პროფესორი ჟაკ ატალის პროგნოზებიდან

9782253147787: Dictionnaire du XXIe siècle

  ევროპული ბიბლიოთეკა, ჟაკ ატალი ( Jacques Attali, Doctionnaire du XXI siècle,21-ე საუკუნის ლექსიკონი, Fayard,1998) პროგნოზები…პროგნოზები.. ნამეტანი ჭკუამხირული დროა…

Afficher l'image d'origine

 

« …მეოცე საუკუნე იყო ეშმაკის საუკუნე.

მის მიერ დატოვებულ ამყაროში ცხოვრება შეუძლებელია. ამ სამყაროში ვერ სუნთქავენ დანგრეულ ქალაქებში მცხოვრები ღარიბები რომლებსაც გუდავს სიღატაკე.

ცდუნებებში დამარხულ და ფუფუნებით გაგუდულ მდიდრებს კი მეოცე საუკუნემ დაუტოვა მეტიმეტად გადატვირთული სამყარო…. »

 

 აი ეს მშვენიერი ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ თანამედროვე სახელგანთქმული ფრანგი ინტელექტუალი ჟაკ ატალის დიდად საინტერესო წიგნში  21-ე საუკუნის ლექსიკონი ( Jacques Attali, Dictionnaire du XXI siècle, Fayard,1998, გვ. 7) .

1943 წლის პირველ ნოემბერს Alger-ში დაბადებული Jacques Attali დიდად ნასწავლი ინტელექტუალია. მან დაამთავრა მრავალი უმაღლესი სასწავლებელი //პოლიტექნიკური სკოლა, პარიზის პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტი, საფრანგეთის ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა-ENA…// .  სახელმწიფო დოქტორი ეკონომიკაში. პროფესორი ჟაკ ატალი 1981-1991 წლებში იყო საფრანგეთის პრეზიდენტის საგანგებო მრჩეველი. მან დააარსა რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპული ბანკი და იყო მისი პირველი პრეზიდენტი.

უმაღლეს სასწავლებელთა პროფესორი ბატონი ჟაკ ატალი ნაყოფიერი მწერალი, ესეისტი და პუბლიცისტ-პოლემისტია.

მისი დაკვირვებები და პროგნოზები უდავოდ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, დაკვირვებას და ანალიზს. გავეცნოთ მის ზოგ პროგნოზს.

გილიოტინის და ტერორის მოყვარული მარატის და რობესპიერის მერე იყო ნაპოლეონის ომები, მსოფლიო და ლოკალური  ომები, გენოციდები, ეთნოციდები, პოპულიციდები, ასი წლის წინ გაიმარჯვა გერმანიის კაიზერი ვილჰელმ მეორის მიერ დაფინანსებულმა მანიაკმა, მასობრივი ტერორის. გაუსამართლებლად ხოცვა-ჟლეტის, საკონცენტრაციო ბანაკების ვნებიანად მოყვარულმა ლენინმა.  ამ ლენინის მემკვიდრე,საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს გენერალური მდივანი მიხაილ გორბაჩოვის დროსაც ვაი. მკვიდრი მოსახლეობები განდევნეს თავისი სახლებიდან. პროფესორმა სიგუამ და ხელოვანმა კიტოვანმა ომახიანი ყიჟინით წითელი არმიის ტანკით ბარემ თბილისიც დაანგრიეს რითაც ძალიან გაახარეს ნობელის და იმანუილ კანტის პრემიების ლაურეატები მიხაილ გორბაჩოვი და ედუარდ შევარდნაძე,და ა.შ. და ა.შ.

 

ასე რომ პროფესორი ჟაკ ატალის პირით ამჯერად  ნამდვილად ღაღადებს ჭეშმარიტება. ლენინ- გორბაჩოვის საუკუნემ ისეთი სამყარო დაუტოვა ადამიანებს რომ ინგრევა და ქრება მთელი ქვეყნები. ლიტველები, ბერძნები. კოსოვოელები და ა.შ. კი მასობრივად იკლავენ თავს //ფორმალურად უნაკლოდ დემოკრატიული და დამოუკიდებელი ევროპული ქვეყანა ლიტვა პირველ ადგილზეა მსოფლიოში თვითმკვლელთა რაოდენობით.//.

მოკლედ პროფესორი ატალის თქმით ეშმაკის საუკუნე, მეოცე საუკუნე ისევ გააგრძელებს კუდის ქნევას 21-ე საუკუნეშიც.

 

არმიები

21-საუკუნე სულაც არ იქნება მშვიდობიანი. იქნება კონფლიქტყების ახალი ფორმები.

