სრული მინიმუმი ტოტალიტარიზმებზე

 აბსოლუტური მინიმუმი ტოტალიტარიზმებზე და ევგენიზმზე

Kaiser Reich

Kaiser Wilhelm II-

ამან დააფინანსა ლენინი ანუ დემოკრატიული საქართველოს დაქცევაც.

Afficher l'image d'origine

აქ წერია რომ არიელები არიან ანგელოზების შთამოავლები და არაარიელები არიან მაიმუნის შთამომავლები. ეს გადააბულბულბულა ჰიტლერმა.

გენიალური ევროპა  საერთო კულტურა-11,

რა უნდა იცოდეს არასპეციალისტმა ევროპელმა სამყაროს, ამ შემთხვევაში ისტორიის და კულტურის შესახებ, ცოდნის მინიმუმი

 

Peter Punin, La Culture générale, Studyrama,2009

 

ისტორიის სრული მინიმუმი ევროპელისთვის 4

 

 ტოტალიტარიზმი ორ მსოფლიო ომს შორის

 

 ორ მსოფლიო ომს შორის გაჩენილი ტოტალიტარიტარული რეჟიმები // სტალინიზმი, იტალიური ფაშიზმი, გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი// გაჩნდნენ პირველი მსოფლიო ომის მიერ დანგრეულ ქვეყნებში სადაც იყო საშინელი ეკონომიკური და სოციალური სიტუაცია. 

 

 

http://www.newworldencyclopedia.org/entry/Wilhelm_II,_German_Emperor

 

გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორე გაურიგდა ბოლშევიკების ლიდერ ვლადიმირ ლენინს. შვეიცარელი კომუნისტი Fritz Platten დაეხმარა ლენინს გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკებაში. გერმანელთა დახმარებით 1917 წლის 16 აპრილს პეტროგრადში ჩასულმა ლენინმა 7 თვეში დაამხო რუსეთის იმპერია და აიღო ძალაუფლება. შემდემ ლენინმა ვილჰელმ მეორეს ვალი დაუბრუნა 1918 წლის სამ მარტს ხელმოწერილი ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით.

აი ასე დამყარდა ბოლშევიკურ-კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმი ბაბაიებო.

 

ტოტალიტარული რეჟიმის დამამყარებლებს დაეხმარა   მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესიც რომლითაც პროგრესისტები აპირებდნენ მიწიერი სამოთხის აგებას.

 

 ბოლშევიკების თუ სხვათა ბელადებმა,მომავალმა დიქტატორებმა და ტირანებმა მათ ირგვლივ პროპაგანდით გამოთაყვანებული მასების დასარაზმავად გამოიყენეს რადიოც, კინოც, იმ დროისთვის უახლესი ტრანსპორტიც, ელექტრიაკუსტიკური გამაძლიერებლებიც. ტელევიზიასაც და ფეისბუკსაც გამოიყენებდნენ, მაგრამ მაშინ ისინი ჯერ არ იყო.

 

მათ ადამიანთა როგორც კოლექტიურად ისე ინდივიდუალურად  გამოსატვინებლად და ტვინთა  სარეცხად გამოიყენეს ფსიქოლოგიის უახლესი აღმოჩენებიც.

 

უკვე დამყარებულმა ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ამ ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენებით გააბატონეს იდელოგია რომელიც ადამიანებს სთავაზობდა //უფრო კი აჩეჩებდა და აძალებდა// პრობლემათა გამარტივებულ გადაწყვეტას, ბელადის კულტს, ამ სტრატეგიის მიზანი იყო ინდივიდუალური ცნობიერების გათქვეფა კოლექტიურ ინდენტიფიკაციაში…

მასათა გამოთყვანებამ შესაძლებელი გახადა უკვე დიდი ხნის მანძილზე მომზადებული პოლიციური რეპრესიული რეჟიმის დამყარება.

 

http://education.francetv.fr/matiere/epoque-contemporaine/premiere/video/dictature-de-lenine-et-guerre-civile

   გერმანიისგან დიდად დავალებულმა ლენინმა და ბოლშვიკებმა 1918 წლის სამ მარტს მოაწერეს ხელი ბრესტ-ლიტოვსკის ტრაქტატს. ლენინი იყო რუსეთის დიქტატორი. მისი რეჟიმი ეყრდნობოდა ბოლშევიკურ პარტიას, პოლიტიკურ პოლიცია-ჩკ-ს და წითელგვარდიელებს, შემდეგ წითელ არმიას.

 

http://www.decitre.fr/livres/communisme-et-totalitarisme-9782262030803.html

 

1947 წლის 25 ნოემბერს დაბადებულმა ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა სტეფან კურტუამ // Stéphane Courtois// ამას წინ გამოსცა წიგნი კომუნიზმი და ტოტალიტარიზმი

 // Communisme et totalitarisme// .

მან აჩვენა გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორის მიერ დაფინანსებული ლენინის და მისი ბოლშევიკების  ფუნდამენტური როლი  1902-1922 წლებს შორის არნახული პოლიტიკური ფენომენის, ტოტალიტარიზმის გამოგონებაში.

 

რუსეთის რევოლუციის სპეციალისტმა Jacques Baynac-მა გამოაქვეყნა წიგნი « ტერორი ლენინის დროს » //La terreur sous Lénine//

მასში ვკითხულობთ რომ  ლენინმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 1917 წის ნოემბერში და 1917 წლის დეკემბერში მან შექმნა პოლიტიკური პოლიცია ჩკ. ესაა ტერორის დასაწყისი.

 

მოკლედ ტერორი და ტოტალიტარიზმი დაიწყო და დაამყარა გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორის მიერ დაფინანსებულმა ლენინმა. სტალინმა კი  გააგრძელა ეს პროცესი.

 

 

საბჭოთა ტოტალიტარიზმზე დანარჩენი თქვენ თვითონ გაიგეთ. საშინაო დავალებაა.

 

 

იტალია

 

http://brunorigolt.blog.lemonde.fr/2010/01/02/objectif-culture-generale-je-decouvre-marinetti-et-le-futurisme-italien/

 

Bruno Rigolt,

 

 

   ეპოქის სულისკვეთების გასაცნობად, ფუტურიზმი არასპეციალისტებისთვის

 

მეოცე საუკუნე არის არსებულ წყობასთან და ისტორიულ კულტურასთან მებრძოლი ავანგარდების საუკუნე.  დადაიზმი, კუბიზმი, ექსპრესიონიზმი, სიურეალიზმი, აბსურდის თეატრი, ეგზისტენციალიზმი, ახალი რომანი  ფაშიზმი-ნაციზმი-კომუნიზმის პოლიტიკურ-ტერორისტული ავანგარდების მხარდამხარ რბრძოდნენ ისტორიულ ევროპას და კულტურას.

 

 «  სამყაროს შეცვლა», წარსულის //ანუ ისტორიული მსოფლიოს// გადაგვა და თავიდან მოშორება, როგორც თქვა Blumenkranz-Onimus-მა, აი ეს იყო მათი მიზანი.

ფუტურიზმთან ერთად  ლიტერატურულ ფაქტად იქცა მწერლობა-დამწერლობის და მეტყველების დამახინჯებაც.

 

    ფუტურიზმის ცენტრალური ფიგურა იყო იტალიელი და თავისი იტალიელობით ხმაურიანად ამაყი საკმაოდ პოპულისტი მგზნებარე ნაციონალისტი, მორალის ყოველგვარი ფორმის უარმყოფელი ანარქისტი ფილიპო ტომაზო მარინეტი //Filippo Tommaso Marinetti, 1876-1944//.

