ფრანგული ბიბლიოთეკა,Michel Lejoyeux

Afficher l'image d'origine

 

Afficher l'image d'origine

ბიბლიოთეკა, Michel Lejoyeux

 

professeur Michel Lejoyeux : ” Lutter contre la déprime, c’est possible : “La bonne humeur, c’est comme la bonne santé, ça se travaille !”

ennousblog.free.fr/index.php?post/2016/01/21/Le-professeur-Michel-Lejoyeux-%3A-Lutter-contre-la-déprime%2C-c-est-possible-%3A-La

 

   არის კარგი ფრანგი პროფესორი, გამოჩენილი ფსიქიატრი-ფსიქოთერაპევტი   Michel Lejoyeux. ისაა პარიზის საავადმყოფო Bichat-ის addictologie-ს სამსახურის უფროსი,. უნივერსიტეტი Denis-Diderot-ის პროფესორი.

ის არ ანგრევს ლამაზად ღნავილით წითელი არმიის ტანკით პარიზს. ის კურნავს ხალხს, ასწავლის ახალგაზრდებს და წერს წიგნებს. მოკლედ  ნამდვილად კარგი კაცია პროფესორები თენგიზ სიგუასა და ჯაბა იოსელიანისგან განსხვავებით.

  მან დაწერა წიგნი ყოველი დეპრესიული არის ჯანმრთელი რომელმაც არ იცის რომ ჯანმრთელია //Tout déprimé est un bien portant qui s’ignore“//

 

მან გაბედა ამის თქმა.

ის ამბობს რომ ჩვენს ირგვლივ ინგრევა, ყველაფერი,მით უმეტეს  ცივი ომის  დამთავრების შემდეგ, მიხაილ გორბაჩოვისთვის,აკადემიკოსი სახაროვისთვის და ედუარდ შევარდნაძისთვის ნობელის და იმანუილ კანტის პრემიების დარიგების შემდეგ  საითაც არ უნდა გაიხედო ვიღაცეები ჟუჟავენ ერთმანეთს, ანგრევენ ყველაფერს და შიშველ ტიტველები დარბიან სულერთია სად, სულ უადგილო ადგილებში..  ყველა მხრიდან ჩანს და ისმის ისეთი რამეები რომ ვვარდებით დეპრესიაში.

კარგი ამავი ისაა რომ ჩვენ გვაქვს  ამ დეპრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალებები.

“ჩვენ თავის  ქალაში გვაქვს კარგი განწყობის ფაბრიკა”, გვეუბნება ფრანგი პროფესორი Michel Lejoyeux.

 

როდესაც ცუდი ამინდია ან ქუჩებში ტანკით ღრიალით დაძრწის პროფესორი სიგუა ჩვენ გვაქვს ცუდად ყოფნის უფლება ისე რომ არ ვიყოთ ავად. ჩვენი ემოციები იცვლება, მაგრამ ეს სულაც არაა ავადმყოფობის ნიშანი. 

 არაა საჭირო ემოციათა მედიკალიზაცია. პირიქით, სული და სულიერი განწყობა უნდა ავარჯიშო ისე როგორც ავარჯიშებ კუნთს და სხეულს. ეს წერია მის წიგნში.

 გამოჩენილი ფსიქიატრი Michel Lejoyeux სულაც არ მალავს ცხოვრების ტკივილებს და სირთულეებს.

პირიქით, ის გვეხმარება მათთან დაპირისპირებაში ვარჯიშებით რომლებიც იმდენადვე ფილოსოფიურია რამდენადაც თერაპიული.

ის გვითრევს საკუთარი მეობის ძიებაში რომელიც ხდება ემოციათა პატივისცემით მაგრამ აზრის, აზროვნების პირველობით.

ის გვაძლევს რეცეპტს უფრო ბედნიერი ცხოვრებისთვის რომელიც არც გულუბრყვილოა და არც ხელოვნური, მაგრამ გულისხმობს იდეალის ძიებას, საკუთარი თავის დაძლევას და ყოველდღიური სიამოვნების ძიებას // მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ აქ არ იგულისხმება მარკიზ დე სადის პერსონაჟების სადისტური სიამოვნება. სხვისი წამება-გატანჯვით და დამცირება-აბუჩად აგდებით სიამოვნებაა რომ ღუპავს კაცობრიობას//.