ჯარებს დაეკისრებათ პროპაგანდის, ჰუმანიტარული განგაშის, მედიაცია-შუამავლობის, განიარაღების და გაუვრცელებლობის შეთანხმებებზე მეთვალყურეობის,  დაშინება დაჯერების, სიმულაციის, ჯაშუშობის, პირატაჟის, ელვისებრი ომის მისიები.

ეს იქნება პროფესიული ჯარები. მათ ექნებათ ე.წ. ქირურგიული ოპერაციების ჩატარების უნარი.

ჯარები ქსელებად გადაიქცევიან და შეიძლება გაქრეს მათი დამფუძნებელი იერარქიის პრინციპიც.

ჯარებს დასჭირდებათ ჟურნალისტების, ინფორმატიკის სპეციალისტების, გენეტიკოსების, ფსიქოანალიტიკოსების, და ა.შ. დაქირავება. …

პრეტორიული ჯარის //armée prétorienne//  შექმნის საფრთხის  თავიდან აცილების მიზნით. ზოგი ყველაზე მდიდარი ქვეყანა დაუბრუნდება ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

თავ-თავისი საკუთარი შეიარაღებული ძალები ეყოლებათ არასახელმწიფოებრივ ერთეულებსაც-საწარმოებს, არასამთავრობო თუ კრიმინალურ ორგანიზაციებს. ეს კერძო ჯარები იქნება მათი თავდაცვის ან მოქმედების  იარაღი.

ასე განსაკუთრებით იქნება იქ სადაც აღარ იარსებებს სამართლებრივი სახელმწიფო. //გვ.41//….

 

 // დიდმა დემოკრატმა ვაცლავ ჰაველმა და მისმა კოლეგებმა რეფერენდუმის გარეშე ანუ მათი ამომრჩეველი ჩეხების და სლოვაკების დაუკითხავად  ლამის ჩვენს თვალწინ კაცმა არ იცის რატომ გააქრეს ლამაზი ევროპული ქვეყანა ჩეხოსლოვაკია.

დაბომბეს და ნანგრევებად აქციეს იუგოსლავია, ერაყი, ლიბია, სირია,საქართველო…//

 

პროფესორი ჟაკ ატალი გვეუბნება რომ 21-ე საუკუნეში შეიძლება გაჯიჯგნონ ყაზახეთიც.

 

ყაზახეთი მდიდარია გაზით და ნავთობით.

ამიტომ მას ბევრი შესცქერის შურით.

ჩრდილოეთიდან მას საფრთხე ემუქრება რუსეთის მხრიდან. ააღმოსავლეთიდან მას საფრთხე ემუქრება ჩინეთის მხრიდან. სამხრეთიდან მას ემუქრება ისლამისტური ფუნდამენტალიზმი.

ყაზახეთი შეიძლება გაჯიჯგნონ სამად.

ამ შემთხვევაში ყაზახეთის ერთ ნაწილს დაიპყრობს რუსეთი, მეორეს-ჩინეთი.

მესამე ნაწილი კი შეინარჩუნებს თავის « დამოუკიდებლობას » საბადოებიდან ზღვისკენ მიმავალი გზების მაკონტროლებელი უცხოური კომპანიების მძიმე პატრონაჟის ქვეშ //გვ.203//.

 

ინდოეთი

დიდი განვითარებული, ინფორმატიკის, გენეტიკის და სხვა სფეროებში მოწინავე დემოკრატიული ქვეყანაა. მას ჰყავს მრავალრიცხოვანი საშუალო კლასი. მაგრამ  ინდოეთი შეიძლება დაიშალოს არასოლიდარულ ურჩ სამთავროებად თუ კი ის ვერ იპოვის სახსრებს, შიდა თუ გარე ინვესტიციებს, უამრავი მშიერის დასაპურებლად, უამრავი უწიგნურის სასწავლებლად. მდიდარი შტატები არ გაუწევენ დახმარებას ღარიბ შტატებს, ზურგს შეაქცევენ  მათ და ერთიანი ინდოეთი გაქრება. დაბრუნდება იმ მდგომარეობაში როგორშიც იყო მე-19 საუკუნეში //გვ.184-186//.

იგივე ბედი შეიძლება ელოდეს ჩინეთსაც. ისიც შეიძლება ჩაეფლოს პროვინციებს შორის ატეხილ ომებში და დაიშალოს 3-4 სახელმწიფოდ // გვ. 274-277//.

 

დიდი ცვლილებები და პრობლემები იქნება პირველი რიგის ცივილიზებულ სახელმწიფოებშიც.

ინდივიდუალიზმი

ესაა დასავლური ცივილიზაციის, ბაზრის და დემოკრატიის საფუძველი.

