გენიალური ევროპა საერთო კულტურა 6

 

 

Afficher l'image d'origine

ჰერცოგი Jean Des Esseintes,  არ უნდა ამ კაცს  რევოლუციური ღრიანცელით,გილიოტინა-ტანკებით და ლამაზი ლოზუნგებით აქოთებულ-აოხრებული სამყარო…

გენიალური ევროპა  საერთო კულტურა-6,

რა უნდა იცოდეს არასპეციალისტმა ევროპელმა სამყაროს, ამ შემთხვევაში ისტორიის და კულტურის შესახებ, ცოდნის მინიმუმი

 

Peter Punin, La Culture générale, Studyrama,2009

http://www.assistancescolaire.com/eleve/2nde/francais/reviser-le-cours/les-grands-traits-du-romantisme-2_f101

 

 

რომანტიზმი

 

რომანტიზმის დიდი ნიშნები

 

 

მე-17 საუკუნის მეორე ნახევარი საფრანგეთის რევოლუციის ჩათვლით იყო გონების კულტის ხანა.

ვინც არ სცემდა პატივს დიდი რევოლუციონერი მარატის გონებას იმას ელოდა ტერორი, გილიოტინა, ვანდალიზმი და ვინ იცის რამდენი უბედურება  საფრანგეთის ლამაზი  მხარე ვანდეის გატიალება-გადაბუგვის ჩათვლით.

 

აი ასეთ გონებაზე და რაციონალიზმზე რეაქციის სახით გაჩნდა მე-18 საუკუნის ბოლოს ინგლისში და გერმანიაში  რომანტიზმი ცნების ლიტერატურული მნიშვნელობით. ეს იყო ნამდვილი კულტურული რევოლუცია.

 

მოძრაობა არის გლობალური პროტესტი. ის ეხება ხელოვნების და აზრის ყველა სფეროს.

 

რომანტიზმის ერთ-ერთ წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს ჟან-ჟაკ რუსო // Jean-Jacques Rousseau, 1712-1778//  რომელიც საგრძნობლად გამოეყო მის თანამედროვე განმანათლებელთა მოძრაობას.

 

ცხოვრების ბოლო პერიოდი მან არსებითად  მიუძღვნა ავტობიოგრაფიას რომლის ცენტრშიც მან მოაქცია თავისი « მე », ისე როგორც არ გაუკეთებიათ ადრე.

 «  მე წამოვიწყე ისეთი რამე რასაც არასდროს ქონია მაგალითი და რომელსაც არ ეყოლება მიმბაძველი. მე მინდა ჩემნაირებს ვაჩვენო ადამიანი ბუნების მთელ ჭეშმარიტებაში ; ეს ადამიანი ვიქნები მე.»

//რუსო,, აღსარებები,1765-1770//

 

რუსო აქებს სულის მარტოობას სა იძლევა ბუნების ხედვას რომელიც მიასწავებს დიდი რომანტიკული ტექსტების გამოჩენას.

 

 « Bienne-ს ტბის სანაპიროები უფრო ველურია და რომანტიკულია ვიდრე ჟენევის ტბის სანაპიროები იმიტომ რომ კლდეები და ტყეები უფრო ახლოა წყალთან, იქ ასევე მეტია ბუნებრივი სიმწვანე-მცენარეულობა, მეტი ველია, ჭალების მეტი ჩრდილოვანი თავშესაფარი, უფრო ხშირი კონტრასტები, უფრო ახლო უსწორმასწორებები.», წერს ის თხზულებაში  « მარტოსული მოსეირნის ოცნებები » // Rêveries du promeneur solitaire//.

ველური ბუნების ამ განდიდებაში ჩანს რომანტიზმის მომასწავებელი ნიშნები. საწყისებთან ახლო ამ ბუნებაში ადამიანის ყოფნა ძლივს შეიმჩნევა, მაგრამ ეს ბუნება ელაპარაკება გულს და სულს.

 

ძალუმად ვითარდება მანუგეშებელი ბუნების თემასთან დაკავშირებული უბედური სიყვარულის თემაც // მაგ. თხზულებაში «ახალი ელოიზა», La nouvelle Héloïse, ისევ რუსო//, თუ, იმავე ხანაში, გოეთეს თხზულებაში «ახალგაზრდა «ვერტერის ტანჯვა» .

 

« mal du siècle » , «საუკუნის ბოროტება» , «საუკუნის ავადმყოფობა» 

 

 1802 წელს შატობრიანის // Chateaubriand //რომანი « რენეს » გამოჩენისას გამოჩნდა რომანტიკოსთა თაობის ავადმყოფობა.

გამოჩნდა « მეს » აბსოლუტური გაცხადება და მწარე დასკვნა სამყაროს და საზოგადოების მოთხოვნებთან შეუთავსებლობის შესახ.

« mal du siècle » , «საუკუნის ბოროტება» , «საუკუნის ავადმყოფობა» არის გაცნობიერება იმისა რომ მგრძნობიარე გულის ადამიანი ფუნდამენტურად ვერ უთავსდება გილიოტინიანი და ინდუსტრიული რევოლუციების შედეგად გაჩენილ სოციალურ გარემოს.

 

  რომანტიკოსი მწერლები თავიდან გამოხატავენ გარკვეულ იმედგაცრუებას: სამყარო ცუდია, საზოგადოება გარყვნილი და კორუმპირებულია, მდგომარეობის გამოსწორების ყველა მცდელობა ამაოა.

 მიუსეს // Musset// გმირი ლორენზაჩო // Lorenzaccio// ცდილობს ფლორენციის გადარჩენას ალექსანდრე დე მედიჩის ტირანიისგან,მაგრამ რაც უფრო მეტად გადის დრო უფრო ნაკლებად ხედავს ის თავისი მისიის აზრს.

