მინიმუმი მეორე მსოფლიო მხეცობაზე

 Over ninety percent of the city center was destroyed.

Over ninety percent of the city center was destroyed.

ბრიტანელი ინტელექტუალებიც კი შოკში ჩააგდო ულამაზესი დრეზდენის ასე დანგრევამ კაიკაცების მიერ.

The destruction of the city provoked unease in intellectual circles in Britain. According to Max Hastings, by February 1945, attacks upon German cities had become largely irrelevant to the outcome of the war and the name of Dresden resonated with cultured people all over Europe.

 

The destruction of the city provoked unease in intellectual circles in Britain. According to Max Hastings, by February 1945, attacks upon German cities had become largely irrelevant to the outcome of the war and the name of Dresden resonated with cultured people all over Europe.

 

 

მეორე მსოფლიო ომზე მინიმალურად

 

გენიალური ევროპა  საერთო კულტურა-12,

რა უნდა იცოდეს არასპეციალისტმა ევროპელმა სამყაროს, ამ შემთხვევაში ისტორიის და კულტურის შესახებ, ცოდნის მინიმუმი

 

Peter Punin, La Culture générale, Studyrama,2009

 

ისტორიის სრული მინიმუმი ევროპელისთვის 5

 

მეორე მსოფლიო ომი

 

 

 არ ვილაპარაკებთ საშინლად სისხლისმღვრელ და მნგრეველ ბრძოლებზე

ჩვენ დავინტერესდებით ომის  საწყისებით, შედეგებით და კითხვებით  რომლებიც შეიძლება გააჩინოს ამ კონფლიქტმა.

 

ჰიტლერმა ხელისუფლებაში მისვლისთანავე განაცხადა რომ მას უნდოდა ვერსალის ხელშეკრულების უარყოფა.

1934 წლიდან გერმანია გავიდა ერთა ლიგიდან და მან დაიწყო შეიარაღებაში მისთვის დაწესებული შეზღუდვების სულ უფრო და უფრო ღიად დარღვევა. 1935 წელს აღდგა ხელშეკრულებით აკრძალული სავალდებულო სამხედრო სამსახური.

 

1936 წელს ბერლინში და Garmisch-partenkirchen-მთელი მსოფლიოდან ჩასული მაყურებლების თვალწინ ჩატარდა ოლიმპიური თამაშები რის შემდეგაც გერმანია ხმაურით გამოჩნდა საერთაშორისო არენაზე. მარცხენა სანაპირო ისევ მილიტარიზებული იყო.

 

1938 წელს ავსტრიის  მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით იყო ავსტრიის ანექსია. Anschluss-მა გამოიწვია პოლიტიკური  კრიზისის დაწყება. ჰიტლერი გამარჯვებული გამოვიდა ამ მდგომარეობიდან.

დიქტატორმა მოითხოვა ევროპის გერმანელებით დასახლებული მხარეების დაბრუნება რაიხისთვის.  პირველ რიგში იყო ჩეხოსლოვაკიის ჩრდილოეთ ნაწილში სუდეტების საკითხი.

 ამჯერად ატყდა მასშტაბური კრიზისი. ევროპა აღმოჩნდა ომის ზღვარზე. მიუნხენის შეთანხმებებმა ძლივს მოახერხა ომის თავიდან არიდება.

გერმანიამ მაშინ დაშალა ჩეხოსლოვაკია, მოახდინა სუდეტების ანექსია, « ბოჰემია-მორავია » გამოცხადდა რაიხის პროტექტორატად და სლოვაკეთს დაუთმეს სატელიტური სახელმწიფოს სტატუსი.

 

   მოკავშირეები და ნაციზმი, ორაზროვანი დამოკიდებულება

 

 დღესაც არაა გაცემული პასუხი კითხვაზე თუ რამ განაპირობა მოკავშირეთა უცაური თავაზიანობა აღმავალი ნაციზმის მიმართ.

იქნებ ბუნდოვნად ესმოდათ ვერსალის ხელშეკრულებაში დაშვებული შეცდომები ?

რაც შეეხება ავსტრიის ანექსიას უნდა ვიცოდეთ რომ  პირველი მსოფლიო ომის ბოლოს უეჭველად თავისუფალ რეფერენდუმზე ავსტრიის მოსახლეობამ მოინდომა გერმანიასთან შეერთება.

მოკავშირეებმა ყურადღება არ მიაქციეს ამ ინიციატივას რომელსაც არ აკლდა ლეგიტიმურობა.

მაგრამ მიუნხენის შეთანხმებებთან  ერთად მოკავშირეების დამოკიდებულება ძნელად გასაგები გახდა.

იქნებ ამაში უნდა დავინახოთ ნებისმიერ ფასად მშვიდობის სურვილი?

იქნებ მოლაპარაკებებში მონაწილე დალადიეს //Daladier// საფრანგეთისთვის და ჩემბერლენს //Chamberlain// დიდი ბრიტანეთისთვის ეშინოდათ არაპოპულარული ომისა?

თუ ისინი მესამე რაიხში ხედავდნენ  შესანიშნავ ჯებირს უკვე საშიში კომუნიზმის წინააღმდეგ?

რაც არ უნდა იყოს მოკავშირეებს შეეძლოთ ნაციზმის ჩანასახშივე ჩაკვლა ვერსალის ხელშეკრულების პირველივე დარღვევების შემდეგ.

ყოველი ახალი ყოყმანი კი აძლიერებდა ჰიტლერის რეჟიმს როგორც გერმანიის შიგნით ისე საერთაშორისო არენაზე.

 

მაგრამ 1934 წელს ვერავინ წარმოიდგენდა მომავალი უბედურების მასშტაბს.

http://www.universalis.fr/encyclopedie/accords-de-munich/

 

მიუნხენის შეთანხმებები.

 

   თავისი გაცხადებული პანგერმანიზმის ერთგულმა ჰიტლერმა 1938 წლის სექტემბერში როგორც არასდროს ისეთი დაჟინებით  მოითხოვა მესამე რაიხისთვის გადაცემა ჩეხოსლოვაკიის იმ ტერიტორიისა სადაც ცხოვრობდა სუდეტთა გერმანულენოვანი უმცირესობა.

