წინ,არისტოტელეს მაგივრად კიბორგი

Afficher l'image d'origine

კიბერნეტიკული  ნაკეთობა პოსტადამიანი კიბორგი უკვე არახუნებს ჩვენს კარზე..

პროგრესი-არისტოტელეს მაგივრად იქნება კიბერნეტიკული ორგანიზმი კიბორგი კიბორგი

ადამიანს ადამიანად ხდის არა მისი ძალა არამედ ამ ძალის შეკავების და მოთოკვის უნარი // აღორძინების ხანის დიდი ჰუმანისტი პიკო დელა მირანდოლა//. ვიღას ახსოვს ძველი სუბრძნე…

 

დღევანდელი თავსატეხი- ტექნიკური ობიექტია თუ არა ცოცხალი  არსება ?

https://www.msn.com/fr-ch/divertissement/videos/une-m%C3%A8re-porteuse-donne-naissance-%C3%A0-son-petit-fils/vp-AAkFGtI

ერთმა კალოფორნიელმა ქალბატონმა გააჩინა თავისი საკუთარი შვილიშვილი.

მან თავისი საკუთარი მუცელი ათხოვა თავის უშვილო ქალიშვილს და ამ ნათხოვარი მუცელით გააჩინა თავისი საკუთარი  ქალიშვილის შვილი.

http://www.actumania.com/femme-en-californie-donne-naissance-a-son-propre-petit-fils-4118.html

Megan Barker-მა გააჩინა ბიჭი.  მაგრამ მის მიერ გაჩენილი ბიჭი მისი შვილიშვილია და არა შვილი/.

მისმა ქალიშვილმა 14 წლის ასაკში გაიგო რომ მას ვერ ეყოლებოდა შვილი.

დედამისმა აუსრულა მას სურვილი. დედამისმა გააჩინა თავისი ქალიშვილის ვაჟიშვილი…

https://iatranshumanisme.com/2015/09/01/embryons-genetiquement-modifies-vers-une-ere-de-lenfant-parfait/

ჰუმანიზმი აღარაა მოდაში. ეხლა მოდაშია ტრანსჰუმანიზმი,  აღარ სცემენ პატივს ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროს, ადამის და ევას შთამომავლებს,  პროგრესისტები თვითონ ცდილობენ მათი აზრით შღი ადამიანის მოთითხვნას.

Jaesa ,2015 წლის 1 სექტემბერი-  გენეტიკურად შეცვლილი ემბრიონი-ჩანასახები, ნაბიჯი სრულყოფილი ბავშვის ხანისკენ?

 მეცნიერები ამას წინ სიხარულით გადარია  მეცნიერულმა წერილმა რომელშიც ჩინელმა მკვლევარებმა აღწერეს ის თუ როგორ შეცვალეს მათ ადამიანთა ემბრიონი-ჩანასახების გენეტიკა.

in vitro ანუ კოლბა-სინჯარაში განაყოფიერების ერთი კლინიკიდან  აღებულ  არასიცოცხლისუნარიანი ემბრიონებზე მათ ჩაატარეს ცდები რომლებითაც ცდილობდნენ  იშვიათი გენეტიკური ავადმყოფობა béta-thalassémie-ს საწყისი გენის შეცვლას. 

მათი მიზანი იყო ამ გენის «შეკეთება ».

ამისთვის მათ გამოიყენეს რევოლუციური ტექნიკა, სისტემა CRISPR-Cas9.

ეს სისტემა მიიღეს და 2012 წელს ცოტა შეცვალეს ფრანგმა  ემანუელ შარპენტიემ // Emmanuelle Charpentier// და ამერიკელმა Jennifer Doudna-მ.

 მკვლევარების მიერ ჩატარებული ცდებისას განაყოფიერებული ემბრიონი მანიპულაციის დროს იყო ერთადერთი უჯრედის მდგომარეობაში რათა შესაძლებელი ყოფილიყო გენეტიკური ცვლილებების გადაცემა ემბრიონის ყველა მომავალი უჯრედისთვის.

 სასურველი მუტაცია მიღწეული იქნა მანიპულირებულ ემბრიონთა 10-ოდე პროცენტში.

უფრო პრობლემატური ისაა რომ მანიპულაციებით შეცვლილ ემბრიონთა ნაწილს  აქვთ როგორც შეცვლილი ისე უცვლელი უჯრედები.

ამ მანიპულაციებს ჰქონდათ არასასურველი შედეგებიც.

ამ უარყოფითი შედეგების მიუხედავად  მეცნიერთა ერთი ჯგუფი აშშ-ში აგრძელებს ადამიანთა ემბრიონზე ცდების ჩატარებას.

http://www.technologyreview.com/news/536971/chinese-team-reports-gene-editing-human-embryo/.

http://www.lesechos.fr/idees-debats/cercle/cercle-132264-lhumanisme-et-ses-avatars-1113571.php

 

ჰუმანიზმი და მისი ავატარები

 

ჰუმანიზმი იყო არსებული, ღმერთის ან, თუ გნებავთ, ბუნების მიერ შექმნილი ადამიანის პატივისცემა და განდიდება.

საბჭოთა კომუნისტების ბელადი მიხაილ გორბაჩოვისთვის ნობელის პრემიის მიცემის შემდეგ მოდაშია და დიდად პოპულარულია ტრანსჰუმანიზმი რომელიც თანამედროვე ადამიანს თვლის არასრულყოფილ საძაგელ რამედ და მიზნად ისახავს ამ არასურველი საძაგელი ადამიანის გაუმჯობესებას.

დღევანდელი ადამიანის გაუმჯობესების იდეა შეიძლება ბევრს მოეწონოს, მაგრამ განა ის მორალურია?

ადამიანის გაუმჯობესება, აი ამბიციური მიზანი. ესაა ტრანსჰუმანისტების ამბიცია.

მათ აქვთ უტილიტარისტული, პრაქტიკული მიზანი. უტილიტარიზმით გაჟღენთილი ვართ entham-ის შემდეგ.