ის კლავს ჰერცოგს ნამდვილი იმედის და რწმენის გარეშე.

მოკლულ ტირანს კი  დაუყოვნებლად ცვლის სხვა მედიჩი.

ეს სცენარი კარგად გამოხატავს იმდროინდელი რომანტიზმის განწყობას.

« მეს» განდიდება, მარტოსულის მოქმედება თუნდაც უიმედოდ, მაგრამ აგრეთვე ილუზიების გამაუქმებელი ცოცხალი გონება.

 

   რომანტიკოსები უარყოფენ განმანათლებელთა ხანის მიერ დაფასებულ გონების უნივერსალობას. რომანთიკოსებს ურჩევნიათ ეროვნულ ფესვებთან დაბრუნება. ისინი პატივს სცემენ ფრანგი განმანათლებლების და რევოლუციონერების მიერ მოძულებულ შუა საუკუნეებს, ქრისტიანობას.

ისინი ემხრობიან ჩაგრული ხალხების აჯანყებებს// პოლონელების აჯანყებას ოკუპანტი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ბერძენთა აჯანყებას ოსმალეთის წინააღმდეგ//.

რომანტიკული ევროპა ეძებს ევროპელი ხალხების ფესვებს და არა რაციონალისტურ ღირებულებებს.

 

რომანტიზმი აქტიურია სოციალურ პლანშიც. ვიქტორ ჰიუგომ დაწერა რომ პოეტები არიან ხალხის აღმზრდელები. მან თქვა რომ ხელოვანის ერთადერთი პრივილეგია არის ის რომ მას აქვს გამოხატვის საშუალება რომელიც მან უნდა ჩააყენოს ხალხის სამსახურში.

რომანტიკოსი პოეტები აკრიტიკებენ პოლიტიკურ და სოციალურ უსამართლობებს. ისინი პოლიტიკოსებიც ხდებიან რათა გაავრცელონ თავისი იდეები.

ლამარტინი // Lamartine//, მაგალითად, იყო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატიც //1848//;

ვიქტორ ჰიუგომ აშკარად გამოავლინა მტრული განწყობა ნაპოლეონ მესამის მიმართ რაც მას დაუჯდა 19-წლიან ლტოლვილობად.

 

ხმელი რაციონალიზმით, რევოლუციით და ნაპოლეონის დამხობით თუ ხარბი მატერიალიზმით იმედგაცრუებულ და უკმაყოფილო რომანტიკოსებს უყვარდათ პოლიტიკური, ეროვნული, სოციალური, შემოქმედებითი, პიროვნული თავისუფლება.

 

რომანტიზმის ემბლემატური ფიგურაა ვიქტორ ჰიუგო // Victor Hugo, 1802-1885//.

ის ალბათ არის ავტორი რომელმაც თავი მოუყარა რომანტიზმის ლამის ყველა ნიშანს.

მას უნდოდა პოლიტიკური და სოციალური სამართლიანობა, ახალი თეატრი…

 

1845 წელს საფრანგეთის პერად გამხდარმა ვიქტორ ჰიუგომ წარმოთქვა მნიშვნელოვანი სიტყვები პოლონეთის თავისუფლების სასარგებლოდ. ის იბრძოდა სიკვდილით დასჯის და სოციალურ უსამართლობათა წინააღმდეგ, ის გააფთრდა ნაპოლეონ მესამის წინააღმდეგ . ყოველივე ამის გამო ის 19 წელი ცხოვრობდა ლტოლვილად ინგლისურ-ნორმანდულ კუნძულებზე Jersey და Guernesey.

საფრანგეთში დაბრუნებულ ვიქტორ ჰიუგოზე ძალიან იმოქმედა კომუნის საშინელებებმა //L’Année terrible, ანუ საშინელი წელი1872//;

1876 წლიდან სენატორი ვიქტორ ჰიუგო გახდა მემარცხენე რესპუბლიკელების ემბლემატური ფიგურა.

 

 პროზაიკოსი და პოეტი ვიქტორ ჰიუგო დრამატურგიც იყო. მან დაწერა კაცობრიობის ისტორიის ეპოპეაც // La Légende des siècles ანუ საუკუნეთა ლეგენდა, 1859-1883//.

 

 

რეალიზმი

 

ესაა მე-19 საუკუნის შუა ხანებში გაჩენილი ლიტერატურული ტენდენცია  რომელსაც უნდა აღწერა რეალობისა « როგორიც ის არის ».

რეალიზმი უწინარეს ყოვლისა არის რეაქცია რომანტიზმზე. რომანტიზმი არეული სამყაროდან გამოსავალს ხედავდა იდეალებში, « მას თავი ღრუბლებში ქონდა ».

 

რეალიზმი კი დაკავშირებული იყო  მიწაზე მყარად დგომაზე პრეტენზიის მქონე ბუჟუაზიის აღმავლობასთან.

 

რეალიზმის გარეგნული სიმარტივე მატყუარაა.  ეს იყო მნიშვნელოვანი ტეხილი დასავლური კულტურის ისტორიაში.

კლასიკურმა ანტიკურმა ხანამ რეალობა აღმოაჩინა მანამდე მითით და ზებუნებრივით დაკავებულ სამყაროში.

რეალიზმმა კი აღმოაჩინა რომ საინტერესოა მთელი რეალობა მისი ყველა ასპექტით და ასე განასრულა ეს ტენდენცია.

მანამდე ლიტერატურა და პლასტიკური ხელოვნებები ყურადღებას აქცევდნენ მხოლოდ არაჩვეულებრივს.

რეალიზმთან ერთად გაჩნდა დაინტერესება საზოგადოდ ადამიანით  და საზოგადოებით როგორც ის წარმოდგება.

