ევრობიბლიოთეკა სიბრძნეზე-2

 

Afficher l'image d'origine

შოვინისტები ხო არ ვართ, სოკრატე და არა სოკრატეს კარიკატურა მამარდაშვილი

Afficher l'image d'origine

არაბული მინიატურა-სოკრატე და მისი მოწაფეები

     გვინდა ბრძენი და არა ლამაზად ღრიალით ტანკით თბილისის მნგრეველი პროფესორი. მოდით ამიტომ გავარკვიოთ თუ რა არის სიბრძნე, რა იყო სიბრძნე ჭკვიანი ადამიანებისთვის.

 

Anne Baudart,Qu’est-ce que la sagesse ?  //ან ბოდარ, რა არის სიბრძნე?,პარიზი, 2013//, Pierre Hadot, Qu’est-ce que la philosophie antique ? // პიერ ადო, რა არის ანტიკური ფილოსოფია?, პარიზი, 1995//.

 

   სოკრატეს ფიგურა

 

  სოკრატე ცოტა ხანს იცხოვრა ძალიან პატარა პოლისში. მას ჰყავდა ძალიან ცოტა მოწაფე, მან არაფერი დაწერა. პლატონი თავის « სოკრატეს აპოლოგიაში » ამბობს რომ  სოკრატემ დიდი მისია დააკისრა დელფოს მისანმა, ე.ი. საბოლოო ანგარიშით ღმერთმა აპოლონმა. აპოლონის დავალებით სოკრატეს ადამიანებისთვის უნდა ეჩვენებინა მათი უმეცრება.  ამ მისიის შესასრულებლად სოკრატეს ზოგჯერ უხდებოდა გულუბრყვილო რეგვენის როლის შესრულება. სოკრატემ პატიოსნად და ღირსეულად ზიდა ეს მისია…

 

.სოკრატეს გავლენა არა მარტო ევროპელთა აზრზე უზომოა.

http://supervielle.univers.free.fr/maitre_antique/socrate.htm

ჩვენ არაფერი ვიცით სოკრატეს აღზრდისა დსწავლის შესახებ. პლატონი ლაპარაკობს სოკრატეს შეხვედრაზე პარმენიდთან, მაგრამ ეს ნამდვილად ფიქტიური ამბავია. ჩვენ არც ის ვიცით ცოცხალი იყო თუ არა პარმენიდე მე-5 საუკუნის შუა ხანებში.  და სოკრატე იყო ახალგაზრდა ქვისმთლელი რომელიც ბევრს მუშაბდა რეკონსტრუქციის პროცესში მყოფი ათენის მშენებლობებზე.  რამოდენიმრ წლის შემდეგ სოკრატე ალბათ მუშაობდა აკროპოლისზე.

სოკრატე ისე გახდა 40 წლისა რომ არავის მოსვლია თავში აზრად დაკვირვებოდა მის ცხოვრებას და ქცევას.

სოკრატე მოგვიანებით გახდა ცნობილი და ამიტომ  როდესაც მან დაიწყო საზოგადო მოღვაწეობა მისი ახალგაზრდობის ბევრი მოწმე აღარ იყო.  სოკრატე თითქოს ბევრს არაფერს უყვებოდა თავის თავზე მის მოწაფეებს.

სოკრატემ ალბათ მონაწილეობა მიიღო მრავალ სამხედრო კამპანიაში. და უცნობია თუ როდის შეწყვიტა მან ხელოსნობა და როდის დაიწყო ფილოსოფოსობა.

სოკრატე ნამდვილად თვითნასწავლი იყო.  მაშინ ათენში არ ყოფილა ჩამოყალიბებული სკოლები. იყვნენ დაახლოებით სოკრატეს თაობის სოფისტები. სოკრატეს არ ჰქონდა მათთვის გადასახდელი ფული და ის როგორც წესი ესაუბრებოდა და ეკამათებოდა მათ მათი გაკვეთილების შემდეგ.

 

 სოკრატე ჩვენთვის ისტორიაში შევიდა 430 წლისთვის დრამატულ გარემოებებში; პოტიდეას ალყა.  ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთით  მოწყობილი ეს ექსპედიცია 2 საშინელი წელი იყო ათენის კონტინგენტისთვის. ათენს დაატყდა შავი ჭირის ეპიდემია. ცხადია რომ მომარაგება შეწყდა და ავადმყოფობამ მოკლა ათენის ჯარისკაცთა სამი მეოთხედი.

