ევრობიბლიოთეკა სიბრძნეზე-1

 

თალეს მილეტელი

 

Afficher l'image d'origine

 

 

  გვინდა ბრძენი და არა ლამაზად ღრიალით ტანკით თბილისის მნგრეველი პროფესორი. მოდით ამიტომ გავარკვიოთ თუ რა არის სიბრძნე, რა იყო სიბრძნე ჭკვიანი ადამიანებისთვის.

 

Anne Baudart,Qu’est-ce que la sagesse ?  //ან ბოდარ, რა არის სიბრძნე?,პარიზი, 2013//, Pierre Hadot, Qu’est-ce que la philosophie antique ? // პიერ ადო, რა არის ანტიკური ფილოსოფია?, პარიზი, 1995//.

ძველი ბერძენის აზრით ბრძენი იყო ის ვინც შთამომავლობას დაუტოვა სტილი, გონივრული, ბევრ რამეზე თვალის ამხელი სიტყვა, არსებობის გამაადვილებელი  გამოგონება და გადაწყვეტილება. სამყაროს და ადამიანის არსისკენ გახსნილი აზრი, საკუთარი თავის და სამყაროს ცოდნა და არა საკუთარი ქვეყნის თუ საერთოდ ქვეყნიერების ნანგრევები. ეს ბრძენი იყო ზომიერების, გულწრფელობა-პატიოსნების დამფასებელი, მუდამ ცვალებად, მათ შორის საშიშ გარემოებებშიც  თავისი მეობის, ადამიანობის და სიკეთის შემნარჩუნებელი ადამიანი.

 

http://www.universalis.fr/encyclopedie/les-sept-sages/

ძველი საბერძნეთის 7 ბრძენი

 

გვიანანტიკური ხანის ფილოსოფიის ისტორიკოსმა დაახლოებით II-III საუკუნეებში მცხოვრებმა დიოგენე ლაერტელმა // ძველბერძნულად  Διογένης Λαέρτιος//  7 ბრძენის სახელით მოიხსენია თალეს მილეთელი, ბიას პრიენელი, სოლონ ათენელი, ქილონ სპარტელი, კორინთოს ტირანი პეროანდრე, ეპიმენიდე კრეტელი, ფერესიდე სიროსელი, ატტაკოს მიტილენელი,  კლეობულე ლინდოსელი//როდოსი//, რომელიღაც კონტინენტური დასახლებიდან გამოსული მისონი და  რომელიღაც ბარბაროსი მეფისა და ბერძენი ქალის ვაჟიშვილი ანაქარსისი.

 

დელფოს ქურუმებმა ძვ.წ. 585 წელს  მოახდინეს 7-თა სიის კანონიზაცია მაგრამ უნდა ვიფიქროთ რომ კიდევ რამოდენიმე თაობის მანძილზე ამ « უკვდავთა » სიაში შემავალ პირთა სახელები იცვლებოდა. ციფრი 7-ც უფრო საკრალური უნდა იყოს ვიდრე რეალური.

ციფრი 7 არის სიბრძნის, ცოდნის ციფრი. სია შეიძლება იცვლებოდეს ისტორიკოსთა შესაბამისად

ამ ბრძენთა სიაში არიან რიცხვთა , ფიგურების, ვარსკვლავების და კანონმდებლობის ექსპერტი-მცოდნეები; «ძველი თეოლოგების» გვერდით არიან   მთავრობის ხალხი, კანონმდებლები, რეფორმატორები, მეცნიერი-სწავლულები და ტირანიც კი.

ძვ.წ.მე-6 საუკუნის ბრძენი,მაშ არაა მარტო ტრადიციის კაცი, ის არაა მარტო მჭვრეტელი, ის საკუთარ თავს განსაზღვრავს ორმაგი დაპირისპირებით,

ერთის მხრივ ის უპირისპირდება მისანი-ჯადოსანის, ჭეშმარიტების თუ მეხსიერების მოძღვრის არქაულ ტიპს; მეორეს მხრივ ის უპირისპირდება  ხელოსანთა თუ ხელოვანთა სიმრავლეს.

