გენიალური ევროპა საერთო კულტურა 7

 დღვანდელობის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს მალევიჩის შავი კვადრატი და აბსურდის თეატრი

Afficher l'image d'origine

რატომღაც ელიან ვიღაც გოდოს, ამაოდ

Чёрный супрематический квадрат. 1915. ГТГ.png

კაზიმირ მალევიჩის შედევრი, სუპრემატული კვადრატი, შავად გადთაბნილი ჭინჭი //1915/, დღეს ითვლება მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად.

გენიალური ევროპა  საერთო კულტურა-7,

რა უნდა იცოდეს არასპეციალისტმა ევროპელმა სამყაროს, ამ შემთხვევაში ისტორიის და კულტურის შესახებ, ცოდნის მინიმუმი

 

 

Peter Punin, La Culture générale, Studyrama,2009

 

თანამედროვე კულტურის ზოგი ასპექტი.

 

საფრანგეთის რევოლუციის, ნაპოლეონის ომების, ინდუსტრიული რევოლუციის, სასაკლაოების და ხარბი მატერიალიზმის გაბატონების  შემდეგ დაწყებულმა ძვრებმა  არნახული და ჯერ არგაგონილი მასშტაბი და გაქანება შეიძინეს მეოცე საუკუნეში.  ამას დიდად შეუწყო ხელი მსოფლიო ომებმაც.

თანამედროვეობა, დღევანდელობა, ამდენად, არის კულტურის ისტორიის განსაკუთრებით მღელვარე პერიოდი.  არნახულ ძალადობათა სერიის მომწყობ დამნაშავედ გამოაცხადეს ისტორიული, ტრადიციული ცივილიზაცია, მოინდომეს მისი უარყოფა და დაიწყო ექსპერიმენტები.

 

მხატვრობა

 

 მხატვრობამ თანდათანობით უარყო სახვითობა, ფიგურატულობა. დაიწყო ექსპერიმენტების სერია და რეალობაზე მინიშნებამ დაიხია უკან.

გაჩნდა  გერმანული ექსპრესიონიზმიც რომელიც შეგნებულად პროვოკაციულად ამარტივებს ფორმებს და პერსპექტივას, მიმართავს ფერთა დისონანსს რომელიც სულ უფრო და უფრო შორდება რეალობას.

ამავე დროს გაჩნდა და 1920 წლამდე განვითარდა კუბიზმი.

კუბისტები //ბრაკი, პიკასო, ლეჟე, დელონე…// სეზანის და აფრიკულ ხელოვნებათა გავლენით  შლიან რეალობას ერთმანეთში გადახლართულ და დაშლილ გეომეტრიულ ფიგურებად. გვიან ფორმებში კუბიზმი უახლოოვდება აბსტრაქციას….

 

ამ ტენდენციის რეკორდსმენი იყო კიევში 1878 წლის 23 თებერვალს პოლონელთა ოჯახში დაბადებული კაზიმირ მალევიჩი. მამამისი სევერინ ანტონოვიჩი//1845-1902// იყო პოლონელი პატრიოტი და მგზნებარე კათოლიკე.

 

1900-1910 წლებში მალევიჩი შთაგონებული იყო რეალიზმით, ექსპრესიონიზმით და, ყველაზე მეტად, პუანტილიზმით, მაგრამ ვერაფერმა უშველა.

 

მალევიჩმა  1915 წლის დეკემბერში პეტროგადში მოწყობილ გამოფენაზე იმ კუთხეში სადაც რუსები ათავსებდნენ ხოლმე რელიგიურ  ხატებს გამოფინა შავად გადღაბნილი კვადრატი.

ეს დადღაბნილი რამე დღეს ითვლება მსოფლიო ხელოვნების შედევრად.

 

კაზიმირ მალევიჩმა განაცხადა რომ ეს შავად გადღაბნილი ჭინჭი სულაც არაა პროვოკაცია.

