ისტორიის აბსოლუტური მინიმუმი 1

 

Afficher l'image d'origine

 

ჩვენ გვიყვარს  ისტორია

 

 

 ისტორიის სრული  მინიმუმი ევროპელისთვის შესავალი

 

გენიალური ევროპა  საერთო კულტურა-8,

რა უნდა იცოდეს არასპეციალისტმა ევროპელმა სამყაროს, ამ შემთხვევაში ისტორიის და კულტურის შესახებ, ცოდნის მინიმუმი

 

 

Peter Punin, La Culture générale, Studyrama,2009

 

 

ისტორიის სრული  მინიმუმი ევროპელისთვის შესავალი

 

აქ შევეხებით წარსულის მოვლენებს  რომლებიც საკმარისად საინტერესოა იმისთვის რომ დაიმახსოვროს კოლექტიურმა მეხსიერებამ და არა ისტორიას როგორც წარსულის მკვლევარ მეცნიერებას.

 

მთავარი პოლიტიკური სისტემები

 

    რესპუბლიკა და მონარქია

ცნება რესპუბლიკა უპირისპირდება მონარქიის ცნებას. მაგრამ ცნება რესპუბლიკა არაა აუცილებლად ცნება დემოკრატიის სინონიმი.

მონარქიის მეთაურია  საკრალურ პიროვნებად გამოცხადებული მთავარი, მეფე, იმპერატორი…მონარქის ღირსება, ხარისხი, გადაიცემა მემკვიდრეობით, მაგრამ არა ყოველთვის.

შუა საუკუნეებში, მაგალითად, გერმანიის სუვერენს, თეორიულად მაინც, ირჩევდა « ამომრჩეველ მთავართა » //Princes electeurs// კოლეგია.

ცნება რესპუბლიკა გულისხმობს სახელმწიფოს იმ ფორმებს რომლებიც არ ხვდება მონარქიის კატეგორიაში.

 

რესპუბლიკის კონცეფცია  შეიძლება მიუდგეს დემოკრატიას. მაგრამ დემოკრატია

შეიძლება არც იყოს რესპუბლიკა.

 

დასავლეთში აბსოლუტური მონარქია გაქრა, მაგრამ ბრიტანეთის, შვედეთის, ბელგიის, ნიდერლანდების, და ა.შ კონსტიტუციური მონარქიები ნამდვილად ეკუთვნიან დემოკრატიულ სამყაროს.

 მეორეს მხრივ კი ვენეციის ძველი რესპუბლიკა, სადაც ძალაუფლება იყო მდიდარ ვაჭართა უმცირესობის ხელში, არის არადემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი მაგალითი.

 

და პლატონმა თავისი სახელგანთქმული ნაშრომი « რესპუბლიკა » დაწერა იმიტომ რომ დაეგმო დიდი სოკრატეს მკვლელი დემოკრატია.

 

დაბოლოს, პერსონალური თუ ერთადერთი პარტიის დიქტატურებიც  ხვდებიან რესპუბლიკის კატეგორიაში. მაგრამ თუ  კი დიქტატორები მიბაძავენ  ცენტრალური აფრიკის კაციჭამია პრეზიდენტ ბოკასა პირველს და თავს გამოაცხადებენ იმპერატორებად ეს აღარ იქნება რესპუბლიკა.

 

   ოლიგარქია და თეოკრატია

 

 ისტორიაში ნახსენები მრავალი რესპუბლიკა იყო ოლიგარქიები. ცნება ოლიგარქია აღნიშნავს სახელმწიფოს იმ ფორმებს  სადაც ხელისუფლება ეკუთვნის მცირერიცხოვან პრივილეგირებულებს, წარჩინებულებს თუ მდიდრებს…ასეთი რესპუბლიკები იყო რომის რესპუბლიკა თავიდან, ვენეციის, ფლორენციის რესპუბლიკები და ა.შ.

 

ოლიგარქია განსაკუთრბულ სახეს იძენს მაშინ როდესაც ძალაუფლება ეკუთვნის  საკრალური სტატუსის მქონე ღვთისმსახურთა, ქურუმთა კლასს. ამ შემთხვევაში ლაპარაკობენ თეოკრატიაზე.

