკნელი იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი.

ეს იყო იმპერიის ოფიციალური დასასრული.

ანტიკური კულტურა აფეთქდა და დაიშალა. ეს იყო შუა საუკუნეების დასაწყისი.

 

    არასპეციალისტმა, არაისტოტიკოსმა, შეიძლება არ იცოდეს ამ ხანის ყველა დეტალი, მაგრამ აუცილებელია ანტიკური ხანის გლობალური სურათის ცოდნა.

 

მინიმალური სინთეტური ცოდნის გარეშე ჩვენ სულ დავიკარგებით ფილოსოფიაში, ისტორიაში, ეკონომიკაში და პოლიტოლოგიაში

 

 ბერძნულ-რომაული სიძველე და მისი აქტუალობა

 

ბერძნულ-რომაულ სიძველეში წინ მოდის გონება და უკან იხევს მითი. ეს ხანა ამავე დროს აბსტრაქციის აღმავლობის ხანაა.

ჩვენი საკუთარი მსოფლმხედველობა წარმოუდგენელი იქნებოდა ამ 2 ფაქტორის გარეშე.

 

მითის დაძლევა

 

ეგვიპტეს, ბაბილონს და ა.შ. უკვე ჰქონდათ  ძალიან მაღალი დონის კულტურა.

ამ ცივილიზაციებს უკვე ჰქონდათ კანონმდებლობა, გარკვეული მეცნიერული ცოდნა, ზოგი ტექნოლოგია.

მაგრამ სამყაროს ასახსნელად მათ ყოფნიდათ მითი.

რომელიღაც ღვთაება იყო სეზონთა ცვლილების უკან. სხვა ღვთაება უზრუნველყოფდა მიწის ნაყოფიერებას. უამინდობა გამოხატავდა ზევსის რისხვას.

მატერიალურ სამყაროზე მაღლა იდგა სულიერი სამყარო,  და თვითონ მატერიალურ სამყაროშიც იყო სულიერი ძალა.

 

ჰომეროსის პოემებში ღმერთები და ქალღმერთები მასიურად და აქტიურად ერევიან ომში, ადამიანთა ცხოვრებაში.

 

 ჰომეროსის მერე გავიდა საუკუნეები და ადამიანებმა თანდათან დაიწყეს კითხვების დასმა. წინასოკრატულ ფილოსოფოსებად წოდებულებმა, თალესმა, პარმენიდმა, ანაქსაგორმა და სხვებმა დაიწყეს აზროვნება მითოლოგიური ტრადიციისგან დამოუკიდებლად.

მაგრამ ეს იყო ფილოსოფიის პირველი მონახაზები.

გადასადგმელი იყო გადამწყვეტი ნაბიჯი და ეს ნაბიჯი გადადგა სოკრატემ.

 

სოკრატე მიხვდა რომ სანამ იტყვის რომ იცის რაღაცა ფილოსოფოსმა უნდა დასვას კითხვები თუ რა არის ცოდნა, , თუ როგორ უნდა იყოს დარწმუნებული იმაში რომ იცის.

სოკრატეს აზრით მხოლოდ ამ ტიპის კითხვების წინასწარ დასმა იძლეოდა ცოდნის შეძენის, რაღაცის გაგების შესაძლებლობას.

დასავლური ცივილიზაცია ანტიკური ხანიდან სოკრატეში ხედავს ფილოსოფიის წამხალისებელს.

 

სოკრატეს სწავლება გააგრძელა და გააღრმავა მისმა მოწაფე პლატონმა.

პლატონური სისტემით გადაიდგა დამატებითი ნაბიჯი.

ჭეშმარიტება არის ხილული სამყაროს მიღმა.  პლატონმა ცოდნას გაუხსნა ახალი განზომილება-აბსტრაქცია.

დღევანდელი მეცნიერებაც და რელიგიაც წარმოუდგენელი იქნებოდა პლატონის გარეშე.