« არ უნდა ვიტანჯოთ, ტანჯვა ბოროტებაა », რა თქმა უნდა  ვერაფერს ვიტყვით ამ განცხადების წინააღმდეგ თუ არ გვინდა რომ გამოგვაცხადონ სადისტ ჯალათებად.

http://www.lesechos.fr/idees-debats/cercle/cercle-132264-lhumanisme-et-ses-avatars-1113571.php#m8dkidDB8H2ShpWH.99

 

აუტანელი საზღვრები

ადამიანის ტანჯვა არის მისი არსებობის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო.

თუ გვინდა რომ პატიოსნები ვიყოთ არაა კარგი პასუხი ამ კარგ კითხვაზე.

 

ადამიანის არსებობა მოშხამულია უბედურებებით. დიდი გამოცანაა ავადმყოფობა.

აცახცახებული თუ კონვულსიებში მყოფი ბუნების მიერ გამოწვეული უბედურება-ბოროტების საიდუმლოს აორმაგებს გამხეცებული და შტერი ადამიანების მიერ ჩადენილი ბოროტების, მათ მიერ გამოწვეული უბედურების საიდუმლოება

 

მორწმუნე  ადამიანს, სულ მცირე, შეეძლო ღმერთისთვის საჩივირით მიმართვა.

მაგრამ დღევანდელმა ურჯულომ  ვის უნდა მიმართოს, იქნებ ფარულად უნდა იყვიროს ?

 

 უსასრულო თავისუფლების და ყველანაირი ტაბუ-აკრძალვის გაუქმების მსურველი დღევანდელი ადამიანისთვის  ადამიანისთვის როგორც ასეთისთვის  ბუნების თუ ღმერთის მიერ დაწესებული საზღვრები აუტანელი გახდა.

 

მაშ, კი, ადამიანის გაუმჯობესება, უეჭველად, ამ პროგრესს ტრადიციული ჰუმანისტებიც მოინდომებენ.

და თუ კი აღარაა ტრანსცენდენტურობა და ღმერთი მივცეთ ადამიანს საკუთარი თავის გაუმჯობესების საშუალება.

ყოველ შემთხვევაში ტექნიკური საზღვრები არ არსებობს ვინაიდან არ არსებობს საზღვარი რომელსაც ვერ გადალახავს ტექნიკა.

 

უნივერსალობა-საყოველთაობა და განსაკუთრებლობა-უცნაურობა

 

ჩვენს კარებთან მოჯარდნენ უტოპიები.

რითი განსხვავდება სამედიცინო აქტი იმ ქმედებისგან რომლის მიზანიცაა ადამიანის გაუმჯობესება თუ არა მხოლოდ მიზანი?

მაგრამ ტრანსჰუმანისტების ღირებულებები არაა მონტენის და პიკო დელა მირანდოლას ღირებულებები.

პიკო  დელა მირანდოლას კი უხვად ახსენებენ და აყალბებენ კიდეც ტრანსჰუმანისტები.

 

აღორძინების ხანის ჰუმანისტები აცხადებენ განსაკუთრებულის, უცნაურის საყოველთაო-უნივერსალურ ექსპრესიულობას.

 

  თუ არაფერი ადამიანური არაა ჩემთვის უცხო არაა უცხო არც არაფერი არაადამიანურიც იმიტომ რომ თავისუფალი ადამიანი, მე შეიძლება ვიყო როგორც მეუდაბნოე  ბერი ან დიდი კომპოზიტორი ისე  ლამაზი ლოზუნგების ღნავილით ტანკით თბილისის მნგრეველი მხეციც.

თამბრუსმხვევი რამეა ადამიანის ცხოვრება.

 

ფოიერბახის ათეისტურმა ჰუმანიზმმა სცადა ტრანსცენდენტურობის შეცვლა იმანენტურობით . მის თანახმად სწორედ ადამიანმა შექმნა ღმერთი თავის ხატად და არა პირიქით.

ეს იმანენტურობა, მთლიანობა რომლის ნაწილიც ვარ, არის კაცობრიობა(die Gattung).

მაგრამ მაშინ, მონტენის კლასიკური ჰუმანიზმისგან განსხვავებით, კაცობრიობა სწყდება განსაკუთრებულს, რომელიც გადაიქცა ინდივიდად.

არადა განსაკუთრებული არაა ინდივიდი.

განსაკუთრებული გამოხატავს უნივერსალურ-საყოველთაოს.

ინდივიდი არის მთლიანობის ნაწილი და მაშინ არის კაცობრიობის  ინდივიდის ტიპის შესაბამის ქვე-სახეობებად დაყოფის ცდუნება.

ნაციზმამდე კარგა ხნით ადრე მე-19 საუკუნემ  უშიშრად გამოყო კაცობრიობაში  « ქვე-სახეობები», ინვალიდები, დამნაშავეები თუ უსარგებლოები. ამ საუკუნეს ეშინოდა კაცობრიობის გადაგვარება-დეგრადაციისა.  დარვინისტების და სოციალ-დარვინისტების თქმით  პროგრესი ხელს უშლის ბუნების და ბუნებრივი გადარჩევის შრომას.

მასობრივი სტერილიზაციის ევგენისტური პრაქტიკა  დიდხანს გაგრძელდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც.

პროფესორი სიგუა ჩაგთვლის უსარგებლო ვინმედ და დაგიშენს წითელი არმიის ტანკს. ესეც გორბაჩოვული ევგენიზმია.

და სწორედ ამ დროს უნდა გავიმეოროთ ხმამაღლა ის რასაც სულ ამბობდა მონტენი.

ყოველი ადამიანი ზიდავს ყველა ადამიანს ვინაიდან ყოველი ადამიანი ასრულებს ადამიანობას….

 

ადამიანი, საკუთარი თავის მძერწავ- შემქმნელი?

 

აღორძინების ხანის დიდი იტალიელი ჰუმანისტი პიკო დელა მირანდოლას თქმით ადამიანის მთავარი განმსაზღვრელი ნიშანია ღირსება:

« ადამიანი უდიდესი სასწაულია ყველა ქმნილებას შორის». «  ადამიანს მიენიჭა ძალა ქონდეს ყველაფერი რაც უნდა და იყოს ყველაფერი ის რადაც ყოფნა უნდა იმიტომ რომ ის სჭედავს, ამზადებს და გარდაქმნის საკუთარ თავს ნებისმიერი ქმნილების ზორციელ ფიგურად, ბუნებად.

