ისტორიის აბსოლუტური მინიმუმი 2

ისტორიის აბსოლუტური  მინიმუმი ევროპელისთვის 2

Afficher l'image d'origine

ჯორჯ ბერნარდ შოუა ეს, ბაბაიებო.

გენიალური ევროპა  საერთო კულტურა-9,

რა უნდა იცოდეს არასპეციალისტმა ევროპელმა სამყაროს, ამ შემთხვევაში ისტორიის და კულტურის შესახებ, ცოდნის მინიმუმი

 

Peter Punin, La Culture générale, Studyrama,2009

 

 

 

ისტორიის აბსოლუტური  მინიმუმი ევროპელისთვის 2

 

მსოფლიო ისტორიის სინთეტური ხედვისთვის-1

 

დასავლური ცივილიზაცია დღევანდელი სახით შორეულ ფესვებს პოულობს ხმელთაშუა ზღვის აუზის აღმოსავლეთი ნაწილის დიდ კულტურებში სადაც ძვ.წ მესამე ათასწლეულის დასაწყისიდან გაჩნდა დამწერლობა რაც იყო ისტორიის და სამართალის იდეების გაჩენა-განვითარების წინაპირობა.

შემდეგ საბერძნეთში გაჩნდა სამოქალაქო უფლებებით მოსარგებლე მოქალაქეებისგან შემდგარი პოლისის კონცეფცია. ამ უფლებებით მოსარგებლე პირებს სამაგიეროდ აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღოთ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ძვ.წ. მეხუთე საუკუნეში ათენში ისტორიაში პირველად ჩნდება დემოკრატია.

ანალოგიური ტენდენციები ჩანდა რომის პატარა რესპუბლიკაში როდესაც მან დაიწყო ხმელთაშუა ზღვის მთელი აუზის და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობა.

 

ანტიკური დემოკრატიის გახსენება გვახსენებს იმასაც რომ სახელმწიფოს ეს ფორმა არ ხასიათდება აუცილებლად ხანგრძლივობა-დღეგრძელობით.

ათენშიც და რომშიც დემოკრატიის აპოგეა ემთხვევა დეკადანსი-დაკნინების დასაწყისს.

ახალი, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისის ძლიერ რომში დემოკრატია დარჩა მოგონებად.

ეს დამაფიქრებელია.

 

მეოთხე საუკუნის ბოლოს რომის იმპერია  უმართავი გახადა მისმა სიდიდემ. ის გაიყო ორად აღმოსავლეთით ბიზანტიამ იარსება 1453 წლამდე. …

დასავლეთ რომის იმპერიამ კი ვერ გაუძლო ძირითადად გერმანული მოდგმის ბარბაროსების შეტევებს  და დაემხო და დაიშალა მე-5 საუკუნის მანძილზე.

ეს იყო ანტიკური ცივილიზაციის დასასრული.

ძირითადად გერმანული მოდგმის ბარბაროსებმა მოსპეს და გააქრეს ქალაქური ცენტრები, სავაჭრო გზები. დასავლეთმა ამავე დროს დაკარგა თითქმის მთელი კულტურული მემკვიდრეობა. ეკონომიკური წარმოება დავიდა მიწათმოქმედების და ხელოსნობის რუდიმენტალურ, ლამის სულ პირველყოფილ დონეზე.  ფულის ბრუნვაც შეწყდა და ვაჭრობა დავიდა ლოკალური ინტერესის მატურალურ გაცვლაზე.

 

  ყოფილი რომის იმპერიის ტერიტორიებზე შეიქმნა გერმანული მოდგმის ხალხთა სამეფოები

მათ შორის გამოირჩა ფრანკთა მეფე კლოვისის სამეფო.  მასში ხედავენ საფრანგეთის საწყისს.

მაგრამ ეს სენტიმენტალური ჟღერადობის მქონე კონცეფცია არაა ყველას მიერ ერთხმად გაზიარებული.

მომავალი საფრანგეთი გამოჩნდა 843 წელს გაზრდილი ფრანკთა იმპერიის გაყოფიდან და კარლოს დიდის მიერ კონსოლიდაციიდან.

 

საფრანგეთში კაპეტინგთა დინასტიამ ასე თუ ისე დაიმორჩილა დიდი ფეოდალები.  ესაა ცენტრელიზაციის ტრადიციის შორეული საწყისი.

გერმანელთა მხრიდან  რეგიონალურმა პარტიკულარიზმმა აჯობა იმპერატორთა ცენტრალიზატორულ მისწრაფებებს.

ეს ტენდენცია ფატალური იყო გერმანიისთვის რომელიც შუა საუკუნეების შემდეგ დაიშალა მრავალ ერთმანეთისგან პრაქტიკულად დამოუკიდებელ სამეფო-სამთავროდ.

 გერმანული ფედერალიზმი დღესაც უპირისპირდება ფრანგულ ცენტრალიზმს.

 

 ეკლესიის, ბერ-მონაზონთა, გლეხობის შრომის და  ბარბაროსების ქრისტიან რაინდებად გადაქცევის წყალობით ევროპამ დაიბრუნა საკმაოდ მაღალი  კულტურული დონე. გაჩნდა ნამდვილი ქალაქური ცენტრები, გაიშალა მასშტაბური ვაჭრობა, ისევ დაიწყო ფულის ბრუნვა.

