ფილოსოფია ნულებისთვის 2 დეკარტე

 Afficher l'image d'origine

 

Cogito, ergo sum– ვფიქრობ,ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ- ფილოსოფოსი რენე დეკარტეს ლათინური ფორმულა.

ევრობიბლიოთეკა, კრისტიან გოდა, ფილოსოფია ნულებისთვის // Christian Godin, La philosophie pour les nuls,2007,  ყველა ჯიბეში ჩასადები წიგნაკი  ფილოსოფია იმ ფრანგებისთვის ვისაც არ უნდათ სრულ ნულებად დარჩენა.  გამოადგებათ ქართველებსაც.

 

რენე დეკარტე //René Descartes, 1596-1650//, ფრანგი მათემატიკოსი, ფიზიკოსი და ფილოსოფოსი, ითვლება თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთ დამფუძნებლად.

 

ცნობილი იყო როგორც ცხენოსანი რომელმაც ცხენით მოიარა ცენტრალური ევროპა.  ის იყო ლიუდოვიკო მეცამეტის მეფობის დროინდელი ბაროკოს თანამედროვე რაც გვეჩვენება მსუბუქად იმასთან შედარებით რაც იყო შემდეგ. ჩვენს მეხსიერებაში ყველა დასაწყისი ჩანს მსუბუქად.

იყო კი დეკარტეს სისტემა ?

ყველა დიდ ფილოსოფიას შორის დეკარტეს ფილოსოფია ყველაზე ნაკლებად სრულია. იქ არაა არც ესთეტიკა, არც პოლიტიკა, არც იურიდიული აზრი,არც ისტორიის ფილოსოფია რომელიც აღმავლობას განიცდის მხოლოდ შემდეგ საუკუნეში.

ისტორიამ დაიმახსოვრა დეკარტეს ფუნდამენტური აღმოჩენები მათემატიკაში // ანალიტიკური გეომეტრია,  დეკარტესეულად წოდებული კოორდინატები// და ფიზიკაში // სხვებს შორის გარდატეხის კანონი ოპტიკაში.  დეკარტე იყო დაკვირვებული ფიზიოლოგი, ატარებდა ექსპერიმენტებს, მოხერხებულად ატარებდა გაკვეთებს.

ნაკლებად ცნობილია რომ დეკარტე დაინტერესებული იყო ზვავებით, აღწერდა თოვლის ფანტელების სტრუქტურას, ოცნებობდა ძლიერი სათვალეების შექმნაზე იმის დასანახად არიან თუ არა ცხოველები მთვარეზე.  მას სჯეროდა რომ რომის ახლოს  მან ერთხელ ნახა მრავალი მზე და უნდოდა გაგება იმისა თუ რატომ. 

ყვებიან რომ ერთხელ გემით სამკვირიანი მოგზაურობის შემდეგ დეკარტე რომ ჩავიდა შვედეთში. მისი ჩამყვანი გემის კაპიტანმა დედოფალ კრისტინს უთხრა რომ მან მას ჩაუყვანა ნახევრად ღმერთი და არა ადამიანი იმიტომ რომ დეკარტემ ზღვაზე, ზღვაოსნობაზე და ქარებზე სამ კვირაში გაიგო იმდენი რამდენიც მან ვერ გაიგო 60 წლის მანძილზე.

 

              დეკარტეს გონება

 

გონება განისაზღვრება როგორც კეთილგონიერება ამ სიტყვის სრული გაგებით.

კეთილგონიერება არაა საერთო აზრი ან რამდენადმე  ოტროველა //bécasse// ხალხური სიბრძნე. ესაა ცხადად და გარკვევით აზროვნების უნარი. სიგიჟე კი, პირიქით, არის გონიერების დაკარგვა.

 

როდესაც ვაზროვნებ  მე ვარ, მე ვარ თვითონ მე და არა ობიექტი ან პირუტყვი ვიღაც სხვის ხელში.