ადამიანი არის მრავალნაირი და ცვალებადი ბუნების ცოცხალი არსება» // სიტყვა ადამიანის ღირსებაზე//.

ეს კი გაახარებს ტრანსჰუმანისტებს, მაგრამ პიკო დელა მირანდოლა ასევე ამბობს რომ საკუთარი თავის გარდაქმნის უნარის მქონე ადამიანს არა აქვს საკუთარი თავის საკუთარი ხუშტურების შესაბამისად გარდაქმნის უზენაესი, ლეგიტიმური  ძალის მიერ მინიჭებული უფლება.

 

ადამიანს ადამიანად ხდის არა მისი ძალა არამედ ამ ძალის შეკავების და მოთოკვის უნარი.

აი ეს არ მოეწონებათ ტრანსჰუმანისტებს.

თუ კი ტექნიკის არსი მეტაფიზიკურია, როგორც ამას ამბობს ჰაიდეგერი, მაშინ ჩვენ არა გვაქვს მისი მოთოკვის ბევრი საშუალება თუ არა  საზღვრებით რომლებიც შეიძლება დამოკიდებული იყოს მომენტზე და პოლიტიკურ მოსაზრებებზე.

ვინ იქნებიან ჩვენს შორის ის მამაკაცები და ქალები  ვინ შესძლებენ მათ ძალაზე უფრო ძლიერებად ტოფნას, ვისაც შეეძლებათ მათი ძლიერების მოთოკვა?


En savoir plus sur http://www.lesechos.fr/idees-debats/cercle/cercle-132264-lhumanisme-et-ses-avatars-1113571.php#m8dkidDB8H2ShpWH.99

 

 

http://www.lemonde.fr/revision-du-bac/annales-bac/philosophie-terminale/le-vivant-peut-il-etre-considere-comme-un-objet-technique_t-irde56.html

 შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ტექნიკურ ობიექტად ცოცხალი არსება?

 

ამაზე ფიქრობენ საფრანგეთის სკოლის მოწაფეებიც.

ძველმა სიბრძნემ იცოდა რომ ცოცხალი არსება განსხვავდება თუნდაც უახლესი და ურთულესი ტექნიკური ობიექტისგან, ვთქვათ  ნობელის პრემიის ლაურეატი აკადემიკოსი სახაროვის მიერ გაკეთებული ბირთვული ბომბისგან ან დრონებისგან რომლებითაც უკვე რამდენი წელია რაც ანგრევენ აღმოსავლეთს.

 

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე //ძვ.წ. 384-322// რადიკალურად განასხვავებდა ერთმანეთისგან ბუნების თუ ღმერთის, ქმნილება   ცხოველს,  ადამიანის, ხელოვანის თუ ხელოსანის ქმნილებისგან.

 ეს იცოდნენ ძველმა ქართველებმაც. ძველქართულად სიტყვა ცხოველი ნიშნავს ცოცხალს.

ღმერთის თუ ბუნების ქმნილება  ცხოველები მოძრაობენ სპონტანურად. მათ თვითონ მათში აქვთ  მათი მოძრაობის და დასვენების პრინციპი.

ისინი მოძრაობენ თუ გადაადგილდებიან მარტო, დამოუკიდებლად.

ხელოვნების ნაწარმოებებს  კი რა აქვთ მათში ეს პრინციპი, მათ მოძრაობისთვის და გადაასადგილებლად სჭირდებათ გარეშე მიზეზი, ძარეშე ძალა.

 « ყოველ ბუნებრივ არსებას მასში აქვს მოძრაობის და უძრაობის მიზეზი მაშინ როდესაც  ხელოვნების თუ ხელოსნობის არც ერთ ნაწარმოებს არა აქვს ბუნებრივი ტენდენცია ცვლილებისკენ.» // « ფიზიკა »-Physique, II, 1, 192b 15-20//.

სწორედ ეს განასხვავებს ინერტულ მატერიას ცოცხალი მატერიისგან.

სწორედ ეს განასხვავებს დამოუკიდებლად მოსიარულე ადამიანს მანქანისგან რომელიც უნდა დაქოქო.

ტექნიკური ობიექტებისგან განსხვავებით ცოცხალ არსებებს აქვთ «სული »,   მოძრაობის და სიცოცხლის სუნთქვის მსგავსი პრინციპი რომელიც მათ აცოცხლებს და ამოძრავებს.

არისტოტელე უმატებს რომ ეს უხილავი ძალა შემქმნელიცაა  :  ცოცხალი არსების ნაწილები არ ემატებიან ერთმანეთს მთლიანობის თანდათანობით შესაქმნელად ისე როგორც ეს ხდება სხვადასხვა ნაწილისგან  მანქანის აწყობისას. 

ცოცხალი არსების ნაწილები იზრდებიან ერთმანეთისგან  როგორც ნაწილები მთლიანობისა საიდანაც მომდინარეობენ.

ამ დაკვირვებიდან გამომდინარე არისტოტელე ამბობს რომ  მთლიანობა წინ უსწრებს ნაწილებს, საწინააღმდეგოდ იმისა როგორც ხდება მანქანის აწყობა.

  ცოცხალი არსება არაა ტექნიკური ობიექტი :

ცოცხალი არსების ნაწილები იქმნებიან ერთმანეთისგან, მაშინ როდესაც რექნიკური ობიექტის ნაწილები ემატებიან ერთმანეთს.

მაგრამ თანამედროვე ფილოსოფიის დამფუძნებლად აღიარებულმა დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა, მათემატიკოსმა და მეცნიერმა რენე დეკარტემ //1596-1650// უარყო არისტოტელეს და მის მიმდევართა მსოფლმხედველობა.

არის დეკარტეს სპეციფიური დუალიზმი რომლის თანახმადაც  სული და სხეული არსით, არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

დეკარტე ფიქრობს სული და სხეული არის ორი ერთმანეთისგან  განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი რამ.  მისი მტკიცებით ერთმანეთისგან ბუნებით,არსით განსხვავებული სული და სხეული არსებობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

დეკარტეს თქმით სული არის ცნობიერი, მოაზროვნე არსი და სხეული არის  გარკვეული სივრცის დამკავებელი უსულო მატერია რომელსაც შეიძლება უქნა რასაც ჩასთვლი საჭიროდ პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე.

