დღევანდელობის დარდებიდან

« გემი იძირება, ჩვენ კი უნდა დავიხრჩოთ ელეგანტურად »// ფრანგი ინტელექტუალი მიშელ ონფრე ქრისტიანული ცივილიზაციის დეკადაnსზე თუ სიკვდილზე.//

 Afficher l'image d'origine

 Afficher l'image d'origine

 

დღევანდელობის დარდებიდან

La société vulnérable, sécurité insécurité en Europe

Olivier Hassid, S. Roche-ს წიგნი « მოწყვლადი, დაუცველი საზოგადოება , უსაფრთხოება-დაუცველობა ევროპაში », გამოვიდა 2006 წლის ოქტომბერში // La société vulnérable, sécurité insécurité en Europe//

ცივი ომი ზაე-ზეიმით დაამთავრეს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელებს ნობელის და იმანუილ კანტის პრემიები ჩამოურიგეს, ბარემ  საქართველოს დედაქალაქი თბილისის ნანგრევებზეც იქეიფეს, მაგრამ ამან ბევრს ვერაფერს უშველა.

ტერაქტები, უკანონო ვაჭრობა, ქალაქური ჯანყები… ევროპულ საზოგადოებას თითქოს ყველა მხრიდან უტევს რაღაცა.

ევროპელთა ნაწილი თავს დაუცველად გრძნობს. ამ გრძნობას აძლიერებს   სევროკავშირის გაფართოება რომელსაც ზოგჯერ წარმოადგენენ როგორც კარის გახსნას აღმოსავლური მაფიებისთვის და ტერორიზმისთვის.

ევროპას უკვე უყურებენ როგორც დაუცველობის სივრცეს და არა როგორც მშვიდობის მომტან ძალას.

ამაზე საპასუხოდ მოხდა მრავალი ევროპელის რადიკალიზაცია.

2005 წელს კონსტიტუციური შეთანხმება უარყვეს რეფერენდუმზე საფრანგეთში და ჰოლანდიაში.

გაძლიერდნენ უკიდურესი მემარჯვენეები. არის « ევროპული სიძნელე-უქეიფობის» მრავალი სიმპტომი.

დადგა ევროპაში უსაფრთხოებაზე სერიოზულად ლაპარაკის დრო.

რა ალბათობაა იმისა რომ მოგკლავენ, დაგესხმებიან თავს, გაგქურდავენ და გახდები ტერაქტის მსხვერპლი ?

უფრო უსაფრთხოდ ვართ სახლში თუ ქუჩაში?

ვინ არიან დამნაშავეები?

ევროპელებს მართლაც ემუქრებათ მეტი საფრთხე თუ ისინი გრძნობენთ თავს უფრო დაუცველად? როგორ იყენებენ დაუცველობის ამ გრძნობას?

ხომ არ ახალისებს და აძლიერებს კრიმინალს ევროკავშირის ახალი საზღვრები?

პოლიციის გარდა ვინ იცავს უსაფრთხოებას// ევროპოლი, კერძო ოპერატორები, და ა.შ.// და რა ჯდება მათი შრომა?

კრიმინალის პროფილაქტიკა უფრო ეფექტურია თუ დასჯა?

მოითხოვს თუ არა უსაფრთხოება თავისუფლებათა შეზღუდვას?

ეს ნაშრომი დააინტერესებს იმათ ვისაც ჩაღრმავება ჩვენი საზოგადოებების მნიშვნელოვან ამ თემაში.

 

ავტორს., Olivier Hassid-ს, აკისრია მისია სტრატეგიული ანალიზის ცენტრში. ის ასწაცლის პარიზ ნანტერის და მონრეალის უნივერსიტეტებში და არის მრავალი ნაშრომის ავტორი.

. Sébastian Roche,  არის პოლიტოლოგი, კვლევის ხელმძღვანელი საფრანგეთის მეცნიერული კვლევის ეროვნულ ცენტრში

 // CNRS//. ის ასწავლის Sciences Po-ში და ლიონში პოლიციის უმაღლეს ეროვნულ სკოლაში.

ნაწყვეტი წიგნიდან :

ხომ არ არიან საშიშები ევროპული საზოგადოებები ? //LES SOCIETES EUROPEENNES SONT-ELLES DANGEREUSES ?//

ხომ არ არიან ევროპული საზოგადოებები უფრო საშიშები ვიდრე იყვნენ წარსულში?

 

უფრო უსაფრთხოდ თუ არიან ევროპელები ეხლა ვიდრე იყვნენ წარსულში?

უფრო დაუცველები ხომ არ არიან ევროპელები დღეს ვიდრე იყვნენ 50 თუ 100 წლის წინ?

ისტორიკოსებს. სოციოლოგებს, კრიმინოლოგებს სხვადასხვა აზრი აქვთ ამ საკითხების თაობაზე.

ზოგის თქმით საზოგადოების ზნე-ჩვეულებები დაიხვეწა, მაგრამ ინდივიდები უფრო და უფრო ითხოვენ უსაფრთხოებას.

სხვები ფიქრობენ რომ გასული 50 წლის მანძილზე კრიმინალი არსებითად გაიზარდა რაც ნიშნავს იმას რომ მიმდინარეობს « დეცივილიზაციის » //décivilisation// 

 ანუ ცივილიზაციის დასუსტება-ნგრევის პროცესი.

ამ ახალი რეალობის გასარკვევად  ჩვენ შევისწავლით ევროპაში უსაფრთხოების დიდ ტენდენციებს,  ევროპაში როგორც დამნაშავეობის ევოლუციას, ისევე დაუცველობის გრძნობის ევოლუციას.