გონება, მაშ, გულისხმობს და განსაზღვრავს საკუთარი თავის და სამყაროს გაცნობიერებას, ამ სამყაროს ელემენტების მოწესრიგებულ მეთოდურ გააზრებას, ძველი იდეებიდან გმომდინარე ახალი იდეების შექმნას.

 

   გონება არის ადამიანის უმაღლესი დიდება. ამას გარდა ის არის ადამიანური ერთიანობის იდეალი. ამ ერთიანობაზე ოცნებობდნენ ისტორიის დიდი მოაზროვნეები.

ირაციონალური ყოფს, აცალკევებს, გონება კრებს, აერთიანებს.  ხილვებში და ფანტაზიებში მე მარტო ვარ ჩემს საკუთარ თავთან და სხვები არიან ჩემი წადილების მძევლები და მეტი არაფერი.

გონივრულ დიალოგში, კი, არგუმენტების გაცვლისას თანამოსაუბრეთა სამყარომ შეიძლება მოიცვას მთელი კაცობრიობა….

 

სიზმრისკენ, ხილვისკენ ფართოდ გახსნილი კარი

 

 გულუბრყვილო იქნება იმის დაჯერება რომ თვითონ  დეკარტე მუდამ ცხოვრობდა და მუშაობდა მხოლოდ რაციონალურად //ეს შენიშვნა უდგება ნებისმიერ მეცნიერს//. დარჩენილია აღწერა სიზმრებისა რომლებიც 23 წლის ფილოსოფოსმა ნახა ნოემბრის ერთ ღამეს.

მათში შეიძლება ამოვიცნოთ იმპულსი რომელმაც გადაწყვიტა მისი ხვედრი  ან არაცნობიერი ნიშანი იმისა რასაც სარტრმა უწოდა ფუნდამენტური პროექტი.

თვითონ დეკარტემ, სხვათა შორის, სწორედ ასე გაიგო თავისი სიზმრები.

 

   დეკარტეს 3 სიზმარი

 

 პირველ სიზმარში დეკარტემ ნახა პერსონაჟი  რომელიც მას უწვდიდა ნესვს რომელშიც შეიძლებოდა დედამიწის ხატის, დასაპყრობი მსოფლიოს სიმბოლოს ამოცნობა.

თუმცა ნესვს შეიძლება ჰქონდეს ეროტიკული მნიშვნელობაც. არგოს ინგლისურში mellon  ნიშნავს დიდ მკერდს. მაგრამ ეს მნიშვნელობა სულაც არ ეწინააღმდეგება წინას ვინაიდან ცოდნის წადილი, რომელსაც ჩვეულებრივ ნიშნავს გლობუსი  უბრალოდ წადილის ექვივალენტურია.

გამოვტოვოთ მეორე სიზმარი  რომელიც  დეკარტეს აზრით მიუთითებდა მის მისიაზე და იყო ნაკლებად იდუმალი.

 

მესამე სიზმარში დეკარტემ თავის მაგიდაზე ნახა ლექსიკონი და პოეტური ანთოლოგია. მან გადაშალა ანთოლოგია ლექსზე  « რომელ გზას დავადგები მე ცხოვრებაში ? » :

 

    დადასტურებულობის, დამტკიცებულობის ფილოსოფია.

დეკარტეს აზრი არის დადასტურებული, დამტკიცებული ჭეშმარიტების ფილოსოფია.

მართალია მარტო ის რისი დადასტურებაც და დამტკიცებაც შეიძლება.  არა და მხოლოდ გონებას ძალუძს რაიმეს დადასტურება და დამტკიცება.

 

  მაგრამ დეკარტეს ფილოსოფია არაა რაციონალიზმი თანამედროვე ათეისტური აზრით.

დეკარტეს ფილოსოფია ეფუძნება ქრისტიანულ მეტაფიზიკას.