მნიშვნელოვანია რომ  რეალიზმის გაჩენა ემთხვევა  ჰუმანიტარული მეცნიერებების, განსაკუთრებით ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის პირველ ნაბიჯებს.

 

    ონორე დე ბალზაკი //Honoré de Balzac,1799-1850//

 

ზოგი ასპექტით ბალზაკი შეიძლება ჩაითვალოს რეალიზმის წინამორბედად. ბალზაკი ხედავს რომ დაცემულ-დაკნინებულმა არისტოკრატიამ დაკარგა თავისი როლი, მაგრამ ის მაინც იზიარებს არისტოკრატულ ღირებულებებს და ამიტომ არაა ნამდვილი რეალისტი // ისემც დაგიმშვენდათ ცხვირი, მაინც და მაინც უნდა გაწყვიტო არისტოკრატები გილიოტინაზე რეალისტი რომ იყო ხომ ?//.

ამას გარდა ბალზაკს იზიდავდა მისტიციცოზმის  სხვადასხვა ფორმა// ანუ ის არ მოითხოვდა ვოლტერის მსგავსად ისტორიული რელიგიების მოსპობას//.  ბალზაკს არ გაუწყვეტია ყველა კავშირი რომანტიზმთან.

 

მეორეს მხრივ ბალზაკი  ენათესავება « მეცნიერს » , « « დამკვირვებელს » .

თვითონ ბალზაკმა თქვა რომ ის უფრო ისტორიკოსია ვიდრე მწერალი.

მისი « ადამიანური  კომედია» არის დიდი თხზულება რომელიც აერთიანებს « ზნე-ჩვეულებათა ნარკვევებად », « ფილოსოფიურ ნარკვევებად » და « ანალიტიკურ ნარკვევებად » ორგანიზებულ რომანებს და ნოველებს.  ყველაფერი ეს დაყოფილია « პირადი ცხოვრების », « პროვნციალური ცხოვრების », « პარიზული ცხოვრების » სცენებად .

ბალზაკს უნდოდა მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულების საფრანგეთის ცხოვრების გაღრმავებული აღწერა როგორც ინდივიდუალურ ისე კოლექტიურ დონეზე…

 

ბალზაკი ჯერ არ იყო მზად ბანალურობასთან, ჩვეულებრივ ყოველდღიურობასთან დასაახლოვებლად.

მის  თხზულებებში მუდამაა არაჩვეულებრივი. მამა გორიოს უზომოდ უყვარს მისი უმადური ქალიშვილები და ის განწირულია დაცემისთვის.

გაკოტრებული სეზარ ბიროტო ავლენს არაჩვეულებრივ პატიოსნებას და ენერგიას როდესაც ლაპარაკია მისი გაუფრთხილებლობის ცუდი შედეგების გამოსწორებაზე.

მაგრამ ეს მაგალითები გვიჩვენებს რომ « არაჩვეულებრივი » ბალზაკთან აღარაა ის რაც იყო ადრე.

 

საკუთრივ ლიტერატურული რეალიზმის ლიდერი იყო გუსტავ ფლობერი // Gustave Flaubert, 1821-1880// რომლის ყველაზე სახელგანთქმული რომანი « მადამ ბოვარი » // Madame Bovary// გულმოდგინედ აღწერს წვრილ პროვინციელ ბურჟუათა შეზღუდულობას.

ესაა რომანტიზმის კრიტიკა. ცუდად მონელებული რომანტიკული ქიმერებით თავამოტენილი ემა ბოვარი ეჯახება თავის უსახურ გარემოცვას, აგროვებს სიგიჟეებს, აკოტრებს თავის ოჯახს და იკლავს თავს.

 

http://salon-litteraire.linternaute.com/fr/resume-d-oeuvre/content/1853692-madame-bovary-de-flaubert-resume-court

 

    გუსტავ ფლობერის მადამ ბოვარი // Gustave Flaubert, Madame Bovary, 1857//, მოკლე შინაარსი

 

« მადამ ბოვარი » იწყება როდესაც შარლ ბოვარი ჯერ მოზარდია და მას არ შეუძლია ახალ სკოლასთან შეგუება. ის მასხრად აიგდეს ახალმა თანაკლასელებმა. ის დარჩა საშუალო და მქრქალი-უფერული. მედიცინის გულმოდგინედ შესწავლის შემდეგ ის გახდა სოფლის მეორეხარისხოვანი ექიმი.

დედამისმა ის დააქორწინა ბევრად უფროს ქალზე რომელიც გააკოტრა მისმა ნოტარიუსმა // ის გაქრა ქალის ქონებასთან ერთად//. ქალი მალე გარდაიცვალა.

 

შარლს მალე შეუყვარდა ერთ-ერთი პაციენტის ქალიშვილი, მონასტერში აღზრდილი  ემმა რუო. ისინი დაქორწინდნენ და დასახლდნენ ნორმანდიის სოფელ ტოსტში, სადაც შარლი მუშაობდა ექიმად.

მაგრამ ქორწინება არ შეესაბამებოდა ემმას რომანტიკულ მოლოდინებს. რეალობა არ შეესაბამებოდა წიგნებში წაკითხულს.

ქალიშვილს სიყვარული და ქორწინება წარმოედგინა თავისი პრობლემების გადაწყვეტად, მაშინ როდესაც  ცოტა უკმაყოფილო, გაუთლელი შარლი ბედნიერი იყო მისი აზრით სრულყოფილ მეუღლესთან ერთად.

 

მარკიზ დანდერვილიესთან ვობისარში გამართული მეჯლისის შემდეგ ემმამ თავი შეაფარა ამ საღამოს  გახსენებას და დაიწყო ოცნება სულ უფრო და უფრო და უწყვეტად რთულ ცხოვრებაზე. ის ოცნებობდა პარიზზე, კითხულობდა ბალზაკს და ეჟენ სიუს.