სოკრატე გადაურჩა ჭირს, სიცივეს და ბრძოლებს. ამ უბედურებაში მან გადაარჩინა ახალგაზრდა ალკიბიადე და  ისინი დამეგობრდნენ.

დაბრუნების შემდეგ ალკიბიადემ ათენის კარგი საზოგადოების კარი გაუღო სოკრატეს.

 

პლატონი « ნადიმში » // Banquet// გვიჩვენებს უცნაურ სოკრატეს.

სოკრატეს არ ეშინია სიცივისა. ის თოვლშიც ფეხშველა დადის. ის წელიწადის ყველა დროს დადის ერთნაირად ჩაცმული. ის წარბშეუხრელად იტანს შიმშილს, თუმცა შეიძლება ყველაზე მეტი ჭამოს როცა ეს შეიძლება.

  დაბოლოს ექსტაზში მყოფი სოკრატე  მთელი დღე, 24 საათის განმავლობაში  დგას ფეხზე. მისი გაშტერებული კომპანიონები აკვირდებიან მას მანამდე სანამ სოკრატე არ დაბრუნდება მის ნორმალურ მდგომარეობაში რის შემდეგაც ის ლოცვით მიმართავს მზეს და მიდის ვითომც არაფერი მომხდარა.

პლატონის « ნადიმის » თანახმად ეს ექსტაზები საკმაოდ ჩვეულებრივი რამე იყო სოკრატესთვის.

ამას გარდა ყველა იცნობდა რასაც//უფრო კი ვისაც// სოკრატე უძახდა თავის «დემონს», არაპიროვნულ უსახურ სულს.  ძველი ბერძნისთვის ეს «დემონი» არის სული რომელიც ადამიანს აკავშირებს ღვთაებრივთან, ღვთაებასთან.

ეს «დემონი» სოკრატეს აფრთხილებდა იმის შესახებ თუ რა არ უნდა გაეკეთებინა მას. თუ რა გზას არ უნდა დადგომოდა, რომელი მოწაფე არ უნდა მიეღო, და ა.შ.

სოკრატე მუდამ ენდობოდა ამ გაფრთხილებას.

თუ კი სული არ ჩნდებოდა ეს ნიშნავდა იმას რომ ღვთაება იძლეოდა ნებართვას.

სოკრატე, მაშ, იყო ღვთაებრივთან მუდამ დაკავშირებული ადამიანი.

სოკრატე  თავს აცხადებდა უმეცრად და უვიცად იმიტომ რომ ცოდნა ღმერთისთვისაა განკუთვნილი და ჩვენ, ადამიანები, ამ ცოდნას თვალს მოვკრავთ მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენი სული ამაღლდება ღვთაებრივ რეალობებამდე.

 

   როგორ დაიწყო სოკრატემ ფილოსოფოსობა?

თავის « სოკრატეს აპოლოგიაში » პლატონი ყვება  რომ სოკრატეს ერთ-ერთმა მეგობარმა ქერეფონმა დელფოს მისანს ჰკითხა იყო თუ არა სოკრატეზე უფრო ბრძენი ვინმე. მისანმა უპასუხა რომ არავინაა სოკრატეზე უფრო ბრძენი.

 

      სოკრატე მაშინ დაფიქრდა იმაზე თუ რისი თქმა უნდოდა დელფოს მისანს  და მან დაიწყო ხანგრძლივი კვლევა იმათთან ვისაც ბერძნული ტრადიციის თანახმად აქვთ სიბრძნე // სახელმწიფო მოღვაწეებთან,პოეტებთან, ხელოსნებთან//. სოკრატეს უნდოდა მასზე უფრო ბრძენის ნახვა.

სოკრატემ მაშინ გაიგო რომ რომ  ყველას მათ სჯერათ რომ მათ იციან ყველაფერი მაშინ როდესაც მათ არ იციან არაფერი.

სოკრატემ აქედან დაასკვნა რომ თუ კი ის ყველაზე ბრძენია ეს იმიტომაა ასე რომ მან სულ მცირე იცის რომ არაფერი იცის.

 

სოკრატე ცოდნას(épistémè) განასხვავებს შეხედულებისგან თუ რწმენისგან (doxa).

შეხედულების საწინააღმდეგოდ ცოდნა არის რწმენა რომლის დასაბუთებაც შეგიძლია და არა უბრალოდ მიღებულ-გაზიარებული რწმენა.