ამ რეჟიმის მაგალითი იყო ტიბეტი კომუნისტური ჩინეთის მიერ მის ანექსიამდე.

თეოკრატია სახელმწიფოს სპეციფიური ფორმაა. ის არც მონარქიაა და არც რესპუბლიკა.

 

    დემოკრატია

 

   დემოკრატია კი დღესაც უპირისპირდება სხვადასხვა ტოტალიტარულ სისტემას, შევჩერდეთ მასზე.

  ძალაზე დამყარებული არალეგიტიმური რეჟიმიც ვერ იარსებებს მასების //ხალხის// მიმხრობის გარეშე.

ტოტალიტარულ დიქტატურებს  უწოდებენ  დიქტატურებს რომლებიც მოქმედებენ მასებით მანიპულირებით, მასების მობილიზაცით, ბელადის კულტის შექმნის, სამხედრო აღლუმების თუ სხვა მასშტაბური ზარ-ზეიმის, ადამიანთა გამოთაყვანების მეშვეობით მათი მანიპულაციით. ტოტალიტარული რეჟიმები ასე აქრობენ ინდივიდს მთლიანობის სასარგებლოდ.

 

ასე იყო როგორც ფაშისტურ და ნაცისტურ ისე კომუნისტურ სახელმწიფოებში.

 

     რადგანაც ვახსენეთ დამატებით შვჩერდეთ მანიპულაციის თემაზე

 

http://www.unadfi.org/http%3A//www.unadfi.org/IMG/pdf/La_manipulation_mentale.pdf

https://fr.wikipedia.org/wiki/Manipulation_mentale

 

ფსიქოლოგიაში მენტალურ მანიპულაციას უწოდებენ ვითარებას როდესაც ინდივიდი ან ჯგუფი ძალაუფლების ბერკეტების, ძალის თუ გავლენის გამოყენებით ცდილობს პიროვნების ქცევის გაკონტროლებას მისი თანხმობის გარეშე.

მენტალური მანიპულაციის იარაღები აგრეთვე არის ეშმაკობა, მოხიბლვა-ცდუნება, შთაგონება-ჩაგონება,რეკლამა,პროპაგანდა, დეზინფორმაცია, მოკლედ ყველაფერი რაც დაფუძნებულია ტყუილზე, ყველაფერი რაც მანიპულატორის თუ მანიპულატორთა ზემოქმედების ობიექტად ქცეულ ადამიანს ხელს უშლის სინამდვილის სწორად აღქმაში, სინამდვილის შესაბამისად მოქმედებაში. ასე ადამიანი უნებურად, გაუაზრებლად ემორჩილება მანიპულატორს ან მანიპულატორებს, მოქმედებს მათი და არა საკუთარი ნების შესაბამისად.

 

ეს იცოდა უკვე ძვ.წ. მეხუთე საუკუნის ჩინელმა სტრატეგოსმა სუნ ძუმ რომლის ნაშრომს «ომის ხელოვნება» დღესაც სწავლობენ ფსიქოლოგიური ომის სპეციალისტები.

Sun Tzu, Art of war

 
სუნ ძუ არის ფსიქოლოგიური ომის ერთერთი დიდი პიონერი.

დაოსიზმის მიმდევრები ომს წარმოიდგენენ როგორც ძალის გამოყენებას უხეში ძალადობის და მხეცობის გარეშე.   დაოსიზმის მიმდევრები მიზნად ისახავენ გამარჯვებას ჯერ კიდევ ღია დაპირისპირების და შეტაკებათა დაწყებამდე.

 ამ თვალსაზრისით სუნ ძუსომის ხელოვნებაუნდა იყოს პოლიტიკოსების,პოლიტოლოგების და ფსიქოლოგების სამაგიდო წიგნი.

სუნ ძუ არ ყოფილა ტანკით თბილისის მნგრეველი პროფესორი სიგუა. მისი თქმით საუკეთესოა სახელმწიფოს ხელში ჩაგდება მთლიანად,დაუნგრევლად. მისი დანგრევა ბევრად უფრო ადვილია. მტრის ჯარის ტყვედ ჩაგდება ჯობია ამ ჯარის მოსპობას. ას ბრძოლაში ასი გამარჯვების მოპოვება არაა სრულყოფის მწვერვალი. ომის ხელოვნების უდიდესი მიღწევაა მოწინააღმდეგის დამორჩილება ბრძოლის გარეშე.