მან თქვა რომ აქამდე მხატვრობა,ფერები,  დამონებული იყო ბუნების მიერ და მან მან შავი და ბნელი გაანთავისუფლა ამ ბუნების ბატონობისგან ესეც თავისუფლების სრულებით დღევანდელი კონცეფციაა.

 

მან კიდევ დაამატა რომ ეს შედევრი დახატა ტრანსში ყოფნისას და  « კოსმიური ცნობიერების  » გავლენით.

სახელგანთქმულმა პეტერბურგელმა მხატვარმა, წარმოშობით ფრანგმა ალექსანდრ ბენუამ

 // Alexandre Benois// თქვა რომ  ფუტურისტები ღვთისმშობლის და ყრმის გამომსახველი ხატის ნაცვლად ხატად იყენებენ შავად გადღაბნილ ჭინჭს.

 

ეს მალევიჩი იყო სუპრემატიზმის მოძრაობის დამფუძნებელი.სახვითი ხელოვნების მოკვლის ეს მცდელობა  ითვლება რევოლუციად ხელოვნებაში და მისტიკად,.

 

მხატვრული ავანგარდის ტახტზე შესკუპებული კაზიმირ მალევიჩი დღესაც ითვლება დიდ ნოვატორ შემოქმედად.

 

მაგრამ გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორის მიერ დაფინანსებულმა ლენინმა  და მისმა ბოლშევიკებმა ის არაფრად ჩააგდეს.  მალევიჩი  გარდაიცვალა ლენინგრადში 1935 წლის 15 მაისს.

ორი მსოფლიო ომის და პერესტროიკის მიერ გადარეული კაცობრიობა მას თვლის მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მხატვრად.

 

იყო ნიდერლანდელი მხატვარი პიტ მონდრიანიც //Piet  Mondrian,1872-1944//. მან დაიწყო ხატვა თითქმის აკადემიური მანერით  და მივიდა ყვითელი,წითელი, ლურჯი თუ თეთრი ოთხკუთხედების ხატვამდე.

 

ამერიკელი რობერტ მოზერველი  //Robert Motherwell,1915-1991// კი იყო ე.წ. აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის //expressionisme abstrait// მთავარი წარმომადგენელი. // კიდევ იყვნენ პოლლოკი,დე კოონინგი, კლინი…//.

მისი მხატვრობისადმი მიდგომა ექსტრემისტული იყო. ის ამბობდა რომ ხელოვნება მანამდე იყო

  რეალობის ,ამა თუ იმ გეომეტრიული ფიგურის და ა.შ. გამოსახვის სურვილის მონა და ეხლა ხელოვნება უნდა განთავისუფლდეს ამ მონობისგან. მხატვრობა უნდა იყოს წმინდა, მხატვრის ჩარევის გარეშე ან მხატვრის მინიმალური ჩარევით.

უმხატვრო მხატვრობა, მხატვრობა მხატვრის ჩარევის გარეშე.

მისი ბოდიში ხელოვნება აღარც მალევიჩის შავად გადღაბნილი ჭინჭია. ისაა ტიუბიკში ან ბიდონში ჩატენილი ქიმიური პროდუქტი.

ის კმაყოფილდებოდა სხვადასხვანაირად დახრილ ტილოებზე სხვადასხვა საღებავის დაღვრით და იმის ნახვით თუ რა გამოვიდა აქედან….

 

 

 https://www.zerodeux.fr/reviews/olivier-mosset/

 

  კიდევ არის ოლივიე მოსე- Olivier Mosset.  მან 1983 წელს თქვა:

 « ხელოვნება, მე არ ვიცი რა არის ეს. მე მაინტერესებს მხატვრობა» // L’art, je ne sais pas ce que c’est. Ce qui m’intéresse c’est la peinture //.

 

30 წლის შემდეგ კი მან განაცხადა:

« მე ვარ ხელოვნების წინააღმდეგ» //« je suis contre l’art »//.