  დიახ, ყოველ ჩვენთაგანს თავის თავის ქალაში აქვს კარგი განწყობის ნამდვილი მანქანა…გამოყენების წესის გარეშე!

  ეს წიგნი გვაძლევს ამ მანქანის გამოყენების წესს. ის გვთავაზობს ცხოვრების  დეპრესიის საწინააღმდეგო წესს წამლების, ქიმიის და ბედნიერების მოლეკულები-ნარკოტიკების გარეშე.

   თქვენ შეგიძლიათ ხასიათის გაუმჯობესება,  უარყოფითი, ბნელი ემოციების განდევნა ისე როგორც ავარჯიშებთ თქვენს  კუნთებს, სუნთქვას, გულს.  საკმარისია მეცნიერულად დადგენილი, მარტივი, კეთილგონიერებით სავსე და საოცრად ეფექტური  ტექნიკების გამოყენება.

გაიხსენეთ რომ თქვენ არა ხართ სულ დაღუპული და მთლად დავრდომილი, რომ გაქვთ კარგი თვისებებიც და რაღაცის შნოც და უნარიც…

თავიდან მოიშორეთ თქვენი « ყალბი მრგობრები », შემაწუხებელი ხმაურები, ტოქსიკური ნივთიერებები, მავნე ჩვევები….

ისწავლეთ ღიმილი,სიცილი, ჭვრეტა, ღრმად დაფიქრება, მედიტაცია, მოძრაობა…

ისწავლეთ ენერგიის პოვნა თქვენს თეფშზე და ჯამში, ბუნებაში, მოძრაობაში.

ამ წიგნში არის უამრავი რჩევა, რეცეპტი, ტექნიკა, ვარჯიშები, აზრები რათა ისწავლოთ უკეთესად ცხოვრება თქვენს განწყობებთან ერთად.

ზოგი მაგალითი :

დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა გაღვიძებისთანავე. Michel Lejoyeux გვეუბნება რომ კარგია მუსიკის მოსმენა, მაგრამ არა სულერთია როგორის.

,ოცარტის სონატა Kochel 448 ორი პიანინოსთვის ბევრჯერაა გამოცდილი და განსაკუთრებით კარგად მოქმედებს დეპრესიის წინააღმდეგ.

https://www.youtube.com/watch?v=tT9gT5bqi6Y

იდეალი იქნება რამოდენიმე წუთი მოსმენა ყოველ დღე რათა მან იმოქმედოს როგორც ბუნებრივმა ანტიდეპრესორმა.

 

 ღიმილის, გაღიმების სწავლა. კარგია დღის კარგად დასამთავრებლად> ისწავლეთ გაღიმება დაწოლის შემდეგ.  2-3 წუთი საკმარისია.

 გაღიმება ადაბლებს გულის რიტმს ფა არტერიულ წნევას. ასე ისვენებს როგორც სხეული ისე თავი.

ვფიქრობთ რომ ვიღიმებით როდესაც კარგად ვართ. არადა გაღიმება, ტუჩების კუთხეების გაწევა ნიშანს უგზავნის ტვინს და ის კარგ ხასიათზე აყენებს ცუდ ხასიათზე მყოფ ადამიანსაც.

  მოკლედ, რაც უფრო მეტს ვიღიმებით მით მეტად უნდა ტვინს კარგი განწყობა და,მაშ,… მით უფრო მეტად ვიღიმებით.

  სუფთა ჰაერით სუნთქვა და სპორტი. რაც შეიძლება მეტ ხანს ყოფნა სინათლეზე.

ფსიქიატრი, კარგი პროფესორი, თავის წიგნში  გვასწავლის კარგ ხასიათზე დადგომის სხვა ხერხებსაც.

კიტრის ჭამა.  სწორად შერჩეული საჭმელი ანტიდეპრესორია, შველის დეპრესიულს. საჭმელი ის რასაც უძახიან psychobiotiques-ფსიქობიოტიკებს. ასეთი საჭმლები ჭამის შემდეგ მომნელებელ სისტემაში ბიძგს აძლევენ  სეროტონინის // sérotonine// წარმოქმნას. ეს სეროტონინი კი ადის ტვინში და აძლიერებს კარგ განწყობას.

კიტრის, თევზის, პიკულის// pickles// და თევზის მეტად ჭამამ მაშ, იძლევა დეპრესიასთან ბრძოლის საშუალებას.