ეს განსხვავება იმდენად ფუნდამენტურია რომ მასში ხედავენ რაციონალობის და საკუთრივ ფილოსოფიის გაჩენას.

სოკრატესგან მოყოლებული ვეღარ დაკმაყოფილდებოდნენ  პოეტური ფრაგმენტებით ჰერაკლიტეს თუ პარმენიდეს მსგავსად.

მოაზროვნეთა განცხადებები გამართლებული და დამტკიცებული უნდა იყოს მკაცრი არგუმენტებით.

   ამის გაგების შემდეგ სოკრატემ დაიწყო თავის მოქალაქეთა გამოკითხვა რათა მათთვის ცხადი გამხდარიყო მათი უვიცობა-უმეცრება.

ის ვითომ გულუბრყვილოდ ეკითხებოდა თანამოსაუბრეებს რაღაცას თითქოს უნდოდა მათგან რაღაცის გაგება.

ამას უწოდებენ სოკრატულ მაიევტიკას // maïeutique socratique//, ჭეშმარიტების სულთა გაჩენის ხელოვნებას ისე როგორც სოკრატეს ბებიაქალი დედა ეხმარებოდა ქალებს ბავშვების გაჩენაში.

ლაპარაკობენ სოკრატულ ირონიაზეც: კითხვის დასმის ხელოვნება // ბერძნულად iron არის ის ვინც სვამს კითხვას//, თანამოსაუბრეს აკვირვებს იმით რომ არის იქ სადაც თანამოსაუბრე არ აპირებს მის დანახვას.

 

მაიევტიკა ხშირად არ აჩენს არავითარ ჭეშმარიტებას, სოკრატეს მრავალი დიალოგი ვერ მიდის ვერანაირ ჭშმარიტებამდე და მთავრდება აპორიით, ე.ი. ჩიხით.

მაგრამ საკუთარი უმეცრება-უვიცობის დანახვა არის პირველი ეტაპი ცოდნისკენ მიმავალ გზაზე.

არც სწავლული და არც უვიცი არ ეძებენ ცოდნას:

სწავლული არ ეძებს ცოდნას იმიტომ რომ მან უკვე იცის. უმეცარი არ ეძებს ცოდნას იმიტომ რომ მან არ იცის თუ რა აკლია მას

 

ფილოსოფოსი, ეტიმოლოგიურად სიბრძნის მოყვარული და მეგობარი, მაშ, ერთდროულად სწავლულიც უნდა იყოს და უმეცარიც, მაგრამ მან იცის რომ არ იცის და ამ ნაკლის ცოდნა და დანახვა აჩენს ამ ნაკლის შევსების, ცოდნის წყურვილს.

 

 

ასე რომ არსებობს  პარადოქსული სოკრატული ცოდნა.

პირველ რიგში ცხადია რომ  არის სამყაროს მაორგანიზებელი გონიერი ღმერთი რომლის მადლიერიც უნდა ვიყოთ.

შემდეგ სულის უკვდავება რომელიც სრულიად ბუნებრივია იმისთვის ვინც ექსტაზის განცდით განიცდის სულის გამოყოფას სხეულისგან და ასკვნის რომ სხეულის მიძინებისას სული სწვდება ცოდნის უზენაეს მდგომარეობებს. სხეული სულს მაშინ წარმოუდგება როგორც დაბრკოლება, ციხე, რომელზეც მიჯაჭვულები ვართ სიამოვნებათა მწკრივით.

მაგრამ სხეულს უნდა მოვშორდეთ მოგვიანებით და არა თვითმკვლელობით, ვინაიდან ჩვენი სიკვდილი უნდა გადაწყვიტოს მარტო ღმერთმა, სიკვდილი, ფაქტიურად, არის ჩვენი შესვლა სიცოცხლეში.  

მორალური რევოლუცია

 

ამ თვალსაზრისით გასაგებია სოკრატული მორალის პარადოქსები:

არავინ ჩადის ბოროტებას ნებაყოფლობით, შეგნებულად, უკეთესია იყო მსხვერპლი და არა უსამართლობის ჩამდენი.

ის ვინც ბოროტებას უკეთებს სხვას არის თავისი ჟინის და ვნებების სათამაშო, ჟინი და ვნებები კი ადამიანის სულს კიდევ უფრო მაგრა კეტავს სხეულის ციხეში ასე რომ ჟინიან-ვნებიანი ჯერ საკუთარ თავს უშვრება ბოროტებას და მერე სხვას.