დეკარტემ უფსკრული გათხარა მატერიას და სულს შორის, მაგრამ ის მორწმუნე ადამიანი იყო და არ მიუყვანია უკიდურესობამდე თავიში შეხედულებები.

 

 

 

 

 

 

http://pierre.campion2.free.fr/mornejdescartes.htm

სხეული არის  « მანქანა რომელიც მოძრაობს თვითონ»,  დეკარტემ ეს დაწერა  მარკიზ დე Newcastle-სთვის  1646 წლის 23 ნოემბერს მიწერილ წერილში.

ეს ფრაზა მოკლედ გამოხატავს დეკარტეს პოზიციას ცოცხალი ორგანიზმების მიმართ.

მატერია, მატერია და მეტი არაფერი

დეკარტეს თქმით როგორც პირუტყვის ისე ადამიანის სხეული მატერიაა და მეტი არაფერი.

ეს შეხედულებაუპირისპირებდა არისტოტელეს მიერ შთაგონებულ აზრს რომელიც ბატონობდა  სქოლასტიკურ მოძღვრება-სწავლებაში, ევროპულ ქრისტიანობაში.

ამ აზრის თანახმად ცივი და ინერტული მატერია თბილი და მოძრავი შეიძლება იყოს მხოლოდ არამატერიალური ძალის, სულის, anima-ს ჩარევის შედეგად.

არისტოტელეს თქმით ყოველი არსება შედგება მატერიისგან და ფორმისგან  და კვლევისას უნდა ვიკვლიოთ მთლიანობა და არა მარტო მატერია.

ცოცხალი არსების მატერიაა სხეული და ფორმაა სული რომელიც მას აძლევს თავის კონფიგურაციას და მისი მოძრაობის პრინციპს.

სული არის ცოცხალი სხეულის ფორმა.

სულის ზოგი უნარი აქვს ყველა ცოცხალ არსებას. და სულის ზოგი უნარი აქვს მხოლოდ ზოგ ცოცხალ არსებას.

მცენარეებს, მაგალითად, აქვთ მხოლოდ კვების და გამრავლების უნარები.

პირუტყვ ცხოველს აქვს შეგრძნებები და მოძრაობის უნარი.

ადამიანს კი ყველაფერ ამასთან ერთად ინტელექტუალური უნარი.

ესაა სერია რომლის ყოველი ნაწილი გულისხმობს წინას.

ამის შედეგი ორმაგია :

არისტოტელესთვის და შუა საუკუნეების ევროპელი ქრისტიანებისთვის  ცოცხალ არსებებს შორის არის გრადაცია, იერარქია, მაგრამ არაა წყვეტა და რადიკალური არსობრივი სხვაობა.

არის ონტოლოგიური უწყვეტობა რომელიც ადამიანს უფრო აახლოვებს პირუტყვ ცხოველთან და ხაზს უსვამს მათ კუთვნილებას ერთი ბუნებისადმი.

მეორეს მხრივ,  არისტოტელეს ტრადიციაში // ე.ი. სქოლასტიკაში და არისტოტელეს პატივისმცემელ მაჰმადიანებშიც//  სული ვერ იარსებებს სხეულის გარეშე, მაშ, ის ვერ იქნება დამოუკიდებელი ერთეული.

სულთან მჭიდროდ დაკავშირებული სხეული ძველად ითვლებოდა საკრალურ რამედ და დაუშვებელი იყო მისთვის უდიერად ხელის ხლება, აბუჩად აგდება.

ხოდა თანამედროვე ფილოსოფიის მამა დეკარტემ სულ გადააყირავა ეს წარმოდგენები.

მისი თქმით სხეული მატერიაა და მეტი არაფერი.  მატერია კი განისაზღვრება მხოლოდ განვრცობით და ამიტომ ის შეიძლება იქცეს კვლევის და უტილიტარული მოსაზრებებით ნაკარნახევი სხვადასხვა მანიპულაციების ობიექტად.

მაშ, მთელ სამყაროში არის ერთი და იგივე მატერია რომელსაც ახასიათებს მხოლოდ განვრცობა.

ის კი შეიძლება დავყოთ ნაწილებით. ეს ნაწილებიც შიძლება ვამოძრაოთ და გადავაადგილოთ ჩვენი სურვილების შესაბამისად.

მანქანის მოდელი

მოვაშოროთ მატერიას სული როგორც მოძრაობის პრინციპი  და სხეულის ასახსნელად დაგვრჩება მარტო მატერიის გეომეტრიული თვისებები.

მაშინ და ასე მკვიდრდება მოდელად მანქანა, « მანქანა რომელიც თვითონ მოძრაობს »,  დეკარტეს აზრით სხეული არის საათების, ხელოვნური შადრევნების, წისქვილების და ადამიანების მიერ ადამიანებისთვის გაკეთებული სხვა სხვა ავტომატების მსგავსი ბუნებრივი ავტომატი….

ცოცხალი პირუტყვი, საყვარელი ნაგაზი მურია არიის ისეთივე მანქანა როგორიცა პროფესორი სიგუას ტანკი.  აი ესაა დიდი დეკარტეს აზრი. თუ კი ყეფს ნაგაზი როცა მას დააბიჯებ თათზე ყეფს მანქანა ავტომატი და არა სულის გავლენით მოქმედი ცოცხალი არსება. ესეც დეკარტეს გავლენით გაჩენილი აზრია.

პროფ. სიგუას ტანკის მსგავსი ნაგაზი მურიას მოძრაობა და ხტომა შეიძლება აიხსნას მისი ორგანოების განლაგებით.

 https://fr.wikipedia.org/wiki/Animal-machine

დიდმა ფრანგმა ფილოსოფოსმა რენე დეკარტემ  მე-17 საუკუნეში თქვა რომ პირუტყვი ცხოველები არიან უსულო და აზროვნების უნარს მოკლებული  მანქანები რომლებიც  ადამიანის მიერ გაკეთებული მანქანების მსგავსად შედგებიან ჭანჭიკებისგან და გორგოლაჭებისგან.