შემდეგ ვიკითხავთ თუ დაუცველობის რომელი ფორმები შეგვძრავს: ქალაქური ძალადობები, ტერორიზმი, ორგანიზებული კრიმინალი ?

ჩვენ მოვხაზავთ ევროპაში დაუცველობის კონტურებს.

რეალური თუ განცდილი დაუცველობა :

არის თუ არა უფრო სანდო ევროპა 30 წლის მანძილზე კრიმინალის გაზრდის შემდეგ ?

დაუცველობა // insécurité// ევროპაში განუწყვეტლად ძლიერდებოდა 1960-ან-1990-ან წლებს შორის.  შემდეგ მოხდა მისი სტაბილიზაცია.

დამნაშავეები მოერგნენ ქალაქურ, ინდივიდუალიზებულ, გლობალიზებულ საზოგადოებას. მოხდა დამნაშავეების ადაპტაცია ამ საზოგადოებასთან.

ამ ახალმა ვითარებამ დაუცველობის ძლიერი გრძნობა გაუჩინა მოსახლეობას.

დაუცველობის სფეროში 50 წლის მანძილზე დიდი ტენდენციების დასახასიათებლად ჩვენ  რეალურ დაუცველობას, ე.ი. დამნაშავეობის ევოლუციას  განვასხვავებთ

« სუბიექტური» დაუცვე;ლობისაგან, ინდივიდების ღელვისგან უსაფრთხოების საკითხების გამო.

ბოლო წლებში მრავალ ევროპულ ქვეყანაში დამნაშავეობა კლებულობს, მაგრამ ევროპის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ისევ ეშინია.

ვენ ვეცდებით ავხსნათ თუ რატომაა დღესაც დაუცველობის ეს განცდა.

 

/// ამ ნაწყვეტებში არაა ნათქვამი რომ მიხაილ გორბაჩოვისთვის ნობელის პრემიის მიცემის შემდეგ სულ საუკეთესო სურვილებით დანგრეული ერაყიდან, ლიბიიდან და სირიიდან… გაქცეული შეშლილები უკვე საბარგო მანქანებით სრესენ ტარაკანებივით ფრანგებს და გერმანელებს.  აი დაუცველობის გრძნობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი//.

 

ეკონომიკური და ფინანსური კრიზისები, ხელმომჭირნეობის პოლიტიკა ანუ სახელმწიფო ხარჯების, სამუშაო ადგილების, სოციალურ დახმარებათა, ხელფასების და პენსიების შემცირება, გამწარებული ხალხი ლიტვაში, საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში  და ა.შ. იკლავს თავს და ამას დაემატა  დანგრეული აღმოსავლეთიდან  გაქცეულთა მასობრივი იმიგრაცია.

 

http://www.lefigaro.fr/actualite-france/2015/08/01/01016-20150801ARTFIG00099-l-immigration principale-preoccupation-des-europeens.php

 

  • ფრანგული გაზეთი Le Figaro, Eugénie Bastié , სააგენტოები AFP, AP, Reuters, Publié le 01/08/2015

რვროპელების მთავარი დარდი და საზრუნავია იმიგრაცია

კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ გამოკვლევაში იმიგრაცია პირველად იქცა ევროპელთა უპირველეს დარდად.  ეკონომიკური პრობლემები მათ ეხლა ნაკლებად აწუხებთ.

ევროპელი მოქალაქეებისთვის ამიერიდან ევროკავშირის უმთავრესი პრობლემაა იმიგრაცია. ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში მაისის ბოლოს ჩატარებული გამოკვლევების თანახმად ევროპელებს ეკონომიკურ და უმუშევრობის პრობლემებზე უფრო მეტად ადარდებს იმიგრაციის პრობლემა. ეს გამოკვლევა ევროკომისიამ გამოაქვეყნა ივლისის ბოლოს.

2010 წლიდან პირველადაა რომ იმიგრაცია უფრო ადარდებთ ევროპელებს ვიდრე ეკონომიკა და უმუშევრობა.

 

დაქცეული აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან გაქცეულმა ათობით ათასმა კაცმა მოინდომა იტალიაში დასახლება.

და იტალიელები გადაირივნენ. გამოკითხულ იტალიელთა 43 პროცენტისთვის ხალხთა ეს გადმოსახლება იტალიაში არის უმთავრესი პრობლემა,

 

ასეა გამოკითხული ფრანგების 34 პროცენტისთვის. რიგით მეორე სადარდებელია ეკონომიკა.

გეოპოლიტიკური სტაბილურობა ძალიან დარღვეულია და ამ კონტექსტში კალე და ლამპედუზა იქცნენ ევროკავშირის უძლურების სიმბოლოებად. ევროკავშირს ძალიან გაუჭირდა მიგრაციული ნაკადების მიმართ საერთო პოლიტიკის შემუშავება.

2015 წლის იანვრიდან ევროპაში ხმელთაშუა ზღვით ჩამოვიდა 150.000 მიგრანტი და 1900 მიგრანტი გზაში დაიღუპა.

ევროპელები  2014 წლის მოემბრიდან უფრო და უფრო წუხან ტერორიზმის გამოც….

 

http://www.courrierinternational.com/revue-de-presse/2014/11/13/des-violences-anti-immigres-eclatent-dans-la-banlieue-de-rome

 

 

პარიზული გამოცემა Courrier international, 13/11/2014,

რომის გარეუბანში ატყდა ძალადობა იმიგრანტების წინააღმდეგ.