მოწყენილი ემმა დეპრესიაში ჩააგდო წაკითხულის შედარებამ სოფლის მონოტონურ ცხოვრებასთან.

ემმას შეეყარა აპატია, ის ავად გახდა. როდესაც ემმა დაფეხმძიმდა შარლმა გადაწყვიტა სხვა ქალაქში გადასვლა მისი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

 

Yonville-L’Abbaye-ში მეუღლეები ბოვარი შეხვდნენ  ქალაქის ფარმაცევტს, ყბედ ომეს და ნოტარიუსის კლერკ ლეონ დიუპუის რომელსაც ემმასავით ყელში ამოუვიდა სოფელში ცხოვრება და უყვარს გაქცევა რომანტიკული რომანების მეშვეობით. ემმას და ლეონს ჰგონდათ ერთი და იგივე გემოვნება.

 

    ემმას გაუჩნდა ქალიშვილი Berthe, მაშინ როდესაც მას ვაჟიშვილი უნდოდა, და ის ისევ დეპრესიაში იყო.  ემმმას დე ლეონის ურთიერთობა პლატონური და რომანტიკული იყო, მაგრამ როდესაც ემმამ დაინახა რომ ლეონს ის უყვარს მან იგრძნო დანაშაული და დაიწყო ერთგული მეუღლის როლის შესრულება. ლეონს კი მობეზრდა ლოდინი, მან დაიჯერა რომ ვერასდროს დაეუფლებოდა ემას და იმედგაცრუებული წავიდა სამართლის სასწავლად პარიზში.

ემმა კი კიდევ უფრო დადარდიანდა.

 

 

მალე ერთ-ერთ ბაზრობაზე ლამაზი ემმა აცდუნა მდიდარმა მეზობელმა როდოლფ ბულანჟემ. ეს იყო ვნებიანი კავშირი. ემმა ხშირად გაუფრთხილებელი იყო და ყველა აჭორავდა მის შესახებ.

შარლს კი არ ჰქონია არანაირი ეჭვი.  სულელი შარლი აღმერთებდა ცოლს და ვერაფერს ხედავდა.

ამას დაემატა ის რომ მან წარუმატებლად სცადა ვიღაც ბიჭისთვის ოპერაციის გაკეთება. დაუძახეს სხვა ექიმს…

 

   თავისი ქმრის არაკომპეტენტურობით უკმაყოფილო ემმა კიდევ უფრო დიდი გზნებით გადაეშვა როდოლფის მკლავებში. როდოლფი კი არ ეპყრობოდა მას ძალიან თავაზიანად. ემმამ ისესხა ფული როდოლფისთვის საჩუქრების საყიდლად და შესთავაზა როდოლფს Berthe-სთან ერთად  გაქცევა იტალიაში.

როდოლფმა უხალისოდ უსმინა, მაგრამ მას მალე მობეზრდა ემმას მომთხოვნი სიყვარული. მან უარი თქვა ემმასთან ერთად გაქცევაზე და საერთოდ მიატოვა ემმა.

სასოწარკვეთილი ემმა გახდა ავად, მეტიც, ფიქრობდა თავის მოკვლაზე.

 

 

როდესაც ემმა ფეხზე წამოდგა შარლს ჰქონდა ფინანსური სირთულეები. მან ისესხა ფული თავისი ცოლის სამკურნალოდ და მისი ვალების გასასტუმრებლად.

თავისდა საუბედუროდ მან გადაწყვიტა ცოლის წაყვანა მეზობელი ქალაქი Rouen-ის ოპერაში. იქ ისინი ისევ გადაეყარნენ ლეონს და ემმას და ლეონს შორის ისევ აგიზგიზდა ძველი, მიმქრალი რომანტიკული ცეცხლი.

ისინი ამჯერად გადაცვივდნენ სიყვარულის ისტორიაში. ემმა თვრებოდა Rouen-ში სიარულით.

 

ემმამ გააბედნიერა მევახშე რომელიც მას ასესხებდა სულ უფრო და უფრო მეტ ფულს გაზვიადებულ-გადაჭარბებული პროცენტებით. ამას გარდა ემა არ ფრთხილობდა და მისმა ნაცნობებმა კინაღამ აღმოაჩინეს მისი ღალატი.

 

დროთა მანძილზე ემმას და ლეონს მობეზრდათ ერთმანეთი.

ემმამ აღარ იცოდა თუ როგორ უნდა მიეტოვებინა ლეონი და სულ უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა. მისი ვალი კი იზრდებოდა და იზრდებოდა და ამით ბედნიერმა მევახშემ წაართვა მას ქონება.

ემმა შეაძრწუნა აზრმა რომ შარლი ბოლოს და ბოლოს დაინახავდა მდგომარეობას და მან სცადა საჭირო ფულის მოგროვება. მან დახმარება სღხოვა ლეონს და ქალაქის ბიზნესმენებს.

მეტიც, მან სცადა კახპად გახდომა და როდოლფს შესთავაზა მასთან დაბრუნება თუ კი ის მისცემდა მისთვის საჭირო ფულს.  როდოლფმა არ შეუსრულა სურვილი და ემმამ გადაყლაპა დარიშხანი და თავი მოიკლა.

ის საშინელი ტანჯვით მოკვდა გადარეული და სასოწარკვეთილი შარლის თვალწინ.

 

გარკვეული ხნის შემდეგ შარლმა გააიდეალა თავისი მეუღლის სახე და ხსოვნა. შემდეგ კი მან იპოვა როდოლფის და ლეონის წერილები და ნახა სიმართლე.

შარლი მოკვდა მწუხარების გამო, მოკვდა მარტო, თავის ბაღში.