დეკარტეს აზრით ღმერთის არსებობა არის ამ სამყაროს რეალობის უმაღლესი გარანტი, უმაღლესი გარანტი იმ ჭეშმარიტებათა რეალობისა რომელთა მიღებაც შეიძლება ამ სამყაროდან.

დეკარტეს აზრით სულში // დღეს ვიტყოდით ფსიქიზმში// არის იდეები რომლებიც იქ ჩააწყო ღმერთმა.

 

დეკარტეს ფილოსოფია შეიძლება გავიგოთ როგორც პასუხი მონტენის სკეპტიკურ კითხვაზე « რა ვიცი მე ? »  ის იწყებს თანამედროვეობას იმიტომ რომ ისაა სუბიექტის ფილოსოფია.

 

    ცოდნის ერთიანობა

 

ნაშრომში  « წესები სულის ხელმძღვანელობისთვის » // Regles pour direction de l’esprit// დეკარტე პირველ პრინციპად ასახელებს  ცოდნათა ერთიანობის პრინციპს.

დეკარტეს თქმით მეცნიერებები იმდენადაა დაკავშირებული ერთმანეთთან  რომ უფრო ადვილია მათი ერთად სწავლა ვიდრე მათი ერთმანეთისგან გამოყოფა. ამით მეცნიერებები დიდად განსხვავდება ტექნიკებისგან// ტექნიკებს მაშინ ხელოვნებებს უწოდებდნენ//.

შუძლებელია ყველა ხელობის ერთად ცოდნა.  ვერ იქნები ერთდროულად კარგი მზარეული, კარგი ზღვაოსანი და ოსტატი მჭედელი.

 

როგორც სინათლე ანათებს ობიექტთა სიმრავლეს თავისი ერთიანობის დაუკარგავად გონებაც დააკვირდება ობიექტთა სიმრავლეს თავის მღლიანობის და სიმწყობრის დაურღვევლად.

გამოთქმა ბუნებრივი სინათლე კლასიკურ ხანაში  წმინდა წიგნების გამოცხადებული ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ აღნიშნავს ადამიანის გონებას.  აქედანაა გარკვეული მეთოდის შესაძლებლობა და აუცილებლობა.

 

მემეთოდი ენციკლოპედიის წინააღმდეგ

 

დეკარტე შეხვდა  ყველაფრით დაინტერესებულ ორ პიროვნებას  რომელთაც დააგროვეს სხვადასხვა სფეროში ცოდნის დიდი მასა. პირველი იყო ჩეხი ჰიმანისტი Comenius მან და დეკარტემ ლათინურად ისაუბრეს 4 საათი.  ეს იყო დიდი დავა-დაპირისპირება.  უნივერსალური, საყოველთაო ცოდნის ჰუმანისტური იდეალის  შეჯახება მეთოდური ცოდნის თანამედროვე მოთხოვნასთან.

დეკარტეს აზრით ყველაზე დიდი ცოდნაც მეთოდის გარეშე იქნება  როშვა,ლაქლაქი და მეტი არაფერი.

 

 მეთოდის აუცილებლობაში დეკარტე კიდევ არწმუნებდა შვედეთის დედოფალ კრისტინს  ამ მანდილოსნის გონება სავსე იყო ყველანაირი ცოდნით. ამან თითქმის შეშალა ჩვენი ფილოსოფოსი დეკარტე.

შვედეთის დედოფალმა კრისტინმა დეკარტე თავისთან დაპატიჟა იმიტომ რომ უნდოდა კიდევ რამის სწავლა.  ეს იყო დეკარტეს ბოლო მოგზაურობა.

დეკარტეს ეძინა დღეში 12 საათი და დედოფალს სჭირდა უძილობა.

ზამთრის ერთ ღამეს დედოფალმა დეკარტეს დაუძახა რაღაც მათემატიკური პრობლემის გადასაწყვეტად.