დღევანდელ შეშლილ სამყაროში აწყობენ აი ასეთი ხელოვანის პერსონალურ გამოფენებს.

 

ის ხელუხლებელ ტილოზე ხატავს შავ წრეს, მას ამით უნდა იმის ჩვენება რომ ხელოვნება არ არსებობს, რომ ხელოვნებაზე ყოველგვარი პრეტენზია არის ბაზრის საკითხი. ..

ის ერთი ფერით ღებავს საკმად დიდ სიბრტყეებს. ეს მონოქრომებია მისი მხატვრობა რომელიც არაა ხელოვნება…

 

 

 

  ანტიხელოვნება-Anti-art

ანტიხელოვნება არის ხელოვნების უარმყოფელი კონცეფციების და მიდგომების ერთობლიობა. ამ კონცეფციებმა და შეიძლება მიიღონ ხელოვნების ფორმა, შეიძლება არც მიიღონ.

ცნება პირველად გამოიყენა მარსელ დიუშამმა//Marcel Duchamp//.

 

ანტიხელოვნების ზოგი ფორმა უარყოფს ხელოვნების ზოგ ასპექტს. უარყოფენ ხელოვნების არსებულ წესებს, მაღალ კულტურას და ა.შ.

ანტიხელოვნების სხვა ფორმები უარყოფენ ხელოვნებას მთლიანად, ხელოვნებას აცხადებენ ჩაგვრის ფორმად. უარყოფენ ხელოვნების არსებობასაც კი.

ანტიხელოვნება მოდის პირველი მსოფლიო ომით შეშლილების მიერ შექმნილი მოძრაობა დადა-დან.

//Dada//. დადაისტებს ხმაურიანი პოლემიკებით, სკანდალებით და მასხარაობით უნდოდათ მთელი ისტორიული დასავლური კულტურის მოსპობა, ხელოვნების და პოეზიის ტრადიციულ ღირებულებათა რადიკალურად უარყოფა.

Marcel Duchamp-მა 1917 წელს  საიდანღაც მოათრია უნიტაზი// urinoir//, დაარქვა მას შადრევანი, გამოფინა და გამოაცხადა ეს ეს ხელოვნების ნაწარმოებად.

 

კონსტრუქტივისტებმა და პროდუქტივისტებმა 1921 წელს  გამოფენაზე 5×5=25 გამოაცხადეს რომ მათ წარმოადგინეს ხელოვნების ბოლო თუ სიკვდილი.

როდჩენკომ // Rodtchenko// იქ გამოფინა ერთ ფერად გადღაბნილი 3 ტილო : « წმინდა წითელი ფერი », « წმინდა ყვითელი ფერი », « წმინდა ლურჯი ფერი »,. მან გამოაცხადა რომ აჩვენა «მხატვრობის დასასრული»  და დაიწყო ფოტოების გადაღება.

 

 ხელოვნების სიკვდილზე და გადალახვაზე კიდევ ბევრს წერდნენ და ყბედობდნენ გი დებორი

//Guy Debord// და სიტუაციონისტური ინტერნაციონალის //Internationale situationniste// წევრები.

გი დებორმა 1952 წელს გადაიღო ფილმი  « ღრიალები სადის სასარგებლოდ » //Hurlements en faveur de Sade//.

   სიტუაციონისტურ ინტერნაციონალთან ახლოს მდგომმა მხატვარმა Giuseppe Pinot-Gallizio-მ 1958 წელს მოიგონა « ინდუსტრიული მხატვრობა», მოლბერტზე ხატვის ნგრევა-გადალახვა.

სიტუაციონისტები ქადაგებდნენ საგნების არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, უარყოფდნენ პლასტიკური ნების ყოველგვარ ფორმას. ისინი თავისი რიგებიდან აგდებდნენ იმათ ვინც დაკავშირებული იყო ხელოვნების სამყაროსთან.