 

როგორც პლატონის ისე მისი  მემკვიდრე არისტოტელეს აზრით გონება უწინარეს ყოვლისა არის ცოდნის,ეთიკის და მორალის სამსახურში, მაგრამ არის კიდევ უფრო ფუნდამენტური კითხვები :

რატომ ვართ აქ ?  აქვს თუ არა აზრი ჩვენს არსებობას ? და რა აზრი აქვს ჩვენს არსებობას ?

ამ კითხვების დასმისას გონება სწრაფად ხედავს თავის საზღვრებს.

უფრო ზუსტად ფილოსოფია ხედავს რომ ცოდნა არაა ყველაფერი.

სწორედ ამ კონტექსტში შეიქმნა  ფილოსოფიური მიმდინარეობები სტოიციზმი და ეპიკურეიზმი.

 

  სტოიციზმი და ეპიკურეიზმი

 

ნამდვილად ბუდიზმის გავლენის განმცდელი სტოიციზმის აზრით სიცოცხლეს და მის ფაციფუცს აზრი არ აქვს.  მაშ, უნდა მოშორდე ცხვრების მაცდურ-მომხიბლავ მხარეებს. ამის მიღწევა შეიძლება ჭვრეტა-მედიტაციით რომელსაც შეავსებს ზოგი ვარჯიში.

ეპიკურეიზმიც თვლის რომ სიცოცხლეს არა აქვს  აზრი. მაგრამ რადგანაც სიცოცხლე იძლევა სასიამოვნო მომენტებს და უნდა ვისარგებლოთ ამით ვინაიდან ეს არ გაგრძელდება დიდხანს.

 

მაგრამ ეპიკურე არ ყოფილა მარკიზ დე სადის პათოლოგიური თხზულებების პერსონაჟი და არ ქადაგებდა სიამოვნებას სათამაშო ობიექტად გადაქცეული ადამიანის ტანჯვა-წამების ფასად.

 

დღემდე ვერ გაგებული ეპიკურე
საყმაწვილო საკითხავი ნაღდი ევროპელებისათვის : დღემდე ვერ გაგებული ეპიკურე (ძვ.. 342-306) :
დღეს ეპიკურეველს უწოდებენ იმას ვინც მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე ფიქრობს და ოცნებობს. მაგრამ ეპიკურეს ფილოსოფია სულაც არაა ნებისმიერ,თუნდაც სხვისი ტანჯვაწამების ფასად დაუყოვნებლად ტკბობის გამოუსწორებელი მაძებარი ჰედონისტის და სადისტის დოქტრინა.
სულაც პირიქით, ლაპარაკია ჭეშმარიტ ასკეზაზე და ვნებების,ჟინის და სიმდიდრის გარეშე ცხოვრების იდეალზე.
ეპიკურიზმი არაა ჰედონიზმი ( სიამოვნების კულტი).
პირიქით, ეპიკურე გვეუბნება რომ ბედნიერებას სულიერი სიმშვიდის //ატარაქსიის// ფორმით მივაღწევთ ყოველგვარ ამბიციაზე, ყოველგვარ ძალაუფლებაზე უარის თქმით,მეგობრობით, სუფთა წყლის და საკვების მიღებით, სუფთა ჰაერით სუნთქვით, მეგობრების წრეში ცხოვრებით და სხვისი და საკუთარი თავის ტანჯვისთვის თავის არიდებით.


პურის ნაჭერი საკმარისია იმისათვის რომ აღარ გავიტანჯოთ შიმშილით.
ადამიანთა ბოროტებისაგან თავის დასაცავად საკმარისია რამოდენიმე ერთგული მეგობარი.
მეტის, სიმდიდრის, კაი ჭამასმის ძიება საკუთარი თავის უბედურებაში ჩაგდებაა.
«
როდესაც ვამბობთ რომ სიამოვნება არის სუვერენული სიკეთე ჩვენ არ ვფიქრობთ აღვირახსნილთა ,გარყვნილთა სიამოვნებებზე თუ ფიზიკურ სიამოვნებებზე »,ხსნის ეპიკურე.
სიამოვნება, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ არის ფიზიკური ტკივილის და სულიერი მღელვარების განუცდელობა
ეპიკურევლების თქმით ისინი სიამოვნებით ცხოვრობენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი მიმართავენ მკაცრ ასკეზას. ცხოვრობენ უბრალოდ, ადამიანთაგან მოშორებით. ისინი ცდილობენ სიკვდილისა და ტანჯვის შიშის დაძლევას.
აპათია ( ეტიმოლოგიური მნიშვნელობით ვნებების ჟინთა არქონა),რომლის მიღწევასაც ისინი ცდილობენ სათნოა, ღირსეულია :
ვისაც არაფერი  უნდა არ იქურდებს და არ იტყვის ტყუილს თავისი მიზნის მისაღწევად.