1909 წლის 20 თებერვალს მან ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ში გამოაქვეყნა დიდი სკანდალის გამომწვევი პროვოკაციული ტექსტი, თავისი ფუტურიზმის მანიფესტი.

მარინეტი იქ ყველაფერთან ერთად ხოტბას ასხამდა ადიდებდა ძალადობას, ომს, და აცხადებდა რომ მას უნდოდა წარსულის, მათ შორის მუზეუმების და აკადემიების მოსპობა და დანგრევა.

ამ ტექსტმა   კვალი დაამჩნია მეოცე საუკუნეს. ტანკისტი და კალაშნიკოვისტი პროფესორები სიგუა-იოსელიანის თარეშიც შიძლება ჩაითვალოს ისტორიული საქართველოს მომსპობ ფუტურიზმად.

 

ფუტურიზმის მანიფესტი //შემოკლებით//

  1. ჩვენ გვინდა საფრთხის სიყვარულის, ენერგიის და გულადობა-თავხედობის// témérité// ჩვეულების ქება.
  2. ჩვენი პოეზიის არსებითი ელემენტები იქნება სიმამაცე,გაბედულება და ჯანყი.

 

  1. ლიტერატურა აქამდე ადიდებდა ჩაფიქრებულ უძრაობას,ძილის ექსტაზს. ჩვენ გვინდა აგრესიული მოძრაობის, ციებ-ცხელებიანი უძილობის, ტანმოვარჯიშის ნაბიჯის, საშიში ხტომის, სილის გაწვნის და მუშტის გარტყმის განდიდება.
  2. ჩვენ ვაცხადებთ რომ მსოფლიოს ბრწყინვალება გამდიდრდა ახალი სილამაზით, სიჩქარით. სპორტული მანქანა რომლის საბარგულიც შემკულია გველების მსგავსი დიდი მილებით ფეთქებადსაშიშად ქშინავს,,,, ეს მბდღვინავი მანქანა ნიკე სამოთრაკიელზე უფრო ლამაზია.
  3. ჩვენ გვინდა მანქანის საჭესთან მჯდომი ადამიანის განდიდება…

 

  1. პოეტი უნდა იხარჯებოდეს გზნებით, ელვარებით და ფლანგვით რათა გააძლიეროს საწყისი ელემენტების გზნება.
  2. ყველაზე მეტი სილამაზეა ბრძოლაში. არაა შედევრი აგრესიული ხასიათის გარეშე. პოეზია უნდა იყოს თავდაუზოგავი შეტევა უცნობი ძალების წინააღმდეგ რათა ისინი გაბრუებულნი დაწვნენ ადამიანის წინაშე.
  3. ჩვენ ვართ საუკუნეთა უმაღლეს კონცხზე! …. რატომ უნდა ვიყუროთ უკან მაშინ როდესაც უნდა გავარღვიოთ შეუძლებლის იდუმალება! …. დრო და სივრცე მოკვდნენ გუშინ. ჩვენ უკვე ვცხოვრობთ აბსოლუტში ვინაიდან ჩვენ შევქმენით მარადიული ყველგანმყოფი სიჩქარე.
  4. ჩვენ გვინდა ომის, მსოფლიოს ამ ერთადერთი ჰიგიენის-მილიტარიზმის, პატრიოტიზმის, ანარქისტთა მნგრეველი მოძრაობის, მკვლელი ლამაზი იდეების და ქალის ზიზღის განდიდება….
  5. ჩვენ გვინდა მუზეუმების, ბიბლიოთეკების დანგრევა, მორალიზმის, ფემინიზმის და ყველა ოპორტუნისტულ და უტილიტარულ სილაჩრეთა დამარცხება.

 

  1. ჩვენ განვადიდებთ შრომით, სიამოვნებით თუ ჯანყით აღგზნებულ დიდ ბრბოებს; თანამედროვე დედაქალაქებში რევოლუციების მრავალფერ და პოლიფონიურ ჩქეფებს…

იტალია მეტისმეტად დიდხანს იყო მეძველმანე ანტიკვართა ბაზარი რომელიც მსოფლიოს ამარაგებდა ჩვენი წინაპრების ქონებით….

ჩვენ გვინდა იტალიის განთავისუფლება ურიცხვი მუზეუმებისგან რომლებიც მას ფარავენ ურიცხვი სასაფლაოებით.

 ძველი სურათით ტკბობა საფლავით ტკბობაა იმის მაგივრად რომ წინ ვიაროთ შემოქმედების და მოქმედების მძაფრი ჩქეფებით.  განა გინდათ თქვენი საუკეთესო ძალების ხარჯვა წარსულით უსარგებლო აღფრთოვანებაში რომელიც თქვენ დაგაუძლურებთ, დაგამცირებთ, გაგთელავთ?

 

 მუზეუმების, ბიბლიოთეკების, აკადემიების // დაკარგულ ძალისხმევათა, ჯვარცმული ოცნებების, დამსხვრეული მისწრაფებების ნუსხათა… ამ სასაფლაოების// ყოველდღიური მონახულება ისაა რაც არის მშობლების გახანგრძლივებული ბატონობა გონიერ, თავისი ნიჭით და ამბიციური ნებით მთვრალ ახალგაზრდებზე.

ეს ვარგა მომაკვდავებისთვის, ინვალიდებისთვის, პატიმრებისთვის. მათ აკრძალული აქვთ მომავალი  და დიდებული წარსული მათ ალბათ უამებს ჭრილობებს.

მაგრამ ეს არ გვინდა ჩვენ, ახალგაზრდებს, ძლიერებს, ცოცხალ ფუტურისტებს!

 

 დაე მოვიდნენ კარგი ცეცხლის წამკიდებლები დანახშირებული თითებით!…წაუკიდეთ ცეცხლი ბიბლიოთეკების თაროებს! არხების წყლით წალეკეთ მუზეუმების სარდაფები, იტივტივონ დიდებულმა ტილოებმა… წერაქვებით და უროებით  დაანგრიეთ პატივცემული ქალაქების საფუძვლები….

  ავიდეთ მსოფლიოს მწვერვალზე და თავხედური გამოწვევა გავუგზავნოთ ვარსკვლავებს!

F.-T. Marinetti.

 

   ხოდა ასეთი გიჟების სასიხარულოდაა მსოფლიო ომები, კატასტროფები და პროფესორი სიგუას ტანკით თბილისის პერესტროიკა…     

 

ბრიყვულად თავხედური ფუტურიზმი  ხოტბას ასხავდა პროგრესის, მეცნიერების კულტს, ომს, ძალადობას…

მარინეტის ფუტურიზმი ვერ გადაურჩა დადაიზმს, განსაკუთრებით კი სიურეალიზმს.

1920-ანი წლებიდან ის გადაიხარა რადიკალური გადაწყვეტილებებისკენ, განსაკუთრებით კი ფაშისტური გადახრებისკენ და ამან ფუტურიზმი დაასუსტა, გაუტეხა მას სახელი.

დარჩა ლიტერატურული და მხატვრული თვალსაზრისით ორიგინალური და ნოვატორული ინიციატივა რომელიც მოასწავებს თანამედროვე ვიზუალურ პოეზიას, კონტრ-კულტურის ისეთ მოძრაობებს როგორებიცაა Ready made თუ პოპ არტი.