გერმანია მზად იყო ომისთვის მიზნის მისაღწევად.

ნაცისტურ გერმანიასთან ურთიერთობის დამშვიდების მომხრე Neville Chamberlain-ის წაბიძგებით ბენიტო მუსოლინიმ 28 სექტემბერს მოითხოვა საკითხის მოსაგვარებლად საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება.

ეს საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა მიუნხენში 1938 წლის 29-30 სექტემბერს;

მასში მონაწილეობდნენ ჰიტლერი, ჩემბერლენი, მუსოლინი და ფრანგი ედუარდ დალადიე.

კონფერენციიდან გამომდინარე შეთანხმებებით გერმანიამ მოახდინა სუდეტების ანექსია. ჩეხოსლოვაკიას მოუხდა შერიგება ახალ ფაქტობრივ მდგომარეობასთან.

ევროპული ომი თითქოს თავიდან აცილებული იყო. ბევრმა გაიხარა. მაგრამ 1939 წლის მარტში ჰიტლერმა მიუნხენის შთანხმებათა დარღვევით დაამთავრა ჩეხოსლოვაკიის დაშლა.

ომი რომლისაც ესოდენ ეშინოდათ მარტო 1 წლით იყო გადავადებული.

 

   აღსანიშნავია ისიც რომ იაპონიამ, ნაცისტურმა გერმანიამ და ფაშისტურმა იტალიამ დადეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული პაქტი.

 

1939 წლის 23 აგვისტოს დაიდო გერმანულ-საბჭოთა პაქტიც.

ეს იყო უბრალოდ ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტი. მაგრამ მას ჰქონდა საიდუმლო მუხლებიც რომლითაც ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა გაიყვეს გავლენის ზონები აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით პოლონეთში….

 

https://www.herodote.net/23_aout_1939-evenement-19390823.php

 

1939 წლის 23 აგვისტო, თავდაუსხმელობის  გერმანულ-საბჭოთა პაქტი

სტალინმა დაინახა რომ 1938 წლის მიუნხენის კონფერენციაზე ჩეხოსლოვაკია მიუგდეს ჰიტლერს და იფიქრა რომ დასავლელებს უნდოდათ ჰიტლერის მისევა საბჭოთა კავშირზე.

მიუნხენის კონფერენციიდან 5 თვის შემდეგ ჰიტლერმა დაიწყო პრეტენზიების გამოთქმა პოლონეთის წინააღმდეგ. მან  განსაკუთრებით მოითხოვა  1919 წლის ვერსალის შეთანხმების მიხედვით « თავისუფალი ქალაქი დანციგი ». დანციგის დერეფანი პოლონეთს აძლევდა გასასვლელს ზღვაზე, მაგრამ ის აღმოსავლეთ პრუსიას გამოყოფდა დანარჩენი გერმანიისგან და ეს უხერხული იყო გერმანელებისთვის.

1939 წლის 15 მარტს ვერმახტი შევიდა პრაღაში და ჩეხოსლოვაკიის ნარჩენი გადააქცია გერმანულ კოლონიად. 1939 წლის 23 მარტს მან გზადაგზა დაიპყრო მემელის რაიონი ლიტვაში. ეს პატარა გერმანულენოვანი ტერიტორია ხელახლა შეუერთეს აღმოსავლეთ პრუსიას.

 

ჰიტლერის ოინბაზობებით შწუხებულმა სტალინმა ჯერ სცადა ფრანგებთან და ბრიტანელებთან დაახლოება. 1939 წლის 22 ივლისს მზად იყო შეთანხმების პროექტიც, მაგრამ ინგლისელებმა და ფრანგებმა საბჭოთა ჯარებს არ მისცეს ნაცისტების აგრესიის შემთხვევაში პოლონეთში და რუმინეთში შესვლის უფლება და სტალინმა ხელი არ აწერა შეთანხმების მზა პროექტს.

ამის მერე სტალინმა 19 აგვისტოს თავის პოლიტიკურ ბიუროს განუცხადა რომ ის აპირებს თავდაუსხმელობის პაქტის დადებას ჰიტლერთან. თეორიულად ეს არ ყოფილა არც საბჭოთა-ნაცისტური ალიანსი და არც საერთო სამხედრო მიზნის მისაღწევად მზადება.

ბერლინში  1938 წლის 4 თებერვლიდან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა Joachim von Ribbentrop-მა დაარწმუნა ჰიტლერი იმაში რომ კარგი იქნება დაახლოება სტალინთან ცენტრალური ევროპის დაყოფის მიზნით.

1939 წლის 21 აგვისტოს ბერლინმა ოფიციალურად შესთავაზა საბჭოთა კავშირს თავდაუსხმელობის პაქტი…პოლონეთის პროვოკაციებისთვის ბოლოს მოსაღებად

von Ribbentrop-მა და მისმა საბჭოთა კოლეგა ვიაჩესლავ მოლოტოვმა სამი დღის შემდეგ დადეს ხელშეკრულება როლის ვადაც იყო 10 წელი.

 

ღირს ამ ფრაზის გახსენებაც :

 

 « მაღალი ხელმომწერი მხარეები დებენ პირობას რომ თავს შეიკავებენ მეორე მხარის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის, აგრესიის, შეტევის ყოველგვარი აქტისგან ».

პაქტის თანახმად საბჭოთა კავშირს გერმანიისთვის უნდა მიეწოდებინა პური, ბავთობი და წიაღისეული, ნედლეული. ეს მიწოდებები გაგრძელდა 2 წლის შემდეგ პაქტის გაუქმებამდე.