ეს უმსგავსობა გრძელდებოდა 1960-ან წლებშიც, გრძელდება ეხლაც…ყველანაირად იგდებენ მასხრად და სპობენ იმას რასაც ისტორიულად ერქვა ხელოვნება.

  დღევანდელი ხელოვნება-არახელოვნება-ანტიხელოვნების უმთავრესი ასპექტების გასაგებად არასპეციალისტი დღეს ამით შემოიფარგლოს.

 

 

        გადავიდეთ ლიტერატურაზე

 

თანამედროვე ლიტერატურაშიც ხდება სახვით ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების ანალოგიური მოვლენები.

 

http://philo-francais.e-monsite.com/pages/francais/1-stmg/cours/theatre-et-representation/l-absurde-en-litterature.html

 

     1914-1945 წლებში ყველაზე ცივილიზებული ხალხები დაერივნენ და ჟლეტდნენ ერთმანეთს, ანგრევდნენ მთელ ქვეყნებს. მოკლეს მილიონობით ადამიანი, ორი ატომური ყუმბარა დრუზეს იაპონიას. იყო ცივი ომი ომი, დეკოლონიზაციის ომები და მივედით იქამდე რომ პროფესორმა სიგუამ დიდი ენთუზიაზმით დაანგრია საქართველოს დედაქალაქი თბილისიც.

 

ყოველივე ამით შეშლილმა   ადამიანებმა დაინახეს რომ შეუძლებელია ასეთი არსებობის აზრის ნახვა.

რატომ ჩნდები არ იცი, რატომ კვდები არ იცი, და კიდევ ტაჩანკები, ტანკები,ატომური ბომბები,დრონები,უზი-კალაშნიკოვები და პროფესორი სიგუა.

 

დაინახეს, ამოიხვნეშეს და გაჩნდა აბსურდის ლიტერატურა.

 

აბსურდის განცდა გამოჩნდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურაში.

როგორ უნდა ნახო არსებობის აზრი მსოფლიო ომების, გულაგი-ოსვენციმების, ატომური ბომბების სროლის შემდეგ?

 

   ჩვეულებრივ სასაუბრო ენაზე აბსურდი აღნიშნავს იმას რასაც არ აქვს აზრი. .

ეს კონცეფცია ალბერ კამიუმ განსაზღრა თხზულებებში « მითი სიზიფზე » // 1942 და და « უცხო »//1942// , შემდეგ « კალიგულა » და « გაუგებრობა »//1944//.

 

აბსურდის განცდა ჩნდება მაშინ როდესაც ადამიანი ხედავს არსებობის მაშინალურ ხასიათს და სიკვდილის გარდაუვალობას, დღეები მისდევს ერთმანეთს.

http://people.wku.edu/nathan.love/426-20th/sisyphe_mythologie_grecque.htm

 

ბერძნული მითოლოგია გვიყვება რომ  თესალონიის მეფე ეოლუსის შვილი, კორინთოს დამფუძნებელი სიზიფე. ის იყო მოხერხებული დამნაშავე. ის ხოცავდა მოგზაურებს. მან უღალატა ღმერთებს, გაუმხილა ღმერთების საიდუმლოებები ადამიანებს. მან ისე დააბა სიკვდილის ღმერთი თანატოსი რომ დააბრკოლა მიცვალებულების ჩასვლა ჯიჯოხეთში.  ღმერთებიც გამხეცდნენ. ჩაერია პირადად ჰადესი და თავგასული, ზომიერების, სამყაროში საკუთარი ადგილის გრძნობის დამკარგავი თავგასული სიზიფე საშინლად დასაჯეს.

მას მიუსაჯეს უზარმაზარი კლდის ათრევა მაღალი მთის მწვერვალზე/ მწვერვალზე ათრევისთანავე კლდე უკან ვარდება და სიზიფემ ისევ უნდა აათრიოს. ის ისევ ვარდება და სიზიფემ ისევ უნდა აათრიოს და ასე უნდა იყოს მუდამ.