რომის აღმოსავლეთი კვარტალი

Tor Sapieza-ს მკვიდრები გამოდიან მათ კვარტალში იმიგრანტების ყოფნის წინააღმდეგ.

უკვე რამოდენიმე დღეა რაც  რომის პერიფერიული კვარტალი Tor Sapienza არის იქ იმიგრანტების მიმღები ცენტრის არსებობის წინააღმდეგ მკვიდრთა გამოსვლების თეატრი.

დაუცველობის გრძნობით გამწარებული იტალიელები ამბობენ რომ ისინი სულაც არ არიან რასისტები.

რა რასიული სიძულვილი? რა დაშისტური ძალადობა? რომელი ექსტრემიზმის ტალღა?

მე მივიღე მონაწილეობა აქციებში იმიგრანტების მიღების ცენტრის წინ როგორც პირველ ისე მეორე ღამეს.

მე ყოველთვის ვაძლევდი ხმას კომუნისტებს.

მე მთელი ძალით ვყვიროდი რომ აღარ შეგვიძლია, მაგრამ ხმა არ ამომიღია ამ ადამიანების კანის ფერზე ან ეროვნებაზე.

გოგო გააუპატიურეს. ჭეშმარიტება მხოლოდ ესაა. აღარ შეგვიძლია საღამოობით სახლიდან გასვლა.  აი როგორ ვცხოვრობთ.

Adriana არის 60-ოდე წლის პატარა ქალი.

ის უკვე 40 წელზე მეტია რაც ცხოვრობს  რომის აღმოსავლეთით პერიფერიულ კვარტალში Tor Sapienza.

ის ქვრივია, ცხოვრობს სოციალურ ბინაში და მისი პენსიაა თვეში 600 ევრო.

მას დაარქვეს უბნის პასიონარია. . ადრიანა არის იმიგრანტთა წინააღმდეგ პროტესტების ერთ-ერთი ინიციატორი.  ეს პროტესტები გადაიზარდა შეტაკებებში.

რომი იწვის”, “გარეუბანთა ჯანყი ”,

იფეთქა რისხვამ”,  ასე გამოეხმაურა ამ ძალადობას იტალიური პრესა.

დაძაბულობა გრძელდებოდა თვეობით. ადრე უკვე იყო აქცია კვარტალში იმიგრანტების და თავშესაფრის მაძიებლების  მიმღები ახალი ცენტრის გახსნის წინააღმდეგ, პოლიციელების მიერ ბოშების ბანაკების უკეთესად გაკონტროლების მოთხოვნით.

Giorgio Morandi-ს ქუჩის გასწვრივ არსებულ პარკში, იმიგრანტთა მიმღები ცენტრის ახლოს უცხოელების მიერ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურების მცდელობამ ვითარება ააფეთქა.

იმიგრანტების მიმღები ცენტრის წინ გაიმართა გაწარებული მკვიდრების მანიფესტაცია ყვირილით « კმარა ძალადობა »,  « იმიგრანტები გარეთ » .

მანიფესტანტები ისროდნენ ქვებს. ცენტრში მცხოვრები აფრიკელები ფანჯრებიდან ისროდნენ რაღაც ობიექტებს. ჩაერია პოლიცია.

იყო უბნის მკვიდრ იტალიელთა ასოციაციეების ხმაურიანი კრება.

მერე ისევ იყო ძალადობა, ღრიალი, ქვების, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ცრემლსადენი გაზის გაშვება…ათზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

რომის მერმა, დემოკრატიული პარტიის წევრმა Ignazio Marino-, განაცხადა რომ რომში არ იქნება იმიგრანტთა დევნა და იმიგრანტების მიმღებ ცენტრებს უკეთესად გაანაწილებენ ტერიტორიაზე.

მაგრამ იტალიელები ისევ ითხოვენ ნაკლებ იმიგრანთა მიღებას.

10 წლის წინ კარგად ვცხოვრობდით, ყველა ყველას იცნობდა, მოთქვამს ადრიანა. ზაფხულის საღამოობით ბავშვები თამაშობდნენ გარეთ.

ჩვენ ვართ გარედან მოსული უზრდელი მოძალადეების მსხვერპლები. ისინი იქცევიან როგორც პირუტყვები, თუმცა მე პატივს ვცემ პირუტყვებს.”

Lucie Geffroy

 

 

http://www.courrierinternational.com/article/migrants-15-million-de-refugies-en-2015-lallemagne-depasse-les-limites

 

გერმანიამ ხელი გაშალა და მარტო 2015 წელს ერთბაშად მიიღო საუკეთესო სურვილებით დაქცეულ-დანგრეული აღმოსავლეთიდან გაქცეული 1,5 მილიონი ადამიანი. ამ მასაში არიან გაუთავებელი ძალადობისგან გაბოროტებულებიც, შეშლილებიც, ფიზიკურად ავადმყოფებიც, ისლამისტი ტერორისტებიც და, რა თქმა უნდა,  არის უბრალოდ მოვლენებისგან გაუბედურებული პატიოსანი ხალხიც.

 

 

ამას აქვს თავისი შედეგები

 

 

 

 

 

http://www.lemonde.fr/europe/article/2016/07/18/allemagne-attaque-a-la-hache-dans-un-train-plusieurs-blesses_4971507_3214.html

 

ფრანგული გაზეთი Le Monde.fr, სააგენტოები  AFP და Reuters | 18.07.2016

 

 

 

 

გერმანია : ცულით თავდასხმა მატარებელში, დაიჭრა 4 კაცი.