 

   ასწლიანი ომიდან 30-წლიან ომამდე

 

   1066 წელს ნორმანდიის ჰერცოგმა ვილჰელმ დამპყრობელმა //Guillaume le Conquérant//  დაიპყრო ინგლისი და ჩაუყარა ფესვები ერს რომლის სამხედრო და ეკონომიკური მნიშვნელობა უწყვეტად იზრდებოდა.

შემდეგ საუკუნეებში იყო ფრანგთა და ინგლისელთა მეტოქეობა-მტრობაც.

შინაგან საკითხებში ინგლისის სამეფოს გაუჭირდა დიდ არისტოკრატთა დამორჩილება. ამ არისტოკრატებმა მოახერხეს « დიდი ქარტიის მიღებით » //1215// თავისი უფლებების უზრუნველყოფა.

ზოგი ამაში ხედავს გარკვეული დემოკრატიული ტრადიციის ფესვებს.

ინგლისის მეფე ედუარდ მესამეს პრეტენზიები ჰქონდა საფრანგეთის ტახტზე და ამან გამოიწვია ასწლიანი ომი //1337-1453//.

 

http://education.francetv.fr/matiere/moyen-age/cinquieme/dossier/le-moyen-age-la-guerre-de-cent-ans

 

   შუა საუკუნეების დასასრულისთვის  კონტინენტის ტერიტორიაზე საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ერთმანეთს ეომებოდნენ საფრანგეთის და ინგლისის სამეფოები.

ომი დაიწყო 1337 წელს როდესაც ინგლისის მეფემ მოითხოვა საფრანგეთის მეფის გვირგვინი. მრავალი ზავით შეწყვეტილი ომი დამთავრდა საფრანგეთის გამარჯვებით რომელიც დაადასტურა

Picquigny-ს შეთანხმებამ 1475 წელს.

საფრანგეთის სამეფომ განიცადა დიდი ნგრევა, მაგრამ მიუხედავად ამისა საფრანგეთის სამეფო გამოვიდა განმტკიცებული თანამედროვე სახელმწიფო ორგანიზაციის საფუძვლებით. გაჩნდა ეროვნული გრძნობაც, რომელსაც განასახიერებდა და განასახიერებს ჟანა დარკი // Jeanne d’Arc//.

 

ახვათა აზრით ორივე მხარისთვის წამგებიანმა ამ ხანგრძლივმა კონფლიქტმა დააუძლურა ინგლისიც და საფრანგეთიც.

 

მოახლოებულ მე-15 საუკუნესთან ერთად  დასავლეთი მოემზადა უმნიშვნელოვანესი ძვრებისთვის.

იმ დროისთვის დედამიწის რეალურ კულტურულ და ეკონომიკურ ცენტრ შორეულ აღმოსავლეთთან ვაჭრობა-ურთიერთობას ხელს უშლიდა მცირე აზიაში თურქ-ოსმალთა ყოფნა.ოსმალები უკვე იპყრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას და ემუქრებოდნენ ევროპის დანარჩენ ნაწილსაც.

გაჩნდა ახალი სავაჭრო გზების გახსნის აუცილებლობა.

მანამდე პერიფერიულმა ორმა ერმა გარკვეული ხნით მიიღო დიდ სახელმწიფოთა სტატუსი.

პორტუგალიამ მოახდინა აფრიკის სანაპიროთა კოლონიზაცია. მისმა გემებმა შემოუარეს კეთილი იმედის კონცხს და მიაღწიეს ინდოეთამდე.

ესპანეთმა კი მხარი დაუჭირა კრისტოფერ კოლუმბის ექსპედიციებს და ბოლოს და ბოლოს დაიპყრო სამხრეთი ამერიკა და მისი უზომო სიმდიდრეები. გამონაკლისი იყო ბრაზილია, რომელიც დარჩა პორტუგალიას.

ვაჭრობა ამიერიდან გაიშალა პლანეტარული მასშტაბით.  ეს იყო ხმელთაშუა ზღვის სამყაროს უსაშველო დაკნინება.

 

მეორე მხრივ ევროპა შეძრა პროტესტანტულმა რეფორმამ რომელიც მაშინვე გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებით.

პროტესტანტობის გაჩენამ გამოიწვია რელიგიურ ომებად წოდებული სისხლისღვრების სერია.

ამ ომების ასპარეზი თავიდან იყო ასწლიანი ომის შემდეგ ძლივს ფეხზე წამომდგარი საფრანგეთი.

შემდეგ გერმანიის მიწაზე ერთმანეთს შეეჯახნენ სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოები, განსაკუთრებით საფრანგეთი და შვედეთი.

ამ 30-წლიან ომს ბოლო მოუღო ვესტფალიის შეთანხმებებმა //1648//. ამ ომმა დაანგრია გერმანია.

საფრანგეთმა მაინც მოახერხა მისი როგორც დიდი კონტინენტური სახელმწიფოს პოზიციის გამყარება და გააძლიერა თავისი შინაგანი ერთიანობა.

ლიუდოვიკო მეთოთხმეტემ მოახერხა არისტოკრატიის დაშოშმინება.