ხოდა პროფესორი ჟაკ ატალის თქმით სწორედ ეს ინდივიდუალიზმი წაართმევს ხელისუფლებას მოქალაქეებს და გადასცემს ამ ხელისუფლებას მომხმარებლებს რომლებიც მოითხოვენ თავისი ეგოისტური  წამიერი წადილების და მისწრაფებების იმწუთში დაკმაყოფილების უფლებას. ეს ეგოისტი ინდივიდუალისტები ასევე ითხოვენ მიცემული პირობის, შეთანხმებების, პოლიტიკური, ეკონომიკური შეხედულებების და ემოციურ სენტიმენტალური დამოკიდებულებების შეცვლის, მათი უარყოფის, დარღვევის უფლებას.

ეს იქნება კაპრიზი-ჭირვეულობის დიქტატურა ან უპასუხისმგებლობის დემოკრატია, როგორც გენებოთ.//dictature du caprice ou democratie d’iirresponsabilité, au choix//.

მაგრამ მოგვიანებით ამ ჭირვეულ თუ როგორც გნებავთ ინდივიდუალიზმს გამოაცხადებენ უთანასწორობების, სიღარიბის, გარემოს დაბინძურების და ა.შ. მიზეზად და ახალ უტოპიას დაამყარებს ძმობის იდეალი და იდეა //გვ. 186//

ჩანართი :

სიკვდილის კულტურა  ანუ ტოტალიტარული ინდივიდუალიზმის ტრიუმფი // La culture de mort ou le triomphe de l’individualisme totalitaire//, 2013 წლის 22 ქგვისტო. წყარო : eschaton.ch

 

 

http://www.egaliteetreconciliation.fr/La-culture-de-mort-osikvdilu-le-triomphe-de-l-individualisme-totalitaire-19710.html

 

დეციმუს იუნიუს იუვენალუსი (ლათ. Decimus Iunius Iuvenalis) (დაახ. 60დაახ. 127) — I საუკუნის მიწურულის და II საუკუნის დასაწყისის რომაელი სატირიკოსი და პოეტი.

 

იუვენალის // ფრანგულად Juvénal// მე-6 სატირაშია  ფორმულა რომელიც თითქოს გადაიქცა ჩვენი ლიბერალური საზოგადოებების ფორმულად:

« მე ეს მინდა, მე ვბრძანებ ასე, დაე  ჩემმა ნებამ დაიკავოს გონების ადგილი .»//« Je le veux, je l’ordonne ainsi, que ma volonté tienne lieu de raison. »//.

კონტექსტი რომელშიც წარმოიქმნა ეს ფრაზა ჭკუის მასწავლებელია.

ერთი ცოლი ქმრისგან მოითხოვს ერთი მონის სიკვდილით დასჯას ჯვარცმით.

ქმარი გაღიზიანდა :

 «  რა დანაშაულის გულისთვის? რატომ ჯვარი? არის კი მოწმე? მომჩივანი? გამოიძიე! არ დაიშურო დრო.»

მისი ცოლი გააფთრდა:

«  ო გიჟო! ასე, მონა ადამიანია! მას არაფერი გაუკეთებია?.., და დაასრულა თავისი ტირადა ასე:« Hoc volo, sic jubeo, sit pro ratione voluntas »// მე ეს მინდა, მე ვბრძანებ ასე, დაე ჩემმა ნებამ დაიკავოს გონების ადგილი// .

არის Renaissance catholique // კათოლიკური აღორძინება//.  მისი ზაფხულის უნივერსიტეტის აქტებში // შეიძლება თუ არა რომ დემოკრატია გახდეს ტოტალიტარული? La démocratie peut-elle devenir totalitaire ?// Martin Dauch « ტოტალიტარულ ინდივიდუალიზმში »

// L’individualisme totalitaire//  გვეუბნება რომ Pierre Boutang ამ დესპოტურ გამოთქმაში ხედავდა  ქალურ-მდედრული რბილი მაგრამ აბსოლუტური ტირანიის მოდელს და მონის მოკვლას ადარებდა აბორტს..

« განა ადამიანია მონა ან ჯერ არ გაჩენილი ბავშვი, დედის მუცელში მცხოვრები ჩანასახი? რა? მას არაფერი ჩაუდენია ისეთი რაც ამართლებს მის მოკვლას მაშინ როდესაც ის ბორკავს ქალის წმინდა თავისუფლებას? კაი რა!! Hoc volo, sic jubeo, sit pro ratione voluntas. 

და ზუსტად, ამ სატირის ბოლოს იუვენალი არაორაზროვნად ლაპარაკობს აბორტზე :

პროფესიონალებს აქვთ ძლიერი წამლები და ნარკოტიკები რომლებსაც შეუძლიათ განაყოფიერება და დედის მუცელში მყოფი ბავშვის მოკვლა.  მოკვლა ბავშვისა რომელსაც აღარ აჩენენ მოოქროვილ საწოლებში»...

