გენიალური ევროპა საერთო კულტურა 5

გენიალური ევროპა  საერთო კულტურა-5, ვოლტერიდან პროფესორ სიგუამდე პოლ ვალერის გავლით.

 C79 TRES GRAND BUSTE STATUE VOLTAIRE FRANCOIS MARIE AROUET DIT VOLTAIRE HT 58CM - Autres Collections

Afficher l'image d'origine

 

ვოლტერიდან ვალერიმდე

რა უნდა იცოდეს არასპეციალისტმა ევროპელმა სამყაროს, ამ შემთხვევაში ისტორიის და კულტურის შესახებ, ცოდნის მინიმუმი

 

Peter Punin, La Culture générale, Studyrama,2009

 

 განმანათლებელთა საუკუნე

 

დღეს გვასწავლიან რომ განმანათლებელთა საუკუნე არის გონების გლობალური განთავისუფლების, უმეცრებით შებოჭილი და რელიგიის მიერ დამონებული გონების განთავისუფლების საუკუნე, რომ ესაა ჯერ კიდევ აღორძინების ხანაში დაწყებული მოძრაობის განსრულება…

 

განმანათლების სული არ ჩამოვარდნილა ციდან. 

 

საბუნებისმეტველო მეცნიერებათა აღმოჩენების განსხვავებამ საკრალური ტექსტებისგან დააფიქრა ადამიანები იმაზე თუ რამდენად სწორეა წარმოდგენები ადამიანთა საზოგადოების ღვთაებრივ საფუძვლებზე.

 

კლასიციზმის მიერ განდიდებული გონება კი გათამამდა და შებრუნდა როგორც კლასიციზმის ისე ხელისუფლების წინააღმდეგ.

 

სამაგალითო და მისაბაძ  მოდელად გამოცხადებული ანტიკური ხანის შესწავლამ მრავალი სწავლული დააეჭვა იმაში რომ ფრანგული მონარქია შეიძლება იყოს ღვთაებრივი ნების გამოხატულება.

 

აღსანიშნავია რომ განმანათლებელთა  უწინარეს ყოვლისა ფრანგული, უფრო ზუსტად კი ფრანგულენოვანი მოძრაობა დავალებული იყო ბრიტანული ცივილიზაციისგან. ~

ვოლტერს ძალიან მოსწონდა ინგლისი და მისი პოლიტიკური სისტემა. ის შთაგონებული იყო ინგლისით და მისი კონსტიტუციური მონარქიით.

 

ინგლისში მაღალმა არისტოკრატიამ უკვე შუა საუკუნეებში მოახერხა მეფის ხელისუფლრბის შზღუდვა თავის სასარგებლოდ.  არისტოკრატიის ეს მონაპოვარი დაფიქსირდა « ქარტიებში ». ეს ტენდენცია გაღრმავდა და ინგლისი დაწინაურდა დემოკრატიის თვალსაზრისით.

კრომველის // Cromwell,1599-1658//  საკამათო მეფობა ზოგი ასპექტით მოასწავებდა საფრანგეთის რევოლუციას.  მის დროს იყო ინგლისური საზოგადოების საშუალო კლასების მანამდე არნახული აღმავლობა.

მეფე Charles I გაასამართლა პარლამენტმა. მას მიუსაჯეს სიკვდილი. ის მოკლეს.

მოკლეს საკრალურ და ხელუხლებელ ფიგურად მიჩნეული სუვერენი.

ამ მკვლელობით გაიმარჯვა სახალხო სუვერენიტეტის იდეამ.

ზოგი ავტორის აზრით ინგლისელებმა თავისი დიდი რევოლუცია მოაწყვეს, თავისი დიდი მკვლელობა ჩაიდინეს ფრანგებზე ბევრად ადრე და ამიტომ ისინი არიან ფრანგებზე წინ.

 

კრომველის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ ტრადიციული მონარქია აღადგინეს. მაგრამ ვერ მოისვენეს და მეორე ინგლისურმა რევოლუციამ, დიდებულ რევოლუციად წოდებულმა რამემ დაამხო ისიც. ეს იყო გადამწყვეტი ტეხილი ბრიტანეთის ისტორიაში.

მეფედ გახდა დამხობილი სუვერენი Charles II-ის ჰოლანდიელი სიძე ვილჰელმ მესამე ორანჟი. ჰოლანდია კი იყო იმ დროისთვის დიდი პოლიტიკური თავისუფლების და სიტყვის თავისუფლების მქონე რესპუბლიკა.

ვილჰელმმა მიიღო პარლამენტის პრეროგატივების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და ქვეშევრდომთა უფლებების გარანტიების მიმცემი კონსტიტუციური მონარქია.