 

დიდმა ფრანგმა მწერალმა ალბერ კამიუმ თქვა რომ სიზიფეს უსასრულო შრომა // დიდი დამნაშავის სასჯელი ძველ ბერძენთა თანახმად// არის ადამიანის არსებობა, ადამიანის სიცოცხლე.

მაგრამ მანვე დააყოლა რომ სიზიფე არის კანონების წინააღმდეგ აჯანყებული გმირი რომელიც არ აგინებს ღმერთებს და  გააზრებულად იღებს თავის სასჯელს. ამით სიზიფე თავისუფლდება ღმერთებისგან და ცხოვრობს თავისი არჩევანის შესაბამისად. ამ რთული ცხოვრების ყოველი წუთი მას ეკუთვნის. ის აღარაა დასჯილი, ის ხდება თავისი ბედის გამგებელი.

 

ადამიანის არსებობაა უსასრულო შრომა და თბილისის მნგრეველი ტანკისტი პროფესორი სიგუას ნაირთა ატანა. ადამიანი შეიძლება გაიტანჯოს ამ ცხოვრებით. ადამიანმა შეიძლება აიტანოს ეს ცხოვრება და შეგნებულად, გააზრებულად, ფხიზლად იცხოვროს. ადამიანი შეიძლება იყოს პასიური, ან ის შეიძლება იკბინებოდეს სიზიფეს მსგავსად.

 

ესაა მეოცე საუკუნით გაგიჟებული დიდი მოაზროვნე ალბერ კამიუს აზრი.

ტრანსპორტის, მუშაობის, ჭამის, ძილის, მამის მკვლელი ავ-გიორგი ბაგრატიონის,ორჯონიკიძის, პროფესორი სიგუას ციკლების მარადიული განმეორება. სიზიფეს ჯოჯოხეთური შრომაა ასეთი არსებობის სიმბოლო.

 

ჩვეულებრივ ადამიანს არ ესმის თავისი არსებობის აბსურდულობა, მაგრამ როგორც კი ის კამიუს სიზიფეს მსგავსად აამაღლებს თავის ცნობიერებას ის დაინახავს არსებობის ტრაღიკულ განზომილებას.

 

სამყარო არსებობს ადამიანის გარეშე. ადამიანს არ ძალუძს სამყაროს ნამდვილად გაგება. აბსურდი იბადება სამყაროს ამ უცხოობიდან.

 

აბსურდი არის ადამიანის მისთვის გაუგებარ სამყაროსთან დაპირისპირების შედეგი. ადამიანს არ ძალუძს თავისი არსებობისთვის აზრის მიცემა და აქედან იბადება აბსურდის განცდა.

 

არსებობის აბსურდულობა კარგად ესმით ალბერ კამიუს პერსონაჟებს მერსოს// « უცხო », 1942// თუ სისხლიან იმპერატორს //  « კალიგულა », 1945//.

უაზრო განმეორების იდეაა ეჟენ იონესკოს //1909-1994//  თხზულებაში მელოტი მომღერალი ქალი »

//Cantatrice chauve. პიესა იწყება და მთავრდება ერთი და იგივე რეპლიკებით.

 

იგივეა Samuel Beckett-ის //1906-1989// « გოდოს მოლოდინში » სადაც ორ აქტში ერთი და იგივე სიტუაციაა, ერთი და იგივე საუბრებია, ვიღაცა გოდოს ამაო უაზრო მოლოდინია. ეს გოდო რომელსაც სულ ელიან პერსონაჟები არ მოვა.

 

აბსურდის თეატრი გაჩნდა 1950-ან წლებში.

ამ თეატრმა ტოტალურად შეაქცია ზურგი უფრო კლასიკურ ჟანრებს, დრამას თუ კომედიას

თეატრი გვიჩვენებს რომ ადამიანის და საზოგადოდ სიკვდილით დამთავრებული სიცოცხლე უაზრობაა და აბსურდია.

