დაბეჩავებული საბერძნეთის ამბებიდან

 Afficher l'image d'origine

Police sprayed a man who set himself afire in Thessaloniki, Greece, on Friday. The former small-business owner, who said he was ruined after taking on a series of bank loans, survived. Associated Press

ანტიკური საბერძნეთი აღარაა, ბიზანტია ვიღამ აღარ ჯიჯგნა, უბედურებები 21 საუკუნეშიც გრძელდება. უარესი არ დაგმართონ.

ლატონი გააგიჟა ერთი სოკრატეს უბედურებამ და ვინ იცის რამდენი სოკრატე მიყავს თვითმკვლელობამდე დღევანდელობას. პლატონების მაგივრად არიან მერკელები.

 

http://www.lemonde.fr/europe/article/2013/04/19/grece-explosion-des-suicides-et-deterioration-de-la-sante-publique_3162644_3214.html

Le Monde.fr სააგენტო ფრანს პრესსთან // AFP//   ერთად, საბერძნეთი, თვითმკვლელთა და ავადმყოფთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, 19.04.2013

 

 საბერძნეთს ქვეყნის  სახელმწიფო ფინანსების გაჯანსაღების მიზნით დააძალეს ხელმომჭირეობის პოლიტიკის რადიკალური // drastiques, შეიძლება ითარგმნოს როგორც დრაკონული// ზომები მკვეთრად გაიზარდა თვითმკვლელ და ავადმყოფ ბერძენთა რაოდენობა, არის მკვლელობებიც.

 

თვითმკვლელობათა, მკვლელობათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა და ჯანმრთელობის გაუარესება.

ეს მოყვა რადიკალურ ზომებს რომელთა მიღებაც დააძალეს ამ ქვეყანას მისი სახელმწიფო ფინანსების გასაჯანსაღებლად. ეს უბედურება დაემთხვა 2007 წლის ეკონომიკური კრიზისის შედეგად უმუშევრობის მკვეთრ ზრდას.

ერთი ამერიკულ-ბერძნული გამოკვლევის თანახმად თავს იკლავენ ყველაზე მეტად მამაკაცები, კლავენ ყველაზე მეტად მამაკაცებს. ეს გამოქვეყნდა American Journal of Public Health-ში.

დადგენილია მენტალური პრობლემების მქონე პირთა, ნარკომანთა და ვირუსი დასავლური  Nil -ით // Nil occidental // და შიდსით გამოწვეული ინფექციური ავადმყოფობებით დაავადებულთა  რაოდენობის ზრდაც.

 

სახელმწიფო სამსახურების ხარჯების შემცირება

ამავე დროს მკვეთრად შემცირდა სახელმწიფო სამსახურებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ხარჯები, მკვეთრად შემცირდა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.  მკურნალობა, ისევე როგორც საერთოდ ცხოვრება  გაჭირდა და გაძვირდა.

 

http://www.allodocteurs.fr/actualite-sante-quand-l-austerite-tue-les-grecs_15484.html

Léa Galanopoulo, 03/02/2015,  როდესაც სახელმწიფო  ხელმოჭირნეობის პოლიტიკა კლავს ბერძნებს

 

სიმკაცრის// rigueur// 8 გეგმის და ხელფასების მკვეთრად შემცირების შემდეგ საბერძნეთში თვითმკვლელობათა რაოდენობა გაიზარდა 35%.-ით. პოლიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ იმაზე თუ როგორ მოქმედებს ასეთი პოლიტიკა ბერძენთა მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამას ამბობენ სამ თებერვალს გამოქვრყნებული გამოკვლევის ავტორები.

 

 სახელმწიფო ვალის კრიზისის საპასუხოდ საბერძნეთში 2011 წლიდან ერთმანეთს მოყვება სახელმწიფო ხელმომჭირნეობის გეგმები. ამის გამო ბერძენთა ჯანმრთელობა უფრო და უფრო უარესდება, მესამედით გაიზარდა თვითმკვლელობათა რაოდენობა.

British Medical Journal-ში 3 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად. ბერძენ და ამერიკელ მკვლევართა ჯგუფი იკვლევს ბერძენთა თვითმკვლელობების თვიურ სტატისტიკას 1983 წლიდან 2012 2ლამდე 2008 წლიდან სახელმწიფო ხელმომჭირნეობის გეგმებთან კავშირში.

 

30 წლის მანძილზე თვითმკვლელობათა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა 2012 წელს.