ყოველივე ამან მოსპო ტრადიციის პატივისცემა და შექმნა მნგრეველი მუშტი-ტანკის და ლამაზად ღნავილის კულტი…

 

 

ფუტურიზმით დაღდასმული   იტალია ოფიციალურად იყო პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულთა შორის. მას მისცეს გერმანულენოვანი მხარე სამხრეთ ტიროლის და ფიუმეს პორტის ანექსიის უფლება.

არა და ამან არ დააკმაყოფილა იტალიის ნამეტანი აქტიური წრეების ამბიციები.

 

ამ პირობებში  კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობით დაღონებული მოსახლეობა მოხიბლა ყოფილი სოციალისტი ბენიტო მუსოლინის ნაციონალისტურმა აგიტაციამ

ამ მუსოლინიმ თავის ირგვლივ მოაგროვა ყველა კატეგორიის უკმაყოფილო, მნიშვნელოვანწილად დიდი ომის, პირველი მსოფლიო ომის მეომრები რომლებიც თვლიდნენ რომ ერმა მათ საკმარისად არ უთხრა მადლობა.

 

 « ფაშისტური მოძრაობის »  იდეოლოგია არის ბუნდოვანად სოციალისტური იდეების და რომის იმპერიის სიდიადის კულტით ნაკვები ნაციონალისტური გზნების ნარევი. « ფაშისტური სოციალიზმი » იყო კორპორატიზმი, მუშა-მოსამსახურეთა დაქვემდებარება სახელმწიფოს მიერ გაკონტროლებული პროფესიონალური ორგანიზაციებისადმი. 

კიდევ იყო უმაღლესი წინამძღოლი დუჩეს კულტი.

ტრადიციული პოლიტიკური კლასი ვერ ეროდა კრიზისს, ფაშისტებს კი ჯარში და ადმინისტრაციაში ყავდათ თანამოაზრეები. ამის გარეშე ფაშიზმი დარჩებოდა მეტ-ნაკლებად ტრაღიკულ ფარსად.

იყო სახელგანთქმული დიდი მარში რომისკენ და მეფე ვიქტორ ემანუელ მესამემ მუსოლინის დაუძახა მთავრობაში.

ხელისუფლებაში მისულმა დუჩემ შეინარჩუნა მონარქია. მან მოხიბლა მოსახლეობა იმით რომ დიდი სახელმწიფო და უფრო ხშირად არაპროდუქტიული  სამუშაოების მეშვეობით სამუშაო მისცა ადამიანებს.

1936 წელს ეთიოპიის დაპყრობამ გაახარა « აბუჩად აგდებული » ეროვნული გრძნობა.

რეპრესიული ფაშიზმი მიუხედავად ამისა სულ მცირე თავიდან  არ ყოფილა ანტისემიტური. ის ანტისემიტური გახდა ნაცისტური რეჟიმის ზეწოლით.

 

http://www.histoire-geographie-premiere.bacdefrancais.net/histoire-geo-italie-fasciste.php

ტოტალიტარული რეჟიმი-ფაშისტური იტალია

იტალია იყო პირველი ქვეყანა რომელსაც შეეხო ფაშიზმი. მან გარდაქმნა იტალიელთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ქცევა.

 

Haut du formulaire

Bas du formulaire

  1. ფაშიზმის აღმავლობა  ომის შემდგომი სირთულეები
    პირველი მსოფლიოს შემდეგი ატმოსფერო ხასიათდებოდა მოღუშულობა-დაღვრემილობით და იმედგაცრუებით.

იტალიური დემოკრატია სუსტი იყო. ხელისუფლება ეკუთვნოდა დეპუტატთა პალატას.

ომი ძვირად დაუჯდა იტალიას.ცხოვრება გაჭირდა.

ნაციონალიზმი იქცა დასახიჩრებული გამარჯვების თემად.

იყო რევოლუციური ატმოსფერო, გაფიცვები, პროფკავშირები.


  1. ფაშიზმის პირვრლი ნაბიჯები

1919 წლის მარტში მუსოლინიმ შექმნა ინტალიაში არსებული რეჟიმით, პოლიტიკური პარტიებით და ლაყლაყა დემოკრატიით უკმაყოფილოთა ჯგუფები

1920 წელს მუსოლინიმ მოახდინა თავისი მოძრაობის მილიტარიზაცია, შექმნა შავხალათიანთა ჯგუფები “squadre”.

1921 წლის ნოემბერში მუსოლინიმ შექმნა ნაციონალ ფაშისტური პარტია- Parti National Fasciste (PNF).

  1.   ფაშისტური დიქტატურა1.

    ხელისუფლების აღება

ხელისუფლება აიღეს ძალადობით. მუსოლინიმ თავისი თავი წარმოადგინა როგორც უწესრიგობის, ბოლშევიზმის და ქაოსის მომგერიებელმა ძალამ.

 

1922 წლის აგვისტოში ნაციონალ-ფაშისტურმა პარტიამ დათრგუნა გაფიცვები და დაამყარა წესრიგი, რითაც თავისი ძალა აჩვენა მთავრობას.

1922 წლის ოქტომბერში პარტიამ წამოიწყო მარში და ულტიმატუმი წაუყენა მთავრობას რომელსაც მოსთხოვა ხელისუფლების გადაცემა ნაციონალ-ფაშისტური პარტიისთვის და დაემუქრა რომ საწინააღმდეგო შემთხვევაში ხელისუფლებას აიღებდა ძალით.

 

1900 წლიდან იტალიის მეფე ვიქტორ-ემმანუელ მესამემ დათმო და მუსოლინი ხელისუფლებაში მოვიდა 1922 წლის 30 ოქტომბერს.

 

  1. დიქტატურის დამყარება
  1. 1922 წელს მუსოლინიმ დეპუტატებისგან მიიღო სრული ხელისუფლება

1924 წელს ტერორის ატმოსფეროში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ხმათა სამი მეოთხედი მიიღეს ფაშისტებმა.

1924 წლის ზაფხულში მოკლეს მუსოლინის ოპოზიციის ლიდერი მატეოტი.

1925 წლის იანვარში მუსოლინიმ დეპუტატებს გამოუცხადა დიქტატურა. ამიერიდან ის თავის თავს უწოდებდა “il Duce”-ს, ბელადს.

მას უნდოდა ძლიერი სახელმწიფოს დიქტატორად ყოფნა.

ამიტომ მან დააწესა ოპოზიციის გამოცემათა ცენზურა, დაშალა მუშათა პროფკავშირები, ბოდიში გაწმინდა ადმინისტრაცია და მაღალი თანამდებობები დაურიგა ფაშისტებს.

 

 

  1. დიქტატურის განმტკიცება 1925

    წლის ბოლო :  უფაშისტესი კანონები // lois “fascistissimes”//.

მონარქია შენარჩუნებული იქნა. მუსოლინი მოქმედებდა დეკრეტი-კანონით, პარლამენტის მხრიდან კონტროლი შეუძლებელი იყო. არც კონტრ-ხელისუფლება ყოფილა. მუსოლინის ხელში იყო როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლება.

კომუნების თავისუფლებები შეიზღუდა. მერებს და პრეფექტებს ნიშნავდა სახელმწიფო.

მუსოლინიმ შექმნა დიდი ფაშისტური საბჭო. ნაციონალ ფაშისტურმა პარტიამ თანდათანობით დაამყარა კონტროლი სახელმწიფოზე და ადმინისტრაციაზე.