 

განსაკთრებით მნიშვნელოვანი იყო ის რომ  რეფორმასთან ერთად დაწყებული რელიგიური ბრძოლები ინგლისში გაგრძელდა ბევრად უფრო დიდხანს ვიდრე ეს იყო კონტინენტზე და ამ ბრძოლამ მიიღო განსაკუთრებით რთული ფორმა.

მეფე ჰენრი მერვის მერ განდევნილი კათოლიკეები  ყველა საშუალებით ცდილობდნენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. ეს იყო ამაო მცდელობები. ამას დაემატა პროტესტანტობის სხვადასხვა მიმართულებების //ანგლიკანების, პრესბიტერიელების, კალვინისტების და ა.შ.// კინკლაოებიბი და ერთმანეთთან დაპირისპირებები. იყო კიდევ ერთმანეთთან მაჩხუბარი მრავალი სექტა //პურიტანები, კვაკერები და ა.შ.//.

კრომველი წარმოადგენდა ხელისუფლების აღებას პურიტანების მიერ.

Charles II-ს ალბათ უნდოდა კათოლიკობის აღდგენა.

დიდი ბრიტანეთი სხვებზე უფრო მეტად გაამწარა რელიგიურმა ბრძოლებმა.

 

ამაო ჭინჭყლმა და დაუნდობელმა ბრძოლებმა თეოლოგიის სფეროდან გადაინაცვლა ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკის სფეროში.

 

გაჩნდა რელიგიური შემწყნარებლობის იდეა.

ბუნებით შეზღუდულ ადამიანის გონებას ყველა შემთხვევაში არ ძალუძს ღვთაებრივი არსის აღქმა და  ყველას შეუძლია ხსნის თავისებურად ძიება.

 

ადამიანებს ყელში ამოუვიდათ რელიგიური ომები და მათ იფიქრეს რომ ყველა რელიგია ერთნაირია და არც ერთ რელიგიას არა აქვს ერთადერთ ჭეშმარიტებად თავისი დოგმების დაძალების უფლება.

ყველაფერ ამას დაემატა მონტენის სკეპტიციზმი,ლაიბნიცის, მალბრანშის, სპინოზას აზრები.

 

მაგრამ ისტორიული მიზეზების გამო რელიგიური შემწყნარებლობის იდეის გავრცელება დაიწყო ინგლისიდან.

 

დასავლური აზრი მე-18 საუკუნის პირველი ათწლეულებიდან მზად იყო განმანათლებლობად წოდებული დიდი ინტელექტუალური რევოლუციის დასაწყებად.

 

                 არსი

 

დიდმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა უკან დახია რელიგიური დოგმატიზმი. კლასიციზმის დროს პრივილეგირებული სტატუსი მიენიჭა გონებას.  დემოკრატიის თვალსაზრისით მოწინავე ბრიტანულმა ცივილიზაციამ მნიშვნელობა მიანიჭა შემწყნარებლობას.

 

ყველაფერი აქედან ამოიზარდა განმანათლებელთა სულისკვეთება.

 

  როგორ უნდა დახასიათდეს განმანათლებელთა სულისკვეთება ?

 

 პირველ რიგში ეს იყო გონების ნამდვილი კულტი.

 

ვოლტერმა და მისმა მეგობრებმა გამოაცხადეს რომ მათ უნდა გაანათონ და გაანათლონ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებელთა, თომა აქვინელის და კრეტიენ დე ტრუას ბნელ შუა საუკუნეებში დამწყვდეული უბედური ხალხი. აი აქედანაა მეტაფორა განმანათლებელთა საუკუნე.

 

ეს მეტაფორა მიუთითებს ცოდნის სინათლეზე და ობსკურანტიზმის უარყოფაზე.

 

ამ განმანათლებელთა მტკიცებით გონიერება არის გარედან და სულერთია რომელი ტრადიციის ანუ ყველანაირი ტრადიციის მიერ ნაკარნახევი ჭეშმარიტების უარყოფა. ეს ჭეშმარიტებები ჯერ უნდა შეამოწმონ ვოლტერის თანამოაზრეებმა. თუ ისინი მოიწონებენ იმას რასაც ამბობს ტრადიცია. ყველაფერი კარგადაა.

ყველაფერი კარგადაა მაშინაც როდესაც ვოლტერის თანამოაზრეები უარყოფენ რაღაცას. აი მოკლედ ეგაა განმანათლებელთა გონიერება და ტოლერანტობა.

 

მაგრამ გონება არ უნდა ეძებდეს ცოდნას თავისთავად, ცოდნას ცოდნის გულისთვის.

უმაღლესი მიზანია საზოგადოების გარდაქმნა სამართალის და სულიერი შემწყნარელობის საფუძველზე, თანასწორობის დაჟინებული მოთხოვნა ჯერ არაა.

 

 არსებული საზოგადოების მიჩნევა შესაძლებელ გადაწყვეტათა შორის საუკეთესო გადაწყვეტად იქნებოდა დაბრუნება დოგმატიზმში თუ ობსკურანტიზმში. ერთი არ გამორიცხავს მეორეს.