 

    ბრიტანული ძალა

 

ამასობაში კათოლიკურმა ესპანეთმა  ააგო უზარმაზარი ფლოტი  « უძლეველი არმადა » და დაუპირისპირდა პროტესტანტულ ინგლისს.  მაგრამ ესპანეთმა განიცადა სასტიკი მარცხი. ინგლისის ფლოტმა მოსპო ესპანეთის ფლოტი.

ამას გარდა ესპანეთი დაკნინება-დაცემის გზაზე დააყენა კორუფციამ და მისი კოლონიალური იმპერიის ცუდად მართვამ.

ამიერიდან დედამიწის პირველ საზღვაო ძალად გადაიქცა ინგლისი, უფრო ზუსტად კი იმპერია, დიდი ბრიტანეთი.  დედამიწის უდიდესი საზღვაო ძალის სტატუსი დიდმა ბრიტანეთმა შეინარჩუნა მეოცე საუკუნემდე.

 

გრძელდებოდა საფრანგეთ-ინგლისის დაპირისპირებაც, რისი კვალი დღესაც ჩანს.

იყო საფრანგეთის საზარალოდ ინგლისის ექსპანსიისთვის ხელის შემწყობი სხვა ფაქტორიც.

საფრანგეთმა მოახერხა თავისი შინაგანი ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ ამასთან ერთად მან შეინარჩუნა  მოძველებული ფეოდალური სისტემის მრავალი ასპექტიც.

არისტოკრატია დარჩა დიდი მემკვიდრეობით პრივილეგიების მქონე მმართველ კლასად რომელსაც ჰქონდა მოძველებული ღირსების კოდექსი.  არისტოკრატებს, მაგალითად, აკრძალული ჰქონდათ ვაჭრობა..

დიდ ბრიტანეთს კი გაუჩნდა წარმოშობით ნიდერლანდელი და ლიბერალური იდეების მქონე სუვერენი.  ეს იყო 1689 წლის დიდებული რევოლუცია.  ბრიტანეთი გარდაუვალად უსწრებდა წინ საფრანგეთს.

 

      საფრანგეთის რევოლუციიდან იმპერიამდე

 

 დღეს ფრანგებსაც ასწავლიან რომ ამის გამო იყო საფრანგეთის დაკნინება,ეკონომიკური მარაზმი,პლუს მეფეების ცინიზმი და არაკომპეტენტურობა რამაც გამოიწვია რევოლუცია.

ხოდა მოვიდნენ მარატი და რობესპიერი. მათ დაამყარეს ტერორი და გილიოტინით, ტყვიით, ხიშტით, დანა-ხანჯლით, დახრჩობით და ტანჯვა-წამებით მოკლეს საფრანგეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, პირველ რიგში ფრანგთა ყველაზე ნასწავლ-განათლებული ფენა  და გადაბუგეს და უდაბნოდ აქციეს საფრანგეთის ერთ-ერთი ულამაზესი მხარე ვანდეა. ისინი სპობდნენ საფრანგეთის ისტორიულ, კულტურულ, ეროვნულ მემკვიდრეობასაც და მოსპობდნენ  ღრიალი რომ არ დააეწყოთ ვიქტორ ჰიუგოს, პროსპერ მერიმეს და სხვა ნორმალურ ადამიანებს.

 

აი ამეებზე კი არაა ლაპარაკი ამ შესანიშნავ წიგნში.

 

ფრანგებმა ეს სხვა ფრანგული წიგნებიდან და ჟურნალებიდან იციან. ვიცოდეთ ჩვენც.

 

 დავუბრუნდეთ ამ შესანიშნავ წიგნს.

 

დიდ რევოლუციას თავიდან არ უნდოდა მონარქიის გაუქმება. მას უნდოდა კონსტიტუციური მონარქია  არისტოკრატიის პრივილეგიების გაუქმებით. მაგრამ იყო მეფე ლიუდოვიკოს ორაზროვნება, // ისტორიკოსები დღესაც კამათობენ და ვერ შეთანხმებულან იმაზე თუ რა უნდოდა მას სინამდვილეში//, იყო დედოფლის და სამეფო კარის ზოგი წრის დაბრმავება, მეფის ოჯახის გაქცევა და რევოლუციონერები გადაირივნენ.

 

 

https://fr.vikidia.org/wiki/Maximilien_de_Robespierre

 

   ცოტა ხნით  შევჩერდეთ მაქსიმილიან დე  რობესპიერის // Maximilien de Robespierre// ფიგურაზე // 8-13 წლის ფრანგი ბავშვებისთვის განკუთვნილი ენციკლოპედია Vikidia//.

 

დაიბადა 1758 წლის 6 მაისს. იყო  არისტოკრატი // noblesse de robe//  ფრანსუა დე რობესპიერის ვაჟიშვილი. მან ბრწყინვალედ ისწავლა Louis-le-Grand-ის კოლეჯში, სადაც მისი ამხანაგი იყო მომავალი რევოლუციონერი კამილ დემულენი. შემდეგ მან ისწავლა პარიზის სამართლის ფაკულტეტზე.