 

იუვენალის ჰარპია და აბორტის მკეთებელი ქალი არის ერთი და იგივე, მთლიანად განთავისუფლებული დესპოტი , აბსოლუტურ ინდივიდად ქცეული ქალი რომელიც მთვრალია იმით რომ აღარ გრძნობს თავს არც ქალიშვილად, არც მეუღლედ, არც დედად….

Martin Dauch ასკვნის ძალიან  დამაჯერებლად:

 

 «  ის რომ ანტიტოტალიტარიზმად წარმოდგენილი ინდივიდუალიზმი სინამდვილეში თავრდება ახალი ტირანიით  მარტო გარეგნულადაა პარადოქსი ვინაიდან 2 ასპექტი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

ქალს კანონით მისცეს თავისი შვილის მოკვლის უფლება და თქვეს რომ ეს ბოლოს უღებს სახელმწიფოს შეუწყნარებელ ჩარევას ინდივიდთა ცხოვრებაში.

იუვენალის ქმარის მსგავსად ლეგიტიმური ხელისუფლება უნდა წაიშალოს და გაქრეს ინდივიდი-მეფის  მითის წინაშე.»

 

« …დღევანდელობა აუფასურებს თანასწორობას და სოლიდარობას.

დღევანდელობა ქმნის თავის საკუთარ ბედზე პასუხისმგებელი და სხვათა ბედზე უპასუხისმგებლო, სხვების მიმართ გულგრილი  მეფე-ინდივიდის კულტს

ეს უკვე არის ციტატა პარიზის Sciences Po-ს პროფესორი ჟაკ გენეროს წიგნიდან დიდი დეგრესია-შემცირება //Jacques Généreux,La Grande Degression,2010,გვ.31//.

 

დავუბრუნდეთ პროფესორი ჟაკ ატალის პროგნოზებს.

 

 

 

თავისუფლება

ჯერ დანაყრების,სწავლის, წასვლის და მოსვლის, აზრის შეცვლის,  სხვათა გავლენისგან განთავისუფლების,საკუთარი გზების და ეტაპების არჩევის უფლება.

შემდეგ საკუთარი ნებით გაჩერების, სამყაროსგან მოწყვეტის, ქარავანის მიტოვების, მოსვენება-დასვენების, მარტოობის უფლება.

დაბოლოს ერთდროულობის, წინააღმდეგობრივი არჩევანის უფლება //გვ.206. //.

 

ლიბერალიზმი

სოციალური სისტემა რომლის პირობებშიც ქენი რაც გინდა თუ კი რამეს არ დაუშავებ სხვას.

ესაა დემოკრატიის და ბაზრის საერთო საფუძველი, დასავლური ცივილიზაციის ბაზისი.

მაგრამ სულ უფრო და უფრო გაჭირდება გარკვევა იმისა თუ რა არის ბოროტება , ვინაა სხვა  და ვინ უნდა გადაწყვიტოს თუ რაა ბოროტება, რაა სიკეთე და ვინაა სხვა, ვინ უნდა გააკონტროლოს და ა.შ.

//ბეჩავო თავო ჩემო, საწყალი ორფეოსი,სოკრატე,პლატონი, პითაგორა,ზოროასტრე, მოსე, ქრისტე,ილია… პროფესორმა სიგუამ წითელი არმიის ტანკით დაანგრია თბილისი და 21-ე საუკუნეში საკითხავად გახადეს ბოროტებაა ეს თუ არა//.

მიხვდებიან რომ ლიბერალიზმს კოლექტიურ იდეალამდე მიჰყავს მხოლოდ  რაციონალური ინდივიდებისგან შემდგარ საზოგადოებაში, რომ მსოფლიო სულაც არ ჰგავს ამ საზოგადოებას.

ამ უტოპიას რომელიც მეტისმეტად იკვეხნის რომ არაა უტოპია  თანდათანობით შეცვლის ძმობა. //გვ.205-206//.

 

პატიოსნება, გულწრფელობა, ერთგულება // loyauté//

 

 ესაა  მხეცობა-ბარბაროსობის წინააღმდეგ ჯებირად აღმართული ცივილიზაციების მომავლის საწინდარი.

ვერ იქნება დღგრძელი საზოგადოება სადაც აღარაა პატიოსნება, გულწრფელობა, ერთგულება.

არა და დასავლურ წყობაში ეფემერულის, წამიერის, წარმავალის საყოველთაოდ გავრცელებისას სულ უფრო და უფრო კლებულობს   პატიოსნების, გულწრფელობის და ერთგულების აუცილებლობა,  დადებული კონტრაქტები უფრო ხანმოკლეა, დადებულ ხელშეკრულებებს ნაკლებად სცემენ პატივს. ამდენად ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება პატიოსნებას და გულწრფელობას ხელშეკრულების დამდებებს შორის // გვ. 210//.

