ფრანგების საყვარელი იაპონია

Afficher l'image d'origine

Pierre-François Souyri

ბიბლიოთეკა,ფრანგების საყვარელი იაპონია

იაპონურმა საზოგადოებამ ოდესღაც გადაწყვიტა იაპონელი ხალხის ეროვნული კულტურულ ისტორიული მემკვიდრეობის ყველაზე ღირებული, ყველაზე ლამაზი ნაწილის შენარჩუნება და ორი ატომური ბომბის დარტყმის მიუხედავად დღესაც ერთგულად ასრულებს ამ გადაწყვეტილებას.

აი ასეთი საზოგადოება სჭირდება საქართველოს.

 

 

http://yuzuvoyages.ch/le-japon/

 

იაპონია- დღვანდელობა წარსულის, ეროვნული ტრადიციების დაფასებით

 

იაპონელებისთვის წინსვლა, პროგრესი არაა ეროვნული ისტორიული და კულტურული

მემკვიდრეობის მოსპობა.

 

 იაპონია აქორწინებს ტრადიციებს და თანამედროვეობას, დღევანდელობას.

იაპონია არის მდიდარი და რთული ისტორიის მემკვიდრე და ეს გამოიხატება ორიგინალური და მომხიბლავი კულტურით.

 

ქალაქები მონდიალიზაციის დროს.

 

იაპონია  საინტერესოა როგორც მისი მონუმენტური მემკვიდრეობით // იაპონიის მრავალი ძეგლი აღიარებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობად//  ისე თანამედროვე ცოცხალი და ინოვაციური არქიტექტურით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  ქალაქების აღდგენის აუცილებლობამ ახალი ბიძგი მისცა იაპონურ არქიტექტურას.  აღიმართა ცათამბჯენები.

იაპონელმა არქიტექტორებმა  ტრადიციულ ცოდნაზე დაყრდნობით მიმართეს შთამბეჭდავ და გაბედულ ინოვაციებს, სიახლეებს.

 

იაპონელი არქიტექტორები მსოფლიოში აღიარებულები არიან  ინდუსტრიული მასალების ორიგინალური გამოყენებით, სივრცეების შექმნით, გარე გარემოსადმი ყურადღებით, ეკოლოგიური და გეოდეზიური პრობლემების მათებური გაგებით . დიდი ყურადღებით ბუნებრივი გარემოს მიმართ.

 

იაპონური ქალაქები,მაშ, გადაჭრით თანამედროვეები  და მსოფლიოსკენ გახსნილები არიან.  მათ განავითარეს ორიგინალური კულტურა. მაგალითად დავასახელებთ  კომიქს მანგას, მუსიკას, მოდას, სამზარეულოს.

კულტურის მრავალფეროვანი გამოვლინებები ქმნიან  ცოცხალ და საინტერესო შემოქმედებით ატმოსფეროს.  მუდამ ხალხით სავსე ბარები და რესტორანები არის სხვადასხვა სამყაროთა შეხვედრის ადგილები.

 

მაგრამ პროფესორი სიგუას ნაირთა ტანკების და დრონების ბათქაბუთქით  გადაღლილი და მიხაილ გორბაჩოვისთვის ნობელის პრემიის მიცემის შემდეგ ამდენი ქვეყნის ნგრევით და გაქრობის დაქანცული მოწმე მოულოდნელად აღმოაჩენს  სიმშვიდის და სილამაზის თავშესაფარ-ნავსაყუდარებს-ბაღებს, სადაც არის ტაძრებიც და პაგოდებიც.

ამ ბაღებში მეფობს სიმშვიდე, სიწყნარე, სილამაზე.

იაპონური ბუდიზმი ზენით შთაგონებული იაპონური ბაღის ხელოვნება  არის  ხეების, მცენარეების ესთეთიკის, სილაზის გამოვლენით მშვიდი მედიტაცია-დაფიქრებისთვის ხელის შეწყობის ხელოვნება.

ბუდიზმი გვეუბნება რომ ამქვეყნად გაჩენა ტანჯვაა, ავადმყოფობა ტანჯვაა, სასურველის არქონა ტანჯვაა, არასასურველის მოძალება ტანჯვაა, სიკვდილი ტანჯვაა,  სულ უხილავი ბაქტერიიდან უდიდეს იმპერატორამდე იტანჯება ყველა და აუცილებელია თანაგრძნობა, თანადგომა თორე პროფესორი სიგუას ტანკის ყველაფრის  მკვლელი რახარუხი გაგრძელდება.

და აი ამ ტანჯულ სამყაროში სიმშვიდის და სილამაზის კერებია ეს  იაპონური ბაღები.