 

ტოტალიტარული სახელმწიფო

 

 

a-  ფაშისტური დოქტრინა

ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, არაფერი სახელმწიფოს გარეთ.

ეს ლაკონური ფორმულა ბენიტო მუსოლინიმ წარმოთქვა 1927 წელს დეპუტატთა პალატაში წარმოთქმულ სიტყვაში.

მუსოლინის თქმით სახელმწიფოს ყოვლისშემძლეობა უნდა ყოფილიყო იტალიის და არა ინდივიდის სამსახურში.

ფაშისტური პარტია იყო ერთადერთი პარტია და მას ყავდა ერთადერთი წინამძღოლი-ბელადი-მუსოლინი.

დიდად გასაკვირია მაგრამ მუსოლინი არ ყოფილა გამოკვეთილად ქსენოფობი თუ რასისტი.

 

 

b- სახელმწიფო

 

 ფაშისტების თქმით ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო სახელმწიფოსთვის და არ უნდა ყოფილიყო არავითარი პროტესტი.

 

c-  მოსახლეობის კონტროლი

 

 აკონტროლებდნენ ყველა ასაკის მოსახლეობას. ათაყვანებდნენ, თავისი იდეებით ატვინებდნენ ბავშვებს.

ყველა დიდი მანიფესტაცია ორგანიზებული იყო ფაშისტების მიერ.


.

d- პროპაგანდა

 

მუსოლინიმ შექმნა პიროვნების კულტი იმისთვის რომ იტალიელებს თაყვანი ეცათ დიქტატორისთვის. პროპაგანდა დაშვებული იყო გამოხატვის ყველა საშუალებათა კონტროლით. იყო მრავალი  მასობრივი მანიფესტაცია.

 

 

რეჟიმის პოლიტიკა

  1.  რელიგიური პოლიტიკა : ლატრანის შთანხმებები (1929)

რომის პაპმა აღიარა იტალიის სამეფო, საბოლოოდ თქვა უარი პაპის სახელმწიფოებზე  და სამაგიეროდ მიიღო რომში შექმნილი პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფო ვატიკანი.  მუსოლინიმ კათოლიკობა დააკანონა სახელმწიფო რელიგიად.

  1.  სოციალური პოლიტიკა

სოციალური პოლიტიკა ნატალისტური იყო // ხელს უწყობდა  ბავშვთა გაჩენას. სახელმწიფო ეხმარებოდა ოჯახებს//. მუსოლინის უნდოდა კლასთა ბრძოლის შეწყვეტა.


  1. ეკონომიკური პოლიტიკა

დასაწყისში ეკონომიკური პოლიტიკა ლიბერალური იყო,1926 წლიდან ის გახდა დირიჟისტული.

იტალიამ სცადა ავტარკიაში ცხოვრება // თვითონ აწარმოებდა იმას რასაც ხმარობდა //. იტალიელთა ცხვრების დონე არ გაუმჯობესებულა.


  1. საგარეო პოლიტიკა

 

მუსოლინიმ ეთიოპია გადააქცია იტალიის კოლონიად.

1933 წლიდან მუსოლინი დაუახლოვდა ნაცისტურ რეჟიმს.


1938 :
 ღერძი რომი-ბერლინი
1939 :
ფოლადის პაქტი  // გერმანიის და იტალიის ურთიერთდაცვის პაქტი//

 

 

ჩვენთვის აქ საინტერესო 3 ტოტალიტარული რეჟიმიდან იტალიური ფაშიზმი ყველაზე ნაკლებად კონსოლიდირებული იყო. როდესაც 1943 წლიდან მეორე მსოფლიო ომი ცუდად შებრუნდა იტალიისთვის დუჩე გადააყენეს და ფაშისტური მოძრაობა აფეთქდა.

 

        გერმანია

 

 გერმანული ნაციზმის დოქტრინის დიდი ხაზები დადგენილია ადოლფ ჰიტლერის ნაშრომში Mein Kampf //ჩემი ბრძოლა//.   ის შევსებულია ბელადი ფიურერის სხვადასხვა გამოსვლა-გამონათქვამით.

ფრანგი არტურ დე გობინოს //Arthur de Gobineau, Essay sur l’inégalité des races“,ნარკვევი რასათა უთანოსწორობაზე //  და ინგლისელი Houston Stewart Chamberlain-ის // « მეოცე საუკუნის საფუძვლები » // იდეებზე დაყრდნობით ჰიტლერი ქადაგებდა მისი მტკიცებით მეცნიერულ რასიულ თეორიას // Rassentheorie//.

 

 გერმანელი ხალხი გამოცხადდა უმაღლესი არიული რასის ყველაზე განვითარებულ ფორმად. ამაზე დაყრდნობით ნაციზმმა ყოველ გერმანელს მოსთხოვა თავდადება და თავგანწირვა ხალხისთვის, ხალხური თემისთვის, ხალხური ერთობისთვის // Volk, Volksgemeinschaft//.

ნაციზმი ასე დაუპირისპირდა და დაეძგერა ერთბაშად ყველაფერს //დემოკრატიას, ლიბერალიზმს, კომუნიზმს, ქრისტიანობას//. 

 

  იყო  ეზოტერული, მხოლოდ განდობილებისთვის განკუთვნილი მოძღრება შეხედულებებიდან ამოზრდილი ნაციზმიც.

 ასე მაგალითად იყო  1874 წლის 19 ივლისს ვენაში ბურჟუაზიულ ოჯახში  დაბადებული  Adolph Ioseph Lanz, რომელიც ვენაში გარდაიცვალა 1954 წლის 22 აპრილს.

 ის ერთ ხანს იყო ავსტრიელი კათოლიკე ბერი, 1894 წლიდან მან დაიწყო იმის მტკიცება რომ ის გაანათლეს ტაძრის რაინდებმა. ამის შემდეგ მან განავითარა თეორიები არიელი ხალხების სითეთრის შესახებ. 1899 წელს ის საერთოდ წავიდა სისტერსიანელთა ორდენიდან. მისი მონასტრის ხელმძღვანელთა თქმით  ლანცმა ვერ გაუძლო ხორციელ ცდუნებებს. მას პედოფილიაც ედებოდა ბრალად.

ამ ლანცმა კი თავი გამოაცხადა არისტოკრატ Jörg Lanz von Liebenfels-ად და თქვა რომ თვითონ სისტერსიანელთა კათოლიკურმა ორდენმა  უღალატა თავის საწყის დოქტრინას.

1905 წელს კი მან გამოაქვეყნა თავისი სახელგანთქმული Die Theozoloogie oder die Kunde von den Sodoms-Äfflingen und dem Götter-Elektron » // « თეოზოოლოგია ანუ სოდომის მაიმუნების და ღმერთების ელექტრონის ტრადიცია »//.

ეს იყო არც მეტი, არც ნაკლები, თეოზოოლოგიის დოქტრინა.

 

ლანც ფონ ლიბენფელსი აქ ამტკიცებდა  რომ არიელები, გერმანელი დაჩრდილოელი ხალხები არიან ციდან მოფრენილი ღვთაებრივი არსებების, ბიბლიური ანგელოზების უშუალო შთამომავლები.

მისი მტკიცებით ევა აცდუნა  ამ ანგელოზების შინაურმა პირუტყვმა, მაიმუნმა და არაარიელები, არაგერმანელები და არაჩრდილოელები არიან ევას და ამ პირუტყვი მაიმუნის შთამომავლები.