დეკარტემ იცოდა რომ თუ კი ადამიანი შესაბამისად მოუვლის თავის თავს იცხოვრებს იმდენს რომ თითქმის უკვდავი იქნება.

მაგრამ რა ექნა, წავიდა ზამთრის შუა ღამეს დედოფალთან, გაცივდა და გარდაიცვალა 54 წლისა ისე ხეირიანად არაფერი დაუწერია…

 

    « სიტყვა მეთოდზე » // Discours de lq méthode //

 

 

ნაშრომის სრული სახელია « სიტყვა მეთოდზე კარგად სააზროვნოდ და ჭეშმარიტების საძიებლად »

//Discours de lq méthode pour bien conduire sq rqison et chhercher la vérité//.

დეკარტემ ის დაწერა ფრანგულად  და არა ლათინურად // მაშინდელი მეცნიერები იყენებდნენ სწავლულ საერთაშორისო ენა ლათინურს//.

ამ ნაშრომის თემაა ნამდვილი და უეჭველი ცოდნა.

ავტორი უყოყმანოდ  წინ წამოსწევს თავის მოაზროვნე მეს

ესაა კოგიტო,  cogito (« მე ვფიქრობ » ლათინურად).  კოგიტო წარმოადგენს მოაზროვნე სუბიექტის თვითცნობიერებას.

 

უკვე წმინდა ავგუსტინე თავის « აღსარებებში » ლაპარაკობდა მე-თი,მისი მე მეტწილად დამოკიდებული იყო ღმერთის ტრანსცენდენტურობაზე.  მეთი რახარუხით, ხმაურიანად ლაპარაკი დაიწყეს დეკარტემ და მონტენმა.

 

ნაშრომის მეოთხე ნაწილში დეკარტე ადგენს მეთოდის ოთხ წესს :

 

  1. სიცხადის, სიაშკარავის //evidence// წესი- ნამდვილია მარტო ის რასაც ხედავ ცხადად და გარკვევით.
  2. ანალიზის წესი- სირთულის დაყოფა მის შემადგენელ ნაწილებად.
  3. სინთეზის წესი- მთლიანობის აღდგენა ელემენტებიდან გამომდინარე.
  4. ჩამოთვლის წესი- დარწმუნება იმაში რომ საკითხი ამომწურავადაა განხილული.

 

ნაშრომის მესამე ნაწილში დეკარტე ჩამოთვლის მორალის წესებს:

  1. თავისი ქვეყნის, განსაკუთრებით კი რელიგიური, კანონების და წეს-ჩვეულებების შესრულება. დეკარტე ახერხებდა ამ წესის დაცვას მისი ფილოსოფიის ნოვატორულ ხასიათთან ერთად. ტრადიციონალიზმის და ნოვაციის სინთეზი დღესაც აუცილებელი რამეა.
  2. ქმედების სიმტკიცე და მიზანდასახულობა-ტყეში რომც დაიკარგო უწყვეტად ტრიალს ჯობია პირდაპირ სიარული.
  3. სიბრძნე რომლის თანახმადაც უფრო უნდა შევცვალოთ ის რაც ჩვენზეა დამოკიდებული //ჩვენი წადილები//  და არა ის რაც არაა ჩვენზე დამოკიდებული //სამყაროს წესრიგი//. ესაა სტოიკოსთა მაქსიმა.

 

   ნაშრომის მეოთხე ნაწილი ლაპარაკობს დიდ მეტაფიზიკურ საკითხებზე, ღმერთის და სულის არსებობის დამადასტურებელ საბუთებზე.

ამ ნაწილის დასაწყისში ვხვდებით სახელგანთქმულ კოგიტოს.

შეიძლება დაეჭვდე ყველაფერში, მაგრამ ვერ დაეჭვდები საკუთარ აზროვნებაში იმიტომ რომ დაეჭვება აზროვნებაა.

ადამიანის არსებობა  არის მოაზროვნე არსებად არსებობა.