 

//Le Monde des religionss ,10 clés pour comprendre Les sagesses grecques//

 

 ფილოსოფია და პოლიტიკა

 

მითოლოგიის ბატონობიდან გამოსვლას და ხილულ, მატერიალურ რეალობაზე კონცენტრაციას ჰქონდა შდეგები პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებშიც.

მეფე-ქურუმის ხელისუფლება გულისხმობდა « კონტაქტს ღმერთებთან ». ეს იყო საკრალური, ხელუხლებელი ფუნქცია და მისია.

მაგრამ ბერძნულ-რომაულ სამყაროში დაიწყო სამყაროს დესაკრალიზაცია., მითმა დაიხია უკან და პოლიტიკა გადაიქცა ადამიანთა და არა ღმერთთა საქმედ, უფრო ზუსტად ძალთა თანაფარდობის საკითხად.

 თავიდან, რა თქმა უნდა, ეს ჯერ არ იყო დემოკრატია. ხელისუფლება რომ გქონდეს უნდა გქონდეს ამის საშუალება.

ხელისუფლება თავიდან, მაშ, იყო მდიდარ მიწათმფლობელთა ხელში. გასაგები მიზეზების გამო ისინი წამყვან როლს ასრულებდნენ სამხედრო სფეროში.

რეჟიმის ამ ტიპს ჰქვია ოლიგარქია.

მაგრამ დემოკრატიისკენ გზა გაიხსნა.

გაბატონებული უმცირესობის ძალაუფლება აღარ ეფუძნებოდა რაიმე საკრალურ პრინციპს  და ბოლოს და ბოლოს  იძალა ხალხურმა უმრავლესობამ.

განსაკუთრებით ათენის ისტორია, რომელიც მოიცავს არქაულ და კლასიკურ პერიოდებს,  კარგად გვიჩვენებს ეტაპებს ევოლუციისა რომელიც დაიწყო მითოლოგიის ბატონობისგან სულ მცირე ნაწილობრივი განთავისუფლებით  და დამთავრდა რამდენადაც შეიძლებოდა, შეძლებისდაგვარად სრულყოფილი დემოკრატიის დამყარებით.

 

მაგრამ პოლიტიკის დესაკრალიზაციას შეიძლება ჰქონდეს 2 მხარე.

საკრალურად აღიარებული ხელისუფლება თავისი სტატუსისგან იღებს არსებით სტაბილურობას რაც აკლია « ღვთაებრივი » წყაროს არმქონე ნებისმიერ უბრალოდ ადამიანურ ხელისუფლებას.

დემოკრატიასაც აკლია სტაბილურობა.

დემოკრატიის არასტაბილურობას გვიჩვენებს ათენის და რომის მაგალითები.

 

    ფილოსოფია და რელიგია

 

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რელიგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყოველ კულტურაში, მათ შორის ჩვენს კულტურაში.

 

მაგრამ უკვე უძველეს ხანაში, უკვე ჰომეროსის დროს, ადამიანები გამოხატავდნენ გარკვეულ უკმაყოფილებას მეტისმეტად ანტროპომორფული რელიგიით რომელშიც ღმერთები მეტისმეტად გავდნენ ცუნდრუკა უზნეო ადამიანებს.

სხვანაირი ღმერთის წარმოდგენა შეუძლია აბსტრაქციის უნარის მქონე ადამიანს. ამ უნარს კი ვხვდებით პითაგორასთან, პლატონთან და ა.შ.

