ბიბლიოთეკა,პირუტყვიდან წმინდანამდე

 

La loi de la jungle

Jean-Marie Pelt, La loi de la jungle,ჟან-მარი პელ, ჯუნგლის კანონი, პარიზი, 2003

ტყეში  ინსტინქტით მართული ძლიერი ხეები სინათლის გულისთვის ახრჩობენ უფრო სუსტებს.  ინსტინქტით მართული საშიში პირუტყვები იპყრობენ ტერიტორიებს.  გარეგნულად უწყინარი მცენარეებიც კი ავრცელებენ რთულ შხამებს. ესაა მათი ქიმიური იარაღი. მცენარეები ერთმანეთს ათასნაირად ებრძვიან.  მაგრამ მათ არ ყავთ სარდლები და მთავარსარდლები. მცენარეების სამყარო არიან არის სამყარო ბელადის გარეშე.

პირუტყვები ერთმანეთს ებრძვიან საკვების, ტერიტორიის, სექსუალური პარტნიორის ან  უფრო პატარების დასაცავად. პირუტყვმაც კი იცის რომ  დიდმა უნდა იზრუნოს პატარზე, მომავალ თაობაზე, ღმერთი თუ ბუნება, როგორც გენებოთ, პირუტყვთა მხეცობასაც უწესებს გარკვეულ საზღვრებს. ვერ ნახავთ სადისტ, საკუთარი სიამოვნების გულისთვის სხვის გამტანჯველ პირუტყვს მაშინ როდესაც სადისტი დიპლომირებული ადამიანებით სავსეა დღევანდელობაც.

   ტყე და ჯუნგლი  უგონობის ინსტინქტის სამყაროა. პირუტყვები არ აზროვნებენ. ისინი ბრმად ემორჩილებიან ინსტინქტს. მაგრამ თეთრი დათვიც კი არ აწყობს მურა დათვის გენოციდს.

    გენოციდებს აწყობს და ლამაზი ლოზუნგების ღნავილით ტანკით თბილისსაც ანგრევს ყველაზე საშიში მხეცი სამყაროში, მაღალდიპლომირებული ორფეხა ცხოველი  ადამიანი.

 //Jean-Marie Pelt, La loi de la jungle,ჟან-მარი პელ, ჯუნგლის კანონი, პარიზი, 2003

 

 

   ამ ადამიანი-მხეცის გაკეთილშობილების ტიტანური მცდელობა იყო და არის ქრისტიანობა

ამის ერთ-ერთი დიდი მაგალითია  მისტიკოსი, კომპოზიტორი, მწერალი, ექიმი,ფსიქოლოგი ფსიქოლოგიის როგორც სამეცნიერო დისციპლინის გაჩენამდე კათოლიკური ეკლესიის  ჰილდეგარდ დე ბინგენ-Hildegarde de bingen, გერმანულად Hildegarde von Bingen ,1098-1179

 

  ნამდვილი მედიცინა ზრუნავს როგორც ადამიანის სხეულის ისე მისი სულის ჯანმრთელობაზე.

სწორედ ასეთი ექიმია დიდი წმინდანი ჰილდეგარდ დე //ფონ// ბინგენი.

თავისი ნაშრომებით და ქადაგებებით ის კაცობრიობას  აფრთხილებს იმაზე რომ უზნეობა, უწესობა, ამორალიზმ-იმორილიზმი პირველ რიგში ვნებს უზნეოს, უწესოს, ამორალურ-იმორალურს და მერე დანარჩენებს.

 

« როდესაც ადამიანები ებრძვიან და ეომებიან ერთმანეთს  გააფთრებულ ადამიანთა უსაქციელობის შემზარავი სცენები, სიძულვილი, შური, ვნებები და ყველა ჩადენილი ცოდვა  არღვევს ბოროტების ჩამდენი ადამიანის,გააფთრებული მოძალადის სხეულის ორგანოთა, მის ელემენტთა ფუნქციონირებას.

 

მაგრამ როდესაც ადამიანები როგორც სიკეთეს ისე ბოროტებას აკეთებენ და ჩადიან ზომიერად მაშინ ელემენტები ღვთის მადლით ასრულებენ მათ ფუნქციას ადამიანის საჭიროებათა თანახმად » // Hildegarde de Bingen, Causes et remedes, ციტატა ჰილდეგარდ დე ბინგენის ნაშრომიდან  « « « მიზეზები და წამლები »//.

ამის და ბევრად მეტის ამოკითხვა შეგიძლიათ ვიგჰარდ  შტრელჰოვის წიგნში ასაკოვანთა ჯანმრთლობა ილდეგარდ დე ბინგენის მიხედვით, Wighard Strehlow, Le bien-être des seniors Selon Hildegarde de Bingen, ის ფრანგულად გამოიცა 2012 წელს//.

 

   დღეს, როდესაც პროფესორი სიგუა გაუთავებლად ღნავილით ტანკით ანგრევს თბილისს და იღბს იმანუილ კანტის პრემიის ლაურეატი ედუარდ შევარდნაძის  მადლობას  დიდი ევროპელი წმინდანი ჰილდეგარდ დე //ფონ// ბინგენის ნაშრომები ძალიან აქტუალურია. ევროპული ენების მცოდნე ექიმებო თარგმნეთ ისინი ქართულად ეგებ ბეჩავ საქართველოშიც ვინმეს რამე ეშველოს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s