 

                   ბაზარი // marché//

 

   21-ე საუკუნის დასაწყისში გაიმარჯვებს შეუმცდარ, უშეცდომო ღმერთად გამოცხადებული ბაზარი. შემდეგ აგნოსტიკოსები გამოაცხადებენ რომ ის არ არსებობს.

გაჩნდება გაცვლათა ორგანიზაციის ახალო ფორმები  რასაც მოყვება ეკონომიკური რელიგიის ახალი ომები.

ბაზარი გავრცელდება მთელ დედამიწაზე. პრივატიზაციები არარაობად აქცევენ სახელმწიფო, საზოგადოებრივ სექტორს.  ბაზარი გაანაწილებს  საქონელს კორუმპირებული ბიუროკრატიის თვითნებობის გარეშე.

შემდეგ ბაზარი გავრცელდება სფეროებზე სადაც ის დღეს არაა დაშვებული // განათლება, ჯანდაცვა,მართლმსაჯულება, პოლიცია, მოქალაქეობა, მეობა, ჰაერი, წყალი, სისხლი, სპერმა და კვერცხუჯრედები, გადასანერგი ორგანოები, ყველაფერს ექნება თავისი ფასი//.

მოქალაქე, ავადმყოფი, დედა, მამა გსხდებიან მომხმარებლები, ე.ი. თუ კი მათ ექნებათ ამის მატერიალური,ფინანსური შესაძლებლობები, ისინი არ მიიღებენ განაჩენს იმ უმრავლესობისა რომელიც არ იზიარებს მათ გემოვნებას.

ბაზარი იქნება ყველაფრის მოსამართლე მსაჯული. მის გადაწყვეტილებას აჩვენებს საგნების ფასი…

//დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკით გადარეულ საბერძნეთში ქალწულები თავს თუ არ იკლავენ იყიდებიან სენდვიჩის ფასად. ასეთი განაჩენი გამოუტანა ბაზარმა ჰომეროსის და საფოს შთამომავლებს//.

  ფასი კი იქნება მუდმივად ცვალებადი გარემოებათა ცვლილების შესაბამისად. ფასს დასცემს ძლიერი პანიკაც.

ვერ გადარჩება ის ვისაც არაფერი ექნება გასაყიდი.

მაგრამ გარეგნული შეუმცდარობის მიუხედავად და მისი ქურუმების დაპირებების საწინააღმდეგოდ ბაზარი ვერ უზეუნველყოფს ვერც სამართალ-მართლმსაჯულებას, ვერც თანასწორობას და ღირსებას, ვერც სწავლა-განათლებას, ვერც სამუშაო ადგილებს, ვერც საკვებს და ვერც ყველას კეთილდღეობას.

ეს მოხდება იმიტომ რომ ბაზარს ადამიანები სჭირდება მხოლოდ როგორც მომხმარებლები. ბაზარს არ აინტერესებს არც ადამიანების წარსული და არც მათი მომავალი.. ბაზარს არ აინტერესებს ადამიანების იდეები., ბუნება.  მას აინტერესებს მხოლოდ ის რაც იყიდება ძვირად.

 

ბოლოს და ბოლოს შეიძლება მიხვდნენ რომ საგნების და ადამიანების დაყვანა მათ ფასზე არაა ლეგიტიმური.

მაშინ ბაზრის გვერდით თანდათანობით გაჩნდება გაცვლის სხვა ფორმები : ძღვენი ძღვენი სანაცვლოდ, აზრი აზრის სანაცვლოდ,  უანგარო ძმობა და მისი გამოვლინებები.  ასევე თანდათანობით ეს პროცესი გავრცელდება მთელ დედამიწაზე.//გვ.215//.

 

   გადარეული მეოცე საუკუნის შემდეგ მოსული გადარეული 21-ე საუკუნე შეცვლის ადამიანთა ურთიერთობებს //გვ.215//.

 

       ქორწინება

 

//რაღა დროს რომეო და ჯულიეტა და სამარის კარამდე ერთგულებაა ძვირფასებო  ჩაო-ჩაო ილიას და დავით სარაჯიშვილის აღმზრდელო ოჯახებო მიხაილ გორბაჩოვისთვის ნობელის პრემიის მიცემის შემდეგ. //

ბანალური, ჩვეულებრივი რამე  გახდება ზედიზედ ქორწინებები, ერთდროული ქორწინებები.

უმაღლესი ღირებულება იქნება ინდივიდუალიზმი და არა ღმერთის და მოყვასის სიყვარული.

ყოველი ადამიანი პირველ რიგში გახდება შეგრძნებათა, გვძნობათა მომხმარებელი.