 

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო მუხლი გულიდხმობდა პოლონეთის გაყოფას გერმანიის და საბჭოთა გავლენის ზონებად.  მეორე საიდუმლო მუხლით საბჭოთა კავშირს გერმანიისთვის უნდა გადაეცა სსრკ-ში მცხოვრები გერმანელი კომუნისტი აქტივისტები.

https://newrepublic.com/article/116956/poland-and-ukraine-bloody-history-aside-unlikely-allies?utm_source=social&utm_medium=facebook&

 

 1939 წლის სექტემბერში ვერმახტი პოლონეთს დაესხა თავს დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდაბ პოლონეთს თავს დაესხა წითელი არმია. პოლონურმა სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა. აღმოსავლეთი პოლონეთი, გალიცია და ვოლინია გადაიქცა საბჭოთა უკრაინად, დასავლეთ უკრაინად. ეს დღესაც ასეა.

ნობელის პრემიის ლაურეატი აკადემიკოსი სახაროვი ძალიან კმაყოფილი იყო ამით. მას არ მოუთხოვია უკრაინის თანმიმდევრული დესტალინიზაცია და დასავლეთი უკრაინის პოლონეთისთვის დაბრუნება. მან სტალინის მიერ შექმნილ და მოსასპობ  იმპერიად გამოაცხადა საქართველო და არა უკრაინა. ნობელის პრემიის ლაურეატი აკადემიკოსი სახაროვის თაყვანისმცემლები დღესაც ასეთი « ობიექტურები » არიან.

 

1940 წელს  გერმანიის არმია თავს დაესხა ჰოლანდიას, ბელგიას, საფრანგეთს, 14 ივნისს გერმანელები პარიზში იყვნენ. დაიწყო ოკუპაციის და ვიშის რეჟიმის წლები. დე გოლის 18 ივნისის მოწოდება ლონდონიდან მეტ-ნაკლებად შეამჩნიეს.

 

ელვისებრი გამარჯვებების შემდეგ ვერმახტის პირველი უკანდახევა იყო დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გამართული საჰაერო ბრძოლის დროს. ლუფტვაფფემ ვერ გაიმარჯვა. …

აშშ თავიდან კმაყოფილდებოდა ნაციზმთან მებრძოლებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებით.

მაგრამ გათამამებული იაპონელები 1941 წლის 7 დეკემბერს თავს დაესხნენ Pearl Harbor-ს და გააფთრებული ამერიკელები აქტიურად ჩაებნენ ომში.

 

ჰიტლერმა კი დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა და თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. და 1943 წლიდან დაიწყო მისი უბედურებები.

მოკავშირეები ჩავიდნენ სიცილიაში, გადაჯდნენ იტალიაში და იტალიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.

ამერიკული და ფრანგული ნაწილებით გაძლიერებულმა ინგლისურმა არმიამ ვერმახტი გააგდო აფრიკიდან.  შეიქმნა საფრანგეთის წინააღმდეგობის ეროვნული კომიტეტი და ეროვნული განთავისუფლების ფრანგული კომიტეტი.

გადამწყვეტი ტეხილი ომში იყო გერმანელთა სასტიკი დამარცხება სტალინგრადთან // 1943 წლის 2 თებერვალი//.

ამიერიდან საბჭოთა არმია უწყვეტად მიიწევდა წინ დასავლეთისკენ….

1945 წლის 25 აპრილს დასავლელ მოკავშირეთა ძალები და საბჭოთა არმია შეერთდნენ გერმანიის გულში. 5 დღის შემდეგ ჰიტლერმა მოიკლა თავი.

ვერმახტმა კაპიტულაცია მოახდინა რეიმსში 7 მაისს, ბერლინში 99 მაისს.

მოკავშირეების მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების ოფიციალურ თარიღად მიღებულია 1945 წლის 8 მაისი.

იაპონია არ წყვეტდა ომს. ამერიკამ მას დრუზა ორი ატომური ყუმბარა რის შდეგადაც დაიღუპა სულ მცირე 200 ათასი //შეუძლებელია იმის თქმა თუ რამდენი იაპონელი დაიღუპა შემდეგ გამოსხივებისგან// და იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა 1945 წლის 2 სექტემბერს.

 

  შოა-ებრაელთა გენოციდი

  მე-20 საუკუნეს არ აკლია მხეცობები.

 

ჩიყო იაპონიის კამპანია ჩინეთში რომლის დროსაც დაიღუპა დაახლოებით 10 მილიონი მშვიდობიანი ჩინელი.

 გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორის მერ დაფინანსებულმა ლენინმა და მისმა ბოლშევიკებმაც ხოცეს მილიონობით ადამიანი>

მაგრამ შოა სხვაა.

შოა // ებრაულად ნიშნავს დაახლოებით კატასტროფას// ბევრად  მეტია ვიდრე უბრალოდ ულმობელი სისასტიკე.  ესაა ჟლეტა ადამიანებისა უბრალოდ იმიტომ რომ ისინი ეკუთვნიან გარკვეულ ეთნიკურ თუ კულტურულ კატეგორიას.

ჩვენს მიერ უკვე ნახსენებმა ავსტრიელმა ლანცმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში « თეოზოლოგია »//1905//  თქვა რომ არიელები და მით უმეტეს გერმანული მოდგმის ხალხები არიან უმაღლესი არსებები, ბიბლიური ანგელოზების შთამომავლები  და არაარიელები კი არიან მაიმუნის მიერ შეცდენილი ევას მიერ გაჩენილი არსებების შთამომავლები. ანუ მაიმუნის შთამომავლები, ბოლომდე ვერადამიანები..

// Adolf-Joseph Lanz , იგივე  Jörg Lanz von Liebenfels, 1874-1954//

/ Theozoologie oder die Kunde von den Sodoms-Äfflingen und dem Götter-Elektron / Theo-Zoology or the Lore of the Sodom-Apelings and the Electron of the Gods //.

 

ხოდა ამ « თეოზოოლოგიის» გულმოდგინედ მკითხველი ნაცისტები ცდილობდნენ მაიმუნის შთამომავლებად გამოცხადებულთა თავიდან მოშორებას და სასიცოცხლო სივრცეს ინთავისუფლებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებით, სიკვდილის ბანაკებით, გაზის კამერებით და ა.შ.

 

« ებრაელების მოსპობა »   უკვე იყო ჰიტლერის პოლიტიკურ პროგრამაში რომელიც მან გადმოსცა ნაშრომში

Mein Kampf,მაგრამ თავიდან  არავინ მიიღო ეს სერიოზულად. 