ერთმა 17 წლის ავღანელმა, რომელმაც განაცხადა რომ არის « ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი »,  ორშაბათს საღამოს ბავარიაში მძიმედ დაჭრა 4 კაცი.

 

 

« მე ვარ ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცი, მე გერმანიაში ჩავატარებ მარტვილობის ოპერაციას»  ბოდიში ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდის ორგანო Aamaq-ით ეს თქვა ავღანეთის  უსასრულო პერესტროიკით გადარეულმა 17 წლის ავღანელმა ბიჭმა.

ამის ჩადენამდე მან განაცხადა რომ  ჩაატარებს ოპერაციას, ესაა შურისძიება იმის გამო რომ დასავლური შეტევები «  კლავს ჩვენს მამაკაცებს, ჩვენს ქალებს და ჩვენს ბავშვებს »,

 

 

ამ ბიჭმა  მატარებელში მძიმედ დაჭრა 4 კაცი. მერე ის მოკლა პოლიციამ.

ისლამურმა სახელმწიფომ განაცხადა რომ ესაა გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი 17 წლის ავღანელი Muhammad Riyad.

ეს ჯეელი  ცხოვრობდა უბედურების ადგილის ახლოს მდებარე დასახლება Ochsenfurt-ში.

ის ჩავიდა გერმანიაში 2015 წლის 30 ივნისს როგორც მცირეწლოვანი თანმხლების გარეშე. მას გერმანიაში ცხოვრების უფლება მისცეს დეკემბერში.

 

  • როგორ მოხდა მისი რადიკალიზაცია ?
  • 19 ივლისს ჩატარებული პრესკონფერენციის დროს კრიმინალური პოლიცია ლაპარაკობდა « ისლამიზმით მოტივირებულ » აქტზე.
  • ამ ბიჭის ოთახში პოლიციამ იპოვა წერილი რომელიც მიჭმა მისწერა თავის მამას.  იქ ეწერა:
  •  

 « და ეხლა ილოცე ჩემთვის რომ მე მოვახერხო შურისძიება ურჯულოთა წინააღმდეგ, და ილოცე ჩემთვის რომ მე ავიდე ცაში »...

ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელმა Abou Mohamed Al-Adnani-მ ისლამისტებს მოუწოდა  ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმნის საპასუხოდ  თავს დასხმოდნენ შერჩეულ სამიზნეებს, მათ შორის ინდივიდუალურებს, დასავლეთში.

 ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრი

 Joachim Herrmann-ის თქმით ავღანელი ბიჭის ოთახში იპოვეს ისლამური სახელმწიფოს დროშა.

მოწმის თანახმად ბიჭმა ასევე იყვირა « ალაჰ აკბარ » //ღმერთი დიდია//.

მინისტრმა დააზუსტა რომ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია  ბიჭი  ექსტრემისტი გახდა თვითონ, დამოუკიდებლად  თუ ნამდვილად იყო ისლამისტური მოძრაობის წევრი.

მან თქვა რომ თავდასხმისას ბიჭი მოქმედებდა მარტო.

 

როგორ მოხდა თავდასხმა?

ის მოხდა 21 სთ 15 წთ-სთვის ბავარიაში რეგიონალურ მატარებელში რომელსაც გადაყავდა 30-მდე ადამიანი.

Würzburg-ში ჩასვლამდე  ცოტა ხნით ადრე ბიჭი ცულით და დანით დაერია ხალხს.

4 კაცი მძიმედ დაიჭრა, მათ შორის 2 ქალია. ერთი მსუბუქადაა დაჭრილი.

მძიმედ დაჭრილები წარმოშობით ჰონკონგიდან არიან.

ამის შემყურე თოთხმეტ კაცს დასჭირდა ფსიქოლოგების და ფსიქიატრების დახმარება. …

თავდამსხმელმა მოახერხა გაქცევა, მაგრამ პოლიცია დაედაედევნა და დევნის დროს სროლით მოკლა.

მაისში 27 წლის სხვა გაუწონასწორებელმა ასევე რეგიონალურ მატარებელში დანით  მოკლა ერთი კაცი და დაჭრა სამი.  მანაც  იყვირა « ალაჰ აკბარ »

მაგრამ მერე თქვეს რომ ამ მკვლელს ჰქონდა ფსიქიური პრობლემები….

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა კი ამბობს რომ  მილიონზე მეტი ლტოლვილის ერთბაშად შემოსვლა გერმანიაში არაა დაკავშირებული კრიმინალის თუ ტერორისტული საფრთხის გაძლიერებასთან  მაგრამ ასეთმა რეალობამ შეიძლება გაამწვავოს ლტოლვილების მიმართ კანცლერი ანგელა მერკელის პოლიტიკის კრიტიკა.

მოსახლეობა შეშინებულია  იმით რომ  გერმანიაში ერთბაშად მივიდა მილიონზე მეტი ლტოლვილითი რომელთა შორის ბევრია ომის უბედურებებისგან გაქცეული სირიელი, მაგრამ ამ ახალ ლტოლვილთა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ავღანელებიც.

 გერმანიას აქამდე უფრო ასცდა ჯიჰადისტური ტერაქტები. გამონაკლისი იყო  წარმოშობით თურქი 15 წლის გოგოს შემთხვევა. ეს გოგო თებერვალში  ჰანოვერის სადგურში  დანით დაესხა თავს პოლიციელს.