 

მოკლედ, თუ გაერთობით ბალზაკის და რომანტიკოსების თხზულებათა კითხვით დაიღუპებით ისე როგორც დაიღუპნენ ემმა და შარლი, აი ასეთია  გიუსტავ ფლობერის რეალიზმის არსი.

 

 რეალიზმს აქვს კიდევ ერთი ასპექტი რომელიც აღმოაჩინა მხოლოდ მე-19 საუკუნემ.

 

 ყველაზე ბანალური ყოველდღიურობისკენ მიბრუნებით  ტექსტის შინაარსმა დაკარგა მნიშვნელობა  წერის მანერის სასარგებლოდ.

 

ამის გასარკვევად ცოტა ხნით მივბრუნდეთ მხატვრობისკენ.

 

მხატვრები კორო, კურბე, მილლე და სხვები მიბრუნდნენ რეალობისკენ როგორც ასეთისკენ, მათ  უარყვეს იდეალიზაცია და ფანტაზია,მაგრამ ფოტოგრაფიის გამოგონების შემდეგ მხატვრობის ამ მცდელობამ დაკარგა აზრი.

მხატვრობამ მაშინ აღმოაჩინა ახალი საზრუნავი, მხატვრობის მანერა უფრო მნიშვნელოვანი გახდა ვიდრე რეალური სამყაროს წარმოდგენა.  ამ ტენდენციამ მხატვრობა წაიყვანა აბსტრაქციისკენ.

 

ლიტერატურაშიც ასევე, სტილისტიკურმა ძიებებმა მეტი მნიშვნელობა შეიძინეს ვიდრე ბანალურმა თემამ და სიუჟეტმა.

 

   ლიტერატურული სიმბოლიზმი

 

  1850 წლიდან რეალიზმმა დაიპყრო რომანი, პოეზია კი არ იყო მზად ამ გზაზე დასადგომად. პოეტები აჯანყდნენ ამ რეალიზმის წინააღმდეგ.

 

 ამას თავიდან მოყვა ესთეტიკური უკანდახევა. თანამედროვე პარნასის //Leconte de l’Isle,Théodore de Bqnville…// ეგიდით ქადაგებდნენ « ხელოვნებას ხელოვნებისთვის », მაგრამ სილამაზე მარტო ფორმის დონეზე არ აკმაყოფილებდა ყველას.

სიღრმის მსურველმა ზოგმა პოეტმა მაშინ ისევ აღმოაჩინა რომანტიზმი.

 

ლიტერატურის ისტორიამ ამ ექსპერიმენტს დაარქვა სიმბოლიზმი  და მას დაუკავშირა ავტორთა გარკვეული რაოდენობა, განსაკუთრებით ბოდლერი// 1821-1867// როგორც წინამორბედი, მალარმე//1842-1898//, რემბო //1854-1891//, ვერლენი//1844-1896// რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში არ აცხადებდნენ ღიად თავს სიმბოლისტებად.

  სიმბოლიზმი 1886 წელს წამოიწყო Jean Moréas-მა.

 

http://www.massimilianobadiali.it/litteratureSYMBOLISME.htm

 

prof. Massimiliano Badiali

 

დეკადენტობა და სიმბოლიზმი

 

ეს ორი ერთმანეთის მსგავსი ლიტერატურული და მხატვრული მოძრაობა უპირისპირდება ბანალურ ყოველდღიურობაში გახლართულ და იდეალების, იდეალიზმის უარმყოფელ რეალიზმს.

ისინი აგრძელებენ  რომანტიზმს.

დეკადენტობაზე საზოგადოდ ლაპარაკობენ პროზაული თხზულებების შემთხვევაში და სიმბოლიზმზე კი პოეტური ქმნილებების შემთხვევაში.

 

ცნება დეკადენტობა // Décadentisme// მომდინარეობს პოლ ვერლენის // Paul Verlaine//  ლექსიდან « დაღლილობა » // Langueur//. ის ამბობს: “ მე ვარ იმპერია დეკადანსის, დაკნინების დასასრულში რომელიც უყურებს დიდი თეთრი ბარბაროსების გავლას…”.

დეკადენტობა წარმოადგენს პროზაულ თხზულებებს.

 

მისი ფუნდამენტური თემებია :

ანტიკონფორმიზმი  : დეკადენტები უპირპისპირდებიან უმთავრესად ქონების მოხვეჭაზე მზრუნველ მატერიალისტებს და უმეცარ ხალხს. ვიქტორ ჰიუგოს საწინააღმდეგოდ ისინი ლაპარაკობენ გამორჩეულ, სულით და ფულით მდიდარ ადამიანებზე და არა ბეჩავებზე და ღატაკებზე.

ესთეტიზმი :  პერსონაჟები არიან ესთეტები, დენდები, ექსცენტრულები რომლებიც განადიდებენ მათ ცხოვრებას, ხელოვნებას და სილამაზე-მშვენიერებას(Huysmans-D’annunzio-Wilde). მათ უნდათ რომ მათი ცხოვრება იყოდ ხელოვნების ნაწარმოები.

საუკუნის ბოროტება-ავადმყოფობა// Mal du siècle// და მარტოობა : რომანტიკოსმა მწერალმა იცის თავისი შინაგანი სამყაროს გაცოცხლებაც და საზოგადოებაში ცხოვრებაც. დეკადენტი მწერალი კი მარტოსულია //საუკუნის ბოროტება-ავადმყოფობა// და თავს აფარებს სიცოცხლის ესთეტიკურ და ინდივიდუალისტურ, თითქმის მჭვრეტელობით განზომილებას.