 მამამისის და პაპამისის მსგავსად ის თავიდან იყო ადვოკატი. მას ძალიან უყვარდა ისტორიულ ქრისტიანულ საფრანგეთთან მებრძოლი განმანათლებელი ფილოსოფოსების, განსაკუთრებით კი რუსოს იდეები.  ის მონაწილეობდა არასის ინტელექტუალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით აკადემიებში რომლებიც რეგულარულად აწყობდნენ კონკურსებს საზოგადოებისთვის საინტერესო, ეკონომიკის თუ პოლიტიკის საკითხებზე.

 

მეფე ლიუდოვიკო მეთექვსმეტემ  ვერსალში მიიწვია გენერალური შტატები და არტუასთვის მესამე წოდების დეპუტატად  1789 წელს ამისთვის აირჩიეს რობესპიერი…

გენერალურ შტატებზე რობესპიერი ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ მან გაიცნო ბევრი სასარგებლო ადამიანი, განსაკუთრებით მინისტრი ნეკერი // რომელმაც მალე გაუცრუა იმედი// და მირაბო.

მან მესამე წოდების სხვა დეპუტატებთან ერთად დადო ფიცი რომ ისინი არ დაიშლებოდნენ სანამ საფრანგეთი  არ მიიღებდა კონსტიტუციას.

 

1789 წლის 9 ივლისს გენერალური შტატები გადაიქცა ეროვნულ კრებად და რობესპიერი აქტიურად მონაწილეობდა დებატებში რომლებშიც მსჯელობდნენ გასატარებელ რეფორმებზე. მან განსაკუთრებით შეიტანა წვლილი ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში. ის იბრძოდა საფრანგეთის კოლონიებში მონათმფლობელობის გაუქმებისთვის. ფერადკანიანთა თანასწორობისთვის და მათთვის ხმის უფლების მიცემისთვის.

ის იყო მხოლოდ მდიდარი მოქალაქეებისთვის ხმის მიმცემი ცენზური სისტემის წინააღმდეგ. ეს სისტემა პოლიტიკურ უფლებებს არ აძლევდა დაახლოებით ორ მილიონ ფრანგს.

 

დამფუძნებელი კრების ყველა დეპუტატის მსგავსად რობესპიერს ვერ აირჩევდნენ 1791 წლის საკანონმდებლო კრების დეპუტატად.

 

მაგრამ რობესპიერს არ უთქვია უარი პოლიტიკურ საქმიანობაზე.

ის მონაწილეობდა იაკობინელთა კლუბის დებატებში და 1790 წლის 31 მარტს გახდა ამ კლუბის პრეზიდენტი.

ამის შემდეგ ის დაეძგერა და დაეტაკა  მასზე უფრო ზომიერ რესპუბლიკელებს, ჟირონდელებსაც და არა მარტო მონარქიის მომხრეებს.

1792 წლის 21 სექტემბერს საკანონმდებლო კრება შცვალეს კონვენტით. იქ იყო პარიზის დეპუტატად არჩეული რობესპიერიც.  ის იყო ე.წ. მთის //Montagne// ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დანტონთან და მარატთან ერთად.

რობესპიერი ბევრი მისი თანამედროვის მსგავსად რესპუბლიკელი გახდა მარტო 1792 წელს.

იმ წელს ის იყო პარიზის აჯანყების კომუნის //Commune insurrectionnelle de Paris// წევრი.

ამ კომუნამ გამოიწვია 1792 წლის 10 აგვისტოს მონარქიის დამხობა.

მას შემდეგ რობესპიერი ასრულებდა პირველი პლანის პოლიტიკურ როლს. ის იყო საყოველთაო არჩევნებით არჩეული  ეროვნული კონვენტის საწყისთან. ახალი კრების წევრად არჩეული რობესპიერი იჯდა ე.წ. მთიელ Montagnards-ებთან ერთად.

 

2793-1794 წლებში რობესპიერი იყო ფრანგ რევოლუციონერთა ყველაზე გავლენიანი ბელადი.

მან და მისმა მეგობარ-მიმდევრებმა დაიწყეს ის საშინელება რასაც უწოდეს ტერორი და რამაც მოსპო ნასწავლ განათლებულ და თუნდაც ოდნავ სხვაგვარად მოაზროვნე ფრანგთა დიდი ნაწილი.

ჯიუტად მოძალადე და ტერორის მომწყობ რობესპიერს დაარქვეს « მოუსყიდავი » // Incorruptible // ვინაიდან ის არაფრად აგდებდა სხვათა აზრს და ზეწოლას.

ყველაფერთან ერთად ვოლტერის მსგავსად დეისტ რობესპიერს უნდოდა ქრისტიანობის მოსპობა და მისი შეცვლა რაღაც უზენაესი არსების კულტით.

მირაბომ //Mirabeau// უკვე 1789 წელს თქვა რობესპიერზე : «  ეს ადამიანი საშიშია იმიტომ რომ მას სჯერა ყველაფერი იმისა რასაც ის ამბობს».//« Cet homme est dangereux, il croit tout ce qu’il dit ».//.