გამოძიებამ აჩვენა რომ ამ გოგოს ჰქონდა ისლამისტური მოტივაცია.  მას უნდოდა სირიაში ჩასვლა ისლამურ სახელმწიფოსთან შესაერთებლად.

ჯიჰადისტურმა ორგანიზაციამ ბოლო დღეებში თავის არხებზე გერმანულად მოუწოდა რომ მოეხდინათ რეაქცია იმაზე რომ მას ბომბავენ ერაყში და სირიაში.

გერმანია თვითონ არ ბომბავს ისლამურ სახელმწიფოს, მაგრამ ამარაგებს კოალიციის თვითმფრინავებს და იყენებს დაზვერვის მრავალ აპარატს.

 

აი ასეთი  უბედურებები და შიშებია ცივი ომის ზარ-ზეიმით დამთავრების და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკური ბიუროს გენერალური მდივანი მიხაილ გორბაჩოვის ნობელის პრემიით დაჯილდოების შემდეგ.

 

ხოდა გახშირდა ლაპარაკი  დასავლური ცივილიზაციის დასუსტება-გაქრობა-სიკვდილზეც…

 

ვიცნობდეთ ქრისტიანობასთან მებრძოლებსაც

 

 

 

http://www.atlantico.fr/decryptage/michel-onfray-decadence-occident-autre-civilisation-

 

 არის 1959 წლის პირველ იანვარს დაბადებული ფრანგი ინტელექტუალი, ფილოსოფოსი დს ესეისტი. ათეისტი, ჰედონისტი პროფესორი მიშელ ონფრე

// Michel Onfray//

მის ფილოსოფიაზე უმთავრესად ახდენენ გავლენას ნიცშე, ცინიკოსთა სკოლა, ფრანგული მატერიალიზმი, პრუდონის ანარქიზმი და ალაგ-ალაგ ეპიკურე

// ვიკიპედიიდან//

ხოდა ეს მიშელ ონფრეც ალაპარაკდა დასავლეთის დეკადანსზე.

დასავლეთი განიცდის სიძნელეებს და მომავლის შემქმნელ ძალებად ჩანან  განსაკუთრებით Silicon Valley და ჩინეთი.

 

დაპროგრამებული გაქრობა-სიკვდილი, 2017 წლის 8 იანვარი

 

 

Atlantico : ბოლო დროს ჩვეულებრივ რამედ იქცა ლაპარაკი ჩვენი დასავლური იუდაურ-ქრისტიანული ცივილიზაციის დასუსტებაზე.

ზოგი, მაგალითად მიშელ ონფრე, მიდის უფრო შორს. ეს ონფრე თავის ბოლო წიგნში « დეკადანსი » // Décadence// ამბობს რომ დასავლური ცივილიზაცია ქრება, კვდება.

ამას ემატება Connectictut-ის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი Peter Turchin-ის ანგარიში  რომლის თანახმადაც გაძლიერდება სოციალური არასტაბილურობა , პოლიტიკური ძალადობა რამაც 2020 წლისთვის შეიძლება გააქროს ჩვენი ცივილიზაცია.

რამდენად შეიძლება გაქრეს ჩვენი ცივილიზაცია? სახელოვანი ფრანგი ინტელექტუალი მიშელ ონფრე  ამბობს : « ყველა ცივილიზაციამ გამოსცადა ისტორიის ეს კანონი და რატომ უნდა გადაურჩეს მას ჩვენი  ცივილიზაცია 2 ათასი წლის არსებობის შემდეგ ? »

 

http://www.francetvinfo.fr/economie/emploi/metiers/art-culture-edition/michel-onfray-notre-civilisation-judeo-chretienne-est-epuisee-morte_1298013.h

03/02/2016

Michel Onfray-მიელ ონფრე : “ ჩვენი იუდაურ-ქრისტიანული ცივილიზაცია ქანცგაწყვეტილია, მკვდარია

“Corriere della sera”-სთვის მიცემულ ერთ ინტერვიუში ფილოსოფოსმა დაგმო პოლიტიკური ისლამი , აღწერა თავისუ საკუთარი ღირებულებების გარეშე  ობლად დარჩენილი იუდაურ-ქრისტიანული ცივილიზაცია  // მიდი და გქონდეს ვოლტერ-მარატ-რობესპიერის მერე ეგ ღირებულებები, დე გოლამდე და ანტუან დე სენტ ეგზიუპერიმდე მოხერხდა რაღაცის შენარჩუნება და ეგეც კარგია,  ამის წყალობით თითო-ოროლა ქრისტიანიც ჯერ კიდევ დადის//.

ამას გარდა მიშელ ონფრემ გამოაცხადა დამოუკიდებელი მედიას შექმნა.

ინტელექტუალ-ფილოსოფოსმა მიშელ ონფრემ ისევ აალაპარაკა ყველა საკუთარ თავზე, ის ისევ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში იმით რომ გმობს და აკრიტიკებს როგორც  მისი თქმით ქანცგაწყვეტილ, მკვდარ, ნიჰილიზმში, ნგრევაში, და საკუთარი თავის სიძულვილში ჩაფლულ იუდაურ-ქრისტიანულ ცივილიზაციას ისე პოლიტიკურ ისლამს,

  ბომბას რომელთანაც დასავლეთი მუდამ თამაშობს. ფილოსოფოსმა დაადასტურა რომ ის იზიარებს ცივილიზაციათა ომის კონცეფციას.