HUYSMANS– დეკადენტიზმის ყველაზე წარმომადგენლობითი რომანია ჟორის კარლ ჰუისმანსის

//Joris-Karl Huysmans//  « ჯიბრით » //À rebours, 1884//. რომანში თითქმის არაფერი ხდება. თხრობა თითქმის მთლიანად კონცენტრირებულია მთავარ პერსონაჟზე, ექსცენტრიულ ესთეტ ანტიგმირ

Des Esseintes-ზე.  ესაა კატალოგი იმისა რაც მოსწონს და ეზიზღება ამ ესთეტს.

http://www.universalis.fr/encyclopedie/des-esseintes/

 

ეს ჰერცოგი Jean Des Esseintes არის მარტოსული გმირი, სახელოვანი გვარის ბოლო წარმომადგენელი. მას ჰქონდა საოცარი თავგადასავლებით სავსე ახალგაზრდობა.

ამ გამონაკლის-გამორჩეულ არსებას შეზიზღდა ისტორიული საფრანგეთის მკვლელი რევოლუციის შემდეგ გაჩენილ საზოგადოებაში ცხოვრება და ტრიალი. ის ჩაიკეტა პარიზის გარეუბანში, Fontenay-ში  მდგარ ვილაში რათა იქ შეექმნა თავისი გემოვნების შესაფერისი სამყარო. ამ რაფინირებულ-დახვეწილ განმარტოებაში მას ჰქონდა ყველაფერ ის რასაც შეეძლო მისთვის ახალი და ძლიერი, დახვეწილი განცდების მინიჭება. Des Esseintes ჩამოშორდა ბუნებას და ჩაიკეტა მდიდარ და ხელოვნურ სამყაროში რომელიც აძლევდა აზრს მის არსებობას.

ის კითხულობდა ლათინ დეკადენტ პოეტებს, მისტიკოსებს, ბოდლერს, ვერლენს და მალარმეს.

 

წაკითხულს დაეფუძნა გრძნობათა გადალაგების ესთეტიკა, სინესთეზია// synesthésie//. მან ჰალუცინაციებამდე მიიყვანა ძიებები რომლებიც ბოდლერმა დაიწყო « შესაბამისობებში »

// Correspondances//.  მან დაადგინა შესაბამისობა ლიქიორების სურნელსა და მუსიკის ნოტებს შორის.

მან თავის ენაზე დაწერა სიმფონია რომელიც წააგავს ექსპერიმენტებს რომლებსაც მერე სიმბოლისტი პოეტები ატარებდნენ სიტყვიერი ორქესტრაციით. მას უყვარდა ზებუნებრივი.

მისი უმაღლესი ხელოვნება და ხელოვნურობა არის ის რომელიც ისევ პოულობს ბუნებას, მაგრამ იშვიათ, განსაკუთრებულ, სრულყოფილ, სიზმარი-ზმანების მიერ აღდგენილ და არა გულუბრყვილო ბუნებას.

Des Esseintes პარადოქსულად ცხოვრობს ბერულ მარტოობაში. მის ძიებას Des Esseintes მიჰყავს კოშმარებამდე, ჰალუცინაციებამდე, სიგიჟემდე.

Barbey d’Aurevilly-მ თქვა რომ ასეთი წიგნის დაწერის შემდეგ ავტორს ჰქონდა ორად-ორი გამოსავალი, შუბლში ტყვიის დახლა ან გაქრისტიანება. Huysmans-მა აირჩია გაქრისტიანება.

ასეთია დეკადენტობა. მას შემდეგ რაც რევოლუციონერებმა ლამაზი ლოზუნგების ღნავილით დაანგრიეს ქვეყანა უნდა ჩამოშორდე მათნაირების საზოგადოებას, ეძებო დახვეწილობა და სილამაზე და გაქრისტიანდები.

ეს თემა აიტაცეს დანუნციომ Piacere-ში და ოსკარ უაილდმა « დორიან გრეის პორტრეტში ».

 

http://www.bacfrancais.com/bac_francais/mouvement-le-symbolisme.php

 

სიმბოლიზმი

 

ესაა მე-19 საუკუნის ბოლოს ლიტერატურული და მხატვრული მიმდინარეობა. ცნება მოდის ბერძნული სიტყვებიდან « sumbolon », « sumballein », რაც ნიშნავს ერთად ჩაყრას, გაერთიანებას.

  ცნება სიმბოლიზმი პირველად გამოყენებულია Jean Moréas-ის ლიტერატურულ მანიფესტში.

 

   მოძრაობა თავისი თეორიებით და დოგმებით არის დეკადენტობის გაგრძელება. მას უნდა დეკადენტობის დაზუსტება და რეგლამენტირება…

Moréas-მა თქვა რომ მოძრაობის ნამდვილი წინამორბედია შარლ ბოდლერი. სტეფან მალარმე მისი ლიტერატურული სალონის სამშაბათებით გახდა სიმბოლიზმის სკოლის ბელადი….

 

თავისი დამფუძნებლების მიერვე უარყოფილი ეს მოძრაობა მიიცვალა ღირებულებათა შინაგანი კრიზისის გამო.  ის მიიცვალა მშობლიურ ქვეყანაში, მაგრამ გავრცელდა ინგლისში, ბელგიაში, რუსეთში, ლათინურ ამერიკაში, რუსეთში და იაპონიაშიც კი.

 

 

სიმბოლისტი ავტორები და მხატვრები

 ლიტერატურა

 

შარლ ბოდლერი, პოლ ვერლენი, სტეფან მალარმე, არტურ რემბო, ჟან მორეა, გუსტავ ხანი, რენე ღილი, მორის მეტერლინკი, ემილ ვერჰარნი, ანრი დე რენიე, პოლ ვალერი, ანდრე ჟიდი, პოლ კლოდელი, მარსელ პრუსტი.