 ამ ლანცმა ბრძანა რომ  ახალი აღთქმა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებში გააყალბა ეკლესიამ და  ქრისტეს ნამდვილი მისია იყო ერთგვარი ევგენიზმი და თვითონ ქრისტე იყო არიული ჯარების ისტორიული სარდალი.

საკმაოდ ბევრი მდიდარი და ინტელექტუალი ავსტრიელი გამოათაყვანა და მიიმხრო ლანცმა ასეთი არიოსოფიით //Aryosophie//.

მის მიმდევრებს შორის აღმოჩნდა შვედი მწერალი August Strindberg-იც.

ლანცმა გვითხრა რომ გაადამიანება ბევრად უფრო სწრაფად ხდებოდა დედამიწის ჩღდილოურ რეგიონებში ვიდრე დანარჩენ ტერიტორიაზე, რომ უძველეს ხანაში ჩრდილოეთ ევროპაში უკვე ცხოვრობდა ერთგვარი ზეადამიანი მაშინ როდესაც  სხვაგან ჯერ კიდევ მაიმუნებთან ახლო ნახევრადადამიანები იყვნენ.

ლანცმა ვითხრა რომ პირველი ნამდვილი ადამიანები იყვნენ Urgermanen ანუ წინაისტორიული გერმანელები.

მან აგრეთვე შეგვატყობინა რომ მთელ დედამიწაზე გავრცელებულმა ამ ურგერმანელებმა დაიმორჩილეს ჯერ კიდევ მაიმუნებთან ახლოს მყოფი ნახევრადადამიავნები და ურგერმანელები შეერივნენ ამ მაიმუნადამიანებს.

ასე მოხდა ამ მაიმუნადამიანთა გაადამიანება, მათი ცივილიზება. ასე გაჩნდნენ ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ თანამედროვე რასები, შემდეგ კი შავი და ყვითელი რასები.

მოკლედ Jörg Lanz von Liebenfels– გვეუბნება რომ მისმა  ღვთაებრივმა წინაპრებმა გვაქციეს ადამიანებად ნახევრადმაიმუნთა შთამომავალო უბედურებო.

მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ბევრი ევროპელი ფიქრობდა რომ  წინაისტორიულ ხანაში კაცობრიობა კოლონიზებული და ცივილიზებული იყო  ჩრდილოეთიდან მოსული ბატონების მიერ.

 

 

1905 წლის თავის დიდებულ წიგნში ლანცმა სულ პირველყოფილი გერმანელები, Urgermanen აღწერა როგორც Gottmenschen ანუ ღვთაებრივი არსის ადამიანები.

მოკლედ ის გვეუბნება რომ ბერძნების მიერ დაქცეული აღმოსავლეთის დიდი ქალაქი  ტროადან გაქცეული ტროელების მიერ დაარსებული რომის ცივილიზაცია მოსპეს და გაატიალეს ღვთაებრივი არსის გერმანელმა ვანდალებმა და ა.შ.

 

ხოდა ამ ვანდალებს და ა.შ. ნუ იტყვით და დროისტარებისთვის და ცელქობა-სიამოვნებისთვის მოუშინაურებიათ და გაუწვრთნიად სხვადასხვა სახეობის პრიმატი მაიმუნები რათა მათთან ჰქონოდათ ბოდიში სასიყვარულო თავგადასავლები.

ამათ ლანცი უწოდებს Buhläf-flinge-და ამბობს რომ ბიბლიაში მათ ჰქვიათ დემონები.

ლანცი გვეუბნება რომ სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა დემონმა აცთუნა ბიბლიაში ევად წოდებული ქალი და ასე გაჩნდნენ მდაბალი რასებიო…

ლანცი ფიქრობდა რომ დღეს არსებული რასების მკაცრი გადარჩევით შეიძლება ადრე არსებული წმინდა რასის თეთრი ადამიანის ნახვა…

ლანცი გვეუბნება რომ ამასთან ერთად შეიძლება დაბრუნება უნარებისა //ტელეპატიის, მისნობის მკურნალობა-განკურნების უნარები// რომლებიც ჰქონდა პირველყოფილ ღვთაებრივი არსის ვანდალს თუ გოთს…

ლანცმა 1907 წელს დააარსა Ordo Novy Templi ანუ ახალი ტაძრის ორდენი რომლის მისიაც უნდა ყოფილიყო ასეთი ღვთაებრივ-რასიულ შეგნების გაღვიძება გერმანულ-ჩრდილოური მოდგმის ხალხებში.

ლანცთან დადიოდა ჰიტლერიც….

 

  ბრიტანელმა  ფიზიოლოგმა Francis Galton-მა // 1822-1911//  კი პრველმა გამოიყენა ცნება eugenisme-ევგენიზმი. მან 1904 წელს თქვა რომ ესაა « კვლევა სოციალურად კონტროლირებადი ფაქტორებისა რომელთაც შეძლიათ მომავალი თაობების რასიული თვისებების ამაღლება ან დამდაბლება ეიგორც ფიზიკურად ისე მენტალურად ».

 

ევგენიზმის მიზანი იყო რასების გაუმჯობესება.

მესაქონლეს უნდა პირუტყვის ფიზიკური და გენეტიკურ-ბიოლოგიური თვისებების გაუმჯობესება. ამისთვისაა გადარჩევა-სელექცია და შეჯვარება.

ასე აკეთებს ევგენიკოსიც რომელსაც უნდა მეტყველთა ფიზიკური და ბიოლოგიურ-გენეტიკური თვისებების გაუმჯობესება.

მისი აზრით მაღალი რასის ევგენისტ=ევგენიკოსი მისი აზრით მდაბალი თუ წამხდარი რასის ადამიანს ექცევა ისე როგორც მესაქონლე ექცევა ცხვარს,ძაღლს, ძროხას. დღევანდელი გენეტიკური მანიპულაციებიც ამის გამოძახილია.

 

ძველადაც არსებობდა ასეთი პრაქტიკები, მაგრამ ისინი წარუმატებლად დამთავრდა.

ძველბერძნულ სპარტაში, მაგალითად,  არ აცოცხლებდნენ ახალშობილ ბავშვებს თუ კი ეს ახალშობილები არ აკმაყოფილებდნენ და არ შეესაბამებოდნენ სახელმწიფო კომისიის მიერ დადგენილ კანონებს და ნორმებს.

ქრისტიანული პაუზის შემდეგ პროგრესისტებმა განაახლეს ეგ პრაქტიკა.

ამბობდნენ რომ ევგენიზმი არის რასიული ჰიგიენა.  ეს ნახსენები გალტონი ამბობდა რომ თუ დავაქორწინებთ ერთმანეთზე ერთნაირად ნიჭიერ და ერთნაირი ფიზიკური და მორალური ხასიათის მქონე ადამიანებს თაობათა მანძილზე მივიღებთ უმაღლეს რასას.

 

ამასობაში გერმანიის კაიზერმა ვილჰელმ მეორემ დააფინანსა და რაღაც ვაგონში ჩატენა ბოლშევიზმის მამა ლენინი რომელმაც დააქცია რუსეთის იმპერია //მათ შორის დემოკრატიული საქართველო, შექმნა კომუნისტური ინტერნაციონალი-კომინტერნი და მოინდომა მსოფლიო რევოლუციის მოწყობა, პლანეტარული ბოლშევიკური რესპუბლიკის შექმნა.

https://fr.wikipedia.org/wiki/Octobre_allemand

 

  გერმანიის კომუნისტურმა პარტიამ და  ამ ლენინის კომუნუსტურმა ინტერნაციონალმა

1923 წელს წამოიწყეს აჯანყება გერმანიაში რათა იქ  ძალაუფლების აღების შემდეგ დაეწყოთ საერთოევროპული მასშტაბის რევოლუცია.