ქორწინება იქნება სულ უფრო და უფრო არამყარი, დროებითი და ხანმოკლე კავშირი.

   ჩანართი

« ქორწინება არის ძალიან  გრძელვადიანი პროსტიტუცია და  პროსტიტუცია არის ხანმოკლე ქორწინება » ( Le mariage est la prostitution de très longue  durée et la prostitution est le mariage de courte durée »,Henri Arvon,Le Gauchisme, que sais-je ?,Presses Universitaires de France,1974,გვ.58-. ანუ ციტატა მომყავს ფრანგი სტუდენტებისთვის განკუთვნილი პარიზში გამოცემული წიგნიდან.

« ქორწინება არის ძალიან  გრძელვადიანი პროსტიტუცია და  პროსტიტუცია არის ხანმოკლე ქორწინება »

  აი ეს იყო 1968 წლის პარიზული მაისის ლიდერთა ერთ-ერთი ყველაზე « გენიალური » იდეა.

მათ საფრანგეთის მხსნელი ქრისტიანი შარლ დე გოლი გამოაცხადეს ფაშისტად, საკუთარი დედები გამოაცხადეს ძალიან გრძელვადიან კახპებად და დაიწყო…დააკანონეს აბორტიც  ანუ  ქალებს მისცეს საკუთარი შვილების დახოცვის უფლება. და ა.შ. და ა.შ…

 

მას შემდეგ პანტაპუნტით ირღვევა და იქცევა ოჯახები, მძიმე დემოგრაფიული კრიზისია. არ გაჩენილი ევროპელების ადგილს ევროპაში იკავებენ მასობრივად მოსული მიგრანტები…

 

პროფესორი ატალი კი გვეუბნება რომ 21-ე საუკუნეში ორფეხა მეტყველი მამრი და ორფეხა მეტყველი  მდედრი წინასწარ შეთანხმდებიან  დროებით ერთად ცხოვრებაზე და და ხვევნა კოცნა-მტლაშა-მტლუშზე სანამ რომელიმე მათგანს არ მობეზრდება სამტლაშამტლუშო სუბიექტი//თუ ობიექტი,გასარკვევია//.

ქორწინება აღარ იქნება შეყვარებულ ადამიანთა საზეიმო შეხვედრა და მოვლენა.

აღარც ერთგულება იქნება აუცილებელი ასე დაქორწინებული ინდივიდებისთვის.

იოლი იქნება გაყრა. არც არავინ იდარდებს და არც არც არავინ ჩაითვლება დამნაშავედ. უბრალოდ მდედრს ან მამრს მობეზრდა მის გვერდით მბორგავი ინდივიდი.

გაყრა რა თქმა უნდა გამოცხადდება თავისუფლების აქტად და არა მარცხად, ოჯახის რღვევად.

ხოში ქონდა შეეყარა, ხოში ქონდა გაეყარა. ეგეთი იქნება 21-ე საუკუნეში ქორწინება პროფესორი ატალის აზრით.

ბავშვები თვითონ აირჩევენ რომელიმე მშობელთან იცხოვრებენ მუდმივად თუ მორიგეობით იცხოვრობენ ხან ერთ მშობელთან ხან მეორესთან.

მეუღლის ღალატი და ორგულობა აღარ ჩაითვლება ცოდვად და დანაშაულად. ცოლქმრული ერთგულება აღარ ჩაითვლება მოვალეობად.

ყოველ ადამიანს ექნება ერთდროულად ბევრი პარტნიორის ღიად და გამჭვირვალედ  ასე ვთქვათ სიყვარულის უფლება.

 

     ყველას ექნება ერთდროულად მრავალი წყვილის შექმნის უფლება.

წესად გადაიქცევა მრავალქმრიანობა პოლიგამია და მრავალცოლიანობა პოლიანდრია.

 

ასეთი იქნება ზნე-ჩვეულებათა ევოლუცია 21-ე საუკუნეში,  მის სამართლებრივ დაკანონებას რა თქმა უნდა დასჭირდება მეტი დრო //გვ.216//.

 

  იქნება დიდი ანტროპოლოგიური ცვლილებები

   დედობა

   აქამდე ბავშვი იყო რაინდის //ვაჟკაცის, კაცის// და ასულის //მანდილოსნის// სიყვარულის ნაყოფი.

ამიერიდან სხვანაირად იქნება. ეს იქნება მარტოსული, ნარცისული, შეიძლება მეტიც. ონანისტური აქტი.

ყველა გააჩენს შვილს საკუთრი ნების და ხუშტურის შესაბამისად.

  ბავშვი შეიძლება გააჩინოს მარტო ქალმაც, გააჩინოს ისე როგორც ყიდულობენ,ვთქვათ, სარეცხ მანქანას.