საზოგადოების ანალიზი საზოგადოდ ცოდნის შეძენის მსგავსად უნდა უხმობდეს მხოლოდ გონებას რომელიც დაეყრდნობა დაკვირვებას და ექსპერიმენტს, გამოცდილებას.

ამა თუ იმ პოლიტიკური თუ სოციალური სისტემის ვარგისად გამოცხადების მაგივრად გონებამ უნდა იკვლიოს ისტორია და ერთმანეთს უნდა შეადაროს არსებული სისტემები.

სწორედ აქ ჩნდება მითითება ინგლისზე.

 

     ვოლტერი და ინგლისი

 

ვოლტერმა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში არსებული კომერციის თავისუფლება შეადარა  ფრანგულ რეგლამენტაციას.

საფრანგეთში არისტოკრატიას ეკრძალებოდა ვაჭრობა. კაპიტალი ფრანგი არისტოკრატების ხელში, მაშ, არაპროდუქტიული, უნაყოფო იყო.

არისტოკრატია კი უმაღლესი წოდება იყო და ყოველი ეკონომიკურად წარმატებული კომერსანტი ცდილობდა არისტოკრატად გახდომას. მე-18 საუკუნეში კი ეს იოლი გახდა. მაშინ შეიძლებოდა წოდების ყიდვა.

ეს შეუძლებელს ხდიდა საფრანგეთში კომერციის განვითარებას.

 

შედარებით პატარა კუნძულ ინგლისს კი არ ქონია არაჩვეულებრივი ბუნებრივი რესურსები, მაგრამ იქ განვითარდა კომერცია და ინგლისიც ამასთან ერთად გადაიქცა ლამის მსოფლიოს ბატონ-პატრონად. ვოლტერიც ალბათ შურით ლამის გულზე გასკდა.

 

განმანათლებლებს ესმოდათ რომ ამა თუ პოლიტიკური, ეკონომიკური  თუ სოციალური ნაკლის, ამა თუ იმ პოტენციური გაუმჯობესების ანალიზი არაა საკმარისი საზოგადოების შესაცვლელად. აუცილებელია სწავლა-განათლების მეშვეობით მენტალობათა შეცვლა.

 

რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს  აზროვნებისთვის აუცილებელი ინტელექტუალური  იარაღი //ცოდნა, რათქმა უნდა, მაგრამ აგრეთვე კარგი კითხვების დასმის უნარი, ჭეშმარიტებებად გამოცხადებული მოარული აზრების მთლიანობის შერყევის უნარი…//.

 

  განმანათლებლებს უნდოდათ თავისი აზრების რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაზიარება. ამიტომ ისინი წერდნენ არა იმდენად ჩვეულებრივ ფილოსოფიურ ტრაქტატებს რამდენადაც ხატოვან  ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ფილოსოფიურ ზღაპრებსაც, როგორც შინაარსით ისე არგუმენტაციით მისაწვდომ თხზულებებს. ყველაფერ ამას უნდა გაერთო კიდეც საზოგადოება.

 

   ენციპლოპედია

 

დიდროს ინიციატივით დაწერილი და გავრცელებული ენციკლოპედია  ეწერება განმანათლებელთა უწინარეს ყოვლისა პოლიტიკურ პროექტში და განასახიერებს ამ პროექტის სულს.

 

 მთელი არსებული ცოდნის ერთობლიობის მკითხველისთვის გასაგებად  გადმომცემი მასშტაბური გამოცემა ენციკლოპედია  დღეს აღარაა არაჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ მაშინ ეს დიდი სითამამე და გაბედულება იყო.

 

განმანათლებელმა ფილოსოფოსებმა შექმნეს ფილოსოფოსის განსაკუთრებული სახეობა.

განმანათლებელი ფილოსოფოსი და, ვთქვათ, ჰაიდგერის ნაირი « ხელობით ფილოსოფოსი »  არაა ერთი და იგივე.

 

«პატიოსანი ადამიანი » //honnête homme// მე-18 საუკუნის გაგებით არის მცოდნე იმისა რასაც აკრიტიკებს, ნასწავლ-განათლებული, შემწყნარებლობის ნიმუში,  პოლიტიკური პროექტის დაუღალავად და დაუზარებლად განმხორციელებელი ადამიანი.

განმანათლებელი ფილოსოფოსი აუცილებლად თავს შორს იჭერს საკუთრივ ფილოსოფიისგან. რომელიც მისი აზრით მეტისმეტად თეორიულია და მიუწვდომელია მასებისთვის.

ძირს კანტი და გაუმარჯოს ვოლტერს. ესეთია განმანათლებელთა ფილოსოფია.

მარტო ვოლტერს შეუძლია ბნელი უვიცი მასების გამოყვანა პასიური უმეცრების წყვდიადიდან.