მიდით, დატკბით, დაისვენეთ და თუ მოახერხებთ მსგავსი რამეების გაკეთებას საქართველოშიც მადლობელი ვიქნები.

მით უმეტეს რომ ძველ საქართველოშიც იყო ასეთი ბაღები. მათ უწოდებდნენ წალკოტს. კარგი სახელია.

 

იაპონური სოფლები და მათი შარმი.

იაპონია ცნობილია მისი პეიზაჟების დიდი მრავალფეროვნებით  : საზღვაო პეიზაჟები ფიჭვებით დაფარული კუნძულებით, ტყეები, მთები მრავალი ადგილობრივი სახეობის მცენარეებით,  არის გლეხების მიერ დამუშავებული პეიზაჟები  ბრინჯის და ჩაის კულტურებით.  გლეხების მიერ დამუშავებული პეიზაჟები სავსეა მწვანე ფერის ნაზი ვარიაციებით.

ტერასები ბრინჯისთვის და კულტურა ჰორიზონტალურ ზოლებად ადგილებს აძლევს დამუშავებულ, გარკვეული  «არქიტექტურის » სახეს.

 

მოგზაურობა სოფლებში, კუნძულების აღმოჩენა, სიარული ტყეებში, ყველაფერი ეს აკავშირებს ადამიანებს ბუნებასთან და ჩანს ხელოვნურობის არმქონე სინამდვილე რაც ძალიან უყვარს ბევრ იაპონელს.

მდიდარი წარსულისგან მემკვიდრეობით მიღებული რიტუალებით აღნიშნავენ ბუნების ციკლებს და დროის სვლას :HANAMI ( სიტყვა სიტყვით ყვავილების ყურება)  ანუ  ყვავილების სუსტი სილამაზის ჭვრეტა.  ლექსები ახსენებენ გაზაფხულის ყვავილების სინაზე-დელიკატურობას. ეს ყვავილებიც ისეთივე ეფემერულია როგორი ეფემერულიცაა ადამიანთა ცხოვრება.

თავიდან იმპერატორის კარის hanami-ს პრაქტიკა გავრცელდა ხალხშიც.

ალუბლის ხეების ყვავილობის დროს იაპონელები ეხვევიან ერთმანეთს აყვავებული ტოტების ქვეშ, ტკბებიან ყვავილებით ხატავენ ან ფოტოებს უღებენ  მათ..

  • TSUKIMI ( სიტყვა-სიტყვით მთვარის ჭვრეტა)  არის სავსე მთვარის ჭვრეტისადმი მიძღვნილი საღამო, ჭვრეტენ სავსე მთვარეს და არ უჭვრიტინებენ უბედური კიმ კარდაშიანის უკანალს//.  ესაა შემოდგომის პირველი სავსე მთვარის პატივისცემის  პატივისცემის გარკვეული მანერა.
  • ეს დღესასწაული პოპულარული გახდა ედოს ხანაში //1603-1868//;
  • სოფლებში ეს იყო მოსავლის აღების  აღნიშნვის და მთვარისთვის ბრინჯის და გრძელი ბალახების მიძღვნის დრო.

 

  • .
  • YUKIMI ( სიტყვა-სიტყვით თოვლის ჭვრეტა )  იაპონელები თოვლს ჭვრეტენ მთელი ზამთრის მანძილზე.
  • თოვლის დაცემის ჭვრეტით და დუმილის ხარისხით , ცივი ჰაერით სუნთქვით სიამოვნება. იაპონელები ჯგუფურად სიამოვნებენ ყოველივე ამით.

ეს რიტუალები დიდ გავლენას ახდენენ იაპონელთა ფანტაზიაზე, მოწმობენ იმაზე თუ როგორ უყვართ იაპონელებს ბუნება და სეზონების გავლა.

ეს სიყვარული ჩანს იაპონურ ლექსებში და ჰაიკუებში.

https://mollybloomsday.com/2011/10/10/hokku/

ალუბლის თვალწინ
ღრუბლის კვამლში
ჩაიძირა ეული მთვარე.

 

სულთა სამეფოში
დასრულდება ჩემთვის
შენი სიმღერა, გუგულო.

აი ესაა იაპონური ჰაიკუ…

 

 

 

 მდიდარია დღევანდელობისკენ მიბრუნებული და ამავე დროს ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის შემნარჩუნებელი იაპონია.

სუფთა ჰაერით სუნთქვა და მოსვენება შეგიძლიათ ტრადიციულ იაპონურ  სასტუმრო-ბაკებში // auberges//  რომლებსაც ჰქვიათ ryokan. ისინი ქმნიან სულის მოთქმისთმისთვის აუცილებელ გარემოს. მოგასვენებთ მათი აბანოები  ofuro, იქ აგრეთვე არის გემრიელი კერძების შემომთავაზებელი სამზარეულო/

 

ტექსტი: Simone Forster / TS Perret

 

Jean-Marie Durand, გადავიაზროთ ჩვენი დასავლური თანამედროვეობა იაპონური მაგალითის მეშვეობით.