 

  მაგრამ  1933 წელს ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში რისი შემდეგაც რეჟიმი შეუდგა ოპოზიციონერთა სისტემატურ მოსპობას . ოპოზიციონერების დასამწყვდევად იყო განკუთვნილი პირველი საკონცენტრაციო ბანაკი Dachau.

ებრაელებს მუდამ ავიწროებდნენ, მაგრამ ებრაელები ვერ ხვდებოდნენ თუ რა ემუქრებოდათ.

ებრაელებს შორის იყვნენ პირველი მსოფლიო ომის მონაწილეებიც, გერმანიის პსტრიოტებიც. იყო ნობელის პრემიის 14 ებრაელი ლაურეატიც და ეს ებრაელები გერმანიას თვლიდნენ თავის ქვეყნად, მათ არ უნდოდათ გერმანიიდან წასვლა.

 

   ასე მაგალითად  იყო მხეცურ ხანაში გაჩენილი ნიჭიერი გერმანელი ერმანელი ებრაელი Fritz Haber-ის ტრაღიკული ისტორიაც.

კომერსანტის ოჯახში დაბადებული და თავიდან კომერსანტი ფრიც ჰაბერი //1868-1934//  ჰაიდელბერგის, ბერლინის უნივერსიტეტებში და Charlottenburgის ტექნიკურ სკოლაში სწავლის შემდეგ ის გახდა ქიმიკოსი.

1893 წელს მან უარყო იუდაიზმი და გახდა ლუთერანი //პროტესტანტი//.

1904 წელს მან მოახდინა  ammoniac-ის სინთეზი ატმოსფერული აზოტიდან. ეს იყო პირველი ნაბიჯი აზოტური სასუქისკენ,მაშ, ნიადაგთა განაყოფიერებისკენ. მისი ხერხი დღეს მსოფლიოში კვებავს სულ მცირე ორ მილიარდ ადამიანს.  ფრიც ჰაბერი გახდა მდიდარი და გავლენიანი პირი.  გერმანელ ებრაელ ქიმიკოს ფრიც ჰაბერს მისი ღვაწლის დასაფასებლად მისცეს 1918 წლის  ნობელის პრემიაც.

 

გერმანელი ებრაელი ფრიც ჰაბერი პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის დიდი პატრიოტი იყო. ხოდა 1914 წლის 4 ოქტომბერს მან ხელი მოაწერა 93-თა მანიფესტს რომელიც მხარს უჭერდა რაიხის და მისი კაიზერის მეომარ პოლიტიკას ფრიც ჰაბერმა 1914 წელს  მიიღო Liebig-ის მედალიც.

მეტიც. პირველი მსოფლიო ომის დროს ეს ნობელის პრემიის ლაურეატი აკეთებდა ქიმიურ იარაღს, ის იყენებდა ქლორს როგორც საბრძოლო გაზს.  ის იყო ქიმიური იარაღის და ქიმიური ომის მამა.

მან მიიღო გერმანული გენშტაბის თანხმობა.

ფრიც ჰაბერი პირადად  მეთვალყურეობდა გერმანელთა პირველ შეტევას მის მიერვე გაკეთებული  მკვლელი შხამიანი ქლორის გაზით როდესაც ამ გაზით  ვირთხებივით გაწყვიტეს ფრანგები და მოსპეს ფრანგული პოზიციები….

1911 წელს ფრიც ჰაბერი გახდა Kaiser Wilhelm-ის ფიზიკა-ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი. პირველი მსოფლიო ომის დროს მის ხელში იყო ცენტრალიზებული გერმანული ქიმიური იარაღის წარმოება.

 

ფრიც ჰაბერის პირველ მეუღლეს, ასევე გერმანელ ებრაელ და ასევე ქიმიკოს Clara Immerwahr-ს ძალიან არ მოსწონდა მისი მეუღლის ასეთი შხამიან-მკვლელი პატრიოტიზმი.

  ცოლმა სცადა ქმრის დარწმუნება იმაში რომ ადამიანების ვირთხებივით მკვლელი შხამიანი გაზების კეთება და გამოყენება, ადამიანთა ხოცვა გაზით ისე როგორც ხოცავენ ვირთხებს არ შეესაბამება მეცნიერების ყველაზე ფუნდამენტურ ეთიკას.

ცოლმა მოსთხოვა ქმარს მკვლელი ქიმიური იარაღის კეთების შეწყვეტა.

   მაგრამ ფრიც ჰაბერმა მეუღლეს უთხრა რომ მისი სამშობლო გერმანიის უმაღლესი ინტერესები მოითხოვს ქიმიური იარაღით მათ შორის ფრანგების ხოცვას., რომ ქიმიური იარაღის, მკვლელი გაზების გამოყენებით გამარჯვებული გერმანია იქნება მსოფლიოში სამართალის, წესრიგის და კულტურის ბურჯი.

 

ფრიც ჰაბერის მეუღლე Clara Immerwahr გაამწარა მისმა სიჯიუტემ და ქალმა 1915 წლის გაზაფხულზე თავი მოიკლა ქმრის რევოლვერით მაშინ როდესაც ფრიც ჰაბერი თვალყურს ადევნებდა აღმოსავლეთის ფრონტზე გერმანიის მტრების გაწყვეტას მის მის მიერ გაკეთებული გაზით….

 

   პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ნობელის პრემიის ლაურეატ ფრიც ჰაბერს დაეძებდნენ როგორც ომის დამნაშავეს. მაგრამ მალე გაანებეს თავი.

 

ჰიტლერმა კი 1933 წელს მოინდომა ადმინისტრაციის გაარიულება და მოითხოვა ებრაელთა გადადგომა. ჰაბერი თავიდან გადაურჩა სამსახურიდან გაგდებას, მაგრამ მას სამსახურიდან უნდა გაეყარა როგორც მონათლული ისე იუდეველი თუ ათეისტი ებრაელები. ჰაბერმა ამაზე უარი თქვა და თვითონ გადადგა.