შეიძლება დავეჭვდეთ იმაში რომ გვაქვს სხეული, მაგრამ ვერ დავეჭვდებით იმაში ვართ მოაზროვნე არსება.

 

შემდეგ დეკარტე გადმოსცემს ღმერთის არსებობის დამამტკიცებელ საბუთებს. ადამიანს აქვს სრულყოფილების იდეა, მაგრამ თვითონ ადამიანი არასრულყოფილი არსებაა და ამიტომ ის ვერ იქნება ამ იდეის მიზეზი და წყარო.

სრულყოფილის, სრულყოფილების იდეის მიზეზი და წყარო შიძლება იყოს მხოლოდ სრულყოფილი არსი, სრულყოფილი არსება,ღმერთი.

ღმერთის არსებობის  მეორე დამადასტურებული საბუთი ონტოლოგიურია, ის რაც შუა საუკუნეებში წარმოიდგინა წმინდა ანსელმმა-სრულყოფილი არსი-არსების იდეა აუცილებლად გულისხმობს არსებობას…

თხზულების მე-5 ნაწილში დეკარტე გადადის ფიზიკის დაკითხებზე.

მატერია დაიყვანება განვრცობაზე და მოძრაობაზე. პირუტყვ ცხოველებს მეტყველი ცხოველი ადამიანისგან განსხვავებით არა აქვთ სული, პირუტყვი ცხოველები მანქანები არიან.

სიტყვა მეთოდზე მთავრდება იმედით რომ ცოდნას გამოიყენებენ ბუნებაზე გასაბატონებლად  და ფიზიკური ჯანმრთელობის მოპოვება-შესანარჩუნებლად

// დღეს თხემიდან ტერფამდე უსაშინლესი იარაღით ასხმული ადამიანი სპობს და აჩანაგებს ბუნებას.  ასეთ ბოროტ კარიკატურად აქციეს დიდი დეკარტეს ფილოსოფია იდიოტებმა//.

 

      « მეტაფიზიკური მედიტაციები »

…რაც არ უნდა ღრმა იყოს ეჭვი უეჭველია აზრის, აზროვნების და მოაზროვნის არსებობა

მე ვაზროვნებ, მე ვარსებობ. რომ ეჭვობდე, რომ დაეჭვდე, უნდა იაზროვნო.  რომ შეცდე უნდა არსებობდე.

თვითონ ეჭვი ვერ იქნება საეჭვო.

მაგრამ მოაზროვნე სული არაა მარტო. არის ღმერთი. მესამე მედიტაციაში დეკარტე ასაბუთებს ღმერთის არსებობას….

 

დეკარტესეული მექანიზმი

 

დეკარტეს რეალობა გაყოფილია ორად- ერთ მხარესაა მატერია-მეორე მხარესაა სული.

ბუნებაში არის მხოლოდ მატერია და მოძრაობა.  ესაა მექანიკის ობიექტები.  ადამიანის სხეულსაც შეიძლება მოექცე ისე როგორც ნებისმიერ უსულო ობიექტს.

დეკარტე ერთ-ერთი პირველი დაინტერესდა ფიზიოლოგიით.  რაც არის გამოყენებითი ფიზიკის სახეობა.

დეკარტეს მიდგომა რევოლუციური იყო.

საუკუნეების, მეტიც, ათასწლრულების მანძილზე ადამიანის სხეული ითვლებოდა საკრალურ, წმინდა, ხელშეუხებელ რამედ და აკრძალული იყო მისი გაჭრა-განკვეთა.

ძვრა მოახდინა აღორძინების ხანამ. მაშინ ანატომიურ დაფებზე პირველად გამოფინეს ადამიანის სხეულის ორგანოები როგორც საგანი-ობიექტები.

ადამიანის მატერიალური სხეულიც და ორგანოებიც ჩაითვალა ობიექტად რომელსაც შეიძლება მოექცე პრაქტიკული, უტილიტარული მოსაზრებების შესაბამისად.