Repenser no tre modernité occidentale grâce à l’exemple japonais //,13/06/2016 

 

დიდი ხნის მანძილზე ისტორიულ ტრადიციებთან დაკავშირებულმა იაპონიამ მოდერნიზაციის პროცესი განიცადა მე-19 საუკუნის ბოლოს, იმავე დროს რაც ევროპამ.

 

 

ისტორიკოსი  Pierre-François Souyri მნიშვნელოვან ნარკვევში აჩვენებს იაპონური თანამედროვეობის ძალას და განსაკუთრებულობას.

იაპონია თანამედროვეა ისე რომ არაა დასავლური.

თანამედროვეობის კონცეფცია დიდხანს იყო დაკავშირებული დასავლეთის ისტორიასთან. დასავლეთი ითვლებოდა თანამედროვეობის აკვნად.

გააზრების ახალ საშუალებათა და ახალი არქივების მქონე ისტორიკოსთა ახალმა თაობამ  უკვე მრავალი წელია რაც გადასინჯა და შეცვალა ეს ფორმულა.

ჩვენ დავამთავრეთ ის რასაც Jack Goody-მ უწოდა  ისტორიის მოპარვა, ისტორიის ქურდობა ევროპელების მიერ //“vol de l’histoire” opéré par les Européens//:

თანამედროვეობის ისტორია ვეღარ დაიყვანება ევროპის გაძლიერებაზე და დანარჩენი მსოფლიოს ოქსიდენტალიზაცია-გადასავლურობაზე // occidentalisation//.

ევროპა აღარაა ყველაფრის საზომი.

პოპულარული გლობალური ისტორია

// histoire globale// წერს გადაჯვარედინებულ, ერთმანეთთან დაკავშირებულ, შერეულ ისტორიებს  რომლებიც გვიბიძგებენ  განზოგადების და შედარების  ჩვეულებრივი მანერების გადასინჯვისკენ.

დასავლური თანამედროვეობა არსით არის მსოფლიო გლობალური ფენომენის თავისებური ასპექტი.

იაპონია თანამედროვეა ისე რომ არაა დასავლური ამაზე წერს თანამედროვე ისტორიკოსი პიერ-ფრანსუა სუირი 2016 წელს გამოცემულ  თავის ბრწყინვალე ნაშრომში  « თანამედროვე ისე რომ არაა დასავლური,  დღევანდელი იაპონიის სათავეებთან » //Pierre-François Souyri, Moderne sans être occidental, aux origines du Japon d’aujourd’hui//

Pierre-François Souyri

 

« თანამედროვე ისე რომ არაა დასავლური,  დღევანდელი იაპონიის სათავეებთან »

http://www.gallimard.fr/Catalogue/GALLIMARD/Bibliotheque-des-Histoires/Moderne-sans-etre-occidental

Moderne sans être occidental

. Aux origines du Japon aujourd’hui

კოლექცია ისტორიების ბიბლიოთეკა- Bibliothèque des Histoires, Gallimard

გამოცემა : 11-05-2016

 

უკვე დიდი ხანია რაც ვაიგივებთ თანამედროვეობას იმ ფორმასთან რომელიც თანამედროვეობამ შეიძინა დასავლური საზოგადოებების განვითარების შედეგად.

პიერ-ფრანსუა სუირი კი გვეუბნება რომ ისტორია გვიჩვენებს რომ  დასავლური თანამედროვეობა არის მსოფლიო ფენომენის კერძო, განსაკუთრებული ასპექტი.

 

იაპონიაში თანამედროვეობა აღმოცენდა როგორც იაპონური და ჩინური აზრიდან ისევე  1880-ან წლებში დასავლეთიდან მისული კონცეფციებიდან, ბრძოლიდან ხალხის თავისუფლებისთვის და უფლებებისთვის, კონსტიტუციური რეჟიმისთვის რომელიც უფრო ჩინელ კლასიკოსებს ეწაფებოდა ვიდრე რუსოს იდეებს ;

იაპონელები იბრძოდნენ ინდუსტრიული სისტემის მიერ ბუნების მოსპობა-აოხრების წინააღმდეგ  და ეს ბრძოლა შთაგონებული იყო ადამიანისა და სამყაროს ჰარმონიის კოსმოლოგიით;

1910-ან წლებში გაჩენილი იაპონური ფემინიზმი  ზოგ იდეას ნახულობდა სინტოიზმში // shintô//;

და პირველი სოციალიზმი დიდად იკვებებოდა კონფუციანიზმიდან.

