ფრანგი პროფესორი თანამედროვე ხელოვნებაზე

 

 ესაა პიკასოს ბოდიში ადამიანი და არა ღმერთის ხატად და სახედ შექმნილი არსება.

Afficher l'image d'origine

 

http://agora.qc.ca/documents/art–reflexions_sur_lart_actuel_par_jean_onimus

 

     იყო  ევროპელი  პროფესორი, კლასიკური მწერლობის და შარლ პეგის // Charles Péguy// სპეციალისტი, ცოდნის, განათლების, რელიგიის საკითხებზე ნარკვევების ავტორი, კულტურის მუტაციების მიმართ ყურადღებიანი ფრანგი ქრისტიანი Jean Onimus (1909-2007).

 

ის ასწავლიდა  როგორც საფრანგეთის ისე აშშ-ს და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებში.

 

 აი მისი ზოგი  მოსაზრება   თანამედროვე ხელოვნებაზე

 

  აი შთამბეჭდავი გახსენება იმისა თუ როგორ ეაიშალა და გაქრა ადამიანის სახე ხელოვნებაში.

 

   იყო მეცნიერების და ინდუსტრიის ტრიუმფებით სავსე საუკუნე, მაგრამ რომანტიზმიდან გამოჩნდა ჩვენი მზიანი ცივილიზაციის მეორე, ჩრდილიანი მხარე: სენ-სიმონის ინჟინრების შემოქმედ დინამიზმს პასუხობს პოეტების მარტოობა და მელანქოლია…

 

 

À « მე არ ვიცი ტიპი სილამაზისა, წერს ბოდლერი რომელშიც არ იქნება უბედურება»//Je ne connais guère un type de beauté où il n’y ait du malheur»// , და გვახსენდება მის მიერ Jule Janin-სთვის მიწერილი წერილი. ამ Jule Janin-მა გაბედა და თქვა რომ ბედნიერია:

 « თქვენ ბედნიერი ხართ? მეცოდებით ბატონო… განა როგორ უნდა დაეცეს ადამიანი რომ თქვას რომ ბედნიერია!  აჰ ! თქვენ ბედნიერი ხართ ბატონო!… იოლია,მაშ, დაკმაყოფილება?/// რა? თქვენ არასდროს გქონიათ  აქედან მოშორების სურვილი თუნდაც სანახაობის შესაცვლელად?»

ასე ხდება რომ ინდუსტრიული ცივილიზაციის აყვავება-გაფურჩქნვას ემთხვევა ზიზღი, ამ ცივილიზაციაში მონაწილეობაზე უარის თქმა, საყოველთაო ცუდად ყოფნა // mal de vivre généralisé//.

სულის მოწმე ხელოვანები არ მიდიან წინ, ისინი უფრო სასწორკვეთილები არიან დს ეს სასოწარკვეთილება თავის აპოგეას მიაღწევს საუკუნის შუა ხანებში ვინმე ლეკონტ დე ლილთან// Leconte de Lisle// ერთად. მისი ნიჰილიზმის იქით არის მარტო თვითმკვლელობა ან ჯანყი:

აქამდე მიყავს გაუცხოება-განსხვისებას რომელიც ტანჯავს პოეტებს რემბოს შემდეგ.

50 წლის დაგვიანებით პოეზიას შეუერთდა მხატვრობა.

ფოვისტების შემდეგ მხატვრობამ დაიწყო მოთქმა იმის წინააღმდეგ რასაც ადამიანები უშვრებიან სიცოცხლეს.

   მოაოხრეს ყველა ის ღირებულება რომლებიც ჩვენი მასწავლებლების თქმით არის წესრიგი.