ეს ბრძენი პირველებს უპირისპირდება როგორც ახალი ცოდნის მოძღვარი, მეორეებს კი როგორც უმაღლესი ხარისხის და რანგის ხელობა-ხელოვნებათა ექსპერტი.

 

და აი, ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი ბრძენი იმ 7-დან იყო  ბერძენი სახელმწიფო მოღვაწე,კანონმდებელი და პოეტი სოლონი // დ.ათენში ძვ.წ.640 წლისთვის, გარდ. კვიპროსზე ძვ.წ. 558 წლისთვის//.

 გამოჩენილი სრისტოკრატული ოჯახიდან გამოსული სოლონი  გააღატაკა მამამისის მფლანგველობამ. სოლონი თავიდან იყო კომერსანტი და ახალგაზრდობიდან მოგზაურობდა ცოდნის შესაძენად.

  მან იმოგზაურა საბერძნეთის გარეთაც, ეგვიპტეში. ამ მოგზაურობებისას მან გაიცნო მსოფლიო და ისწავლა ცხოვრება.

  მისი ცოდნა შემდეგ ძალიან გამოადგა საბერძნეთს.

« მე ვბერდები მუდამ სწავლით », დაწერა ერთხელ სოლონმა.

ბევრი სოლონს თვლის ათენში დემოკრატიის დამამყარებლად.

სოლონმა ითამაშა დიდი პოლიტიკური როლი იმით რომ გაატარა რეფორმები  რომლებმაც გააძლიერა ხალხის როლი  ათენის პოლიტიკაში.

https://www.herodote.net/594_avant_JC-evenement–5940000.php

 

სოლონი იყო პირველი კონსტიტუციის მამა

მან დაწერა პოლისის მართვის პრინციპები.

ამ პრინციპთა ერთობლიობა მოხაზავს კონსტიტუციას რომელიც ამოკვეთილი იყო მარმარილოზე.

სოლონმა მიიღო და საგრძნობლად შეცვალა, გააუმჯობესა ძველი ინსტიტუტები.

კრება ეკლესია // სიტყვა Ecclesia ბერძნულად ნიშნავს კრებას //:

 

       მოქალაქეები სულ მცირე თვეში 4-ჯერ უნდა შეკრებილიყვნენ Pnyx-ის ბორცვზე.

კრება განიხილავდა კანონებს და ომის გამოცხადების საკითხს და მისი მონაწილეები ხელის აწევით იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ყოველ წელს კრება ირჩევდა სტრატეგოსებს ისევე როგორც პოლისის მმართველ 9 არქონტს. ეს იყო ძველი ბერძნული ეკლესია.

აქედან მომდინარეობს ეკლესიის ჩვენი ცნებაც.

 

კრება ასევე ირჩევდა მოხელეებად  უმდიდრესი კლასის მოხალისეებს შორის. // მოხალისეობა ზღუდავდა არაკომპეტენტურობის საფრთხეს// სოლონმა ეს კომპეტენცია წაართვა ყოფილი არქონტებისგან შემდგარ  ძველ ოლიგარქიულ კრებას.

 

სასამართლო ჰელიეა // Héliée// :

  ეს კრება ეკლესია მოქალაქეებს, მათ შორის უღარიბესებს, შორის ირჩევდა სოლონის მიერ დაარსებული ახალი სახალხო სასამართლო ჰელიეას წევრებსაც.  ამ სასამართლოში ხდებოდა არისტოკრატიული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება. ეს ამცირებდა და ასუსტებდა  ამ არისტოკრატიულ სასამართლოთა თვითნებობას.

 

 სოლონის ეს გულუხვი, გონივრული და გაწონასწორებული კონსტიტუცია რა თქმა უნდა ვერ დააკმაყოფილებს  თავგასულობის თავისუფლებად გამსაღებელ დღევანდელ ფემინისტებს და ნაირ-ნაირ შეშლილებს, მაგრამ ეს დიდი ისტორიული დოკუმენტია.