 

რობესპიერს უნდოდა მისი აზრით იდეალური რესპუბლიკის დამყარება მხეცური მეთოდებით,

 

http://www.assistancescolaire.com/enseignant/elementaire/ressources/base-documentaire-en-histoire/discours-de-robespierre-en-faveur-de-l-execution-de-l

 

  რობესპიერის სიტყვა მეფე ლიუდოვიკო მეთექვსმეტის მოკვლის სასარგებლოდ //ოდნავ შემოკლებით//

 « სულ არაა საჭირო სასამართლო. ლიუდოვიკო სულ არაა ბრალდებული და თქვენ არა ხართ მოსამართლეები.  თქვენ ხართ მხოლოდ პოლიტიკოსები და ერის წარმომადგენლები. თქვენ არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი ადამიანის სასარგებლოდ თუ მის წინააღმდეგ. თქვენ უნდა მიიღოთ ეროვნული, საზოგადოებრივი ხსნის ზომა…

თქვენ ადამიანთა გულებს დაღად უნდა დაასვათ მეფობის, სამეფოს ზიზღი და სიძულვილი და უნდა გააოგნოთ მეფის მომხრეები… ეს განამტკიცებს ახალშობილ რესპუბლიკას.

ლიუდოვიკო იყო მეფე და დაარსდა რესპუბლიკა…

ლიუდოვიკო გადაყენებული იყო მის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო. მან გამოაცხადა ფრანგი ხალხი აჯანყებულად. ფრანგი ხალხის დასასჯელად მან დაუძახა მისი მოძმე ტირანების ჯარებს.

გამარჯვებამ და ხალხმა გადაწყვიტეს რომ მარტო ლიუდოვიკო იყო აჯანყებული.

ის, მაშ, ვერ გასამართლდება. განაჩენი უკვე გამოტანილია….

ლიუდოვიკო მეთექვსმეტის  სულერთია როგორ გასამართლების სურვილი არის უკანდახევა სამეფო და კონსტიტუციური დესპოტიზმისკენ.

ლიუდოვიკო მეთექვსმეტის გასამართლების იდეა კონტრ-რევოლუციური იდეაა… »

 

სხვათა შორის ასე გაუსამართლებლად და ჩაუშესკუ-ჩაუშესკუს ღნავილით მოკლეს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც. პარალელები, პერპენდიკულარები….

 

 

რობესპიერმა  გადარია ცოტა უფრო ზომიერი და აზრიანი რევოლუციონერებიც //რობესპიერი მათაც ემუქრებოდა გილიოტინაზე თავების დაყრით//.  ხოდა ამ რევოლუციონერებმა მოაწყვეს შთქმულება.

ხოდა რობესპიერი დაიჭირეს 1794 წლის 27 ივლისს და თავი გააგდებინეს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ისე როგორც ის მოითხოვდა ლიუდოვიკო მეთექვსმეტის მოკვლას. მოკლეს რობესპიერის 21 პოლიტიკური მეგობარიც.

22 თავი თავი ჩაყარეს ხის ყუთში.  გვამები კი ურმით წაიღეს Errancis-თა სასაფლაოსკენ და ყველაფერი ჩაყარეს საერთო თხრილში.  ზედაც დააყარეს გამომწვარი კირი // chaux// რათა ტირანის // მაქსიმილიან რობესპიერის// გვამს არ დაეტოვებინა არავითარი კვალი….

 

გადარეულებმა დაატრიალეს დიდი უბედურება. 

 

1792 წელს გამოცხადებული რესპუბლიკის დასაწყისმა ბევრს დაუტოვა კოშმარული მოგონებები. ტერორის მასშტაბმა, მეფის, დედოფლის, ათასობით ფრანგის, მათ შორის ქიმიკოსი ლავუაზიეს ნაირი მეცნიერების, მეტიც, ზომიერი რევოლუციონერების გაჟლეტამ დაამწუხრა უამრავი ნორმალური ადამიანი და ეს სულაც არაა უმიზეზო წუხილი.

 

მაგრამ რევოლუციონერთა ხშირად სადისტურ მხეცობას ზოგი ამართლებს იმით რომ რევოლუციას შიგნიდანაც და გარედანაც ემუქრებოდა საფრთხე. // რევოლუციური სადიზმით უკმაყოფილოთა გაჩენაში სხვათა შორის საკვირველი არაფერია//.

შეიქმნა ავსტრიის. პრუსიის, რუსეთის აბსოლუტური მონარქიებისგან შემდგარი კოალიციებიც.

მათ შეუერთდა კონტინენტის რეტროგრადული რეჟიმებისგან განსხვავებული დიდი ბრიტანეთიც რომელიც სარგებლობდა საფრანგეთის რევოლუციის მიერ გამოწვეული არეულობით და ცდილობდა თავისი ისტორიული მეტოქე-მოწინააღმდეგე საფრანგეთისთვის მომაკვდინებელი დარტყმის მიყენებას.

 

ბოლოს დაიჭირეს და დახოცეს რევოლუციის ბელადი რობესპიერი და მისი პოლიტიკური მეგობრები // 1794 წლის 27 ივლისი// და  ტერორი შეწყდა

 

დიდად სამწუხარო ამბავია. რევოლუციების და პერესტროიკების მხეცობებს ეწირება ბევრი ნორმალური ადამიანიც და მთელი ერებიც…. ფრთხილად.

 

რობესპიერის მოკვლის შემდეგ წლებში რესპუბლიკას მართავდა კორუმპირებული და არაკომპეტენტური დირექტორია.