მიშელ ონფრეს თქმით ისლამი ჯანმრთელია იმიტომ რომ მას ყავს ახალგაზრდები რომლებიც მზად არიან მოკვდნენ მისი გულისთვის  და აბა რომელი დასავლელია მზად ჩვენი ცივილიზაციის ღირებულებებისთვის, სუპერმარკეტის,ინტერნეტით ყიდვა-გაყიდვის,ტრივიალური კონსუმერიზმ-მომხმარებლობიზმის,ეგოტისტური ნარცისიზმის, ტრივიალური ჰედონიზმისთვის  თავის გასაწირად // უნდა ვთქვა რომ ფრანგების და გერმანელების ტარაკანებივით დასრესა ვიღაც ავადმყოფების მიერ უდანაშაულო ხალხის მკვლელობაა და არა თავგანწირვა. ეს პროფესორ-ფილოსოფოსებსაც უნდა ესმოდეთ//.

მიშელ ონფრე საჭიროდ თვლის დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ისლამურ სახელმწიფოსთან რომელიც მოუწოდებს მისი თანამემამულე ფრანგების და საზოგადოდ ევროპელების დახოცვისკენ…

 

მიშელ ონფრე  მის მსმენელ-მკითხველებს ადებილებს და ეუბნება რომ ქრისტიანული ცივილიზაცია აგებულია ფიქცია-ილუზიაზე, ძალადობაზე, სისხლისღრვრაზე და არა ღმერთის და მოყვასის სიყვარულზე.

ვიცოდეთ ეს მავნე ქადაგებაც.

 

https://www.prechi-precha.fr/quelques-extraits-du-prochain-livre-de-michel-onfray-decadence/

 

ზოგი ნაწყვეტი მიშელ ონფრეს ბოლო წიგნიდან « დეკადანსი » //« Décadence »//

 

 

იესოს ზღაპარი

1968 წლის პარიზულ მაისში ქრისტიან შარლ-დე გოლთან და ისტორიულ საფრანგეთთან მებრძოლი თავქარიანი ჯეელების საქმის გამგრძელებელი მიშელ ონფრე თვლის რომ იესოს ისტორია არის ფიქცია, ზღაპარი ბავშვებისთვის

და ამ ფიქციის, ამ კოლექტიური ჰალუცინაცია-ილუზიის  სახელით შექმნილ რელიგიას და ცივილიზაციას კიდევ ყავს მილიარდობით მიმდევარი, მაგრამ ეს ცივილიზაცია დღეს, ჩვენს თვალწინ, კვდება..

იყო და არის იზისის და ოზირისის, შივას და ვიშნუს, ზევსის და პანის, იუპიტერის და მერკურის, თორის და ერეიას, ნათლისმცემლის და იესოს ფიქციები.

ცივილიზაციები იგება ფიქციებზე. ფიქციები რომ ფიქციებია ჩნდება მაშინ როდესაც მათი სახელით აგებული ცივილიზაციები აღარ არსებობენ.

ცივილიზაცია მით უფრო ძლიერია რაც უფრო სჯერათ ამ ფიქციებისა.

რწმენის მრუდი ემთხვევა ცივილიზაციის მრუდს….

ეუსებიუსი და კონსტანტინე,  დამღუპველი წყვილი

ერთია მოაზროვნე თავი, მეორეა შეიარაღებული ხელი..

ერთია ინტელექტუალი მისი წიგნებით და სიტყვებით და მეორეა მთავარსარდალი მისი ჯარებით და ჯარისკაცებით.

ფილოსოფოსი არგუმენტებით და მეფე ხმლით.

ერთი ლაპარაკობს და ქადაგებს და მეორე სისხლს ღვრის პირველის სიტყვების სახელით.

ამ დამღუპველმა წყვილმა  გააჩინა სისხლიანი იდეა რომლის თანახმადაც  ისტორიას აქვს განგებისთვის სასურველი აზრი, მაგრამ ჩვენც უნდა გავანძრიოთ ხელი რათა განგებისთვის სასურველ მიზანთან მივიდეთ უფრო ჩქარა, წავიდეთ უფრო შორს და უკეთესად.

და თუ კი ისტორიის გეგმა დაწერილია რატომ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მისი განვითარებით?

ეუსებიუსი აქებს და ადიდებს კონსტანტინეს იმიტომ  მან მოსპო წარმართული ღმერთების ქადაკებები და დაანგრია ძველი ტაძრები ისე რომ მათგან არ დარჩენილიყო არანაირი კვალი.

მან აქო კონსტანტინე იმიტომ რომ  მისმა ჯარებმა  უკან დახიეს  მტრის ჯარები, რომ მოისპო ღმერთთან მებრძოლთა პრეტენზიები  და დადუმდნენ მკრეხელები, ბარბაროსები კი მოთვინიერებული იყვნენ.

ეუსებიუსი აქებს და ადიდებს კონსტანტინეს იმიტომ   რომ მან გააძევა უხილავ დემონთა ძალები,  რომ დაანახა თავისი შეცდომები ცრუმორწმუნეებს….

კონსტანტინემ გაიმარჯვა იმიტომ რომ ღმერთი იყო მასთან, ღმერთმა მისცა კონსტანტინეს ნიშანი რომლითაც მან გაიმარჯვა-ჯვარი.

სწორედ ამ ნიშნის, ისტორიის ამ კონცეფციის სახელით აბატონებდა საუკუნეების მანძილზე თავის რწმენას, ერთადერთს, მთელ დედამიწაზე  იმიტომ რომ მიზანი იყო ქრისტიანობის მთელ დედამიწაზე გაბატონება.