 

დეკარტეს თქმით ადამიანის სხეულიც არის ადამიანის სულისგან არსით და ბუნებით განსხვავებული მატერია,

ხოდა დღეს დეკარტეს მატერიალისტმა ჭკუამხიარულმა მიმდევრებმა უკიდურესობამდე მიიყცანეს და ლამის კარიკატურად აქციეს დეკარტეს აზრები.

ისინი ადამიანის სხეულის დაზიანებულ ორგანოს ცვლიან სხვა ადამიანის ზოგჯერ კრიმინალური გზითაც ნაშოვნი ჯანმეთელი ორგანოთი.

თუ გაქვს ფული კოსოვოს მაფიოზი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი მოგყიდის ვიღაც სერბის თირკმელს, გულს ან ფილტვს და  და შეგაკეთებენ როგორც გაფუჭებულ მანქანას.

შეიძლება თუ არა ამ პირობებში ცოცხალი არსება ჩაითვალოს ტექნიკურ ობიექტად?

 იმის გასარკვევად აქვს თუ არა აზრი ამ შედარებას უნდა დავფიქრდეთ იმაზე თუ რა დამოკიდებულება აქვთ ბუნებასთან ხელოვნებას და ტექნიკას.

ასე გავავლებთ საზღვარს რომელიც გამოყოფს ბუნებრივს ხელოვნურისგან.

მეცხოველეობამ და გენეტიკამ ოდესღაც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული ცოცხალი არსებები გადააქციეს ჩვენი ინდუსტრია-მრეწველობის და ჩვენი ტექნოლოგიის ნაკეთობებად.

http://www.commentcamarche.net/contents/2208-cyborg-et-ia-la-fusion-programmee-entre-l-homme-et-la-machine

 

უკვე არის სპეციალისტ მექანიკოსთა მთელი პლანეტარული კლასი რომელიც ადამიანს აკეთებს როგორც მექანიკურ თოჯინას.

 

დეკარტემ  ცხოველი და ადამიანის სხეული გამოაცხადა მექანიზმებად.

 

ეხლა კი ტრანსჰუმანისტებს,  მათი აზრით უვარგისი ადამიანის გაუმჯობესების მსურველებს, უნდათ ადამიანის შეერთება მანქანასთან,  ადამიანის ქცევა კიბორგად.

 

კიბორგი და ხელოვნური გონება:

ადამიანის მანქანასთან შერწყმის პროგრამა,

2017 წლის იანვარი.

ეს თემა გასცდა მეცნიერული ფანტასტიკის ლიტერატურული და კინემატოგრაფიული ვარიანტების საზღვრებს.

 

. « კიბორგს» //« cyborg »// უძახიან მის საკუთარ სხეულში ჩართული მექანიკური დანამატებით « გაზრდილ» //« augmenté »// ცოცხალ არსებას, როგორც წესი ადამიანს.

ცნება კიბორგი არის შემოკლება ცნებისა

« cybertenic organism » // კიბერნეტიკული ორგანიზმი//.

ეს ცნება გამოჩნდა 1960-ან წლებში პირველი კოსმიური კვლევების დროს როდესაც მკვლევარები ფიქრობდნენ იმაზე თუ როგორ შესძლებდნენ ადამიანები არსებობას დედამიწის გარეთ.

მაგრამ კონცეფცია გაჩნდა ბევრად უფრო ადრე.  შეიძლება მივიდეთ მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე.  უკვე ედგარ ალან პო  1839 წელს გამოქვეყნებულ თხზულებაში The man that was used up // გადაკეთებული, აღდგენილი ადამიანი// აღწერდა მექანიკური პროტეზების მქონე ადამიანს.

მას შემდეგ რობოტები და კიბორგები იქცნენ ლიტერატურის და კინემატოგრაფის ძალიან პოპულარულ პერსონაჟებად.

დღეს კიბორგებზე უკვე ლაპარაკობენ მეცნიერული წინსვლის და არა ფანტასტიკის ცნებებში.

ტექნოლოგიების მინიატურიზაციის პროგრესთან ერთად აკეთებენ სულ უფრო და უფრო  უხილავ და უფრო  ეფექტურ პროტეზებს რომლებსაც შუძლიათ  სხეულის გამქრალი ან ავადმყოფი  ნაწილის შეცვლა. ეს პროტეზები სხეულის გამქრალ ნაწილზე უფრო ძლიერებია.

ტექნიკურ ცვლილებებთან  დაკავშირებით ხშირად ხმარობენ ცნებას  «ტრანსჰუმანიზმი».

ტრანსჰუმანიზმი არის მოძრაობა რომელიც სულ უფრო და უფრო ვრცელდება მასოფლიოში.  მისი მიზანია ადამიანის  

« სისუსტეების » გამოსწორება, ავადმყოფობებთან, ინვალიდობასთან, სიბერესთან, სიკვდილთან ბრძოლა და მათი დამარცხება.  ტექნოლოგიური პროგრესის და სხეულში მექანიკური გადანერგვები,ს, ჩანართების მეშვეობით.

ყოველივე ამას შეუძლია ადამიანის

« გაძლიერება ».

ზოგი უკვე ლაპარაკობს პოსტადამიანობა-პოსტკაცობრიობაზე //post-humanité// და ფიქრობს ამ პრაქტიკების გავრცელებას ყველა ადამიანზე.

ადამიანები რომელთა ფიზიკური და მენტალური უნარები დამოკიდებული იქნება მანქანებზე? აქედან კიბორგებზე ლაპარაკამდე მხოლოდ ერთი  ნაბიჯია.

იქნებ უკვე ვართ « კიბორგები» ?

კითხვა ირონიული ჩანს მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია თვალსაზრისზე.

თუ კი კიბორგი არის ადამიანი რომლის უნარებიც გაზრდილ-გაძლიერებულია  ტექნოლოგიური პროგრესით მაშინ კაცობრიობის კაი დიდი ნაწილი შეიძლება კიბორგად ჩაითვალოს.