ძველი იდეოლოგიების ასეთი გამოყენებით იაპონურმა მოდერნიზაციამ  ფარდობითი გახადა დასავლური გამოცდილება.

იაპონური მოდერნიზაცია ფაქტიურად იყო როგორც დასავლური მოდელის უარყოფა ისე მისი მიღება //განსაკუთრებით მეოცე საუკუნეში 2 ატომური ბომბის დახმარებით//.

მაგრამ იაპონური მოდერნიზაციის რიტმი და კითხვები იყო  დასავლეთის მოდერნიზაციის რიტმის და კითხვების ანალოგიური.

განა შეიძლება რომ თანამედროვეობის საერთო გრამატიკას ჰქონდეს  სხვადასხვა წყაროები?

აი ესაა პიერ-ფრანსუა სუირის მიერ გამოვლენილი პარადოქსი.

 

http://www.lemonde.fr/livres/article/2016/05/19/histoire-quand-le-japon-se-reinventait_4921946_3260.html

პროფესორი ჟენევაში და იაპონიის დიდი ხნის სპეციალისტი პიერ-ფრანსუა სუირი //Pierre-François Souyri// გვიჩვენებს რომ მე-19 საუკუნის ბოლოდან დაწყებული იაპონიის მოდერნიზაცია  არ ყოფილა უბრალოდ დასავლეთის მიბაძვის შედეგი.

 იცნობთ თუ არა Toshiko Kidisha-ს ? იაპონიის იმპერატრიცას კარისქალმა ტოშიკო კიდიშამ 1882 წელს საჯაროდ წარმოთქვა სიტყვა ქალების გასანთავისუფლებლად. და მოხიბლა აუდიტორია.

ქალთა თავისუფლებისთვის მებრძოლმა ტოშიკო კიდიშამ  მრავალი წლის მანძილზე გააგრძელა თავისი ბრძოლა ისე რომ არც იცოდა რომ იმავე დროს ევროპაში სხვა კულტურულ კონტექსტში ისმოდა მსგავსი მოთხოვნები.

 

და თუ იცნობთ Shozo Tanaka-ს ?

შეძლებული იაპონელი გლეხებიდან გამოსული, 1890-ან წლებში იაპონიის პარლამენტის დეპუტატი ქალბატონი შოზო ტანაკა ათ წელზე მეტ ხანს ებრძოდა სახელმწიფოს, დიდ ინდუსტრიას და არმიას.

ის იცავდა გლეხებს  რომლებსაც წამლავდა და კლავდა იაპონიის ერთ მხარეში არსებული სპილენძის საბადო.

მან ეს საკითხი აქცია სახელმწიფო საქმედ, ქუჩებში მოხდა იაპონელების მობილიზაცია  და იაპონელები გაიყვნენ მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად ისე როგორც ევროპული საზოგადოება გაიყო დრეიფუსის საქმის დროს.

ჟენეველი პროფესორი პიერ-ფრანსუა სუირი გვიყვება კიდევ ბევრ ღირსეულ იაპონელზე.

ისინი თანამედროვეები იყვნენ ისე რომ არ გავდნენ მარატს და ელენა ბონერს.

იაპონიის მოდერნიზაცია დაკავშირებულია ისტორიის განსაკუთრებულ მომენტთან, Meiji-ს ხანასთან // 1867-1912//…

https://clio-cr.clionautes.org/moderne-sans-etre-occidental-aux-origines-du-japon-d-aujourd-hui.html

 

. პიერ-ფრანსუა სუირი, « თანამედროვე ისე რომ არაა დასავლური: დღევანდელი იაპონიის სათავეებთან » , გამომცემლობები Gallimard, ისტორიათა ბიბლიოთეკა //« Bibliothèque des histoires »//, 2016

პიერ-ფრანსუა სუირი არის იაპონიის სპეციალისტი,მრავალი ნაშრომის ავტორი, ტოკიოს ფრანგულ-იაპონური სახლის ყოფილი დირექტორი ეხლა არის ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი და იქ ასწავლის იაპონიის ისტორიას.

მისი ეს წიგნი ღრმად აანალიზებს დღევანდელ იაპონიას, როგორ აიგო ის და რა ურთიერთობა აქვს მას იმასთან რასაც მოხერხებულად, მაშ, არაზუსტად, ვუწოდებთ თანამედროვეობას.

ფრანგები ხშირად მოხიბლული არიან იაპონიით რომელმაც მოიპოვა  ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია   ისე რომ შეინარჩუნა ტრადიციების პატივისცემა და მნიშვნელოვანი წონა.