//დღევანდელმა თავაშვებულმა ადამიანმა ესეც აქცია რაღაც საშინელ კარიკატურად. დღეს  ქალმა შეიძლება ფული გადაუხადოს გენეტიკურ მანიპულატორებს და მათი დახმარებით შეიძლება გააჩინოს შვილი საკუთარი დაღუპული ვაჟიშვილის სპერმიდან.  ასე მოთითხნილმა უბედურმა ბავშვმა აღარ იცის თუ ვინაა ეს ქალი მისთვის, დედა თუ ბებია, და აღარ იცის განსხვავება დედას და ბებიას შორის.. მისთვის მამაა დაღუპული ძმა.

გაჩნდა დიპლომირებული იდიოტების მთელი კლასი რომელიც ცხოვრობს ისტორიული კულტურის ნგრევა-მოსპობით.  დიდ კოსოვოელ დემოკრატად გამოცხადებულმა ჰაშიმ ტაჩიმ კარგად დიდი ქონება დააგროვა ცოცხალი თუ  დახოცილი სერბების სხეულებიდან ამოკვეთილი ორგანოების გსყიდვით. ეს უკვე როგორც კულტურული ისე ადამიანური კატასტროფაა.

 მოკლედ როცა ხართ გენიოსი ფრთხილად უნდა იყოთ თორემ ირგვლივ ბორიალობს ეშმაკი.//

 

   ცხოველი-მანქანის თორია

 

 მეტყველი ცხოველი ადამიანი შედგება ორი სუბსტანციისგან, -სულისგან და სხრულისგან.

პირუტყვ ცხოველს კი არა აქვს სული და ის მხოლოდ სხეულია.

დეკარტეს აზრით ცხოველი არის საათზე ცოტა უფრო დახვეწილი და რთული მანქანა.

ცხოველი კი განიცდის ტკივილს, მაგრამ როცა ძაღლი ყეფს როცა დააბიჯებ თათზე ეს ყეფს მანქანა და არა სულიერი არსება….

// დღეს, როდესაც პროფესორი სიგუას ნაირები წითელი არმიის ტანკითაც მხიარულად ანგრევენ ქალაქებს და იღებენ იმანუილ კანტის პრემიის ლაურეატ ედუარდ შევარდნაძის ნაირთა მადლობას, ნამდვილად დიდი ფილოსოფოსი დეკარტეს ეს თეორიაც გადააქციეს დიდ უბედურებად. დღეს ადამიანები როგორც მხეცები  ტანჯავენ და ასახიჩრებენ უსულო მანქანებად გამოცხადებულ საწყალ პირუტყვებს. ამით დაზაფრულ ევროპაში გავრცელდა ბუდიზმი რომელიც მოითხოვს პირუტყვების მიმართაც თანაგრძნობის გამოვლენას. ეს სულის მქონე ადამიანის სრულ გამხეცებას ეს ჯობია//.

 

        დღევანდელი გენეტიკური მანიპულატორებისგან და ტანკებით მარბენალი პროფესორებისგან განსხვავებით დიდი ევროპელი ფილოსოფოსი დეკარტე არ ყოფილა უღმერთო და ურჯულო

 

   თანამედროვე ფილოსოფიის მამად მიჩნეულ დეკარტეს სჯეროდა ღმერთის არსებობისა

ის იყო გულწრფელი მორწმუნე და კონსერვატორი რელიგიურ და პოლიტიკურ სფეროებში. ამიტომ არ მივიდა ის იმ მხეცურ უკიდურესობებამდე რომლებამდეც მივიდა დღევანდელი ათეისტურ-მატერიალისტურ-ჰედონისტური და უფრო თავგასული ვიდრე თავისუფალი მსოფლიო.

 

   დეკარტეს მორალი კი  არის სტოიციზმის და ქრისტიანობის ნაზავი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s