 

მორალს აფუძნებს უბრალო ზრუნვა საკუთარ თავზე:

სხვას პატივს ვცემთ არა მისთვის არამედ საკუთარი თავისთვის.

სიმეტრიულად, ბოროტება რომელიც შეიძლება მიქნას სხვამ ეხება მხოლოდ ჩემს სხეულს და არა ჩემს ნამდვილ არსს. სოკრატესთვის ეს არცაა ბოროტება.

და თუ კი არავინ ჩადის ბოროტებას ნებაყოფლობით და შეგნებულად ეს არ ხდება გულუბრყვილოდ ანგელოზური ფსიქოლოგიით.

სხვის წინააღმდეგ ბოროტების ჩამდენებმა უბრალოდ არ იციან რომ ბოროტებას და ცუდს უშვრებიან საკუთარ თავს.

ბოროტების ჩამდენებმა არ იციან თუ რას შვრებიან, ამცირებენ საკუთარ თავს და თავის თავს გადააქცევენ ბოროტ არსებებად.

პარადოქსულია მაგრამ ეს მორალური ეგოცენტრიზმი. რომელსაც ვხედავთ სტოიციზმშიც, უფრო მკაცრი და მომთხოვნია ვიდრე ჩვენი ალტრუისტული მორალი.

შეურაცხყოფილი და დამცირებული ფილოსოფოსი იტყვის რომ ეს უბედურება არ ეხება მის ნამდვილ ბუნებას.

მოსამართლეებს შეუძლიათ სოკრატესთვის სიკვდილის მისჯა მაგრამ მისთვის ესაა სულის განთავისუფლება სხეულის ტყვეობიდან და არა ბოროტება.

არც პატიებაა საჭირო, აბა რა უნდა აპატიო იდიოტებს რომელთაც არც ბოროტების ჩადენა შეუძლიათ ხეირიანად…

მთავარია საკუთარი თავიდან ვნებების და ჟინის ამოძირკვა. ეს კი პატიებაზე ბევრად უფრო ძნელია.

ძველმა ბერძნებმა შეიძლება არც კი იცოდნენ თუ რაა პატიება იმ გაგებით რომ პატიება არის ძღვენი, ვალის პატიება.

პატიება ბერძნულად არის sungnômè, ე.ი. «შეთანხმებული, ნაწყალობევი აზრი ».

პერძნული პატიების გულშია თანხმობის აღდგენა, მტრობის შეწყვეტა და დამთავრება და არა შეცდომის თუ დანაშაულის პატიება-გმოსყიდვა.

რაც შეეხება ღვთაებრივი პატიების იდეას ის უაზროა იმიტომ რომ ჩვენ, ადამიანები, ვერ შეურაცხვყოფთ ღმერთს.

 

საბოლოო ანგარიშით სიკეთე უნდა გვინდოდეს და სიკეთე უნდა ვაკეთოთ არა მარტო იმიტომ რომ ის მიგვმართავს ღვთაებრივისკენ.

საქმე იმაშია რომ სიკვდილის შემდეგ გველის სამსჯავრო, სასამართლო.

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98_(%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98)

პლატონის დიალოგი Phédon-ის //ფედონი// სოკრატეს თანახმად ისინი ვინც თაებრივს ეძებდნენ მთელი ცხოვრება, ფილოსოფოსები, მიაღწევენ ნეტართა სამყაროს თუ კი ისინი ამქვეყნიურ,მიწიერ ცხოვრებაში განთავისუფლდებიან ხორციელი ვნებებისგან,ჟინისგან;

სხვები, ადამიანთა უმრავლესობა, წავლენ იქ სადაც განიწმინდებიან თავისი სიბინძურეებისგან და დადგება დრო როდესაც ისინი განიცდიან მათი ღირსებების პროპორციულ ბედნიერებას;

უდიდესი კრიმინალი-დამნაშავეები კი უსასრულოდ გაიტანჯებიან ტარტარში.

ისინი განთავისუფლდებიან მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი მიიღებენ მათ მსხვერპლთა თანხმობას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ პატიებას.