 

ამ თეატრს არ აინტერესებს დასავლური თეატრისთვის დამახასიათებელი  ფსიქოლოგიური დახასიათება, მწყობრი სტრუქტურა და კომუნიკაცია დიალოგით.

Alfred Jarry-ს და სიურეალისტების მემკვიდრეებს Samuel Beckett-ს // « გოდოს მოლოდინში » ,1953, « პარტიის დასასრული » , 1957 // თუ Ionesco-ს აბსურდი შეაქვთ ენაშიც, რითიც გამოხატავენ ურთიერთობა-კომუნიკაციის სირთულეს. ისინი წარმოგვიდგენენ მათ მეტაფიზიკურ სიბეჩავესთან დაპირისპირებულ ანტიგმირებს,,,

აბსურდის თეატრის პიესებში ირღვევა მეტყველების წესებიც. ბეკეტის თუ იონესკოს პერსონაჟებს ერთმანეთის არ ესმით. ისინი ვერ ახერხებენ ადამიანებთან ურთიერთობას.

უაზრო სამყაროში არსებული ეს პერსონაჟები ხანდახან საერთოდ ჩუმდებიან….

 

აბსურდის თეატრის პერსონაჟების დიალოგებში არაა არანაირი ლოღიკა, საუბრები შედგება კლიშეებისგან, აზრს აცდენილი, ნათქვამთან ლოღიკური კავშირის არმქონე შენიშვნებისგან. აზრში არაა ლოღიკა და ლოღიკა არაა ენაშიც, მეტყველებაშიც.

 

მოკლედ. დიდმა მალევიჩმა ხელოვნება,მხატვრობა აქცია შავად გადღაბნილ ოთხკუთხა ჭინჭად.

იონესკომ ბეკეტმა და ა.შ. თეატრი აქციეს უაზრო გაურკვეველ ლუღლუღად და სცენაზე კაცმა არ იცის რატომ ბოდიალად.

თან იონესკო და ბეკეტი გვეუბნებიან რომ უნდა  იცინო და იხარხარო როგორც მათ თეატრზე ისე საკუთარ თავზე და საკუთარ ცხოვრებაზე, რომ მასხრად უნდა ავიგდოთ ჩვენი თავი და ცხოვრება და გადავრჩებით.

იხარხარეთ თუ გნებავთ, რა გიყოთ, ლიბერალი ვარ.

აბსურდის თეატრის დამახასიათებელი ნიშნები :

რეალიზმის, პერსონაჟების და ინტრიგის უარყოფა, ფაქტიურად არ ხდება არაფერი.

 ან სულ გაუგებარია თუ სად ხდება მოქმედება ან მოქმედების ადგილი აბსურდულად მეტისმეტად დაზუსტებულია.

დროც აბსურდულია. საათიც კი რეკავს შეუძლებლად ბევრჯერ.

ფონი არის ბურჟუაზიის და ტრადიციული საზოგადოების მასხრად აგდება.

ეს მოქმედება-უმოქმედობა ხშირად ხდება კატასტროფულ ატმოსფეროში, მაგრამ აბსურდის დასაძლევად ერევა კომიკური.

პერსონაჟების მეტყველება აღარაა ურთიერთობის საშუალება, ის გამოხატავს სიკვდილისკენ მიმავალი სიცოცხლის სიცარიელეს და აბსურდულობას.

მაგრამ აბსურდის თეატრში აბსურდი უბრალოდ დადგმულია და არა ნაჩვენები. მაყურებელი თვითონ უნდა მიხვდეს რომ ყველაფერი აბსურდულია.