გამარჯვების მოლოდინში სიხარულით იფშვნეტდნენ ხელებს აცმუკებული დიდი ბოლშევიკები გრიგორი ზინოვიევი, ნიკოლაი ბუხარინი, კარლ რადეკი და ლევ ტროცკი.

საბჭოთა //ლენინის// კომპარტიის პოლიტბიურომ და ლენინის გერმანელმა ამხანაგებმა აღტაცებით დაადგინეს რომ რევოლუცია ახლოა. ყოყმანობდა სტალინი, მაგრამ ისიც დაიყოლიეს.

 

ლენინურმა კომინტერნმა გერმანიის გადასაქოთებლად იქ გააგზავნა მთელი კომისია რომელშიც იყვნენ რადეკიც და პიატაკოვიც.

 

იყო აჯანყება, სისხლი, დაღუპულები, დაჭრილები. აჯანყება დამარცხდა მაგრამ  ყველაფერი ეს დაინახა ჰიტლერმა.

 ხოდა  გერმანიის კანცლერი ვილჰელმ მეორის მიერ დაფინანსებული ლენინის ოინბაზობით გამხეცებული ადოლფ ჰიტლერი შეუდგა საქმეს….

ბჰიტლერმა ბევრი რამე ისწავლა გერმანელთა ღვთაებრივი არსის ხალხად გამომცხადებელი, პედოფილიის გამო მონასტრიდან გაძევებული ლანცისგან და არა დიდი ლევ ტროცკისგან.

იწყებოდა დიდი ამბები….

 

პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული გერმანიაც გააუბედურა 1929 წელს აშშ-დან წასულმა კრიზისმა რომელსაც ახლდა უმუშევრობა და მოსახლეობის გაღატაკება.

მისი მოსახლეობა გაბოროტებული იყო ხელისუფლებაზე რომელმაც ვერ აიცილა « ვერსალის დიქტატი » და გაბოროტებული გერმანელები აცდუნა ჰიტლერმა.

 1930 წლის არჩევნებში გერმანიის ნაციონალ სოციალისტურმა  მუშათა პარტიამ  მოიპოვა 107 ადგილი დაახლოებით 500 ადგილიდან. 1932 წელს ნაცისტები 230 ადგილით მიუახლოვდნენ უმრავლესობას.

მაღალ ფინანსებთან დად დიდ საწარმოებთან დაკავშირებულმა ზოგმა წრემ მაშინ მიაღწია ჰიტლერის დანიშვნას კოალიციური მთავრობის მეთაურ კანცლერად.  ამ მთავრობაში იყო მხოლოდ 2 სხვა ნაციონალ-სოციალისტი. ფარულად მოქმედი დამკვეთები ფიქრობდნენ რომ ხელსაყრელ დროს იოლად მოიშორებდნენ თავიდან იმას ვისაც თვლიდნენ მათ სათამაშო საფრთხობელად.

არადა მოხდა სულ საწინააღმდეგო რამ.

აწყობილი აპარატის მწონე ჰიტლერმა თავიდან ლეგალურად მიღებული ხელისუფლება გადააქცია სახელმწიფო გადატრიალებად და განამტკიცა თავისი ძალაუფლება ტოტალიტარული რეჟიმებისთვის საერთო და ჩვეულებრივი მეთოდებით.

1934 წელს პრეზიდენტი ჰინდენბურგის გარდაცვალების შემდეგ უკვე საგანგებო ხელისუფლების მქონე კანცლერმა ჰიტლერმა დაიპყრო პრეზიდენტის ფუნქცია და ოფიციალურ წოდებად მიიღო Führer ანუ წინამძღოლი ბელადი.

ის უმუშევრობას მოერია დიდი სამხედრო სამუშაოების მეშვეობით// მათ შორის სახელგანთქმული საავტომობილო გზების გაყვანით//. მან დაარღვია ვერსალის ხელშეკრულება და დაიწყო გერმანიის ხელახლა შეიარაღება. ესეც ამცირებდა უმუშევრობას.

ჰიტლერი ასე იქცა რეალურად პოპულარულ ფიგურად.

ჰიტლერმა ჩაატარა პლებისციტები მისი პირველი ტოტალიტარული ზომების მისაღებად.

მალე მას აღარ დასჭირდა დემოკრატიული თამაში.

1933 წელს მან შქმნა მისი პირველი საკონცენტრაციო ბანაკი Dachau რომელიც ოპოზიციონერებისთვის იყო განკუთვნილი.

 

1935 წელს კი იყო ნიურნბერგის კანონები რომლებითაც  მათი აზრით ღვთაებრივი არსის მქონე ნაცისტებმა დაიწყეს მათი აზრით ევას მაიმუნთან ცელქობის შედეგად გაჩენილი მდაბალი რასების დისკრიმინაცია.

 

 

http://dictionnaire.sensagent.leparisien.fr/Eug%C3%A9nisme%20sous%20le%20nazisme/fr-fr/

 

ევგენიზმი ნაციზმის დროს

 

ევგენიზმი ანუ მაღალ რასად მიჩნეული ადამიანთა ჯგუფების დაცვა გადაგვარებისგან და უკვე გადაგვარებულ-შერყვნილ-მდაბალ რასებად მიჩნეულთა მოსპობა თუ გაუმჯობესება 1933 წლიდან იყო გერმანიის ოფიციალური ევგენისტური პოლიტიკის ერთ-ერთი საფუძველი. კანონების და დეკრეტების ერთობლიობით დადგენილი ეს პოლიტიკა განსაკუთრებით გამოიხატა მისი კრიმინალური განზომილებით. იყო ევტანაზიის ანუ ავადმყოფთა სიცოცხლის ხელოვნურად მოსწრაფების პროგრამა Aktion T4, იძულებითი სტერილიზაციის დიდი პროგრამაც.

ფიქრობენ რომ 1933-1945 წლებში ამ პროგრამის ფარგლებში იძულებით სტერილიზებული იყო

დაახლოებით 400 000 ადამიანი.

გერმანელ მეცნიერთა და პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი ევგენიზმის მომხრე იყო ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდეც.

 

ევგენიზმი ითვლებოდა რასიულ ჰიგიენად

 

ჩვენთვის უკვე ნაცნობი Galton ამბობდა თუ დავაქორწინებთ ერთმანეთთან ერთნაირად ნიჭიერ, ერთნაირი ფიზიკური და მორალური ხასიათის ადამიანებს თაობიდან თაობაში მივიღებთ ადამიანთა უმაღლეს რასას.»

ნაცისტები ებრძოდნენ ადამიანის დამაუძლურებელ-დამადამბლავებელ თვისებებად მიჩნეულ თვისებებს და ახალისებდნენ, ხელს უწყობდნენ ადამიანის  მნიშვნელობის გამაძლიერებელ თვისებებად მიჩნეულ თვისებებს.

 

ჰიტლერი განსაკუთრებით შთაგონებული იყო ამერიკული ევგენიზმით.