 

 

 

   ძველად ბრძენად ითვლებოდა ის ვინც თავისი ცხოვრების წესით, ქცევით, საზრუნავით, დამოკიდებულებებით, თეორიული თუ პრაქტიკული ინტერესებით განსხვავდებოდა ირგვლივ მორიალე ადამიანთა უმრავლესობისგან. ამ უმრავლესობაში ბრძენი ჩანს ერთგვარ ზეადამიანად. სწორედ ასეთი იყო სოკრატე.

 

სიბრძნე მუდამ მეტ-ნაკლებად იმედგამაცრუებელ რეალობას განასხვავებს წმინდა იდეალობისგან.

სიბრძნე არაა ლამაზად ტლიკინი. სიბრძნე არის გარკვეულად არსებობა, გარკვეულად ქცევა-მოქმედება და გარკვეული მსოფლმხედველობა.

სიბრძნის ცნება გულისხმობს სრულყოფილი ცოდნის იდეალს.

მაგრამ პლატონისთვის და არისტოტელესთვის ეს სრულყოფილი ცოდნა არაა სინამდვილეზე ინფორმაციის ფლობა. ეს სრულყიფილი ცოდნაა ცხოვრების წესი რომელიც შესაბამება ადამიანისთვის უმაღლეს საქმიანობას და მჭიდროდაა დაკავშირებული სულიერ ღირსებასთან,

 

 

 

ბრძენი ინარჩუნებს თავის მეობას და უცვლელია ნებისმიერი ვითარებაში.

პლატონის თქმით არც მშიერი და სიცივეში გაყინული და არც ყველაფრით უზრუნველყოფილი სოკრატე არ კარგავდა თავის ეთოსს, პათოსს და გონიერებას.  მაგრამ უნდა ვიცოდეთ ისიც რომ სოკრატე იყო მისტიკოსი ვისი რაციონალობაც დამოკიდებული იყო რაღაცაზე რომელიც თითქოს მეტია ადამიანის გონებაზე. ეს « რაღაცა », შინაგანი ხმა, daimôn, კარნახობდა სოკრატეს თუ რა უნდა ეკეთებინა და რა არა. რომ სოკრატე იყო რელიგიური, მკაცრი და პატიოსანი მორალისტი რომელშიც პირველი საუკუნეების დიდი ქრისტიანები ხედავდნენ წმინდანის მომასწავებელ ფიგურას. სოკრატეს ძალის წყარო იყო სულიერი სამყარო და არა ბირთვული თუ ქიმიურ-გეოფიზიკური იარაღი.

პირველი ქრისტიანებისთვის სოკრატეს ნაირი გამორჩეული ფიგურა იყო ნაბიჯი სიწმინდისკენ, თუმცა არა წმინდანობა ქრისტიანული გაგებით….

 

იყო ანრი  ბერგსონი // 1859-1941/,ფრანგი ფილოსოფოსიიდეალისტი, ინტუივიზმის წარმომადგენელი. ავტორი თხზულებებისა: „ცნობიერების უშუალო მონაცემები“, „მატერია და მეხსიერება“, „მორალისა და რელიგიის ორი წყარო“, „შემოქმედებითი ევოლუცია“. ბერგსონის იდელიზმის ცენტრალური ცნებააწმინდა“, . .. არა მატერიალური, „ხანიერება“, რომლის შეცნობა შეიძლება მხოლოდ ინტუიციით. ბერგსონი იყო საფრანგეთის აკადემიის წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1927).

ამ ბერგსონის თქმით სოკრატე იყო მისტიკოსი ვისი რაციონალობაც დამოკიდებული იყო რაღაცაზე რომელიც თითქოს მეტია ადამიანის გონებაზე. ეს « რაღაცა », შინაგანი ხმა, daimôn, კარნახობდა სოკრატეს თუ რა უნდა ეკეთებინა და რა არა. რომ სოკრატე იყო რელიგიური, მკაცრი და პატიოსანი მორალისტი რომელშიც პირველი საუკუნეების დიდი ქრისტიანები ხედავდნენ წმინდანის მომასწავებელ ფიგურას. სოკრატეს ძალის წყარო იყო სულიერი სამყარო და არა ბირთვული თუ ქიმიურ-გეოფიზიკური იარაღი.

პირველი ქრისტიანებისთვის სოკრატეს ნაირი გამორჩეული ფიგურა იყო ნაბიჯი სიწმინდისკენ, თუმცა არა წმინდანობა ქრისტიანული გაგებით….