ცეზაროპაპიზმმა შესაძლებელი გახადა  დამპყრობელი ქრისტიანული იმპერიალიზმი რომელიც გავრცელდა მთელ დედამიწაზე პალესტინიდან ევროპამდე, შემდეგ ევროპიდან ამერიკაში და ყველგან სადაც შეიძლება მივიდეს გემი მისიონერებით.

ეს კი არ ყოფილა კარგი ამბავი ყველასთვის.

მუჰამედი, მტერი ძმა

 ეს კაცური, მეომარი, დამპყრობელი,  მისთვის თავის გასაწირად მზა ჯარისკაცებით  ძლიერი რელიგია  შევიდა კონცერტში ცივილიზაციებისა რომლებსაც უნდათ იმპერიული, საყოველთაო, პლანეტარული ბატონობა.

არც ბუდიზმს, არც ინდუიზმს, არც კონფუციანელობას, არც იუდაიზმს არ  აქვთ მიზნად მთელი კაცობრიობის მოქცევა.

მთელი კაცობრიობის თავის რწმენაზე მოქცევა უნდათ ქრისტიანობას და ისლამს.

ქრისტიანობა და ისლამი, ეს ორი ძალა, ორი სულიერება, ორი ცივილიზაცია, ორი კულტურა, არსებობენ ერთმანეთთან დაპირისპირებით.

ქრისტიანული იმპერია სწრაფად  განივრცო იმპერატორი კონსტანტინეს მოქცევის შემდეგ.

მან  ამიერიდან ანგარიში უნდა გაუწიოს თავის მტერ ძმა მაჰმადიანობას.

ქრისტე თუ და მუჰამედი, ქრისტე თუ მუჰამედი, მუჰამედი თუ ქრისტე?

დასავლეთი იღებს ფორმას ამ ახალი მოცემულობით.

  დავითის ვარსკვლავი, ქრისტეს ჯვარი, ისლამის ნახევარმთვარე ასახავენ ფორმათა მაძიებელ ძალებს. ყოველი ფორმა გულისხმობს რომ ერთი ფორმა ბოლოს მოუღებს სხვას.

ამ ხანაში ქრისტიანობას და ისლამს უნდათ ერთი და იგივე მიწები იმიტომ რომ ორივეს უნდა მსოფლიო, საყოველთაო იმპერიის შექმნა.

ჯვრის მომხრეებს წმინდა პავლეს დროშით უნდათ მთელი დედამიწის გაქრისტიანება ისლამის საზარალოდ;

ნახევარმთვარის მომხრეებს კი მუჰამედის დროშით უნდათ მთელი დედამიწის გამაჰმადიანება ქრისტიანობის საზარალოდ.

ცივილიზაციათა შოკი-შეჯახება განაღდებულია….

// ესაა კარიკატურა იყო ქრისტიანობა რომელიც არ გავრცელებულა ხმლითა და მახვილით, მაგ. წმინდა ნინოს მიერ საქართველოში გავრცელებული ქრისტიანობა. იყო იყო არაბ ქრისტიანთა ოჯახში დაბადებული  წმ. იოანე დამასკელიც //676-749//, ეს ქრისტიანები ახერხებდნენ მაჰმადიანებთან მშვიდობიანად თანაარსებობას.  მეტიც, არც ოხერი სადამ ჰუსეინის დროს არ ყოფილა ქრისტიანთა გენოციდი ერაყში. ეს გენოციდი დაიწყო ერარაყის პერესტროიკის შემდეგ. მაგრამ  ცინიკოსი, ნიჰილისტი და ჰედონისტი მიშელ ონფრე თვითონაა ქრისტიანობასთან მებრძოლი ფიგურა და ასეთი რბილად რომ ვთქვათ უზუსტობები მისგან გასაკვირი არაა//.

 

ეს მიშელ ონფრე იმასაც ამტკიცებს რომ  ბნელმა ევროპულმა შუა საუკუნეებმა მოსპო ფილოსოფია და ცოცხალი აზრი….

 

1968 წლის მაისი, დიდი დექრისტიანიზაცია

ეს არ ყოფილა მარტო პარიზული შფოთი, ეს იყო ეროვნული და, ყველაზე მეტად, დასავლური მოძრაობა.

თხზულებაში  « ლიმბების სარკე » // Le miroir des limbes//  აგნოსტიკოსი მალრო

// Malraux// გოლისტი, რომელსაც მიშელ ონფრეს საწინააღმდეგოდ არ სძულდა ქრისტიანობა// Malraux// წერს:

 «  ახალგაზრდობის დრამა მე მგონი არის შედეგი იმისა რასაც ვუწოდებთ სულის უძლურებას // défaillance de l’âme//.

ალბათ იყო ის რაც გავდა რომის  იმპერიის დასასრულს.

ვერც ერც ერთი ცივილიზაცია ვერ იცოცხლებს უმაღლესი ღირებულების და, ალბათ, ტრანსცენტურობის გარეშე…».

მალრო გვთავაზობს 1968 წლის მაისის დანახვას ონტოლოგიური და ისტორიული, სულიერი და მეტაფიზიკური კუთხით.

ის აზროვნებს გრძელვადიანი ცნებებით.

ის რაც ხდებოდა პარიზში 1968 წლის მაისში იყო ქრისტიანულ ღირებულებათა ახალი უარყოფა…

ეს უარყოფა ვრცელდება დასავლეთის ვრცელ ზონაში ვინაიდან პარიზის გარდა ის ეხება ბერლინს, ბერკლის, რომს, ამსტერდამს, ჰააგას, ისევე  როგორც სინტოისტურ იაპონიას და ინდუისტურ ინდოეთს. მათ არა აქვთ იუდაურ-ქრისტიანული კონფიგურაცია მაგრამ   ისინი ეწერებიან პოსტქრისტიანულ ანუ ქრისტიანობის შემდგომ გადასავლურება- occidentalisation-ში.