 

ძველმა ბერძენმა ბრძენმა არისტოკრატმა სოლონმა შეამსუბუქა  გლეხთა მდგომარეობა, მან გააუქმა მონობა ექსცესიური და არალეგიტიმური ვალის გულისთვის.

ის არ მისულა მიწების განაწილებამდე გლეხების სასარგებლოდ, მაგრამ მან გადადგა ნაბიჯები სიმდიდრის და ქონების უფრო სამართლიანი და თანასწორი განაწილებისთვის რაც გზას უხსნიდა ათენის მომავალ დემოკრატიას.

 

სოლონის ღვაწლი არის  სიბრძნის იდეალი praxis-ის, პრაქტიკის სფეროში.

არისტოტელეს თქმით სოლონმა გააერთიანა იძულება და სამართალი და გამოიყენა კანონის  ძალა ყველასათვის სამართლიანი მართლმსაჯულების დასადგენად.

 

პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე,დემოკრატი, ხალხის ბედის შემამსუბუქებელი  სოლონი ნამდვილად იმსახურებს ბრძენის წოდებას.

  სოლონის საყვარელ გამოთქმებს შორის ცნობილია « არაფერი მეტისმეტი, არაფერი ზედმეტი »

//mèden agan//. ზომიერებისკენ სწრაფვა  სოლონმა გამოხატა ათენის კანონმდებლობაშიც.

 

ზომიერების ქება დიდება, მისი საპირისპირო უზომობის ზომიერების  და სამყაროში საკუთარი ადგილის გრძნობის დაკარგვა hubris-ის სისტემატურად გმობა ანტიკური სიბრძნისთვის დამახასიათებელი ნიშანია,

 

  სამართლიანობაზე, ზუსტ ზომიერებაზე ზრუნვა გამოიხატება ფაქტებში, დეკრეტებში, კანონებში.

ის დაკავშირებულია ხედვის, მზერის, ჭვრეტის გარკვეულ მანერასთან, ცხოვრების გარკვეულ წესთან.

მისი წყარო პირველ რიგში არის კოსმიური წესრიგით აღფრთოვანებაში. კოსმიური წესრიგი იქცა მისაბაძ მოდელად  და არა დაუფლებით ძალადობის ობიექტად.

 

  ძველი ბერძენი ბრძენი პატივს მიაგებდა იმას რაც განგებამ მისცა ადამიანს : ბუნებას, მიწას, ცას, სიცოცხლეს.

 

 სოკრატეს წინა ხანის ბრძენი იყო  ასტრონომი, ფიზიკოსი, მათემატიკოსი, კანონმდებელი, მორალისტი, პოლიტიკოსი. . მას უყვარდა სამყარო. ის ცდილობდა სამყაროს კანონების დადგენას, და მის საიდუმლოთა გახსნას.  ის იგონებდა თეორემებს.

 

  ძველი ბერძენი ბრძენი ბევრს მოგზაურობდა  რათა ენახა და შეესწავლა ზნე-ჩვეულებათა მრავალფეროვნება.

 

   განსაკუთრებული, ექსკლუზიური არ არსებობდა ძველი ბერძენი ფილოსოფოსისთვის. მას ყველაფერი აინტერესებდა და აოცებდა.

 

  შვიდ უდიდეს ძველ ბერძენ ბრძენთა შორის იყო თალეს მილეტელიც // ძვ.წ. 625-547//.

ის იყო ბუნების ფილოსოფოსი, მილეტის სკოლის დამფუძნებელი.

გადმოცემით მანაც იმოგზაურა ეგვიპტეში სადაც შეისწავლა ეგვიპტური და ბაბილონური მეცნიერება.

    მას მიაწერენ მრავალ არითმეტიკულ გმირობას, მაგალითად დიდი პირამიდის სიმაღლის გამოთვლას თუ მზის დაბნელების წინასწარმეტყველებას. ის უნდა იყოს სახელგანთქმული თალესის თეორემის ავტორი.  ის ბევრს იკვლევდა მათემატიკაში, განსაკუთრებით გეომეტრიაში.