რევოლუციურ ჯარში კი იყო უკვე გამოჩენილი გენერალი ნაპოლეონი რომელსაც მობეზრდა უტვინოების ფაციფუცის ყურება. მან ხელში ჩაიგდო ფაქტიურად აბსოლუტური ძალაუფლება და სახელად დაირქვა ჯერ პირველი კონსული და შემდეგ ფრანგთა იმპერატორი ნაპოლეონ პირველი.

 

ნაპოლეონის პიროვნების ირგვლივ ატეხილი კამათი დღემდე გრძელდება.

ნაპოლეონის იმპერია ბატონობდა ევროპის დიდ ნაწილზე.  ნაპოლეონის სამხედრო დიდება  ხალხში მას დღესაც უნარჩუნებს გარკვეულ პრესტიჟს.

ზოგი წინ წასული ამბობს რომ ოხერმა ნაპოლეონმა უღალატა რობესპიერის დიად იდეალებს.

მართლაც, ვთქვათ, ნაპოლეონმა არ მოსპო ქრისტიანობა ისე როგორც ეს უნდოდა მაქსიმილიანს.

 

უფრო დაფიქრებულები ამბობენ რომ ფრანგებს კი მობეზრდათ ძველი რეჟიმი მაგრამ მე-18 საუკუნის ბოლოს საფრანგეთი ჯერ არ იყო მზად რესპუბლიკური კონსტიტუციისთვის და ტერორის მიუხედავად მონარქიას მიჩვეულ ქვეყანაში გამოვიდა იმპერია.

 

ნაპოლეონი უეჭველად იყო დიდი ადმინისტრატორი და კანონმდებელი მაგრამ მისმა ომებმა დაანგრია ქვეყანა.

ბრძოლის ველებზე კი ასობით ათასი ჯარისკაცი დაიღუპა არაფრისთვის.

ნაპოლეონის თავგადასავალი დასრულდა 1814 წელს ვატერლოოზე იმპერატორის საბოლოო დამარცხებასთან ერთად.

 

მე-19 საუკუნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თავისებურებები

 

ცოტა სქემატიზებულად ამბობენ რომ საფრანგეთის რევოლუციამ ეროვნული გრძნობა გაავრცელა სხვა ერებშიც.

მაგრამ ნაპოლეონის ომებმა და ექსპანსიონიზმმა მართლაც გააღვიძა შოვინიზმში გადამავალი ნაციონალიზმი ანუ რწმენა იმისა რომ ერთი ერი დგას სხვა ერებზე უფრო მაღლა.

ამ სულისკვეთებამ კი გააძლიერა უამისოდაც უკვე არსებული განხეთქილება-დაპირისპირიბები და დაძაბულობა.

 

ინდუსტრიული რევოლუციის, სინამდვილეში კი მრავალი « რევოლუციის » სათავესთანაა ორთქლის, მანქანა, მაგრამ აქ ვერ მივყვებით დეტალებს. ჩვენ უბრალოდ ჩამოვთვლით იმას თუ რა გამოიწვია თანდათანობითმა ინდუსტრიალიზაციამ :

 

 ერთდროულად როგორც ბურჟუაზიის აღმავლობა ისე მუშათა კლასის, პროლეტარიატის ახალი კლასის გაჩენა.

  სოციალიზმის პოლიტიკური იდეოლოგიის გაჩენა.

ყოველივე ეს გამოიხატა  პარტიებად თუ პროფკავშირებად « ორგანიზებული პროლეტარიატის » ახალი პოლიტიკის გაჩენაში.

 

 ბურჟუაზიას, მისი ეკონომიკური აღმავლობის მიუხედავად, უნდა მოეხდინა თავისი ახლად მოპოვებული პოზიციების განმტკიცება და მან ფაქტობრივი კავშირები დაამყარა პროლეტარიატთან. მაგრამ ეს კავშირები იმთავითვე დაფუძნებული იყო გაუგებრობებზე.

საფრანგეთში ასე იყო რესპუბლიკური მისწრაფების 2 რევოლუცია.

 

1830 წლის რევოლუციამ ბოლო მოუღო  ნაპოლეონის იმპერიის შემდეგ  « ლეგიტიმური » სამეფოს აღდგენას. ის დამთავრდა ახალი მონარქიით, ივლისის მონარქიით.

ლუი-ფილიპეს პოლიტიკამ წაახალისა დიდი ბურჟუაზია.  ამან აზარალა ხალხური კლასები რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ რევოლუციის წარმატებაში.

და სოციალისტური იდეებით სავსე პოლიტიკურ ატმოსფეროში მომხდარმა 1848 წლის რევოლუციამ დაამყარა ეფემერული რესპუბლიკა.

ეს რესპუბლიკა სწრაფად დაშალა ავანტურისტმა ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტემ, დიდი და ნამდვილი ნაპოლეონის შორეულმა ნათესავმა // პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ვიღაც ირლანდიელი ოფიცრის უკანონო შვილი//.

თავიდან პრინც-პრეზიდენტად გამოცხადებულმა, მან აღადგინა იმპერია.

მან ნაპოლეონ მესამის სახელით დაიწყო ავანტურული, საგარეო პლანში უბედურებების მომტანი პოლიტიკა.

ეს მეორე იმპერიაც დაეყრდნო დიდ ბურჟუაზიას.