სუნ ძუ ხაზს უსვამს რომ სამხედრო სტრატეგიებიდან ყველაზე შედეგიანია მოწინააღმდეგით მანიპულირება ისე რომ შესაძლებელი იყოს მისი იოლად დამარცხება ბრძოლის გარეშე.

ფსიქოლოგიური ომის ფუძემდებელი სუნ ძუს თეორიული კონსტრუქციები დაიყვანება შემდეგზე:

გარყვენით ყველაფერი რაც კი საუკეთესოა მოწინააღმდეგის ბანაკში. მისი გამოჩენილი წარმომადგენლები ჩაითრიეთ დანაშაულებრივ საქმიანობაში,შელახეთ მათი პრესტიჟი,ძირი გამოუთხარეთ მათ ავტორიტეტს,საჭირო მომენტში შეარცხვინეთ ისინი საზოგადოების წინაშე, ითანამშრომლეთ ყველაზე სულმდაბალ.უღირს და წამხდარ ადამიანებთან.

 

მოკლედ ადამიანთა გარყვნა-გათახსირება-მოსყიდვაა ქვეყნის დაქცევის საუკეთესო საშუალება და არა ომი.

გააჩაღეთ შეჯახებები თქვენი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის,გააღვივეთ უთანხმოებები და მტრობა მათ შორის.

ყველანაირად შეუშალეთ ხელი მომარაგება,წესრიგის დამყარებას და დაცვას მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებში.

არ დაინანოთ ფული ინფორმაციისა და თანამზრახველთა საყიდლად თუ მოსასყიდად.

საერთოდ გულუხვად გაეცით ფული და დაპირებები,ამას მოაქვს დივიდენდები.”

სამხედრო საქმის განვითარებას აუცილებლად ახლდა თან მოწინააღმდეგეზე მორალური ზეწოლის და ზემოქმედების ფორმების სრულყოფა.

.. მეორე საუკუნეში ჩნდება პროპაგანდის დამოუკიდებელი თემაომის სამართლიანი თუ უსამართლო ხასიათის გამოცხადება. მოწინააღმდეგის მებრძოლი სულისკვეთების დასასუსტებლად ერთერთი მხარე ბრალდებას უყენებს მოწინააღმდეგეს და მოწინააღმდეგის ბანაკში მყოფ თანამოაზრეებს მოუწოდებს შეუერთდეს მას ბრძოლაში სამართლიანი საქმისთვის.

ამ ხერხს ძველი ჩინეთის მმართველები იყენებდნენ დიდი ხნის მანძილზე.

შეიარაღებული შეჯახების დაწყებამდე ან დაწყებისთანავე წაყენებული ბრალდება მოწინააღმდეგის დასაღუპად გამიზნულ მოქმედებათა კანონიერების დასაბუთება გრძელდებოდა მთელი ომის მანძილზე.

ჩინეთში ძველთაგანვე ამის ერთერთ ყველაზე სანდო საშუალებად თვლიდნენ ტყუილს//დეზინფორმაციას//-უშუალო მანიპულირებას მოწინააღმდეგის შეხედულებით სინამდვილეზე, მოწინააღმდეგეს უქმნიდნენ მცდარ წარმოდგენას სინამდვილეზე. ამის შემდეგ ,ოწინააღმდეგე დგავდა მცდარ ნაბიჯებს და მარცხდებოდა ან საერთოდ იღუპებოდა.  სუნ წერდა:

ომი ტყუილის თამაშია. ამიტომ თავი მოაჩვენე უძლურად მაშინ როდესაც ძლიერი ხარ,თავი მოაჩვენე დუნედ როდესაც მზად ხარ შეტევისთვის. თავი მოაჩვენე შორს მყოფად როდესაც სინამდვილეში ხარ გვერდით,და პირიქით.

მიიტყუე მტერი სარგებლით როდესაც მოწინააღმდეგეს სურს სარგებელი. თავს დაესხი მას და დაამხე როდესაც ის მოცულია უწესრიგობით.

როდესაც მტერი საშიშია მოერიდე მას. თუ ის იოლად ბრაზდება გააბრაზე. თუ ის მორიდებული და ფრთხილია წაახალისე მისი ამაოება და პატივმოყვარეობა.