 

მაგრამ განმანათლებელთა ასეთი თავისებური შეხედულება არაა არგუმენტი კანტის და მისნაირთა ნაგავში გადასაყრელად.

 

   ფილოსოფია რომელიც არ მოითხოვს საზოგადოების შეცვლას და ტანკით თბილისის დანგრევას არაა გადასაგდები ფილოსოფია თორე მაშინ პლატონზე უფრო დიდ ფილოსოფოსად ჩაითვლებოდა პროფესორი თენგიზ სიგუა.

 

     განმანათლებელთა ემბლემატური თხზულებები

 

ვოლტერის მოკლე და სახელგანთქმული თხზულება « კანდიდი » //Candide//  ემბლემატურია როგორც განმანათლებელთა  სულის ისე ამ სულის გამოხატვის ფორმის თვალსაზრისით.

 

ეს საკითხავად სასიამოვნო და ხელმისაწვდომი, გასაგები  ფილოსოფიური მოთხრობა გადმოსცემს აზრს რომელსაც « ტრადიციული » ფილოსოფია გადმოსცემდა ბევრად უფრო ძნელად გასაგები ტრაქტატის ფორმით.  ესაა უარყოფა სისტემისა რომელიც მიეწერება ლაიბნიცს.

 

ვოლტერი აქ მასხრად იგდებს იმას ვინც ენერგიას ხარჯავს ვოლტერის აზრით უაზრო კითხვების დასმით, ლაპარაკობს მიზეზების კლასიფიკაციაზე  აუცილებელ, საკმარის, ეფექტურ მიზეზებად და არ ლაპარაკობს იმაზე რაც ვოლტერს მიაჩნია ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებად.

 

მაგრამ რატომ უნდა გააფთრდე ამდენად ლაიბნიცის წინააღმდეგ ?

ვოლტერმა « კანდიდში » დახატა ლაიბნიცის ფილოსოფიის კარიკატურა, მაგრამ ეს ფილოსოფია სულაც არ დაიყვანება ამ კარიკატურაზე.

ეს ლაიბნიცი განსაკუთრებით რელიგიური შემწყნარებლობის საკითხში იყო განმანათლებელთა ერთ-ერთი წინამორბედი.

მოკლედ ვოლტერი ლანძღავს და აშაყირებს თავის წინამორბედს, კონკურენტს.

თანაც გაუგებარია თუ თუ რითია სასარგებლო სოციალური სამართლიანობისთვის და საზოგადოებისთვის აკადემიური მეცნიერების მასხრად აგდება.

 

დავაკვირდეთ Pangloss-ის მიერ შემოთავაზებული მოძღვრების ლაიტმოტივს, « შესაძლებელ სამყაროთაგან საუკეთესო სამყაროს » //le meilleur des mondes possibles//.

ეს კონცეფცია არ ნიშნავს სრულყოფილ სამყაროს. ესაა ოპტიმალური გადაწყვეტა სამყაროში სადაც ბოროტებამ შეიძლება ხელი შეუწყოს სიკეთის ტრიუმფ-გამარჯვებას.

არსებული პოლიტიკური სისტემის გამართლება აშკარაა- ამ სისტემას აქვს « აუცილებელი », სულ მცირე « გარდაუვალი » არასრულყოფილებები, მაგრამ ის რჩება საუკეთესო შესაძლებობად არსებულ შესაძლებლობებს შორის  და მასში არაფერი უნდა შევცვალოთ.

 

განმანათლებლების და მათ მიმდევართა აზრით კი შესაცვლელი ბევრი იყო. ამიტომ ეცნენ ისინი ლაიბნიცის ფილოსოფიას, უფრო კი მის ვულგარიზაციას რომელიც სასარგებლო იყო არსებული ხელისუფლებისთვის.

 

დიდრო კი ეცა სპინოზას ფილოსოფიას. მანაც მასხრად აიგდო ის რაც შეიძლებოდა სასარგებლო ყოფილიყო არსებული ხელისუფლებისთვის.

სპინოზას ვულგარიზებული ფილოსოფია ამბობდა რომ ყველაფერი წინასწარაა დაწერილი დიდ გრაგნილზე, რომ კაცობრიობის ხვედრი და ქმედებები ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრა ბედმა.

ცხადია რომ ამ პირობებში უსარგებლო იქნებოდა სულერთია რის წინააღმდეგ აჯანყება,  საფრანგეთის ნგრევის პირამდე მიმყვანი ლიუდოვიკო მეთხუთმეტის ცინიკური და არაკომპეტენტური მეფობის წინააღმდეგ აჯანყება.

 

მოკლედ მასხრად უნდა აიგდო ლაიბნიციც და სპინოზაც და თუ  ურაფერი  გამოვა ტანკით უნდა დაანგრიო თბილისიც. აი ეგეთია განმანათლებელი პროფესორი თენგგიზ სიგუას სიბრძნეც.