 

კვლევა გვეუბბნა რომ  2011 წლის ივნისში ხელმომჭირნეობის ახალ ზომებზე გადასვლის შემდეგ დაიწყო თვითმკვლელობათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

2011  წლის ივნისში  საბერძნეთის მთავრობამ განაცხადა  ბოდიში რეფორმების, ხელმომჭირნეობის ზომების მეორე ნაწილის შესახებ ეს ზომები კი მოხელეთა ხელფასების შემცირების გარდა გულისხმობდა  სოციალური დაცვისთვის

 // protection sociale// განკუთვნილი თანხების შემცირებას. ამან  როგორც ჩანს მისცა  ყველაზე დიდი ბიძგი თვითმკვლელობათა რაოდენობის ზრდას.

ამ პერიოდში თვითმკვლელობათა რაოდენობა გაიზარდა 35,7%-ით.

 

2012, შავი წელი

მკვლევარები გვეუბნებიან  რომ  დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის // rigueur-სიმკაცრის// ყოველ ზომას თან ახლდა  საბერძნეთში თვითმკვლელობათა ახალი ტალღა.

2008 წლის ოქტომბერში ბერძნული რეცესიის დაწყების შემდეგ  გაიზარდა თვითმკვლელ მამაკაცთა რაოდენობა.

თვითმკვლელობათა რაოდენობის მორიგი ზრდა  დაფიქსირდა 2012 წლის აპრილში (+29,7%)  ხელმომჭირნეობის ეკონომიკური პოლიტიკით სასოწარკვეთილი პენსიონერის ათენის ერთ-ერთ მოედანზე თვითმკვლელობის შემდეგ.

ამ  სასოწარკვეთილი პენსიონერის თვითმკვლელობამ შეძრა მთელი საბერძნეთი.

სწორედ 2012 წლის მაისში და ივლისში  ყოველთვიურ თვითმკვლელობათა რაოდენობამ მიაღწია 30 წლის მანძილზე არნახულ მწვერვალებს. 62 და  64 თვითმკვლელობა მარტო ამ ორ თვეში.

 

ამ ბოდიში ეკონომიკური პოლიტიკა-პერესტროიკა-რეფორმების შედეგად  საბერძნეთის მოსახლეობის მესამედს აღარა აქვს სოციალური დახმარება.

 

ეს მოქმედებს ამ პერესტროიკით დაბეჩავებულ ბერძენთა ფსიქიკაზეც. ფსიქიატრიული საავადმყოფოები გადდატვირთულია და  საბერძნეთში სახელმწიფო აღარ გამოყოფს ბერძენთა მკურნალობისთვის საჭირო სახსრებს.

213 წელს დეპრესიულ ბერძენთა რაოდენობა გაიზარდა 272%.-ით.

 

მოკლედ  ეს პერესტროისკა უმძიმესი და უკვე ქრონიკული სტრესია ბერძნებისთვის და ისინიც მიდიან სულ მცირე დეპრესიამდე.

დეპრესიიდან-თვითმკვლელობამდე. ასეთია ამ უბედურთა ცხოვრება.

ამისთანა რამეების წაკითხვა შეგიძლიათ არა მარტო ამ გამოკვლევაში. გავს პოპულარული გოთური რომანის საშინელებებს.

 

გამოკვლევის ავტორები ამბობენ  რომ ეკონომიკური კრიზისის  და სახელმწიფო ხარჯების შემცირების მსგავსი პოლიტიკის შედეგად თვითმკვლელობათა რაოდენობის ზრდა შეიმჩნევა სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად ესპანეთში //ლიტვაზე რომ აღარ ვილაპარაკოთ//….

2013 წელს უმუშევარი იყო ბერძენთა 30%, უმუშევარი იყო 65 წელზე ახალგაზრდათა 60%

ბერძენთა ნახევარი დღეს ცხოვრობს სიღარიბის ზღვარზე. დაბლა.

 

თბილისი ხომ დაანგრიეს ტანკით, საქართველო ხო დაჯიჯგნეს,  ასობით ათასი ქართველი ხო აქციეს უსახლკარო მაწანწალად.  ფრთხილად და წინდახედულად თუ არ იქნებით გორბაჩოვ-შევარდნაძის ყოჩაღი დემოკრატია უარესს გიზამთ.

 

წყარო: The impact of economic austerity and prosperity events on suicide in Greece : a 30-year interrupted time-series analysis. C. Branas et al. British Medical Journal Open, 3 თებერვალი  2015. doi:10.1136/bmjopen-2014-005619

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s