  კბილების კარგად გახეხვა არაა დასავიწყი რამე. კბილის პასტა საოცრადაა დაკავშირებული განწყობის გაუმჯობესებასთან. დადასტურებულია რომ  კბილების ცუდი ჰიგიენა ტანჯავს ტვინს რაც შეიძლება მივიდეს დეპრესიამდე.

 

“I lowe you”,  მადლიერების ვარჯიში. საღამოს რომ მიხვალთ სახლში არ ცემოთ მეუღლე, არ ლანძღოთ და არ ათრიოთ ის. პირიქით შენიშნეთ სამი რამე რაც მან გააკეთა თქვენთვის და უანგაროდ მიეცით მას ქაღალდი. ეს ჯობია იმის თვლას რაც სხვას არ გაუკეთებია თქვენთვის. … ეს კარგია განწყობისთვის.

un livre ANTIDÉPRIME : “ Tout déprimé est un bien portant qui s’ignore” – JC Lattès – 300 pages – 19€ (sorti le 20 janvier 2016).

 

Pic de pollution, déprime : le lien entre les particules fines et le taux de suicide

Publié le 07-12-2016

 

 ფსიქოთერაპევტი  Michel Lejoyeux, ეს ჩვენი კარგი ფრანგი  პროფესორია.

 

   დაბინძურებული ჰაერი ცუდად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ-ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

 

იაპონელი მკვლევარები, იაპონელი მეტეოროლოგები და ფსიქოლოგები  გვეუბნებიან რომ დაბინძურული ჰაერი შხამია,ის დეპრესიაში აგდებს, დაღვრემილ ხასიათზე აყენებს, მეტიც, თვითმკვლელობისკენ უბიძგებს ადამიანს.

 

 მათი დასკვნა ნათელია და გარკვეული.

 

 ჰაერის დაბინძურება particules fines-ებით // წვრილი ნაწილაკებით// ზრდის თვითმკვლელობათა დონეს.  ყველაზე მეტად მგრძნობიარეები არიან  30 წელზე ნაკლების ახალგაზრდები და 60-წელზე მეტის ასაკოვნები.

   არაა გასაკვირი რომ ხართ უფრო დაღლილი, უარეს ხასიათზე და ნაკლებად ენერგიული მაშინ როდესაც სუნთქავთ დაბინძურებული ჰაერით.

დაბინძურებული ჰაერი მოქმედებს თქვენს ტვინზე და ემოციებზე…

 

იაპონელი სპეციალისტები ამბობენ რომ იმათ ვინც სუნთქავს დაბინძურებული ჰაერით უნდა მიეცეთ ფული რათა ისინი ცოტა ხნით მაინც წავიდნენ ხოლმე ჯერ აუქოთებელ ადგილებში სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად  რათა ცოტა გამოჯანმრთელებულები დაბრუნდნენ მოწამლულ და მომწამვლელ ქალაქში.

 

მაგრამ მერამ მამარდაშვილის, ანატოლი სობჩაკის,  სერჟიკა ფარაჯანოვის თაყვანისმცემლებს რა….

 

http://www.notre-planete.info/actualites/4439-pollution-atmospherique-mortalite-Europe

 

 

. 08 mars 2016 წლის 8 მარტი    ატმოსფერული დაბინძურება უდიდესი სანიტარული საფრთხეა ევროპაში. ის ამოკლებს დაბინძურებული ჰაერით მსუნთქველი ადამიანების ცხოვრებას და აჩენს მძიმე ავადმყოფებს, გულის, ფილტვების, ავადმყოფობებს და კიბოს სახეობებს.  გარემოსთვის ევროპული სააგენტოს // Agence européenne pour l’environnement, AEE// მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გვეუბნება რომ  დაბინძურებული ჰაერი ევროპაში წელიწადში ისევ კლავს ნაადრევად 524 00-ზე მეტ ადამიანს.   და ევროპელებთნ ერთად ასე ნაადრევად გაწყდება სულ მთლად გადაქოთებული აღმოსავლეთიდან გაქცეული მილიონობით ლტოლვილიც რომელთაც გაუთავებლად ეპატიჟება ქალბატონი ანგელა მერკელი.    გაგიმარჯოთ, გაუძელით, პერესტროიკა სახადია რომელიც ყველამ უნდა გადავიტანოთ.  

 

Selon un rapport publié par l’Agence européenne pour l’environnement (AEE), la

Source : notre-planete.info, http://www.notre-planete.info/actualites/4439-pollution-atmospherique-mortalite-Europe

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s