 

დიდრომ დაწერა მხატვრული თვალსაზრისით შესანიშნავი მოთხრობა « ჟაკ ფატალისტი და მისი მოძღვარი » //Jacques le fataliste et son maître//.

 მან ამხილა აბსურდულობა კონცეფციისა რომლის თანახმადაც ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული და გადაწყვეტილი.

დიდრომ ალბათ კანტამდე  თქვა რომ შეუძლებელია  განმსაზღვრელი ბედის არსებობის როგორც ჩვენება ის უარყოფა.

დიდრო აჩვენებს რომ ფატალიზმი ბევრად უფრო იოლად იხლართება თავის საკუთარ წინააღმდეგობებში ვიდრე აზრი რომლის თანახმაც ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ჩვენს ბედს. ფრთხილი დიდრო ამბობს რომ ის აგინებს არა სპინოზას ფილოსოფიას არამედ მის ვულგარიზაციას.

 

განმანათლებლების შემწყნარებლობა გახსნილი იყო უცხოური კულტურების და ცივილიზაციების მიმართ. მაგრამ ეს  ჯერ-ჯერობით იყო უფრო კეთილი სურვილები ვიდრე ამ უცხოური კულტურების და ცივილიზაციების ობიექტური ცოდნა.

 

 

განმანათლებელთა მთავარი წვლილი

 

 ინგლისური პოლიტიკური სისტემით შთაგონებული მონტესკიე // Montesquieu//  1748 წელს გამოქვეყნებულ თავის ნაშრომში « კანონთა სული » // L’Esprit des lois//  ამბობს რომ აუცილებელია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა გამოყოფა და განცალკევება ერთმანეთისგან. კანონის მიმღებები არ უნდა ასამართლებდნენ ამ კანონების მიხედვით. .

მთავრობისადმი მორჩილ მართლმსაჯულებასაც არა აქვს აზრი.

მონტესკიეს თქმით ხელისუფლებათა დაყოფა-დაცალკევება არის დემოკრატიის საფუძველი.

განმანათლებელ ავტორთაგან ცოტა განზე მდგომმა  რუსომ //Rousseau//  სოციალური კონტრაქტის //contrat social// თავისი იდეით  საბოლოოდ განდევნა « ღმერთის ნებით არსებული » პოლიტიკური სისტემების  და «უფლის წყალობით სუვერენის» ძველი იდეები.

ინდივიდი საკუთარი ნებით და შეგნებულად გადასცემს თავისი ბუნებრივი უფლებების ნაწილს სახელმწიფოს.

სახელმწიფოს მოქმედება კი ემორჩილება კანომდებლობას და სახელმწიფოს მოქმედებას აკონტროლებენ ხალხის წარმომადგენლები რომლებიც ამ მიზნით არჩეულები არიან ამ ხალხის მიერ. ეს იძლევა ყოველი ადამიანის თავისუფლების და თანასწორობის გარანტიას.

 

რაც შეეხება თანასწორობას განმანათლებლებს არ ჰქონიათ ერთიანი აზრი ამის თაობაზე.

მონტესკიესთან თანასწორობის ცნება არაა არსად.

რუსოს სჯერა მისი.

ვოლტერი ცდილობს იმის ჩვენებას რომ აბსოლუტური თანასწორობა მიუწვდომელია. მაგრამ მისი აზრით გარდაუვალი უთანასწორებები უნდა მომდინარეობდეს ყოველი ადამიანის ღირსებებიდან და დამსახურებებიდან და არა დაბადებიდან თუ რაღაც გაუმართლებელი პრივილეგიებიდან.

დასავლური დემოკრატიები და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია ანგარიშს უწევენ ვოლტერის აზრს. თანასწორობა შემოფარგლულია « აბსოლუტური თანასწორობით დაბადებისას » და « ყველას თანასწორობით კანონის წინაშე ».

 

რელიგიის სფეროში განმანათლებლების სული ქადაგებს შემწყნარებლობას. მაგრამ განმანათლებლები სხვადასხვანაირად ფიქრობენ.

მონტესკიე გულგრილია ღმერთის მიმართ.

ვოლტერის თქმით ღმერთმა შექმნა სრულყოფილი სამყარო და აღარ ერევა მის საქმეებში.

დიდრო, ლამეტრი, ჰელვეციუსი ქადაგებენ ათეისტურ მატერიალიზმს. კანტი ღრმად მორწმუნე ქრისტიანად აცხადებს თავს. ის ცოდნას განასხვავებს რწმენისგან.

 

 განმანათლებელთა საუკუნე დაკონკრეტდა აფრანგეთის რევოლუციით რომელიც ვერ იქნებოდა განმანათლებელთა ფილოსოფიის გარეშე. …

   ეს საუკუნე დამთავრდა ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციით  რამაც ერთგვარად დაასრულა აღორძინების ხანიდან გამოსული ჰუმანისტური განზომილება.