სტერილურობის, უნაყოფობის შემთხვევათა უმრავლესობა უკვე დამარცხებულია. ბავშვის ყოლის საშუალება ექნებათ მენოპაუზის შემდეგი ასაკის ქალებსაც.

 

თანდათანობით ჯერ თერაპიული მიზნებით და შემდეგ როგორც თავისუფლების ახლებურად გაცხადება დაშვებულ-ნებადართული იქნება ბავშვის გაჩენა მამაკაცის გარეშე, ჯერ არდაბადებული ბავშვის გენეტიკური მდგომარეობის შემოწმება, შთამომავლობის ზოგი ფიზიკური ნიშან-თვისების შერჩევა.

 ქალი დააგროვებს კვერცხუჯრედებს //ovules// ბავშვის შემდეგ გასაჩენად ცნობილი თუ ანონიმი დონორის სპერმის დახმარებით.  ბავშვის გასაჩენად ქალმა შეიძლება დაიქირავოს სხვა ქალის მუცელი // ქალის მუცელიც იქცა ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის თუ დაქირავების ობიექტად და არსებობენ ე.წ. მზიდავი დედები, ბეჩავი ქალები რომლებიც ცხოვრობენ სხვებისთვის შვილების გაჩენით//. ბვშვი შეიძლება გაჩნდეს საერთოდ ხელოვნურ საშოშიც, უკვე არის ასეთი რამეებიც.

ანონიმი დონორის სპერმით განაყოფიერების მერე  კვერცხიდან ამოიღებენ მის ბირთვს და  მამაკაცის როლი იქნება მარტო გამააქტიურებელი სპერმატოზოიდის მიცემა.//გვ.2„8-219//.

// მოკლედ დღევანდელობა მამაკაცს გადააქცევს ბუღად,. ის გაანაყოფიერებს ქალს რის შემდეგაც ის შეიძლება დაკლან, დიდება ფემინიზმს !//

 

http://www.futura-sciences.com/sante/definitions/genetique-clone-117/

 

 არის ლაბორატორიაში  ერთი უჯრედიდან გენების, უჯრედების თუ ორგანიზმების ორეულების გაკეთების,რეპროდუქცია-კლონირების //კლონაჟი,clonage// ტექნიკა.

 

ამ ხერხით მიღებულ კლონს// clone// აქვს მისი ორიგინალური,საწყისი მოდელის გენეტიკური მემკვიდრეობა. ლაბორატორიაში შეიძლება გაკეთდეს ერთი და იგივე ორგანიზმი-არსების მრავალი კლონი. ეს იქნება ტყუპისცალების სერია.

 

ხოდა პროფესორი ჟაკ ატალის თქმით ქალს შეეძლება შვილის გაჩენა თავისი საკუთარი კლონის ემბრიონისგან და ის ასე გახდება უმამოდ გაჩენილი თავისი ქალიშვილის ტყუპისცალი და.

ქალმა შეიძლება გააჩინოს ვიღაც კაცის კლონის ემბრიონისგან

 

დედად შეიძლება გადაიქცეს მამაკაციც.

მამაკაცს შეეძლება თავისი ერთ-ერთი სპერმატოზოიდის ბირთვის ჩადება სრულიად უცნობი, ვიღაც ანონიმი ქალის ნაყოფიერ კვერცხუჯრედში, შემდეგ კი ემბრიონის თუნდაც არაადამიანურ uterus-ში მოთავსება  და შვილის ასე მარტო, ქალის გარეშე გაჩენა.

ინკუბატორად შეიძლება გამოდგეს ორანგუტანგის uterus-იც.

ასეთი ბოდიში მამაკაცი ერთდროულად იქნება თავისი საკუთარი შვილის მამაც, დედაც და ძმაც.

 

მაგრამ პროფესორი ატალის აზრით კაცობრიობა რომ არ გადაიქცეს სულ მთლად გადარეულ არსებათა ბრბოდ მოვალეობად უნდა დაკანონდეს თუნდაც  ორანგუტანგის მიერ გაჩენილი ადამიანის მიმართ სინაზე, ზრუნვა ამ უბედურ ბავშვზე, მისი აღზრდა და სწავლა-განათლება მისთვის მემკვიდრეობის გადაცემა. შვილის ყოლის უფლება უნდა ჰქონდეს იმას ვინც იზრუნებს ამ შვილზე ….

Julien Lausson-მა კი 2015 წლის 05 აგვისტოს გვითხრა რონ 21-ე საუკუნის ბოლომდე ნორმად იქცევა სექსი რობოტებთან

Le sexe avec les robots va devenir la norme avant la fin du siècle

 ბრიტანელი ფროფესორი ფსიქოლოგი ფიქრობს რომ უახლოეს ათწლეულებში დიდად შეიცვლება სოციალური ნორმები. რობოტიკის პროგრესის და ვირტუალური რეალობის დახმარებით რობოტებთან სექსი საყოველთაო მოვლენად შეიძლება იქცეს  2070 წლისთვის.