ამასობაში მოხდა იმედგაცრუებული პროლეტარიატის რადიკალიზაცია. მან უარყო « ერის » იდეა. ის შებრუნდა « ინტერნაციონალიზმისკენ ».

« სოციალისტური ინტერნაციონალის » ბინა იყო პარიზში და სახელგანთქმული სიმღერა ინტერნაციონალი დაწერა ფრანგმა.

თავიდან მთელი ერის მომცველი ნაციონალიზმის იდეა კი დარჩა მარტო ბურჟუაზიის საკუთრებად.

« ნაციონალისტურად » განწყობილ ბურჟუაზიასა და « ინტერნაციონალისტურად » განწყობილ პროლეტარიატს შორის გაჩენილი უფსკრული მთელ ევროპაში დარჩა მეოცე საუკუნემდე.

 

 

   კოლონიზაცია

 

 განვითარებულ ინდუსტრიალიზაციას  სჭირდებოდა ნედლეული, წიაღისეული. ეს და ნაციონალისტური ემოციები-ეგზალტაცია ხსნიან მე-19 საუკუნის იმპერიალიზმს.  დიდი სახელმწიფო გატაცებით და ენთუზიაზმით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. . ყოველ დიდ სახელმწიფოს უნდოდა კოლონიური იმპერიის შექმნა.

დედამიწაზე იშვიათი იყო დასავლეთის ბატონობის სფეროს გარეთ დარჩენილი რეგიონი.

სრულებით გასაგები მიზეზების გამო ლომის წილი მოითალა დიდმა ბრიტანეთმა. საფრანგეთი უნდა დაკმაყოფილებულიყო  ნაკლები მასშტაბის იმპერიით.

იტალია და გერმანია მეტისმეტად გვიან ჩაებნენ შეჯიბრში და მიიღეს გაცილებით ნაკლები. მაგრამ პრესტიჟს დახარბებულებმა, მათ მაინც მოახერხეს კოლონიების ხელში ჩაგდება….

 

ესპანეთი და პორტუგალია კი დიდი გაჭირვებით ინარჩუნებდნენ თავისი ოდინდელი იმპერიების ნარჩენებს.

მე-19 საუკუნეში აშშ-მ  იძულებით გამოათრია იაპონია მისი მისი აბსოლუტური იზოლაციიდან და იაპონია გახსნა მსოფლიოს.

// ვიმეორებ რომ ეს წერია Peter Punin-ს შესანიშნავ წიგნში La Culture générale, რომელიც საფრანგეთში გამოიცა 2009 წელს //გვ. 187-188//.

 

  პროგრესი

     მე-19 საუკუნე იყო მანამდე არნახული მეცნიერული და ტექნოლოგიური წინსვლა-განვითარების საუკუნე.  მარტო ელექტრობა იყო ძლივს წარმოსადგენი რევოლუცია. იყო რკინიგზაც, ფოლადის მექანიკური გემებიც, მედიცინაც, ტელეკომუნიკაციებიც, და ა.შ. და ა.შ.

 

ყველაფერმა ამან თავბრუ დაახვია ევროპელებს. ელიტამ წარმოიდგინა რომ ყოვლისშემძლე ადამიანისთვის ოქროს ხანა,  სამოთხე, თანაც ამქვეყნიური, მიწიერი, წინაა და არა უკან.

წარმოიდგინეს რომ ადამიანს საკუთარი ძალისხმევით შეუძლია ოქროს ხანის დამყარება, მიწიერი სამოთხის თანდათანობით აგება.

 

 ქრისტიანობის უარმყოფელი რევოლუციის და რობესპიერ-მარატის ტერორის შემდეგ გაჩნდა პროგრესის, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის თეორია და კულტი.

 

 

http://blogelements.typepad.fr/blog/2013/01/br%C3%A8ve-histoire-de-lid%C3%A9e-de-progr%C3%A8s.html

 

 ამ თორია-კულტის აპოგეა დასავლეთში იყო მე-19 საუკუნე. იყო ინდუსტრიული მოდერნიზაცია, მეცნიერების რწმენით სავსე პოზიტივიზმი. ევოლუციონიზმი, დარვინმაც თქვა რომ ცივილიზებული მალე ყველგან მოსპობს ბარბაროსებს და დაიკავებს მათ ადგილს.

 

აქცენტი დაისვა მეცნიერებაზე და არა გონებაზე ცნების ფილოსოფიური გაგებით.

ჰქონდათ იმედი რომ « მეცნიერულად » ორგანიზებული კაცობრიობა მეცნიერებით მოახერხებდა ყველა სოციალური ფენომენის მართვას.

 

ამაზე ოცნებობდნენ ფურიე მისი ფალანსტერით // Fourier, Phalanstère//, სენ-სიმონი // Saint-Simon// მისი ტექნოკრატიული პრინციპრბით, ოგიუსტ კომტი მისი პოზიტივისტური კატეხიზმოთი და მისი «პროგრესის რელიგიით»// Auguste Comte, Catéchisme positiviste, « religion du progrès »//.

 

ცნება პროგრესი ლამის გაიგივდა ცნებასთან ცივილიზაცია.

პროგრესით ამართლებდნენ კოლონიზაციასაც, იმპერიების შექმნასაც, კოლონიზაციას და იმპერიას თითქოს ყველგან უნდა გაევრცელებინა ცივილიზაციის სიკეთე.