 

   ვოლტერი იმდენჯერ ვახსენეთ რომ მასზე ცოტა უფრო დაწვრილებით უნდა შევჩერდეთ.

 

 ფრანსუა-მარი არუე ვოლტერი//  François-Marie Arouet,Coltaire,1694-1778// უეჭველად არის განმანათლებელთა ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი.

მან დაწერა სატირები, რომანები, დრამები,ისტორიული ნაშრომები და ათასობით წერილი. თავისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობით ის მოწმობს განმანათლებელთა აზრის პრაქტიკულ და კონკრეტულ მნიშვნელობაზე.

ფილოსოფიურად, ისევე როგორც ბევრ მის თანამედროვეზე, ვოლტერზე იმოქმედა ინგლისურმა აზრმა.

 ვოლტერის აზრი დიდად შთააგონა ლოკმა და, განსაკუთრებით, ნიუტონმა.

მათ კვალზე ვოლტერმა განაახლა ბრძოლა დოგმატიზმის წინააღმდეგ და ადამიანის თავისუფლებისთვის.

ვოლტერი აკრიტიკებდა მეტაფიზიკას, ის განსაკუთრებით ენერგიულად ებრძოდა  რელიგიების დოგმატიზმს. ის დოგმატიზმში ხედავდა შეუწყნარებლობის, მონობის, ჩაგვრის და უსამართლობის მიზეზს და ფესვს.

 « გასრისეთ საზიზღარი » //Ecrasez liinfâme// საზიზღარი იყო ეკლესია. ასეთი იყო ვოლტერის დევიზი.

  ვოლტერი ყველა ისტორიულ რელიგიას თვლიდა ცრურწმენებად და მოითხოვდა მათ შეცვლას  მორალის წამხალისებელი რაციონალური რელიგიით.

ვოლტერის აზრით სამყარო აჩვენებს ღმერთის არსებობას, მაგრამ ღმერთის ატრიბუტები, რომლებიც აღწერილია დოგმებით, შეუცნობადია.

ვოლტერი ასე დაუახლოვდა დეიზმს.

დეიზმის თანახმად კი ღმერთმა შექმნა ბუნებრივი წყობა და აღარ ერევა მასში.

ღმერთის ეს კონცეფცია სრულყოფილად ასახავს განმანათლებელთა სულისკვეთებას.

« ღმერთი რომ არ არსებობდეს საჭირო იქნებოდა მისი გამოგონება, მაგრამ ბუნება გვეუბნება რომ ის არსებობს ».

// ამის და ამაზე ბევრად მეტის წაკითხვა შეგიძლიათ  დიდებულ ფრანგულ წიგნში ფილოსოფიის ატლასი//Atlas de la philosophie,1993,გვ. 129//….

 

 

http://la-philosophie.com/citations-voltaire

ვოლტერის გამონათქვამებიდან რელიგიაზე :

 

– “ სანამ იქნებიან გაიძვერები და სულელები მანამდე იქნება რელიგიებიც. ჩვენი რელიგია უეჭველად არის ყველაზე სასაცილო, ყველაზე აბსურდული და ყველაზე სისხლიანი რელიგია დედამიწის მომწამვლელ რელიგიებს შორის.

 

ქრისტიანობა არის ყველაზე საზიზღარი ცრურწმენა იმათგან რომლებსაც ოდესმე გამოუდებილებია ადამიანები და აუოხრებია დედამიწა

// Le Christianisme est la superstition la plus infâme qui ait jamais abruti les hommes et désolé la terre”//

 

 

https://www.histoire-image.org/etudes/culte-revolutionnaire-raison-ii

Le culte révolutionnaire de la raison en l’an II

 

ხოდა დიდი განმანათლებელი  ვოლტერის ბრძოლამ  ქრისტიანობასთან და ეკლესიასთან ბიძგი მისცა დექრისტიანიზაციის პოლიტიკას რომელსაც ფრანგი რევოლუციონერები ატარებდნენ 1793 წლის ნოემბრიდან.

 ამან გამოიწვია კათოლიკური ანუ //თუ გნებავთ ასე თუ ისე ქრისტიანული// კულტის შეწყვეტა 1 წლის მანძილზე საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე.

კონვენტს უნდოდა კონტრ-რევოლუციურ  მოვლენად გამოცხადებული ქრისტიანობის შეცვლა ახალი კულტით.

 

ქრისტიანული ცერემონიები აკრძალეს, თუმცა ქრისტიანები უწევდნენ წინააღმდეგობას ქრისტიანობის მტრებს.

 ტოლერანტობა-შმწყნარებლობა ისეთი იყო რომ მღვდლები ვინც გადაურჩნენ გილიოტინას, ხიშტს, ხანჯალს,ტყვიას, დახრჩობას გადავიდნენ იატაკქვეშეთში.