 

მხატვრობა

პიუვის დე შავანი, ოდილონ რედონი, გიუსტავ მორო

   მუსიკა

 გაბრიელ ფორე, მორის რაველი, კლოდ დებიუსი, რიხარდ ვაგნერი

 

 

სიმბოლიზმის განსაზღვრება

ის დაიბადა ნატურალიზმთან, პარნასულ პოეზიასთან, ნატურალიზმთან, მატერიალისტურ მსოფლმხედველობასთან დაპირისპირების პროცესში და ამ პროცესის შედეგად.

მან მატერიალიზმს დაუპირისპირა სამყაროს ფარული აზრის სიმბოლოთი გამოხატვა.

ისაა იდეალიზმის განახლება.

სიმბოლიზმი გვეუბნება რომ პოეტს, მწერალს, საზოგადოდ ხელოვანს აქვს საკრალური თუ მისტიკური მისია.

 სიმბოლისტს არ უნდა ხილული, თითქოს არსებული სამყაროს ობიექტურად აღწერა.

ის მიანიშნებს სამყაროს ფარულ იდუმალებაზე. Moréas გვეუბნება რომ სიმბოლიზმმა იდეას უნდა მისცეს გრძნობებით აღქმადი ფორმა.

პოეზიაში ეს მისწრაფება გამოიხატება ვერლიბრის // vers libre// შექმნით, შესაბამისობათა,სინესთეზიების და ანალოგიების  სიუხვით.

 

სიმბოლისტები სრულებით ლოღიკურად გატაცებულები იყვნენ ჰერმეტიზმით, ეზოტერიზმით, მისტიციზმით, მითოლოგიებით.

 

    სიმბოლისტები ფხიზლად და იმედგაცრუებულად, პესიმისტურად უყურებდნენ მარატი-რობესპიერის თარეშის შედეგად გაჩენილ საზოგადოებაში არსებობას. მათ უჭირდათ ამ სამყაროსთან შეგუება. ეს გამოიხატებოდა ენობრივი ექსტრავაგანტურობებით, სოციალური ნიჰილიზმით.

იყო შეჩვენებული პოეტების, დეკადეენტების მეფობა.

 

      სიმბოლისტების საყვარელი ჟანრებია პოეზია და რომანი, თუმცა ისინი უარს არც თეატრზე ამბობდნენ.

 

 

  რეაქცია ნატურალიზმზე და გაბატონებულ მატერიალიზმზე, ლიტერატურული და მხატვრული მიმდინარეობა სიმბოლიზმი 1870 წლისთვის გაჩნდა საფრანგეთში და ბელგიაში. ცნება

სიმბოლიზმი მოდის Jean Moréas-ის მანიფესტიდან.

სიმბოლისტები არიან პოეტები რომლებიც ხედავენ საზოგადოების დაკნინება-დეკადანსს, სიმბოლიზმი არის გაშინაგანებული დეკადენტობა.

იდეა უკვე არის შრლ ბოდლერის ლექსში « შესაბამისობები »  //Correspondances//.

აქ პოეტი ამბობს რომ ბუნება არის სიმბოლოებით სავსე ტაძარი, რომ მხოლოდ პოეტს ძალუძს ამ სიმბოლოების გაგება.

მაშ, ხილულ სამყაროს აქვს უხილავი ასპექტიც.

 

სიმბოლისტების თქმით პოეტი არის უცნობ სამყაროთა მხილველ-განმმარტებელი, ბოდლერის თქმით ისაა ფრინველი ალბატროსი რომელიც დაფრინავს უმეცარი ადამიანების თავზე და ხედავს მათზე მეტს. რემბოს თქმით პოეტი არის ნათელმხილველი რომელიც ხედავს იმას რასაც ვერ ხედავენ სხვები.

 პოეტი მარტოსულია, საზოგადოებას მისი არ ესმის, მაგრამ ის არაა პარია, ისაა მაღლა ცაში მფრინავი ალბატროსი რომელიც  მარტო გამდიდრებაზე მეოცნებე ხარბ მატერიალისტურ საზოგადოებაზე უკეთესად ხედავს სამყაროს.

სიმბოლისტები უპირისპირდებიან ხარბ,გაუმაძღარ ათეისტურ და მატერიალისტურ საზოგადოებას და ცხოვრობენ თავისი ხილვების სამყაროში, ასე ებრძვიან ისინი ტკივილს, დარდს, მოწყენილობას.

ხარბი მატერიალისტური სამყაროსგან განზე მდგომი პოეტები სვამენ კიდეც, ნარკოტიკებსაც იღებენ. ასე ბოჰემურად მცხოვრებნი ისინი ცხოვრობენ იმისთვის რომ წერონ.

მათი პოეზია მუსიკაა, მუსიკალობაა სიმბოლისტური პოეზიის საფუძველი. ვერლენი მუსიკის პოეტია….

მათი პოეზია არის სინესთეზია. ბოდლერმა თქვა რომ სურნელებები, ფერები და ხმები პასუხობენ, გამოეპასუხებიან ერთმანეთს, ე.ი. პოეზია არის მხედველობით სმენით,ყნოსვით, შეხებით მიღებულ შეგრძნებათა ნაზავი.

 

ხელოვნება ხელოვნებისთვის: პოეზიამ არ უნდა ასწავლოს, მან უნდა მიანიშნოს უხილავზე, აბსოლუტზე. პოეზია არის აბსოლუტის ძიება. ის ემსახურება მშვენიერებას, სილამაზეს და არა სასარგებლოს.

 

    ლიტერატურა-შარლ ბოდლერი//1821-1867//

ეს ფრანგი პოეტი მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პოეტია.

 

    ბოდლერის თქმით ადამიანი არის ორმაგი ქმნილება. უკვდავი სული მომწყვდეულია მოკვდავ სხეულში. ის ამავე დროს გახლეჩილია. სული მიისწრაფის ღმერთისკენ, უსასრულობისკენ და სხეული მიისწრაფის, სასრულისკენ და სიკვდილისკენ.