ის გარდაიცვალა რამოდენიმე თვის შემდეგ, 1934 წლის 29 იანვარს.

 

 

მაშინაც კი როდესაც ნაცისტებმა მიიღეს ნიურმბერგის კანონები, კანონები გერმანული სისხლის სიწმინდის შესახებ რომლებიც რაიხის მოქალაქეობას ართმევდნენ ყველას ვისაც არ ჰქონდა « არიული სისხლი » // ფრიდრიხ ნიცშეც  წარმოშობით საეჭვო სისხლის პოლონელი იყო,სხვათა შორის// ვერავის წარმოედგინა თუ რა საშინელება მოდიოდა.

 

1938 წლის 9-10 ნოემბერს იყო Reichskristallnacht ანუ რაიხის ბროლის ღამე, დაარბიეს ებრაელები და მაშინ კი გამოჩნდა ფიზიკური საფრთხე…

 

მიუხედავად ამისა რეჟიმს ამ სტადიაზე თითქოს არ უნდოდა რბრაელების სისტემატური ჟლეტა. მაშინ მას უნდოდა ებრაელების განდევნა რაიხიდან, რისთვისაც მძიმედ ბეგრავდა მათ, ართმევდა ქონებას.

 

ამავე დროს პოტენციური თავშესაფრებიც უფრო და უფრო იშვიათი ხდებოდა. დემოკრატიული სამყარო ხურავდა საზღვრებს ახალმისულებისთვის.

ასე მაგალითად არც აშშ-მ და არც სხვა ქვეყნებმა არ მიიღეს ხაზი Hamburg-Amerika-ს გემი Saint Louis  რომელსაც გადაჰყავდა თავშესაფრის მაძიებელი ათასი ებრაელი. ამ გემს ყველა პორტი უკეტავდა კარს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას გერმანიის ებრაელთა უდიდესი ნაწილი ისევ გერმანიაში იყო და აღმოჩნდა მახეში.

 

 დრამამ მთელი თავისი მასშტაბი შეიძინა გერმანული ჯარების ევროპაში წინსვლასთან ერთად. პოლონეთზე თავდასხმის შემდეგ ნაცისტური ხელისუფლება იქ ასახლებდა იმათ ვისაც წართმეული ჰქონდა გერმანიის მოქალაქეობა.

ებრაელების ჟლეტამ ფორმა შეიძინა 1941 წლის შემდეგ.  ის რომ ეს ჟლეტა დაგეგმილი იყო ჩანს Wannsee-ს კონფერენციის ოქმებიდან…

   1942 წელს ბერლინის ახლოს Heydrich-ის მიერ მოწვეულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ შესაბამის სამინისტროთა, მათ შორის რკინიგზათა მთავარი ხელმძღვანელები. ლაპარაკი იყო საბოლოო გადაწყვეტის //solution finale// სხვადასხვა საკითხზე. ყველაფერი დაგეგმილი იყო ნაცისტების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, მოგვიანებით მთელი ევროპისთვის.

   სამაგიეროდ ნაკლებია ცნობილი ამ პროექტის გენეზისზე.

   არის ორი აზრი. ზოგი ფიქრობს რომ ნაცისტ ხელმძღვანელებს უკვე დიდი ხნის წინ ჰქონდათ გადაწყვეტილი ებრაელების გაწყვეტა-გენოციდი.

    სხვების აზრით ნაცისტ ხელმძღვანელებს უნდოდათ  ებრაელების დასახლება გერმანული კულტურის არის გარეთ, სადღაც აღმოსავლეთში, იქნებ მადაგასკარზე, რომელსაც საფრანგეთს წაართმევდნენ გამარჯვების შემთხვევაში.

მაგრამ დოკუმენტები არაა საკმარისი, ინტიტუციონალიზებული ანტისემიტიზმი ირაციონალური იყო და ისტორიკოსს უჭირს საბოლოო დასკვნის გამოტანა.

 

 აღმოსავლეთ ევროპაში იყო ბევრი ებრაელი და პოლონეთში შექმნეს 6 სიკვდილის ბანაკი.  იქ ჩაიყვანეს ყველგან ევროპაში დაჭერილი ებრაელები.  სიკვდილის ბანაკებში ებრაელებს ხოცავდნენ გაზით. იყო მასობრივი დახვრეტებიც.  ეს დახვრეტები ყველაზე მეტად იყო რუსეთში. ამით დაკავებული იყო SS-ის საგანგებო რაზმები. …გერმანიის კანცლერი ვილჰელმ მეორის მიერ დაფინანსებული ფელიქს ძერჟინსკის ჩეკაშიც და ამ რაზმებშიც რა თქმა უნდა ბევრი ფსიქოპატი იყო.

 

   შოა აუნუ ებრაელების გაწყვეტა-გენოციდი უწინარეს ყოვლისა იყო ჰიტლერის და მისი უახლოესი წრის, შემდეგ ნაცისტურის სფეროს კუთნილ შემსრულებელთა საქმე.  გენოციდს ხელი შეუწყვეს სხვადასხვა გერმანულმა ადმინისტრაციებმაც და კოლაბორაციონისტმა მთავრობებმაც. იყო მრავალი ლოკალური დამხმარეც.

დაიღუპა დაახლოებით 6 მილიონი კაცი რომელთა დანაშაულიც იყო მხოლოდ ის რომ ისინი ებრაელებად დაიბადნენ…//გვ. 183//.

 

 

http://www.clg-doisneau-gonesse.ac-versailles.fr/spip.php?article65

 

   იაპონელი კამიკაძეები : როდესაც წყნარი ოკეანის თავზე ქროდა ღმერთთა ქარი.

 

 1941 წლის 7 დეკემბერს Pearl Harbor-ზე თავდასხმის შემდეგ იაპონელები და ამერიკელები სასტიკად შეასკდნენ ერთმანეთს წყნარ ოკეანეში.

  თავიდან იაპონიის ჯარების წინსვლას თითქოს ვერაფერი უშლიდა ხელს. რამოდენიმე თვეში დამპყრობლების ხელში იყო მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია : ინდონეზია,ჩინეთი, ტაილანდი, ბირმა, ავსტრალიამაც კი იგრძნო იაპონიის თავდასხმის საფრთხე.