 

1968 წლის მაისი, მაშ, ევროპაში არის დექრისტიანიზაციის მოძრაობა და ამავე დროს დასავლეთში  დაუფარავად მომხმარებლისტურ-consumériste-ული დექრისტიანიზებული // საერთოდ რელიგიის როგორც ასეთის უარმყოფელი სამყაროს, როგორც ქრისტეს ისე ალაჰის  მაგივრად მობილური ტელეფონის და მსგავსი ტექნოლოგიების თაყვანისმცემელი//  სამყაროს  დამკვიდრება

ჩვენ დაუძლურებულები, ღონემიხდილები ვართ

 

ომი გრძელდება. ის მხოლოდ ეხლახანს დაიწყო. აქ 11 სექტემბერია, 7 იანვარი, სხვაგან, მოგვიანებით,  სხვა თარიღებია, იგივე ტიპის სხვა მოვლენებია.

დასავლეთს ყავს მხოლოდ ხელფასიანი ჯარისკაცები რომელთაც არ უნდათ სიკვდილი დღეს მკვდარი ღირებულებებისთვის.

აბა ვინ გასწირავს დღეს თავის სიცოცხლეს კაპიტალის რელიგიის  სახალისო სათამაშოებისთვის? არავინ.

 თავს არ სწირავენ iPhone-სთვის.

ისლამი კი ძლიერია იმით რომ მას ყავს პლანეტარული არმია, თავისი რელიგიისთვის, თავისი ღმერთისთვის და მისი წინასწარმეტყელისთვის  თავის დასადებად გამზადებული მორწმუნეები.

ჩვენ გვაქვს ნიჰილიზმი, მათ აქვთ მგზნებარე რწმენა.

ჩვენ დაუძლურებულები ვართ. ისინი ჯანმრთელები არიან და მათ სწამთ მარადისობისა.

ჩვენ ჩვენთვის გვაქვს წარსული. მათ მათთვის აქვთ მომავალი იმიტომ რომ მათთვის ყველაფერი იწყება, ჩვენთვის კი ყველაფერი მთავრდება.

ყველაფერს აქვს თავის დრო.

ქრისტიანობა ბატონობდა თითქმის 2 ათასწლეული.

პატივსაცემი დღეგრძელობაა ცივილიზაციისთვის.

ქრისტიანული ცივილიზაციის შემცვლელ ცივილიზაციას შეცვლის სხვა ცივილიზაცია.

დროის საკითხია.

 

გემი იძირება, ჩვენ კი უნდა დავიხრჩოთ ელეგანტურად.

 

ჰანტინგტონი და იდიოტები

ცდება იდეოლოგია და არა რეალობა. როდესაც ჰანტინგტონმა თავის ნაშრომში « ცივილიზაციათა შეჯახება » თქვა რომ ამიერიდან ერთმანეთს უპირისპირდებიან კულტურული და სულიერი ბლოკები დებილებმა  მხრები აიჩეჩეს. და იჩეჩენ დღემდე.

Samuel Huntington-მა 1996 წელს  თქვა რომ დაემხობიან სახელმწიფოები რომლებიც აღარ აკონტროლებენ ფულს, იდეებს, ტექნოლოგიას, საქონლის და პიროვნებათა მოძრაობას.  მან იწინასწარმეტყელა სახელმწიფო ხელისუფლების დაკნინება, ზოგი სახელმწიფოს აფეთქება და გაქრობა, ტრაიბალისტური, ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების, ტომებს შორის სისხლისღვრათა ინტენსიფიკაცია, საერთაშორისო კრიმინალურ მაფიათა გაჩენა, დედამიწაზე  ათობით მილიონი ლტოლვილის ხეტიალი, იარაღების გავრცელება, ტერორიზმის ექსპანსია, სახელმწიფო პარადიგმის შეცვლა ქაოტური პარადიგმით.

 და განა გაამტყუნა მას შემდეგ რეალობამ ამერიკელი ფილოსოფოსი ?

ნამდვილად საინტერესო ტექსტი-ჩვენებაა თუ გავიხსენებთ იმას რომ მისი ავტორი მიშელ ონფრე თვითონაა ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი მკვლელი ნიჰილისტი ჰედონისტი ცინიკოსი. მისი ბრალიცაა რომ კიევში გაწვრთნილი « ფიმენის » გომბიოები არბევენ ევროპის ულამაზეს კათედრალებს და მღვდლის თვალწინ ფსავენ შუა პარიზში მდგარი ეკლესიის საკურთხეველზე.

მაინც ვუსურვებ ელეგანტურად ცხოვრებას და არა დახრჩობას.იქნებ სიკვდილამდე რამეს მიხვდეს და შეწყვიტოს ქრისტიანობის სიძულვილის ფრქვევა.

ჩვენ კი ჩვენი გზა გვაქვს. უნდა გადავარჩინოთ მიშელ ონფრას ნაირთა და ჯიხადისტთა შორის მოჭყლეტილი ქრისტიანული ცივილიზაციის ნარჩენები.

ისე დღევანდელ საფრანგეთში არიან ქრისტიანული ცივილიზაციის ობიექტურად დამფასებელი მოაზროვნეებიც. ამაზე ცოტა ხანში.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s