ჰიტლერმა 1924 წელს თქვა რომ აშშ არის ქვეყანა სადაც შეიძლება ვნახოთ მოქალაქეობის უკეთესი კონცეფცია.

ნაცისტური ევგენისტური პროგრამა

იყო კანონები, ცირკულარები. დეკრეტები/ იყო 1933 წლის 14 ივლისის კანონი ევგენისტური სტერილიზაციის შესახებ Gesetz zur Verhütung erbkranken Nachvuchzes) :  მემკვიდრეობითი ავადმყოფობით დაავადებულ შთამომავალთა დაუშვებლობის კანონი.

ნაცისტური ევგენისტური პროგრამის მთავარი მიზნები იყო:

~  ხელის შეწყობა უმაღლეს //უმაღლესი ხარისხის თუ რასის// ადამიანებად მიჩნეულთა ნაყოფიერება-გამრავლებისთვის // ნატალიტური პოლიტიკა, ოჯახების დახმარება-მხარდაჭერა,

lebensborn…//

~ მეორეს მხრივ ხელის შეშლა  გენეტიკურად მანკიერებად, გენეტიკურად ავადმყოფებად მიჩნეულთა//დიაბეტიკოსთა, myopes-თა და ა.შ.//, სიციალურად არასასურველებად მიჩნეულთა //კრიმინალების, მენტალურად ჩამორჩენილების, ჰომოსექსუალების და ა.შ.// თუ რასიულად უწმინდურებად მიჩნეულთა // ებრაელების, ბოშების, ზანგების//  გამრავლებისთვის.

 

აბორტი

უმაღლესი რასის თუ თვისებების ქალებს აუკრძალეს აბორტის გაკეთება, მაშინ როდესაც 1934 წლის საიდუმლო დეკრეტით დაუშვეს აბორტის გაკეთება მემკვიდრეობითი ავადმყოფობების მქონე ქალებისთვის.

 

1940 წლის 19 ნოემბრის დეკრეტი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან გამოაცხადა რომ აბორტი სავალდებულოა « მდაბალი » ქალებისთვის. 

 

იძულებითი სტერილიზაციის პროგრამა

იყო 1933 წლის 14 ივლისის კანონი ევგენისტური სტერილიზაციის შესახებ.

1934 წლის 1 იანვარს ამოქმედებული ეს კანონი სავალდებულოდ აცხადებდა  მემკვიდრეობით და თანდაყოლი ავადმყობებად მიჩნეულით // სიბრმავე, ლოთობა, შიზოფრენია…// ავადმყოფთა სტერილიზიაციას // მოკლედ კანონით სავალდებულო იყო ბრმების, ლოთების, შიზოფრენიკოსების სტერილიზაცია//. ამას ემხრობოდა თითქმის ყველა გერმანელი ექიმი.

ფიქრობენ რომ 1934-1945 წლებში გერმანიაში და მის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე სტერილიზებული იყო დაახლოებით 400 ათასი ადამიანი.

 ჰომოსექსუალობა

სისხლის სამართლის კოდექსის პარაგრაფი 175 ჰომოსექსუალობას გმობდა ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლამდეც. მაგრამ ჰომოსექსუალთა ცხოვრების პირობები დიდად გაუარესდა 1933 წლის შემდეგ.

ნაცისტების ხელისუფლება და იმ ხანის ექიმების და ფსიქიატრების უმრავლესობა ჰომოსექსუალობას თვლიდა პათოლოგიურ მემკვიდრეობით გადაგვარებად. ის ხვდებოდა ევგენისტური პოლიტიკის განხორციელების არეში.

შემუშავდა სპეციფიური კანონმდებლობა.  ევგენისტური გერმანია ჰომოსექსუალებს « სთავაზობდა » არჩევანს ნებაყოფლობით, საკუთარი ნებით კასტრაციასა და საკონცენტრაციო ბანაკში დამწყვდევას შორის.

 რასიული და სოციალური განზომილებები

არასასურველ პირთა მოსასპობად იყენებდნენ ევტანაზიას, საკონცენტრაციო ბანაკებში ამწყვდევდნენ ლოთებს, კრიმინალებს, საშუალო და წვრილ დამნაშავეებს, ასოციალურ პირებს. ასაჭურისებდნენ სექსუალურ კრიმინალებს და ჰომოსექსუალებს, იყო გერმანელი დედებისგან და აფრიკელი მამებისგან გაჩენილი მეტისი ბავშვების სტერილიზაცია, ინვალიდთა, ბოშათა და ებრაელთა მოსპობა.

 

http://www.lemonde.fr/societe/article/2003/02/10/histoire-de-l-eugenisme_308747_3224.html

ფრანგული გაზეთი Le Monde,| 10.02.2003 , Constance Baudry,

ევგენიზმის ისტორია

 იყო სახელგანთქმული ინგლისელ-ამერიკელი მწერალი ოლდოს ჰაქსლი // Aldous Huxley,1894-1963//

რომელმაც რომანში სამყაროთაგან საუკეთესო //ფრანგულად Le Meilleur des mondes, ინგლისურად

Brave New World-ყოჩაღი ახალი მსოფლიო // აღწერა საზოგადოება რომლის სწავლული ელიტაც ლაბორატორიებში, სინჯარებში მასობრივად აკეთებს მისთვის სასურველ ხრლოვნურ ადამიანებს რომლებსაც ანაწილებს ხუთ კასტად და ბავშვობიდანვე ათაყვანებს ჰიპნოპედიით //ანუ მძინარე ბავშვებს ჰიპნოზით თავში უჭედავს ელიტისთვის მისაღებ მსოფლმედველობას, ქცევის ნორმებს დ ა.შ.//.

აი  ევგენიზმის უმაღლესი პილოტაჟი. დღეს, სხვათა შორის, უკვე აკეთებენ სინჯარებში ადამიანის ჩანასახებს.

ხოდა 2002 წლის დეკემბერში რაელიელთა სექტამ // secte des raéliens გამოაცხადა რომ დაიბადა კლონირებული ბავშვი.

ადამიანებს გაუსკდათ გული, ხომ არ ვუახლოვდებით ოლდოს ჰაქსლის ყოჩაღ ახალ მსოფლიოს.

 

მბრძანებლობის მსურველ და მოყვარულ ელიტას მუდამ უნდა თავის ირგვლივ ყველაფრის გაკონტროლება.

 ელიტის აზრით კარგი ბავშვების გასაკეთებლად ბავშვთა დაბადების გაკონტროლებაზე ზრუნავდნენ უკვე ანტიკურ ხანაში, მაგრამ ცნება ევგენიზმი მე-19 საუკუნის ბოლოს მოიგონა ბრიტანელმა სტატისტიკოსმა, ჩარლზ დარვინის ბიძაშვილმა Francis Galton-მა. მისი მიზანი იყო ადამიანის სახეობის გაუმჯობესება.

 

ფრანსის გალტონი ამბობდა რომ  ევგენიზმი სულაც არ იფარგლება კარგი ნაყოფის მომტანი ქორწინებებით.  ადამიანის შემთხვევაში ევგენიზმს განსაკუთრებით აინტერესებს ყველაფერი რაც უფრო დაჯილდოებულ და უფრო ნიჭიერ რასებს მისცემს უარესი, ნაკლებად ნიჭიერი და ნაკლებად დაჯილდოებული რასების დაჯაბვნის, ჯობნის საშუალებას.

ევგენიზმის რასისტული შეფერილობა არის უკვე ამ ცნების ავტორის სიტყვებში.