 

რამოდენიმე ათწლეულში, ყოველ შემთხვევაში საუკუნის ბოლომდე, იშვიათი არ იქნება ადამიანთა სექსუალური კავშირი რობოტებთან. მეტიც, ადამიანებს შეუყვარდებათ მათი ხელოვნური პარტნიორი.

ამას ამბობს  დიდი ბრიტანეთის Sunderland-ის უნივერსიტეტის პროფესორი ფსიქოლოგიაში

Helen Driscoll. მისი აზრით ადამიანი-რობოტის ასეთი ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს 2070 წლისთვის.

Helen Driscoll-ს ესმის რომ მანქანასთან დაწოლის იდეა შეიძლება უაზრო სულელობად, მეტიც,მავნე ავადმყოფურ რამედ გამოჩნდეს. მაგრამ ის მიუთითებს ისტორიაზე :

”  ჩვენ ასეთ რამეებზე ვფიქრობთ დღევანდელი ნორმების ფარგლებში. მაგრამ თუ კი გავიხსენებებთ თუ რა სოციალური ნორმები იყო სექსის თაობაზე ასი წლის უკან დავინახავთ რომ ეს ნორმები სწრაფად შეიცვალა.

 დღეს  ტექნოლოგია არაა საკმარისად წინწასული და მას ჯერ არ შეუძლია სექსუალურ პრაქტიკათა შეცვლა. მაგრამ რობოტიკის წინსვლა და ვირტუალური რეალობის გაძლიერება მხოლოდ დროის საკითხია. უკვე არის პირველი მცდელობები, მაგალითად Sinful Robot და ავხორცობის ვირტუალური რეალობის მისი პროექტი, ვირტუალური რეალობის კასკის მქონე მომხმარებლის..ბოდიში მასტურბაცია…

იმდენად რამდენადაც ვირტუალური რეალობა უფრო რეალისტური ხდება და მას შეუძლია პარტნიორ ადამიანთან სექსუალური ურთიერთობების  იმიტაცია და გაუმჯობესება ზოგ ადამიანს რობოტთან ურთიერთობა შეიძლება უფრო მოეწონოს ვიდრე ქალთან ან მამაკაცთან უერთიერთობა.

მაგრამ Helen Driscoll  ფიქრობს რომ ამ ევოლუციამ ადამიანებს შეიძლება გაუჩინოს მენტალური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

ადამიანი უწინარეს ყოვლისა არის სოციალური ცხოველი რომელსაც სჭირდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა.

ტექნოლოგიის პროგრესი კი ადამიანებს აშორებს ერთმანეთისგან, ამცირებს ადამიანთა უშუალო ურთიერთობებს.

   თუკი უპირატესობა მიენიჭება რობოტიკულ სექსს // sexe robotique// გაიზრდება იზოლირებულად, მარტო მცხოვრებ ინდივიდთა რაოდენობა. ეს ადამიანები მეტ დროს გაატარებენ ვირტუალურ რეალობაში.

ადამიანებთან კონტაქტის ნაკლებობა კი შეიძლება მავნე იყოს. ადამიანები ბუნებით სოციალურები არიან და ნაკლმა ამ სფეროში შეიძლება მიიყვანოს ადამიანი მარტოობამდე“, რაც დაკავშირებულია ბევრ სირთულესთან.

 

მაგრამ Helen Driscoll  ფიქრობს რომ ტექნოლოგია ასევე შეძლებს ახალი პრობლემებისთვის გადაწყვეტების შემოთავაზებას.

Helen Driscoll-ამდე სხვა მკვლევარებმაც იფიქრეს იმაზე თუ რა როლს შეასრულებენ რობოტები ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

Maastricht-ის უნივერსიტეტის მკვლევარმა David Levy-მ, მაგალითად, 2007 წელს წარმოიდგინა რომ პიროვნების სიმულაციის logiciels-ების განვითარება მიგვიყვანს იქამდე რომ 2050 წელს დაისმება ადამიანი-რობოტის ქორწილის ლეგალიზაციის საკითხი.

 

ადამიანთა და რობოტების ურთიერთობა შთაგონების წყაროცაა. კინემატოგრაფისტები //იღებენ ადამანის და რობოტის და //თუ// ხელოვნური გონების სიყვარულის ისტორიებს // Spike Jonze, Alex Garland//,ეს თემაა ბრიტანულ სერიალშიც Black Mirror, ეპიზოდში Be Right Back.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s