 

აშშ-ს ძლიერი სამხედრო მანქანა ნელი იყო, მაგრამ ერთხელ ამოძრავებული, ის ვერაფერმა გააჩერა და იაპონიამ იწვნია პირველი დამარცხებები.

 

   1942 წლის ივნისიდან აშშ-ს ფლოტმა მოიპოვა პირველი წარმატებები და იაპონიის ფლოტი მირეკა თვითონ იაპონიის სანაპიროებთან. 1944 წელს ყველაფერი გაირკვა : ცხადი გახდა რომ იაპონელები ვერ გაიმარჯვებდნენ ომში.

 

   იაპონიის იმპერიის ჯარებისთვის დაიწყო უიმედო ომი. მთავარი მიზანი გახდა ეროვნული ტერიტორიის დაცვა.

   მაგრამ დაუძლურებული იაპონელებიც უარს ამბობდნენ კაპიტულაციაზე.

იაპონიასთან უფრო და უფრო მიახლოებულ ამერიკელებს ხვდებოდათ უფრო და უფრო გააფთრებული წინააღმდეგობა.

    ყოველი პატარა კუნძული იქცა განსაკუთრებით სისხლისმღვრელი ბრძოლების თეატრად.

  ვითარებას კარგად აჩვენებს 1945 წლის ივნისის ბრძოლა იაპონიის სანაპიროსთან ახლოს მდებარე  კუნძული ოკინავას გასაკონტროლებლად.

 

 ტრაღიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ორივე ბანაკის ჯარისკაცები: 90000-ზე მეტი იაპონელი დაიღუპა შეჯახებებისას. მათ თვითმკვლელობა არჩიეს დამარცხების დამცირებას.

ამ უბედურებას დაემატა შეტევის და საჰაერო დაბომბვების დროს 150000 მშვიდობიანი მკვიდრის დაღუპვა.

 

   მაგრამ ამერიკელები ყველაზე მეტად შეძრა-შეზარა იმის დანახვამ რომ მათი მახლოებისას იაპონელი ქალები თავისი ბავშვებით ცვიოდნენ კუნძულის ფერდობებიდან და ისე იკლავდნენ თავს.

აშშ- ემზადებოდა იაპონიაში გადაჯდომისთვის და ეს საშინელი შეიძლებოდა ყოფილიყო.

 

სწორედ ამ კონტექსტში გამოიყენეს იაპონელებმა უკანასკნელი შანსის იარაღი : ზოგი კიდევ იმედოვნებდა რომ ომი შეიძლებოდა შებრუნებულიყო მათი ქვეყნის სასარგებლოდ.

 

   მათი სამშობლოს გადასარჩენად ოციოდე წლის ახალგაზრდა იაპონელ მფრინავებს უბრძანეს  დინამიტით სავსე მათი თვითმფრინავის შეჯახება  ამერიკულ სამხედრო გემებთან ისე რომ შენელებულიყო მათი წინსვლა.

 იაპონიის უმაღლესმა სარდლობამ ამ თვითმკვლელ ახალგაზრდებს დაარქვა კამიკაძეები. ეს  კამიკაძე იაპონურად ნიშნავს ღვთაებრივ ქარს.

  ასე გაიხსენეს 1291 წლის დიდი ქარიშხალი რომელმაც მოსპო იაპონიასთან მიახლოებული ჩინური ფლოტი.

 

   კამიკაძეთა პირველი რეიდები დაიწყო 1944 წლის ოქტომბერში.  ამერიკელებისთვის მოულოდნელმა ამ თვითმკვლელურმა ტაქტიკამ თავიდან  თითქოს  აასრულა იაპონელ გენერალთა სურვილები. იყო დაძირული ამერიკული გემებიც. მაგრამ ამერიკელები საკმაოდ სწრაფად მოეგნენ გონს და იაპონელი ახალგაზრდების თავგანწირვამ დაკარგა ეფექტურობა.

 

 ბოლო გაფრენის წინ ყოველი მფრინავი კამიკაძე ასრულებდა ერთსა და იმავე რიტუალს.

  კამიკაძეები  იცვამდნენ თავის უნიფორმას. ქამარზე იმაგრებდნენ ყუმბარებს რათა მათი თვითმფრინავების აფეთქებას მოეტანა მეტი ზიანი. ისინი თავზე იკრავდნენ ტრადიციულ თეთრ ბაფთს რომელიც შემკული იყო წითელი მზის გამოსახულებით. ძველად ასეთი ბაფთით თავის გრძელ თმებს იკრავდნენ სამურაები.

 

შემდეგ  სიკვდილის სხვა კანდიდატებით და ესკადრილიის უფროსით გარშემორტყმული კამიკაძეები სვამდნენ თითო   ჭიქა ტრადიციულ მაგარ იაპონურ სასმელ საკეს.

მოდიოდა გაფრენის დრო. კამიკაძეების თვითმფრინავებს არ ჰქონდათ საკმარისი საწვავი თავის ბაზაზე დასაბრუნებლად.

 

 მათ თან ახლდნენ სხვა თვითმფრინავები რომლებსაც უნდა დაეცვათ ისინი ფრენის დროს სანამ არ გამოჩნდებოდა შერჩეული სამიზნე და კამიკაძე თავისი თვითმფრინავით ასკდებოდა მტერს…

 

   ამ თვითმკვლელ თავგანწირულ კამიკაძეებს მიზნად ჰქონდათ დამარცხების გადავადება, შენელება ვინაიდან ყველა იაპონელმა იცოდა რომ დამარცხება გარდაუვალი იყო.

 

   ეს თავგანწირული, თავდადებული  იაპონელი ბიჭები ყოველთვის არ ყოფილან მოხალისეები. ისინი ყოველთვის არ სწირავდნენ თავს საკუთარი ნებით.

  ისინი არ მიფრინავდნენ დიდი ენთუზიაზმით.