მაგრამ, მაგრამ ოცნებებით გართულმა ადამიანმა ბევრი რამე ვერ გაითვალისწინა, დაუშვა ბევრი შეცდომა და ამას მოყვა დიდად არასასურველი რამეები

 

იტალია და გერმანია კოლონიებისთვის გამართულ შეჯიბრში ვერ იმარჯვებდნენ კიდევ იმიტომ რომ ისინი დაშლილები და დაქუცმაცებულები იყვნენ.

 

იტალიის და გერმანიის გაერთიანება მოხდა სისხლისმღვრელი ომების ფასად.

იტალიის ტერიტორიაზე  დიდი სამფლობელოები ჰქონდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიას.

იტალიის გაერთიანება რომ წარმატებით მიეყვანა ბოლომდე პიემონტის სამეფომ ითხოვა საფრანგეთის ჩარევა.  საფრანგეთი დათანხმდა გარკვეული ტერიტორიტურიული დათმობების სანაცვლოდ //ნიცას და სავუას,Nice , Savoie, ანექსია//.  ეს ოპერაციები იყო მეორე იმპერიის იშვიათ სამხედრო წარმატებებს შორის.

ამ კონფლიქტის სისასტიკე-ულმობლობამ მისცა ბიძგი საერთაშორისო წითელი ჯვრის გაჩენას.

 

გერმანიის გაერთიანების გარემოებები კი უფრო რთულია და შედეგებითაც უფრო მდიდარია.

 

გერმანელ ხალხს უნდა რომ ჰქონდეს გაერთიანებული, ერთიანი სამშობლო და ესაა ლრგიტიმური სურვილი.

მაგრამ, მეორეს მხრივ, საფრანგეთს არ შეუძლია მის საზღვრებთან დიდი სახელმწიფოს მოულოდნელად გაჩენის დაშვება.

დიდი ბრიტანეთიც არ უყურებს კარგი თვალით გაერთიანებული გერმანიის პერსპექტივას. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ის დანახავს მეტოქე საფრანგეთის დასუსტების შესაძლებლობას. .

ასე ოხდა რომ ნაპოლეონ მესამემ ვერ მოახერხა შექმნა ევროპული კოალიციისა რომელიც დაუპირისპირდებოდა გერმანიის გაერთიანებას.

 

მწვავე კამათის საგანია კითხვა თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 1870 წლის კონფლიქტის, სულ მცირე ფრანგული თვალსაზრისით ფრანგულ-პრუსიული კონფლიქტის გამო. .

დადგენილია რომ ომის დეკლარაცია მოდიოდა ნაპოლეონ მესამიდან. მაგრამ ეს უკანაკასკნელი მანიპულირებული უნდა ყოფილიყო მისი მოწინააღმდეგის, პრუსიის კანცლერი ბისმარკის მიერ.

 

 ნაპოლეონ მესამეს უნდოდა ბისმარკის პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა ყველა, მათ შორის ომის, საშუალებით. ბისმარკის მიზანი კი იყო გერმანიის გაერთიანება თუნდაც ომის ფასად.

პრუსიის და გერმანული სამთავროების კოალიციამ დაამარცხა საფრანგეთი და ამან გამოიწვია საფრანგეთში მეორე იმპერიის დამხობა და მესამე რესპუბლიკის ფამყარება.

მშვიდობის პირობები მტკივნეული იყო საფრანგეთისთვის. გერმანიის გაერთიანების გარდა იყო ალზას-ლორენის საკითხიც.

 

მე-19 საუკუნეში ალზასი და ლორენის ნაწილი იყო ძირითადად გერმანულენოვანი რეგიონები რომლებიც ძველად ეკუთვნოდა გერმანიის იმპერიას.

ამ მხარეების ანექსია საფრანგეთის მეფე ლიუდოვიკო მეთოთხმეტემ მოახდინა იმ დროს როდესაც ეროვნული კუთვნილების გრძნობა ჯერ არ არსებობდა.

ამასობაში მოხდა საფრანგეთის რევოლუცია რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ქალაქურ ცენტრებზე, განსაკუთრებით სტრასბურგზე. სოფლებში კი ეს ნაკლებად სარწმუნოა.

ორი  საუკუნის წინ დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება ყველა შემთხვევაში საკამათო იყო.

 

რაც არ უნდა ითქვას  1870-1871 წლების კონფლიქტში დამარცხებულ საფრანგეთს მოუხდა გერმანიისთვის ალზასის // ფრანგულენოვანი ბელფორტის გამოკლებით// და ლორენის გერმანულენოვანი ნაწილის დათმობა.

გერმანია ამაში ხედავდა უსამართლობის გამოსწორებას.

საფრანგეთი კი დროებით შეურიგდა ფაქტობრივ ვითარებას და მიუხედავად ყველაფრისა მაინც ინარჩუნებდა ალზას-ლორენის დაბრუნების იმედს.

 

მე-19 საუკუნე  იყო პროგრესის კულტის და მომავლის რწმენის საუკუნე, მაგრამ უკვე საფუძველი ეყრებოდა მეოცე საუკუნის საშინელ კონფლიქტებს. ასეთია თანამედროვეობა.

 

გაგრძელება იქნება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s