და გაუგონარ-არნახული ამბავი ხელოვნების ისტორიაში-მხატვრები, მწერლები, ნებისმიერ დისციპლინის ხელოვანები გადაიქცნენ მტრებად ცივილიზაციისა რომელშიც გაჩნდნენ.// იგივე შიძლება ითქვას პოლიტიკოსებზეც,სხვათა შორის//

 

 მათი როლი ამიერიდან არის შეშინება-დაშინება, მათ ცუდად უნდა გახადონ, აღაშფოთონ მნახველი, მსმენელი, მკითხველი, ეს იქცა მათ მიზნად და მისიად…

 

Albert Béguin-მა შეამჩნია ადამიანის სახის ეს გაქრობა ხელოვნებაში.

//რობესპიერ-მარატის და მათი მხეცების თარეშის შემდეგ// ადამიანმა დაკარგა ადამიანის ღმერთთან საკრალური მსგავსების აზრი,განცდა და რწმენა.

  ღმერთთან მიმართებით შეეძლო ადამიანს საკუთარი ადგილის ანახვა, საკუთარი თავის გაგება, საკუთარი თავის პატივისცემა.

  ასეა ჩვენი კულტურის წინა ყველა მეტ-ნაკლებად ანტროპოცენტრულ კულტურებში რომლებიც ახერხებდნენ ადამიანისთვის და ადამიანობისთვის აზრის მიცემას.

 ამიერიდან ადამიანი იშლება და იკარგება უფორმო და უსაზღვრო რეალობაში.

ამას ვხედავთ სუტინის // Soutine// და მრავალი სხვის ქმნილებებში.

ადამიანები ხდებიან პეიზაჟები და პეიზაჟები იშლებიან არეულ-დარეულ ლაქებად.

 სუტინთან ჩვენ თითქმის ფიზიკურად გვეხვევა თავბრუ. ჩვენი ფეხი კარგავს საყრდენს, ჩვენ მიგვათრევს საშინელი მორევი.

  ფერების კაშკაშკაშში ყოველი მხრიდან გსრისავთ მასად ქცეული სამყარო.

 

     პიკასო გააფთრებით შეურაცხყოფდა ადამიანის სახეს.

 

    არის პიკასოს « ადამიანის პორტრეტი » // მწარედ ირონიული სახელი// რომელიც წარმოადგენს ტორეადორს.  მაგრამ ადამიანისგან დარჩა სამკაპი და ეპოლეტები, დანარჩენი არის გულდასმით გამოყვანილი ფერადი ლაქების ლაბირინთი.  სახის მაგივრად არის საშინელი ჭრილობა. ამაზე ლაპარაკი მარტო ხელოვნების თვალსაზრისით ჩვენის აზრით არაა სწორი.  ის პირდაპირ სულზე მოქმედებს.

ის გვტანჯავს იმიტომ რომ მასში ვხედავთ მკრეხელობის ძალიან ცივ ნებას და სურვილს.

 

ეს მოლანდებები და ჩვენებები არაა სასაცილო; მათში ჩვრნ ვცნობთ ჩვენს საკუთარ თავს.

  მათში ჩვენ ვცნობთ თანამედროვე « გმირს », ბეკეტის, იონესკოს, Robbe-Grillet-ს, Cayrol-ს ბოდიში გმირს, რომელიც  ჩართულია მისთვის არასასურველ და მიუღებელ ავანტურაში რომელსაც არ ესმის თუ რატომ და რისთვის არსებობს, მაგრამ რომელიც ხედავს თავისი არსებობის და ხვედრის აბსურდულობას და თავისი არარაობის სიახლოვეს….

 

Huizinga თავის დიდ წიგნში თამაშზე  ამბობს რომ ბავშვი არის ის ვინც ვერ გრძნობს თუ რა არის დაშვებული და რა არის დაუშვებელი, ვისაც არა აქვს პირადი ღირსება და ვინც არ სცემს პატივს სხვას.

მრავალი მხატვარი ავლენს აი სწორედ ასეთ პირველყოფილ ველურ ცინიზმს;

ეს მხატვრები არიან უზრდელი, უწვრთნელი, უსწავლელი ბავშვები.