მაგრამ  იმდროინდელი იაპონური საზოგადოება რიყავდა და განდევნილ, მარგინალიზებულ პარიად აქცევდა იმას ვინც უარს იტყოდა ასეთ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ უაზრო თავგანწირვაზე. ასეთი ახალგაზრდის ოჯახიც ცუდ დღეში ვარდებოდა.

სოციალური ზეწოლა ისეთი იყო რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო. იაპონელი კამიკაძეები თავს იკლავდნენ მოვალეობის შესასრულებლად და არა საკუთარი სურვილით და ხალისით. ეს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ უაზრო ეს თვითმკვლელობა არ ყოფილა თავისუფალი არჩევანის შედეგი.

 

 ამერიკელებმა იაპონიას დრუზეს ორი ატომური ყუმბარა და გასრესილი იაპონიის წინააღმდეგობა დამთავრდა.

 

   თითო ოროლა კამიკაძე სასწაულებრივად გადარჩა. აი ერთი ისტორია :

   23 წლის მფრინავ Kenichiro Onuki-ს უბრძანეს გაფრენა თვითმკვლელური მისიით.

ამერიკულმა ბომდამშენმა მისი თვითმფრინავი ჩამოაგდო ოკინავასთან ახლო კუნძულზე. ბიჭი გადარჩა და 40 დღე იყო სულ მარტო, იზოლირებული ამ კუნძულზე. მერე ის აიყვანა ერთმა იაპონურმა გემმა.

 ქვეყანაში დაბრუნებული ცოცხალი Kenichiro Onuki ცუდად მიიღეს.  არ მოეწონათ მისი გადარჩენა. ის გამოაცხადეს ფსიქიურად ავადმყოფად.

მისი ახლობლებიც ფიქრობდნენ რომ ის არ იყო ცოცხალი  იმიტომ რომ მისი გაფრენის მომენტში მისიანებს გაუგზავნეს წერილი მისი დაღუპვის შეტყობინებით. ოჯახმაც მოაწყო დამკრძალავი სამგლოვიარო ცერემონია რომლის დროსაც ჯარის წარმომადგენელმა ბიჭის მშობლებს გადასცა ურნა რომელშიც სიმბოლურად იყო მათი შვილის ნეშტი.

მშობლები გაშტერდნენ როდესაც ომის შემდეგ ტოკიოში ნახეს მათი ცოცხალი და ამის მიუხედავად უკვე « დასაფლავებული » შვილი…

 

.

http://www.clg-doisneau-gonesse.ac-versailles.fr/spip.php?article205

 

   რა უქნეს დრეზდენსაც

 

 მეორე მსოფლიო ომი სხვა ომებზე მეტად იმსახურებს ტოტალური ომის სახელს.

6 წლის მანძილზე მილიონობით ჯარისკაცი სისხლს ღვრიდა მსოფლიოს ოთხივე მხარეს საბჭოთა კავშირის გაყინული სივრცეებიდან ჩრდილოეთ აფრიკის მცხუნვარე უდაბნოებამდე, ნორმანდიის წვიმიანი პლაჟებიდან წყნარი ოკეანის მგუდავ ჯუნგლებამდე.           

 მილიონობით ადამიანის ფიზიკურ ტანჯვას ემატებოდა მორალური ტანჯვაც.

ხალხი იკარგებოდა ჯუნგლებშიც და გესტაპო-კგბს და მსგავსი ორგანიზაციების ჯურღმულებშიც.

 სირენათა ღრიალი ადამიანებს გულს უხეთქავდა სულერთია რომელი ბომბდამშენების მიახლოებისას.

 

  1939 წლის სექტემბერში პოლონეთზე თავდასხმის შემდეგ  მოკავშირეები საკმაოდ მალე გაუყვნენ გერმანიის მიერ ნაჩვენებ გზას.  ასობით ბომდამშენი დაატყდა თავს ქვეყნის ქალაქურ ცენტრებს და, განსაკუთრებით, ვარშავას და რამოდენიმე საათში ცეცხლის და ფოლადის წარღვნამ მოსპო სახლები, ქარხნები, ხიდები.

 

   თავზარდაცემულმა საერთაშორისო აზრმა ნახა  ტერიტორიის დაპყრობის არნახული ხერხი. მშვიდობიანი მოსახლეობა მანამდე არასოდეს ყოფილა ასე უხეშად ჩარეული თუ ჩათრეული ბრძოლებში.  ომმა თავიდანვე დაარღვია ომის წესები რომელთა დაცვას მანამდე ცდილობდნენ მეომარი მხარეები.

 

Luftwaffe-მ თავიდან ააოხრა პოლონეთი. 1940 წლის მაისში, მაშინ როდესაც Wehrmacht-ი დაიძრა პარიზისკენ ზურგის მოსახლეობები შეეჯახნენ გადაჭრით თანამედროვე კონფლიქტის საშინელებებს.

გერმანული ავიაცია სისტემატურად უტევდა კაენს, ბორდოს, შარტრს…//მერე საფრანგეთი დაბომბეს ამერიკელმა კოვბოებმაც და ინგლისელმა ჯენტლმენებმაც//.

ქალაქების მოსახლეობა პირველივე განგაშისას იმალებოდა სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფრებში.

ოკუპაციის მთელი ხანის დროს სირენების წივილ-კივილი იქცა ჩვეულებრივ ყოველდღიურობად.

 

 ნაცისტი მტრის ყუმბარებს ქვეშ ზანზარებდა დიდი ბრიტანეთიც.  1940 წლის შემოდგომაზე ნაცისტური ავიაცია თავს ესხმოდა ლონდონს და მის გარეუბნებს. ნგრევა დიდი იყო. დაიღუპა ათასობით ადამიანი.

მაგრამ ჩერჩილის უკან დარაზმულმა ბრიტანელებმა არ დაკარგეს იმედი.

ჰიტლერი გულწრფელად ფიქრობდა რომ დაბომბვა დათრგუნავდა ანგლო-საქსთა წინააღმდეგობას, მაგრამ მოხდა პირიქით, ხალხი შეიკრა მთავრობის და სამეფო წყვილის ირგვლივ. ომის ფსიქოლოგიურმა ეფექტებმა არ იმოქმედა.