 

ფრანგები ხშირად არიან აღფრთოვანებული იაპონიით რომელმაც შეძლო  ყველაზე მოწინავე თანამედროვე ტექნოლოგიის დაქორწინება და დაკავშირება  ტრადიციების პატივისცემასა და მნიშვნელოვან წონასთან.

პროფესორმა პიერ-ფრანსუა სუირიმ ეს პარადოქსი განიხილა ძალიან მასტიმულირებელი ინტელექტუალური ხარისხის ნაშრომში….

«ჩვენ არა ვართ თანამედროვეობის უნიკალური მფლობელები » ესაა ამ შესანიშნავი წიგნის ავტორის აზრი…

 

იაპონიამ შეცვლა დაიწყო მე-19 საუკუნეში, ტეხილის თარიღად მიჩნეულ 1868 წლამდე.

Shogunat-შოგუნატი არ ყოფილა უძრავი გაშეშებული რამე.

ამ პერიოდშიც დამყარდა კონტაქტები დასავლეთთან და ამით დაიწყო ერთგვარი მოდერნიზაცია.

 « მოგზაურობა უცხოეთში, თარგმნა დასავლური ენებიდან იაპონურად, დებატი, აი 3 დიდი სიახლე  რომელთა ირგვლივაც გაცხადდა  განმანათლებლობა იაპონურად ».

ავტორი ასევე აღნიშნავს ზოგი სიტყვის და ცნების თარგმნის სიძნელესაც.

იყო იაპონიის მოდერნიზაციის 2 კონცეფცია:

 « ზოგი მოითხოვდა სახელმწიფოს პრეროგატივების განვითარებას»  და, მაშ, საჭირო იყო დასავლეთიდან ტექნოლოგიების შემოტანა ძველი იდეების უარყოფის გარეშე.

სხვები კი ფიქრობდნენ რომ წინსვლა ვერ იქნებოდა ხალხის პრეროგატივების გაფართოების გარეშე.

მაგრამ ეს 2 მოძრაობა გაჩნდა ერთდროულად და მათ შორის ყოველთვის არ ყოფილა წინააღმდეგობები.

მაშ, იაპონური თანამედროვეობა არ დაიყვანება  ახლების და ძველების გააფთრებულ შეტაკებებზე. იქ არაა ტანკით ტოკიოს მნგრეველი პროფესორი სიგუა.

იაპონიაში იყო დებატები რომლებიც გვაგონებს იმდროინდელ დასავლეთს: რა ადგილი უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ წარმომადგენლობას, როგორი უნდა იყოს სკოლა და ეკონომიკური განვითარება?

ქალების მაგალითი გვიჩვენებს დებატებს რომლებიც მაშინ აღელვებდნენ ქვეყანას.

ავტორი გვიჩვენებს იმდროინდელი იაპონიის მებრძოლ ქალებს, მაგ.  კიშიდა ტოშიკოს რომელმაც საჯაროდ წარმოთქვა სიტყვა თავისი პოლიტიკური იდეების გამოსახატავად.

ერთ სიტყვაში მან გამოიყენა ფორმულა « ქალიშვილები ყუთში» რომლითაც დაახასიათა ქალების დაქვემდებარებული მდგომარეობა.

ერთი ხალხი, ერთი ერი, ერთი კულტურა

იაპონიამ, მაშ, თანდათანობით ააგო თავისი თანამედროვეობა.20 წლის მანძილზე,

 « ენერგიათა მამობილიზებელი დებატების თემა იყო  ხალხის უფლებების გაფართოება რომელიც გაიგებოდა როგორც ხელისუფლების გადანაწილება საშუალო კლასების სასარგებლოდ…».

 

 ვითარება გაირკვა 1889 წელს ავტორიტარული კონსტიტუციის მიღებასთან ერთად.

ამის შემდეგ იყო სხვა დებატები, განსაკუთრებით კი იყო მეობის, იდენტობის საკითხი.

იაპონიის მეობა-იდენტობა კი მერყეობდა სამ ელემენტს, დასავლეთს და მის გავლენას, ჩინეთს და თვითონ იაპონიას შორის.

« საჭირო იყო იაპონიის მეობის განსაზღვრა ორ პოლუსს, დასავლეთსა და ჩინეთს

 შორის ».

იაპონიამ, მაშ, შეიმუშავა თავისი მოდელი რომელიც არ უნდა გამოჩენილიყო უკან დაბრუნებად.

ტოკუტომი სოჰო ფიქრობდა დემოკრატიაზე, პროდუქტივიზმზე და პაციფიზმზე.

 

 

 

 

 

 

 «  ნაციონალიზმის გაღვიძება ვერ ჩაითვლება ევროპული იდეის ექსპორტის შედეგად…».