Read more at http://philo-francais.e-monsite.com/pages/francais/1-stmg/cours/theatre-et-representation/l-absurde-en-litterature.html#xlhqmMvd5uKRvg18.99

 

 

http://www.culture-cpge.com/bac/fiche-la-litterature-de-l-absurde-1942-1968

a აბსურდის ლიტერატურა  (1942-1968)

 

 აბსურდის ცნება აღებულია კიერკეგორის // Kierkegaard,1813-1855// ფილოსოფიიდან/ ადამიანი ვერ პოულობს არსებობის აზრს და აბსურდი არის ამის გამოხატულება.

   აბსურდის ლიტერატურის საწყისები

პოლიტიკური იმედგაცრუება, ილუზიების დაკარგვა

კიდევ ერთხელ, ომებმა და ნგრევა-სისხლისღვრებმა შეაძრწუნა და გადარია ადამიანები. ყველაფერი, მთელი არსებობა გამოჩნდა უაზრო აბსურდად.

ცივმა ომმა და ატომური ბომბების ქნევამ კიდევ უფრო ცუდად გახადა ამის მნახველები.

მაგრამ  ლევ ტროცკის მეგობარ სიურეალისტებს კიდევ ჰქონდათ სოციალური და პოლიტიკური რევოლუციის სულელური იმედი, ისინი ოპტიმისტებად რჩებოდნენ

აბსურდის მწერლებს კი საერთოდ არაფრის სჯერათ. მათი აზრით არსებობას ვერ ამართლებს ვერაფერი.

 

ჟან-პოლ სარტრის // Jean-Paul Sartre, 1905-1980// ირგვლივ შემოკრებილი ეგზისტენციალისტები გადაჭრით დაადგნენ მარქსიზმის გზას.

ალბერ კამიუმ // Albert Camus, 1913-1960// კი  კატეგორიულად დაგმო იდეოლოგიები რომლებიც პოლიტიკური ქმედების იარაღად აქცევენ მკვლელობას. და ზურგი შეაქცია კომუნისტურ პარტიას.

http://www.histoiresordinaires.fr/rebelleinformer/Dernier-numero-d-ANV-Albert-Camus-ou-le-refus-du-meurtre_a133.html

    დიდ ფრანგ მწერალ ალბერ კამიუსთან ყველგან ჩანს რევოლუციური ძალადობის უარყოფა….1958 წელს, 2 წლით ადრე სიკვდილამდე, კამიუმ დაწერა ამის შესახებ : «…როგორიც არ უნდა მიზანი რომელსაც ვისახავთ მიზნად  უბრალო, უდანაშაულო ხალხის გაჟლეტა მაშინ როდესაც წინასწარ იცი რომ დაიღუპება ქალიც და ბავშვიც ეს მიზანი შებღალული და დამცირებული იქნება». აი ესაა ნამდვილი ევროპელის აზრი.  ასეთი რამე თავში არ მოუვათ ტანკით თბილისის მნგრეველ პროფესორ სიგუას და მიხაილ გორბაჩოვის სხვა დემოკრატებს.

 

 

ეგზისტენციალიზმის გავლენა

 

მე-19 საუკუნეში ნატურალიზმი ამტკიცებდა რომ ადამიანს მთლიანად განაპირობებს და განსაზღვრავს მისი მემკვიდრეობითობა და გარემო. ის კატეგორიულად უარყოფდა თავისუფლებას.

ჟან-პოლ სარტრი კი ამბობდა რომ დეტერმინიზმი არის აზროვნების აბსტრაქტული კონსტრუქცია და მეტი არაფერი, რომ სიცოცხლე, პირიქით, ყოველ წამს ადასტურებს ჩვენს ტოტალურ თავისუფლებას.

ის ამბობდა რომ ჩვენ მთლიანად ვართ პასუხისმგებლები ჩვენს ქმედებებზე.

მაგრამ როგორ უნდა იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და პასუხისმგებელი ადამიანი მას შემდეგ რაც მან ვერ იპოვა თავისი არსებობის აზრი?

აბსურდის ლიტერატურა გვეუბნება რომ ადამიანი ყოველ წუთს განიცდის თავისი სიცოცხლის უაზრობას.