 

http://archipope.over-blog.com/article-17902305.html

 

 აი რა დაწერა ამ ბერგსონმა ლამის მითიურ ფიგურად ქცეულ ბრძენ სოკრატეზე

 

   რა თქმა უნდა, სოკრატე ყველაფერზე მაღლა აყენებს აზროვნებას, განსაკუთრებით სულის  ლოღიკურ ფუნქციას. ის ირონიით უარყოფს გაუაზრებელ შეხედულებებს ის ამ შეხედულებებში პოულობს წინააღმდეგობებს.

 სოკრატეს დიალოგმა გააჩინა პლატონური დიალექტიკა და არსებითად რაციონალური ფილოსოფიური მიდგომა რომელსაც დღესაც ვიყენებთ.

მაგრამ სოკრატეს თან ახლავს დემონი//daimôn//, უსახო შინაგანი ხმა რომელიც მას აფრთხილებს როცა ეს აუცილებელია.  სოკრატეს იმდენად სწამს ამ დემონის რჩევებისა რომ სიკვდილი ურჩევნია მისთვის არ დაჯერებას.  სოკრატე არ იცავს თავს და ემორჩილება სასამართლოს განაჩენს იმიტომ რომ  მის უხილავ მრჩეველ სულს არ ურჩევია მისთვის განაჩენისთვის თავის არიდება.

  მოკლედ, სოკრატეს მისია რელიგიური და მისტიკურია ამ სიტყვების დღვანდელი გაგებით; მისი სრულყოფილად რაციონალური მოძღვრება დამოკიდებულია რაღაცაზე რომელიც თითქოს უფრო მეტია ვიდრე წმინდა გონება…

 

 სტოიკოსები, ეპიკურევლები, ცინიკოსები, საბერძნეთის ყველა მორალისტი მოდიან სოკრატედან.  ისინი სხვადასხვა მიმართულებით ავითარებენ მოძღვრის დოქტრინას და ყველაზე მეტად კი იმიტომ რომ მათ მიიღეს სოკრატეს მიდგომა რომელიც, სხვათა შორის, ძალიან ცოტათი თუ შეესაბამებოდა ბერძნულ გენიას.

ესაა ბრძენის მიდგომა, სიბრძნის მაძიებელი ფილოსოფოსი იკეტება თავის სიბრძნეში, სწყდება უბრალო მოკვდავებს იმიტომ რომ მოძღვროს ისინი ან იყო მათთვის მისაბაძი მოდელი ან უბრალოდ იმიტომ რომ  თავისუფლად იზრუნოს თავის შინაგან სრულყოფაზე.

ესაა ცოცხალი სოკრატე რომელიც მოიქმედებს თავისი პიროვნების შეუდარებელი პრესტიჟით.

  წავიდეთ უფრო შორს.

 ამბობენ რომ სოკრატემ ფილოსოფია ჩამოიყვანა ციდან მიწაზე.  მაგრამ პლატონი

Phédon-ში ამბობს რომ არსებობს  სულის სოკრატესეული კონცეფცია. პლატონის დიალოგებში არსებული მითები სულზე, მის წარმოშობაზე, მის ჩართვაზე სხეულში, მომდინარეობენ სოკრატეს მორალური მოძღვრებიდან.

ეს მითები არის სოკრატული  სულიერი მდგომარეობის ამხსნელი პროგრამა ამ სულმა გამსჭვალა ბერძნული მეტაფიზიკა….

 [Les deux sources de la morale et de la Religion, ანუ მორალის და რელიგიის ორი წყარო//

 

 

 

პლატონი

პლატონი (ძვ. 427—347) გახლდათ ძველი ბერძენი ფილოსოფოსი. ის ქვეყანას ათენში არისტოკრატთა ოჯახში მოევლინა და საკმაოდ კარგი განათლებაც მიიღო. მასზე უდიდესი გავლენა იქონიეს ცნობილმა ფილოსოფოსმა სოკრატემ და ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის პითაგორას მიმდევრებმა.

 

http://la-philosophie.com/phedon-platon

 

პლატონის Phedon //ფედონი//,  სოკრატეს აზრის სინთეზის დიალოგი

მისი თემა, სოკრატეს სიკვდილი პლატონს აძლევს  მოძღვრის ნააზრევის დიდი ხაზების წარმოდგენის საშუალებას.