 « // იაპონელი// განმანათლებლები 1870-ან წლებში მოითხოვდნენ ევროპულ ღირებულებათა მიღებას და უარყოფდნენ აზიურ ტრადიციას.  იყვნენ ისინი ვინც 1880-ან წლებში მოითხოვდნენ ხალხის უფლებების გაფართოებას და  შესაძლებლად თვლიდნენ ევროპულ ღირებულებათა და ზოგი აზიური ღირებულების თანაარსებობას.

იაპონისტურ- nipponiste-ური მოძრაობა კი 1890 წლისთვის ფიქრობდა რომ  მოდერნიზაცია გულისხმობს მჩაგვრელ გადასავლურება-ოქსიდენტალიზაციას

// occidentalisation oppressante// და გამოსავალს ეძებდა სხვანაირ თანამედროვეობაში.»

ერი, ნაციონალიზმი, აზიატიზმი

იაპონია იყო რთული და მძიმე არჩევანის წინაშე ვინაიდან დამოუკიდებელი რომ იყო საჭიროა გადასავლურება- ოქსიდენტალიზაცია, ეი. აღება იმისა რაც იძლევა განვითარების საშუალებას და ამავე დროს გადასვლურების შემთხვევაში კარგავ დამოუკიდებლობის გარკვეულ ფორმას.

მას შემდეგ უკეთესად გვესმის იაპონიის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაკეთებული არჩევანი, როდესაც მან აირჩია აშშ-ს მოკავშირედ გახდომა.

.

// ჰიროსიმას და ნაგასაკის თავს დამტყდარი 2 ატომური ბომბის შემდეგ// აღმოსავლეთი იაპონიაში გადაიქცა

ჰალუცინაციის, აკვიატებულ-აჩემებული აზრის ობიექტად.

პიერ-ფრანსუა სუირი განსაკუთრებით ახსენებს იაპონელ ინტელექტუალ Okakura Tenshin-ს რომელმაც ხაზი გაუსვა იაპონიის მჭიდრო კავშირს აზიურ კულტურასთან

მან თქვა რომ  « იაპონია ღალატობს აზიას იმიტომ რომ  მას უნდა დასავლელების მსგავსად ქცევა».

ეს აზიატიზმი ხანდახან აიტაცეს იაპონური იმპერიალიზმის მომხრეებმა.

ხანდახან უხსოვარი დროიდან მოსულ სიძველედ მიგვაჩნია ის რაც სინამდვილეში არის ახალი ქმნილება.

გადამწყვეტი როლი შეასრულა იაპონიის სუვერენმა  რომელსაც ერთდროულად უნდა განესახიერებინა როგორც ქვეყნის წინსვლა ისე ქვეყნის ჩართვა უძველეს ისტორიაში, მაგალითად ცერემონიების შექმნით:

 « მაშინ მოიგონეს ტრადიცია» :

ამ ფორმულაში ყველაფერია ნათქვამი.

პიერ-ფრანსუა სუირი უბრუნდება ზოგ იაპონურ კონცეფციას რომლებიხ ძნელად სათარგმნელი და ძნელად გასაგებია ევროპელებისთვის.

მაგალითად შეიძლება ვახსენოთ kokutai რაც ნიშნავს ეროვნულ თავისებურება განსაკუთრებულობას, ეს ეროვნული თავისებურება-განსაკუთრებულობა კი არის იმპერიული დინასტია რომელიც  უძველესი ხანიდან ხელმძღვანელობს იაპონიას და რომელმაც მარადიულად უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას.

 

და ბოლოს და ბოლოს რას გავს იაპონური სახელმწიფო?

 « ესაა ერთგვარი სინკრეტიზმი რომელშიც ყველაზე კონფორმისტული კონფუციური აზრი უკავშირდება ავტოქტონისტური აზრის რჩევებს, ერევა სოციალური დარვინიზმის და თანამედროვე ნაციონალიზმის ფორმებს».

მიუხედავად ამისა არ უნდა დავივიწყოთ ის რომ ეს მოდერნიზაცია არ ყოფილა მარტო მშვიდი დინარება.

უსამართლობის პირისპირ

გაისმა იაპონურად მოდერნიზაციის კრიტიკა. შეუტიეს ამ განვითარების ზოგ ნიშანს.

შეუტიეს, მაგალითად, პროდუქტივიზმს და იმპერიალიზმს.

 

პირველ შემთხვევაში უნდა ვახსენოთ Tanaka Shôzo-ს ბრძოლები.

ავტორი ბევრს ლაპარაკობს ევროპაში უცნობ ფიგურებზე.

 ის იმდროინდელი დებატების დასახასიათებლად  ყვება Ashio-ს სპილენძის საბადოების ამბებს.

მე-16 საუკუნიდან ექსპლუატირებული ეს საბადოები არ იძლეოდნენ დიდ პროდუქციას. თანამედროვე დასავლური ტექნიკის გამყოენებამ განაახლა სპილენძის მოპოვება,.