ჭეშმარიტებაც და ღმერთიც არის ხილული სამყაროს მიღმა.

ბერძნები აღარ დაკმაყოფილდნენ ოლიმპოს მთაზე მცხოვრები ცელქი ღმერთებით.

მათ დაიწყეს ღვთაების ძიება ხილული სამყაროს მიღმა.

ფილოსოფიური ცნებების გამოყენებით შეიძლება ითქვას რომ ის ეკუთვნის ტრანსცენდენტურობას.

 

//  ტრანსცენდენტურობა, ლათინური ცნებიდან transcendere, « მიღმა არსებობა, მეტობა,». იმანენტურობის საწინააღმდეგოდ ტრანსცენდენტურია ის რაც არსებობს ხილული, გრძნობებით აღქმადი, მატერიალური სამყაროს მიღმა, მასზე უფრო მაღლა. ასე ლაპარაკობენ ღვთაებრივ ტრანსცენდენტურობაზე//.

 


En savoir plus sur
http://www.lemonde.fr/revision-du-bac/annales-bac/philosophie-terminale/transcendance_ix080.html#t7Ocs7gsU5w2uDfF.99

 

მაგრამ საკუთრივ წარმართი ბერძნების რელიგიაც არ ყოფილა მარტივი

 

ამაზე მოწმობს ძველი ბერძნული ლეგენდა თებეს დამფუძნებელი კადმოსის და ჰარმონიას //Harmonie// ასულ სემელეზე //ძველ ბერძნულად Σεμέλη/ სემელე//, რომელიც იყო  ძველ ბერძენთა უზენაესი ღმერთი ზევსის ერთ-ერთი საყვარელი და ღმერთი დიონისეს დედა.

 

მითი

   ზევსის მეუღლე ქალღმერთი ჰერა ეჭვიანობდა. მან მიიღო სემელეს აღმზრდელის სახე და თავის მეტოქეს ურჩია ეთხოვა ზევსისთვის წარმომდგარიყო მის წინაშე თავისი ნამდვილი სახით. უბედურმა მოკვდავმა  სემელემ დაუჯერა.

 

ზევსი შეძრწუნდა, მაგრამ ის ადრე დაპირდა სემელეს რომ აასრულებდა ყველაფერს რასაც ის მოისურვებდა და უკან ვეღარ წაიღო  მიცემული სიტყვა.

ის წარუდგა, მაშ, მოკვდავ სემელეს თავისი ელვებით და ჭექა-ქუხილებით.

უბედურმა მოკვდავმა ქალმა ვერ აიტანა ამის დანახვა და დაიწვა.

ზევსმა კი მოასწრო და მისი მუცლიდან გამოიყვანა მათი შვილი დიონისე.

შემდეგ უკვე გაზრდილი დიონისე ჩავიდა ჯოჯოხეთში, მან გამოიყვანა თავისი დედა მიცვალებულთა სამეფოდან და აიყვანა ის ოლიმპოზე სადაც სემელე გახდა უკვდავი და სახელად მიიღო Thyoné.

 

ასე რომ 1. ძველ ბერძენთა უზენაეს  და ყოვლისშემძლე ღვთაებასაც არ შეეძლო აბსოლუტურად ყველაფერი.თუ მიეცი სიტყვა, თუ დაპირდი შეასრულე. ამ მოთხოვნას ზევსმაც ვერ გადაუხვია.

  1. მოუმზადებელი მოკვდავი ვერ იხილავს ღმერთის ნამდვილ სახეს და თუ იხილავს დაიღუპება.

ხოდა უზენაესი რეალობის დასანახავად ძველმა ბერძნებმა პითაგორამ, ორფეოსის, დიონისეს მიმდევრებმა, შეიმუშავეს სპეციალური წესები და პროცედურები რომელთაც ერქვა მისტერიები.

ძველმა საბერძნეთმა ეს წარმოდგენებიც უანდერძა კაცობრიობას.