 

  აბსურდული ლიტერატურის თემები :

 

 

 

  1. ერთი და იგივეს განმეორება.

 

ალბერ კამიუ გვეუბნება რომ ადამიანი აბსურდულობას აცნობიერებს თავისი ყოველდღიური საქმიანობის განმეორებით.

ბერძნული მითოლოგიის სიზიფე ჯოჯოხეთში ყოველ დღე უაზროდ დაათრევს უზარმაზარ კლდეს. ალბერ კამიუ გვეუბნება რომ სწორედ ჯოჯოხეთში გაგზავნილი სიზიფეა შრომის, ტრანსპორტით აქეთ-იქით სიარულის,ჭამის, ძილის ციკლებში ჩაკეტილი ადამიანის მდგომარეობის და არსებობის სიმბოლო.

ეჟენ იონესკოს მელოტი მომღერალი ქალი //1950// იწყებს და ამთავრებს ერთი და იგივე რეპლიკებით, რაც მიგვითითებს მარადიულად ხელახლა დაწყებაზე.

სემიულ ბეკეტის//1906-1989// პერსონაჟები ამაოდ და უაზროდ ელიან ვიღაც გოდოს და ერთნაირ ვითარებებში ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ //1952//.

 

  1. აბსურდის გაცნობიერება

   ჩვეულებრივ ადამიანი ვერ აცნობიერებს თავისი არსებობის აბსურდულობას, მაგრამ როგორც კი ის გააცნობიერებს თავის მდგომარეობას ის კამიუს სიზიფეს მსგავსად ის გაიაზრებს თავისი მდგომარეობის ტრაღიკულ განზომილებას.

 სამყაროს ირაციონალური ეჯახება ადამიანის თავგადაკლულ მისწრაფებას სიცხადისკენ და აქედან იბადება აბსურდის ტრაღიკული ხასიათი.

კამიუს პერსონაჟებს ღრმად ესმით არსებობის აბსურდულობა.

 აბსურდის ლიტერატურის ხერხები :

  1. ენის შუსბამისობა

აბსურდის მწერლებს უყვართ თეატრი იმიტომ რომ ის იძლევა ხილული სინამდვილის პერსონაჟთა გაუგებარ ლუღლუღთან დაპირისპირების საშუალებას….

  1. ენის დაშლა

იონესკოს დიალოგები აუწყობელია, წინააღმდეგობრივია. პერსონაჟებს ერთმანეთის არ ესმით და ისინი ერთმანეთს უაზროდ ლანძღავენ. სიტყვები ხანდახან ისმის როგორც სასაცილო კაკაფონია.

ბოლოს კი პერსონაჟები საერთოდ ჩუმდებიან.  ბეკეტის პერსონაჟები რატომღაც ელიან ვიღაც გოდოს, მათ არაფერი აქვთ ერთმანეთისთვის სათქმელი და უჭირთ დუმილის დარღვევა. ზოგჯერ პიესა საერთოდ გადაიქცევა პანტომიმად.

 

  1. ლოღიკაც ქრება. აბსურდი უკვე თვითონ აზრშია და არა და არა აზრის და რეალობის ერთმანეთთან შუსაბამისობაში.
  1. აბსურდის დაძლევა-გადალახვა

 

აბსურდის დანახვით ადამიანი სძლევს და გადალახავს თავის მდგომარეობას, პოულობს თავის კეთილშობილებას.

კსმიუმ დაწერა რომ უნდა წარმოვიდგინოთ ბედნიერი სიზიფე.

 

იონესკოს და ბეკეტის პიესების განსაკუთრებული კომიკურობა ალბათ პირველად იქცევა ადამიანური ტრაღიკულობის გამოხატულებად.

საკუთარი უძლურების დაძლევა და გადალახვა სიცილით, ესაა ადამიანის უმაღლესი ღირსება.

 

  გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s