François Brooks, თავისუფლება თავგასულობა

 ევროპული აზრიდან-ლიბერტარი რომელიც არანაირ სოციალურ საზღვარს
არ უწესებს ინდივიდუალურ თავისუფლებას თავგასული და თავაშვებული არსებაა. პროფესორი სიგუა, რომელიც ტანკით ანგრევს საქართველოს დედაქალაქს თავგასული ვინმეა და არა თავისუფალი პიროვნება.

 

ევროპული ფიქრებიდან- François Brooks, თავისუფლება,თავგასულობა,

დეტერმინიზმი

http://www.philo5.com/Cogitations/100903LiberteLicenceDeterminisme.htm

 

ადამიანი პირუტყვის საწინააღმდეგოდ დაჯილდოებულია თავისუფლებით, ე.ი. ბუნების მიერ დაპროგრამებისგან განთავისუფლების უნარით. ადამიანი ასე შევა ისტორიაში, პირუტყვებისთვის და მხეცებისთვის უცნობი ასპექტი. Kant [2]

 

თავისუფლების ცნება დღეს ისე წამხდარ-შრცხვენილია რომ  რომ ალბათ საჭირო გახდა მისი ნიუანსების დაზუსტება.

 

ჩვენთვის თავისუფლება პირველ რიგში არის ვაკეთოთ რაც გვინდა როდესაც გვინდა, ესოდენ ძვირფასი ქარტიისთვის რომელსაც დაავიწყდა იმის აღნიშნვა რომ ყოველი თავისუფლება უკავშირდება გარკვეულ მოვალეობას რომელიც იძლევა გარანტიას იმისა რომ ჩვენი ერთად ცხოვრება, თანაარსებობა, არ გადაგვარდება ბრმა ნებადართულობად, თავგასულობა თავაშვებულობად და ამის შედეგად დაცემა-დაკნინებად.

თავგასულობა თავაშვებულობა არაა თავისუფლება.

 

ლიბერტარი რომელიც არანაირ სოციალურ საზღვარს არ უწესებს ინდივიდუალურ თავისუფლებას თავგასული და თავაშვებული არსებაა.

 

ესეთი პიროვნება, ლიბერტარი, იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავის ჟინს, ხოშს, წამიერ განწყობას რომ ხდება თავისი ჟინიანობის მონა და უარს ამბობს ამ მონობისგან განთავისუფლებაზე.

ის ემსგავსება ვირთხას მელზეც ცდებს ატარებენ ლაბორატორიაში., რომელსაც ტვინში უნერგავენ ელექტროდს. ეს ელექტროდი ააქტიურებს ტვინში სიამოვნების ცენტრს და ვირთხაც აჭერს თათს ღილაკს  და არ ეშვება ამას სანამ არ მოკვდება. [3],

თავგასულ-თავაშვებული მოქმედებს თავისუფლების საწინააღმდეგო დეტერმინიზმის ლოღიკის შესაბამისად. ის მოქმედებს სიამოვნების მომგვრელ ჩვევათა კარნახით. ის ამ ჩვევების მონაა.

ისინი ვინც დღესაც ითხოვენ  მეტ და მეტ  თავისუფლებას და ითხოვენ თავისი ყოველი ჟინის და ხოშის დაკმაყოფილების უფლებას სინამდვილეში მოითხოვენ თავგასულობა თავაშვებულების დაკანონებას და არა თავისუფლებას.

 

სარტრმა აგვიხსნა რომ თავისუფლება სულ სხვა რამეა.

თავისუფლება რომ გამოჩნდეს მას სჭირდება წინააღმდეგობა.

თავისუფლება არის მიღება წესებისა რომლებიც ადამიანს აძლევენ გარკვეული პროექტის განხორციელების მიზნით ძალდაუტანებლად მოქმედების საშუალებას.

თავისუფლება არის შემოქმედი არჩევანის დამდგენი წინასწარგანზრახული მოქმედება. ის არ უზრუნველყოფს წარსულს, ის წყვეტს მომავალს.

შეზღუდვა-დაბრკოლებების გარეშე თავისუფლება კარგავს თავის აზრს და გადაიქცევა თავგასულობა-თავაშვებულობად და დეტერმინიზმად.

კანონების დაცვით შეუძლია თავისუფლად მოქმედება ფილოსოფიურად განათლებულ ადამიანს.

ჩვენს აღფრთოვანებას იწვევს ადამიანი ეომელიც დაბრკოლებათა მიუხედავად მოქმედებს თავისუფლად და მამაცურად თავისი იდეალების დასამკვიდრებლად.

ჩვენ არ მგვეწონება იგივეს გამკეთებელი იძულებით ან თვითკმაყოფილების განცდის მისაღებად.

 

ძლიერს და სუსტს, მდიდარს და ღარიბს შორის ჩაგრავს თავისუფლება და ანთავისუფლებს კანონი

//Entre le fort et le faible, entre le riche et le pauvre, c’est la liberté qui opprime et c’est la loi qui affranchit.// Henri Lacordaire

 

[1] Voir Déterminisme et liberté (FB-980213). Voir aussi Michel Onfray, Contre-histoire de la philosophie, No 14, Frémeaux & Ass. © 2010, CD3[6].

[2] Cité par Luc Ferry dans Kant, L’œuvre philosophique expliquée, Frémeaux © 2008 CD2-[9].

[3] James Olds and Peter Milner, Positive reinforcement produced by electrical stimulation of septal area and other regions of rat brain. J Comp Physiol Psychol 1954, 47 : 419-427. (Page consultée le 3 sept. 2010)

Philo5…

Leave a comment