ზოგი მკვლევარის აზრით ყოველდღიურ ცხოვრებაში  ელექტრონულ აპარატთა გამრავლებით ჩვენ უკვე შევედით კიბორგთა ხანაში.

ტელევიზორები, ტელეფონები, სატელიტები, ინტერნეტი აძლიერებენ ჩვენს შესაძლებლობებს  და ჩვენ ვეღარც  კი წარმოგვიდგენია მათ გარეშე არსებობა.

ეს ახსნა ინდივიდთა უმრავლესობისთვის მეტისმეტად არაზუსტია ვინაიდან პროგრესი არის ადამიანის დამახასიათებელი ნიშანი  და  მის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიური საშუალებები ვერ შეცვლიან  ადამიანის როგორც «მოაზროვნე ცხოველის» თავდაპირველ ბუნებას.

უფრო ილაპარაკებენ « გაზრდილ »

 //« augmenté »// სფამიანზე.

კიბორგს მაშინ დაუძახებენ ადამიანს რომლის სხეულიც შეცვლილია  მისთვის ახალი ფიზიკური თუ მენტალური შესაძლებლობების მისაცემად.

ადამიანის და მანქანის შერევა ადამიანის სხეულში მცირე ზონის ელქტრომოწყობილობების თუ მექანიკური მოწყობილობების ჩანერგვის მეშვეობით.

ასეთი ძიებები მიმდინარეობს რობოტიკაში, კიბერნეტიკაში, ნანოტექნოლოგიაში, კოგნიტიურ მეცნიერებებში და ა,შ.  და წინსვლა სწრაფია.

მექანიკური და ხელოვნური  დანართები ადამიანის სხეულში  არსებობს უკვე დიდი ხანია.  შეიძლება გავიხსენოთ სხეულის ხელოვნური ნაკვთები, სათვალეებიც, სმენის აპარატებიც. მაგრამ ეს უფრო ადამიანის « შეკეთებაა » ვიდრე მისი « გაზრდა ».

ცხადია რომ ჩვენ ჯერ არა ვართ კიბორგები, მაგრამ ადამიანის კიბორგად  ანუ კიბერნეტიკულ ორგანიზმად გადაქცევის მცდელობები გრძელდება.

ეხლა ცდილობენ ადამიანის სხეულზე ზემოქმედებას შიგნიდან  გენეტიკურ თუ მექანიკურ დონეზე , მაგ. სხეულში ჩანერგილი მცირე  რლექტრონულ-მექანიკური მოწყობილობების// puces// ჩანერგვის გზით.

დღევანდელი ადამიანი უკვე დამოკიდებულია აპარატებზე. უკვე ძნელია აპარატების გარეშე ცხოვრების წარმოდგენა.

ეხლა  უკვე ფიქრობენ ამ აპარატების ჩანერგვაზე ადამიანის სხეულში მიუხედავად იმისა რომ ეს  სვამს მრავალ ტექნიკურ და სოციალურ საკითხს.

როდესაც ვაკვირდებით ტექნოლოგიურ წინსვლას შეიძლება ვიფიქროთ რომ ასეთი სცენარი შეიძლება განხორციელდეს მეტ-ნაკლებად ახლო მომავალში.

ეხლა უკვე არსებობს ქიმიური დოპინგი, ელექტრონული აპარატების, განსაკუთრებით სამედიცინო აპარატების, სხეულში ჩანერგვა, თუ გაუმჯობესებული პროტეზები  რომლებიც ძალით ან შესაძლებლობებით ჯობნიან ადამიანის ბუნებრივ ორგანოებს და ნაკვთებს.

საინტერესო ისაა რომ პარალელურად  რობოტებს სულ უფრო და უფრო ამსგავსებენ ადამიანებს.  რობოტები უკვე მოძრაობენ როგორც ადამიანები, უფრო და უფრო ძლიერი ხდება ხელოვნური გონებაც.

// l’intelligence artificielle//.  მანქანები ემსგავსებიან ადამიანებს  და ადამიანები-მანქანებს.

დეკარტისსიმო !!!

 

მომავალი უკვე გვირახუნებს კარზე

განსაკუთრებით სწრაფია პროგრესი  ტექნიკის და მედიცინის სფეროებში და ამან რადიკალურად შეცვალა მუდამ ძლიერების მაძიებელი ადამიანის ცხოვრება.

ინფორმატიკამ, ვირტუალურმა მას მისცა სხვებთან  სწრაფად კომუნიკაციის, ცოდნის და იდეების სწრაფად გავრცელების, დროის მოგების საშუალება.

ამას  აქვს უარყითი მხარეებიც // ხდება მასებით მანიპულაცია, პირად ცხოვრებაში ჩარევა//  და ამის შესაბამისი მოვლენები.

მედიცინის პროგრესმა გააუმჯობესა ადამიანის ცხოვრება. უფრო ჯანმრთელი ადამიანი მეტ ხანს ცხოვრობს.

 

ყველაფერი ჩქარდება და ინდივიდთა უმრავლესობა ვეღარ მისდევს წინსვლათა და ცვლილებათა რიტმს.

ადრე რაღაც ტექნოლოგიის, მაგალითად ტელევიზიის თუ ტელეფონის გავრცელებას სჭირდებოდა წლები.

დღეს კი ტექნოლოგიები ვრცელდება დამაბნეველი სისწრაფით.

მაშ, არაა ძნელი იმის ფიქრი რომ ადამიანი დიდი წინააღმდეგობის გარეშე დათანხმდება  შიგნიდან ელექტროაპარატებთან დაკავშირებაზე რათა ბოლოს და ბოლოს გადაიქცეს კიბორგად.

 

მაგრამ მაინც სადა ვართ დღეს, როგორია ყველაზე შთამბეჭდავი წინსვლა?

და რისი წარმოდგენა შეიძლება ადამიანისთვის უახლოეს წლებში?

თუ არ მოხდება პლანეტარული კატასტროფა ჩვენმა ევოლუციამ  ახალი ტექნოლოგიური საშუალებების დახმარებით უნდა განიცადოს სერიოზული დაჩქარება.

ბიონიკური პროტეზები

ყველაზე შესანიშნავ წინსვლებს შორისაა  ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული დ მრავალი ძრავის მეშვეობით ადამიანის ნაკვთების მოძრაობების გამეორების უნარის მქონე ბიონიკური პროტეზები.