დიალოგის ხდება ციხეში სადაცაა დამწყვდეული ახალგაზრდობის გამრყვნელად გამოცხადებული და ამიტომ სიკცდილმისჯილი სოკრატე. მას მიუსაჯეს მკვლელი, მომაკვდინებელი შხამის დალევა.

 

პლატონის დიალოგი ფედონის მოკლე შინაარსი :

ციხეში, სოკრატეს საკანში შეიკრიბნენ სოკრატეს მეგოვრები, მათ შორის სოკრატეს ძველი მეგობარი კრიტონი // Criton// და 2 პითაგორეველი ფილოსოფოსი სიმიასი და სებესი.

სოკრატემ დაიწყო ლაპარაკი და თქვა რომ თვითმკვლელობა ცუდია რადგანაც ნამდვილი ფილოსოსი უნდა ელოდეს სიკვდილს და არ იკლავდეს თავს.

სული უკვდავია და ფილოსოფოსის ცხოვრებაა სულის აღზრდა ისე რომ ის მოშორდეს, მოწყდეს სხეულის საჭიროებებს.

სულის უკვდავების დებულება წარმოდგენილია ოთხ პუნქტად :

 

დაპირისპირებულთა არგუმენტი :

 

ყველაფერი მოდის თავის საწინააღმდეგოდან. დიდი ადამიანი,მაგალითად, ვერ გახდებოდა დიდი ადრე პატარა რომ არ ყოფილიყო.  სიკვდილიც არსებოვს მხოლოდ ცოცხლისთვის და პირიქით. ეს გულისხმობს სიცოცხლის და სიკვდილის მუდმივ,უწყვეტ ციკლს.

 

 

გახსენების // réminiscence// თეორია:

 

მეორე პუნქტია მეხსიერების თეორია  რომლის თანახმადაც სწავლა არის გახსენების საკითხი.

სოკრატეს თანახმად ადამიანი ივიწყებს თავის ცოდნას, მაგრამ მაიევტიკა- maieutique, კითხვების დასმის სოკრატესეული მეთოდი, სულს ახსენებს დავიწყებულ ცოდნას.

 

 არამატერიალურობის// l’immatérialité// არგუმენტი :

სოკრატე არამატერიალურ, უხილავ და უკვდავ ერთეულებს განასხვავებს მატერიალური, ხილული და ხრწნადი-მოკვდავი საგნებისგან და სხეულებისგან

ადამიანი სხეული მატერიალური, ხილული და ხრწნადი მოკვდავია, მისი სული კი უკვდავია და განაგრძობს სიცოცხლეს, ისევ ცოცხალია სხეულის სიკვდილის შემდეგ.

 

ფორმებისა და  მონაწილეობის თეორიაLa :

სოკრატე ამბობს რომ წუთისოფლის, ხილული სამყაროს ჩვენებათა უკან არსებობენ ამ ჩვენებათა უძრავი და  ზეგრძნობადი, არანივთიერი // intelligibles // მიზეზები // სხვა სიტყვებით ფორმები//. ყველაფერ ხილულს აქვს მისი თვისებები ფორმებში მონაწილეობის მეშვეობით.

სულის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია სიცოცხლის ფორმა ანუ იდეა. მაშ, სული შეიძლება იყოს მარტო ცოცხალი.

დასკვნა  « ფედონზე » :

   მორალი, მეტაფიზიკა და იდეოლოგია: დიალოგი « ფედონი » ფრონტალურად განიხილავს აზროვნების ამ სფეროებს.

აქ გაცხადებულია სოკრატიზმის ერთ-ერთი უძლიერესი დებულება-სულის უკვდავების დებულება.

 

  ხველაფერი ხილული და მატერიალური იხრწნება და კვდება, სული კი რჩება და  მატერიალური სამყაროს ხრწნობა-კვდომის პროცესიდან სული უნდა გამოვიდეს შეუბღალავი.

 

აი ასეთი სოკრატიზმი მოსწონდათ ეკლესიის მამებსაც.

ვიცით რომ ღმერთისგან ვართ და და მთელი ქვეყნიერება ბოროტებაში წევს ისიც ვიცით რომ მოვიდა ძე ღმერთისა და მოგვცა გონება რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე

შვილნო !  დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ !//იოანე 5,  19-21//

აი ეს მიიღო სოკრატეს ნაირ გამორჩეულ პიროვნებათა მიერ მომზადებულმა კაცობრიობამ

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s