 

იაპონია ეწეოდა მის ნაწარმის 80 პროცენტის ექსპორტს. ის გადაიქცა მსოფლიოს მეორე მწარმოებლად და მარტო Ashio-ს საბადოები წარმოადგენდნენ იაპონიის პროდუქციის ოცდაათ პროცენტს.

ამის გამო გსიმართა სამმაგი სტრატეგიული ბრძოლა  მსოფლიო ბაზარზე სპილენძის გატანისთვის, მაღაროელების შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის და სოციალური სამართლიანობისთვის, გლეხების მინიმალური უფლებების დასაცავად სპილენძის საბადოთა უმოწყალო ექსპლუატაციით აოხრებულ და გავერანებულ რეგიონში სადაც მომსპარი იყო ბუნებრივი გარემო.

Tanaka Shôzo  ამბობდა რომ ინდუსტრიალიზაცია არ ქმნის ხალხის არსებობის გაუმჯობესების პირობებს  და. პირიქით, აჩენს სასოწარკვეთილებას, სიღატაკეს და სიბეჩავეს.

 

პიერ-ფრანსუა სუირი ადარებს ამ შემთხვევას დრეიფუსის საქმეს ევროპაში.

Tanaka Shôzo-ს ბრძოლა შეიძლება მრავალნაირად შევაფასოთ:

ვინ იყო ის,  ძველი რეჟიმის წარმომადგენელი რომელიც ებრძვის სიახლეს,  ხალხის თავისუფლებისთვის და უფლებებისთვის მებრძოლი თუ ბუნებრივი გარემოს, მოკლედ ბუნების დამცველი?

უეჭველია რომ ის იყო ყველაფერი ეს ერთად ვინაიდან აზროვნების ფორმები ერევა ერთმანეთს.

Tanaka განასახიერებდა   «აზრთა,იდეების მდინარებას თანამედროვეობისკენ მიმავალ იაპონიაში».

სხვა დავიწყებულებს შორის არიან ქალები  რომლებიც 1902 წელს მრეწველობაში წარმოადგენდნენ მუშახელის 50 %-ზე მეტს და ფეიქრობაში კი მუშახელის 80 %-საც კი.

 

 « იაპონური მოდერნიზაცია წინ მიიწევს თავისი იდეოლოგიური თავისებურებებით, თავისი განსაკუთრებული ღირებულებებით და მოდელებით. ის არც ჩამოშორებულია დასავლეთისგან და არც ჩამორენილია მისგან. »

 

პიერ-ფრანსუა სუირიმ დაწერა შესანიშნავი, ღრმა, როგორც ცნობილი ისე უცნობი ფაქტების მოყვანით იაპონიის თავისებურებათა აღმწერი წიგნი.

 

 

© Jean-Pierre Costille pour les Clionautes

 

იაპონურმა საზოგადოებამ ოდესღაც გადაწყვიტა იაპონელი ხალხის ეროვნული კულტურულ ისტორიული მემკვიდრეობის ყველაზე ღირებული, ყველაზე ლამაზი ნაწილის შენარჩუნება და ორი ატომური ბომბის დარტყმის მიუხედავად დღესაც ერთგულად ასრულებს ამ გადაწყვეტილებას.

 

აი ასეთი საზოგადოება სჭირდება საქართველოს.

 

 

 

http://www.lefigaro.fr/voyages/2016/04/05/30003-20160405ARTFIG00035-japon-les-traditions-derriere-la-modernite.php

 

ფრანგული გაზეთი Le Figaro, 05/04/2016 ;

 

 

Juliette Hochberg, იპონია : თანამედროვეობა-დღევანდელობის უკან ტრადიციებია

დედაქალაქი ადაპტირებულია მონდიალიზაციის წესებთან, ,აგრამ მისგან მოშორებით პატარა ქალაქები ცდილობენ მათ ლოკალურ ხელობათა შენარჩუნებას.

ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად იაპონიამ შესძლო მრავალი ტრადიციის შენარჩუნება.

აი 3 მაგალითი  ტოკიოს დასავლეთით Gifu-ს პრეფექტურაში არსებულ ამ პატარა ქალაქებთან ერთად.

 

Mino –  ქაღალდის სპეციალისტი

ესაა ძალიან თხელი და ამავე დროს ძალიან გამძლე და ძალიან ძნელად დასახევი ქაღალდი.

მას უკვე 1300 წელზე მეტი ხანია რაც აკეთებენ  ტოკიოს დასავლეთით Chūbu-ს ცენტრალურ რეგიონში მდებარე ქალაქი Mino-ს ოსტატები.