 

   თანამედროვე ხელოვნება შეიქმნა როგორც იარაღი ჩვენი ცივილიზაციის  და ამით საერთოდ ადამიანის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

   თანამედროვე მხატვრებს აღარ ძალუძთ მხავრობის ანუ მათი პოზიტიური, დადებითი როლის შესრულება.

   ხელოვნებამ, ხელოვანმა, უნდა ფაასწოროს, განწმინდოს ადამიანის მზერა, დაეხმაროს მას ირგვლივ არსებული, მთელი სამყაროს სიღრმის დანახვაში.

  ამის მაგივრად თანამედროვე მხატვრები და ხელოვანები საზოგადოდ  ყველაფერს საეჭვოს ხდიან და უარყოფენ. თანამედროვე მხატვარი, საზოგადოდ  ხელოვანი ზოგჯერ აშინებს და აძრწუნებს  კიდეც ადამიანს.

 

მაგრამ ეს მხატვრები აგრესიულები გახდნენ იმიტომ რომ არ უღალატონ თავის როლს.

ოლიმპიის ბნელ ნაოსში ფიდიასის ზევსი აძრწუნედა და აჩოქრბდა მნახველს ღმერთის წინაშე.

 

ჩვენი დროის ულმობელი და სასტიკი ხელოვნება მნახველს აჩოქებს  სიცოცხლის ირგვლივ არსებული უფსკრული-არარაობის წინაშე.

ამ გაგებით აგრესია ისეთივე მისტიკურია როგორც ღმერთების სახის მძერწავი ძველი ხელოვნება.

იგივე მოწყვეტა ყოველდღიურობისგან.  ყველაფერ არსებულზე უფრო დიდის იგივე მოთხოვნა.

იგივე განცხადება იმისა რომ ჩვენ არ ვეკუთვნით ბოროტებაში ჩაწოლილ ქვეყნიერებას.

 

ხელოვნება ფორმების მოსპობითაც და ფორმების გარდაქმნითაც მუდამ ეძებს ნამდვილ სიცოცხლეს.

მაგრამ ძველად ხელოვანს ჰქონდა იმედი და ეს ეხმარებოდა, ამხნევებდა, აძლიერებდა როგორც მას ისე მთლ საზოგადოებას.

მარატ-რობესპიერის, გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორის მიერ დაქირავებული ლენინის და გორბაჩოვ-შევარდნაძის დემოკრატების და  მათნაირთა გადამკიდე ადამიანი კი სასოწარკვეთილია.

და ეს სასოწარკვეთილი ხელოვანი   ბრუნდება სამყაროს და თვითონ ხელოვნების წინააღმდეგ, ებრძვის და ეომება როგორც სამყაროს ისე ხელოვნებას.

 

  და როდესაც ხელოვნებას აღარ ძალუძს ბოროტებაში მწოლიარე ქვეყნიერებაში მოხვედრილი ადამიანისთვის იმედის და ოცნების მიცემა,სილამაზის ჩვენება მას რჩება მხოლოდ გატიტვლება, შერცხვენა, შეძრწუნება, ჯანყის და აღშფოთების გამოწვევა.

 

// ვიცით რომ ღმერთისგან ვართ  და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს //იოანე 5,19//..

ძველმა ხელოვანმა იცოდა რომ ღმერთისგანაა და ეს აძლევდა მას იმედს, ეხმარებოდა მას სილამაზის, ჰარმონიის დანახვაში და ჩვენებაში. ის ურთიერთობდა სამყაროს სულიერ საწყისთან და  წყაროსთან.

 

დღევანდელმა მატერიალისტმა და ათეისტმა   კი ბოდიში იცის რომ არის კაცმა არ იცის რატომ და რისთვის გაჩენილი უტვინო ხრწნადი მოლეკულების გროვა და მეტი არაფერი,სამყარო კი ამ არარაობის სათქვლეფი რამეა. . აქედანაა გია ეძგვერაძის ნაირთა ხელოვნება.//

 

 

Date de création : 2012-04-01 | Date de modification : 2012-04-01

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s