 

 

სპლინი და იდეალი // Spleen et Idéal// :

 

პოეტი ცხოვრებს სხეულიდან მომდინარე დარდ-ნაღველ სპლინს // spleen// და სულიდან მომდინარე იდეალს შორის. სპლინი არის შავი ნაღველი, დარდი,შფოთი და მოწყენილობა, იდეალი არის ღმერთის და მშვენიერების ძიება.

ბოდლერის პოეზიაში პოეტი არის ჩაგრული ამ ნაღველი სპლინის მიერ და მიწაც ხანდახან ხდება მომგუდველი ციხე….

 

ხელოვნება ლამაზია და არა უტილიტარული, პოეზიამ არ უნდა ასწავლოს. ხელოვნება ემსახურება მშვენიერს, ლამაზს და არა სასარგებლოს.

პოეზია არის აბსოლუტის ძიება, ის უნდა მიუთითებდეს უხილავზე….

ხელოვნებები ერთმანეთზე არიან დამოკიდებული, პოეზია დაკავშირებულია მხატვრობასთან და მუსიკასთან

 

ბოდლერს უყვარს მოგზაურობა. ის ასე გაურბის დარდს, ნაღველს, მოწყენილობას, მოკლედ სპლინს.

 

მადლობა ჩემო ღმერთო რომ ტანჯვას იძლევით წამლად ჩვენი უწმინდურობისთვის.

თქვენი მხრების დამამსხვრეველი დროის საშინელი ტვირთის ასატანად მუდამ უნდა იყოთ მთვრალი ღვინით, პოეზიით ან სათნოებით. დათვერით!

(ბოდლერის აფორიზმებიდან).

 

     ცხოვრება რთულია, მაგრამ შეთვერით და არ გამოტყვრეთ  სულ პირუტყვებს და მხეცებს რომ არ დაემსგავსოთ.

 

 

                იმპრესიონიზმი

 

  რეალიზმმა მხატვრობაში უარი თქვა არაჩვეულებრივის და იდეალის ძიებაზე.

 

ამას გარდა დაგერის // Daguerre// მიერ 1838 წლისთვის  მოგონილმა ფოტოგრაფიამ მომდევნო ათწლეულებში მიაღწია გარკვეულ  სრულყოფილებას  და მხატვრობამ დაკარგა  არსებობის ტრადიციული აზრი, რეალობის ასახვა, რეალობის ასახვის მონოპოლია..

ზოგმა მხატვარმა მაშინ დაინახა მათი ხელოვნების პოტენციური სპეციფიურობა რომელიც მანამდე არ ყოფილა საკმარისად გამოკვლეული…

 

1870-ანი წლების დასაწყისში კამილ პისარომ  დაიწყო რაღაც აბსოლუტურად ბანალური  პეიზაჟების ხატვა. მან წინ წამოსწია სინათლის ეფექტები . ის ეძებდა სინათლის სხვადასხვა ტიპის გამოხატვისთვის საჭირო ტექნიკას.  მან რეგულარულარული მონასმებით ნათელი ფერების დადებით მოახერხა ერთგვარი  ფერადოვანი ვიბრაციის შექმნა.

 

მისი ძიებები განაგრძეს იმავე ხანის სხვა მხატვრებმა  მანემ, რომელიც უფრო იმპრესიონიზმის წინამორბედი იყო ვიდრე საკუთრივ იმპრესიონისტი, სისლეიმ, რენუარმა, დეგამ… თუმცა ისინი მაინც ერიდებოდნენ  უსახო და ბანალურ მოტივებს.

კლოდ მონეს // 1840-1926// ტილომ  « შთაბეჭდილება, ამომავალი მზე » // Impression,soleil levant// გამოიწვია სკანდალი.

ამ სურათის სახელიდან გამომდინარე კრიტიკამ ამ მხატვრებს დაარქვა იმპრესიონისტები ანუ შთაბეჭდილებისტები.

მხატვრული მიმდინარეობა იმპრესიონიზმიც გაჩნდა. ეს სახელი აიტაცეს როგორც მხატვრებმა ისე მოქანდაკეებმა //როდენი, კამილ კლოდელი//.

 

 ახალი ძიებები წამოიწყო იმპრესიონისტების მეორე თაობამ. ეს ნეოიმპრესიონისტები იყვნენ სიორა, გოგენი,ვან გოგი, ტულუზ-ლოტრეკი…

იმპრესიონიზმი თითქოს იყო რეალიზმის გაგრძელება, მაგრამ აქ რეალობა უკან იხევს და წინ მოდის რეალობის აღქმის მანერა.

 ეს ტენდენცია მიიყვანეს ფიგურატიულობის, სახვითობის სრულ გაქრობამდე, აბსტრაქციამდე, იქამდე რომ ხელოვნების ნაწარმოებად გამოცხადებული ზოგი რამე უფრო მთვრალი მაიმუნის ნადღაბნს გავს ვიდრე ადამიანის ქმნილებას.

 

მართლაც დიდი ხელოვანების, იმპრესიონისტების მიერ დაწყებული საქმე არ უნდა მიიყვანოთ უკიდურესობამდე, არ უნდა გადააქციოთ კარიკატურად თორემ ვაი…

 

იმპრესიონიზმმა შთააგონა მუსიკოსებიც, კომპოზიტორებიც, მათ მხატვართა ქრომატული ძიებები გადაიტანეს  ხმის ქრომატიზმზე.  მუსიკალური ფორმის ამ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში სხვადასხვანაირად მონაწილეობა მიიღეს ერიკ სატიმ,სლბერ რუსელმა, მორის რაველმა და ა.შ.

 

გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s