დღეს აკეთებენ  დიდად რეალისტურ ხელებს, მკლავებს, ფეხებს.  კიდევ უფრო საინტერესო ისაა რომ ეს ხელოვნური ნაკვთები ჯობნიან ბუნებრივ ნაკვთებს.

ჩნდება ახალი შესაძლებლობები.

ასე მაგალითად  უფეხებოდ დაბადებულმა ამერიკელმა მსახიობმა და  ათლეტმა Aimee Mullins-მა სპორტში და როგორც მანეკენმა წარმატება მოიპოვა  ძალიან გაუმჯობესებული პროტეზების მეშვეობით.

ის ეხლა ხშირად უწევს რეკლამას ამ პროტეზებს…

 

კიდევ უფრო შთამბეჭდავი მაგალითი :

ახალგაზრდა ავსტრიელი უბედური შემთხვევის გამო ვეღარ ხმარობდა თავის

მარცხენა ხელს.  მან გადაწყვიტა თავისი ბუნებრივი ხელის ამპუტაცია და მისი შეცვლა  უშუალოდ მის ტვინთან დაკავშირებული ბიონიკური მკლავით.

 მის ხელოვნურ მკლავს ელექტრონული ნიშნებით ბრძანებებს აძლევს მისი ტვინი.

სხეულის უკვე უვარგისი ნაკვთის შეცვლა ბიონიკური პროტეზით მისაღები იდეა შეიძლება იყოს, მაგრამ ის შეიძლება გავრცელდეს სრულიად ჯანმრთელ ადამიანებზეც.

 

 ეს იდეა ისმის Aimee Mullins,-ს ერთ ინტერვიუში :
«
  მე ვფიქრობ რომ დაიწყებენ ნებაყოფლობით, საკუთარი ნებით ამპუტაციებს. სპორტსმენები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ ჰქონდეთ საუკეთესო მიღწევები». .

აქა გვაქვს  ფეხების და მკლავების მაგალითები, მაგრამ იდეა ვარგა  ისეთი ორგანოებისთვისაც როგორებიცაა თირკმლები, გული,  ან კიდევ თვალები.

 

ოდესმე ჩვენი სხეული შეიძლება შეაკეთონ ხოლმე ისე როგორც შეაკეთებენ ხოლმე მანქანას, ბუნებრივ ორგანოების შცვლიან სათადარიგო ხელოვნური ან ბუნებრივი ორგანოებით ისე როგორც მანქანის გაფუჭებულ ნაწილს ცვლიან სათადარიგო ნაწილებით.

 

ცხადია რომ სხეულის  ზოგი ნაწილი უფრო რთულია ვიდრე სხვა.

მაგრამ ფიქრობენ რომ მძიმე უბედური შემთხვევის შემდეგ  შესაძლებელი იქნება მთლიანად ჩვენი ტვინის ან მისი ნაწილის შეცვლა.  

 თვალიც  რთული ორგანოა გასამეორებლად და, ყველაზე მეტად, ადამიანის ტვინთან შესაერთებლად.

მაგრამ ბოლო მიღწევები იმედის მომცემია და  პირველი ბიონიკური თვალი შეიძლება ვნახოთ ერთ-ორ წელიწადში.

იფრო რთული ორგანოების შემთხვევაში იკვლევენ ნანოტექნოლოგიების და

უმცირეს ელექტრონული მოწყობილობების

// puces électroniques.// სხეულში ჩანერგვის შესაძლებლობებს.

ადამიანის « შეკეთება  » თუ « გაზრდა»,

 ატარებენ ცდებს ადამიანის მანქანასთან შესაერთებლად უშუალოდ აზრით თუ უფრო კონკრეტულად, ტვინის მიერ გაგზავნილი ელექტრონული ნიშნებით  იმიტომ რომ ტვინი კარნახობს ყველა ჩვენს მოქმედებას.

 

კვლევის დროს იყენებენ ორ მეთოდს :  ერთია ელექტროდებით დაფარული ჩაჩის დახურვა. ეს ჩაჩი იჭერს ტვინის მიერ გაგზავნილ ნიშნებს რომლებსაც შემდეგ აანალიზებს კომპიუტერი რომელიც შემდეგ ამოქმედებს მასთან დაკავშირებულ მანქანას.

 

 ეს მეთოდი წინ მიდის, მაგრამ ნაკლებად ზუსტი და ნელია.

ამიტომ ზოგო მკვლევარი ფიქრობს პატარა ელექტრონული მოწყობილობების // puce// პირდაპირ ტვინში ჩანერგვაზე.

ეს აძლიერებს სიზუსტეს, მაგრამ  ზრდის მნიშვნელოვანი ინფექციების საფრთხეს.

 

ცდები, ტესტები ადამიანზე, მაშ, ეხლა ძალიან შეზღუდულია.

აქაც  კვლევები უმთავრესად გათვალისწინებულია ინვალიდებისთვის რომლებსაც აღარა აქვთ საკუთარი ბუნებრივი სხეულია ნდობა.

უმოქმედო სხეულის მქონე ინვალიდები დაინტერესებული არიან აზრით მართული მანქანით.

 

 

სხვა მკვლევარები კი ცდილობენ  ადამიანის გადაქცევას   ხელის უბრალო მოძრაობით ან აზრით მანქანების მმართველ არსებად ისე როგორც ტელევიზორის არხებს ასე თუ ისე შორიდან გადავრთავთ ხოლმე პატარა მოწყობილობის მეშვეობით.

 

 ამ სფეროში  ყველაზე გავლენიან მკვლევარებს შორისაა  დიდი ბრიტანეთის Reading-ის უნივერსიტეტში კიბერნეტიკის პროფესორი Kevin Warwick.

ის ცნობილია ხელოვნურ მოწყობილობათა ჩანერგვით თავის საკუთარ სხეულში.

2002 წელს მან თავის საკუთარი მკლავის ნერვში ჩანერგა პატარა ელექტრომოწყობილობა // puce// რათა შესძლებოდა  მარტივი მანქანების ამოქმედება უბრალო მოძრაობით //რობოტიკული ხელი//.

