იღუპება ეგვიპტის ისტორიული საგანძური

L'instabilité politique et la menace terroriste ont fait fuir les visiteurs étrangers de l'Égypte. Le pays peine à préserver son fabuleux patrimoine historique.

http://www.lefigaro.fr/culture/2017/01/03/03004-20170103ARTFIG00193-faute-de-touristes-l-egypte-n-arrive-plus-a-preserver-son-patrimoine.php

პერესტროიკა და არაბულ-არაარაბული გაზაფხულები კარგია, მაგრამ ქეიფი-ღრეობის მერე მოვიდა გამოფხიზლების დრო, გაველურების პროცესია! კაცობრიობის უბედურება ,  SOS !! სანამ  კარგი იყო ეგვიპტეც.

ფრანგული გაზეთი Le Figaro, 03/01/2017

«კატასტროფაა»,  თქვა პირდაპირ ეგვიპტოლოგმა და ქაიროს ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორმა Fayza Haikal-მა. 2011 წელს პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის და 2013 წელს ისლამისტი პრეზიდენტი მოჰამედ მორსის გადაყენების შემდეგ პოლიტიკური არასტაბილურობა და ტერორიზმის საფრთხე ისეთია რომ უცხოელები და  ტურისტები ვეღარ ბედავენ ეგვიპტეში ჩასვლას ან გარბიან იქიდან. ამიტომ ქვეყანას უჭირს თავისი ზღაპრული ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

ეგვიპტემ დაკარგა ტურისტული რენტა რომელიც აფინანსებდა მისი ზღაპრული ისტორიული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობას  და ჩაეფლო უპრეცენდენტო ეკომომიკურ კრიზისში. ქვეყანა წვალობს,ცოდვილობს და ცდილობს თავისი არქიტექტურული საგანძურის გადარჩენას.

 «  სიძველეთა სამინისტროს ნაწილობრივ აფინანსებს ეგვიპტის მუზეუმებში და ისტორიულ ძეგლებში ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხები. არადა ეს თანხები ძალიან შემცირდა რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ძველეგვიპტური ძეგლების მდგომარეობაზე », ეუბნება AFP-ს ეგვიპტის სიძველეთა მინისტრი Khaled el-Enany.

ეგვიპტის მუზეუმებში და ისტორიულ ძეგლებში ბილეთების გაყიდვამ 2015 წელს მოიტანა მხოლოდ 300 მილიონი ლივრი //38,4 მილიონი დოლარი//, მაშინ როდესაც 2010 წელს მან ოფიციალური ციფრებით მოიტანა 220 მილიონი დოლარი.

ადრე ეგვიპტეში წელიწადში 15 მილიონი ტურისტი დადიოდა. ეხლა დადის 6,3 მილიონი ტურისტი. ტურისტების რაოდენობის კლება დადასტურდა 2016 წელს.

მსოფლიოს 7 საოცრებიდან დღეს ჯერ კიდევ ჩანს მხოლოდ გიზეს პირამიდა, ხოდა ამ პირამიდიდან ზემო ეგვიპტის ტაძრებამდე, ეკლესიების და ისლამურ ნაგებობათა ჩათვლით, მთელ ეგვიტურ ისტორიულ მემკვიდრეობას სჭირდება მუდმივი ზეუნვა და დაცვა.

« სიძველეთა მდგომარეობა უარესდება ყველგან»,  ჩივის სიძველეთა ყოფილი მინისტრი, ეგვიპტოლოგი Zahi Hawass. « უფულობის გამო  შეუძლებელია რამის რესტავრაცია-აღდგენა. შეხედეთ რა ბნელია ქაიროს მუზეუმი». მთავრობას არა აქვს ფული და მას არ შეუძლია ბილეთების გაყიდვისგან მიღებული შემოსავლის მკვეთრად შემცირების კომპენსაცია.

მით უფრო რომ ფული უნდა უხადო სიძველეთა ადმინისტრაციიის 38.000 თანამშრომელს: მუშებს, ტექნიკოსებს, ეგვიპტოლოგებს და ინსპექტორებს. თვირთი მძიმეა სწორედ მაშინ როდესაც ეგვიპტეშიცაა ეკონომიკური კრიზისი, შთამბეჭდავი ინფლაციაა, სხვადასხვა პროდუქტის უკმარისობა-ნაკლებობა.

ზარალის შემცირება

  ტურისტების დაბრუნების მოლოდინში ბატონი ელ-ფენანი ცდილობს ზარალის შემცირებას. არის დამატებითი აქციები, მაგ. ქაიროს მუზეუმის გახსნა ღამით ან მეტი ეგვიპტელის მიზიდვა არქეოლოგიურ ძეგლებზე.

წგვიპტის მემკვიდრეობის ნაწილის გადარჩენაში თავისი წვლილის შეტანას პარალელურად განაგრძობენ მეცენატები, უცხოური თუ შერეული არქეოლოგიური მისიები. მაგრამ გარედან მოსული დახმარება ვერ შველის ყველაფერს.

პრიორიტეტი ენიჭება რესტავრაცია-აღდგენებს, მაგრამ დაფინანსების არქონის გამო ზოგი არქეოლოგიური ექსპედიცია აღარ მუშაობს. თუმცა როგორც ამბობს ზოგი ადგილობრივი სპეციალისტი გათხრებმა იცადეს 5 ათასი წელი და კიდევ მოიცდიან.

ძეგლთა უმრავლესობის აღდგენაც ვერ მოხერხდება. შეარჩიეს ძეგლები რომელთა რესტავრაციაც აუცილებელია. მოახდენენ მათ კონსერვაციას სანამ შესაძლებელი გახდება მათი რესტავრაცია.

ყველა უბედურებასთან ერთად გაგანია დემოკრატიული პროცესების  დროს, 2013 წლის

პოლიტიკური მღელვარებებისას გაძარცვეს ეგვიპტის პროვინცია მინიას ;ალავის მუზეუმი.

იაპონელებთან თანამშრომლობის წყალობით 2018 წელს  გიზეს პირამიდებთან ნაწილობრივ მაინც უნდა გაიხსნას დიდი ეგვიპტური მუზეუმი რომელშიც იქნება ფარაონთა კოლექციები.

ზოგი პროექტისთვის, მაგ. წელს ალექსანდრიის სინაგოგისთვის და იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი აბუ მენას ეკლესიისთვის სამინისტრომ შეიძლება მიიღოს სპეციალური ფონდები.  მაგრამ ყველაფერი ეს ვერ შეცვლის ტურიზმს, წუხს ბატონი ელ-ფენანი.

უკეთესი მომავლის მოლოდინში მინისტრის მრჩეველი ბატონი Hawass ამბობს რომ  უნდა გაიზარდოს უცხოეთში ეგვიპტური სიძველეების გამოფენათა რაოდენობა.

 « რატომ უნდა იყოს ტუტანხამონი ქაიროს მუზეუმის ბნელ კუთხეში?, კითხულობს ის. ტუტანხამონს შეუძლია ფულის მოტანა…» სხვა ქვეყნებისთვის მისმა თხოვებამ შეიძლება შესაძლებელი გახადოს სამინისტროს თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა 10 წლის მანძილზე».

  ასეა რომ დიდმა მკვდარმა  წინაპარმა შეიძლება აცხოვროს კრეტინი შთამომავლები ბაბაიებო. არ ვიყოთ კრეტინები თორე სულ გადავშენდებით….

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s