შეუტიე როდესაც ის ყველაზე ნაკლებადაა მზად. იმოქმედე მაშინ როდესაც ყველაზე ნაკლებად გელის.

 

მოკლედ მოატყუე, გარყვენი კონკურენტი,მოწინააღმდეგე თუ მტერი და ჰერი… ცოტა დიდ დროს მოითხოვს, თუ არ გაჭრის მერე დრუზე ატომური ბომბი.  დღეს პოპულარული ხერხია.

 

ჩემის აზრით უკეთესია შესთავაზო ადამიანებს დიდი საერთო გამარჯვების პროექტი. ასე მიიმხრო დავით აღმშენებელმა აფხაზები, ჩერქეზები, საერთოდ კავკასიელები, ევროპელი დრანკი რაინდები, თურქმანი ყივჩაღები და იყო დიდგორის გამარჯვება.

 

ეს იყო დიდი ქართულ-კავკასიურ-დასავლურ-აღმოსავლური გამარჯვება.  ასე ჯობია.

 მაგრამ სუნ ძუს ხრიკების დღევანდელ გამოყენებასაც მივაქციოთ ყურადღება. გავაგდოთ « ზვიადა » და ვიქნებით ბედნიერებიო, ღრიალებდნენ გორბაჩოვ-შევარდნაძის დემოკრატები.  ეგეც სუნ ძუს ხერხია.

ეკონომიკური სისტემები

 

  აქ შემოვიფარგლებით დღესაც ერთმანეთთან აქტიურ კონკურენციაში მყოფი 2 ეკონომიკური სისტემის, დირიჟიზმის და ლიბერალიზმის დახასიათებით.

 

დირიჟიზმი

 

  ეს ცნება აღნიშნავს  ეკონომიკაზე მეტ-ნაკლებად გაბატონებულ სახელმწიფო სისტემას.

ასეთი პირველ რიგში არის კლასიკური სოციალიზმი რომელიც მიზნად ისახავს ბანკების, ბუნებრივი რესურსების, დიდ საწარმოთა, მიწების ნაციონალიზაციას და მათ მართვას სახელმწოს მიერ.  ეს სახელმწიფო მოგებას პირდაპირ თუ არაპირდაპირ უნდა ურიგებდეს « მშრომელებს » .

ცნება კლასიკური ვიხმარეთ იმიტომ რომ დღეს ცოტა სოციალისტი თუ აყენებს კიდევ ასეთ მოთხოვნებს.  მარქსიზმისთვის  სოციალიზმის ეს ფორმა არის კომუნიზმის მშენებლობის ეტაპი.

მიუხედავად ამისა დირიჟიზმი და სოციალიზმი არაა სინონიმები.

 

ლიბერალიზმი

 ლიბერლიზმი მოითხოვს სახელმწიფო ხელისუფლების მოქმედება-კომპეტენციების შემოფარგვლას  ეროვნული თავდაცვის, წესრიგის  დაცვის, მართლმსაჯულების და უსაფრთხოების  სფეროებით

სხვა სიტყვებით სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკონომიკაში რომელიც უნდა მოქმედებდეს « ბაზრის კანონების » შესაბამისად.

 

მაგრამ ფრთხილად. მემარჯვენე ტოტალიტარული რეჟიმები //გერმანული ნაციზმი. იტალიური ფაშიზმი, ესპანური ფრანკიზმი//  თუ ჩინეთის და ვიეტნამის კომუნისტური პარტიები კარგად შეეგუვნენ ეკონომიკურ ლიბერალიზმს.

 

ასე რომ ლიბერალიზმი ყოველთვის არაა დაკავშირებული დემოკრატიასთან.

 

და დირიჟიზმიც ყოველთვის არაა დემოკრატიის შეზღუდვა.

 

საფრანგეთის მხსნელი შარლ დე გოლის დროინდელი და შემდგომი საფრანგეთის რესპუბლიკა საკმაოდ გამოკვეთილად დირიჟისტული იყო. ეს არ მოსწონდა ყველას, მაგრამ საფრანგეთი იყო და არის დემოკრატიული სახელმწიფო და ქვეყანა.

 

გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s