ამ დსხელგანთქმული  washi-ვაშისგან //«იაპონური ქაღალდი»//, რომელიც არის ამ ქალაქის კულტურის გულში, აკეთებენ ნათურებს, ქოლგებს. მარაოებს… ყველა იმ ტრადიციულ ობიექტს  რომლებსაც აღმოვაჩენთ ამომავალი მზის ქვეყანაში ყოფნისას.

მიდით Mino Washi-ს მუზეუმში და გაიგებთ თუ როგორ აკეთებენ ამ საოცრებას.

ისევე როგორც იაპონიის მრავალ მუზეუმში მნახველები აქ ამ საოცარი ქაღალდის გაკეთებას სწავლობენ საკუთარი გამოცდილებით.

მუზეუმის თანამშრომლები მათ სთავაზობენ სხვადასხვა მანქანის საკუთარი ხელით გამოცდას რითიც ისინი დაინახავენ ამოცანის სირთულეს. ამის შემდეგ მნახველებს შეუძლიათ ქაღალდის საკუთარი ფურცლის გაკეთება.

იქ ჩასვლისთვის საუკეთესო თვეა ოქტომბერი. ქალაქის ქუჩებს ამკობს ამა ხელოვნების 500-ზე მეტი ნაწარმოები. ისინი ამ ქაღალდისგანაა გაკეთებული.

ქალაქს ღამ-ღამობით ანათებენ სწორედ ეს ქმნილებები.

 

Takayama – ნამდვილი იაპონური საკეს გასინჯვა

იაპონური ანდაზის თანახმად საკე კარგია იქ სადაც ცივა.

Takayama –ში ზამთარი ძალიან ცივია/// და მართლაც, იაპონური სასმელი საკე ათბობს როგორც ტურისტებს ისე ადგილობრივებს.

 

Takayama როგორც ბრინჯის საფუძველზე ტრადიციული იაპონური სასმელი საკეს დამამზადებელთა ქალაქი სახელგანთქმულია უკვე  ედოს ხანიდან //1600-1868//.

მწარმოებლები მნახველებს აჩვენებენ ამ სასმელის დამზადების კულისებს.

შემდეგ კი სთავაზობენ სასმელი საკეს დეგუსტაციას და ჰოო… არჩევანიც დიდია უფრო სუსტიდან უფრო მაგარ სასმელამდე.

 

 

 

Seki – სამურაების კულტურის გულში

იაპონიის მესამე ქალაქი Nagoya-დან რამოდენიმე კილომეტრში  Seki-ში ისევ ცოცხალია არქიპელაგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოს, ხმლის გამოჭედვის ხელოვნება.

აქ უკვე 700-ზე მეტი წელია რაც  ხმლის ჭედვის ხელოვნება გადაეცემა თაობიდან თაობაში.

Fujiwara Kanefusa  და მისი 2 შვილი სდნობენ მასალებს  1500 ° C -ზე და ამზადებენ ხმლების პირებს.  ისინი არიან ხმლების მჭედელთა ოჯახის 25-ე და 26-ე თაობა.

ხმლების ჭედვა წლების მანძილზე დღემდე აკრძალულია, მაგრამ Seki-ს ოსტატები ხმლებს სჭედენ როგორც ხელოვნების ნაწარმოებებს და არა როგორც იარაღს.

 

აღარც სამურაები არიან და აღარც ხმლების ჩახაჩუხია მოდაში . ამ ოსტატებმა მოახდინეს ტრადიციათა მოდერნიზება და ისინი ეხლა ამზადებენ მაღალი ხარისხის დანებს, სამართლებს, მაკრატლებს….

ტრადიცია დღესაც ცოცხალია, დგას დღევანდელობის სამსახურში ამ სფეროში მომუშავე ოსტატები თუ მოყვარულები ხშირად ეწვევიან ხოლმე ამ პატარა ქალაქს მისი ტრადიციების აღმოსაჩენად.

ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართება ხოლმე ფესტივალი როდესაც პატივს მიაგებენ ამ ისტორიულ ოსტატობას. არის ხმლების  ჭედვის და პირების გაპრიალების ჩვენება-დემონსტრაცია, ხმლების გამოფენები, წარმოდგენები.

ტრადიციული ჭედვის Seki-ს მუზეუმი ტურისტებს მთელი წლის მანძილზე აჩვენებს იშვიათ დოკუმენტებს და ნაკეთობებს.

2 იანვარს არის ხოლმე uchizome-shiki, ჭედვის წლიური ცერემონია.

მარტის, აპრილის, ივნისის და ნოემბრის პირველ კვირა დღეს ოსტატი მჭედლები აწყობენ ხოლმე ხმლის პირის ჭედვის შთამბეჭდავ სანახაობას…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s