 

ქრისტიანობა შეცვალეს მარატის და ლე პელეტიეს ნაირთა კულტით. მერე მოიგონეს რაღაც უზენაესი არსების კულტი….

  ქალაქი ლილის მუნიციპალურმა საბჭომ 1793 წლის სექტემბერში გადაწყვიტა წმინდა მორისის ეკლესიის გადაქცევა //ალბათ ვოლტერის// გონების და ტვინის ტაძრად.

ეხლა ევროპის ულამაზეს კათედრალებს, მათ შორის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, არბევენ კიევში გაწვრთნილი ბანდა « ფიმენის » გომბიოებიც. « მადლობა » ვოლტერს.

 

რელიგიური ომებით გადარეული განმანათლებლები არ ყოფილან იდიოტები. მათ ბევრი კარგი რამეც დაგვიტოვეს.

მაგრამ უზნეო და უწვრთნელი გონების კულტი ცოტა ნამეტანი მეტისმეტი მოუვიდათ.

მეოცე საუკუნეში ნობელის პრემიებს ურიგებენ ქიმიური,ბირთვული იარაღის დიდად ნასწავლ და დიპლომირებულ გამომგონებლებს და ბოროტების იმპერია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი კგბს მიერ აღზრდილი მიხაილ გორბაჩოვის ნაირ ტიპებს.

ასეთი გონების კულტის შედეგების გამო აი როგორ გლოვობდა დიდი ფრანგი ინტელექტუალი პოლ ვალერიც.

 

 

Paul Paul Valéry (1871-1945)

პოლ ვალერი, (ფრანგ. Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry; . 30 ოქტომბერი, 1871, სეტი, საფრანგეთი. 20 ივლისი, 1945, პარიზი, საფრანგეთი) — ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.

http://www.marianne.net/elie-pense/Nous-autres-civilisations-nous-savons-maintenant-que-nous-sommes-mortelles_a454.html

 

  ჩვენ სხვებმა, ცივილიზაციებმა, ჩვენ ეხლა ვიცით რომ მოკვდავები ვართ //შემოკლებით//

 

 

  ჩვენ სხვებმა, ცივილიზაციებმა, ჩვენ ეხლა ვიცით რომ მოკვდავები ვართ

 

 ჩვენ გაგვიგია ლაპარაკი მთელ გამქრალ სამყაროებზე, თავის ადამიანებთან და მანქანებთან ერთად ჩაძირულ მთელ იმპერიებზე რომლებიც საუკუნეთა უკვლევ ფსკერზე ჩაიძირნენ თავის ღმერთებთან და კანონებთან,თავის აკადემიებთან და თავის ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებებთან, თავის გრამატიკებთან,ლექსიკონებთან, თავის კლასიკოსებთან, რომანტიკოსებთან, კრიტიკოსებთან და მათი კრიტიკოსების კრიტიკოსებთან ერთად.

ჩვენ ვიცით რომ მთელი დედამიწა ნაკეთებია ფერფლით და ნეშტით, რომ ფერფლი და ნეშტი ნიშნავს რაღაცას. ისტორიის სისქეში ვხედავთ  სიმდიდრით და სულით დატვირთული უზარმაზარი გემების ფანტომებს. ჩვენ რ შეგვიძლია მათი დათვლა.

მაგრამ ეს დაღუპულები, უწინარეს ყოვლისა, არ იყო ჩვენი საქმე.

 

ელამი, ნინევია, ბაბილონი იყო ლამაზი ბუნდოვანი სახელები და ამ სამყაროთა დაღუპვა ისეთივე უმნიშვნელო იყო ჩვენთვის როგორც მათი არსებობა.

მაგრამ ლამაზი სახელები იქნებიან საფრანგეთიც, ინგლისიც, რუსეთიც… ლუზიტანიაც ლამაზი სახელია.

და ეხლა ვხედავთ რომ ისტორიის უფსკრული დაიტევს ყველას.

ჩვენ ვგრძნობთ რომ ცივილიზაციაც ისევე სუსტია როგორც სიცოცხლე.

პრესა გვეუბნებმა რომ ისტორიის წყალმა შეიძლება წაიღოს თანამედროვე ხელოვანთა შედევრებიც.

და ეს არაა ყველაფერი. ბრწყინვალე გაკვეთილი გრძელდება.

ჩვენმა თაობამ დაინახა რომ შემთხვევით შეიძლება დაიღუპოს  ულამაზესი, უძველესი, უშესანიშნავესი, ყველაზე კარგად აწყობილი რამეები.

ჩვენმა თაობამ ნახა არაჩვეულებრივი ფენომენები, პარადოქსები, მკვეთრი და დიდი იმედგაცრუებები.