 

 წლები გავიდა  ეხლა გაძლიერებულმა მოკავშირეებმა დაიწყეს გერმანიის ნგრევა.  ბრიტანული RAF (Royal Air Force გატაცებით ბომბავდა ქვეყანას.

 

  ბრიტანელი და ამერიკელი მფრინავები წარმატებით ანგრევდნენ გერმანიას.

1943 წელს დაინგრა და დაიფერფლა ულამაზესი კიოლნის გული. დაბომბილი გერმანელები მრავალი დღე აქრობდნენ ხანძარს. ერთი წლის შემდეგ იგივე დაემართა ბერლინს.

 

ეხლა უკვე დაბომბვებით გატაცებულ ჩერჩილს და მისიანებს ეგონათ რომ დაბომბვები  ააჯანყებდნენ გერმანელებს მათი ნაცისტი ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

მაგრამ ოხერი გებელსი ნიჭიერი იყო. მან წარმატებით გამოიყენა გერმანიის მოსახლეობის ტანჯვა.

 ჩერჩილის მიერ გატაცებით დაბომბილი გერმანელები შეიკვრნენ ჰიტლერის ირგვლივ.

 

მიუხედავად ამისა ბრიტანეთის მაღალი სარდლობა აგრძელებდა მასობრივ დარტყმებს.

 1943 წლამდე ბომბავდნენ ნარტო სტრატრგიულ სამიზნეებს// ქარხნებს, სადგურებს, საწყობებს//. შედეგები იმედგამაცრუებელი იყო.  ინგლისურ-ამერიკულმა ავიაციამ მოხერხა გერმანული სამხედრო პოტენციალის მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანება. მოკავშირეებს კი ჰქონდათ მძიმე დანაკარგი. გერმანელები იცავდნენ თავის ტერიტორიას და მათ ბევრი თვითმფრინავი ჩამოყარეს.

მფრინავები თავის სიცოცხლეს და თვითმფრინავებს საფრთხეში აგდებდნენ არც ისე მნიშვნელოვანი შედეგისთვის.

 

  ჩერჩილი და ბრითანეთის მთავრობის წევრები გააფთრდნენ. მათ გადაწყვიტეს აღარ დაკმაყოფილებულიყვნენ მხოლოდ სტრატეგიული პუნქტების ნგრევით. მათ მოინდომეს მეტი-რაიხის ქალაქების დანგრევა.

 

   ხოდა 1945 წლის 13-14 თებერვლის ღამეს დედა უტირეს   თავისი უმდიდრესი მემკვიდრეობის გამო ჩრდილოეთის ფლორენციად წოდებულ დრეზდენს.

საქსონიის // Saxe// ძველი დედაქალაქი დრეზდენი მანამდე ასე თუ ისე გადაურჩა ომს. ის შორს იყო დიდი ბრიტანეთის ბაზებიდან. ის არ  ითვლებოდა ბრრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალები RAF-ის სამიზნედ. შეუჩერებლად წინ მიმავალი საბჭოთა ჯარებისგან გაქცეულმა ათასობით გერმანელმა შეაფარა თავი დრეზდენს და მის აგლომერაციას.

  ხოდა 1945 წლის 13-14 თებერვლის ღამეს ეს ულამაზეს და მშვიდობიანი ხალხით სავსე ქალაქი დაბომბეს ისე ულმობლად და სასტიკად როგორც დაბომბეს ჰიროსიმა და ნაგასაკი.

 

იყო ბომბები, ხანძრები, ვინც ვერ მოასწრო მიწისქვეშ ჩაძრომა გაქრა.

დაბომბვის სამი ტალღის შემდეგ ევროპის ულამაზესი ქალაქისგან დარჩა ნანგრევები, ფერფლი, ნაცარი.

ათასობით ადამიანი საერთოდ უკვალოდ გაქრა.

ამერიკული თვითმფრინავებიდან ხვრეტდნენ გაქცეულებს.

მერე ნახეს ასფალტში ჩამდნარი გვამებიც…

 

  დღეს სპეციალისტები ამბობენ რომ  დრეზდენის ასე საშინლად  მოსპობა უსარგებლო იყო,. ელბაზე არსებული ინდუსტრიული ზონები მხოლოდ ნაწილობრივ დაზიანდა. დრეზდენში და დრეზდენთან კი არ ყოფილა არც იარაღის ქარხნები და არც სამხედრო მასალის საწყობები. დაბომბვა სამხედრო თვალსაზრისით გაუმართლებელი იყო.

 

  უბრალოდ დეგენერატმა ჰიტლერმა დაბომბა ლონდონი და გამხეცებულმა ჩერჩილმა მოსპო ევროპის ულამაზესი ქალაქი. ესაა და ეს….

 

საშინელ მხეცობათა შემდეგ რეალურად გამარჯვებული დარჩა აშშ. მის ტერიტორიაზე არ ყოფილა ასეთი მხეცობა. საშინელი მსხვერპლის ფასად გამარჯვებული იყო საბჭოთა კავშირიც.

   აშშ და საბჭოთა კავშირი ათწლეულების მანძილზე დარჩნენ დიდ სახელმწიფოებად რომლებმაც გავლენის სფეროები გაიყვეს 1945 წლის თებერვალში იალტას კონფერენციის დროს.

 

დასავლელ მოკავშირეთა და საბჭოთა კავშირის ალიანსი დროებითი მოვლენა იყო. იყო მსოფლიოს ბიპოლარიზაცია იდეოლოგიურ საფუძვლებზე რაც გამოვლინდა ცივი ომით. .

 

კითხვებს იწვევს აშშ-ს მოგვიანებით ჩართვა ომში ნაციზმის წინააღმდეგ.

კითხვებს იწვევს თუ რამდენად აუცილებელი იყო დანგრევა დრეზდენისა რომელიც ეკუთვნის კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას.

 

ნაციზმი დამარცხდა, ჰიტლერმა //თითქოს// თავი მოიკლა,  ნაციზმის ბელადები გააასამართლეს ნიურმბერგის პროცესზე, მაგრამ კითხვები დარჩა.

 

გაგრძელება იქნება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s