ტექნოლოგიურ პროგრესს უყურებენ როგორც ადამიანის გაუმჯობესების  და არა უბრალოდ მკურნალობის საშუალებას.

 

მეტიც,  ინტერნეტის მეშვეობით  მოახერხეს რობოტიკული ხელისთვის ნიშანი-სიგნალის გადაცემა დედამიწის მეორე ნახევარზე.

 

 ყველაფერი ეს აჩენს გარკვეულ უხერხულობა-უქეიფობას.

იოლი წარმოსადგენია თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს არამზადამ ან დეგენერატმა  მანქანების შორიდან მართვის უნარი.

 

დიდი ბრიტანეთის Reading-ის უნივერსიტეტში კიბერნეტიკის პროფესორიKevin Warwick-ი ოცნებობს და საკმარისად სერიოზულად ფიქრობს იმაზე რომ იქნება  ახალი პოსტადამანური ანუ ადამიანის შემდგომი სახეობის პირველი წარმომადგენელი,პირველი კიბორგი.

 

მისი უახლოესი ამოცანაა საკუთარ თავში პატარა ელექტრონული მოწყობილობების

 // puces// ჩანერგვა.

თავის ტვინში ამ ელექტრონული ჩანართებით მას ექნება ტელეპატიური ურთიერთობა სხვა ადამიანთან რომელსაც თავის თავში ექნება ასეთივე ჩანართები.

 

მკვლევარის თქმით ასეთი ტელეპატია რეალობად შეიძლება იქცეს  ათიოდე წელში.

 

 ეს ექსპერიმენტები ჩება ძალიან ჰიპოთეტურად/ მალბათ შეხვდებათ წინააღმდეგობა იმათი ვისაც ესმის ამ ექსპერიმენტების საფრთხე.

 

ამ მკვლევარებს უკვე უნდათ ადამიანის გადაკეთება ბოდიში გაუმჯობესება და არა ბოდიში შეკეთება.

მათ უნდათ ადამიანის გადაქცევა ხორციელი სხეულისა და ლითონის ჰიბრიდად.

ეს გამოკვლევები ეჭვს აყენებენ და ცვლიან ადამიანის მეობასაც.

ისინი ადამიანს თანდათანობით აქცევენ თავისი ბუნებრივი გარემოსგან გამოყოფილ-იზოლირებულ არსებად.

ისინი ადამიანს აქცევენ მთლიანად ხელოვნურ ნაკეთობად.

ეს // საბედნიეროდ// იწვევს დიდ პოლემიკას და წინააღმდეგობას.

 

უკვე დაიწყეს ხელოვნური საშვილოსნოს კეთება ხელოვნურად გაკეთებული ემბრიონიდან ხელოვნურად მოთითხნილი ბავშვის გასაჩენად.

უკვე არიან გენეტიკის ტექნიკოსი ექსპერტები.  თუ ფულს მისცემთ ისინი გენეტიკური მანიპულაციებით დაგიმზადებენ თქვენთვის სასურველი თვალების,თმების და კანის ფერის და ლამაზი ფიზიკური ნაკვთების მქონე, ავადმყოფობებისგან დაზღვეულ ბავშვს. ბავშვს.

 

ამ კვლევა-პრაქტიკებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ჯერ-ჯერობით ისევ ბედავენ რელიგიური ჯგუფები და მეცნიერები  რომლებსაც აფიქრებთ ამ პრაქტიკებთან დაკავშირებული ეთიკური პრობლები.

ცოცხალი ადამიანის გადაქცევა ზედიპლომირებულთა ნაკეთობად. ამ იდეას ბევრი ჯერ-ჯერობით ვერ იღებს.

 

ნანოტექნოლოგიათა რევოლუცია

 

მომავალში დიდი როლი შეიძლება შეასრულოს ნანოტექნოლოგიამ

ტექნიკას იყენებენ როგორც წარმოების მრავალ სფეროში ისე მედიცინაში.

 

მრავალი ჯუფი მუშაობს ლითონის თუ ორგანული მიკრორობოტების შესაქმნელად.

ამ მიკრორობოტებმა უნდა შესძლონ  თქვენი სხეულიას სკანირება და შეკეთება შიგნიდან.

 უკეთესი, არც ისე დიდი ხნის შემდეგ შესაძლებელი უნდა იყოს  ჩვენი სხეულის დაზიანებული ნაწილების, მაგ. თვალის ბადურის // rétine// შეცვლა.

 

ნანოტექნოლოგიები, ეს მიკრორობოტები მოქმედებენ მოლეკულურ დონეზე, რაც იძლევა ადამიანის სხეულზე ზუსტად, დამიზნებით მოქმედების, ავადმყოფობათა მოსპობის თუ სიბერის დაყოვნების, ჩვენს ქრომოსომებში არსებული გენეტიკური კოდის ბოდიში გაუმჯობესების საშუალებას.

 

ნანოტექნოლოგიები დიდად აინტერესებს აშშ-ს ჯარს  რომელმაც ასობით მილიონი ევრო ჩადო ამ მიკრომანქანების კვლევაში და ექსპლუატაციაში.

მისი მიზანია ჯარისკაცთა სრულყოფა,

 « სუპერ- ჯარისკაცთა» შექმნა . ამ ჯარისკაცებმა  ამ ნანო-მანქანების მეშვეობით უნდა შესძლონ  ჭრილობებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მეტიც, საკუთარი თავის შეკეთება.

ბიოტექნოლოგიაში და რობოტიკაში პროგრესთან ერთად  ყოველივე ამან შეიძლება გააჩინოს გენეტიკურად შეცვლილი სუპერ-ჯარისკაცები  რომლებიც დაამარცხებენ მტრულ არმიებს.

როგორც სამხედრო ისე სამოქალაქო სფეროებში მომხვდარი ეს ძვრები  კიდევ უფრო გააღრმავებენ მდიდრებს და ღარიბებს შორის არსებულ უფსკრულს….

 

Arte-მ ამას წინ გადასცა ოთხნაწილიანი რეპორტაჟი რომელიც კარგად აჩვენებს ამ სფეროში არსებულ წინსვლებს და პრობლემებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s