 

მოვიყვან ერთადერთ მაგალითს:

გერმანელი ხალხების დიდმა ღირსებებმა მოიტანა იმდენი უბედურება რამდენიც არ მოუტანია უქნარობა-სიზარმაცეს.

 

ჩვენ ვნახეთ, ჩვენი თვალით ვნახეთ თუ როგორ ჩააყენეს შემზარავ ჩანაფიქრთა სამსახურში შეგნებულ-გააზრებული დაუღალავი შრომა, ყველაზე სოლიდური განათლება, ყველაზე სერიოზული დისციპლინა და განხორციელება.

 

ამდენი საშინელება ვერ იქნებოდა შესაძლებელი ამდენი ღირსების გარეშე.

უეჭველად დიდი ცოდნა იყო საჭირო ამდენი ადამიანის დასახოცად, ამხელა ქონების გასაფლანგად, ამდენი ქალაქის მოსასპობად ესოდენ მცირე დროში.

ცოდნავ და მოვალეობავ, მაშ საეჭვოები ხართ?

 

აოხრებულია სულიერი პერსეპოლისიც და მატერიალური სუზაც.

ყველაფერი არ დაკარგულა, მაგრამ ყველაფერმა იგრძნო სიკვდილი.

 

ევროპამ იგრძნო ჟრჟოლა. მისმა გონებამ ვეღარ იცნო საკუთარი თავი, ის აღარ ჰგავდა თავის თავს….

და თითქოს მისი არსის და ფსიქოლოგიური ქონების დაცვა ბუნდავნად დაბრუნდა მთელი მეხსიერება.

არეულად გამოჩნდნენ დიდი ადამიანები. არეულად გამოჩნდა დიდი წიგნები. არასოდეს უკითხიათ წიგნები ასე, არც ასე ემოციურად. როგორც ომის დროს. კითხეთ წიგნით ვაჭრებს და მღვდლებს.

არასოდეს მიმართავდნენ ესეთი ღრმა ლოცვით ყველა მხსნელს, დამფუძნებლებს, მფარველებს, მარტვილებს, გმირებს, სამშობლოთა მამებს, წმინდა გმირ ქალებს, ეროვნულ პოეტებს…

 

   იმავე მენტალურ მღელვარე არეულობაში განათლებულმა ევროპამ განიცადა მისი ურიცხვი აზრის, დოგმების, ფილოსოფიების, ჭრელი იდეალების, სამყაროს ახსნის 300 მანერის და ქრისტიანობის ათასერთი ნიუანსის. ოციოდე პოზიტივიზმის სწრაფი გაცოცხლება.

ჭრელმა ინტელექტუალურმა სინათლემ უცნაურად და წინააღმდეგობრივად გაანათა ევროპული სულის აგონია.

ამ დროს ციებ-ცხელებით შეპყრობილი გამომგონებლები ძველი ომების  ანალებში დაეძებდნენ მავთულხლართების, საბრძოლო წყალქვეშა ნავების, თვითმფრინავების… თავიდან მოშორების საშუალებებს.

სული ეძებდა ყველა ნაცნობ შელოცვას, ყველაზე სერიოზულად უკვირდებოდა ყველაზე უცნაურ წინასწარმეტყველებებს.

სული თავშესაფრებს, მინიშნებებს, ნუგეშს დაეძებდა მოგონებებში, ძველ აქტებში და გამოკვლევებში.

ტვინი ხაფანგში მოხვედრილი ვირთხის მსგავსად  დარდობდა, უწესრიგოდ ცდილობდა რაღაცას, წინ და უკან დადიოდა სინამდვილეს და კოშმარს შორის…

 

სამხედრო კრიზის შეიძლება დამთავრდა, ეკონომიკური კრიზისი თვალშისაცემად ჩანს, მაგრამ სულიერი კრიზისი იღებს მატყუარა სახეს ვინაიდან ის ხდება დამალვის სამეფოში.

სულიერი კრიზისის ნამდვილი მასშტაბი ძნელი დასადგენია.

არავინ იცის თუ ხვალ რა იქნება მკვდარი ან ცოცხალი ლიტერატურაში, ფილოსოფიაში, ესთეტიკაში.

არავინ იცის თუ რომელი კულტურული ფასეულობები დაიკარგება და რა სიახლეები გამოცხადდება…

Paul Valéry
La Crise de l’ Esprit, première lettre(1919)
. ეს დაიწერა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ.

მერე იყო მეორე მსოფლიო ომი და პერესტროიკა. ვოლტერის გონება გაგიჟდა, აკადემიკოსმა სახაროვმა 1989 წელს საქართველო გამოაცხადა მოსასპობ იმპერიად და პროფესორმა სიგუამ ტანკით დაანგრია საქართველოს დედაქალაქი თბილისი.

აზრზე მოსვლის დროა, ცოტა გვიანაცაა, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

გაგრძელება იქნება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s