 

ევგენიზმი გაჩნდა დარვინის დებულებათა გავლენით. დარვინი სმბობდა რომ ევოლუცია არის სელექციის, გადარჩევის მრქანიზმის შედეგი.

არადა ევგენისტები დარწმუნებული არიან რომ მოსახლეობის დონე შეუბრალებლად და ულმობლად ეცემა.

მათი აზრით მეტისმეტად გულმოწყალე ცივილიზაციები უვარგისებს და უუნაროებს აძლევენ გადარჩენის და არსებობის საშუალებას მაშინ როდესაც ურბანიზაცია აფერხებს საუკეთესოთა გამრავლებას უხეიროთა სასარგებლოდ.

 

დაბოლოს ევგენისტები მწვავედ აკრიტიკებენ ლამარკის თეორიებს რომლებიც შეძენილს ანიჭებენ მნიშვნელობას თანდაყოლილის საზარალოდ. ევგენისტების თანახმად მენკვიდრეობითობის მთავარი ნაწილი სწორედ თანდაყოლილია.

  არის ნეგატიური, უარყოფითი ევგენიზმი, რომლის მიზანიცაა უუნაროებად და უხეიროებად გამოცხადებულ ინდივიდთა გამრავლების შეზღუდვა.

არის პოზიტიური ანუ დადებითი ევგენიზმი რომლის მიზანიცაა ხელის შეწყობა  ღირებულ, უნარიან, ვარგის ინდივიდებად გამოცხადებულთა გამრავლებისთვის.

ევგენისტები თავიდან  ყველაზე მეტად უტევდნენ ინვალიდებს და მენტალურ ავადმყოფებს რომელთა დახმარებაც საზოგადოებას მათი აზრით მეტისმეტად ძვირად უჯდება.

მერე ევგენისტებმა შეუტიეს მდაბალ რასებად გამოცხადებულებსაც.

ყველაზე ფართოდ გამოყენებული ევგენისტური მეთოდები იყო სტერილიზაცია თუ სამედიცინო სერტიფიკატი ქორწინების წინ რათა გარკვეულიყო თუ რამდენადაა დასაშვები მექორწინეთა შეუღლება.

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში სტერილიზაციას, უმრავლეს შემთხვევაში დაძალებულს, იყწნებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში // 1907-1949 წლებს შორის დაძალებით სტერილიზაცია გაუკეთეს 50 000-ზე  მეტ ადამიანს//. დაძალებით სტერილიზაცია იყო ევროპის ზოგ ქვეყანაშიც.

აშშ-ში იძულებით სტერილიზაციას უკეთებდნენ როგორც წესი გიჟებად, გონებასუსტებად გამოცხადებულებს და ზოგ სახელმწიფოში კი სექსუალურ მოძალადეებს, კრიმინალებს, ტოქსიკომანებს თუ ეპილეპტიკოსებს. 

გერმანიაში სტერილიზაციები 1933 წელს დაიწყო ჰიტლერმა- 5 წელიწადში სტერილიზაცია გაუკეთეს 300 000 გონებრივად ავადმყოფს და გონებასუსტს.

ეს ევგენისტური პოლიტიკა დამთავრდა  იმით რასაც დაარქვეს ოპერაცია ევტანაზია ამ ბოდიში ოპერაციამ მოკლა ათობით ათასი ავადმყოფი.

 

მესამე რაიხის ევგენიზმს ჰქონდა მძიმე რასისტული კომპონენტი.

1935 წელს მიიღეს კანონი გერმანული სისხლის და ღირსების დაცვის შესახებ რომლითაც ჰიტლერმა აკრძალა  ებრაელების და არაებრაელი გერმანელების ქორწინება თუ  // გასაგებია როგორი// ურთიერთობა.

მერე იყო საბოლოო გადაწყვეტა // მოკლეს 6 მილიონამდე ებრაელი .

1936 წელს ჰიტლერმა დაიწყო პროგრამა Lebensborn // სიცოცხლის წყარო// რომლის მიზანიც იყო ხელის შეწყობა არიელი ბავშვების გაჩენისთვის. არიელი ბავშვების გასაჩენად საგანგებოდ არჩევდნენ წყვილებს. ზოგჯერ უმაღლესი კლასის არიელი ესესელები ბავშვებს აჩენდნენ წმინდა არიელებად გამოცხადებულ ქალებთან ერთად.

ასეთი კავშირებიდან დაბადებულ ბავშვებს ართმევდნენ დედას და ამ ნამდვილად არიელ ბავშვებზე ზრუნავდა სახელმწიფო.

 

ამ ტრაღიკული ექსპერიმენტების შემდეგ ევგენიზმს ნაწილობრივ გაუტყდა სახელი მეორე მსოფლიო  ომის შემდეგ.

მარტო შვედეთი და შვეიცარია აგრძელებდნენ ევგენისტურ სტერილიზაციას 1970-1980-ან წლებამდე,

მაგრამ ჩინეთმა კიდევ უფრო გვიან მიიღო ევგენისტური კანონები რამაც გამოიწვია დაძალებით აბორტების და სტერილიზაციის პოლიტიკა.

1995 წელს ამოქმედებული კანონის თანახმად აუცილებელია ქორწინების წინა შემოწმება და გენეტიკური, ჩამოთვლილი ინფექციური ავადმყოფობების მქონეებს ან მენტალურად ავადმყოფებს შეიძლება აუკრძალონ შვილის გაჩენა. პროგრესულ ნობელის პრემიის ლაურეატთა კომისია გამოგაცხადებს გიჟად და ჰერი…დარჩები უშვილოდ…. იხეტიალე მარტო, ხმაც გაიკმინდე….

ასეთებს დაქორწინების უფლებას მისცემენ მარტო იმ შემთხვევაში თუ ისინი მიიიღებენ გრძელვადიან კონტრაცეპტივებს. ევგენისტური კანონები ყველაზე მეტად ეხება გლეხებს // ჩინეთის მოსახლეობის 70 %// და ეთნიკურ უმცირესობებს // ჩინეთის მოსახლეობის 8 %// თორე ლიბერალ-კომუნისტურ თუ კომუნისტურ-ლიბერალურ ელიტას შეუძლია ყირაზე სიარული.

დაბოლოს ჩინეთში და ინდოეთში დაბადებამდე დიაგნოზის ტექნიკათა გავრცელება-განვითარებამ გამოიწვია ის რომ აჩენენ ბიჭებს და დახოცეს მდედრობითი სქესის ათასობით ჩანასახი.

დღევანდელ მედიცინას შეუძლია იმის დადგენა ავადმყოფია თუ არა დედის მუცელში მყოფი ჩანასახი.

მაგრამ დღევანდელი ევგენიზმი არაა დაძალებული სახელმწიფოს მიერ. ის არ ცდილობს ადამიანის სახეობის, კაცობრიობის გაუმჯობესებას.

დღევანდელი ევგენიზმი კერძო ევგენიზმია და არა სახელმწიფო ევგენიზმი.

მშობლებო, არაფერი გევალებათ, თუ თქვენ თვითონ გნებავთ თქვენი საკუთარი შვილების დახოცვა, კი ბატონო, ხოცეთ. ესაა დღევანდელი ევგენიზმი….

 

 


En savoir plus sur
http://www.lemonde.fr/societe/article/2003/02/10/histoire-de-l-eugenisme_308747_3224.html#mrHCOX2b7Rqcecbb.99

 

გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s