 

დღესაც არსებული ტრანსცენდენტული ტიპის რელიგიის გენეზისში პლატონის ისტორიული როლი თავიდან  ცხადი გახდა ფილონ ალექსანდრიელის // დაახლოებით ძვ.წ 15-ა.წ.50// ძალისხმევასთან ერთად. მას უნდოდა იუდაიზმის ფორმულირების გარდაქმნა პლატონის სისტემის საფუძველზე.

იყო ნეოპლატონიზმიც რომელმაც იმოქმედა ქრისტიანობაზეც.

 

 

    ფილოსოფია და ხელოვნება

 

ძველი ბერძნები აქანდაკებდნენ ზევსს, აპოლონს,  ათენას. ეს არ იყო რეალიზმი. ეხლა დგავენ მერაბ მამარდაშვილის, სერგო ფარაჯანოვის, ანატოლი სობჩაკის და მათნაირთა კერპებს. ესაა მწარე რეალობა რომელსაც მოფერებით უძახიან რეალიზმს.

 

სფინქსის მაგივრად ლენინის კერპია ნიუ იორკშიც. აი ამას უძახიან პროგრესს, მითებისგან განთავისუფლებას.

 

ძველმა საბერძნეთმა და რომმა უდიდესი  კულტურა დაგვიტოვეს. მათმა კულტურამ ბევრი რამით განსაზღვრა ჩვენი დღევანდელი ყოფაც.

 

მაგრამ დღევანდელმა, ჩვენმა თანამედროვე კრეტინებმა ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა კარიკატურად აქციეს.

 

 დღევანდელ კრეტინთა ნაწილი აღარ ცემს პატივს იმას რასაც ხედავს,ის აბსოლუტურად განთავისუფლდა მითებისგან, რელიგიისგან, მან დაკარგა სამყაროს იდუმალების და სილამაზის განცდა და დაიწყო მტკიცება იმისა  რომ  ხილული მატერიალური სამყარო არის კაცმა არ იცის რატომ გაჩენილი უაზრო  მოლეკულების გროვა რომელსაც შეიძლება უქნა რაც გინდა თუ გაქვს ამის შნო,უნარი და სურვილი.

ხოდაა ააოხრეს დედამიწა, გაჩეხეს ტყეები, მოწამლეს მიწა, წყალი, ჰაერი, გაწყვიტეს ცოცხალ არსებათა უამრავი სახეობა და არის ეკოლოგიური პრობლემები და კატასტროფები.

 

დღევანდელ კრეტინთა მეორე ნაწილი ადამიანსაც აღარ აგდებს არაფრად.  ასეთების აზრით ადამიანი არის კაცმა არ იცის რატომ რისთვის გაჩენილი სუსტი, უბადრუკი, მოკვდავი და საზიზღარი არსება.

 

ამისთანებმა შექმნეს მთელ დედამიწაზე მოდებული ტრანსჰუმანისტური და პოსტჰუმანისტური მიმდინარეობები რომელთა მიზანიცაა ამ საზიზღარ-საძაგელი არსების, ადამიანის გადაქცევა ძველი ბერძნების ოლიმპოს ღმერთების ნაირ უკვდავ არსებებად გენეტიკური მანიპულაციების, უახლესი ტექნოლოგიების, რობოტიკა-ინფორმატიკა-ნანოტექნოლოგიის და ა.შ. მეშვეობით.

 

ბოდიში მაგრამ ესაა დღეს არსებული კაცობრიობის მოკვლის და მისი ხელოვნურად მოთითხნილი გაუგებარი რაღაცეების ბრბოთი შეცვლის პროგრამა.

ძალიან საშიში კარიკატურაა ძვირფასებო, გამოფხიზლდით.

 

ამიტომაა აუცილებელი ყველასთვის კაცობრიობის ისტორიული მემკვიდრეობის პატივისცემა, მისი თუნდა ბაზისური პრინციპების ცოდნა და ამით თვითონ კაცობრიობის პატივისცემა.

 

აი ამას ისახვს საერთო კულტურა. გენიალური გამოგონება. ქართველებისთვისაც აუცილებელი რამე.

                  გაგრძელება იქნება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s