 

ლეგენდარულ პერსონაჟად ქცეულ თალესს თითქოს არაფერი დაუწერია. რეალობის ანალიზის მისეულმა მეთოდმა ის აქცია მეცნიერული განსჯის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად.

თალეს მილეთელმა მითოლოგიურ ახსნაზე უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ნატურალისტურ მიდგომას, რომელსაც ახასიათებს დაკვირვება და დემონსტრაცია.

 

ბრძენი სწავლული თალეს მილეთელი პოლიტიკოსიც იყო.

დიოგენე ლაერტელის თქმით თალეს მილეტელი უნდა ყოფილიყო გამოჩენილი პოლიტიკური მრჩეველი.

  კრეზუსმა ერთხელ მილეტში გააგზავნა საელჩო და შესთავაზა მილეტელებს მის მოკავშირეებად გახდომა.

თალესი დაუპირისპირდა ამ შემოთავაზებას და ამან გადაარჩინა მილეტი ვინაიდან შემდეგ გაიმარჯვა კიროსმა.

თალესი იყო სახელოვანი სამხედრო მრჩეველიც და ინჟინერიც.

ჰეროდოტე ყვება რომ სპარსელების და ლიდიელების ომის დროს თალეს მილეტელმა შეცვალა მდინარე ჰალისის დინების მიმართულება რათა გაეტარებინა კრეზუსის არმია.

 

თალესი იყო მიდიის სამეფოს წინააღმდეგ ლიდიელების და იონიელების კავშირის მომხრე.

ჰეროდოტეს თქმით  კრეზუსის დამხობის შემდეგ თალეს მილეტელის რჩევით იონიის პოლისები გაერთიანდნენ პან-იონურ ფედერაციაში.

 

  თალეს მილეთელი იქცა ბრძენის საკულტო ფიგურად. ის ფაქტიურად პირველი ბრძენია და არის ბრძენთა ყველა ცნობილ სიაში განსაკუთრებით აპულეუსთან თუ პლატონთან.

 

  მაგრამ  უდიდესი ბრძენიც ადამიანია და არა ღმერთი. უდიდესმა ბრძენმაც შეიძლება დაუშვას შეცდომა.

 

ხოდა დიდ თალეს მილეთელზეც არის ერთი ანეგდოტი:

 

     ამბობენ რომ ის ერთ ღამეს ის იმდენად იყო გატაცებული ცაში ვარსკვლავთა მოძრაობის თვალიერებით რომ ვერ შენიშნა მის წინ არსებული ჭა და ჩავარდა მასში.

ხოდა მას დასცინა ერთმა დახვეწილმა და სულიერმა თრაკიელმა მსახურმა გოგონამ რომელმაც თქვა რომ  ცაში მომხდარის თვალიერებით გატაცებული დიდი თალესი არ აქცევდა ყურადღებას იმას რაც ხდებოდა მიწაზე მის ფეხს ქვეშ.

ამას ამბობს სოკრატე პლატონის ერთ დიალოგში.

 

ჩვენ კი ჩვენი მხრივ ვთქვათ რომ თრაკიელი მხევალი მშვენიერი ასულია, მაგრამ თალეს მილეთელი მაინც დიდი ბრძენია.

თალეს მილეთელი  ჯობია ტანკით თბილისის მნგრეველ პროფესორ სიგუას.

 

ძველი ბერძენი ბრძენი არაა გატაცებული  დოქტრინების თუ აზროვნების სისტემების შექმნით.

მისთვის მთავარია ცხოვრების წესი, ზრუნვა მის უკვდავ სულზე რომელიც შეუბღალავი უნდა უნდა დარჩეს ხრწნადი და მოკვდავი მატერიალური სამყაროს, წუღისოფლის ორომტრიალში.

 

   გაგრძელება იქნება

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s